დღეს, 17 ივლისს, ბათუმში, „რადისონ ბლუში“, მასწავლებელთა კონფერენცია გაიმართა, რომელიც სწავლა-სწავლების პროცესში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას ითვალისწინებდა. კონფერენცია ორგანიზებული იყო „მოტივირებულ პედაგოგთა“ ჯგუფის ავტორი მასწავლებლების – ნატალია თურქაძისა და მზია კახაძის მიერ. შეხვედრას ასამდე მასწავლებელი ესწრებოდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორის, როლანდ შავაძის თქმით, კონფერენციის მიზანია, როგორც სკოლის, ასევე ლექტორ-მასწავლებლებმა ერთმანეთს გაუზიარონ თავიანთი გამოცდილება ხელოვნურ …
Tag Archives: ტექნოლოგიები
„მობილურის აკრძალვით მოსწავლეს ვერ გააჩერებ, თუ მას საგანი არ აინტერესებს“ – მასწავლებელი
ცოტნე გვაჯაია ზუგდიდის მე-5 საჯარო სკოლაში კომპიუტერულ ტექნოლოგიებს ასწავლის. ის წელს „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ საუკეთესო ათეულში დაასახელეს. „ბათუმელები“ მასწავლებელს სკოლებში მობილურების აკრძალვაზე და სკოლებში არსებულ ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე ესაუბრა. ბატონო ცოტნე, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება აპირებს სექტემბრიდან სკოლებში მობილური ტელეფონებით სარგებლობა აკრძალოს. თქვენ როგორც კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი, რა აზრის ხართ ამ შეზღუდვაზე? სმარტფონების კარადებში ჩაკეტვით გაიზრდება მოსწავლის …
გამოვიგონეთ რობოტი და ჭკვიანი ტანსაცმელი – ქართველი მოზარდები NASA-ში გაემგზავრებიან
გუნდ TerraTech-ის წევრები – დავით რუსია, საბა ხაბურზანია, თამარ გამგებელი, გიგი გამსახურდია და ლუკა კუკავა 2023 წლის ათასწლეულის ინოვაციის მთავარი გამარჯვებულები არიან. გუნდმა მაღალტექნოლოგიური ჭკვიანი უნიფორმა და მაღაროელი რობოტი შექმნა, რომელიც მაღაროელებს უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფაში დაეხმარება. გამარჯვებული გუნდი აშშ-ის საელჩოს დაფინანსებით, ტეხასში, NASA-ს კოსმოსური ცენტრის საზაფხულო სკოლაში გაემგზავრება და იქ დაგეგმილ აქტივობებში მიიღებს მონაწილეობას. …
„მე მჯერა მაგალითის“ – რისთვის გადაეცა ქართველ ინჟინერ ქალს გლობალური ჯილდო
46 წლის ინჟინერს, ანა ნაკაშიძეს, ახლახან გლობალური ჯილდო გადაეცა თანამედროვე ტექნოლოგიების სფეროში წარმატებული მუშაობისთვის. ანა ამჟამად აზერბაიჯანში ცხოვრობს და „აზერტელეკომის“ გენერალური დირექტორია. რას ცვლიან ქალები ამ სფეროში და რა იწვევს გენდერულ დისკრიმინაციას კარიერულ გზაზე? – სწორედ ამ თემაზე ესაუბრა მას „ბათუმელები“. ქალბატონო ანა, შეგიძლიათ მოგვიყვეთ ამ ჯილდოს შესახებ? რისთვის აიღეთ კონკრეტულად, რა საქმიანობისთვის? არსებობს ასეთი …
Continue reading “„მე მჯერა მაგალითის“ – რისთვის გადაეცა ქართველ ინჟინერ ქალს გლობალური ჯილდო”
გამომგონებელი მოსწავლეები ბათუმიდან, რომლებმაც უნივერსიტეტების დაფინანსება უკვე მოიპოვეს
ანრი მამულაძე და დავით ჭურკვეიძე ბათუმელი გამომგონებელი მოსწავლეები არიან. ორივე სკოლა „პროგრესში“ სწავლობს და ყველაზე მეტად STEM მიმართულებით არიან დაინტერესებულნი. ანრის გუნდმა სპეციალური პრიზი მოიპოვა „ათასწლეულის ინოვაციების კონკურსში“, დავითი კი „ლეონარდო და ვინჩის“ კონკურსის გამარჯვებულია. „ჩვენ შევქმენით ხელსაწყო, რომელსაც მეღვინეების მარჯვენა ხელი ვუწოდეთ პირობით და „სმარტ დამრევი“ დავარქვით. გამოგონებამ პირველი ადგილი აიღო“, – გვეუბნება დავით …
ისრაელში გამოიგონეს დეპრინტერი, რომლითაც ქაღალდზე მრავალჯერადი ბეჭდვაა შესაძლებელი
ყველას, ვინც ოფისში დოკუმენტებთან მუშაობს, ერთხელ მაინც ჰქონია შემთხვევა, როდესაც ამობეჭდა ხელშეკრულება, ან რაიმე საჭირო ტექსტი და მხოლოდ შემდეგ აღმოაჩინა შეცდომა. ასეთ დროს ტექსტში შესწორების შეტანა მარტივია, თუმცა მის თავიდან ამობეჭდვას კიდევ უფრო მეტი ფურცელი ხმარდება, რითაც იზრდება ქაღალდის მოხმარება, რაც, გარდა იმისა, რომ ხარჯებთანაა დაკავშირებული, გარემოსთვის საზიანოა. წარმოიდგინეთ, რომ ეს ასე აღარ იქნება და …
ახალი „კვანტური კომპიუტერები“ – საფრთხე და სიკეთე ადამიანებისთვის
ახალი თაობის კვანტური კომპიუტერები მეოცე საუკუნის ბოლოს შექმნილი კომპიუტერებისგან განსხვავებული პრინციპით მუშაობენ. თეორიულად, დროთა განმავლობაში ისინი შეიძლება გაცილებით სწრაფები გახდნენ ჩვეულებრივ კომპიუტერთან შედარებით. ეს იმას ნიშნავს, რომ კვანტურ კომპიუტერს შეეძლება რამდენიმე წამში წარმოუდგენლად რთული და დიდი ამოცანების შესრულება, რისთვისაც ჩვეულებრივ კომპიუტერს რამდენიმე წელი დასჭირდებოდა. შეეძლება, მაგალითად, მონაცემების გაშიფვრა მილიარდ სხვადასხვა ვარიანტად. BBC-ი წერს, რომ ასეთი …
Continue reading “ახალი „კვანტური კომპიუტერები“ – საფრთხე და სიკეთე ადამიანებისთვის”
თურქმა ბიზნესმენმა ძროხებს VR-სათვალე გაუკეთა მეტი რძის მისაღებად
თურქული მედიის ცნობით, იზეთ ქოჩაკმა, რომელიც აქსარაიში მესაქონლეობით არის დაკავებული, ძროხების რძის მოსავლიანობის გაზრდის მიზნით, თავის ძროხებს ვირტუალური რეალობის სათვალე გაუკეთა და დადებითი შედეგიც მიიღო – რძის მოსავლიანობა გაიზარდა. იზეთ ქოჩაკმა მეცხოველეობის ბიზნესი 2018 წელს წამოიწყო და ახლა 180 სული პირუტყვი ჰყავს. ის ამბობს, რომ ძროხებს მუსიკას ასმენინებს და ახლა უკვე ჭამის დროს ვირტუალურ რეალობის …
Continue reading “თურქმა ბიზნესმენმა ძროხებს VR-სათვალე გაუკეთა მეტი რძის მისაღებად”
ბათუმელმა მოსწავლემ გამომგონებელთა კონკურსში პირველი ადგილი აიღო
ბათუმელი მოსწავლე დავით რუსია 2021 წლის მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის – „ლეონარდო და ვინჩის“ გამარჯვებულია. მან თავის გუნდთან ერთად პირველი ადგილი აიღო. დავითი ბათუმში, ქართულ-ამერიკულ სკოლა „პროგრესში“, მეათე კლასში სწავლობს, მისი გუნდის წევრები – საბა ხაბურზანია და ანი ესართია კი სენაკელები არიან. „ჩვენს პროექტს ჰქვია თერმული წყლები, რომელიც წარმოქმნის ელექტროენერგიას ტემპერატურათა სხვაობის გამო. ამიტომ …
Continue reading “ბათუმელმა მოსწავლემ გამომგონებელთა კონკურსში პირველი ადგილი აიღო”
ბაბლერი – სოციალური ქსელი, რომელიც ქართველმა ბიჭებმა პანდემიისას შექმნეს
ავტორი: ევა ართმელაძე Bubbler App, იგივე „ბაბლერი“ ქართული სოციალური ქსელია საერთო ინტერესების მქონე ადამიანებისთვის, რომლის შექმნის იდეაც ავტორებს პანდემიის დროს დაებადათ. „ბაბლერი“ სამმა ქართველმა ბიჭმა შექმნა: ლუკამ, ნიკამ და დაჩიმ. ლუკა ხათრიძე ბიზნესისა და ტექნოლოგიების სტუდენტია და მარკეტინგის სფეროში, პროექტების მენეჯმენტის მიმართულებით მუშაობს. ბავშვობაში ხელოვნება და მუსიკა აინტერესებდა, რის გამოც თეატრალურზე ჩაბარებას ფიქრობდა, თუმცა 18 …
Continue reading “ბაბლერი – სოციალური ქსელი, რომელიც ქართველმა ბიჭებმა პანდემიისას შექმნეს”
რატომ გადავიდა სოფელში საცხოვრებლად ციფრული ტექნოლოგიების სპეციალისტი ლილი
ციფრული ცოდნის გამავრცელებელი ახალგაზრდა ქალი, ლილი ფულარიანი გრეის ჰოპერის ჯილდოზე წარადგინეს. ეს ჯილდო საქართველოში წელს პირველად დაწესდა. დაჯილდოება დღეს, 2 ივნისს, გაიმართება. ლილი ფულარიანი და მისი ორგანიზაცია „ციფრული ცოდნის გამავრცელებელი ქალები“, თანამოაზრეებთან ერთად რეგიონებში მცხოვრებ ქალების მხარდაჭერაზე პირველად სამი წლის წინ დაფიქრდნენ და გადაწყვიტეს, რომ კარიერულ წინსვლაში დაეხმარებოდნენ. მათ ეს გამოუვიდათ. წელს კი თავად ლილიმაც …
Continue reading “რატომ გადავიდა სოფელში საცხოვრებლად ციფრული ტექნოლოგიების სპეციალისტი ლილი”
„სკოლა ჩამორჩა მოსწავლეს“ – რატომ გახდნენ მასწავლებლები ბულინგის მსხვერპლი
„რომ შევადაროთ, Microsoft TEAMS-ი, ეს არის სპორტული ავტომობილი და როგორ შეიძლება ადამიანი, რომელმაც ტარება არ იცის, პირდაპირ დავსვათ ლამბორგინის საჭესთან“ – ამბობს მირანდა ლომიძე, საერთაშორისო ტრენერი უცხო ენების სწავლების დარგში ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით, Quizlet ambassador community-ისა და IFprof-ის [საფრანგეთი, Francophonia] წარმომადგენელი და ფასილიტატორი საქართველოში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. „ბათუმელები“ სპეციალისტს იმ გამოწვევებზე ესაუბრა, რომლის …
Continue reading “„სკოლა ჩამორჩა მოსწავლეს“ – რატომ გახდნენ მასწავლებლები ბულინგის მსხვერპლი”
კინოგადაღებით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის მარტიდან ქართული კინოაპლიკაცია ჩაირთვება
თუ კინოგადაღება, ამბის თხრობის თავისებურებები, კადრის, მონტაჟის, ხმისა და გამოსახულების შექმნის პროცესი გაინტერესებთ, 2020 წლიდან საქართველოში პირველი კინოსაგანმანათლებლო ონლაინაპლიკაციით შეგიძლიათ ისარგებლოთ, რომელშიც კინოტერმინების ლექსიკონიც იქნება ინტეგრირებული. აპლიკაცია და ონლაინპლატფორმა ძირითადად სკოლის მოსწავლეებზეა გათვლილი, მაგრამ საინტერესო იქნება კინოგადაღებით დაინტერესებული ნებისმიერი მომხმარებლისთვის. პირველ ეტაპზე ონლაინრესურსზე წვდომა იმ სპეციალისტებს ექნებათ, რომლებიც მუშაობენ პროექტზე „კინო სკოლაში“. ეს პროექტი მოზარდებში …
ლილი და ციფრული ცოდნის გამავრცელებელი ქალები
წარმოიდგინეთ, რომ ცხოვრობთ სოფელში, სადაც ცუდი ინტერნეტია, კომპიუტერი ან გაქვთ, ან არა. თუ გაქვთ, საიტს ჩასატვირთად დიდი დრო სჭირდება. თავს ალბათ მწვანე ხედებით და ეკოლოგიურად სუფთა გარემოთი დაიმშვიდებთ, მიწაზეც იმუშავებთ, საკუთარი მოსავალიც გაგახარებთ, მაგრამ რა ხდება, როცა სხვა ტიპის განვითარებაზეც იწყებენ ფიქრს ის ქალები, რომლებმაც, მაგალითად, მხოლოდ ნაადრევად იქორწინეს ან მხოლოდ საშუალო სკოლის განათლების მიღება …
Continue reading “ლილი და ციფრული ცოდნის გამავრცელებელი ქალები”
როგორ შეუძლიათ სოფლებს მინიმალური თანხით უფასო ინტერნეტი ჩართონ – ახალი პროექტი
საყოველთაო ინტერნეტიზაციისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხანაში, არის მცირედდასახლებული სოფლები და დაბები, სადაც მსხვილი პროვაიდერები არ შედიან კომერციულად არახელსაყრელი პერსპექტივის გამო. საქართველოში არაერთი ასეთი დაბა და სოფელია, სადაც მცირერიცხოვან მოსახლეობას, გარდა იმისა, რომ გეოგრაფიულადაც მოწყვეტილია ცენტრს, არ აქვს წვდომა ქვეყანასა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე. ახალი ინტერნეტტექნოლოგიის დახმარებით გაუშვეს უფასო ინტერნეტის ქსელი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ცენტრში. ამიერიდან მოსახლეობა …
Continue reading “როგორ შეუძლიათ სოფლებს მინიმალური თანხით უფასო ინტერნეტი ჩართონ – ახალი პროექტი”
საფრანგეთში ელისეს მინდვრებს მფრინავმა კაცმა გადაუფრინა
ფრანგმა ფრენკი ზაპატამ იარაღით ხელში ელისეს მინდვრებს გადაუფრინა საფრანგეთის ეროვნულ დღესასწაულზე – 14 ივლისს, ბასტილიის აღების დღეს. მფრინავი დაფა რთული კონსტრუქცია სულაც არ არის და ხუთი პატარა ძრავით ახერხებს ჰაერში აფრენას. აპარატით საათში 190 კმ – ის გადაფრენაა შესაძლებელი და მისი მართვისას მთავარი წონასწორობის შენარჩუნებაა. საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა, ფლორანს პარლიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მფრინავ დაფას …
Continue reading “საფრანგეთში ელისეს მინდვრებს მფრინავმა კაცმა გადაუფრინა”
ტექნოლოგიების 3 ათასი სპეციალისტის გადასამზადებლად 7 მილიონი ლარი დაიხარჯება
საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) სფეროში 3 ათას სპეციალისტს გადაამზადებენ. პროგრამაზე 7 მილიონი ლარი დაიხარჯება და ის მსოფლიო ბანკის ხელშეწყობით ხორციელდება. როგორც „ბათუმელებთან“ მსოფლიო ბანკის პროექტის კომუნიკაციის მენეჯერი, დიანა ჯუმუხაშვილი ამბობს, პროგრამაში მონაწილეობის კრიტერიუმები ჯერ შემუშავებული არ არის, ამ ეტაპზე მხოლოდ იმ კომპანიების შერჩევაზეა ტენდერი გამოცხადებული, რომლებიც ტექნოლოგიების სფეროს სპეციალისტებს გადაამზადებენ. „დღეს გამოცხადდა საერთაშორისო ტენდერი …
Continue reading “ტექნოლოგიების 3 ათასი სპეციალისტის გადასამზადებლად 7 მილიონი ლარი დაიხარჯება”
გამომგონებელი ბავშვები
ბათუმის ერთ-ერთ კერძო სკოლაში STEM აკადემია მეორე წელია არსებობს, სადაც მოსწავლეები თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ინოვაციურ პროექტებს ქმნიან. ბავშვებთან მენტორი მასწავლებელი უტა კილასონია და პედაგოგი ჯაბა შაინიძე მუშაობენ. ამჟამად ბავშვები ოთხ პროექტზე მუშაობენ და როგორც „ბათუმელებს“ უთხრეს, მომავალ წელს კონკურსში მონაწილეობასაც აპირებენ. STEM აკადემია მოიცავს ოთხი საგნის – მათემატიკის, მეცნიერების, ინჟინერიისა და ტექნოლოგიების ინტეგრირებულ სწავლებას. როგორც …
ბათუმში ტექნოლოგიური ქალაქი 7 ჰექტარზე გაშენდება – განათლების სამინისტრო
ბათუმში ტექნოლოგიური ქალაქის მშენებლობისთვის ადგილი გამოიყო. ტექნოლოგიური ქალაქი თამარის დასახლებაში (ე.წ. ბნზ-ს ტერიტორია) შვიდ ჰექტარზე გაშენდება. აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ეს ადგილი ამჟამად ცარიელია და სახელმწიფოს საკუთრებაშია. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ტექნოლოგიური ქალაქი რამდენიმე ჰექტარზე გაშენდება, სადაც იქნება ლაბორატორიები, სპორტული ინფრასტრუქტურა და კომაროვის სკოლა თავისი კამპუსებით. აჭარის განათლების მინისტრის თქმით, ქალაქის მშენებლობა ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსდება. ახალი …
Continue reading “ბათუმში ტექნოლოგიური ქალაქი 7 ჰექტარზე გაშენდება – განათლების სამინისტრო”
82 ათასი ლარი ახალგაზრდების გადასამზადებლად
საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო რეგიონებში ახალგაზრდების ერთთვიან გადამზადებას იწყებს თანამედროვე (IT) ტექნოლოგიებში. პროექტისთვის 82 ათასი ლარია გამოყოფილი ბიუჯეტიდან და როგორც სააგენტოში გვეუბნებიან, 200-მდე პირი უნდა გადამზადდეს. საქართველოს ტექნოპარკის წარმომადგენლის, თეონა ჩუხრუკიძის თქმით, ადგილები შეზღუდულია, რის გამოც, მსურველების შერჩევა ტესტირების საფუძველზე მოხდება. „ერთ ტექნოცენტრში ათი მსურველის აყვანას ვგეგმავთ,“ – გვითხრა მან. თანამედროვე ტექნოლოგიებში ახალგაზრდებს ჯეოლაბის …
Continue reading “82 ათასი ლარი ახალგაზრდების გადასამზადებლად”
ინოვაციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ბანაკი ბათუმში
2-4 ნოემბერს ბათუმი ინოვაციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ბანაკს უმასპინძლებს. ბანაკი განკუთვნილია 16-20 წლის ახალგაზრდებისთვის აჭარის რეგიონიდან. სამდღიანი ბანაკი მოიცავს სესიებს, პრაქტიკულ დავალებებსა და გუნდურ სამუშაოებს მეწარმეობის, პროფესიული განვითარების, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების შესახებ. სასწავლო პროცესის მსვლელობისას მონაწილეები გაიცნობენ და პრაქტიკულ რჩევებს მიიღებენ ამ სფეროებში მოღვაწე პროფესიონალებისგან. ბანაკში მონაწილეობისათვის საჭიროა წინასწარი შესარჩევი კონკურსის გავლა. კონკურსში მონაწილეობისთვის მსურველებმა …
Continue reading “ინოვაციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ბანაკი ბათუმში”
ქართველი მეცნიერები ცერნში
„თამაშით გართულ ბავშვებს ხშირად აინტერესებთ, რა ხდება თავად სათამაშოს შიგნით… ასე ვართ დიდებიც – გვაინტერესებს, რა ხდება ამა თუ იმ საგნის ან მოვლენის შიგნით. ბავშვებივით ჩვენც ხშირად არ გვყოფნის ძალა, დავამტვრიოთ სათამაშო და შიგნით შევიჭვრიტოთ. ესაა ცერნი. აქ მეცნიერები დღე-ღამის განმავლობაში წლობით ელიან შედეგს – უნდათ დაინახონ და მერე სამყაროს გააგებინონ – რა ხდება „სათამაშოს“ …
ბათუმელი სტუდენტის ნამუშევარმა საერთაშორისო კონფერენციაზე გაიმარჯვა
გიგა სურმანიძე ბათუმის საზღვაო აკადემიის გემთწამყვანის სპეციალობის მეორე კურსის სტუდენტია, რომელმაც ბულგარეთში, IAMU-ს (საერთაშორისო საზღვაო უნივერსიტეტების ასოციაცია) საერთაშორისო კონფერენციაზე თემა – „ახალი ტექნოლოგიები ნავიგაციაში“ წარადგინა და სამ საუკეთესო სტუდენტთა შორის მოხვდა. საქართველოს გარდა გამარჯვებული თემები წარმოდგენილი იყო აშშ-დან და ფილიპინებიდან. საერთაშორისო კონფერენციაში 59 ქვეყანა მონაწილეობდა. „ჩემი თემა შეეხებოდა ნავიგაციაში ქარის გამოყენებას. თუ როგორ არის შესაძლებელი …
Continue reading “ბათუმელი სტუდენტის ნამუშევარმა საერთაშორისო კონფერენციაზე გაიმარჯვა”
რატომ აღიქვამს ზოგჯერ ქობულეთს თურქეთად Facebook-ი?
„ფეისბუკი“ ზოგიერთ მომხმარებელს თავის საცხოვრებელ ადგილს არასწორად უჩვენებს. მაგალითად, ქობულეთში მცხოვრები ზოგიერთი ადამიანის „საცხოვრებელ მისამართში“ წერია, რომ ჩურუქსუში ცხოვრობს, თურქეთის ტერიტორიაზე. „ბათუმელებს“ რამდენიმე პირმა შეატყობინა, რომ საცხოვრებელი მისამართის ხელახლა მითითების მიუხედავად, ქსელი მათ მაინც სხვა ქვეყნის მცხოვრებლებად აღიქვამს. „ბუნებრივია, აბსურდულია ვარაუდი, რომ ამას ვინმე მიზანმიმართულად აკეთებს. ზოგადად ხშირია საცხოვრებელი მისამართის არასწორი ჩვენება და ეს არ …
Continue reading “რატომ აღიქვამს ზოგჯერ ქობულეთს თურქეთად Facebook-ი?”
ენერგოეფექტური ღუმელის საამქრო შუახევში
დღეს, შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნიგაზეულის მოსახლეობისთვის, ენერგოეფექტური ღუმელის დამზადების სახელოსნო გაიხსნა. სახელოსნო პროექტის – „ახალი ტექნოლოგიების სახელოსნო-ენერგოეფექტური ღუმელები/წყლის გამაცხელებელი“ ფარგლებში მოეწყო. პროექტის ფარგლებში შუახევის სოფელ ნიგაზეულის მოსახლეობას, სპეციალური ტრენინგები ჩაუტარდა ენერგოეფექტური ღუმელის დამზადებაში, რის შედეგადაც რვა ასეთი ღუმელი უკვე დაამზადეს და გადასცეს ამავე სოფლის რვა ოჯახს. პროექტი საერთაშორისო ორგანიზაცია „ოქსფამის“, არასამთავრობო ორგანიზაცია „ბრიჯ-ინოვაცია და გაერთიანებისა“ …
FAB LAB BSU-ში დამზადებული ნივთების გამოფენა უნივერსიტეტში
დღეს, პირველ ივნისს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია – FAB LAB BSU-ში [„ფაბლაბ ბსუ“] დამზადებული ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. დამთვალიერებლებს, „ფაბლაბ ბსუ-სგან“ სამახსოვროდ გადაეცათ სუვენირები, რომლებზეც გამოსახული იყო სხვადასხვა სიმბოლო. ბსუ-ს სტუდენტი მამუკა ჩავლეიშვილი ფაბლაბში გრაფიკასა და კომპიუტერებს კურირებს. მისი თქმით, ფაბლაბში ძირითადად ფანერს იყენებენ, ასევე შესაძლებელია პლასტმასისა და მინის გამოყენებაც. ფაბლაბში მომუშავე …
Continue reading “FAB LAB BSU-ში დამზადებული ნივთების გამოფენა უნივერსიტეტში”
ბათუმში თევზჰაკათონი 2016 იწყება
დღეს, დედამიწის დღეზე, ბათუმის ამერიკულ კუთხეში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მესამე ყოველწლიური თევზჰაკათონი გაიხსნა. თევზჰაკათონის ფარგლებში, ოცდაათი პროგრამისტი, დიზაინერი და მეცნიერებით გატაცებული ენთუზიასტი უქმეებს ბათუმის ამერიკულ კუთხეში გაატარებს, რათა მეთევზეობის პრობლემის გადასაჭრელად საუკეთესო აპლიკაცია შექმნას. ბათუმის აქტივობა სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მთელ მსოფლიოში ორგანიზებული თევზჰაკათონების ნაწილია. ესაა საჯარო და კერძო უწყებების თანამშრომლობის მაგალითი, რომელიც მიზნად ისახავს აშშ-ის …
“ფაბლაბი” – მომავლის ინჟინრებისა და არქიტექტორების ლაბორატორია ბსუ-ში
3D პრინტერები და 3D სკანერი, რომლებითაც თითქმის ნებისმიერი ფორმის მყარი ნივთის ამობეჭდვაა შესაძლებელი, ლაზერული მჭრელები და მსგავსი აღჭურვილობა, რომლებიც ტექნოლოგიების ბოლო თაობას მიეკუთვნება, – ბსუ-ს საინჟინრო ტექნოლოგიური ფაკულტეტის ყველა დაინტერესებული სტუდენტისთვის არის ხელმისაწვდომი. შენობის მეორე სართულზე, ღია სივრცეში განთავსებული ლაბორატორია თანაბრად მიმზიდველია როგორც მომავალი არქიტექტორების, ისე ელექტრონული მიმართულების ინჟინრებისთვის. ლაბორატორიის მთლიანი ღირებულება 200 ათასამდე ლარია. …
Continue reading ““ფაბლაბი” – მომავლის ინჟინრებისა და არქიტექტორების ლაბორატორია ბსუ-ში”
ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის გრაფიკი
ბათუმში, ხულოში, ქედასა და შუახევში მოქმედი მიწისზედა ანალოგური საეთერო სატელევიზიო გადამცემი სადგურები მიმდინარე წლის 30 ივლისს 10 საათიდან გაითიშება, ხოლო ქობულეთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე 18 და 30 ივლისს ის გადამცემები გაითიშება, რომლებიც სხვადასხვა მოქმედი ციფრული გადამცემების მიმართ ქმნიან რადიოხელშეშლებს.
Microsoft-ის ლიცენზიებს მთავრობა 19,2 მილიონ დოლარად შეიძენს
მთავრობის განკარგულებით, საფინანსო-ანალიტიკურმა სამსახურმა კომპანია Microsoft-ის ოფიციალურ წარმომადგენელთან ლიცენზიების (Genuine OS Licensing და Enterprise Licensing) სახელმწიფო შესყიდვა გამარტივებული წესით უნდა განახორციელოს .