ბათუმში სატრანსპორტო საშუალების ტროტუარზე ან ქვეითთა გადასასვლელზე დგომის ან გაჩერებისთვის ჯარიმა 100 ლარი 2026 წლის პირველი მაისიდან გახდება. ამ დროისთვის ანალოგიური დარღვევისთვის ჯარიმა 10 ლარია. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონი ძალაში 2026 წლის 1-ლი მაისიდან შედის. ამ კანონით: „თვითმმართველი ქალაქის − ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალების ტროტუარზე ან ქვეითთა …
Tag Archives: ჯარიმა
ბათუმში მძღოლები 22,7 მილიონით დააჯარიმეს მოძრაობის წესების დარღვევისთვის – 2025 წლის მონაცემები
საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისათვის დაჯარიმებული მძღოლებისგან ბათუმის ბიუჯეტში 2025 წელს 13 მილიონ 676 ათასი ლარი შევიდა. ეს მონაცემი ბათუმის მერიას ქალაქის 2025 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში აქვს დაფიქსირებული. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში აღნიშნული ჯარიმის მხოლოდ 60 პროცენტი შედის, გამოდის, რომ 2025 წელს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ბათუმში მძღოლებმა ჯამში 22 მილიონ 793 ათასი …
რომელ გზებზეა ზამთრის საბურავები სავალდებულო დეკემბრიდან მარტამდე
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე პერიოდში გარკვეულ გზებზე გადაადგილებისას ავტოტრანსპორტზე სავალდებულოა ზამთრის საბურავების ქონა. ამავე პერიოდში, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, პოლიციას ასევე შეუძლია დააწესოს სატრანსპორტო საშუალების არანაკლებ წამყვან თვლებზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის დამაგრების მოთხოვნაც. ზამთრის საბურავისა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, პირი დაჯარიმდება 100 ლარით და მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა შეუმცირდება 5 ქულით. ზამთრის …
Continue reading “რომელ გზებზეა ზამთრის საბურავები სავალდებულო დეკემბრიდან მარტამდე”
100 ლარამდე იზრდება ბათუმში არასწორი პარკირებისთვის მანქანის ევაკუირების გადასახადი
ბათუმის მერიამ საკრებულოში შეიტანა პროექტი, რომლითაც ბათუმში ავტოსატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადატანისას ტრანსპორტირების ხარჯის 100 ლარამდე გაზრდას ითხოვს. ბათუმში სპეციალურ დაცულ სადგომზე ტრანსპორტირების საფასური ამ დროისთვის 45 ლარია. ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის განმარტებით, ცვლილება ეხება იმ სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებიც არასწორი პარკირებისთვის ევაკუატორით გადააქვთ სპეციალურ ავტოსადგომზე. პროექტის მიხედვით, საკრებულოს მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადატანისას …
65-65 ათასი ლარით დააჯარიმეს 3 გემი, რომლებმაც შავი ზღვა დააბინძურეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, 65-65 ათასი ლარით დააჯარიმეს გემები, რომლებმაც ბათუმსა და ფოთში შავი ზღვა დააბინძურეს. „გამოვლინდა შავი ზღვის დაბინძურების 3 ფაქტი. პანამის, ლიბერიისა და ტანზანიის დროშების ქვეშ მცურავმა გემებმა შავი ზღვა სამეურნეო წყლებით დააბინძურეს. ფოთისა და ბათუმის სასამართლოებმა სამივე გემი სამართალდამრღვევად ცნო და თითოეულს 65-ათასლარიანი ჯარიმა დააკისრა. გარემოსთვის მიყენებული ზიანის ჯამურმა თანხამ კი, 64 …
Continue reading “65-65 ათასი ლარით დააჯარიმეს 3 გემი, რომლებმაც შავი ზღვა დააბინძურეს”
გარემოს დაბინძურებისთვის „ორბი ჯგუფის“ უკანონო ქარხანა 10 000 ლარით დააჯარიმეს
ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, სანაპირო ზოლში არსებული „ორბი ჯგუფის“ ცემენტის უკანონო საწარმო ჰაერის დაბინძურებისთვის 10 ათასი ლარით დააჯარიმეს. სამართალდარღვევათა ოქმი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სასამართლოს უკვე გადაუგზავნა. „ორბი ჯგუფი“ სამართალდარღვევათა კოდექსის 78-ე მუხლის მეხუთე ნაწილითაა დაჯარიმებული, რომელიც გულისხმობს აირმტვერდამჭერი მოწყობილობების ექსპლუატაციის წესების დარღვევას ან ამ მოწყობილობების გაუმართაობას, ასევე, აღნიშნული მოწყობილობების გამოუყენებლობას ან უქონლობას. კანონდარღვევა 10 000-მდე ლარით …
Continue reading “გარემოს დაბინძურებისთვის „ორბი ჯგუფის“ უკანონო ქარხანა 10 000 ლარით დააჯარიმეს”
მსოფლიოში მე-5 ადგილზე კოვიდის გავრცელებით – როგორ ესმის ღარიბაშვილს პანდემიის მართვა
იზოლაციის, კარანტინისა და პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო დაკისრებული ჯარიმებისგან გათავისუფლების შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ივნისის ბოლოს განაცხადა. ასევე გააუქმა მთელი რიგი შეზღუდვები – ჩვენი ეკონომიკა მორიგ ჩაკეტვას ვერ გაუძლებსო. შინაგან საქმეთა სამინისტრო აღარ აქვეყნებს ინფორმაციას, მოქმედი რეგულაციების დარღვევის ფაქტებზე, რამდენი პირი დააჯარიმეს. მანამდე უწყება ამას მთელი წლის განმავლობაში თითქმის ყოველ დღეს აქვეყნებდა. შერბილდა სახელმწიფოს …
ჯარიმის პატიებას 2 635 გადამხდელი ითხოვს – მიმართვის ბოლო ვადა 31 ივლისია
გადასახადის გადამხდელს, რომელსაც აქვს 2021 წლის 17 მაისის მდგომარეობით წარმოშობილი, აღიარებული ან არაღიარებული საგადასახადო დავალიანება, შეუძლია, გადასახადის ძირითადი თანხის გადახდის პირობით სრულად შეიმციროს დარიცხული ჯარიმა -საურავები, რისთვისაც მან შემოსავლების სამსახურს 1-ელ აგვისტომდე უნდა მიმართოს. 29 ივლისის მონაცემებით, საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ, შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში 2 635 განაცხადი დარეგისტრირდა. „აღნიშნული შეღავათით სარგებლობის მიზნით, გადასახადის გადამხდელმა …
Continue reading “ჯარიმის პატიებას 2 635 გადამხდელი ითხოვს – მიმართვის ბოლო ვადა 31 ივლისია”
რას ფიქრობს ამნისტიაზე ბიჭი, რომელიც პოლიციელს გაექცა – „აწი თუ დავარღვევ, რა მოხდება?“
„აწი თუ დავარღვევ, რა მოხდება?“ – კითხულობს ლაშა ხიმშიაშვილი. ეს ის ბიჭია, რომელსაც 28 აპრილს პირბადის არქონის გამო დაჯარიმებას უპირებდნენ, მაგრამ ლაშა პოლიციელს გაექცა. დღეს, 24 ივნისს, მთავრობამ თქვა, რომ იზოლაციის, კარანტინისა და პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო დაკისრებულ ჯარიმებს მოქალაქეები აღარ გადაიხდიან. საუბარია დაახლოებით 76 მილიონი ლარის გადაუხდელ ჯარიმებზე. ლაშა ხიმშიაშვილის თქმით, მისთვის ჯარიმის …
ჯარიმების გასაუქმებლად მეწარმეებს დღეიდან შეუძლიათ მიმართონ შემოსავლების სამსახურს
მეწარმეებს, რომლებსაც დავალიანებაზე ერიცხებათ ჯარიმა-საურავები, შესაძლებლობა აქვთ არ გადაიხადონ ჯარიმა, თუ პირველ აგვისტომდე მიმართავენ შემოსავლების სამსახურს და გააფორმებენ შესაბამის შეთანხმებას. შეთანხმება გულისხმობს გადასახადის [ძირითადი] თანხის გადახდას 2021 წლის 31 დეკემბრამდე. მეწარმეებს შეუძლიათ დღეიდან, 18 მაისიდან, უკვე მიმართონ შემოსავლების სამსახურს ასეთი შეთანხმების გასაფორმებლად. მიმართვის ბოლო ვადა 2021 წლის პირველი აგვისტოა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით: „გადასახადის გადამხდელს, …
პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის 798 პირი დააჯარიმეს – შსს
ბოლო 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო 798 ადამიანი დააჯარიმეს, ხოლო პირბადის წესის განმეორებით დარღვევის ფაქტზე – 158. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და შესაბამისად ჯარიმას 20 ლარის ოდენობით, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევა ითვალისწინებს 40 ლარით დაჯარიმებას. ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, …
Continue reading “პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის 798 პირი დააჯარიმეს – შსს”
„არ გადავიხდით ჯარიმებს“ – სააკაშვილი დაუმორჩილებლობის აქციაზე
ფეისბუქის პირად გვერდზე მიხეილ სააკაშვილი თბილისსა და ბათუმში 6 თებერვლის საპროტესტო აქციას ეხმაურება, სადაც შეკრებილმა ადამიანებმა პანდემიის დროს დაწესებულ შეზღუდვებს დაუმორჩილებლობა გამოუცხადეს. პოლიციამ ბათუმში აქციის მონაწილეები დააკავა და ჯამში 3-3 ათასი ლარითაც დააჯარიმეს, თბილისში კი, აქციის მონაწილეების დაჯარიმება დღეს, 8 თებერვალს დაიწყო. ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ ჯარიმას არავინ გადაიხდის. „გუშინწინდელი დაუმორჩილებლობის აქციები არის პირველი …
Continue reading “„არ გადავიხდით ჯარიმებს“ – სააკაშვილი დაუმორჩილებლობის აქციაზე”
პირბადის არქონის გამო 457 პირი დააჯარიმეს – შსს
კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების დარღვევისთვის ბოლო 24 საათის განმავლობაში 573 პირი დააჯარიმეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დაჯარიმებულს შორის ყველაზე მეტი შემთხვევა – 457 პირბადის ტარების წესის დარღვევას უკავშირდება. პირბადის არქონა ან მისი ტარების წესის დარღვევა 20 ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს. შსს-ს მონაცემებით, პოლიციამ 116 პირი დააჯარიმა იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის. კანონი ამ …
Continue reading “პირბადის არქონის გამო 457 პირი დააჯარიმეს – შსს”
„დააჯარიმეს სასწრაფოს დასახვედრად გამოსული კაცი“ – ვინ ასაჩივრებს 3 000-ლარიან ჯარიმას
საგანგებო მდგომარეობის დროს გამოწერილი ჯარიმების გასაჩივრება ჯერ კიდევ შესაძლებელია. ჯარიმების გასაჩივრების ვადის ათვლა 23 მაისს დაიწყო, როცა საგანგებო მდგომარეობა გაუქმდა და 10 დღეს გრძელდება უქმე და დასვენების დღეების ჩათვლით. შესაბამისად, ამ ჯარიმების გასაჩივრება შეიძლება 2 ივნისამდე. საგანგებო მდგომარეობის პერიოდში ანუ 21 მარტიდან 22 მაისის პერიოდში ფიზიკური და იურიდიული პირები არ იყვნენ ვალდებული ჯარიმა გადაეხადათ. დაჯარიმებულებს, …
კარანტინის დარღვევისთვის ჯარიმა 2000, საგანგებო მდგომარეობაში კი, 3000 ლარი – ცვლილება კანონში
2020 წლის 2 მაისიდან, იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევისთვის ფიზიკური პირი 2 ათასი ლარით, ხოლო იურიდიული პირი – 10 ათასი ლარით დაჯარიმდება. მაგრამ, თუ ეს წესი საგანგებო, ან საომარი მდგომარეობის რეჟიმის ნაწილია, ჯარიმა შესაბამისად იქნება – 3 ათასი ლარი ფიზიკური პირის შემთხვევაში და 15 ათასი ლარი – იურიდიული პირის შემთხვევაში. პარლამენტმა შესაბამისი ცვლილება საქართველოს ადმინისტრაციულ …
როდის უნდა გადაიხადო 3 ათასი, თუკი კომენდანტის საათის დროს დაგაჯარიმეს
გუშინ კომენდანტის საათის დარღვევისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ბოლო მონაცემებით, 204 პირი დააჯარიმეს. გუშინდელი მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით, 60 სამართალდარღვევა დაფიქსირდა, მათ შორის, 17 დაჯარიმდა. შსს-ს პრესცენტრში კონკრეტულ შემთხვევებზე არ მოგვაწოდეს ინფორმაცია – მაგალითად, ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე გუშინ ღამით ორი ავტომანქანა შეაჩერა საპატრულო პოლიციამ. კომენდანტის საათის, ასევე საგანგებო რეჟიმის პირობების დარღვევის შემთხვევაში ფიზიკური პირი 3 ათასი ლარით, …
Continue reading “როდის უნდა გადაიხადო 3 ათასი, თუკი კომენდანტის საათის დროს დაგაჯარიმეს”
საგზაო სფეროში ჩადენილი დარღვევებისთვის ჯარიმისა და საურავის გადახდის ვადამ გადაიწია – შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგზაო-სატრანსპორტო სფეროში ჩადენილი ამართალდარღვევებისთვის ჯარიმისა და საურავის გადახდის ვადებმა გადაიწია. ამ დრომდე ან საგანგებო მდგომარეობის განმავლობაში დაკისრებული ჯარიმის და საურავის გადახდის ვალდებულება მოქალაქეებს დაეკისრებათ მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ. მთავრობის მიერ დადგენილი საშეღავათო პერიოდი ეხება როგორც გამოწერილი ჯარიმების გადახდას, ასევე, გადაუხდელ ჯარიმებზე საურავის დარიცხვას. გარდა ამისა, განსაზღვრული ვადით ჩერდება გადაუხდელი ჯარიმების …
3 ადამიანი 3 ათასი ლარით დააჯარიმეს თვითიზოლაციის დარღვევისთვის
შს სამინისტროს ინფორმაციით, თვითიზოლაციის წესის დარღვევისთვის 3 ადამიანი 3 ათასი ლარით დაჯარიმდა. თვითიზოლაციის წესების დარღვევის 3 ახალი ფაქტი იმერეთის, მცხეთა-მთიანეთისა და გურიის რეგიონებში გამოვლინდა. „პოლიციამ თვითიზოლაციის წესების დამრღვევი ყველა პირი კანონის შესაბამისად, ადმინისტრაციულად, 3000 ლარის ოდენობის თანხით დააჯარიმა და საკარანტინო ზონებში იძულებით გადაიყვანა“ – ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში. ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია, დაიცვას …
Continue reading “3 ადამიანი 3 ათასი ლარით დააჯარიმეს თვითიზოლაციის დარღვევისთვის”
ბათუმში წამლის ურეცეპტოდ განმეორებით გაყიდვის გამო აფთიაქი დაჯარიმდება
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, ზედამხედველობისა და კონტროლის ღონისძიებების შედეგად, 5 მარტს ბათუმში, ერთ-ერთ აფთიაქში, დააფიქსირა მეორე ჯგუფსმიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციის წესის დარღვევის განმეორებითი ფაქტი. მეორე ჯგუფს განეკუთვნება ისეთი ფარმაცევტული პროდუქტი, რომლის არასათანადო გამოყენებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს ადამიანის ჯანმრთელობას. მისი მიღება შესაძლებელია მხოლოდ ექიმის დანიშნულებით და რომელიც გაიცემა რეცეპტით. ამით დაირღვა ,,წამლისა და …
Continue reading “ბათუმში წამლის ურეცეპტოდ განმეორებით გაყიდვის გამო აფთიაქი დაჯარიმდება”
ვინ არ გადაიხდის ჯარიმას და საურავს – ახალი კანონი
2019 წლის 1-ლი ოქტომბრიდან ამოქმედდა საქართველოს კანონი „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“, რომლის მიზანია „ერთჯერადი ხასიათის დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით ამავე კანონით განსაზღვრული იმ ფიზიკური პირების ადმინისტრაციული სახდელისგან – ჯარიმისგან და შესაბამისი საურავისგან გათავისუფლება, რომლებმაც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2019 წლის 15 იანვრამდე ჩაიდინეს და რომელთა მიმართაც ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ამ კანონის …
Continue reading “ვინ არ გადაიხდის ჯარიმას და საურავს – ახალი კანონი”
ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსში უბილეთოდ მგზავრობისთვის ჯარიმა 20 ლარამდე გაიზარდა
„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინიციატივა მუნიციპალური ავტობუსით უბილეთოდ მგზავრობისთვის საჯარიმო სანქციის სახით გათვალისწინებული თანხის ოდენობის გაზრდაზე ბათუმის საკრებულოს უმრავლესობამ დღეს, 19 სექტემბერს, დაამტკიცა. ამ გადაწყვეტილებით, ფაქტობრივად, ჯარიმა გაოთხმაგდა, რადგან ამ დრომდე კანონდამრღვევს, მხოლოდ ხუთი ლარით აჯარიმებდნენ, დღეიდან კი ჯარიმა 20 ლარი იქნება. „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ იურისტის განმარტებით, ცვლილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებამ განაპირობა [ეს კოდექსი არეგულირებს ადმინისტრაციულ ჯარიმებს]. თუმცა …
Continue reading “ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსში უბილეთოდ მგზავრობისთვის ჯარიმა 20 ლარამდე გაიზარდა”
ბათუმში ძეგლზე უნებართვო სამუშაოებისთვის ხუთი მესაკუთრე 5-10 ათასი ლარით დააჯარიმეს
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ცნობით, მიმდინარე წელს სააგენტოს კონტროლის ჯგუფის მიერ ქალაქ ბათუმში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე 21 სამართალდარღვევა იქნა გამოვლენილი, რის გამოც მესაკუთრეებს მიეცათ შესაბამისი გაფრთხილებები. სააგენტოს ცნობით, დაჯარიმებულ იქნა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ხუთი მეპატრონე. კერძოდ: სასტუმრო „ინტურისტი“ უნებართვო რეკლამის განთავსებისთვის 10 000 ლარით დაჯარიმდა; იგივე სასტუმრო დაჯარიმდა ტერასის კედლის ჩაჭრის გამო 10 …
უკანონო მშენებლობაზე ჯარიმა გაორმაგდა – რა შეიცვალა კანონში
უკანონო მშენებლობებზე ჯარიმები გაორმაგდა. თვითმმართველ ქალაქებში, მათ შორის, ბათუმში, უნებართვო მშენებლობა 3 ათასი ლარის ნაცვლად 6 ათასი ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს. სხვა ქალაქებში კი, სამართალდამრღვევები 2 ათასის ნაცვლად 4 ათასი ლარით დაჯარიმდებიან. ჯარიმა გაიზარდა დაბებსა და სოფლებში უკანონო მშენებლობებზეც – 200 ლარიდან 1000 ლარამდე. „ეს იმას ნიშნავს, რომ თუკი ადამიანებს აქამდე უღირდათ სამი ათასი ლარის გადახდა, …
Continue reading “უკანონო მშენებლობაზე ჯარიმა გაორმაგდა – რა შეიცვალა კანონში”
დელფინის მოკვლის გამო უცხოური დროშის ქვეშ მცურავი გემის კაპიტანი 40 900 ლარით დაჯარიმდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, 10 მარტს ბათუმის სანაპიროსთან მოკლული დელფინი იპოვეს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოსა და შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ ერთობლივად გატარებული ღონისძიებების შედეგად, დადგინდა სამართალდამრღვევი – თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი გემის კაპიტანი. სამართალდამრღვევმა აღიარა ჩადენილი ქმედება. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების მიერ დამნაშავის მიმართ სამართალდარღვევის ოქმი …
500 ლარით დაჯარიმდებით, თუკი საპენსიო შენატანს თავს აარიდებთ
500 ლარით დაჯარიმდება ის, ვინც ახალი სქემის პირობებში საპენსიო შენატანს თავს აარიდებს. ჯარიმა დამსაქმებელს ეხება, ასევე, თვითდასაქმებულს, რომელიც პირველი იანვრიდან ვალდებულია საპენსიო შენატანი შესაბამის ანგარიშზე ჩარიცხოს. ჯარიმა დასაქმებულ პირებს არ შეეხებათ. „სამართალდარღვევასთან დაკავშირებით სამართალდარღვევის ოქმს ადგენენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის უფლებამოსილი თანამდებობის პირები,“ – განმარტავს პაატა დიასამიძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი. მისივე თქმით, ამ …
Continue reading “500 ლარით დაჯარიმდებით, თუკი საპენსიო შენატანს თავს აარიდებთ”
უხარისხო საწვავის მიმწოდებელ კომპანიებს 8 ათასი ლარით დააჯარიმებენ
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ბენზინში ტყვიის შემცველობის დადგენის მიზნით ბენზინგასამართი სადგურების შემოწმება დაიწყო. ოფიციალური ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით 240 სინჯი უნდა აიღონ. ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, შემოწმება კომპანიების წარმომადგენლების გაფრთხილების გარეშე განხორციელდება, „ხოლო სინჯების ლაბორატორიულ კვლევას საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ლაბორატორია უზრუნველყოფს“. კვლევის შედეგად დადგინდება ბენზინში ტყვიის შემადგენლობის შესაბამისობა მოქმედ კანონმდებლობასთან მიმართებაში. ადმინისტრაციულ …
Continue reading “უხარისხო საწვავის მიმწოდებელ კომპანიებს 8 ათასი ლარით დააჯარიმებენ”
პარკირების წესების დარღვევა ბათუმში [ფოტო]
ბათუმის ავტოტრანსპორტის 18:00 საათის მონაცემებით, ბათუმში მხოლოდ ერთი ადამიანი დაჯარიმდა არასწორი პარკირებისთვის, კერძოდ დგომა-გაჩერების წესის დარღვევის გამო. ფოტოები გადაღებულია 14 ნოემბერს.
აკვნის ჯოხით რძლის ცემისთვის დედამთილი 600 ლარით დააჯარიმეს
რძლის ცემისთვის ხელვაჩაურში მცხოვრები მ.ფ. 600 ლარით დააჯარიმეს. ამავე საქმეში ცოლის ცემისთვის და თავში მობილური ტელეფონის ორჯერ ჩარტყმისთვის დ.დ.-ს ორი წლით პატიმრობა მიუსაჯეს. დედა-შვილის მიერ ქალის ცემის საქმე ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში მოსამართლე დავით გელაშვილმა განიხილა. „თავს დამნაშავედ არ ვცნობ, მე თავს დამესხნენ და თავს ვიცავდი ჯოხით,“ – უთხრა მოსამართლეს სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა დედამთილმა. სასამართლოს მხარეებმა …
Continue reading “აკვნის ჯოხით რძლის ცემისთვის დედამთილი 600 ლარით დააჯარიმეს”
თამბაქო მაღაზიის ვიტრინებზე უკვე დასჯადია – ჯარიმა 2 ათასი ლარი
როცა მაღაზიას ჩაუვლით, ვიტრინაზე რომელიმე მარკის სიგარეტის კოლოფი ვეღარ უნდა დაინახოთ. კანონში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ უკვე ამოქმედდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც „აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეალიზაცია ან/და განლაგება: ვიტრინაზე, ვიტრაჟზე, დახლზე, თაროზე ან სხვაგვარად, ისე, რომ იგი ხილვადი იყოს შესაბამისი ობიექტის გარედან…“ მაღაზიის ვიტრინაზე თამბაქოს დადება 2 ათასი ლარით ჯარიმდება. …
Continue reading “თამბაქო მაღაზიის ვიტრინებზე უკვე დასჯადია – ჯარიმა 2 ათასი ლარი”
“სანდასუფთავებამ” ახალ ბულვარში ძროხები დაიჭირა
ახალი ბულვარის ტერიტორიაზე “სანდასუფთავების” სამსახურის თანამშრომლებმა ცხრა სული პირუტყვი დაიჭირეს, რომლებიც საჯარიმო სადგომზე გადაიყვანეს. საქონლის მფლობელები ადმინისტრაციული წესით, 50 ლარით დაჯარიმდნენ. ახალი ორზოლიანი გზა ქობულეთში, სადაც დაშვებული სიჩქარე 90 კილომეტრ/საათია – უსაფრთხოება
დარღვევები სკოლებში, დაჯარიმებული სილამაზის სალონები და ბაღები ბათუმში
ბათუმის მერიის გარემოს დაცვითი და სანიტარიული ზედამხედველობის განყოფილების ინფორმაციით, მიმდინარე წელს ქალაქში შემოწმებული 35 სილამაზის სალონიდან დაჯარიმდა 15, შვიდი საჯარო სკოლიდან დარღვევა დაფიქსირდა ოთხ სკოლაში, ხოლო შემოწმებული 33 კერძო ბაღიდან დაჯარიმდა – 15. ბათუმში საჯარო სკოლების, საბავშვო ბაღების, სალონების და სხვა საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების ზედამხედველობას მერიის გარემოს დაცვითი და სანიტარიული ზედამხედველობის განყოფილება ახორციელებს. შესაბამისი პროგრამით – …
Continue reading “დარღვევები სკოლებში, დაჯარიმებული სილამაზის სალონები და ბაღები ბათუმში”
აჭარასა და გურიაში წიაღის უკანონო მოპოვების 195 ფაქტი გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან დღემდე, სათანადო ლიცენზიის გარეშე, წიაღის მოპოვების 195 ფაქტი გამოავლინეს. მათ შორის, ფიზიკური პირი – 186, ხოლო იურიდიული პირი – 9. სამინისტროს ინფორმაციით, იანვრიდან დღემდე აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე სასარგებლო წიაღისეულის უკანონოდ მოპოვების ფაქტებზე …
Continue reading “აჭარასა და გურიაში წიაღის უკანონო მოპოვების 195 ფაქტი გამოვლინდა”
500 ლარამდე ჯარიმა ან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ბზის მოჭრისთვის
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად, ბზის მოჭრაზე კონტროლს განსაკუთრებით ამკაცრებს. სამინისტრო მოსახლეობას აფრთხილებს, თავი შეიკავონ ბზის მოჭრისგან. სამართალდარღვევაზე გავრცელდება კანონით დადგენილი სანქციები. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებით, დაშვებულია ეროვნულ საშენ მეურნეობასა და კერძო სანერგეებში გამოყვანილი ბზის რეალიზაცია. ტყეში ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა და ითვალისწინებს როგორც …
Continue reading “500 ლარამდე ჯარიმა ან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ბზის მოჭრისთვის”
ჯარიმა 3 ათასი ლარი საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის ნაცვლად – შეცვლილი სასჯელი
ოლეგ ხოზრევანიძე ერთ-ერთია მსჯავრდებულებს შორის, ვინც დაკისრებული სასჯელი – საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა ვერ შეასრულა. სასამართლო იშვიათად უფარდებს ვინმეს კანონით განსაზღვრული სასჯელის ამ ფორმას. დღეს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა ოლეგ ხოზრევანიძისთვის სასჯელის სხვა სახით შეცვლის საკითხი განიხილა. „გასული წლის დეკემბერში მომისაჯეს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა, „ბათუმის წყალში“ უნდა მემუშავა, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ მოვახერხე,“ – ამბობს ოლეგ …
Continue reading “ჯარიმა 3 ათასი ლარი საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის ნაცვლად – შეცვლილი სასჯელი”
ბათუმში შემოწმებული 11 სილამაზის სალონიდან ყველგან დარღვევები გამოვლინდა
ბათუმში 180-მდე სილამაზის სალონია რეგისტრირებული. წლის ბოლომდე მათი შემოწმება ბათუმის მერიის გარემოს დაცვითი და სანიტარიული ზედამხედველობის განყოფილებას ევალება. წელს ბათუმში სულ 11 სილამაზის სალონი შეამოწმეს. გარემოს დაცვითი და სანიტარიული ზედამხედველობის განყოფილების უფროსის, ნუგზარ ცეცხლაძის თქმით, დარღვევები 11-ვე მათგანში დაფიქსირდა. ბათუმის მერიის გარემოს დაცვითი და სანიტარიული ზედამხედველობის განყოფილება ზედამხედველობას უწევს დაწესებულებებს, სადაც ტარდება ისეთი ესთეტიკური და …
Continue reading “ბათუმში შემოწმებული 11 სილამაზის სალონიდან ყველგან დარღვევები გამოვლინდა”
გამოძახებული მძღოლის სიმთვრალის გამო დაჯარიმებულ მოქალაქეს შსს ფულს დაუბრუნებს
მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ დააკმაყოფილა მოქალაქე ჩარიტა ჟღენტის სარჩელი საპატრულო პოლიციის წინააღმდეგ. ჩარიტა ავტომანქანას ფლობს და რამდენიმე თვის წინ მან მძღოლის გამოძახების სერვისით ისარგებლა. გამოძახებული მძღოლი ნასვამი აღმოჩნდა, რის გამოც საპატრულო პოლიციამ ჩარიტა 700 ლარით დააჯარიმა, როგორც ავტომანქანის მფლობელი. საპატრულო პოლიციის მიერ შედგენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი ჩარიტა ჟღენტმა სასამართლოში გაასაჩივრა. მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ მიიჩნია, რომ ჩარიტას დაჯარიმება …
Continue reading “გამოძახებული მძღოლის სიმთვრალის გამო დაჯარიმებულ მოქალაქეს შსს ფულს დაუბრუნებს”