კითხვები, რომლებიც საპენსიო სქემაში ჩართულებს აქვთ

საქართველოს მილიონზე მეტი მოქალაქე, რომელიც დაგროვებით საპენსიო სქემაშია ჩართული, 2028 წლის იანვრამდე დაბალრისკიან პორტფელში ავტომატურად დარჩება. შესაბამისი კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა ჯანდაცვის კომიტეტში 4 სექტემბერსაა ჩანიშნული. რა მოხდა? 2018 წელს ქვეყანაში მიიღეს კანონი „დაგროვებითი პენსიის შესახებ“. ამ კანონის საფუძველზე 2019 წლის 1 იანვარს ამოქმედდა საპენსიო დანაზოგის სქემა და შეიქმნა საპენსიო სააგენტო. 2018 წელს მიღებულ კანონში …

რომელი პორტფელი სჯობს, საპენსიო დანაზოგი რომ არ დავკარგოთ – ეკონომისტის რჩევა

„პენსიის დაკარგვის რისკი არ უკავშირდება დანაზოგების საინვესტიციო პორტფელებში გადანაწილებას, მაგალითად, მე ვტოვებ საკუთარ დანაზოგს მაღალრისკიანთა პორტფელში,“ – ამბობს კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის დეკანი სოსო ბერიკაშვილი. მას ვესაუბრეთ საპენსიო დანაზოგის დაბანდების 3 ვარიანტზე, რომელთა არჩევაც საპენსიო სქემის მონაწილეებს ვადა 6 სექტემბრის ჩათვლით აქვთ. საპენსიო სააგენტოს მონაცემებით, საპენსიო სქემაში ამ ეტაპზე საქართველოში 1 მილიონ 426 ათასი ადამიანი …

საპენსიო დანაზოგის დაბანდების 3 ვარიანტი – ასარჩევად ვადა 6 სექტემბრამდე გაქვთ

საპენსიო სააგენტომ, მოქალაქეებისგან დამოუკიდებლად, მათი საპენსიო დანაზოგები სხვადასხვა რისკის მქონე საინვესტიციო პორტფელებში გადაანაწილა. დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეთა საპენსიო დანაზოგები ამ დროისთვის გადანაწილებულია მაღალრისკიან, საშუალორისკიან და ნაკლებადრისკიან პორტფელებში. საპენსიო სააგენტოში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მოქალაქეებს 2023 წლის 6 სექტემბრის ჩათვლით აქვთ ვადა, რათა მათ თავიანთი დანაზოგი მათთვის სასურველ რომელიმე პორტფელში გადაიტანონ ან გადაანაწილონ რამდენიმეში [ორ-სამ პორტფელში]. „6 …

რატომ მცირდება თქვენი საპენსიო დანაზოგი? – სააგენტოს განმარტება

თუ ინტერნეტბანკინგში თქვენი საპენსიო დანაზოგის ცვლილებას დააკვირდებით, აღმოაჩენთ, რომ საპენსიო დანაზოგი თვის განმავლობაში ზრდის ნაცვლად მცირდება. „ბათუმელები“ 10 დღის განმავლობაში აკვირდებოდა ერთი პირის საპენსიო დანაზოგის ცვლილებას. 28 ივნისი იყო პირველი დღე, როცა დაკვირვება დავიწყეთ. 7 დღეში, 5 ივლისს, დანაზოგი 11 ლარით შემცირდა, ხოლო მომდევნო ორ დღეში კიდევ 13 ლარით. 28 ივნისიდან 7 ივლისამდე პერიოდში საპენსიო …

საპენსიო ფონდში 1.37 მილიარდი ლარია – სააგენტო

საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, 2021 წლის 12 აპრილის მდგომარეობით საპენსიო აქტივების მოცულობამ 1 მილიარდ 37 მილიონი ლარი შეადგინა. აქედან 140 მილიონი ლარი დარიცხული სარგებელია. „საპენსიო აქტივები განთავსებულია ქართულ კომერციულ ბანკებში და ერიცხება ეფექტური წლიური 10.7% სარგებელი. საპენსიო აქტივების 65% განთავსებულია სადეპოზიტო სერტიფიკატებში და ვადიან დეპოზიტებში, ხოლო 35% სარგებლიან მიმდინარე ანგარიშებზე.“ – აცხადებენ სააგენტოში. დაგროვებითი პენსიით უკვე ისარგებლა …

საპენსიო ფონდში ახალ დირექტორს 1.1 მილიარდი ლარი დახვდა

საპენსიო სააგენტოს დირექტორად 15 დეკემბრიდან გიორგი დანელია მუშაობს, რომელიც ამ დრომდე საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე იყო. დაგროვებითი საპენსიო ფონდი 1 მილიარდ 151 მილიონს აჭარბებს. გიორგი დანელიას დარიცხული ხელფასი კი სააგენტოს დირექტორის თანამდებობაზე 12 500 ლარი იქნება. რამდენი იყო მისი ხელფასი საპარტნიორო ფონდში უცნობია. გიორგი დანელიას ამ დრომდე დეკლარაცია შევსებული არ აქვს. საპარტნიორო ფონდში, სადაც …

საპენსიო სააგენტოს ყალბი გვერდიდან ადამიანებს ფულს ჰპარავენ, რა დაადგინა გამოძიებამ

„ყალბი ფეისბუქგვერდი, საიდაც ადამიანებს შეიძლება თანხა მოჰპარონ, ისევ აქტიურია, ისევ საბანკო ბარათის პირადი ნომრის შეყვანა მთხოვეს,“ – გვითხრა მოქალაქემ, რომელსაც ფეისბუქში დასპონსორებული გვერდიდან თავისი საპენსიო დანაზოგის ოდენობის გაგება შესთავაზეს. ყალბი ფეისბუქგვერდი საპენსიო სააგენტოს ოფიციალურ სიმბოლიკას იყენებს და მომხმარებელს თითქოს ვერიფიკაციისთვის 1 ლარის გადასახდელად პირადი საბანკო მონაცემების შეყვანას სთხოვს. ყალბი ფეისბუქგვერდის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპენსიო …

სად წაიღეს საპენსიო ფონდის 235,9 მილიონი ლარი – სააგენტოს განმარტება

ეროვნულ ბანკში საპენსიო სააგენტოს თანხა ერთ დღეში 235,9 მილიონით შემცირდა. საპენსიო სააგენტოს მიერ საქართველოს ეროვნულ ბანკში (სებ) გახსნილ ანგარიშებზე, 2020 წლის 27 თებერვალს, 254 398 515 ლარი იყო განთავსებული, მეორე დღეს, 28 თებერვალს კი, ეს თანხა 235 995 869 ლარით შემცირდა. ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, 2020 წლის 1-ლი მარტის მდგომარეობით, ეროვნულ ბანკში, საპენსიო სააგენტოს ანგარიშებზე …

საპენსიო სააგენტო მომხმარებელს ყალბი ვებგვერდების შესახებ აფრთხილებს

ყალბი ვებგვერდების შესახებ ინფორმაციას საპენსიო სააგენტო ავრცელებს. სააგენტო მომხმარებელს აფრთხილებს, რომ ეს გვერდები დიზაინით სააგენტოს ოფიციალურ საიტს ჰგავს. სააგენტოს ინფორმაციით, ყალბ გვერდებზე მომხმარებელს საბანკო ბარათის მონაცემების შეყვანას სთხოვენ, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ ვერიფიკაციისთვის ბარათზე 0,01 თეთრი დაიბლოკება 24 საათით, რომელიც შემდეგ მომხმარებელს უკან დაუბრუნდება. „საპენსიო სააგენტო სიფრთხილისკენ მოგიწოდებთ! შეგახსენებთ, რომ ოფიციალური ვებგვერდის მისამართია pensions.ge, სადაც …

საპენსიო ფონდში 500 მილიონი ლარი შევიდა, სქემაში 700 000 ადამიანია ჩართული – სებ

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დაგროვებით საპენსიო სქემაში ამ დროისთვის 700 000-ზე მეტი ადამიანია ჩართული, ფონდის მოცულობა კი, 500 მილიონ ლარს აღემატება. ამასთან, 2019 წლის დეკემბრიდან საქართველოს ეროვნული ბანკი საპენსიო ფონდების ზედამხედველების საერთაშორისო ორგანიზაციის მმართველი წევრი (Governing Member of The International Organization of Pension Supervisors, IOPS ) გახდა. „2018 წლის ივლისში საქართველოს პარლამენტმა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონი …

საპენსიო სააგენტოს გარე აუდიტორად არჩეული კომპანიის მეწილე ოფშორშია რეგისტრირებული

საპენსიო სააგენტოს 2019-2020 წლების ანგარიშგების გარე აუდიტს შპს KPMG Georgia ჩაატარებს. 2019-2020 წლების ანგარიშგების გარე აუდიტის ხარჯებს თავად საპენსიო სააგენტო აანაზღაურებს, რომელსაც საქართველოს პარლამენტის დადგენილებით დაევალა KPMG Georgia-სთან შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება. ამავე დადგენილებით აუდიტორული შემოწმების სრული ღირებულება 156 ათასი ლარით განისაზღვრა. შპს KPMG Georgia თბილისში 2013 წლის თებერვალში დააფუძნა ოფშორში რეგისტრირებულმა შპს KPMG CIS HOLDING …

როგორ აიღებთ დაგროვებით პენსიას – სააგენტომ ინსტრუქცია დაამტკიცა

საპენსიო სააგენტომ დაამტკიცა ინსტრუქცია, რომელიც განსაზღვრავს დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეთათვის პენსიის დაანგარიშების, დანიშვნის, გაცემისა და გადაანგარიშების, ასევე, გარდაცვლილ მონაწილეთა მემკვიდრეების მიერ საპენსიო აქტივების მიღების წესსა და პროცედურებს. ინსტრუქცია 2019 წლის 31 ივლისს ამოქმედდა. საპენსიო ასაკის მიღწევისას საპენსიო სქემის მონაწილეს შეუძლია პენსია მიიღოს: პროგრამული გატანით, სადაზღვევო ანუიტეტური პროდუქტის შეძენით, ერთიანი გადახდით, შესაძლებლობის შეზღუდვისას, საქართველოს სამუდამოდ დატოვებისას, ხოლო დაგროვებითი საპენსიო სქემის …

დაგროვებითი საპენსიო სქემა 853 ათასიდან 130 ათასამდე ადამიანმა დატოვა

საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, დაგროვებითი პენსიის სქემაში ჩართული იყო 853 000 ადამიანი, 2019 წლის პირველი აგვისტოს მდგომარეობით კი, სქემიდან გასულთა რაოდენობამ 15% შეადგინა. ანუ საპენსიო სქემა მაისიდან დღემდე 127 950-მა ადამიანმა დატოვა. „ივლისის თვეში საგრძნობლად იკლო მომართვიანობამ სქემიდან გასვლის შესახებ, პარალელურად კი იმატა სქემაში დაბრუნებულთა რაოდენობამ. მარტო ივლისის თვეში 1000-მდე ის ადამიანი დაუბრუნდა საპენსიო სქემას, რომლებმაც ის …

საპენსიო სქემაში უკვე 715 000 ადამიანი ჩაერთო

საპენსიო სააგენტოს ცნობით, ბოლო მონაცემებით, დაგროვებითი პენსიის სქემაში უკვე ჩართულია 715 000 ადამიანი, ხოლო 71-მა პირმა საპენსიო სქემა დატოვა. დღეის მდგომარეობით სააგენტოს ფონდში ჯამში 150 მილიონზე მეტი ლარია, დაგროვებით საპენსიო სქემაში კი 48 ათასი კომპანიაა ჩართული. „ყოველდღიურად სულ უფრო მეტი კომპანია რეგისტრირდება. ბევრი კომპანიაა, რომელსაც აქვს გახსნილი დეკლარაცია, ჯერ არ დაუხურავს, ჩვენთვის ათვლის წერტილი არის დახურული დეკლარაცია …

საპენსიო სააგენტო ავეჯში 61 830 ლარს დახარჯავს

საპენსიო სააგენტომ ავეჯის შესაძენად ოთხი ტენდერი უკვე გამოაცხადა. ავეჯისათვის სააგენტო 61 830-მდე ლარის დახარჯვას აპირებს. სააგენტო აპირებს ტენდერით შეიძინოს 7 რბილი დივანი, ნაჭრის ან ტყავის ზედაპირით, 7 200 ლარად; კაბინეტის მაგიდები, ჟურნალის მაგიდა და კარადები – 19 900 ლარად;  ოფისის ავეჯი (ტრანსპორტირებით და მონტაჟით) – 13 980 ლარად და სავარძლები [40 ცალი], საკონფერენციო მაგიდა და საკონფერენციო სკამები [სულ 50 …

მისამართები აჭარაში, სადაც შეგიძლიათ დაწეროთ განცხადება დაგროვებითი პენსიიდან გასვლაზე

საპენსიო სქემის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც 2018 წლის 6 აგვისტოს უკვე იყვნენ 40  ან მეტი წლის. თუ პირს 40 წელი 2018 წლის 7 აგვისტოს ან შემდეგ შეუსრულდა, მას საპენსიო სქემიდან გამოსვლის უფლება კანონით აღარ აქვს.  საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, დაგროვებითი საპენსიო სქემის დატოვების შესახებ განცხადების დაწერა ნებისმიერ პირს, ვისაც სქემის დატოვების უფლება აქვს, შეუძლია საპენსიო …

როგორ დავტოვოთ დაგროვებითი საპენსიო სქემა – მოკლედ

საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, დაგროვებითი საპენსიო სქემის დატოვების შესახებ განცხადების დაწერა ნებისმიერ პირს, ვისაც სქემის დატოვების უფლება აქვს, შეუძლია საპენსიო სააგენტოს ოფისში, რომლის მისამართია თბილისი, ყიფშიძის 7ბ. განცხადების დაწერა ასევე შესაძლებელია სოციალური მომსახურების სააგენტოს ფილიალებში საქართველოს მასშტაბით, რეგისტრაციის ადგილის მიუხედავად. მისამართების ნახვა შეგიძლიათ მოცემულ ბმულზე: https://ssa.gov.ge/index.php სამუშაო საათებია: 9-დან 18 საათამდე. საპენსიო სქემის დატოვება შეუძლიათ იმ პირებს, რომლებიც …

საპენსიო სააგენტო: პირად საპენსიო ანგარიშებზე თანხას საშუალოდ 7% სარგებელი უკვე ერიცხება

საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, 2019 წლის 18 მარტის მდგომარეობით, ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშებზე ამ დროისთვის ჯამში 107 მილიონი ლარია განთავსებული. ინდივიდუალური საპენსიო ანგარიში ამ დროისთვის სულ 620 ათას მოქალაქეზეა გახსნილი, დაგროვებით საპენსიო სქემაში კი 47 ათასი კერძო კომპანიაა ჩართული. „ეს თანხა არის მიმდინარე ნომინალურ ანგარიშებზე იმავე ბანკებში, რომელთანაც აქვთ გაფორმებული ფულის მიმოქცევაზე ხელშეკრულებები დასაქმებულებს და ასევე ეროვნულ …

საპენსიო სააგენტო საინფორმაციო კამპანიაში ერთ მილიონამდე ლარს დახარჯავს

საპენსიო სააგენტოში აცხადებენ, რომ სააგენტოს შეუფერხებელი საქმიანობისათვის აუცილებელია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და სხვადასხვა სახის საინფორმაციო და სარეკლამო კამპანიების წარმოება, რისთვისაც საჭიროა „შესაბამისი მომსახურების შეუფერხებლად შესყიდვა“. საინფორმაციო და სარეკლამო კამპანიის მომსახურების შესყიდვას საპენსიო სააგენტო ტენდერის გარეშე აპირებს, რისთვისაც 913 ათას 938 ლარი აქვს გათვალისწინებული. „საქართველოს მოქალაქეებისათვის არასწორი ან/და არასრული ინფორმაციის მიწოდებამ შესაძლოა დამანგრეველი ზეგავლენა მოახდინოს საპენსიო რეფორმაზე …

როგორ უნდა გადაიხადოს არამომგებიანმა ორგანიზაციამ თანამშრომლის საპენსიო შენატანი

როგორ უნდა გადაიხადოს არამომგებიანმა, არასამთავრობო ორგანიზაციამ ის 2%, რომელიც ამ ორგანიზაციის სახელით უნდა გადაირიცხოს დასაქმებულის საპენსიო ანგარიშზე? ამ კითხვაზე საპენსიო სააგენტოში ზუსტი პასუხი არ აქვთ და ამბობენ, რომ „ორგანიზაციამ ეს თანხა უნდა მოიძიოს“. იურისტის შეფასებით, დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონით მომგებიანი და არამომგებიანი ორგანიზაციების [დაბეგვრის კუთხით] თანაბარ პირობებში ჩაყენება არ არის შესაბამისობაში თანასწორუფლებიანობის პრინციპთან. საუბარია არამომგებიან …

ვის და როდის შეუძლია დატოვოს დაგროვებითი საპენსიო სქემა

საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, თუ პირი 2018 წლის 6 აგვისტოსთვის იყო 40 და მეტი წლის, ამასთან არ იყო დასაქმებული და შემდეგ დასაქმდა, ის ავტომატურად ერთვება საპენსიო სქემაში სამი თვის განმავლობაში. ამ სამი თვის შემდეგ, მომდევნო ორ თვეში კი შეუძლია გამოვიდეს სქემიდან. მაგალითად, თუ თქვენ 2018 წლის 6 აგვისტოს იყავით 40 და მეტი წლის და დასაქმდით, ვთქვათ, …

როგორ გადაიხდით საპენსიო შენატანს და რა გზით მიიღებთ წვდომას საკუთარ საპენსიო ანგარიშზე

ნებისმიერი დასაქმებული, ვისაც 2018 წლის 6 აგვისტოსთვის არ შესრულებია 60 წელი – კაცების შემთხვევაში და 55 წელი – ქალების შემთხვევაში, 2019 წლის იანვრის თვის ხელფასის მიღებისთანავე ავტომატურად ხდება დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილე. შესაბამისად, ის ვალდებულია გადაიხადოს საპენსიო შენატანი – თავისი დაუბეგრავი ხელფასის 2 პროცენტის ოდენობით. თუმცა, ამ 2%-ს [დასაქმებულის ხელფასიდან] იხდის დამსაქმებელი და დასაქმებულს გადახდის პროცედურასთან შეხება …

სააგენტო: საპენსიო სქემაში ამ დროისთვის 4000-მდე ორგანიზაციაა ჩართული

დაგროვებით საპენსიო სქემაში ამ დროისთვის [8 იანვრის 13 საათისთვის] 4000-მდე ორგანიზაციაა ჩართული. ამაში შედის როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო კომპანიები და საჯარო სამსახურები. საპენსიო სააგენტოში „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ  საპენსიო სქემაში თვითდასაქმებულებიც რეგისტრირდებიან, თუმცა დიფერენცირებული მონაცემები, თუ რამდენი კერძო, სახელმწიფო კომპანია, საჯარო უწყება თუ თვითდასაქმებულია დარეგისტრირებული ამ დროისთვის სქემაში, სააგენტოში, როგორც გვითხრეს, ჯერ დამუშავებული არ აქვთ. საპენსიო სააგენტოს …

თავად გამოთვალეთ, რამდენი გექნებათ პენსია ახალი სქემის პირობებში – საპროგნოზო მთვლელი

საპენსიო სააგენტომ თავის ვებგვერდზე გამოაქვეყნა საპროგნოზო საპენსიო მთვლელი, რომლის მიხედვითაც, დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეს შეუძლია გამოთვალოს, დაახლოებით რამდენ პენსიას მიიღებს ყოველთვიურად, როცა საპენსიო ასაკს მიაღწევს. ამ მთვლელის მიხედვით, თუ მაგალითად, დღეს, 40 წლის დასაქმებულის დარიცხული ხელფასი არის 800 ლარი, პენსაიაზე გასვლის შემდეგ ქალი [60 წლის ასაკიდან] დაგროვებითი სქემიდან თვეში მიიღებს პენსიას 189 ლარს, ხოლო კაცი …

გიბრუნდება თუ არა თანხა, როცა ორმოცი/მეტი წლის ხარ და დაგროვებით საპენსიო სქემიდან გამოხვედი 

დასაქმებულს, რომელიც 2018 წლის 6 აგვისტოსთვის იყო 40 და მეტი წლის, მაგრამ არ სურს იყოს დაგროვებითი პენსიის სქემის მონაწილე, შეუძლია, 2019 წლის პირველი აპრილიდან პირველ ივნისამდე პერიოდში, მიმართოს საპენსიო სააგენტოს და გავიდეს სქემიდან. პირველი ივნისის შემდეგ კი მას სქემიდან გასვლის უფლება აღარ ექნება და ავტომატურად დარჩება ამ სქემის მონაწილედ. დაგროვებით საპენსიო სქემაში ჩართვა სქემიდან გამოსულ პირს ნებისმიერ …

15 ათასი ლარი რატომ უნდა იყოს საპენსიო სააგენტოს დირექტორის ხელფასი – დირექტორის განმარტება

„რატომ უნდა იყოს საპენსიო სააგენტოს დირექტორის ხელფასი 15 ათასი ლარი, როცა პენსია საქართველოში ჯერ კიდევ 180 ლარია?“ – ეს შეკითხვა „ბათუმელებმა“ დღეს ლევან სურგულაძეს დაუსვა. ის ახლად შექმნილი უწყების – საპენსიო სააგენტოს პირველი დირექტორია. საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელმა პირებმა დღეს, 5 დეკემბერს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეხვედრა გამართეს და საპენსიო რეფორმის შესახებ ისაუბრეს. „არსებული პენსია, თქვენ …

Exit mobile version