აჭარის ტელევიზიაში თეონა ბაკურიძეს უფლებამოსილება შეუჩერეს

აჭარის ტელევიზიის მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანს თეონა ბაკურიძეს უფლებამოსილება დროებით შეუჩერეს. ბრძანებაში, რომელსაც რამდენიმე წუთის წინ მოაწერა ხელი მაუწყებლის დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ, წერია, რომ თეონა ბაკურიძეს „დროებით აეკრძალოს შრომითი ხელშეკრულებით გაწერილი კონკრეტული საქმიანობის განხორციელება და ჩამოშორებული იქნას ტელევიზიის ეთერიდან“. ბრძანების მიხედვით დღეს, 6 მარტს ტელევიზიის ნიუსრუმში მომხდარი კამათის  ფაქტზე მოკვლევა დაიწყო. თეონა ბაკურიძეს ფაქტის მოკვლევის …

აჭარის ტელევიზიაში ალტერნატიული პროფკავშირი დაარსდა

დღეს, 28 იანვარს, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლების ნაწილმა მაუწყებელში ალტერნატიული პროფკავშირების შემქნის შესახებ განაცხადეს. ალტერნატიულ პროფკავშირებში ამ დროისათვის 64 თანამშრომელია გაწევრიანებული. „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლები დიდი ხანია ვაკვირდებით მაუწყებელში მიმდინარე მოვლენებს. ამ დროის განმავლობაში მაუწყებელმა გამოიცვალა დირექტორები, რომელთაც ჰქონდათ საკუთარი პრიორიტეტები და ხედვები. ხშირად, გადაწყვეტილების მიღების პროცესში, თანამშრომელთა ჩართულობა …

მალხაზ ჭკადუა: „ქართულმა ოცნებამ“ გადაიფორმა აჭარის ტელევიზია

მალხაზ ჭკადუა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ბათუმის ოფისისა და სამოქალაქო საბჭოების კოორდინატორი, მიიჩნევს, რომ აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორად გიორგი კოხრეიძის არჩევა „ქართული ოცნების“ მიერ იყო დაგეგმილი და ხელისუფლების მიზანია, აჭარის მაუწყებლის ეთერიდან გაქრეს კრიტიკული კითხვები მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკა „ოცნების“ ინტერესების გამტარი გახდეს. მალხაზ ჭკადუა: „საბოლოო ჯამში „ქართულმა ოცნებამ“ გადაიფორმა აჭარის ტელევიზია. ის მოხდა, რისი …

ეს არ იქნება იოლი, მაგრამ ვაპირებთ ბრძოლას – ჟურნალისტები დირექტორის არჩევის წინ

„ჩვენ მზად ვართ ბრძოლისთვის“, – ასეთია „აჭარის ტელევიზიის“ ჟურნალისტების განწყობა ერთი დღით ადრე, ვიდრე მრჩეველთა საბჭოს ახალი შემადგენლობა ტელევიზიის ახალ დირექტორს აირჩევს. ჟურნალისტების ერთ ნაწილს ეჭვი არ ეპარება, რომ ეს გიორგი კოხრეიძე იქნება და სარედაქციო დამოუკიდებლობას შეუქმნის საფრთხეს. რას აპირებენ ჟურნალისტები, თუკი ტელევიზიის დირექტორი გიორგი კოხრეიძე გახდება, ან ვინმე სხვა, რომელიც პოლიტიკური ინტერესის გატარებას ეცდება? …

აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს კონკურსის მეორე ეტაპზე 13 კანდიდატი გადავიდა

აჭარის უმაღლესი საბჭოს ცნობით,  საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს მრჩევლობის კანდიდატების შესარჩევმა კომისიამ მუშაობა დაასრულა. ამ თემაზე: ვინ არის აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს წევრობის 23 კანდიდატი კონკურსის მეორე ეტაპზე გადავიდა 13 კანდიდატი. ესენი არიან: რაულ ბერიძე, დიანა ვაშაყმაძე, ნათია სირაბიძე, სოსო სტურუა, არჩილ ხახუტაიშვილი, სტელა ახვლედიანი, რუსლან ბარამიძე, ფირუზ ბოლქვაძე, ემზარ დიასამიძე, …

ვინ არის აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს წევრობის 23 კანდიდატი

აჭარის უმაღლესმა საბჭომ დღეს, პირველ ოქტომბერს, გამოაქვეყნა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრობის კანდიდატების საბოლოო სია. სიაში სულ 23 კანდიდატია. ბეჟან გობაძე თამილა დოლიძე გელა ღოღობერიძე რუსლან ბარამიძე ფირუზ ბოლქვაძე სოფიო კობალაძე დიანა ვაშაყმაძე ევგენი თავდგირიძე ლევან ქამადაძე სოსო სტურუა  სტელა ახვლედიანი  ირაკლი ანთიძე რაულ ბერიძე ნიკოლოზ მეგრელიშვილი  როინ სურმანიძე ნათია სირაბიძე …

ვინ შეარჩევს აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს ახალი წევრობის კანდიდატებს

უკვე ცნობილია იმ კომისიის შემადგენლობა, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრობის კანდიდატებს შეარჩევს. აჭარის უმაღლესმა საბჭომ სია დღეს გამოაქვეყნა. კომისიის წევრები არიან: ერმილე მესხია, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ლევან გობაძე, ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირის, „ინტელექტის“ გამგეობის თავმჯდომარე ლევან ჯაყელი, ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა …

„სასამართლო ინსტრუმენტად გამოიყენეს“ – აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების NGO-თან შეხვედრა 

„როცა მოსამართლე მრჩეველთა საბჭოს სხდომის ოქმსაც არ კითხულობს და ისე იღებს გადაწყვეტილებას, ეს აჩენს კითხვებს. არ მინდა შეთქმულების თეორიაში წასვლა, მაგრამ ბევრი რამ ემთხვევა ერთმანეთს იმისთვის, რომ ვიფიქრო: სასამართლო ხელისუფლება ინსტრუმენტად იქნა გამოყენებული მხარეების მხრიდან. ეს არის ეჭვები, ვარაუდები,“ – ეს „აჭარის ტელევიზიის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია ზოიძემ თქვა NGO სექტორთან შეხვედრის დროს. დღეს, 27 …

აჭარის ტელევიზია და რადიო მეოთხედ აცხადებს კონკურსს დირექტორის ასარჩევად

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭო მეოთხედ აცხადებს კონკურსს მაუწყებლის დირექტორის ასარჩევად. განცხადებები მიიღება 26 აგვისტოდან 2019 წლის 24 სექტემბრის ჩათვლით. კონკურსში მონაწილეს უნდა ჰქონდეს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; არანაკლებ 10 წლის მუშაობის გამოცდილების, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის სულ ცოტა 3 წლის და ჟურნალისტიკის, ადამიანის უფლებათა დაცვის ან/და სამეცნიერო – პედაგოგიურ …

აჭარა TV-ის დირექტორის კონკურსს ერთი კანდიდატი გამოეთიშა, მეორე კი ბორდის იმპიჩმენტს ითხოვს

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის კონკურსს ერთი კანდიდატი გამოეთიშა. გასაუბრების შემდეგ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა შოთა ზოიძემ, დირექტორის კიდევ ერთმა კანდიდატმა, ამავე ტელევიზიის თანამშრომელმა, ფირუზ ბოლქვაძემ კი, გასაუბრებაზე განაცხადა, რომ იგი ამ პროცესს უნდობლობას უცხადებს. „მრჩეველთა საბჭოს უკვე მიღებული აქვს გადაწყვეტილება, ვინ უნდა იყოს მაუწყებლის ხელმძღვანელი, აქედან გამომდინარე არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, რომელი კანდიდატი რა …

ჰონორარების საკითხს აჭარის მაუწყებლის მრჩეველთა საბჭო ხელახლა განიხილავს

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო მრჩეველთა საბჭოს რიგგარეშე სხდომას იწვევს, რათა მრჩეველთა საბჭოს წევრთა ჰონორარის ოდენობის საკითხი განიხილოს. მაუწყებლის მრჩეველთა საბჭომ ეს საკითხი რამდენიმე დღის წინ განიხილა და ხმათა უმრავლესობით საბჭოს წევრებისა და საბჭოს აპარატის წევრების ხელფასები გაიზარდა. კერძოდ, მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის ჰონორარი თვეში 3 300 ლარით განისაზღვრა, თავმჯდომარის მოადგილის – თვეში 3 100 ლარით, ხოლო წევრების …

ნატა იმედაიშვილი: აჭარის მაუწყებლის მრჩეველთა ჰონორარების განაწილებას მე მხარი არ დავუჭირე

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილისა და მრჩევლების ანაზღაურება გაიზარდა. ამ თემაზე გავრცელებულ ინფორმაციას მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე ფეისბუქზე გამოეხმაურა.  ნატა იმედაიშვილი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე: „მსურს გამოვეხმაურო საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრების ანაზღაურების გაზრდის საკითხს და მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში მეტი სიცხადე …

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭომ ხელფასები გაიზარდა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილისა და მრჩევლების ანაზღაურება გაიზარდა. მრჩეველთა საბჭოს გადაწყვეტილებით, მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის ჰონორარი თვეში 3 300 ლარით განისაზღვრა, თავმჯდომარის მოადგილის – თვეში 3 100 ლარით, ხოლო წევრების – თვეში 3 025 ლარით. ჯამში მრჩეველთა საბჭოს წევრების საქმიანობის ანაზღაურებისთვის თვეში 15 475 ლარი დაიხარჯება. გადაწყვეტილება ძალაში გუშინ, …

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის კონკურსი მესამედ გამოცხადდება

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის კონკურსი ხელახლა გამოცხადდება. მაუწყებლის მრჩეველთა საბჭო განმეორებითი კონკურსის გამოცხადების მიზნით რიგგარეშე სხდომაზე 12 ივლისს, 12 საათზე შეიკრიბება. დღეს, 10 ივლისს, საზოგადობრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სამეთვალყურეო საბჭომ მაუწყებლის დირექტორი ისევ ვერ აირჩია. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოში ხუთი წევრია: ნატა იმედაიშვილი, გიორგი ირემაძე, ბეჟან გობაძე, …

„არ ჩავუგდოთ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ხელში ქართულ ოცნებას“ – ენმ-ის ბრიფინგი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ბათუმში საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ირგვლივ მიმდინარე პროცესებს ეხმიანება. დღეს, 4 ივნისს, პარტიის ოფისში უმაღლესი საბჭოს წევრმა, ასმათ დიასამიძემ, გამართა ბრიფინგი და აღნიშნა, რომ მდგომარეობა კიდევ უფრო რთული გახდა და ამაზე მიუთითებს აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია ზოიძის განცხადებაც, რომელიც მან გუშინ, 3 ივნისს გაავრცელა. ნათია ზოიძე აჭარის …

„ოცნების“ აქტივისტი თორნიკე მჟავანაძე აჭარა TV-ის დირექტორის კანდიდატად დარეგისტრირდა

დღეს, 24 მაისს, 18 საათზე დასრულდა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში განცხადებების მიღება. აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორობის სურვილი სულ 9 ადამიანმა გამოთქვა. აჭარის ტელევიზიის დირექტორობის კანდიდატები არიან: მერაბ წულუკიძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ჟურნალისტი; დავით ჩხარტიშვილი, ბათუმის მუნიციპალური სერვისების სააგენტოს მთავარი სპეციალისტი; გიორგი წულაია, აჭარის ტელევიზიის ყოფილი თანამშრომელი; გოგა კოხრეიძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის …

აჭარის ტელევიზიის დირექტორობის შვიდი კანდიდატი – განცხადებების მიღების ბოლო დღე

დღეს, 24 მაისს, სრულდება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში განცხადებების მიღება. ამ დროისათვის [13:00] დირექტორის კონკურსში ხუთი განცხადებაა შესული. კანცელარიაში ამბობენ, რომ განცხადებების მიღების ვადის დასრულებამდე კანდიდატების ვინაობას ვერ გაასაჯაროებენ, თუმცა მათი ვინაობა უკვე ცნობილია. აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ: მერაბ წულუკიძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი …

რატომ დაუჭირა მხარი ნატა იმედაიშვილმა აჭარის ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტს

„თუკი  8 თვის შემდეგ წავიდოდა ნათია კაპანაძე იმიტომ, რომ მისი უფლებამოსილების ვადა იწურებოდა, ესე იგი, შესაძლებელია, სიტყვის თავისუფლება საფრთხის ქვეშ დამდგარიყო? შეუძლებელია, ჩვენ ამაზე ვილაპარაკოთ,“ – ასე პასუხობს „აჭარის ტელევიზიის“ მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე, ნატა იმედაიშვილი შეკითხვას სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის რისკთან დაკავშირებით, რომელიც შესაძლოა დირექტორის თანამდებობიდან გადაყენებით დაიწყოს. დღეს, 19 აპრილს, მრჩეველთა საბჭოს ოთხმა წევრმა დირექტორის – …

103 თანამშრომელი და ქარტიის მონიტორინგი – არის თუ არა კაპანაძე აჭარა TV-ის დამოუკიდებლობის გარანტი 

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის, ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის საკითხის განხილვამდე ორი დღით ადრე მრჩეველთა საბჭოს ფეისბუქგვერდზე აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლების წერილი გამოქვეყნდა, რომელიც მაუწყებელში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს ეხმიანება. „ვემიჯნებით მაუწყებლის სახელით გაკეთებულ განცხადებას მაუწყებლის დირექტორის იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით არსებულ საფრთხეებზე. ასევე, ვემიჯნებით საკითხის პოლიტიკურ ჭრილში განხილვას. ვაცხადებთ, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობა არ არის …

ბორდის ორი წევრი აჭარის ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტს ითხოვს

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს ორმა წევრმა აჭარის ტელევიზიის დირექტორის, ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის საკითხი დააყენა – ინფორმაცია „ბათუმელებს“ საბჭოს თავმჯდომარემ, ნატა იმედიაშვილმა დაუდასტურა. ხუთწევრიანი ბორდიდან უმრავლესობა, ანუ სამი წევრი თუკი მისცემს ხმას მოქმედი დირექტორის წინააღმდეგ, ნათია კაპანაძე თანამდებობას დატოვებს. საბჭოს ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტის მოთხოვნით ორმა წევრმა: ირაკლი დარცმელიძემ და გიგა ჩხარტიშვილმა მიმართა. „ბათუმელები“ …

აჭარის ტელევიზიის თანამშრომლების მეორე სამსახური

„ეს თეორიული კითხვაა, ჩვენ პრაქტიკულად ვაშუქებთ კრიტიკულ ამბებს,“ – ეს „აჭარის ტელევიზიის“ ჟურნალისტმა, ირაკლი ფარულავამ გვითხრა, როცა მას „ინტერესთა კონფლიქტზე“ ვკითხეთ. ირაკლი სამედიცინო გადაცემის წამყვანია და პარალელურად სამშენებლო კომპანია „ალიანს ჯგუფის“ კონსულტანტი. იგი ერთ-ერთია ტელევიზიის იმ თანამშრომლებს შორის, ვისაც აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში მუშაობის პარალელურად მეორე სამსახური აქვს. „აჭარის ტელევიზია“ თითოეულ თანამშრომელთან გაფორმებული ხელშეკრულებით ზღუდავს ნებისმიერ …

უმაღლესი საბჭო აჭარის ტელევიზიის ბორდის წევრს ეძებს – ხელფასი 2625 ლარი

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრის შესარჩევად დღეს, 29 აგვისტოს, უმაღლესმა საბჭომ კონკურსი გამოაცხადა. კონკურსის პირობების მიხედვით, კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, „საზოგადოებრივი აღიარების და ნდობის მქონე პირი“. მას უნდა ჰქონდეს მაგისტრის ხარისხი და ათწლიანი მუშაობის გამოცდილება, მათ შორის, 5 წელი ჟურნალისტიკაში, ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში, საფინანსო, ელექტრონული კომუნიკაციების, სახელოვნებო, სამწერლო ან/და …

რეგიონული მედიის მიმართვა საქართველოს პარლამენტსა და საზმაუს სამეურვეო საბჭოს

საქართველოს რეგიონებში მოქმედი დამოუკიდებელი მედიაორგანიზაციები ვეხმაურებით საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის, გიორგი იაკობაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ შეურაცხმყოფელ განცხადებას. იაკობაშვილი უხამსი სიტყვებით მოიხსენიებს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას, მის წევრებს და ამ კონტექსტში ხაზს უსვამს, რომ ქარტიის დამფუძნებელთა უმრავლესობა რეგიონებიდან არის. იგი უსაფუძვლო ბრალდებებით ცდილობს რეგიონებში მომუშავე ჟურნალისტების დისკრედიტაციას, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვას. გიორგი იაკობაშვილი …

Exit mobile version