მიაყენეს თუ არა პოლიციელებმა დაკავებულებს შეურაცხყოფა ჰომოფობიის ნიადაგზე – საქმეს სახალხო დამცველი შეისწავლის

სახალხო დამცველის აპარატი ლევან ბერიანიძის და თორნიკე კუსიანის საქმის შესწავლას აპირებს. „თანასწორობის მოძრაობის“ დირექტორი და ამავე ორგანიზაციის წევრი დღეს, გამთენიას დააკავეს ბათუმის ბულვარში. დაკავებულების ადვოკატი სალომე ღოღობერიძე აცხადებს, რომ დაკავებამდე მათ ბულვარში უცნობი პირები თავს დაესხნენ, ხოლო ადგილზე მისული პოლიციელები დამამცირებელად მოექცნენ. „ჩვენ მოგვმართეს დაკავებულების ახლობლებმა. ლევანი და თორნიკე მოვინახულეთ წინასწარი დაკავების იზოლატორში. მათ აღენიშნებათ ფიზიკური …

პატიმარი: ციხეში ახალი ბრალი წარმიდგინეს, მაგრამ საქმის მასალებს არ მაცნობენ

ბათუმის ციხეში მყოფი პატიმარი ამბობს, რომ ბრალი წარუდგინეს, მაგრამ საქმის მასალების გაცნობის უფლებას ციხის ადმინისტრაცია არ აძლევს. ლ.მ. „ბათუმელებისთვის“ გამოგზავნილ წერილში აღნიშნავს, რომ მას გამომძიებელმა გივი ფურცხვანიძემ წარუდგინა ბრალი. „მას შემდეგ, რაც გამომძიებელმა არ გადმომცა საქმის მასალები და წავიდა, მე-3 პენიტენციური დაწესებულების სოციალურმა მუშაკმა მითხრა, რომ გამომძიებელს საქმის მასალები, მათ შორის ერთი დისკი, მისთვის დაუტოვებია. ვთხოვე, …

პატიმარი: დამსაჯეს, რადგან სახალხო დამცველს მივწერე

„ბავშვობიდან ვიცი, ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს ჭკუა, თუნდაც მცირედი, ოღონდ საკუთარი, ესეთი პოლიტიკა არ გამიგია – არც საჩივარი დაწერო და არც გიმკურნალებთ, მაგრამ ერთ საკანში დაგტოვებთო. თუ არ დათანხმდები, დაშლიან საკანს, მარტო ერთ პატიმარს განათავსებენ საკანში, გამწარების ათასნაირი მეთოდი აქვთ…“ – გვწერს პატიმარი დავით ხ. ბათუმის ციხიდან. მსჯავრდებულის თქმით, ის საკანში მარტო მას შემდეგ დატოვეს, …

ადვოკატი: იქამდე არ შემიშვეს დაკავებულთან, ვიდრე ნარკოტესტირებისთვის ნიმუში არ აიღეს

ადვოკატი ზაზა პაპიძე ამბობს, რომ ნარკოტესტირებისთვის დაკავებულ ა. გ.-სთან არ შეუშვეს. მოქალაქე გუშინ საღამოს გონიოს პოლიციამ დააკავა და პირდაპირ პოლიციის მთავარ სამმართველოში წაიყვანა. ადვოკატი დაკავებულთან მანამ არ შეუშვეს, ვიდრე მისგან ბიოლოგიური მასალა არ გამოართვეს და წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. „პოლიციის შენობასთან დაცვის თანამშრომლებმა მითხრეს, აქ არის, მაგრამ ვერ შეგიშვებთო, დაგვირეკავენ და მერეო. დაახლოებით ერთი საათი მალოდინეს“, – …

პარლამენტის რეკომენდაციები მთავრობას, სასამართლოს და საზოგადოებრივ მაუწყებელს

სახალხო დამცველის ანგარიშის საფუძველზე, საპარლამენტო კონტროლის ფარგლებში, პარლამენტი კონკრეტული რეკომენდაციებით სხვადასხვა სახელმწიფო უწყებას მიმართავს. პარლამენტის დადგენილებას ხელს ირაკლი კობახიძე აწერს და იგი 14 ივლისიდან ამოქმედდა. დადგენილების დასაწყისში ვკითხულობთ, რომ პარლამენტის წინა წლის რეკომენდაციები, რომელიც ასევე ომბუდსმენის ანგარიშის საფუძველზე მომზადდა, დადებითად შეასრულა მთავრობამ.  კონკრეტულად 203 რეკომენდაციიდან 110 შესრულდა, 36 ნაწილობრივ შესრულდა, 96 შესრულების პროცესშია, ხოლო 11 …

შსს-ს პასუხი სასამართლოს „ქუჩის ნარკოტესტირების“ კანონიერებაზე

„სხვაგვარად სამართალდარღვევაზე რეაგირება პრაქტიკულად შეუძლებელია,“ – უთხრა მოსამართლეებს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარიამ კერესელიძემ. ამ უწყების და კიდევ პარლამენტის, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში სახალხო დამცველმა შეიტანა. ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ ე.წ. „ქუჩის ნარკოტესტირება“ კონსტიტუციას არღვევს. „ჩვენ მთლიანად პროცედურას ვასაჩივრებთ. მართალია, 2015 წელს გარკვეული პროცედურები გაიწერა, მაგრამ ეს რეგულაციები ძალიან ბუნდოვანია და იგი თვითნებობის …

პატიმრის დედა: ჩემს შვილს ევროსასამართლოდან საჩივრის გამოთხოვას აიძულებენ

პატიმარ გიორგი ოქროპირიძის დედა, ცირა გოდერძიშვილი აცხადებს, რომ მის შვილს  ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში შეტანილი საჩივრის უკან გამოთხოვას აიძულებენ. ცირა გოდერძიშვილის თქმით, დაწესებულების თანამშრომლები მის შვილს ემუქრებიან ოჯახის წევრების ლიკვიდაციით. ოქროპირიძის საჩივარს, როგორც ცირა გოდერძიშვილი აცხადებს, ევროსასამართლომ პრიორიტეტი მიანიჭა. ევროსასამართლოს კომუნიკაცია საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან კონვენციის მე-5 მუხლის ნაწილში ხვალ, 5 მაისს იწურება. „გიორგის ემუქრებიან ოჯახის …

გაუქმდება თუ არა პატიმრობა ნარკოტიკების მოხმარებისთვის

„პატიმრობა არის რეპრესია ნარკომომხმარებლისთვის და არა პრევენცია,“ – მიმართა მოსამართლეებს სახალხო დამცველის წარმომადგენელმა. ომბუდსმენის სარჩელს, ნარკოტიკების მოხმარებისთვის პატიმრობის გაუქმებაზე, საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია განიხილავს. თუკი სასამართლო სარჩელს დააკმაყოფილებს, ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელს ციხეში ვეღარ ჩასვამენ. სარჩელით გასაჩივრებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ის მუხლი, რომელიც 15 დღემდე ადმინსტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს, ასევე სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლი, რაც ნებისმიერი …

ომბუდსმენმა საზღვრის კვეთის დროს მუსლიმი თემის მიმართ დისკრიმინაცია დაადგინა

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის [EMC] ინფორმაციით, ორგანიზაციის მიერ წარდგენილ განაცხადზე, რაც შინაგან საქმეთა და ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ „შემოსავლების სამსახურის“ მხრიდან მუსლიმი თემის წარმომადგენლების მიმართ საზღვრის კვეთის დროს რელიგიური ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტებს შეეხებოდა, საქართველოს სახალხო დამცველმა პირდაპირი დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტი დაადგინა. უჩა ნანუაშვილის რეკომენდაციით, მითითებულ უწყებებს საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე შესაბამისი უფლებამოსილებების …

ფსიქიატრიულის ახალი საიზოლაციო ოთახები გისოსების გარეშე

ბათუმის ფსიქიატრიულში მისულ პაციენტებს გისოსებიან ოთახებში აღარ მოათავსებენ. საიზოლაციო პალატები უკვე ბრონირებული მინით და შესაბამისი ტექნიკითაა აღჭურვილი. ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მისული პაციენტი პირველად საიზოლაციო ოთახში ხვდება რამდენიმე საათის განმავლობაში, ვიდრე სამედიცინო პერსონალი კონკრეტული მიმართულებით მკურნალობას განსაზღვრავს. მამაკაცთა და ქალთა საიზოლაციო ოთახების კარიც და ფანჯარაც აქამდე რკინის გისოსებში იყო ჩასმული, რასაც დამამცირებელ მოპყრობად აფასებდა სახალხო დამცველი. ფსიქიატრიული …

არის თუ არა დისკრიმინაცია, როცა „მეზღვაურები მიიღებიან ურიგოდ“

„მეზღვაურები მიიღებიან ურიგოდ“ – ეს განცხადება ბათუმის მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრის შესასვლელშია გამოკრული. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ სამედიცინო დაწესებულების მიერ დადგენილ ამ კრიტერიუმს პროფესიულ დისკრიმინაციად აფასებს. ორგანიზაციამ დისკრიმინაციის დადგენის და ფაქტის აღმოფხვრის მოთხოვნით სახალხო დამცველს უკვე მიმართა. პაატა დიასამიძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი აქცენტს სამედიცინო ცენტრის ზოგად პროფილზე აკეთებს და ლიცენზიაზე, რომლის მიხედვითაც სამედიცინო დაწესებულებას არ აქვს …

პატიმარი ბათუმის ციხიდან აცხადებს, რომ მას უკანონოდ უთვალთვალებენ და მინისტრს მიმართავს

ბათუმის მე-3 დაწესებულებაში მოთავსებული პატიმარი ლეონიდე მ. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს სთხოვს, მის საკანში დამონტაჟებული ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერები ამოიღონ. „ბათუმელებისთვის“ გამოგზავნილ წერილში პატიმარი მიუთითებს, რომ მას უკანონოდ უთვალთვალებენ. „2017 წლის 31 მარტის დაახლოებით 19:00 საათიდან ვიმყოფები #110 საკანში, სადაც მიმდინარეობს ვიდეოთვალთვალი. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულია, თუ როგორ უნდა მოხდეს ელექტრონულ-ვიზუალური საშუალებებით მეთვალყურეობა. კერძოდ, ის უნდა მიმდინარეობდეს …

„ოცნების ქალაქი“ – სახალხო დამცველის რეკომენდაცია მთავრობას

„უკვე მეხუთე წელია მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება აჭარაში, კერძოდ, ყოფილი 25-ე და 53-ე ბატალიონების ტერიტორიაზე თვითნებურად მცხოვრები პირების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლა და მათ საჭიროებებზე მორგებული დახმარებების შეთავაზების საკითხი,“ – აღნიშნავს სახალხო დამცველი ე.წ. „ოცნების ქალაქის“ შესახებ საპარლამენტო ანგარიშში, რომელიც პირველ აპრილს გამოქვეყნდა. ომბუდსმენის შეფასებით, სამთავრობო კომისიამ ვერ დადო ამ საკითხზე სტრატეგია და რეკომენდაცია, რომელიც თავშესაფრის არმქონე …

სახალხო დამცველი მშენებლობებზე დაღუპული მუშების ფაქტებს ეხმაურება

სახალხო დამცველი თავის ოფიციალურ ვებგვერდზე სამშენებლო ობიექტებზე მუშების დაღუპვის ფატქებს ეხმაურება და ხელისუფლებას უსაფრთხოების წესების დაცვასთან დაკავსირებით შექმნას სთხოვს. „გავრცელებული ინფორმაციით, 2017 წლის 15 მარტს თბილისში მშენებლობაზე დაიღუპა მუშა, რომელიც ლიფტის შახტაში ჩავარდა. 2017 წლის 21 მარტს, ბათუმში მშენებლობიდან გადმოვარდა მუშა, რომელიც საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. სახალხო დამცველი მწუხარებას გამოთქვამს ამ ტრაგიკული შემთხვევების გამო და …

აქციის შემდეგ 65 პირი დააკავეს – სახალხო დამცველის მონაცემები

სახალხო დამცველის წარმომადგენლები ბათუმში საპროტესტო აქციის შემდეგ დაკავებული მოქალაქეების მონახულებას განაგრძობენ. მათი მონაცემებით, დაკავებული იყო 65 ადამიანი და არა 40, რაზეც აქამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია. „სამი პირი დაკავების დროს ძალადობის გამოყენების შესახებ საუბრობს. მათ შესახებ ჩანაწერებს პოლიციის განყოფილებაში შეყვანის, ან გაწერის დროს არ გავცნობივართ. მონიტორინგი ამ კუთხით გრძელდება,“- გვითხრა ციალა ქათამიძემ, სახალხო დამცველის რეგიონული დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს …

სახალხო დამცველის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში მიიღო

საქართველოს სახალხო დამცველის სარჩელი წარმოებაში მიიღო. სახალხო დამცველის აზრით, მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისთვის, მოხმარების მიზნით შეძენისა და დამზადებისთვის სანქციად გათვალისწინებული სანქცია, თავისუფლების აღკვეთა არ შეესაბამებაჩადენილი ქმედების სიმძიმეს, ზედმეტად მკაცრია და წარმოადგენს ღირსების შემლახველ სასჯელს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მცირე ოდენობით მარიხუანის მოხმარების, ასევე მოხმარების მიზნით შეძენის, შენახვისა და დამზადების ნაწილში, ნორმები იმეორებდა საკონსტიტუციო …

ნარკოტესტირებაზე სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს

საკონსტიტუციო სასამართლომ სახალხო დამცველის სარჩელის განხილვა დაიწყო. სარჩელი ე.წ. „ქუჩის ნარკოტესტირებას“ ეხება. სახალხო დამცველის შეფასებით, ქუჩაში ადამიანების მასობრივად დაკავება და მათი ტესტირებისთვის პოლიციის განყოფილებაში გადაყვანა ანტიკონსტიტუციურია. სარჩელზე მოპასუხეები არიან: საქართველოს პარლამენტი, შინაგან საქმეთა სამინისტრო, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო. სახალხო დამცველი ამ უწყებების მიერ გამოცემულ სხვადასხვა სამართლებრივ აქტებს ასაჩივრებს, რომლის მიხედვითაც „დასაბუთებული ვარაუდის“ საფუძველზე …

პატიმარი ბათუმის ციხიდან: საჩივრებს მიბლოკავენ

პატიმარი ვაჟა ა. ბათუმის მე-3 დაწესებულებიდან არასამთავრობო ორგანიზაციებს და სახალხო დამცველს დახმარებას სთხოვს. მისი თქმით, ციხიდან გამოგზავნილი საჩივრები ადრესატამდე არ მიდის. “გამოგზავნილ ღია თუ დახურულ საჩივრების რეგისტრაციის კოდებს არ მაძლევენ. სოციალური მუშაკები ყოველდღე სხვადასხვა აბსურდულ მოტივებს იმიზეზებენ, თუ რატომ არ მოაქვთ რეგისტრაციის კოდები…” – წერს პატიმარი. რა სისტემით იგზავნება ციხეებიდან საჩივრები და როგორ უნდა დარწმუნდეს …

სახალხო დამცველი: ვერანაირი მიზეზი ვერ გაამართლებს ქალების დარბაზიდან გასვლის მოთხოვნას

საქართველოს სახალხო დამცველი განცხადებით ეხმიანება 26 აგვისტოს ქედის საკრებულოში მომხდარ ფაქტს, როდესაც საკრებულოს წევრმა სხდომის დამსწერეებს მოუწოდა, ქალები გასულიყვნენ დარბაზიდან. „პირადი საკითხები იყო გასარკვევი და დასალაპარაკებელი მამაკაცებში, სხვა არაფერი, არ იყო იქ ქალბატონების ყოფნა საჭირო“ – ასე შეაფასა მაშინ ფაქტი საკრებულოს თავმჯდომარემ, ამირან ცინცაძემ. “საკრებულოს სხდომათა დარბაზი არის პოლიტიკური ფორუმი, სადაც მიმდინარეობს პოლიტიკური დებატები და …

პოლიციის შენობაში მოქალაქის სავარაუდო ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე გამოძიება დაიწყო

ირაკლი ქაჯაიას საქმეზე, „ბათუმელების“ ინფორმაციით, პროკურატურის საგამოძიებო ნაწილმა გამოძიება დაიწყო. გამომძიებელი დროებითი მოთავსების იზოლატორში დღეს, პირველ აგვისტოს, დაკითხავს ირაკლი ქაჯაიას, რომელმაც ” ბათუმელებს” იზოლატორში მოთავსებამდე უთხრა, რომ 26 ივლისს პოლიციის მე-6 განყოფილებაში ფიზიკურად გაუსწორდნენ. დღესვე “ბათუმელებს” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში უთხრეს, რომ საქმის მასალები გენერალურმა ინსპექციამ პროკურატურაში გადააგზავნა. 26 ივლისიდან დღემდე პროკურატურამ არ მოგვაწოდა ინფორმაცია …

უსახლკარობა და ეკომიგრაცია – სახალხო დამცველის საჯარო დებატები

ამ წუთებში ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს სახალხო დამცველი, საჯარო დებატებს მართავს, დებატების თემაა – „უსახლკარობა, სოციალურად დაუცველი მოსახლეობა და ეკომიგრაციის სფეროში არსებული გამოწვევები აჭარაში“. შეხვედრის მოდერატორია საქართველოს სახალხო დამცველი – უჩა ნანუაშვილი. მომხსენებლები არიან:  საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის, აჭარის სამმართველოს უფროსი – ციალა ქათამიძე, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს სტიქიით დაზარალებულთა საქმეების დეპარტამენტის უფროსი – დალი ქიქავა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, …

სასჯელაღსრულების N3 დაწესებულებაში 4 პატიმარი შიმშილობას აცხადებს

როგორც სასჯელაღსრულების N3 დაწესებულების ოთხი პატიმარი [ბ. ბერიძე, ჯ. ქავთარაძე, კ. მეცხვარიშვილი და ი. ქოქოლაძე] იტყობინება, მათ 29 ივნისს შიმშილობა გამოაცხადეს. პატიმრები ამის მიზეზად,  N3 დაწესებულების მთავარი ექიმის მხრიდან გულგრილობას ასახელებენ. ომბუდსმენის აპარატის რეგიონული სამმართველოს უფროსი თემურ ქორიძე ამბობს, რომ პირველ ივლისს მათი წარმომადგენელი ნამდვილად შეხვდა სასჯელაღსრულების N3 დაწესებულების ოთხ პატიმარს, რომლებიც  ჯანდაცვასთან დაკავშირებულ პრობლემებს აპროტესტებენ. ამავდროულად სასჯელაღსრულების N3 დაწესებულებაში – პატიმრების …

ომბუდსმენთან შეხვედრაზე თემურ ქარცივაძე ყველაზე უტაქტო საჯარო მოხელედ დაასახელეს

დღეს ბათუმში ჩართულობის ცენტრში სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილთან შეხვედრაზე სოციალური სუბსიდიების სააგენტოს ხელმძღვანელი, თემურ ქარცივაძე ერთ-ერთ ყველაზე რთულად საურთიერთო და უტაქტო საჯარო მოხელედ დაასახელეს. სააგენტოს უფროსისა და მისი თანამშრომლების მხრიდან არასათანადო ქცევაზე „ფსიქოსერვისების ცენტრის“ ხელმძღვანელმა შორენა დოლიძემ ისაუბრა, მას სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც დაეთანხმნენ და აღნიშნეს, რომ თემურ ქარცივაძესთან კონტაქტი შეუძლებელია. თემურ ქარცივაძესთან დაკავშირებით არასამთავრობო …

სასჯელაღსრულების სამინისტრო “ბათუმელების” სტატიას გამოეხმაურა

“ბათუმელებში” გამოქვეყნებულ სტატიას “პატიმრებს არაადამიანურად ეპყრობიან – ბათუმის ციხე სახალხო დამცველის ანგარიშში” გამოეხმაურა სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტრო. ჩვენ ამ უწყების მიერ გამოგზავნილ წერილს უცვლელად გთავაზობთ:

პატიმრებს არაადამიანურად ეპყრობიან – ბათუმის ციხე სახალხო დამცველის ანგარიშში

„პენიტენციურ დაწესებულებებში წამება და არაადამიანური მოპყრობა, როგორც სისტემური დანაშაული, აღმოფხვრილია, რაც საერთაშორისო და ადგილობრივმა ორგანიზაციებმა აღნიშნეს,“ – წერია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს წერილში, რომლითაც უწყება სახალხო დამცველის 2015 წლის ანგარიშს გამოეხმაურა. სასჯელაღსრულების #3 დაწესებულებაზე, ანუ ბათუმის ციხეზე, სახალხო დამცველი საპირისპიროს ამტკიცებს და ადასტურებს იმას, რასაც აქამდე არაერთი პატიმარი „ბათუმელებს“ წერდა. „პირობები, რომელიც არის „ანტივანდალურ საკანში“ …

პატიმარი ბათუმის ციხიდან: ვშიმშილობ, სანამ წავიქცევი და გონს დავკარგავ

პატიმარი ბათუმის მე-3 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გვწერს, რომ მშრალი შიმშიმლი მან 25 მარტიდან დაიწყო. მიზეზი სამედიცინო მომსახურების მიუღებლობაა. კახა მეცხვარიშვილის თქმით, ის იმის გამო ისჯება, რომ საჩივრებს წერს და ციხის ადმინისტრაციამ დაუსაბუთებლად ე.წ. „ანტივანდალურ საკანში“ გადაიყვანა. „აქ არ არის ლოგინი, ვშიმშილობ, რომ ჯანმრთელობაზე მომექცეს ყურადღება და ბეტონის იატაკზე მარტო ლეიბი დევს და რატომ გადაგყავართ-თქო. მით უმეტესს, …

პატიმარი ბათუმის ციხიდან: „მეც ადამიანი ვარ“

„მიმდინარე წლის 21 მარტს, დღის 5 საათიდან უშედეგოდ ვითხოვდი და მთელი ღამე ველოდებოდი, რომ ნებისმიერი ნემსი გაეკეთებინათ, რომ მუხლის არეში ტკივილი გამყუჩებოდა. მე ვარ წამების მსხვერპლი და ირღვევა ჩემი უფლელები…  სავალდებულო არ არის ფიზიკურად გამისწორდნენ. როდემდე  უნდა გავიყუჩო ტკივილები გამაყუჩებელი ნემსით“, – წერს პატიმარი კახა მეცხვარიშვილი ციხიდან გამოგზავნილ წერილში. პატიმარი სამედიცინო დახმარების მიღების თხოვნით ჟურნალისტებს, …

აჭარაში სახალხო დამცველის წარმომადგენელი ოფიციალურად წარადგინეს

დღეს ბათუმში სახალხო დამცველის რეგიონული დეპარტამენტის უფროსმა თეიმურაზ ქორიძემ რეგიონული მედიის წარმომადგენლებს სახალხო დამცველის აპარატის რეგიონული დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს უფროსი ციალა ქათამიძე წარუდგინა. თეიმურაზ ქორიძის განმარტებით, სამმართველოს შექმნა რეგიონალური ოფისების გაძლიერებას ისახავს მიზნად. კერძოდ, ცვლილების შედეგად, სახალხო დამცველის რეგიონული  წარმომადგენლობები ადგილზე განიხილავენ შემოსულ ინდივიდუალურ განცხადებებს. აჭარის ოფისთან ერთად, ცვლილებები განხორციელდა იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთისა და …

60 განაცხადი სახალხო დამცველის აჭარის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელის ვაკანსიაზე

ომბუდსმენის აპარატის რეგიონული სამმართველოს უფროსის, თემურ ქორიძის ინფორმაციით, სახალხო დამცველის რეგიონული ოფისების ხელმძღვანელის პოზიციაზე გამოცხადებულ კონკურსში განაცხადების მიღება მიმდინარე კვირის ბოლომდე გაგრძელდება. თემურ ქორიძე ამბობს, რომ აჭარის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელის პოზიციის დასაკავებლად უკვე 60 განაცხადია შესული. საკონკურსო მოთხოვნების მიხედვით, სახალხო დამცველის აპარატში მხოლოდ იურისტები დასაქმდებიან. რატომ დავიწროვდა სახალხო დამცველის აპარატში დასასაქმებელ პირთა პროფესიული წრე და …

Exit mobile version