ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა

ქართველებს, ისტორიულად, ბევრი რამ გვაქვს რითაც ვამაყობთ და რაც გამოგვარჩევს სხვა ერების კულტურებისგან. მათ შორისაა ჩვენი ქართული ენა. როდესაც ქართულ ენის სიძლიერეს, სილამაზეს, მრავალფეროვნებასა და სიღრმეს ვუფიქრდებით, მაშინვე ქალბატონი მზექალა შანიძე გვახსენდება. ქალბატონი მზექალა, ათწლეულებია ქართული ენის სადარაჯოზე დგას და პირნათლად ემსახურება მეცნიერებას. ძალზედ დიდია მისი ღვაწლი როგორც, ენათმეცნიერის და ფილოლოგის, ასევე აღსანიშნავია მის მიერ …

ჯანაშია უმაღლესში ქართულის სავალდებულო სწავლების ინიციატივაზე – „ეს არის პოპულიზმი“

„დარბაზებში ჩაკეტილი ხალხი გამოიგონებს რაღაც ახალ სამყაროს და იმ სამყაროში გამოგონილი პრობლემების მოგვარებას დაუთმობენ საზოგადოების ფინანსებს. რეალური პრობლემები კი გვრჩება მოუგვარებელი“ – ამბობს განათლების ექსპერტი სიმონ ჯანაშია ახალ ინიციატივაზე, რომ ყველა უნივერსიტეტში, ყველა ფაკულტეტზე სავალდებულო უნდა გახდეს ქართული ენის კურსის გავლა. 14 აპრილს „ქართული ოცნების“ პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო წინადადებას უნივერსიტეტებში …

„კომპანია გავაფრთხილეთ, დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება“ – მერია

ბათუმში, „პორტა თაუერზე“ სარეკლამო განცხადება კანონდარღვევით, მხოლოდ რუსულად და ინგლისურადაა განთავსებული. დარღვევის ამსახველი ფოტო „ბათუმელებმა“ 29 მარტს გამოაქვეყნა. საქართველოს კანონით სახელმწიფო ენის შესახებ, საჯარო ინფორმირებისთვის განკუთვნილი განცხადების, შეტყობინების, სასათაურო წარწერის, პლაკატის, აბრის, აფიშის, რეკლამის, სხვა ვიზუალური ინფორმაციის ტექსტი სახელმწიფო ენაზე სრულდება. საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ინფორმაცია შეიძლება მიეთითოს არასახელმწიფო ენაზედაც. დღეს, პირველ აპრილს, ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციაში …

მომწონს ქართველების სიამაყე, როცა ანბანზე საუბრობენ – კლერ მესონი

„ძალიან მიყვარს ანბანი და თვითონ ანბანის კოშკი არის ძალიან უნიკალური. ძალიან მიყვარს იქ სტუმრობა… მომწონს სიამაყე, რაც არსებობს ქართველებში, როდესაც ისინი საუბრობენ თავიანთ ანბანზე, ენაზე, როგორ ამაყობენ ამით ქართველები,“ – გვითხრა კლერ მესონმა, USAID-ის პროგრამების ოფისის ხელმძღვანელმა „ბათუმელებთან“ ინტერვიუს დროს, როცა ის ბათუმზე საუბრობდა და ხაზი გაუსვა, ბათუმში გამორჩეულად ანბანის კოშკი მომწონსო. -რა მოგეწონათ ქართულ …

„საბჭოთა ქართველებმა ენისთვის ბრძოლა მოიგეს“ – The New York Times, 1978 წელი

„საბჭოთა ქართველებმა ენისთვის ბრძოლა მოიგეს“, – ამ სათაურით გამოუქვეყნებია სტატია The New York Times-ს 1978 წლის 18 აპრილს, გაზეთის მეორე გვერდზე. გაზეთის გაციფრულებული ვერსია The New York Times-ის საარქივო მასალებში ინახება. როგორც სტატიაში ვკითხულობთ, 1978 წლის 14 აპრილის დემონსტრაციას თბილისში შესწრებიან ადვოკატები ნიუ იორკიდან, რომლებმაც გამოცემას ნანახის შესახებ უამბეს. გთავაზობთ სტატიის თარგმანს ქართულად. _____ „მოსკოვი, …

„ფერეიდანში დიდ სირცხვილად ითვლება, თუ ოჯახში სასაუბრო ენა ქართული არაა“

„მე ბებიამ გამზარდა, დედის დედამ. მიყვებოდა ძველ ამბებს საქართველოზე, ჩვენს გადმოსახლებაზე, ჩვენს მძიმე გზაზე ირანში. სულ გონებაში მქონდა ეს ისტორიები და ბებიას ნაამბობმა, ჩემი ისტორიული ენის უკეთ შესწავლის სურვილმა ჩამომიყვანა საქართველომდე. ჩვენ არ დაგვრჩა არაფერი. ყველაფერი წაგვართვეს: ქვეყანა, ნათესავები, რელიგია, კულტურა, დაგვავიწყეს სიმღერა და ცეკვა, სამზარეულო, კერძები… მაგრამ ენა ვერ წაგვართვეს. ენით გადავრჩით. არაფერი გვქონდა: …

ცისარტყელას ჩამოვყევი და სამშობლოს მოვაგენი – საიდის გზა ფერეიდნიდან საქართველომდე

„როცა წვიმის შემდეგ ცისარტყელა ჩნდება, იცოდე, რომ მისი მეორე ბოლო საქართველოშია. თუ ამ გზას გაჰყვები, ჩვენს ქვეყანას მიაგნებ. ამას და საქართველოზე ამბებს ზეპირად გადასცემდნენ ქართველები შვილებს ფერეიდანში 4 საუკუნის განმავლობაში, საქართველოში დაბრუნების სურვილი და იმედი, რომ არ გაჰქრობოდათ შაჰ-აბასის მიერ სპარსეთში გადმოსახლებულებს. სანამ სამყაროა, წვიმაა და ცისარტყელა, ფერეიდანში ყოველთვის ეტყვიან შვილებს ამ სიტყვებს“, – ამბობს …

რა უნდა გავაკეთოთ, რომ კომპიუტერმა ქართულად ლაპარაკი გაიგოს 

ქართული მეტყველების ამომცნობი სრულყოფილი, გამართული პროგრამა არ არსებობს, რაც შესაბამისად იმას ნიშნავს, რომ სრულყოფილი, ხმოვანი აპლიკაციები, პროგრამები ქართულ ენაზე ჯერ ვერ შეიქმნება, ვერც ქართულ მეტყველებას ცნობს ხელოვნური ინტელექტი, ვერ გარდაქმნის ქართულ ტექსტად. ქართული მეტყველების ამომცნობი ბაზები და მერე ამ ბაზებზე დაყრდნობით შექმნილი პროგრამები უმნიშვნელოვანესია ბევრი სხვადასხვა პროფესიის ადამიანისთვის. ჟურნალისტების, ფილოლოგების, სხვადასხვა სფეროს მკვლევრებისა და მეცნიერებისთვის. …

ორწლიანი წყვეტის შემდეგ ყარსის უნივერსიტეტმა ქართულის მიმართულებაზე 17 სტუდენტი მიიღო

ორწლიანი წყვეტის შემდეგ, თურქეთში, ყარსის კავკასიის უნივერსიტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულებაზე 2022-2023 სასწავლო წლისათვის 17 ახალი სტუდენტი მიიღეს. აღნიშნულ მიმართულებას უნივერსიტეტში მაია მესხიძე ხელმძღვანელობს, რომელსაც „ბათუმელები“ ესაუბრა. მისი თქმით, წელს მიღებული  სტუდენტების ასაკობრივი ზღვარი უფრო მაღალია, ვიდრე წინა წლების, მათი მთავარი მოტივაცია ქართული ენის სწავლების დროს სამომავლო ბიზნესურთიერთობებია ჩვენს ქვეყანასთან. „ქართული ენისა და ლიტერატურის …

ბევრი ვისწავლე, მაგრამ მაინც მიწევს საქართველოდან წასვლა ემიგრაციაში – 28 წლის მარი

„თუ მხოლოდ იმაზე ვისაუბრებთ ეთნიკური უმცირესობები საქართველოში, რომ პირადად ჩვენ კარგად ვართ ინტეგრირებულები ქართულენოვან გარემოში და ჩვენი ადგილი აქ ვიპოვეთ, მაშინ გამოდის, რომ გასაკეთებელი აღარაფერი ყოფილა; ცენტრალურ თუ ადგილობრივ ხელისუფლებას აღარაფერი ჰქონია გასაკეთებელი ჩვენს თემში“, – ამბობს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორენიას მცხოვრები, 28 წლის მარი გინოსიანი. მარი მასწავლებლის სახლის პროექტებშია ჩართული 2018 წლიდან. მისი პროექტის …

„მინდა, ქართველებს ქართულად ვესაუბრო” – უკრაინელები ბათუმში ქართულს სწავლობენ

„მე ვარ, შენ  ხარ, ის არის. აი წიგნი, აი რვეული, აი კარადა… დარია, აბა გაიმეორე“, – ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეჩვიდმეტე აუდიტორიაში ქართული ენის გაკვეთილი ტარდება. ომს გამოქცეული უკრაინელები ქართულს უკვე ერთი თვეა სწავლობენ. გაკვეთილს ესწრება ცოლ-ქმარიც ჩვილ ბავშვთან ერთად. უკრაინელებისთვის კურსი ოთხთვიანია. ქართულ ენას ახლა 12 ზრდასრული მოსწავლისგან შემდგარი უკრაინელების 4 ჯგუფი სწავლობს. უნივერსიტეტის პროფესორი, …

რატომ არ იცავს ბათუმის საკრებულო და მერია ქართულ ენას რუსულენოვან ბარებში

მიუხედავად იმისა, რომ კანონი მუნიციპალიტეტს პირდაპირ ავალდებულებს სახელმწიფო – ქართული ენის დაცვას, ბათუმის მერიასა და საკრებულოში კანონის დასაცავად არ მოქმედებენ. აქ კომენტარსაც არ აკეთებენ კითხვაზე: რატომ არ იცავენ სახელმწიფო ენას რუსულენოვან ბარებში, სადაც ქართულად ვერც ბათუმის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე ვერაფერს შეუკვეთს? „ბათუმელები“ 2 აგვისტოს წერდა რუსულენოვანი ბარების შესახებ, სადაც ქართულ ენაზე ვერაფერს შეუკვეთთ. ამ …

რას ამბობს ენის დეპარტამენტი რუსულენოვან ბარებზე, სადაც ქართულად ვერ მოგემსახურებიან

„საქართველოს მოქალაქეს კანონმდებლობით აქვს მინიჭებული უფლება, მოითხოვოს, მიიღოს მომსახურება სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში სახელმწიფო ენაზე“, – აღნიშნავენ სახელმწიფო ენის დეპარტამენტში. ამ უწყებიდან „ბათუმელებს“ წერილობით მიაწოდეს განმარტება რუსულენოვან ბარებზე, სადაც ქართულ ენაზე ვერ მოგემსახურებიან. ბათუმში „ბათუმელებმა“ 6 სხვადასხვა ბარში დააფიქსირა ის, რომ ბარმენები და მიმტანები ქართულ ენაზე ვერ მოგემსახურებიან, ისინი ძირითადად რუსულენოვანი ადამიანები არიან …

რუსულენოვანი ბარები ბათუმში, სადაც ქართულად ვერაფერს შეუკვეთავთ

„მხოლოდ რუსულად ან ინგლისურად,“ – ამ შაბლონით და ინგლისურად გვიპასუხეს ძველ ბათუმში, რამდენიმე ბარში, სადაც შევიხედეთ და ქართულად ვიკითხეთ: რა ღირს თქვენთან ლუდი? – ბარმენები, მიმტანები თუ მენეჯერები ქართულად ვერ საუბრობენ. ქართული კანონმდებლობით კი, „სახელმწიფო ენის არცოდნა არ შეიძლება მომსახურების გაწევაზე უარის თქმის მოტივი იყოს.“ ბარებში, სადაც ქართულ ენაზე მომსახურების სერვისი არ აქვთ, დაახლოებით ერთნაირად გვიპასუხეს, …

მარიამისა და გიულგიუნის გამარჯვებული პროექტი ქართული ენის შესასწავლად

ეთნიკურად აზერბაიჯანელი გიულგიუნი და ეთნიკურად სომეხი მარიამი ერთ გუნდში გაერთიანდნენ და ქართული ენის შესასწავლი ონლაინ პლატფორმისთვის დაფინანსება მოიპოვეს. მათი პლატფორმა ქართული ენის სწავლის მსურველებსა და პლატფორმაზე დარეგისტრირებულ მასწავლებლებს ერთმანეთთან დააკავშირებს. გიულგიუნ მამადლისა და მარიამ ისპირიანის პროექტი – GRANDALA თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სტარტაპ კონკურსის – Big Idea Challenge-ის ერთ-ერთი გამარჯვებულია. პროექტს საერთაშორისო კონკურსში წარადგენენ, რომელშიც …

„მასწავლე ქართული უფასოდ” – ეთნიკური უმცირესობების მოთხოვნა

#ქართული2250ლარად #მასწავლექართულიუფასოდ – ამ ორი ჰეშთეგით სოციალურ ქსელში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები და არა მხოლოდ ისინი, წერენ ბოლო რამდენიმე საათია. ჰეშთეგით საქართველოს მოქალაქეები აპროტესტებენ ფაქტს, რომ პროგრამა 1+4-ზე სწავლისას სახელმწიფო ენის ერთწლიანი კურსის გასავლელად მათ 2250 ლარის გადახდა უწევთ. ფეისბუქკამპანია სახელმწიფო ენის უფასოდ სწავლის შესაძლებლობის მოთხოვნით პლატფორმა „სალამის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ქამრან მამადლიმ წამოიწყო. „ქართულ ენაში მოსამზადებელი …

რესტორნის ქვითარი რუსულ ენაზე ბათუმში – ირღვევა თუ არა კანონი სახელმწიფო ენის შესახებ

რამდენიმე დღის წინ ფეისბუქზე გავრცელდა ბათუმში მდებარე რესტორნის – „შეფპოინტის“ მიერ გაცემული ქვითრის ფოტო, რომელზეც ჩანს, რომ ქვითარზე მხოლოდ რუსულ ენაზეა დატანილი ინფორმაცია. კანონის თანახმად, ნებისმიერი საჯარო ინფორმირებისთვის განკუთვნილი ტექსტი, ასევე ნებისმიერი ვიზუალური ინფორმაციის ტექსტი, აბრა, აფიშა, განცხადება თუ შეტყობინება ქართულ ენაზე უნდა იყოს. სახელმწიფო ენის დეპარტამენტის იურისტის, ქეთი მჭედლიშვილის განმარტებით, ქვითრების მხოლოდ უცხო ენაზე …

რატომ სწავლობენ თურქეთში ქართულს – ინტერვიუ დუზჯეს უნივერსიტეტის ლექტორთან

თურქეთში, დუზჯეს სახელმწიფო უნივერსიტეტში, კავკასიური ენებისა და კულტურის შემსწავლელი განყოფილება 2013 წელს გაიხსნა. ვინ არის ქართული ენის შესწავლით დაინტერესებული და როგორია ამ ფაკულტეტის მომავალი, ამ საკითხებზე „ბათუმელებს“ მაკა სალია ესაუბრა, რომელიც დუზჯეს უნივერსიტეტში ფაკულტეტის დაარსების დღიდან მუშაობს და ლექციებსაც კითხულობს. ქალბატონო მაკა, ძირითადად ვინ ინტერესდება ქართული ენის შესწავლით, თურქეთში მცხოვრები ეთნიკური ქართველები თუ სხვებიც? სტუდენტების …

გამოიცანი ქართული სიტყვები, რომლებიც ენაში ვერ დამკვიდრდა [ტესტი]

ნეოლოგიზმები ენაში ახალგაჩენილ სიტყვებს და გამოთქმებს ჰქვია. გერმანელები, ფრანგები და ესპანელები, მაგალითად, ცდილობენ, რომ ინტერნაციონალურ სიტყვებსაც კი საკუთარ ენაზე მოუძებნონ ანალოგი და ასე დაამკვიდრონ. ხან ამართლებს ეს მეთოდი და ხან – ვერა. ქართულ ენაშიც, ტექნიკურ პროგრესთან ერთად, რადიო-ტელევიზიისა და ავტოტრანსპორტის გაჩენის შემდეგ უამრავი ახალი სიტყვა გაჩნდა. მეცნიერები თუ მწერლები ცდილობდნენ ქართული ანალოგები შეექმნათ ნეოლოგიზმებისთვის. წარმატებით …

ქართული კალიგრაფიის კონკურსის 3 გამარჯვებული თურქეთიდან -„ქართული ანბანი ცეკვას ჰგავს“

სელამ გუმუში, მინე აქთაი და იუქსელ ბაიდარი თურქეთის მოქალაქეები არიან. მათ წელს გაიმარჯვეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ  კონკურსში – „ქართული კალიგრაფია“. 50 წლის სელამ გუმუში სტამბოლში ცხოვრობს. იგი წარმოშობით ქართველია, სოფელ უბეში [ამჟამად სოფელი ობა – თურქულად] გაიზარდა და უკვე 30 წელია ქართულად წერს. სელამი ტრაპიზონში საქართველოს გენერალურ საკონსულოსთან არსებული ქართული ენის შემსწავლელი …

გამოიცანი, რომელი სიტყვაა უცხოური წარმოშობის [ტესტი]

ნებისმიერ ენაში გვხვდება უცხო ენებიდან შემოსული სიტყვები, რომლებიც დროთა განმავლობაში ისე ბუნებრივი ხდება ენისათვის, რომ ვერც იფიქრებთ მათ უცხოურ წარმოშობაზე. გამონაკლისი, რა თქმა უნდა, არც ქართული ენაა. ბევრი სიტყვა, რომლებსაც ყოველდღიურად ვიყენებთ, უცხო ენებიდან შემოვიდა. შეგიძლიათ გამოიცნოთ ათი ასეთი სიტყვა?

როცა ქართულის შესასწავლად კილომეტრებს გადიხარ

ქართული ენის კარგად ცოდნა ეთნიკური უმცირესობებისთვის ინტეგრაციის გზაზე გადადგმული მხოლოდ პირველი ნაბიჯია. როგორ დგამენ ამ ნაბიჯებს ისინი, რა გარემოებებს მიჰყავთ ენის ცოდნის აუცილებლობამდე და როგორია იმ ადამიანების გამოცდილება, ვინც შეძლო და ქართული ენა ზედმიწევნით კარგად ისწავლა. აინურ ახმედოვა, აიდან იუსუბოვა და ოქტაი ქაზუმოვი საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები არიან. ქართულად კარგად საუბრობენ, თუმცა სამივე მათგანმა ენა ნელ-ნელა …

კორეაში ქართული ენის შემსწავლელი კურსი გაიხსნა

სეულში, სამხრეთ კორეის ჰანკუკის უცხო ენათა უნივერსტიტეტში, ქართული ენის შემსწავლელი კურსი გაიხსნა.  ქართული ენის კურსს კორეაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე ოთარ ბერეჟიანი გაუძღვება. “ეს გადაწყვეტილება წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ნაბიჯს კორეის რესპუბლიკაში საქართველოს კულტურის და ისტორიის პოპულარიზაციის თვალსაზრისით, რადგან მსგავსი პროექტი კორეის უმაღლეს საგანმანათლებლო სისტემაში პირველად ხორციელდება,” – ნათქვამია კორეაში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ რელიზში. კორეაში საქართველოს საელჩოს ცნობით, …

ოლიმპიადა ქართულ ენაში უცხოელი და ქართველი მოსწავლეებისთვის

2017 წლის 29 აპრილს დედაენის დღისადმი მიძღვნილი ქართული ენის რესპუბლიკური ოლიმპიადა გაიმართება. ოლიმპიადაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში მცხოვრები უცხოელი მოსწავლეებიც.  პროექტის ორგანიზატორთა ინფორმაციით, ოლიმპიადის მიზანი ქართველ და არაქართველ მოსწავლეებში ქართული ენისადმი ინტერესის გაზრდა, წერითი და ზეპირი მეტყველების კულტურის გამომუშავება, კითხვისა და წიგნიერებისადმი ინტერესის გაძლიერება, ლიტერატურის, როგორც სიტყვის ხელოვნების მეტად აღქმისა და გაცნობიერების უნარის გაზრდაა. ორგანიზატორთა ინფორმაციით, …

„ენა განვითარდება ისე, როგორც ჩვენ მოვეკიდებით“

 

ყოველწლიურად, 14 აპრილს საქართველოში ქართული ენის დღე აღინიშნება. რა პრობლემები აქვს დღეს ქართულ ენას – ამის შესახებ „ბათუმელები“ ფილოლოგ ანა ჭაბაშვილს ესაუბრა. 

Exit mobile version