25 ოქტომბერს, სასტუმრო ROOMS HOTELS TBILISI-ში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD), საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან ერთად, ნავსადგურების გაერთიანების სისტემის (PCS) საიმპლემენტაციო ფაზის გახსნით შეხვედრას უმასპინძლა. შეხვედრას დაესწრნენ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, გურამ გურამიშვილი, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი, ალექსი ახვლედიანი, დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩი მარკ კლეიტონი, სამუშაო ჯგუფის წევრები და …
Tag Archives: საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო
რუსეთი აცხადებს, რომ საქართველოსთან საბორნე მიმოსვლას იწყებს
რუსული სამთავრობო საინფორმაციო სააგენტო „ტასის“ თანახმად, რუსეთს, საქართველოსა და თურქეთს შორის საბორნე მიმოსვლა დაიწყება. განცხადება საბორნე მიმოსვლის დაწყების შესახებ რუსეთის ფედერაციის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტმა, ვლადიმერ პადალკომ გააკეთა, რომლის თქმით, ბორანს 300 მგზავრი ეყოლება. „ტასის“ თანახმად, განცხადება პადალკომ ამის შესახებ რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში გამართული რუსულ-ქართული ბიზნეს საბჭოს სხდომის შემდეგ გააკეთა ჟურნალისტებთან. „ვისაუბრეთ საზღვაო მიმართულებით საბორნე მომსახურების …
Continue reading “რუსეთი აცხადებს, რომ საქართველოსთან საბორნე მიმოსვლას იწყებს”
31 ივლისს რუსეთიდან გემის ბათუმში შემოსვლაზე მომართვა არ მიგვიღია – სააგენტო
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში აცხადებენ, რომ საკრუიზო გემ „Astoria Grande“-ს ბათუმის ნავსადგურში 31 ივლისს შემოსვლასთან დაკავშირებით სააგენტოში, ამ დროისთვის [28 ივლისის საღამოს 9 საათი] მომართვა არ მიუღიათ. „ბათუმელებმა“ სააგენტოს დღეს დილის 11 საათისთვის მიმართა კითხვით, აღნიშნული საკრუიზო გემი ნამდვილად შემოვა თუ არა ბათუმის ნავსადგურში 31 ივლისს. სააგენტომ კი წერილობით საღამოს 9 საათისთვის გვიპასუხა. „თქვენი ა/წლის …
Continue reading “31 ივლისს რუსეთიდან გემის ბათუმში შემოსვლაზე მომართვა არ მიგვიღია – სააგენტო”
„ერთად ქართული ფლოტის აღმავლობისთვის“ – მეზღვაურთა საერთაშორისო დღე ბათუმში
„ჩემთვის მთავარი ამოცანა და მთავარი გამოწვევაა, ის რაც თითოეულ ჩვენგანს აწუხებს ათწლეულების მანძილზე, რაც არის თითოეული ჩვენგანის ოცნება და ეს ესე გამოითქმის: ერთად ქართული ფლოტის აღმავლობისთვის!“ – ალექსი ახვლედიანი 25 ივნისს, ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღე აღინიშნა. მეზღვაურებს პროფესიული დღე მიულოცეს და საზღვაო დარგის ღვაწლმოსილი წარმომადგენლები დააჯილდოვეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, …
Continue reading “„ერთად ქართული ფლოტის აღმავლობისთვის“ – მეზღვაურთა საერთაშორისო დღე ბათუმში”
ბათუმში 25 ივნისს მეზღვაურთა დღეს აღნიშნავენ – დაიხარჯება 345 ათასი ლარი
საზეიმო მსვლელობა დილის 10 საათზე ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიიდან დაიწყება და რუსთაველის ქუჩის გავლით ბათუმის საზღვაო ნავსადგურის მე-10 ნავმისადგომთან დასრულდება. დილის 11-დან 12-საათამდე პერიოდში კი, მე-10 ნავმისადგომთან დაგეგმილია ოფიციალური ღონისძიებები [გახსნის, დაჯილდოებისა და გარდაცვლილი მეზღვაურებისთვის პატივის მიგების ცერემონია]. ღონისძიებების ორგანიზატორი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოა, რომლის ინფორმაციით, „საქართველო, როგორც საზღვაო ქვეყანა, 25 ივნისს ყოველწლიურად მასშტაბური ღონისძიებებით აღნიშნავს …
Continue reading “ბათუმში 25 ივნისს მეზღვაურთა დღეს აღნიშნავენ – დაიხარჯება 345 ათასი ლარი”
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში ახალი უფროსი დანიშნეს – ვინ არის ალექსი ახვლედიანი
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ახალი უფროსი ჰყავს. ალექსი ახვლედიანი ამ პოსტზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსის შედეგად შეირჩა. სამინისტროს მიერ გავრცელებული ოფიციალური ბიოგრაფიის თანახმად, „ალექსი ახვლედიანს დამთავრებული აქვს თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამშენებლო-ეკონომიკური ფაკულტეტი და თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი. მისი შრომითი გამოცდილება საკმაოდ მრავალმხრივია – სხვადასხვა წლებში …
Continue reading “საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში ახალი უფროსი დანიშნეს – ვინ არის ალექსი ახვლედიანი”
რას ამბობს სააგენტო ბათუმსა და ნოვოროსიისკს შორის საზღვაო გადაზიდვებზე
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ეხმიანება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ბათუმსა და რუსეთის ქალაქ ნოვოროსიისკს შორის მიმდინარე წლის აპრილიდან რეგულარული საზღვაო გადაზიდვების დაწყების შესახებ „ინტერპრეტირებულია და სინამდვილეს არ შეესაბამება“ – აცხადებს საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბათუმსა და ნოვოროსიისკს შორის რეგულარული საზღვაო გადაზიდვები დაიწყო, დღეს გავრცელდა სომხურ მედიაში. „რაც შეეხება ცნობას კონკრეტული გადაზიდვების შესახებ, აპრილში …
Continue reading “რას ამბობს სააგენტო ბათუმსა და ნოვოროსიისკს შორის საზღვაო გადაზიდვებზე”
საქართველოს ნავსადგურებში ტვირთბრუნვა გაიზარდა
2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ნავსადგურებში ჯამურად გადამუშავებულ იქნა – 147,973 TEU, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში 46%-იან მატებას წარმოადგენს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ფოთის ნავსადგურში მარტის თვეში დაფიქსირებული მაჩვენებელი – 52,475 TEU აჭარბებს 2019 წელს დაფიქსირებულ რეკორდულ მაჩვენებელს – 51,272 TEU. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 31%-იანი ზრდა გვაქვს გენერალური ტვირთების მიმართულებითაც: 2023 …
Continue reading “საქართველოს ნავსადგურებში ტვირთბრუნვა გაიზარდა”
თამარ იოსელიანი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ტოვებს
„თამარ იოსელიანი ტოვებს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობას,“ – მოგვწერეს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოდან. დღეს, 25 აპრილს, „ბათუმელები“ წერდა კონკურსის შესახებ, რომელიც ეკონომიკის სამინისტრომ გამოაცხადა საზღვაო ტრანსპორტის დირექტორის შესარჩევად. სააგენტოს განცხადებით, „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სხვა სამსახურში გადასვლასთან დაკავშირებით, თამარ იოსელიანი ტოვებს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის …
Continue reading “თამარ იოსელიანი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ტოვებს”
დირექტორის ვაკანსია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში – უწყებაში კონკურსის შესახებ არ იციან
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის პოზიციაზე კონკურსია გამოცხადებული, თუმცა ამის შესახებ სააგენტოში არ იციან. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს პრესცენტრში გვითხრეს, რომ სააგენტოს დირექტორი ისევ თამარ იოსელიანია, ხოლო კონკურსის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. კონკურსი სააგენტოს დირექტორის პოზიციაზე საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს აქვს გამოცხადებული – სააგენტო ეკონომიკის სამინისტროს ექვემდებარება. კონკურსის პირობების მიხედვით, საზღვაო ტრანსპორტის დირექტორის თანამდებობრივი სარგო 10 680 ლარია. …
ქართველმა მეზღვაურმა მექსიკაში მეთევზეების გადარჩენაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ცნობით, ქართველმა მეზღვაურმა არმაზ არძენაძემ სამაშველო ოპერაციაში მიიღო მონაწილეობა, რის შედეგად სამი მეთევზე გადაარჩინეს. „8 მარტს, 14:00 საათზე, მექსიკის წყლებში მეთევზეებმა დიდი რაოდენობით თევზი დაიჭირეს. ზედმეტი წონის გამო ნავი წყლით აივსო. ყოველგვარი აღჭურვილობის გარეშე დარჩენილი მეთევზეები 12 საათის განმავლობაში ელოდნენ შველას. 9 მარტს, 04:00 საათზე, გემ MH COLUMBIA-ს ვახტაზე მყოფმა მატროსმა …
Continue reading “ქართველმა მეზღვაურმა მექსიკაში მეთევზეების გადარჩენაში მიიღო მონაწილეობა”
უცნობია, რა მოლაპარაკებაზე საუბრობს სოჭის პორტის ადმინისტრაცია – სააგენტო
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ეხმიანება რუსულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსეთის ქალაქ სოჭის პორტი ქართულ მხარესთან მოლაპარაკებებს აწარმოებს სამგზავრო მიმოსვლასთან დაკავშირებით. „მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის საზღვაო სამგზავრო მიმოსვლის დაწყებას, ვაცხადებთ, რომ საქართველოს რუსეთის საზღვაო ნავსადგურებთან საზღვაო სამგზავრო მიმოსვლა არ აქვს. ამასთან, რუსულ მხარეს არ მოუმართავს ქართული მხარისათვის …
Continue reading “უცნობია, რა მოლაპარაკებაზე საუბრობს სოჭის პორტის ადმინისტრაცია – სააგენტო”
ეკონომიკის სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადება
საქართველოს სატრანზიტო კორიდორი გადატვირთულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები უწყვეტად, 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ, სატვირთო ნაკადების მართვა მნიშვნელოვანწილად გართულებულია. სომხეთ-რუსეთს შორის „ზემო ლარსის“ გამშვები პუნქტი ერთადერთი დამაკავშირებელი სახმელეთო პუნქტია, რომელზეც გადატვირთულობის გამო, ტრანზიტული ტვირთების დამუშავება ხშირად რამდენიმე კვირა გვიანდება, რაც მალფუჭებადი პროდუქტებისა და საკვების შემთხვევაში, ასევე ესენციური პროდუქტების ნაწილში მნიშვნელოვან გამოწვევებს უქმნის …
Continue reading “ეკონომიკის სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადება”
ქართველმა მეზღვაურებმა 52 ადამიანი გადაარჩინეს ატლანტიკის ოკეანეში
ქართველმა მეზღვაურებმა ღია ზღვაში 52 ადამიანი გადაარჩინეს – ინფორმაციას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ადასტურებს. „10 ივლისს მაროკოში ჩარტერულ რეისს ვასრულებდით. დაახლოებით საღამოს 6 საათზე ნავი დავინახეთ“ – უთხრეს სააგენტოს მეზღვაურებმა. ატლანტიკის ოკეანეში, 5-ბალიან შტორმში, გასაბერ მცურავ საშუალებაზე 52 ადამიანი, მათ შორის, 7 ქალი და 3 ბავშვი, წყლისა და საკვების გარეშე იმყოფებოდა. „მაშველებს 10 საათზე მეტი უშედეგოდ …
Continue reading “ქართველმა მეზღვაურებმა 52 ადამიანი გადაარჩინეს ატლანტიკის ოკეანეში”
ბათუმში შორეული ნაოსნობის კაპიტნები და საზღვაო სფეროს პროფესიონალები დააჯილდოვეს
დღეს, 2 ივლისს, საზღვაო ტრანსპორტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის შორეული ნაოსნობის კაპიტნები დააჯილდოვეს. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დღეს დააჯილდოვეს შორეული ნაოსნობის კაპიტნები ზურაბ ჩხაიძე, აკაკი ესანჯია, ნუგზარ დოლიძე და ვაჟა გოგუაძე. ასევე, ჯილდოების გადასცეს უფროს მექანიკოსებს: დავით თეთრაშვილს, ნიკოლოზ ცირეკიძეს, ომარ ლომიძეს, ალი სარიშვილს, ლაშა თავაძესა და სტეფანე ვართანიანს. დღესვე ცნობილი გახდა, …
Continue reading “ბათუმში შორეული ნაოსნობის კაპიტნები და საზღვაო სფეროს პროფესიონალები დააჯილდოვეს”
ბათუმის პორტში შემოსულ რუსულ გემზე ტვირთი არ არის – სააგენტო
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, ბათუმთან ახლოს, რუსეთიდან შემოსულ ნავთობტანკერებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „ბათუმელები“ უცვლელად გთავაზობთ განცხადების ტექსტს: „საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით, აცხადებს, რომ ბათუმის საზღვაო ნავსადგურის საღუზე რაიონში მყოფი რუსული დროშის ქვეშ მცურავი გემი – NEFTERUDOVOZ-47M და მალტის დროშის ქვეშ მცურავი გემი – Minerva Gloria არიან ბალასტით, ანუ ტვირთის გარეშე. …
Continue reading “ბათუმის პორტში შემოსულ რუსულ გემზე ტვირთი არ არის – სააგენტო”
ბათუმის პორტში რუსეთიდან ტანკერები შემოვიდა, არის გემებზე სანქცირებული ნავთობი?
„ბათუმელების“ ინფორმაციით, დღეს, 30 ივნისს, ბათუმის პორტში რუსეთთან დაკავშირებული ნავთობის 2 ტანკერი დგას – ერთი რუსეთის დროშის ქვეშ ცურავს, მეორე კი – პირდაპირ რუსეთიდან შემოვიდა. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში რამდენიმესაათიანი ლოდინის შემდეგაც ვერ გვიპასუხეს, ისევ ხომ არ არის ტანკერებზე სანქცირებული ნავთობპროდუქტები. ბათუმის პორტში რუსული დროშის ქვეშ მცურავი ნავთობტანკერი NEFTERUDOVOZ 47M-ი დგას. რუსული გემი საქართველოს ტერიტორიულ წყლებში …
Continue reading “ბათუმის პორტში რუსეთიდან ტანკერები შემოვიდა, არის გემებზე სანქცირებული ნავთობი?”
„შთამბეჭდავია საქართველოს რეფორმები“- ევროპის საზღვაო უსაფრთხოების სააგენტოს დირექტორი
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა თამარ იოსელიანმა პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში, ევროპის საზღვაო უსაფრთხოების სააგენტოს (EMSA) მიერ ორგანიზებულ მაღალი რანგის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. კონფერენცია 𝗘𝗠𝗦𝗔-ს 𝟮𝟬 წლის იუბილეს მიეძღვნა და საქმიანობის მომავალი 𝟮𝟬 წლის კურსის განსაზღვრას ისახავდა მიზნად. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მაღალი რანგის მომხსენებლებმა, საზღვაო ინდუსტრიის და EMSA-ს ძირითადი დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლებმა. კონფერენციის ფარგლებში, საზღვაო ტრანსპორტის …
საქართველოში პორტების გაერთიანებული სისტემის განვითარების კვლევა დასრულდა
ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა (EBRD) და ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს მხარდაჭერით, საქართველოს ნავსადგურებში პორტების გაერთიანებული სისტემის (PCS) განვითარების მიზანშეწონილობის კვლევა ჩაატარა. პორტების გაერთიანებული სისტემა (PCS) წარმოადგენს ელექტრონული პლატფორმას, რომელიც პროფილურ სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებს შორის ინფორმაციის უსაფრთხო და სწრაფი გაცვლის მიზნით ნავსადგურის მართვის სხვადასხვა სისტემას აკავშირებს, რითიც უზრუნველყოფს ლოგისტიკური პროცესების …
Continue reading “საქართველოში პორტების გაერთიანებული სისტემის განვითარების კვლევა დასრულდა”
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადება
ერთერთმა ქართულმა ტელევიზიამ გაავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ბათუმის პორტში მომსახურებას უწევენ რუსულ სანქცირებულ გემებს და ეხმარებიან მათ სანქციებისგან თავის დაღწევაში. 02 მაისს ბათუმის საზღვაო ნავსადგურში შემოვიდა რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი, სახელწოდებით: SVL Pride. ტრანზიტული ტვირთი – 5000 ტონა დიზელი განკუთვნილია მესამე სახელმწიფოსთვის, კერძოდ, სომხეთისთვის. ამ მომენტისთვის მიმდინარეობს გადმოტვირთვის ოპერაცია როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ნორმების დაცვით. …
მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების სისტემას ევროპელი აუდიტორები შეაფასებენ
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო და საზღვაო სასწავლებლები 2022 წლის 2-11 მაისს ევროპის საზღვაო უსაფრთხოების სააგენტოს European Maritime Safety Agency (EMSA) აუდიტს გაივლიან, რისთვისაც ბოლო თვეებში ინტენსიური მზადება მიმდინარეობდა. „ევროკავშირის ხელახალი შეფასება ძალზედ მნიშვნელოვანია საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სექტორის შემდგომი განვითარებისათვის, რამდენადაც შეფასდება ბოლო 8 წლის განმავლობაში საქართველოს სახელმწიფოს მიერ გატარებული რეფორმები მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების სფეროში“, …
Continue reading “მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების სისტემას ევროპელი აუდიტორები შეაფასებენ”
რუსული დროშის ქვეშ მცურავი გემი ბათუმის სანაპიროზე ღუზების ტყვეობიდან თავისუფალია – სააგენტო
რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი, რომელიც ბათუმის სანაპიროსთან ახლოს, ზღვაში გადახლართული ღუზებით იდგა, „ღუზების ტყვეობისგან გათავისუფლებულია“. ამის შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო იტყობინება. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, ბათუმის ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურმა გემის ეკიპაჟთან ერთად ღუზები წყლიდან ამოიღო და გადახლართული ჯაჭვები ჩაჭრა. რუსეთის დროშის ქვეშ მცურავ გემ SGV-Flot -ს საფრთხე 15 იანვარს შეექმნა. გემმა, …
„ქართველი მეზღვაურების სერტიფიკატებს საუდის არაბეთის სამეფოში აღიარებენ“ – თამარ იოსელიანი
ლონდონში, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) ასამბლეის 32-ე სესიის (IMO Assembly 32nd session) ფარგლებში საქართველოს დელეგაციამ, თამარ იოსელიანის ხელმძღვანელობით, საუდის არაბეთის სამეფოს ტრანსპორტის მინისტრთან, სალეჰ ალ იასერთან გამართა შეხვედრა, რომელზეც საქართველოსა და საუდის არაბეთის სამეფოს შორის „მეზღვაურთა სერთიფიკატების ურთიერთაღიარების შესახებ“ მემორანდუმს მოეწერა ხელი. -„დღეიდან ქართველი მეზღვაურების სერტიფიკატებს საუდის არაბეთის სამეფოშიც აღიარებენ. ეს მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რადგან საქართველოს …
თამარ იოსელიანი – „საქართველოს 14000-მდე მეზღვაური ჰყავს და ეს რიცხვი მზარდია“
ლონდონში, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) ასამბლეის 32-ე სესიის (IMO Assembly 32nd session) ფარგლებში საქართველოს დელეგაციამ, თამარ იოსელიანის ხელმძღვანელობით, კატარის სახელმწიფოს ტრანსპორტის მინისტრთან, ჯასიმ საიფ აჰმედ ალ სულაითთან გამართა ორმხრივი შეხვედრა. მხარეებმა საზღვაო ტრანსპორტის, საპორტე სექტორისა და საზღვაო გადაზიდვების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების გზებსა და ორმხრივი ინტერესის სფეროებზე ისაუბრეს და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) მუშაობის ფარგლებში თანამშრომლობის …
Continue reading “თამარ იოსელიანი – „საქართველოს 14000-მდე მეზღვაური ჰყავს და ეს რიცხვი მზარდია“”
საქართველო საუკეთესოა – „პორტების საერთაშორისო უსაფრთხოების პროგრამით“ გათვალისწინებული აუდიტი
„პორტების საერთაშორისო უსაფრთხოების პროგრამით” გათვალისწინებულ აუდიტში საქართველომ ისევ საუკეთესო შეფასება მიიღო,“ – თამარ იოსელიანი, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი აუდიტის შედეგები საქართველოს საზღვაო ტრასპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობამ აშშ-ს დელეგაციასთან შემაჯამებელ შეხვედრაზე განიხილა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის თამარ იოსელიანის განცხადებით, საქართველო აშშ-ს მთავრობის „პორტების საერთაშორისო უსაფრთხოების პროგრამაში“ მონაწილეობს, რომლის ფარგლებშიც 2014 წლიდან …
ივანე აბაშიძე საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის იურიდიული კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარეა
𝟐𝟎𝟐𝟏 𝟐𝟔-𝟑𝟎 ივლისს გაიმართა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (𝐈𝐌𝐎) საზღვაო იურიდიული კომიტეტის რიგით 𝟏𝟎𝟖-ე სესია (𝟏𝟎𝟖𝐭𝐡 𝐒𝐞𝐬𝐬𝐢𝐨𝐧 𝐨𝐟 𝐈𝐌𝐎 𝐋𝐞𝐠𝐚𝐥 𝐂𝐨𝐦𝐦𝐢𝐭𝐭𝐞𝐞). იურიდიული კომიტეტის წლევანდელი სესია ისტორიულია საქართველოს დელეგაციისათვის. მიმდინარე სესიაზე კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარედ წევრმა სახელმწიფოებმა ერთხმად აირჩიეს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მოადგილე ივანე აბაშიძე. 𝐈𝐌𝐎-ს იურიდიული კომიტეტი შეიქმნა 𝟏𝟗𝟔𝟕 წელს და წარმოადგენს ორგანიზაციის მთავარ ორგანოს საზღვაო და …
EBRD-ის მხარდაჭერით ნავსადგურების გაერთიანებული სისტემის დანერგვაზე იწყება მუშაობა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და ინვესტორთა საბჭოს მხარდაჭერით, საქართველოს პორტებში ნავსადგურების გაერთიანებული სისტემის (PCS) დანერგვისათვის ტექნიკურ ეკონომიკური დასაბუთების კვლევას იწყებს. PCS – ი არის ელექტრონული პლატფორმა, რომელიც აკავშირებს ნავსადგურის მართვის სხვადასხვა სისტემას პროფილურ სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებს შორის ინფორმაციის უსაფრთხო და სწრაფი გაცვლის მიზნით. …
ბათუმში შორეული ნაოსნობის კაპიტნები დააჯილდოვეს
დღეს, 26 ივნისს, მეზღვაურთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბათუმის ნავსადგურთან გამართულ ოფიციალურ ღონისძიებაზე დააჯილდოვეს შორეული ნაოსნობის კაპიტნები და მეზღვაურები. საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ საზღვაო ტრანსპორტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვა შორეული ნაოსნობის კაპიტნები: ოსმან ხინკილაძე, ამირან მგელაძე, კაკო კონცელიძე და ნოდარ გორგაძე. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ აჭარის მთავრობის ჯილდო გადასცა შორეული ნაოსნობის კაპიტნებს: თეიმურაზ მერკვილაძეს, …
Continue reading “ბათუმში შორეული ნაოსნობის კაპიტნები დააჯილდოვეს”
ბათუმში ახალი საზღვაო საწვრთნელი ცენტრი გაიხსნა
2021 წლის 14 აპრილს, ბათუმში საზღვაო საწვრთნლი ცენტრი „ქუალშიფ ჯორჯია“ (QUALSHIP GEORGIA MARITIME TRAINING CENTER) ოფიციალურად გაიხსნა. „ქუალშიფ ჯორჯია“ ქართველ მეზღვაურებს მაღალი დონის, მოკლევადიან საწვრთნელ კურსებს შესთავაზებს. სასწავლებელი აღჭურვილია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი თანამედროვე სიმულატორებით და ტრენაჟორებით და ყველა პირობას ქმნის წვრთნების მაღალ დონეზე ჩასატარებლად. „ცენტრში მეზღვაურები პრაქტიკულ ტრენინგებს საგემბანე და სამანქანე განყოფილების ოფიცრები წვრთნას A …
Continue reading “ბათუმში ახალი საზღვაო საწვრთნელი ცენტრი გაიხსნა”
ომანში გაჩერებულ გემზე მყოფი 15 მეზღვაური დახმარებას ითხოვს
ომანში, სოჰარის პორტში გაჩერებულ გემზე მესამე თვეა 15 ქართველი მეზღვაურია, რომლებიც ვერც გემის დატოვებას ახერხებენ და ვერც სამშობლოში დაბრუნებას. მეზღვაურებს ჩამორთმეული აქვთ პასპორტები. ოფიციალური ინფორმაციით, ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავი ნავთობტანკერი პორტში გემის ბერძენ მფლობელსა და გემზე არსებული ტვირთის ომანელ მფლობელს შორის დავის გამო გაჩერდა. გემზე ქართველი მეზღვაურების ყოფნის შესახებ პირველი ინფორმაცია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ 22 …
Continue reading “ომანში გაჩერებულ გემზე მყოფი 15 მეზღვაური დახმარებას ითხოვს”
ქართველი მეზღვაურები ომანიდან საქართველოში უახლოეს მომავალში უსაფრთხოდ დაბრუნდებიან
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო განცხადებას ავრცელებს ომანში მყოფი ქართველი მეზღვაურების მდგომარეობის თაობაზე: საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ადმინისტრაცია მუდმივ კონტაქტზე იმყოფება ომანში ქართველ მეზღვაურებთან და ყველაფერს აკეთებს საქართველოს სხვა საჯარო უწყებებთან ერთად იმისთვის, რომ ისინი უახლოეს მომავალში სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნდნენ. ამდენად, სააგენტოსთვის მიუღებელია აღნიშნულ საკითხზე ზოგიერთი მედია საშუალების მხრიდან არასწორი ინფორმაციის გავრცელება, რომელსაც საქართველოს საზოგადოების შეცდომაში …
რამდენად იცავენ ბათუმის პორტში უსაფრთხოების ნორმებს? – შემოწმების მასალებს ასაიდუმლოებენ
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ირწმუნება, რომ საქართველოს ნავსადგურები – (ბათუმის და ფოთის პორტები, ყულევის ტერმინალი) არ ასაჯაროებენ ინფორმაციას პორტებში ჩატარებული კომპლექსური შემოწმების შედეგების შესახებ. „ბათუმელები“ ამ საკითხით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც გაირკვა, რომ ამონიუმის ნიტრატი, რომელიც ბეირუთში აფეთქდა და რასაც დიდი მსხვერპლი მოჰყვა, ბათუმის პორტიდან გაიტანეს 2013 წელს. ბეირუთის ტრაგედიასთან ბათუმის პორტიდან გატანილი ტვირთის კავშირმა, ასევე იმან, …
მეკობრეების მიერ გატაცებული მეზღვაურები საქართველოში დაბრუნდნენ
ნიგერიაში გატაცებული 9 ქართველი მეზღვაური საქართველოში დაბრუნდა. ინფორმაციას ამის შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს. მეზღვაურები დღეს, 7 ივნისს, სპეციალური ავიარეისით თბილისი-ლაგოსი-თბილისი ჩამოფრინდნენ. მეზღვაურებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი თამარ იოსელიანი დახვდა. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ცნობით, მეზღვაურების გამოხსნის პროცესში და ნიგერიის სახელმწიფო სტრუქტურებთან მოლაპარაკებებში საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან ერთად მონაწილეობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. პროცესის …
Continue reading “მეკობრეების მიერ გატაცებული მეზღვაურები საქართველოში დაბრუნდნენ”
ქართველ მეზღვაურებს დიდი ბრიტანეთის დროშის ქვეშ მცურავ გემებზე დასაქმება შეეძლებათ
დიდმა ბრიტანეთმა ქართველი მეზღვაურების სერტიფიკატები აღიარა. რაც იმას ნიშნავს, რომ ქართველ მეზღვაურებს უფლება ექნებათ, დიდი ბრიტანეთის დროშის ქვეშ მცურავ გემებზე დასაქმდნენ. საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოს შორის მეზღვაურთა სერტიფიკატების ურთიერთაღიარების მემორანდუმს ხელი უკვე მოაწერეს. „სახელმწიფოს ძალისხმევის შედეგად მივაღწიეთ დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს მიერ ჩვენი მეზღვაურების აღიარებას. ეს არის უდიდესი გამოწვევა და შესაძლებლობა ჩვენი კერძო …
ნიგერიაში გატაცებული ქართველი მეზღვაურები გაათავისუფლეს
ნიგერიაში გატაცებული 9 ქართველი მეზღვაური გაათავისუფლეს. ინფორმაცია ამის შესახებ “ბათუმელებს” საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში დაუდასტურეს. “გატაცებული მეზღვაურები რამდენიმე დღეში სპეციალური რეისით ნიგერიიდან საქართველოში დაბრუნდებიან. ჩვენს მეზღვაურებს ვულოცავთ გათავისუფლებას და მადლობას ვუხდით გატაცებული მეზღვაურების ოჯახის წევრებს…”, – ამბობს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი თამარ იოსელიანი. მეზღვაურებმა ტყვეობაში 20 დღე გაატარეს. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, ამჟამად მუშაობენ ნებართვის …
Continue reading “ნიგერიაში გატაცებული ქართველი მეზღვაურები გაათავისუფლეს”
ბათუმში, „კოლუმბია შიფმენეჯმენტის“ გემზე ქართველი მეზღვაურების როტაცია განხორციელდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელშეწყობით ქართველი მეზღვაურების როტაციის პროცესი მიმდინარეობს. სააგენტოს ხელმძღვანელის თამარ იოსელიანის განცხადებით, საქართველო ერთ-ერთი პირველი საზღვაო ქვეყანაა მსოფლიოში, რომელმაც განახორციელა კორონავირუსის პანდემიის გამო მიღებული რეგულაციების ადაპტირება და კრიზისის საპასუხო ნაბიჯების გადადგმა მეზღვაურებისათვის არსებული მდგომარეობის შესამსუბუქებლად. „ამ ეტაპზე ქართველი მეზღვაურების, როგორც ძირითადი სამუშაო ძალის წარმომადგენლების, რეპატრიაციის პარალელურად, საზღვაო ტრანსპორტის …