აბიტურიენტებმა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია უკვე დაიწყეს. თუმცა „ქართული ოცნების“ განათლების „რეფორმამ“ უნივერსიტეტები კიდევ ერთი პრობლემის წინაშე დააყენა, მათ პირველ მაისამდე ანუ ფაქტობრივად ერთ თვეში უნდა მოასწრონ ოთხწლიანი საბაკალავრო პროგრამების სამწლიანად გადაკეთება, ხოლო მაგისტრატურის ორწლიანი პროგრამები პირველ ივლისამდე უნდა გადაკეთდეს ერთწლიანად. რატომ დუმს ამ პროცესში ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი და რას მისცემს სტუდენტებს ერთ თვეში …
Tag Archives: უნივერსიტეტები
„ვერ ვხედავ შიშების მოტივს“ – ინტერვიუ სტუ-ს ვიცე-რექტორთან
თსუ და სტუ აღარ გაერთიანდებიან – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 9 თებერვალს განაცხადა. თუმცა დასძინა, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი „წმინდა ტექნიკურ უნივერსიტეტად“ გარდაიქმნება და მომავალში მხოლოდ ის დისციპლინები შენარჩუნდება, რომლებიც 1990-იან წლებამდე ისწავლებოდა. რამდენი პროგრამა გაუქმდება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში და გამოიწვევს თუ არა ამ სპეციალობების გაუქმება აკადემიური პერსონალის შემცირებასაც? – „ბათუმელები“ ამ …
Continue reading “„ვერ ვხედავ შიშების მოტივს“ – ინტერვიუ სტუ-ს ვიცე-რექტორთან”
თსუ-სა და სტუ-ს კურსდამთავრებულები – „ჩვენი უნივერსიტეტები განადგურების პირასაა“
თსუ-სა და სტუ-ს კურსდამთავრებულები გეგმავენ შეხვედრა-დისკუსიას „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებულ ცვლილებებზე, რომელიც უმაღლეს განათლებას უკავშირდება. შეხვედრა თბილისში, 14 თებერვალს, 17:00 საათზე, „ტერმინალში“ გაიმართება. „ჩვენი უნივერსიტეტები, ადგილი სადაც გავიზარდეთ, პიროვნებებად ჩამოვყალიბდით და მეგობრები შევიძინეთ – განადგურების პირასაა! „ქართული ოცნება” ერთპიროვნული გადაწყვეტილების საფუძველზე აპირებს საქართველოს ორი უძველესი, საუკუნოვანი ისტორიის მქონე უნივერსიტეტის ძალადობრივ რეფორმირებასა და შიდა საქმეებში უხეშ …
Continue reading “თსუ-სა და სტუ-ს კურსდამთავრებულები – „ჩვენი უნივერსიტეტები განადგურების პირასაა“”
თსუ და სტუ აღარ გაერთიანდება – კობახიძე
„ქართული ოცნების“ პრემიერ- მინისტრის განცხადებით, თსუ და სტუ აღარ გაერთიანდება. „ჩვენ შევთანხმდით, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აღარ გაერთიანდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან“- განაცხადა კობახიძემ. ეს განცხადება მან დღეს, 9 თებერვალს გააკეთა. დღეს, 15:00 საათზე ირაკლი კობახიძეს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი და აკადემიური პერსონალის წარმომადგენლები შეხვდნენ. შეხვედრის შემდეგ კობახიძემ განაცხადა, რომ უნივერსიტეტების გაერთიანება აღარ მოხდება. „გარდა ამისა, ერთი …
„მოუწევთ უკან დახევა ან საერთოდ წასვლა“ – პროფესორი ლევან გორდეზიანი უნივერსიტეტების გაერთიანებაზე
„რაც უფრო შეურაცხმყოფელი ნაბიჯები გადაიდგმება ხელისუფლებისგან, მით უფრო სწრაფად მოუღებს ეს ბოლოს თავად ხელისუფლებას. რაღაც წითელი ხაზი ყველას გვაქვს“- ამბობს თსუ-ს პროფესორი და საგანმანათლებლო პროგრამების მენეჯერი ლევან გორდეზიანი. „ბათუმელები“ მას ესაუბრა თემაზე, როგორი შეიძლება იყოს ლექტორ-მასწავლებლების წინააღმდეგობა, რომელთაც არ სურთ ორი დიდი უნივერსიტეტის გაერთიანება. ბატონო ლევან, როგორც ვიცით, თსუ-ს სენატმა გააკეთა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ თსუ …
„დასჭირდებათ მხოლოდ იაფი მუშა ხელი“ – როგორ აისახება გრანტების კანონი უნივერსიტეტებზე
„ყველა თავმოყვარე უნივერსიტეტს აქვს და უნდა ჰქონდეს საერთაშორისო პროექტები, მაგრამ საერთაშორისო პროექტები უკვე მოექცა ხელისუფლების კონტროლის ქვეშ. რაღაც პროექტებზე იტყვიან – „არ გვინდა“, „ქვეყნის სუვერენიტეტს უქმნის საფრთხეს“, ან „ნაციონალურ ინტერესებს“… ამას აუცილებლად იტყვიან, თუ დაინახავენ, რომ რომელიმე პროექტი მიმართულია დემოკრატიის გაძლიერებაზე“- ამბობს „ბათუმელებთან“ თსუ-ს პროფესორი იაგო კაჭკაჭიშვილი. მას „ბათუმელები“ გრანტების კანონში შესატან ცვლილებებზე ესაუბრა, რომელიც, …
„რეფორმა“ ანუ ტოტალური კონტროლი უმაღლეს განათლებაზე
რას ცვლის „ოცნების“ რეფორმა უმაღლეს განათლებაში? „ერთი ქალაქი-ერთი ფაკულტეტი“ – ამ პრინციპით სახელმწიფო უნივერსიტეტებს უფლება აღარ ექნებათ, განახორციელონ ერთი და იგივე საგანმანათლებლო პროგრამები. ეს ავტომატურად გამოიწვევს ფაკულტეტების შემცირებას და აკადემიური პერსონალის უმუშევრად დარჩენას. საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლა ერთი წლით უნდა შემცირდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ უმაღლესი განათლების სისტემაც გამოეთიშება ბოლონიის პროცესს. შესაბამისად, ქართველი …
Continue reading “„რეფორმა“ ანუ ტოტალური კონტროლი უმაღლეს განათლებაზე”
„შემოგვაქვს ახალი აკადემიური თანამდებობა“ – მიქანაძე
„ქართული ოცნების“ განათლების მინისტრის თქმით, გაერთიანებულ თსუ და სტუ-ში რეორგანიზაცია დაიწყება. ამ პროცესს კი, როგორც მიქანაძე ამბობს, დროებითი მმართველი ორგანო „საბჭო“ განახორციელებს. „საბჭოში პარიტეტის დაცვით, თანაბარი უფლებამოსილებით წარმოდგენილი იქნებიან, როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ასევე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლები. ავტონომიურობის პრინციპიდან გამომდინარე, თავად წარმართავენ რეორგანიზაციას იმისთვის, რომ უზრუნველყონ იმ აქტივობების განხორციელება, რომელიც ორი უნივერსიტეტის უმტკივნეულოდ გაერთიანებასა …
Continue reading “„შემოგვაქვს ახალი აკადემიური თანამდებობა“ – მიქანაძე”
„სტუ იყო ყველაზე მდუმარე უნივერსიტეტი, მაგრამ მას დაარტყეს“ – პროფესორი
„სწორედ სტუ-ს და თსუ-ს გაერთიანებამ დაადასტურა, რომ სიჩუმე არაფერს არ შველის. იმიტომ, რომ სტუ იყო ყველაზე მდუმარე უნივერსიტეტი, მაგრამ პირველი მას „დაარტყეს“. სტუ ვერ გადაარჩინა მისმა მორჩილებამ. ხალხს არ აქვს გაცნობიერებული, რომ მორჩილება არ არის გარანტია იმისა, რომ ხვალ იგივე სამსახურებრივ პოზიციაზე დარჩები“, – ამბობს თეონა მატარაძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის …
Continue reading “„სტუ იყო ყველაზე მდუმარე უნივერსიტეტი, მაგრამ მას დაარტყეს“ – პროფესორი”
თსუ და ტექნიკური უნივერსიტეტი გაერთიანდება – განათლების სამინისტრო
„ქართული ოცნების“ განათლების მინისტრის განცხადებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გაერთიანდებიან. „ბოლო პერიოდში განხორციელდა სახელმწიფო უნივერსიტეტების აკადემიური პროგრამების, კვლევითი მიმართულებებისა და ინფრასტრუქტურის შედარებითი ანალიზი. ამ პროცესისა და რექტორებთან წინასწარი კონსულტაციის საფუძველზე მივიღეთ გადაწყვეტილება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ. ეს იქნება საწინდარი, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გახდება …
Continue reading “თსუ და ტექნიკური უნივერსიტეტი გაერთიანდება – განათლების სამინისტრო”
„არ შეიძლება ჩხირკედელაობა, რადგან დიდი ზიანის მომტანია”- მზექალა შანიძე „ოცნების“ რეფორმაზე
ენათმეცნიერი მზექალა შანიძე „ქართული ოცნების“ განათლების კონცეფციას ჩხირკედელაობას უწოდებს. ენათმეცნიერი 4 დეკემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ შეხვედრას ჩაერთო ონლაინ, რომელიც სწორედ „ოცნების“ განათლების ახალ რეფორმას შეეხებოდა. მზექალა შანიძის კომენტარს განათლების ექსპერტი, სიმონ ჯანაშია ავრცელებს ფეისბუქზე. „ის, რასაც ჩვენ გვთავაზობენ, წმინდა აკადემიური თვალსაზრისით არ არის გამართლებული და არ შეეფერება დღევანდელ მოთხოვნებს!… ყოველგვარი ცვლილება უნდა ეყრდნობოდეს …
„სტუდენტებს აღარ ექნებათ ევროპულ უნივერსიტეტებში სემესტრის გავლის საშუალება“ – ინტერვიუ
„ხალხმა ჯერ კიდევ ვერ გაიგო, რომ „ქართული ოცნება“ რკინის ფარდას აყენებენ ჩვენსა და ევროპას შორის, ჩვენსა და ცივილიზაციას შორის“- ამბობს ისტორიკოსი ბეჟან ჯავახია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიის საბაკალავრო და სადოქტორო და შუა საუკუნეების კვლევების სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელი. ბეჟან ჯავახიას „ბათუმელები“ იმ საუნივერსიტეტო რეფორმაზე ესაუბრა, რომელსაც „ქართული ოცნება“ მომავალი წლიდან აანონსებს და საფრთხეს უქმნის არა …
რუსულენოვან პროგრამებზე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 662 სტუდენტი სწავლობს
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში რუსულენოვანი პროგრამები 2012 წლიდან მოქმედებს. „ბათუმელები“ დაუკავშირდა უნივერსიტეტის ადმინისტრაციას და სთხოვა იმ პროგრამების ჩამონათვალი, რომლებიც რუსულ ენაზე ისწავლება. თავდაპირველ ჩამონათვალში 8 საბაკალავრო და ორი სამაგისტრო პროგრამაა მითითებული, თუმცა მას შემდეგ, რაც უნივერსიტეტს ვთხოვეთ მოეწოდებინა დამატებითი ინფორმაცია პროგრამების შესახებ, ასევე სტუდენტების რაოდენობა, რომლებიც ამ პროგრამებზე სწავლობენ, პროგრამების ჩამონათვალი შეიცვალა და 10 პროგრამის ნაცვლად, …
Continue reading “რუსულენოვან პროგრამებზე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 662 სტუდენტი სწავლობს”
თელავის უნივერსიტეტიდან პროფესორები გაათავისუფლეს – „ვაპროტესტებდით რეჟიმს“
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოთხ პროფესორს, ადმინისტრაციამ შრომითი ხელშეკრულება შეუწყვიტა. პროფესორები მიიჩნევენ, რომ მათი უნივერსიტეტიდან გაშვებას პოლიტიკური საფუძველი აქვს, რადგან კრიტიკულად არიან განწყობილი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიმართ, ღიად გამოხატავენ პოზიციას და აქტიურად მონაწილეობენ ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებში. „განათლებული ადამიანი მათთვის ძალიან საშიშია, რადგან ვეღარ გაზრდიან მონებს“, – ამბობენ პროფესორები. შრომითი ხელშეკრულება შეუწყვიტეს გიორგი გოცირიძეს, მის მეუღლეს …
Continue reading “თელავის უნივერსიტეტიდან პროფესორები გაათავისუფლეს – „ვაპროტესტებდით რეჟიმს“”
„შესაძლოა ამის უკან იდგეს მათი პირადი ინტერესები“ – რატომ გეგმავს „ოცნება“ გრანტების კანონის შერბილებას
„ოცნების“ პარლამენტი დაჩქარებული წესით აპირებს „გრანტების შესახებ კანონში“ ცვლილების შეტანას. ცვლილების ინიციატორები, რომლებიც ასევე „ოცნების“ დეპუტატები არიან, პარლამენტს სთხოვენ ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამის – „ჰორიზონტი ევროპა“ (Horizon Europe) და ერაზმუს+ (Erasmus+)-ის ფარგლებში გაცემული გრანტებისთვის არ იყოს საჭირო მთავრობის თანხმობა. აღნიშნული გრანტებით ქართველ სტუდენტებს და მეცნიერებს აფინანსებს ევროკავშირი. რას უკავშირდება „ოცნების“ ინიციატივა? – ამ თემაზე …
ჩვენი მოვალეობაა ვიდგეთ თავისუფლებისთვის მებრძოლ სტუდენტებთან – ლექტორების განცხადება
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ლექტორ-მასწავლებლები სტუდენტების პროტესტს სოლიდარობას უცხადებენ და ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. „ჩვენ, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესორ – მასწავლებლები, ლექტორები და დოქტორანტები, მკაცრად ვგმობთ 19 ნოემბერს, თბილისის სახელმწიფო საუნივერსიტეტო სივრცის ბოროტად გამოყენებით, მშვიდობიანი აქციის ძალის გადამეტებით დაშლას და თავისუფლების პრინციპების უხეშ უგულებელყოფას. უნივერსიტეტმა, რომლის კარი ყოველთვის ღია უნდა იყოს სტუდენტებისა და პროფესორებისთვის, დღეს მისი …
ილიაუნი: არ ვეთანხმებით და გავასაჩივრებთ ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებას
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უნივერსიტეტი არ ეთანხმება ავტორიზაციის საბჭოს და გადაწყვეტილებას სააპელაციო კომისიაში გაასაჩივრებს. „ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფმა ქართველი და უცხოელი ექსპერტების შემადგენლობით შეაფასა 2024 წლის ივნისში. ექსპერტთა დასკვნით, ილიას უნივერსიტეტმა უკლებლივ ყველა სტანდარტის მიხედვით უმაღლესი შეფასებები დაიმსახურა. გუშინ ჩატარდა ავტორიზაციის საბჭოს სხდომა, რომელმაც ყოველგვარი დასაბუთებისა და განმარტებების …
Continue reading “ილიაუნი: არ ვეთანხმებით და გავასაჩივრებთ ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებას”
მსოფლიო საუკეთესო უნივერსიტეტების რეიტინგები – სად არის საქართველო?
უმაღლესი განათლების ბრიტანული საკონსულტაციო ფირმა „ქვაქვარელი სიმანდსი“ [Quacquarelli Symonds, შემოკლებით QS] მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგს – QS World University Rankings 2024 აქვეყნებს. როგორც კომპანიის ვებგვერდზე ვკითხულობთ, ეს რეიტინგი მოიცავს 104 ქვეყანასა და 1 500 უნივერსიტეტს. კვლევის მეთოდოლოგია ფირმის ისტორიაში ყველაზე გაფართოებულ მეთოდოლოგიურ მიდგომებს ეყრდნობა, სამი დამატებითი კრიტერიუმით: მდგრადობა, დასაქმების შედეგები და საერთაშორისო კვლევის ქსელი. „შედეგები ეყრდნობა …
Continue reading “მსოფლიო საუკეთესო უნივერსიტეტების რეიტინგები – სად არის საქართველო?”
უნივერსიტეტები ივსება ჩაწყობით, ნეპოტიზმით, ისინი კი რექტორს ირჩევენ – ინტერვიუ დოქტორთან
რა ტიპის პრობლემებს უქმნის უნივერსიტეტებს რექტორის ერთკანდიდატიანი არჩევნები, რა პროცესებზე მიუთითებს ეს და რატომ დუმს აკადემიური პერსონალი? – „ბათუმელები“ ამ თემაზე ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის დოქტორს, კონსტიტუციონალისტ მალხაზ ნაკაშიძეს ესაუბრა. ბატონო მალხაზ, დღეს თსუ-ში ჩატარდა რექტორის არჩევნები ერთი კანდიდატით. რექტორი გახდა ჯაბა სამუშია – ადამიანი, რომელიც წინასწარ დანიშნეს მოვალეობის შემსრულებლად. როგორც აკადემიური სფეროს წარმომადგენელს მინდა გკითხოთ, …
სტუდენტები სწავლის გადასახადის შემცირებას ან გადავადებას ითხოვენ
თეონა გურგენიძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, მაგისტრატურაზე სწავლობს. სტუდენტი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მის მსგავსად, სხვა ბევრი სტუდენტი აღმოჩნდა ფინანსური პრობლემების წინაშე, რადგან დამატებითი შეზღუდვების ამოქმედების გამო, სტუდენტებმა სამუშაო დაკარგეს. შესაბამისად, ვერც სწავლის საფასურს ვერ იხდიან. „დაიხურა კაფეები, მაღაზიები და სხვადასხვა ობიექტი, სადაც ბევრი სტუდენტი იყო დასაქმებული. მე, პირადად, ბევრი სტუდენტისგან მოვისმინე, რომ ორთვიან უხელფასო შვებულებაში გაუშვეს. …
Continue reading “სტუდენტები სწავლის გადასახადის შემცირებას ან გადავადებას ითხოვენ”
ჩხენკელი: უფროსკლასელები სკოლას ამ სემესტრში დაუბრუნდებიან
კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებია, თუმცა დღევანდელ ბრიფინგზე საქართველოს განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა თქვა, რომ უფროსკლასელები [VII-XII კლასები] საკლასო ოთახებს მიმდინარე სემესტრში დაუბრუნდებიან. „ეს დამოკიდებულია ეპიდსიტუაციაზე, ეს ამ სემესტრში მოხდება და წინასწარ ამის შესახებ ვამცნობთ საზოგადოებას. საჭიროა სამედიცინო რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვა,“ – აღნიშნა მიხეილ ჩხენკელმა. მისი თქმით, გადაწყვეტილება არ ეხება აჭარის რეგიონს, სადაც სასწავლო პროცესი კლასებში …
Continue reading “ჩხენკელი: უფროსკლასელები სკოლას ამ სემესტრში დაუბრუნდებიან”
ინგლისური ენის 30 ამერიკელი ასისტენტი რეგიონების უნივერსიტეტებში
Fulbright-ის პროგრამა ფართოვდება და მის ფარგლებში ამოქმედდება პროექტი – „ინგლისური ენის სწავლების ასისტენტი“ (ETA), რომლის ფარგლებშიც აშშ-სა და საქართველოს შორის დადებული მემორანდუმის საფუძველზე, საქართველოს ამერიკიდან Fulbright-ის სტიპენდიატები ეწვევიან, რომლებიც რეგიონებში უნივერსიტეტებს ინგლისური ენის სწავლებაში დაეხმარებიან. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი ხელს შეუწყობს რეგიონული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინტერნაციონალიზაციის პროცესს. „ETA-ს პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოს უნივერსიტეტებში ინგლისური ენის …
Continue reading “ინგლისური ენის 30 ამერიკელი ასისტენტი რეგიონების უნივერსიტეტებში “
ყველაზე რეიტინგული ქართული უნივერსიტეტები „ფორბსის“ მიხედვით
ქართულმა „ფორბსმა“ გამოაქვეყნა საქართველოს უნივერსიტეტების რეიტინგი, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩარიცხულთა საშუალო ქულების მიხედვით. გამოცემის ცნობით, გამოცდებზე დაგროვებული ქულების რაოდენობის მიხედვით, ყველაზე რეიტინგული უნივერსიტეტი საქართველოში თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტია, რომელმაც წელს 559 სტუდენტი მიიღო. მეორე პოზიციაზეა დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი, რომელმაც წელს 67 სტუდენტი მიიღო. მესამე პოზიციას კი საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი იკავებს. უნივერსიტეტმა წელს 430 სტუდენტი მიიღო. …
Continue reading “ყველაზე რეიტინგული ქართული უნივერსიტეტები „ფორბსის“ მიხედვით”