მთავარი,სიახლეები

მოქალაქეებს 1.2 მლნ ლარი ჩამოვაწერეთ საჩივრების საფუძველზე – სემეკი

05.01.2023
მოქალაქეებს 1.2 მლნ ლარი ჩამოვაწერეთ საჩივრების საფუძველზე – სემეკი

სემეკში, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში, 2022 წლის განმავლობაში 15 437 განცხადება/წერილი შევიდა.

სემეკის ცნობით, აქედან, კომუნალური კომპანიების წინააღმდეგ 3549 განცხადება/საჩივარი იყო, რომელთა საფუძველზეც გასული წლის განმავლობაში სემეკმა მოქალაქეებს ჯამურად 1 244 818 ლარი ჩამოაწერა.

„ელექტროენერგეტიკის სექტორში ჩამოწერილი თანხების ჯამმა 166 266 ლარი შეადგინა, ბუნებრივი გაზის სექტორში – 730 233 ლარი, წყალმომარაგების სექტორში კი – 348 319 ლარი“

სემეკი შეახსენებს ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორების მომხმარებლებს, თუ კომუნალური კომპანიების მხრიდან ადგილი აქვს უფლებების დარღვევას, მომართონ სემეკს ან სემეკთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს. მომართვა შესაძლებელია ელექტრონული ფორმითაც“ – იუწყება სემეკი.

ასევე, სემეკის ცნობით, კომუნალურმა კომპანიებმა გასულ წელს 275 695 ლარის კომპენსაცია გასცეს.

კომპენსაციები სექტორების მიხედვით ასე ნაწილდება: ელექტროენერგეტიკა – 127 840 ლარი, ბუნებრივი გაზი – 68 195 ლარი, წყალმომარაგება – 79 660 ლარი.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: