რატომ და როგორ ცდილობს „ოცნება“ შიშის დანერგვას – ინტერვიუ ფსიქოლოგთან

როგორ მუშაობენ დიქტატორული რეჟიმები პროტესტის წინააღმდეგ მოსახლეობაში შიშის დათესვით, მათში თანაგანცდის გაქრობით, რა ეფექტი აქვს შიშს და როგორ შეიძლება მისი დამარცხება? – ამ თემაზე „ბათუმელები“ კემბრიჯის უნივერსიტეტის მაგისტრანტს, ფსიქოლოგ დავით ჯინჭარაძეს ესაუბრა. დავით, როგორ მოქმედებს შიშის დანერგვის და დამორჩილების მექანიზმი ადამიანების ეთიკურ, ემპათიურ ქცევაზე, სხვების მიმართ თანაგრძნობის უნარზე? შიში პირდაპირ მოქმედებს როგორც თანაგრძნობის უნარზე, ასევე, …

რატომ არის აუცილებელი ჩვენს პრობლემებზე საუბარი – ფსიქოლოგის რჩევები

ადამიანებს საკუთარ პრობლემებზე საუბარი გვიჭირს და ხშირად ამის მიზეზი ის ძლიერი ემოციებია, რასაც პრობლემასთან დაკავშირებით განვიცდით. ეს შეიძლება იყოს მომხდართან დაკავშირებული დანაშაულის გრძნობა, სირცხვილის გრძნობა – თუ როგორ გამოვჩნდებით ჩვენი გაჭირვების გაზიარების შემდეგ, რომელიც ხშირად მხოლოდ ჩვენი, უნიკალური გამოცდილება გვგონია. ზოგჯერ მიზეზი ოჯახია, რომელიც სხვის თვალში რეპუტაციის შერყევას უფრთხილდება. ფსიქოლოგი ლუკა გაფრინდაშვილი ამბობს რომ მიზეზია …

„ამას ვებრძვით მთელი ცხოვრება“ – რა დახმარება არსებობს დამოკიდებული ადამიანებისთვის

ზური 33 წლისაა, ამბობს, რომ 16 წლიდან „თამაშობს“. ის თავისი ცხოვრების გარკვეულ მონაკვეთს აფასებს, როგორც „დაცემას“. „რაღაც მომენტში მივხვდი, რომ ფსკერზე აღმოვჩნდი. განსაკუთრებულად დიდი ვალი არ მქონია… მთავარი პრობლემა იყო საკუთარ თავთან დამოკიდებულება, მაგალითად, უკვე გადავედი ისეთ მოქმედებებზე, როგორიცაა ფულის სესხება და არ დაბრუნება, ავანტიურაზე წასვლა, ურთიერთობების აგება ფინანსური ინტერესით… რა თქმა უნდა, გარკვეული ვალებიც …

როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ბავშვს დისლექსია აქვს – ინტერვიუ

დისლექსია სწავლის უნარის დარღვევაა, რომელიც ართულებს კითხვას და ენასთან დაკავშირებულ სხვა ამოცანებს. ხშირად დისლექსია ინტელექტთან დაკავშირებული პრობლემა ჰგონიათ, თუმცა ბავშვთა განვითარების ცენტრი „მოზაიკის“ ფსიქოლოგი და ქცევითი თერაპევტი მარიამ ათაბაგი განმარტავს, რომ ეს წარმოდგენა მცდარია. „დისლექსია არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს განვითარების ეტაპების დაყოვნებას, რაც კვლევებითაც დასტურდება“ – ამბობს მარიამ ათაბაგი. დისლექსია, ექსპერტების შეფასებით, გავლენას ახდენს მსოფლიო …

რა [არ] უნდა ვუთხრათ ადამიანს, რომელსაც დეპრესია აქვს – ინტერვიუ ფსიქოლოგთან

დეპრესია ფსიქიკური ჯანმრთელობის გავრცელებული მდგომარეობაა, რომელსაც ახასიათებს ხანგრძლივი მწუხრების განცდა და ცვლილებები აზროვნებასა და ქცევაში. დეპრესია განკურნებადია, თუმცა „კლუბი სინერგიას“ ფსიქოლოგი ლუკა გაფრინდაშვილი ამბობს, რომ დეპრესიის მქონე ადამიანები იშვიათად ეძებენ დახმარებას. „საშუალო და დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებში დეპრესიულ მდგომარეობაში მყოფი ადამიანების დაახლოებით 75% არ მიმართავს სპეციალისტს, რაც კოლოსალურად მაღალი რიცხვია” – ამბობს ლუკა გაფრინდაშვილი. ფსიქოლოგის …

როგორ მოვიქცეთ პანიკური შეტევის დროს – ფსიქოლოგის რჩევები

პანიკური შეტევა ძლიერი შიშის უეცარი ეპიზოდია, რომელიც ვითარდება რეალური საფრთხის ან აშკარა მიზეზის გარეშე და იწვევს მკვეთრად გამოხატულ ფიზიკურ სიმპტომებს, მათ შორის: გულის აჩქარებას, ჰაერის უკმარისობის, ოფლიანობას, სხეულზე კონტროლის კარგვისა და სიკვდილის შიშსაც კი. ფსიქო-სოციალური ცენტრი „კლუბი სინერგიას“ ფსიქოლოგი ლუკა გაფრინდაშვილი „ბათუმელებთან“ საუბრობს, თუ რა მექანიზმები შეიძლება დავიხმაროთ პანიკური შეტევის დროს, რა არ უნდა გავაკეთოთ …

„ოცნების“ ამოცანაა შფოთვა და სიღარიბე შეინარჩუნოს – ინტერვიუ ფსიქოლოგთან

„ხელისუფლების ამოცანაა, საზოგადოების შფოთვა შეინარჩუნოს, სტრატეგიულად რომ იმოქმედოს“ – თავის დაკვირვებას გვიზიარებს ფსიქოლოგი დავით ჯინჭარაძე, რომელმაც აბუ დაბის ნიუ-იორკის უნივერსიტეტი დაამთავრა და ამჯერად მაგისტრატურისთვის ემზადება. დავით ჯინჭარაძე ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ასისტენტ-მკვლევარია. 5-წლიანი პაუზის შემდეგ საქართველოში დაბრუნებული დავით ჯინჭარაძე მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საზოგადოება კომპლექსებს უნდა მოერიოს და უფრო აქტიური მოქმედება შეძლოს. ფსიქოლოგის აზრით, გადამწყვეტი ახლა ე.წ. შუაში …

როგორ დავძლიოთ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება – ინტერვიუ

ლუდომანიას, იგივე აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ქცევითი ადიქციის კატეგორიას მიაკუთვნებს. საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოში, გემბლინგის სფერო მზარდი ტენდენციით ხასიათდება. მართალია ის უშუალოდ ფიზიკურ ჯანმრთელობას არ აზიანებს, მაგრამ ახასიათებს ძალიან მძიმე სოციალური შედეგები, ოჯახური კონფლიქტების, ფინანსური პრობლემების,  დეპრესიის და ზოგჯერ კრიმინალური ქცევის სახითაც კი. აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული ადამიანებისთვის თერაპიას საქართველოში რამდენიმე ცენტრი ახორციელებს. ერთ-ერთი …

რა არის აუტიზმი ASD | მშობლების გზამკვლევი

აპრილი აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა. აუტიზმის, აუტისტური სპექტრის აშლილობის (ASD) შესახებ მრავალი კითხვა არსებობს. რით ხასიათდება აღნიშნული მდგომარეობა და როგორ უნდა მოვიქცეთ მაშინ, თუ ჩვენს ახლობელს ASD დაუდგინდა.  ბავშვთა განვითარების ცენტრ „მოზაიკას“ თერაპევტები მარიამ ათაბაგი და ნინო დოლიძე ისაუბრებენ აუტიზმის შესახებ: რა არის აუტიზმი / აუტისტური სპექტრი? მარიამ ათაბაგი: აუტისტური სპექტრის აშლილობა, იგივე ეი-ეს-დი …

თქვენი მოზარდი სარკასტულია? ეს ინტელექტის ნიშანია – კვლევის შესახებ BBC წერს

მოზარდების მიდრეკილება სარკაზმისკენ მათ მაღალ ინტელექტზე მეტყველებს – ამ დასკვნამდე მივიდნენ კანადაში მდებარე კალგარის უნივერსიტეტის მეცნიერები. სტატიას ამ კვლევის შესახებ BBC აქვეყნებს. ფსიქოლოგებმა და ნეირომეცნიერებმა დაადგინეს, რომ სარკაზმი ტვინისგან მოითხოვს მრავალი ბარიერის გადალახვას, რათა სწორ ინტერპრეტაციამდე მივიდეს. ისინი ამბობენ, რომ სარკაზმის გაგებასა და გამოყენებას გაცილებით უფრო დიდი გონებრივი შესაძლებლობები სჭირდება, ვიდრე პირდაპირი განცხადებებით საუბარს. პენი …

რა უნდა ვიცოდეთ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე – ინტერვიუ ნონა ნაკაშიძესთან

რას ნიშნავს ფსიქოლოგიური ტრავმა და როგორ გავუმკლავდეთ მას? როგორ დავეხმაროთ ადამიანს, თუ ვფიქრობთ, რომ  ის ფსიქოლოგიური პრობლემების იდენტიფიცირებას ვერ ახდენს ან არ აღიარებს მას? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ფსიქოთერაპევტ ნონა ნაკაშიძეს ესაუბრა. ქალბატონო ნონა, რომ აგვიხსნათ, რა არის ფსიქოლოგიური ტრავმა, რით განსხვავდება ის სტრესისგან, დეპრესიისგან? დეპრესია არის სტრესის,  ტრავმის ან სხვა მიზეზებით განვითარებული კლინიკური მდგომარეობა, …

როგორ დავეხმაროთ პირველკლასელს ისწავლოს სკოლის შენობაში – ფსიქოლოგის 5 რჩევა

პირველკლასელებმა, რომლებიც მთელი პირველი სემესტრის განმავლობაში ონლაინ სწავლობდნენ, დღეს საკლასო ოთახებში განაგრძეს სწავლა. ბავშვთა ფსიქოლოგი ირმა ფეიქრიშვილი ამბობს, რომ პირველკლასელების რეალურ სკოლაში წასვლა შეიძლება სკოლაში პირველად წასვლას გავუთანაბროთ. „ადამიანს 21 დღე სჭირდება იმისთვის, რომ რაღაც ჩვევაში გადაუვიდეს. ონლაინსწავლის რეჟიმი ჩვევაში ჩამოუყალიბდათ და განუმტკიცდათ კიდეც ბავშვებს. ეს მხოლოდ პირველკლასელებს არ ეხებათ. ბავშვები ერთი წელია სკოლაში არ …

„ეს არ არის მასტურბაცია“ – ფსიქოლოგის რჩევები მცირეწლოვანთა მშობლებს

მასტურბაცია ქართულ საზოგადოებაში დღემდე ტაბუირებულ თემად მიიჩნევა, ამაზე თითქმის არასოდეს საუბრობენ მშობლები, უმეტესად იმიტომ, რომ ეს არაჯანსაღი ქცევა ჰგონიათ, რცხვენიათ და ეშინიათ. ისიც აშკარაა, რომ ბიჭ ბავშვებთან ეს საკითხი მეტ-ნაკლებად ნორმალიზებულია, გოგოებზე კი კითხვის დასმასაც ერიდებიან. ბავშვთა ფსიქოლოგი გვანცა ჩვამანია ამბობს, რომ ეს იმ სტერეოტიპული წარმოდგენის ბრალია, რომლის მიხედვითაც ქალები, კაცებისგან განსხვავებით, არ მასტურბირებენ, ან …

როგორ ავირიდოთ დეპრესია პანდემიის დროს სხვებზე ზრუნვით – ინტერვიუ ფსიქოლოგთან

ვიდრე სახლებში ვართ გამოკეტილი, რაც არ უნდა მომარაგებული ვიყოთ საკვებით ან დისტანციურად ვშრომობდეთ, ჩვენი ფსიქოლოგიური მდგომარეობა იცვლება. ფსიქოლოგი თამარ თანდაშვილი ამბობს, რომ ამ ყველაფერს მეხსიერების საკუჭნაოებში გამოვკეტავთ, თუკი პანდემია მალე ჩაივლის, თუმცა თუკი პანდემიის რეჟიმი რამდენიმე თვე გაგრძელდება ან დასრულდება, მაგრამ ახალი პანდემიის შიში შემოგვრჩება, მაშინ საბოლოოდ პანდემიისგან შეცვლილები დავრჩებით. როგორ ცვლის პანდემია ჩვენს ფსიქოლოგიას …

რატომ არის საშიში ტელეფონი ბავშვებისთვის – სპეციალისტის განმარტება

„გაჯეტებთან ბავშვის ურთიერთობა საერთოდ აკრძალეს შეერთებულ შტატებში 2 წლამდე… მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ მაისში ასევე დადო რეკომენდაცია გაჯეტების შეზღუდული დროით გამოყენებაზე,“ – ამბობს კლინიკური ნეიროფსიქოლოგი, მარიამ ხვადაგიანი. მას ვესაუბრეთ საფრთხეებზე, რასაც ბავშვის ადრეულ ასაკში გაჯეტებთან ურთიერთობა ქმნის. ფსიქოლოგს ასევე ვკითხეთ მოსაზრებაზე – შესაძლოა თუ არა ბავშვს ჩამოუყალიბდეს აუტიზმი, თუკი ის დროის დიდ ნაწილს მობილურ ტელეფონთან, პლანშეტთან …

როგორ დავეხმაროთ ბავშვს მშობლის გარდაცვალებისას

ოჯახის წევრის გარდაცვალება ყოველთვის შოკისმომგვრელი და სტრესულია, თუმცა განსაკუთრებით საყურადღებო ამ დროს ბავშვების ფსიქოლოგიური ჯანმრთელობაა. ფსიქოლოგი ირმა ფეიქრიშვილი ამბობს, რომ თუ ბავშვს ამ ფაქტს სწორად არ მივაწოდებთ, სტრესი შეიძლება ბავშვს მთელი ცხოვრების განმავლობაში გაჰყვეს და შემდგომში მისი კორექცია გაჭირდეს. როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ დროს? – „ბათუმელების“ შეკითხვებს ფსიქოლოგი ირმა ფეიქრიშვილი პასუხობს. რა ხდება, როცა ბავშვი …

როცა მშობელი ამჩნევს, რომ ბავშვი პორნოგრაფიას უყურებს

დღე ბავშვები სულ უფრო მეტ დროს ატარებენ ინტერნეტში, სადაც საკმაოდ  მარტივად შეიძლება გახსნან ისეთი ვებგვერდები, სადაც პორნოგრაფიული ან ეროტიკული შინაარსის შემცველი ვიდეო ან ფოტომასალაა გამოქვეყნებული. როგორ უნდა მოიქცეს ამ დროს მშობელი? – „ბათუმელები“ ამ თემაზე ფსიქოლოგ თინანო ჯავახიშვილს ესაუბრა. როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, თუ კი ამჩნევს, რომ ბავშვი პორნოვიდეოებს უყურებს? როგორი უნდა იყოს ამ დროს …

როგორ გადავაჩვიოთ ღამის ქოთანს მიჩვეული ბავშვი უნებლიე შარდვას

შარდის შეუკავებლობა ხშირი პრობლემაა პატარებში. როგორც წესი, ბავშვების უმრავლესობა 5 წლის ასაკამდე სრულად არის მიჩვეული ტუალეტის გამოყენებას. თუმცა, ხდება ისეც, რომ მოულოდნელად, ღამის ქოთანს მიჩვეული ბავშვები კვლავ იწყებენ უნებლიე შარდვას. როგორც სპეციალისტები ამბობენ, უნებლიე შარდვის მიზეზები შესაძლოა იყოს როგორც ფიზიოლოგიური, ისე ფსიქოლოგიური. პირველ რიგში ფიზიოლოგიური მიზეზები უნდა გამოირიცხოს, ექიმს კი მაშინ უნდა მიმართოთ, როცა უნებლიე …

როგორ გავუმკლავდეთ მშობიარობის შემდგომ დეპრესიას

მსოფლიოს მასშტაბით ორსული ქალების 10 პროცენტს და 13 პროცენტს იმ ქალებისა, რომელთაც ბავშვი გააჩინეს, დეპრესია აქვთ. განვითარებად ქვეყნებში ეს მაჩვენებელი უფრო მაღალია  – 15,6% – ორსულობის დროს და 19,8% – ბავშვის გაჩენის შემდეგ. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია [ჯანმო] წერს. დედის ასეთი მდგომარეობა უარყოფითად აისახება ბავშვის ზრდასა და განვითარებაზეც. „მხოლოდ ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ჯანმრთელ დედას …

რატომ ხედავს ბავშვი კოშმარს და როგორ უნდა დაეხმაროთ მას

თუ თქვენი ბავშვი ტირილით იღვიძებს, შეშინებულია და უჭირს დაძინება, დიდი ალბათობით მან კოშმარი ნახა. კოშმარი ცუდი სიზმარია, რომელიც აშინებს  და ძილს უფრთხობს ბავშვს. ფსიქოლოგი ირმა ფეიქრიშვილი ამბობს, რომ თუკი ბავშვს სრულყოფილად არ სძინავს და ღამით მისი გონება არ ისვენებს, დღის განმავლობაში ამის გამო  შესაძლოა, სერიოზულ პრობლემებს წავაწყდეთ. რატომ ესიზმრებათ პატარებს კოშმარი და როგორ დავეხმაროთ მათ ამ შიშის დაძლევაში, “ბათუმელების” კითხვებს …

რას ამბობენ ბავშვების ნახატები?

იმ მომენტიდან, როცა ბავშვი ფანქრის ხელში დაჭერასა და ფურცელზე გამოსახულებების გამოყვანას იწყებს, უფროსებს შესანიშნავი საშუალება ეძლევათ მათი ფიქრები და ემოციები წაიკითხონ, რადგან ბავშვები ხშირად თავიანთ შიშებსა თუ მოლოდინებს საიდუმლოდ ინახავენ.  ფსიქოთერაპევტი,  ბავშვთა და ოჯახის გეშტალტ-თერაპევტი ირმა კვაჭაძე ამბობს, რომ ბავშვების ნახატების სწორი ანალიზით შესაძლებელია მათი თვითშეფასებისა თუ გარშემომყოფებისადმი დამოკიდებულებების წაკითხვა: „ითვლება, რომ ფურცელი ფანჯარაა ბავშვის …

ბათუმში ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრი “ნდობა”გაიხსნა

მიმდინარე წლის 10 ოქტომბერს ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, # 47-ში, ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრი  „ნდობა” გაიხსნა. ცენტრში ძირითადად იმ მიმართულებებზე იმუშავებენ, რომლებიც განსაკუთრებით გამოკვეთილია გამომდინარე ჩვენი საზოგადოების სოციალური, ეკონომიკური თუ განათლების დაბალი დონის გამო. დასაწყისისთვის მიიღებენ პაციენტებს, რომლებსაც ესაჭიროებათ დახმარება: [checklist] კონფლიქტური სიტუაციიდან თავის დაღწევაში და სტრესის დაძლევაში სხვადასხვა ძალადობის შედეგად მიღებული სტრესის დაძლევაში მავნე ჩვევებიდან თავის …

როგორ გავუმარტივოთ პირველკლასელებს სკოლასთან შეგუება

ბაღიდან სკოლაში გადასვლა ბავშვებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია. როგორ გაუმკლავდებიან ისინი ამ პროცესს, დაკავშირებულია იმასთან, თუ როგორი მხარდაჭერა ექნებათ მათ უფროსებისგან. ფსიქოლოგების შეფასებით, ბავშვის პიროვნული ჩამოყალიბების პირველი ბაზა სწორედ სკოლასა და სასწავლო პროცესს უკავშირდება, ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ ეტაპის სწორი დასაწყისი. იმის შესახებ, თუ როგორ გავუმარტივოთ პატარებს სკოლასთან და სასწავლო პროცესთან ადაპტაცია, „ბათუმელებს“ ფსიქოლოგი ირმა …

როგორ ეხმარება ფსიქოლოგი მოსწავლეს

მანდატურის სამსახურებთან არსებულ ფსიქოლოგიურ ცენტრში, ბათუმში, ოთხი ფსიქოლოგი და ერთი სოციალური მუშაკი მუშაობს. პროექტი ფსიქიატრის მომსახურებასაც ითვალისწინებს, თუმცა ბათუმის ცენტრში ასეთი კადრი არ ჰყავთ. ცენტრის ვალდებულებაა ორ რეგიონში – აჭარასა და გურიაში მცხოვრებ ბავშვებს, მოზარდებსა და მათი ოჯახის წევრებს ფსიქოლოგიური პრობლემების დაძლევაში დაეხმაროს. ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრს ბათუმში, ანგარიშის მიხედვით, 371-მა ბავშვმა და მოზარდმა მიმართა. ია …

Exit mobile version