მთავარი,რეკლამა,სიახლეები

აჭარის განათლების სამინისტრომ 10 საჯარო სკოლას სპორტული ინვენტარი გადასცა

14.05.2020
აჭარის განათლების სამინისტრომ 10 საჯარო სკოლას სპორტული ინვენტარი გადასცა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, 2020 წლის საჯარო სკოლების მატერიალური ბაზის გაუმჯობესების პროგრამის ფარგლებში, საჯარო სკოლებს უზრუნველყოფს სპორტული ინვენტარით.

აღნიშნული ქვეპროგრამის ფარგლებში საჯარო სკოლებმა საჭიროებების შესაბამისად მიიღეს მაგიდის ჩოგბურთის კომპლექტი, ფეხბურთის, კალათბურთის, ფრენბურთის აღჭურვილობა, ჰანტელები და სხვა სპორტული ინვენტარი.

2020 წელს სპორტული ინვენტარით უზრუნველყოფილი იქნა 10 საჯარო სკოლა, რომლისთვისაც ბიუჯეტიდან დაიხარჯა 32032 ლარი. ეს სკოლებია:

[checklist]

  • ქ. ბათუმის N14 საჯარო სკოლა
  • ქ. ბათუმისს N26 საჯარო სკოლა
  • ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლა
  • ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მახოს საჯარო სკოლა
  • ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დაგვას საჯარო სკოლა
  • ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობოყვათის საჯარო სკოლა სკოლა
  • ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეს N1 საჯარო სკოლა
  • იაგო მიქელაძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუთურაულის საჯარო სკოლა
  • ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ირემაძეების საჯარო სკოლა
  • ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ კორტოხის საჯარო სკოლა

[/checklist]

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საჯარო სკოლების მატერიალური ბაზის გაუმჯობესების პროგრამის ფარგლებში, ორი წელია ახორციელებს სკოლების მომარაგებას სპორტული ინვენტარით. სპორტული ინვენტარით სულ უზრუნველყოფილია 30 საჯარო სკოლა.

აღნიშნული პროგრამა მომავალ წელსაც გაგრძელდება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: