დენი 5 თეთრით გაძვირდა – რამდენია გაზრდილი ტარიფები პირველი აპრილიდან

საქართველოში 2026 წლის პირველი აპრილიდან დენის ტარიფი მოსახლეობისთვის 5 თეთრით გაძვირდა. რაც შეეხება კომერციულ სექტორს, მათთვის დენის ტარიფი 4-6 თეთრით მოიმატებს. დენის ახალი ტარიფი ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ [სემეკ] 2026 წლის 30 მარტს დაადგინა. საქართველოში მოქმედებს საფეხურებრივი ტარიფი. აქედან გამომდინარე, თუ მაგალითად: საყოფაცხოვრებო მომხმარებელი [როგორც გამრიცხველიანებული, ასევე საერთო მრიცხველის მქონე] თვეში საშუალოდ 101 …

რატომ გაიზარდა დენის ტარიფი და რა გაძვირდება ყველაზე მეტად?

პირველი აპრილიდან საქართველოში დენის ტარიფი მოსახლეობისთვის 5 თეთრით გაძვირდება. კომერციულ სექტორში დენის ტარიფი 4-6 თეთრით მოიმატებს. დენის ახალი ტარიფი ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ [სემეკ] დღეს, 30 მარტს, დაადგინა. რამდენად დასაბუთებულია სემეკის გადაწყვეტილება დენის ტარიფის გაზრდაზე და რაზე აისახება გაზრდილი ტარიფი, პირველ რიგში? – „ბათუმელები“ ამ თემაზე ეკონომისტ აკაკი ცომაიას და ფინანსისტ ნიკოლოზ შურღაიას …

დენის ტარიფის გაზრდა სავარაუდოდ სამი თვით გადაავადეს

დღეს, 29 დეკემბერს, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია [სემეკი] დენის ტარიფის გაზრდაზე მსჯელობს, თუმცა სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ დღეს ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ დენის ტარიფის გაზრდა, სავარაუდოდ, გადავადდება სამი თვით. „ბოლო დღეების განმავლობაში კომისია ინტენსიურად მუშაობდა სატარიფო საკითხებზე, ცალკეული თემების დაზუსტებაზე. გარდა ამისა, გვქონდა კონსულტაციები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან. ელექტროენერგიის გამანაწილებელმა კომპანიებმა გამოგვიგზავნეს წერილობით თხოვნა ამ პროცესის 3 …

რას გააძვირებს დენის ტარიფის გაზრდა? – ინტერვიუ ფინანსისტთან

„დენის ტარიფის ზრდა, პირველ რიგში, აისახება დაბალშემოსავლიან მოსახლეობაზე: მაგალითად პურის ფასის გაძვირება… ღარიბი, რომელიც მთელ ფულს საჭმელზე ხარჯავს, იქ მაღალი ინფლაციაა, ამიტომაც, მას მეტად აწვება ეს ზრდა,“- ამბობს ფინანსისტი ნიკოლოზ მურღულია. მას ვესაუბრეთ დენის ტარიფის გაძვირებაზე – რას გააძვირებს დენის დაანონსებული გაძვირება? სემეკის გადაწყვეტილებით, დენის გადასახადი იზრდება. ახალ ტარიფებს სემეკი 29 დეკემბრის სხდომაზე დაადგენს. კიდევ …

დენის გადასახადი იზრდება – სემეკი ახალ ტარიფებს დაადგენს

ელექტროენერგიის გადასახადი იზრდება. ახალ ტარიფებს სემეკი 2025 წლის 29 დეკემბრის სხდომაზე დაადგენს. რამდენით გაიზრდება დენის გადასახადი, სემეკში ამ ეტაპზე არ აკონკრეტებენ. „მარეგულირებელი კომისია 29 დეკემბერს კომისიის სხდომაზე დაადგენს ახალ სამომხმარებლო ტარიფებს ელექტროენერგიის სექტორში. ზრდა შეეხება ელექტროენერგიის ტარიფებს. თუმცა დღეს კონკრეტული ციფრის და კონკრეტული ზრდის პროცენტის დასახელება გამიჭირდება, ვინაიდან მარეგულირებელი კომისია ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს საკითხზე.“ – …

თუ მიიღებთ SMS-ს გადახდილი თანხის 50%-ით დაბრუნებაზე, ნუ დაიჯერებთ – სემეკი

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის [სემეკ] ინფორმაციით, ბოლო დღეების განმავლობაში მოქალაქეებმა სმს შეტყობინებების სახით მიიღეს შეთავაზება, შეტყობინებაში მითითებული ბმულის საშუალებით კომუნალური გადასახადების გადახდისას, გადახდილი თანხის 50%-ის უკან დაბრუნების [Cashback] შესახებ. სემეკი მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ „აღნიშნული შეთავაზება, შესაძლოა, წარმოადგენდეს ინტერნეტ თაღლითობას და მოუწოდებს, მსგავსი სმს შეტყობინების მიღებისას არ ისარგებლონ მითითებული ბმულით და არ შეიყვანონ …

„ენერგო-პრო ჯორჯია“ და „თელასი“ სემეკმა 75-75 ათასი ლარით დააჯარიმა

სემეკმა სს „თელასი“ და სს „ენერგო-პრო ჯორჯია“, ელექტროენერგიით მომარაგების საიმედოობის მაჩვენებლების გაუარესებისა და აღნიშნულთან დაკავშირებით სემეკის ელექტრონულ ჟურნალში არასრულყოფილი ინფორმაციის დაფიქსირების გამო, 75 000-75 000 ლარით დააჯარიმა. სემეკის ინფორმაციით, კომპანიებს დაევალათ დაკისრებული ჯარიმების გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტში. „სემეკში შექმნილმა მონიტორინგის სამუშაო ჯგუფმა განახორციელა „თელასისა“ და  „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ ელექტროენერგიით მომარაგების საიმედოობის (უწყვეტობა) მაჩვენებლების კონტროლი. კერძოდ, შეისწავლა …

მოქალაქეებს 1.2 მლნ ლარი ჩამოვაწერეთ საჩივრების საფუძველზე – სემეკი

სემეკში, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში, 2022 წლის განმავლობაში 15 437 განცხადება/წერილი შევიდა. სემეკის ცნობით, აქედან, კომუნალური კომპანიების წინააღმდეგ 3549 განცხადება/საჩივარი იყო, რომელთა საფუძველზეც გასული წლის განმავლობაში სემეკმა მოქალაქეებს ჯამურად 1 244 818 ლარი ჩამოაწერა. „ელექტროენერგეტიკის სექტორში ჩამოწერილი თანხების ჯამმა 166 266 ლარი შეადგინა, ბუნებრივი გაზის სექტორში – 730 233 ლარი, წყალმომარაგების სექტორში …

ბათუმში ბინაში გაზის შეყვანა 300 ლარით გაძვირდა და 1 100 ლარია – სემეკის განმარტება

„ბათუმში როცა ბინა შევიძინე, მაშინ მითხრეს, რომ გაზის შეყვანას 800 ლარი სჭირდებოდა და ამ თანხაში შედიოდა ერთი წერტილი. ახლა გადაგვახდევინეს 1 100 ლარი და ის ერთი წერტილი არ შედის, კიდე უნდა გადაიხადოთ თანხაო. „სოკარში“ მითხრეს მარეგულირებელი წყვეტს ამ საკითხებსო და იქნებ გაგვარკვიოთ რა ხდება“ – მოგვწერა ბათუმის ერთ-ერთმა მცხოვრებმა. „ბათუმელები“ მარეგულირებელს, ანუ საქართველოს ენერგეტიკისა და …

მესტიაში დენის მოხმარება არც ხატზე დაფიცების შემდეგ შემცირდა – რას ამბობენ ენერგოპროში

მესტიაში მოსახლეობის ნაწილმა 30 დეკემბერს ხატზე დაიფიცა, რომ მაინერებს, იგივე კრიპტოვალუტის მომპოვებელ აპარატებს გამორთავენ. მიუხედავად ამისა, „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მესტიაში ელექტროენერგიის მოხმარება, დეკემბრის თვესთან შედარებით, იანვარში არ შემცირებულა. „450 ათასი კილოვატი იყო მოხმარება საშუალოდ დღე-ღამეში 30 დეკემბრამდე და ანალოგიური მაჩვენებელია მიმდინარე წლის იანვარშიც. ვიდრე მაინერების პრობლემა დადგებოდა, მესტია მოიხმარდა დაახლოებით 200-230 ათას კილოვატს …

დენის, გაზის და წყლის გადასახადის გადამოწმება ტელეფონითაც შეგიძლიათ – სემეკი

ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების დარიცხული გადასახადის გადამოწმება უკვე შეგიძლიათ ტელეფონის საშუალებითაც მოითხოვოთ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიის [სემეკ] ინფორმაციით, ეს ახალი ფუნქცია *303#-ის მომსახურებას დაემატა. სემეკის ინფორმაციით, *303#-ის ახალი ფუნქციით სარგებლობის შემთხვევაში: მომხმარებელს აღარ დასჭირდება კომუნალური კომპანიისთვის განცხადებით მიმართვა ან ქოლ ცენტრთან დაკავშირება, არამედ *303#-ის საშუალებით მარტივად და მოკლე დროში მიიღებს კომუნალური …

სოციალურად დაუცველებს დენის საფასურის გადახდისას საშეღავათო პერიოდი ექნებათ

2022 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში პენსიონერები და სოციალურად დაუცველი მოქალაქეები მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდის სპეციალური ვადებით ისარგებლებენ. კერძოდ, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის (სემეკის) გადაწყვეტილებით, მოქალაქეთა მიმართვის საფუძველზე, ელექტროენერგიის საფასურის გადახდა პენსიონერებს ყოველი თვის 16 რიცხვამდე შეეძლებათ, ხოლო ყოველი თვის 22 რიცხვამდე გადახდის საშეღავათო პერიოდით ისარგებლებენ სოციალურად დაუცველი პირები. სემეკი წერს, რომ გადახდის სპეციალური ვადებით …

ელექტრომობილების დამტენი სადგურებისთვის ქსელზე მიერთების საფასური განახევრდა

სემეკის ინფორმაციით, ელექტრომობილების დამტენი მოწყობილობების ელექტროენერგიის ქსელთან მიერთების საფასური 50%-ით შემცირდა. სემეკში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ეს ეხება ისეთ სადგურებს, რომლებიც საერთო მოხმარებისთვის იქნება განკუთვნილი და არა კერძო მოხმარებისთვის. „ეს საფასური თავიდან იყო 400 ლარი, შემდეგ 600 და ამ ბოლოს 800 ლარი. დღეიდან ქსელთან მიერთების საფასური კვლავ 400 ლარი იქნება“ – გვითხრეს სემეკში. „საქართველოს ენერგეტიკისა და …

დენის ფასი ივლისიდან კიდევ გაიზრდება? – რამდენს დაფარავს სახელმწიფო

მიმდინარე წლის ივლისიდან „ენერგო-პრო ჯორჯია“ და „თელასი“ მოსახლეობას დენს უშუალოდ აღარ მიაწვდიან. დენის [უნივერსალური] მიმწოდებლები იქნებიან ახალი კომპანიები, რომლებისთვისაც ტარიფებს სემეკი ხელახლა დაადგენს. დიდი ალბათობით, უნივერსალური მიმწოდებლები ისევ ამ კომპანიების შვილობილი კომპანიები იქნებიან. სემეკში ამბობენ, რომ ეს სამომხმარებლო ტარიფს არ გააძვირებს, „თუმცა, გააჩნია რა მდგომარეობა იქნება“. როგორ მოხდება დენის საფასურის სუბსიდირება 2021 წელს მოსახლეობისთვის მოსახლეობას, ანუ …

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტებს დენის გადასახადი 3,4 თეთრით გაუძვირდათ

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ [სემეკი] დღეს, 29 დეკემბერს, ელექტროენერგიის ახალი ტარიფები დაადგინა, რომლის მიხედვითაც „ენერგო-პრო ჯორჯიას“ საყოფაცხოვრებო აბონენტებისთვის [მოსახლეობისთვის] დენის გადასახადი 3,494 თეთრით გაძვირდა. დენის გადასახადი გაიზარდა კომერციული მომხმარებლებისთვისაც. საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ყოველ 1 კვტსთ-ზე გადასახადი იქნება: 101 კვტსთ-ის ჩათვლით მოხმარების და საერთო მოხმარების მრიცხველის აბონენტებისთვის – 17.731 თეთრი, ნაცვლად 14.237 თეთრისა 101 …

სემეკი ხვალ, 29 დეკემბერს, დენის ტარიფის გაზრდაზე იმსჯელებს

ელექტროენერგიის ერთ-ერთი უმსხვილესი მიმწოდებელი „ენერგო-პრო ჯორჯია“ აცხადებს, რომ „სამომხმარებლო ტარიფის ზრდა, სამწუხაროდ, აუცილებელია და ახლა ჯერი ელექტროენერგიის მარეგულირებელ კომისიაზეა“. რამდენით ითხოვს გაზრდას, არც კომპანია აცხადებს და არც სემეკი. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია [სემეკი] „ენერგო-პრო ჯორჯიასთვის“ ელექტროენერგიის განაწილების, გატარების და მოხმარების ტარიფების დადგენაზე ხვალ, 29 დეკემბერს ჩანიშნულ სხდომაზე იმსჯელებს. იგეგმება თუ არა დენის …

რატომ არ შეგიძლია კორპუსში გაზის ჩართვაზე უარი თქვა – სემეკის განმარტება

„საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივ აირზე უარს ვერ იტყვი“, – მსგავსი ფრაზა შესაძლოა ყველგან მოისმინოთ, თუკი ადამიანები ახალ კორპუსში ცხოვრებას იწყებენ და საქმე გაზის შეყვანაზე მიდგა. სემეკ-ის ბოლო დადგენილების მიხედვით, მაგალითად, კორპუსის მცხოვრებმა „სოკარ გაზს“ მხოლოდ მას შემდეგ უნდა მიმართოს, თუ ყველა ბინადარი თანახმა იქნება ბუნებრივი აირის საცხოვრებელ კორპუსში შეყვანაზე და ამავდროულად სრულად აქვთ გადახდილი გამრიცხველიანების საფასური. …

*303# – ახალი კოდი დენის, გაზისა და წყლის გადასახადებზე ინფორმაციის უფასოდ მისაღებად

კომუნალურ მომსახურებასთან დაკავშირებით უფასო ინფორმაციის მისაღებად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის [სემეკი] ინფორმაციით, ახალი მომსახურება დანერგეს. მობილურ ტელეფონებზე კოდის *303# აკრეფით მოქალაქეებს შეუძლიათ კომუნალური მომსახურების კომპანიებს მიაწოდონ ინფორმაცია ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის ან სასმელი წყლის მომარაგების შეწყვეტის შესახებ, გამოითხოვონ ელექტრონული ქვითარი, შეამოწმონ მიმდინარე სააბონენტო ბალანსი, მონაცემების მისაღებად სასურველ აბონენტზე დაარეგისტრირონ ან წაშალონ არასასურველი ნომერი. …

შეღავათზე უარი 3534-მა პირმა განაცხადა – აპრილის შეღავათზე უარის თქმის ბოლო ვადა 11 მაისია

სემეკის ინფორმაციით, მარტის შეღავათებით სარგებლობაზე უარი 3534-მა პირმა განაცხადა. მარტის კომუნალურ შეღავათებზე უარის თქმასთან დაკავშირებით განაცხადების მიღება 11 აპრილს ამოიწურა, აპრილის კომუნალურ შეღავათებზე უარის თქმის ბოლო ვადა კი, 2020 წლის 11 მაისია. მოქალაქეებს, რომლებსაც არ სურთ ისარგებლონ ხელისუფლების მიერ დაწესებული კომუნალური შეღავათებით, აპრილისა და მაისის სუბსიდიაზე უარის დაფიქსირება სემეკის ვებგვერდზე შეუძლიათ: პლატფორმაზე შეგიძლიათ გადახვიდეთ ამ …

მარტში გაზისა და დენის სუბსიდირებაზე უარის თქმა ხვალამდე შეგიძლიათ

მომხმარებელს, რომელსაც სურს უარი თქვას მარტის თვეში მოხმარებული დენისა და გაზის სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირებაზე, ამის შესაძლებლობა სპეციალურად შექმნილ პლატფორმაზე დღეს, 11 აპრილს, საღამოს 12 საათამდე აქვს. რაც შეეხება აპრილისა და მაისის გადასახადების სუბსიდირებაზე უარის თქმას – ეს პროცესი გაგრძელდება. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის [სემეკი] ინფორმაციით, სახელმწიფო სუბსიდირებაზე უარი უკვე 1100-ზე მეტმა მოქალაქემ …

შეძლებთ, უარი თქვათ სახელმწიფოს დახმარებაზე და კომუნალურები თავად გადაიხადოთ – სემეკი

მოქალაქე, რომელსაც ეკუთვნის სახელმწიფო სუბსიდია კომუნალურ გადასახადებზე, შეძლებს ამ შეღავათზე უარი თქვას და გადასახადები თავად გადაუხადოს კომპანიას. სახელმწიფოს მიერ მისთვის გადახდილი თანხა კი, დაბრუნდება ბიუჯეტში. რა ფორმით მოხდება ეს, როგორც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში [სემეკი] „ბათუმელებს“ უთხრეს, საკითხზე მუშაობენ. „შესაძლოა, შეიქმნას სპეციალური ინტერნეტპლატფორმა, სადაც მოქალაქე დააფიქსირებს, რომ ის უარს ამბობს ამა თუ …

ბათუმსა და სხვა თვითმმართველ ქალაქებში გაზის შეყვანის საფასური 400-ის ნაცვლად 800 ლარი გახდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის [სემეკი] გადაწყვეტილებით, 2020 წლის პირველი იანვრიდან, ახალი მომხმარებლისთვის, ბუნებრივი აირის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასური, თვითმმართველ ქალაქებში გაორმაგდა. ბათუმში, თბილისში,  ქუთაისში, ფოთსა და რუსთავში ახალი მომხმარებელი გაზის [სიმძლავრე 0-6 კვტ] შეყვანაში 400 ლარის ნაცვლად 800 ლარს გადაიხდის. რაც შეეხება დანარჩენ მუნიციპალიტეტებს, ეს ტარიფი სემეკმა უცვლელი დატოვა და ის 400 …

„ენერგო-პრო ჯორჯია“ ბათუმში ახალი მომხმარებლების მიერთების ვადის გაზრდას ითხოვს

„ენერგო-პრო ჯორჯიამ“ ქალაქ ბათუმში მოსალოდნელი დატვირთვის გამო ახალი მომხმარებლების მიერთების ვადის გაზრდის შესახებ განცხადებებით სემეკს მიმართა. კომპანიის განცხადებების განხილვა სემეკში 2019 წლის 23 ოქტომბრის სხდომაზეა ჩანიშნული. რამდენი ახალი მომხმარებელი ითხოვს ქსელზე მიერთებას და რა ვადას ითხოვს ენერგოკომპანია? – საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში [სემეკი] „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ამ ეტაპზე ინფორმაციას ვერ მოგვაწვდიან. „დეტალებზე …

ბათუმის დენით მომარაგებისთვის „ერგე 1“ საკმარისი არ არის – იგეგმება ახალი ხაზის მშენებლობა

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ელექტროგადამცემი ხაზის „ერგე 1“-ის რეაბილიტაციის სამუშაოები 2019 წლის ოქტომბრის ბოლოს დასრულდება. აღნიშნული ხაზის ექსპლუატაციაში გაშვება, როგორც კომპანიაში აცხადებენ, მნიშვნელოვნად დააკმაყოფილებს აჭარაში ელექტროენერგიის მკვეთრად გაზრდილი მოხმარების მოთხოვნას. „ენერგო პროში“ არ აკონკრეტებენ, ბოლო 2 წლის განმავლობაში რამდენმა კომპანიამ მიმართა მათ ქსელზე დაერთების მოთხოვნით და რამდენის მოთხოვნა დაკმაყოფილდა. ენერგოდეფიციტის გამო, ძირითადად, ვერ ხერხდება მსხვილი ობიექტების ქსელზე …

ელექტროენერგიის დეფიციტი ბათუმში – შეიქმნება თუ არა პრობლემა ზამთარში

ბათუმის ელექტროენერგიის მომარაგების კუთხით შექმნილი პრობლემის გამო დღემდე ვერ ხერხდება ახალი ობიექტების ქსელზე მიერთება. მიზეზია გადამცემი ხაზი „ერგე-1“, რომლის რეაბილიტაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ვერ ახერხებს. ხაზის გაორჯაჭვიანებას ის მოსახლეობა ეწინააღმდეგება, რომელთა საცხოვრებელ სახლებთან და საკარმიდამო ნაკვეთებშიც გადის ეს ხაზი. კომპანია და სახელმწიფო კი არ ითვალისწინებენ ამ ადამიანების ინტერესებს და, შესაბამისად, არც კომპენსაციის გაცემაზე საუბრობენ და არც …

დენის, გაზისა და წყლის კომპანიებს „იდუმალი მომხმარებლის“ პროექტის ფარგლებში შეამოწმებენ 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში [სემეკი] აცხადებენ, რომ რეგიონებში პროექტის – „მისტიური [იდუმალი] მომხმარებლის“ განხორციელებას იწყებენ. „საქართველოს მასშტაბით ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედ 11 კომპანიაში შემოწმდება, თუ რამდენად შეესაბამება დადგენილ სტანდარტებს კომპანიების მიერ მომხმარებლისათვის გაწეული მომსახურების ხარისხი. იმ შემთხვევაში, თუ კვლევის ფარგლებში გამოვლენილ ხარვეზებს კომპანიები განსაზღვრულ ვადებში არ აღმოფხვრიან, კომისია მათ …

დენის, გაზისა და წყლის მიმწოდებელ კომპანიებს მომხმარებელი იუსტიციის სახლიდანაც მიმართავს – სიახლე

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის [სემეკი] გადაწყვეტილებით, მომხმარებელს უფლება ექნება დენის, გაზისა და წყლის განაწილების ლიცენზიატებს „იუსტიციის სახლში“ განცხადების ჩაბარებითაც მიმართოს. სემეკის დადგენილებაში მითითებულია, რომ აღნიშნული განცხადებების კატეგორიებს კომისია ცალკე განსაზღვრავს. სემეკის შესაბამისი დადგენილება ძალაში 2018 წლის პირველი ნოემბრიდან შევა. სწორედ ამ დროიდან, ანუ ნოემბრიდან, მომხმარებლის მიერ „იუსტიციის სახლში“ განცხადების ჩაბარების შემთხვევაში, იგი განაწილების ლიცენზიატისთვის  …

კომპანიის წახალისება მომხმარებლის ტარიფის ზრდის ხარჯზე – სემეკი ახალ მექანიზმზე მუშაობს 

ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა და სასმელი წყლის მიმწოდებელი კომპანიების მიმართ სემეკში წახალისებისა და სანქცირების მექანიზმის დაწესებაზე მსჯელობენ. მომარაგების საიმედოობის ხარისხის შესაბამისად, მიმწოდებელი კომპანია შეიძლება წაახალისონ ან პირიქით, დააჯარიმონ. ნებისმიერ შემთხვევაში ეს აისახება სამომხმარებლო ტარიფზე. არსებული პროექტის მიხედვით, თუ მომსახურების ხარისხი ცუდია, კომპანიას დააჯარიმებენ და შეუმცირებენ სამომხმარებლო ტარიფს, მაგრამ თუ გააუმჯობესებს მომსახურების ხარისხს, წაახალისებენ და გაუზრდიან სამომხმარებლო …

ახალი აბონენტების დაერთების შემთხვევაში ბათუმი შეიძლება დენის გარეშე დარჩეს – სემეკის განმარტება

„ენერგო-პრო ჯორჯია“ ბათუმში აშენებულ, მშენებარე მრავალბინიან კორპუსებსა თუ სხვა მსხვილ ობიექტებს, ელექტროენერგიას ვერ აწვდის. ენერგოკომპანიაში აცხადებენ, რომ ახალი აბონენტების ქსელზე დაერთება ბათუმში საკმარისი სიმძლავრის არარსებობის გამო ვერ ხერხდება. ამის გამო ოთხმა კომპანიამ სემეკსაც კი მიმართა. სემეკს მიმართა „ენერგო-პრო ჯორჯიამაც“ და სიმძლავრის გაზრდის ვადის გახანგრძლივება მოითხოვა. კომისიამ ენერგოკომპანიის თხოვნა დააკმაყოფილა და მას სიმძლავრის გასაზრდელად ვადა მიმდინარე …

როდის ვერ გათიშავს კომპანია დენს, წყალსა და გაზს დავალიანების გამო

საქართველოს  ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის [სემეკი] შესაბამისი დადგენილებებით ცვლილებები შევიდა ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა და სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესებში. აღნიშნული ცვლილებებით დენის, გაზისა და წყლის დავალიანების გადაუხდელობის გამო შესაბამისი კომპანიები აბონენტებს დენს, გაზსა და წყალს ვერ გაუთიშავენ: [checklist] საღამოს; შაბათ-კვირას; უქმე დღეებში; უქმე დღეების წინა დღეებში. [/checklist] სემეკში აცხადებენ, რომ ასეთი ჩანაწერი მიწოდებისა და მოხმარების წესებში აქამდე …

რატომ და ვისთვის გაძვირდა გაზის გადასახადი

სემეკის გადაწყვეტილებით მოსახლეობისთვის გაზის გადასახადი მიმდინარე წლის 20 ივლისიდან გაიზარდა. რატომ და რამდენით გაიზარდა ტარიფი მომხმარებლებისთვის და გაეზრდებათ თუ არა გაზის გადასახადი იურიდიულ პირებს? საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში [სემეკი] აცხადებენ, რომ, მაგალითად, აჭარის ტერიტორიაზე ნებისმიერი საყოფაცხოვრებო მომხმარებელი [მოსახლეობა] 20 ივლისიდან ერთნაირად გადაიხდის მოქმედი ტარიფით. ეს ტარიფი კი, ერთ კუბ/მეტრ მოხმარებულ აირზე 55 თეთრიდან 57 თეთრამდე …

ბათუმში აბონენტებს ბუნებრივი აირის ქვითარი არ მისვლიათ

აბონენტების ინფორმაციით, ბათუმში მათ ივნისის თვეში მოხმარებული ბუნებრივი აირის საფასურის გადახდის ქვითარი ამ დრომდე არ მისვლიათ. მოსახლეობა ეჭვობს, რომ ქვითრის დაგვიანება ბუნებრივ აირზე გადასახადის გაზრდას უკავშირდება და შესაძლებელია მათ ივნისის თვეში მოხმარებული ბუნებრივი აირის საფასურიც გაზრდილი ტარიფით გადაახდევინონ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის [სემეკი] პრესსამსახურის ინფორმაციით, ბუნებრივი აირის მიმწოდებელ კომპანიებს უფლება არ აქვთ, ივნისის თვეში …

გაძვირდება თუ არა დენი – სემეკის წევრის განმარტებები

ელექტროენერგიის ტარიფი 2015 წელს 3,95 თეთრით გაიზარდა. მაშინ გაძვირების მიზეზად დოლარის მიმართ ლარის გაუფასურება დასახელდა. ლარი დოლართან მიმართებაში დღითი დღე უფასურდება. გადახედავენ თუ არა მომავალი წლისთვის დენის ტარიფს და როგორია სემეკის პოზიცია? ამ თემაზე  „ბათუმელებთან“  საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრმა, გოჩა შონიამ ისაუბრა. ბატონო გოჩა, ბოლო დღეებია მედიაში ინტენსიურად საუბრობენ იმაზე, რომ …

რა შემთხვევაში გაიაფდება ელექტროენერგია

ელექტროენერგიის დღეს მოქმედი გაზრდილი ტარიფები სემეკმა დაახლოებით ერთი წლის წინ დაადგინა. მაშინ ტარიფის გაზრდის მიზეზად, ძირითადად, ვალუტის კურსის ცვლილება [ლარის გაუფასურება] დასახელდა. დღეს, ლარის კურსის გამყარების ტენდენციის ფონზე, შეიცვლება თუ არა ტარიფები და რა შემთხვევაში? – სემეკში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ აკვირდებიან სიტუაციას და „ვალუტის კურსის არსებითი ცვლილების შემთხვევაში“ ტარიფებს აუცილებლად დააკორექტირებენ. ვინაიდან ენერგეტიკის სფერო საქართველოში …

Exit mobile version