„ჩემთვის მზია ამაღლობელი არის ბრძოლის, ამ წინააღმდეგობის ხერხემალი. ეს ხერხემალი არ უნდა გატყდეს – რეჟიმი უნდა გადატყდეს,“ – ამბობს მაია ადუაშვილი. ის უკვე 30 წელია ნიდერლანდებში ცხოვრობს, თუმცა ამბობს, რომ მძიმე ეტაპების დროს ყოველთვის სამშობლოს უბრუნდება. მაია ადუაშვილი ახლაც თბილისშია, დღესაც რუსთაველზე აპირებს გასვლას. აღარ სურს, დაუბრუნდეს ევროპას, ვიდრე ბრძოლას არ მოიგებს! „1988 წელს გავხდი …
Tag Archives: უვიზო მიმოსვლა
„ოცნებას“ არ აწყობს ევროპა, ფულს ვეღარ მოიპარავენ“ – ყოფილი მეხანძრე და ემიგრანტი საფრანგეთიდან
„ქართულ ოცნებას“ არ აწყობს ევროპა, რადგან ფულს ვეღარ მოიპარავენ, თუ ევროპულ წესრიგს გაიზიარებენ. მაგათ უნდათ, ისე ჭამონ ხალხის ფული, როგორც ეს რუსეთში ხდება – არავინ გააკონტროლოს. საფრანგეთში იმდენად დიდია წესრიგი, ავტომატურად ყველა წესს და კანონს ემორჩილება. აი, ესაა ჩემთვის ევროპა! აქ არა მარტო ფრანგები, ჩვენ, ქართველი ემიგრანტები, თუ აფრიკის კონტინენტიდან ჩამოსული ხალხი, ავტომატურად ყველა, წესრიგს …
ახლა ყიდულობ ბილეთს და მიფრინავ ევროპაში. თუ უვიზოს დავკარგავთ, ასე აღარ იქნება – ემიგრანტი
დათო მახათაძე ორი წელია ოჯახთან ერთად ავსტრიაში, ქალაქ ვენაში ცხოვრობს. ემიგრაციაში სამუშაო ვიზით წავიდა, სადაზღვევო სფეროში მუშაობს. ამბობს, რომ სამსახურის გამო ევროპაში ადრეც უწევდა მცირე ვადებით წასვლა, მათ შორის იმ დროსაც, როცა საქართველოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა ჯერ კიდევ არ ჰქონდა. „როგორ იყო ეს ყველაფერი მანამდე? – კარგად მახსოვს იმიტომ, რომ არაერთ საელჩოში მომიწია ყოფნა… მარტივად …
ქართველი ემიგრანტი „ოცნებას“ – „ღირსება რომ დაიცვათ, ღირსება უნდა გაგაჩნდეთ“
„ეს არის ნაბიჯი ტოტალიტარიზმისკენ… რუსეთის ხელი იმდენად ურევია, რომ აბსოლუტურად ყველაფერი ხდება ისე, როგორც უნდა რუსეთს საქართველოში და საქართველოს მთელი მთავრობა იქცევა ისე, როგორც უნდა რუსეთს უკვე რამდენი წელია,“ – ამბობს ავსტრიაში მცხოვრები თორნიკე ფოცხიშვილი. 25 წელია ავსტრიაში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტს, თორნიკე ფოცხიშვილს უვიზო მიმოსვლის რეჟიმის გაუქმების საფრთხეზე ვესაუბრეთ. მასთან საუბარი 8 სექტემბერს პოლიციელების თვალწინ …
Continue reading “ქართველი ემიგრანტი „ოცნებას“ – „ღირსება რომ დაიცვათ, ღირსება უნდა გაგაჩნდეთ“”
13 სექტემბერს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის დასაცავად საპროტესტო მსვლელობა იგეგმება
საქართველომ, შესაძლოა, დაკარგოს ევროპასთან უვიზო მიმოსვლა, რადგან „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არ ასრულებს ევროკავშირის რეკომენდაციებს, რომელიც აუცილებელია ვიზალიბერალიზაციის შესანარჩუნებლად. ვიზალიბერალიზაციის დაცვის მიზნით საქართველოს მოქალაქეები 13 სექტემბერს საპროტესტო მსვლელობას გეგმავენ. „საქართველო ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების ზღვარზეა. საქართველოს მოქალაქეები ვკარგავთ უმნიშვნელოვანეს სიკეთეს, სუსტდება და რუსეთის ტყვეობაში ექცევა საქართველო, ჩვენი ოჯახები. ამ ყველაფერში ერთადერთი დამნაშავე ივანიშვილის რუსული რეჟიმია, რომელიც …
Continue reading “13 სექტემბერს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის დასაცავად საპროტესტო მსვლელობა იგეგმება”
თუ უვიზოს დავკარგავთ, ჩვენი ხალხის პასუხისმგებლობაც იქნება – ემიგრანტი საფრანგეთიდან
„გული მიჩუყდება, აქ, საფრანგეთში როცა მეუბნებიან, ძალიან ლამაზია თქვენი საქართველოო,“ – გვიყვება საფრანგეთის ქალაქ ნანტში მცხოვრები ინგა ცეკვაშვილი, რომელიც ემიგრაციაში 2018 წელს წავიდა. ინგა ცეკვაშვილს უვიზო მიმოსვლის შესაძლო გაუქმების საფრთხეზე ვესაუბრეთ – „ოცნების“ არალეგიტიმური მთავრობა ევროკომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებას არ აპირებს, მას ვადა დემოკრატიის გზაზე დასაბრუნებლად 2025 წლის აგვისტოს ბოლომდე აქვს. საფრანგეთის ქალაქი ნანტი, სადაც არაერთი …
„საქართველოდან ახლაც მომწერეს, რომელ კლინიკას გვირჩევო“ – დოქტორანტი საფრანგეთიდან
„უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შეჩერება ძალიან დიდი უკუსვლა იქნება… ხალხს უნდა ესმოდეს, რომ მთავრობა ემსახურება ხალხს და არა ხალხი ემსახუროს მთავრობას“ – ამბობს საფრანგეთში მცხოვრები ლაშა ხუბაშვილი. ის დოქტორანტია და მესამე წელია გრენობლში სწავლობს სამოქალაქო ინჟინერიას და ენერგეტიკულ პოლიტიკას. ლაშა ხუბაშვილს ვკითხეთ, რას ფიქრობს უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებაზე – „ოცნების“ არალეგიტიმურ მთავრობას ევროკომისიამ კონკრეტული პირობების შესასრულებლად …
„ყველას უნდა აგვისტოს ბოლომდე გააღწიოს საქართველოდან“ – დასაქმება პოლონეთში
„ყველას უნდა მოსწრება და აგვისტოს ბოლომდე გაღწევა საქართველოდან. არ ვიცით, რა იქნება, ძალიან განვიცდით ამ საკითხს,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ევროპასთან უვიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმებაზე საუბრის დროს ირინა ნამიჩეიშვილი. იგი HR რეკრუტერია და ბოლო წლებია საქართველოს მოქალაქეებს ეხმარება პოლონეთში დასაქმებაში. აგვისტოს ბოლოს ევროკავშირი იმსჯელებს – უნდა შეუჩერდეს თუ არა უვიზო მიმოსვლის რეჟიმი საქართველოს? მას შემდეგ, რაც …
Continue reading “„ყველას უნდა აგვისტოს ბოლომდე გააღწიოს საქართველოდან“ – დასაქმება პოლონეთში”
„კრიზისიდან გამოსვლა არ არის ოცნების ინტერესში“ – ლია მუხაშავრია უვიზო რეჟიმის გაუქმებაზე
„ძალიან იოლია რაღაცის დაკარგვა, ამ მნიშვნელოვანი უფლების მოპოვება კი, შეიძლება შეუძლებელი აღმოჩნდეს,“ – ამბობს ადვოკატი ლია მუხაშავრია ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმებაზე. „31 აგვისტომდე ვადა და პირობა დადებული აქვს არა მხოლოდ საქართველოს მთავრობას, რომელსაც კონკრეტული მოთხოვნები წაუყენა ევროკავშირმა, არამედ ეს არის მოთხოვნები ჩვენს მიმართ – ქართული საზოგადოების თითოეული წევრის მიმართ. მხოლოდ და მხოლოდ გონიერება, ორგანიზებულობა …
დამღუპველია – შალვა შავგულიძე ევროპასთან უვიზოს შესაძლო გაუქმებაზე
„დამღუპველია“ – უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხეზე საუბრის დროს ცნობილი უფლებადამცველი და ადვოკატი შალვა შავგულიძე ხშირად ამ სიტყვას ახსენებს და ხაზს უსვამს იმას, რომ საქართველოს გადარჩენის ერთადერთი გზა ევროინტეგრაციაშია. „მენტალურად როგორია შენი ცხოვრების წესი, შეგიძლია იმ სამყაროს ნაწილი გახდე, მიუხედავად შენი გეოგრაფიული მდგომარეობისა. ამ მომენტის ხელიდან გაშვება და ისევ არაპროგრესულ, დამღუპველ, უმომავლო, რუსულ გეოპოლიტიკურ სივრცეში დარჩენა, …
Continue reading “დამღუპველია – შალვა შავგულიძე ევროპასთან უვიზოს შესაძლო გაუქმებაზე”
ქართველობა ვინ უნდა დამაკარგვინოს? არ არსებობს ეგეთი რამე – სტუდენტი, რომელიც გერმანიაში მუშაობს
20 წლის დესი სახვაძე, შავი ზღვის უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტია, ბიზნესის მიმართულებაზე მენეჯმენტს სწავლობს. წელს პირველად ისარგებლა სტუდენტური დასაქმების პროგრამით და ორი თვით გერმანიაში წავიდა სამუშაოდ. „უვიზო მიმოსვლის გამო ვიზაზე წვალება არ დამჭირდა. საბუთების შეგროვება ყველაზე ადვილი იყო. სტუდენტური დასაქმებისთვის გჭირდება რა თქმა უნდა, ბიომეტრიული პასპორტი, ცნობა უნივერსიტეტიდან, რომელზეც თანხა არ გეხარჯება. ასევე იმატრიკულაცია, რომელიც …
უვიზო მიმოსვლა რომ არ ყოფილიყო, ჩემი შვილი დაიღუპებოდა. მეშინია ამის – ემიგრანტი ქალი
„რომ არა უვიზო მიმოსვლა და საფრანგეთი, ჩემი შვილი ვერ გადარჩებოდა. საფრანგეთმა ჩემს შვილს მეორე სიცოცხლე აჩუქა. მრცხვენია, როცა ევროპაზე ცუდს ლაპარაკობენ და ძალიან მეშინია ვიზალიბერალიზაციის შეჩერების, რადგან ამით ქართველი ხალხი ძალიან ბევრს დაკარგავს“, – ამბობს „ბათუმელებთან“ მაია ფუტკარაძე, რომელიც ახლა ოჯახთან ერთად საფრანგეთშია და ამბობს, რომ ეშინია სამშობლოში დაბრუნების. მაია გვიყვება მისი შვილის მძიმე ისტორიას …
რას კარგავს საქართველო უვიზო მიმოსვლის შეჩერებით? – „აღმოვჩნდებით ბევრად მძიმე ეკონომიკურ გასაჭირში“
ევროპასთან უვიზო მიმოსვლის გაუქმების საფრთხე რეალური გახდა „ქართული ოცნების“ ანტიევროპული პოლიტიკის გამო. რა ელოდება საქართველოს ევროპისგან დაშორებით და რას კარგავს ქართველი ხალხი? – ამ თემაზე „ბათუმელები“ პოლიტოლოგ გიორგი ბადრიძეს ესაუბრა. ბატონო გიორგი, დღეს უკვე დაიწყო მორიგი პროპაგანდა ირაკლი კობახიძემ ვიზალიბერალიზაციაზე და განაცხადა, რომ ევროკავშირი უვიზო მიმოსვლის საპირწონედ ითხოვს სუვერენიტეტის დათმობას და „ქართული ოცნება“ აირჩევს სტაბილურობასო. …
რომელი ქვეყნის ვიზით შეუძლია უცხოელს საქართველოში უვიზოდ შემოსვლა – ცვლილება
ავღანეთი, ბანგლადეში, პაკისტანი, სომალი და სირია იმ 17 ქვეყნის ჩამონათვალში შედის, რომელთა მოქალაქეებსაც „ოცნების“ მთავრობამ საქართველოში ზოგიერთი სხვა ქვეყნის ვიზის საფუძველზე შემოსვლის გარკვეული პირობა დაუწესა. შესაბამისი დადგენილება 2025 წლის 16 მაისიდან ამოქმედდება. ამ 17 ქვეყნის მოქალაქეებს იმ შემთხვევაში, თუ მათ აქვთ არაბთა გაერთიანებული საამიროების, ბაჰრეინის, საუდის არაბეთის, კატარის, ქუვეითის ან ომანის მრავალჯერადი ვიზა ან/და ბინადრობის …
Continue reading “რომელი ქვეყნის ვიზით შეუძლია უცხოელს საქართველოში უვიზოდ შემოსვლა – ცვლილება”
„ოცნების“ მთავრობამ უკრაინელებს საქართველოში ყოფნის 3-წლიანი ვადა 1 წლამდე შეუმცირა
„ოცნების“ მთავრობამ საქართველოში უვიზოდ შემოსულ უკრაინის მოქალაქეებს ქვეყანაში სრული 3 წლის ვადით ყოფნის უფლება 1 წლამდე შეუმცირა. უკრაინის მოქალაქეებთან დაკავშირებით ვადის ჯერ 2 წლამდე, შემდეგ კი 3 წლამდე გაზრდის შესახებ თავის დროზე გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ რუსეთის უკრაინაში ომის დაწყების გამო მიიღო. „უკრაინის მოქალაქეებს აქვთ საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და სრული 1 წლის ვადით ყოფნის უფლება.“ ამასთან, …
„რუსული ჩექმა დაავიწყდათ?“ – ემიგრანტი იტალიიდან ფლორენციაში საარჩევნო უბანს ითხოვს
„სად წავიდეს ამდენი ემიგრანტი, თუ ჩაიკეტება ევროპის კარი? სად იმუშაოს? მე ამ კითხვას ვუსვამ საქართველოს მთავრობას“ – სათქმელი აქვს იტალიაში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტს, მანანა ბოლქვაძეს. მას „ბათუმელები“ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეზღუდვაზე ესაუბრა. მანანა ბოლქვაძე მეექვსე წელია ემიგრაციაშია, ის ფლორენციაში მუშაობს. უვიზო მიმოსვლაზე შეკითხვის პასუხად ქართველ ემიგრანტს იტალიაში მყოფ ემიგრანტებთან ბოლოდროინდელი დიალოგი ახსენდება: „ძალიან ბევრი …
„კატასტროფულად მძიმე იქნება“ – ქართველი ემიგრანტი უვიზო მიმოსვლის შეზღუდვის საფრთხეზე
„ამაზე ფიქრიც არ შემიძლია, რა მოხდება… უვიზო რეჟიმის შეზღუდვა კატასტროფულად მძიმე იქნება“, – გვითხრა ქართველმა ემიგრანტმა თამარ ლომიძემ, რომელიც 5 წელია იტალიაში მუშაობს. იტალიიდან გამოგზავნილი ხელფასით თამარი ოჯახს არჩენს საქართველოში და ასევე, იმ ბინის სესხს ფარავს, რომლის შეძენაც საქართველოში ყოფნის დროს ვერ შეძლო. თამარ ლომიძე ხულოს სოფელ ბეღლეთიდანაა, მარტოხელა დედაა და ემიგრაციაზე საუბრის დროს, პირველ …
ქვეყნები, სადაც საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ შეუძლიათ წასვლა
საქართველოს მოქალაქეს ზოგიერთ ქვეყანაში გასამგზავრებლად ესაჭიროება ვიზის მიღება, ხოლო ზოგიერთ ქვეყანაში შეუძლია გამარტივებული წესით ან უვიზოდ მგზავრობა. ბიომეტრიული პასპორტის მფლობელ საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში გასამგზავრებლად ვიზა არ ესაჭიროებათ [2017 წლის 28 მარტიდან]. ევროკავშირის / შენგენის სივრცეში ცალკეული ქვეყნის შემთხვევაში საჭირო თანხის დღიური ოდენობის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ მოცემულ ვებგვერდზე: გთავაზობთ იმ ქვეყნების …
Continue reading “ქვეყნები, სადაც საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ შეუძლიათ წასვლა”
ქვეყნები, რომელთა მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლა შეუძლიათ
იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეებსაც საქართველოში უვიზოდ შემოსვლა შეუძლიათ, 96-მდე გაიზარდა. საქართველოს მთავრობის 2023 წლის 11 სექტემბრის დადგენილებით, ჩამონათვალს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა დაემატა. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლა უკვე დღეიდან [2023 წლის 12 სექტემბრიდან] შეუძლიათ. ამ თემაზე: „სამიზნე მაჩვენებელია დღეში 10-მდე ფრენა ჩინეთში“ — დავითაშვილი აღნიშნულ ჩამონათვალში მითითებული ქვეყნების [მათ შორის რუსეთის ფედერაციის] …
Continue reading “ქვეყნები, რომელთა მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლა შეუძლიათ”
რა თქვა დეგნანმა აშშ-ში უვიზო მიმოსვლაზე: „ვისაც ვხვდები, საქართველოს დატოვება არავის სურს“
„არ სცადოთ აშშ-ში არალეგალურად შემოსვლა. ეს ძალიან სახიფათოა,“ – ამბობს კელი დეგნანი, აშშ-ს ელჩი საქართველოში. მას ვკითხეთ, გადახედავს თუ არა აშშ საქართველოსთან სავიზო პოლიტიკას და ხომ არ ამოქმედდება უვიზო რეჟიმი, თუ ევროკავშირი შემოდგომაზე კანდიდატის სტატუსს მოგვანიჭებს? „ეს განსხვავებული საკითხებია, ძალიან განსხვავებული გადაწყვეტილებები და პროცესები, თუმცა ვიცი, რომ არის სხვადასხვა გზა, რომლითაც ქართველებს აშშ-ს შეუძლიათ ეწვიონ. …
არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან უვიზო მიმოსვლა დაწესდა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დღეიდან ძალაში შევიდა საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებს შორის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი. შეთანხმების თანახმად, ორი ქვეყნის ორდინალური პასპორტის მფლობელები შეძლებენ უვიზოდ შევიდნენ, ტრანზიტით გადაადგილდნენ და იმყოფებოდნენ მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე არაუმეტეს ოთხმოცდაათი (90) დღისა შესვლის თარიღიდან. „განხორციელებული ცვლილებებით, გაფართოვდა „2017 წელს საქართველოს მთავრობასა და არაბთა გაერთიანებული საემიროების მთავრობას შორის დიპლომატიური …
Continue reading “არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან უვიზო მიმოსვლა დაწესდა”
„არ არსებობს საფუძველი, რომ საქართველოს უვიზო მიმოსვლა შეუჩერდეს“ – გერმანიის პრეზიდენტი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გერმანიის პრეზიდენტი, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი „ევროობზერვერის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას „ფეიკ ნიუსს“ უწოდებს. საუბარია ინფორმაციაზე, რომლის თანახმდაც, გერმანია, საფრანგეთი და იტალია ღელავენ ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების მიერ ბინადრობის დიდი რაოდენობით უსაფუძვლო მოთხოვნების წარდგენისა და თავშესაფრის მოთხოვნის გახშირებული შემთხვევების გამო და უვიზო რეჟიმის შეჩერებას განიხილავენ. აღნიშნული ინფორმაციის პასუხად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გერმანიის …
ევროპაში საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმებაზე მსჯელობენ – EU Observer
გამოცემა EU Observer-ის ცნობით, გამოცემამ მოიპოვა ევროკავშირის სამუშაო დოკუმენტი, საიდანაც ცნობილი ხდება, რომ გერმანია, საფრანგეთი და იტალია ღელავენ ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების მიერ ბინადრობის დიდი რაოდენობით უსაფუძვლო მოთხოვნების წარდგენისა და თავშესაფრის მოთხოვნის გახშირებული შემთხვევების გამო და უვიზო რეჟიმის შეჩერებას განიხილავენ. საქართველოსთან ერთად, „პრობლემურ“ ქვეყნებად სახელდებიან დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები, მოლდოვა და უკრაინაც. უვიზო მიმოსვლას ევროკომისია განიხილავს, როგორც …
Continue reading “ევროპაში საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმებაზე მსჯელობენ – EU Observer”
ევროპაში თავშესაფრის მთხოვნელთა რაოდენობა საქართველოდან 18 ათასამდე გაიზარდა – დისკუსია
ბოლო ორი წლის განმავლობაში, ანუ უვიზო მიმოსვლის ამოქმედებიდან დღემდე, ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა მაჩვენებელი 18 ათასამდე გაიზარდა – ამ მაჩვენებელზე დღეს, 20 მარტს, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის უფროსმა, გოგა ტაბატაძემ ისაუბრა. „შეჩერების მექანიზმზე საუბარი არ არის, მაგრამ არ გვინდა, რომ ამის წინაპირობა შეიქმნას. ამაზე მინდა გესაუბროთ,“ – უთხრა სტუდენტებს გოგა …
ახალი კანონი მათთვის, ვინც თურქეთში სეზონურად მუშაობს – დამსაქმებელი ვეღარ მოგატყუებთ
მაისიდან თურქეთში ჩაის კრეფის სეზონი იწყება. ამ სეზონზე საქართველოს ასეულობით მოქალაქე დროებითი სამუშაოს საძიებლად (ჩაის კრეფა, თხილის მოგროვება) თურქეთის რესპუბლიკაში გადადის. თურქულმა მხარემ გასული წლის სექტემბერში ახალი კანონი მიიღო უცხოელი მოქალაქეებისთვის, რაც სოფლის მეურნეობაში, სეზონურად, ლეგალური დასაქმების საშუალებას იძლევა. ახალი კანონი, რომელიც შარშან, სეზონური სამუშაოს ბოლოს იქნა მიღებული და ახლა აქტუალური ხდება, ვრცელდება თურქეთის სახელმწიფოს …
უვიზო რეჟიმის შეჩერების საფრთხე – საინფორმაციო შეხვედრა მერიაში
ევროპის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შესახებ ბათუმის მერიაში შეხვედრა გაიმართა. საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრისა და საექსპერტო წრეების წარმომადგენლები ადგილობრივი თვითმმართველობებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლები მოსახლეობას ხვდებიან, სადაც მოქალაქეებს საშუალება აქვთ, მიიღონ ინფორმაცია შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის წესების, მათ დარღვევასთან დაკავშირებული რისკებისა და ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მიღების …
Continue reading “უვიზო რეჟიმის შეჩერების საფრთხე – საინფორმაციო შეხვედრა მერიაში”
ივლიან თუ არა ტურისტები ჩინეთიდან უვიზოდ საქართველოში – სამინისტროს განმარტება
ჩინელი ტურისტებისთვის საქართველოში უვიზო მიმოსვლა იგეგმება. ამის შესახებ ჩინეთში საქართველოს ელჩი დავით აფციაური საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსს ესაუბრა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩინელი ტურისტების უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ადასტურებენ, თუმცა „ბათუმელებთან“ ამბობენ, რომ „მიმდინარეობს ჩინეთსა და საქართველოს შორის 1994 წელს დადებული ხელშეკრულების გადახედვა“. კონკრეტულად რა უნდა გადაიხედოს, დეტალებზე სამინისტროში არ საუბრობენ. ჩინელი ტურისტების საქართველოს ტერიტორიაზე, …
Continue reading “ივლიან თუ არა ტურისტები ჩინეთიდან უვიზოდ საქართველოში – სამინისტროს განმარტება”