გეილ ენნ ჰერდი: თუ ვალდებულების გამო მუშაობ, ვერასდროს იქნები წარმატებული

20 სექტემბერს, ბათუმში, სასტუმრო „რადისონ ბლუში“, გაიმართა პანელი, – „წარმატების ფორმულა“, შეხვედრა ცნობილ ამერიკელ პროდიუსერთან გეილ ენნ ჰერდთან, რომელმაც საკუთარ პროფესიულ გამოცდილებასა და კარიერაზე ისაუბრა. გეილ ენნ ჰერდი ისეთი ცნობილი ფილმებისა და სერიალების პროდიუსერია, როგორიცაა „ტერმინატორი“, „მოსიარულე მკვდრები“, უცხოპლანეტელები“, „არმაგედონი“ და „ჰალკი“. კითხვაზე, – როგორ შეძელით მიგეღწიათ წარმატებას იმ ინდუსტრიაში, სადაც ძირითადად კაცები დომინირებენ, პროდიუსერმა …

„სეზონის დასასრული“, „ბატონი ჯონსი“ და სხვა ფილმები – ბათუმის კინოფესტივალის აფიშა

დღეს, 19 სექტემბერს, საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალზე კინოთეატრ „აპოლოში“ შემდეგ ფილმებს აჩვენებენ: 12 საათზე –„როცა ხურმები იზრდება“, ჰილალ ბაიდაროვი, აზერბაიჯანი/ავსტრია, 2019; 118 წთ. სახლში, სადაც დროის ქვიშა აზერბაიჯანის სოფლის ხმათა რიტმში იყრება, დედა თავის ვაჟს ელოდება. შვილის მოსვლის შემდეგ მათი დიალოგი ეგზისტენციური საკითხებისა და შორეული სიახლეების გარშემო ტრიალებს. დედა-შვილი ერთმანეთს უახლოვდება, დუმილს სიტყვები არღვევს …

ცნობილ ამერიკელ პროდიუსერთან, გეილ ენნ ჰერდთან შეხვედრა ბათუმში

20 სექტემბერს ბათუმში, სასტუმრო „რედისონ ბლუში“, გაიმართება პანელი: „წარმატების ფორმულა“, სადაც ამერიკელი პროდიუსერი, გეილ ენნ ჰერდი აუდიტორიასთან საკუთარ პროფესიულ გამოცდილებასა და კარიერულ გამოწვევებზე ისაუბრებს. გეილ ენნ ჰერდი პროდიუსერია ისეთი ცნობილი ფილმებისა და სერიალებისა, როგორიცაა: „ტერმინატორი“, „მოსიარულე მკვდრები“, „უცხოპლანეტელები“, „არმაგედონი“ და „ჰალკი“. პანელი იმართება ორგანიზაცია „ქალები კინოსა და ტელევიზიაში – კავკასია“, Natura Film-ისა და USAID-ის ეკონომიკური …

რა ფილმებს ნახავთ დღეს ბათუმის კინოფესტივალზე – 19 სექტემბრის აფიშა

დღეს, 19 სექტემბერს, საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალზე კინოთეატრ „აპოლოში“ შემდეგ ფილმებს აჩვენებენ: 12 საათზე – „სიყვარულის ავტომობილი“, ელკე მარგარეტ ლერენკრაუზი, გერმანია, 2019; 103 წთ. შებინდებისას გერმანიის სოფლებში ძველი მინივენები მწკრივდებიან გზატკეცილზე, რომელიც კარტოფილის მინდვრებსა და ბნელ ტყეებს შორის გადის. ამ მინივენებში აღმოსავლეთევროპელი და აფრიკელი სექსმუშაკები გამვლელ კლიენტებს ელოდებიან. ფილმი გვიჩვენებს ქალებს, რომლებიც ფულისა და …

რა ფილმებს ნახავთ დღეს ბათუმის კინოფესტივალზე

დღეს, 18 სექტემბერს, საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალზე კინოთეატრ „აპოლოში“ შემდეგი ფილმები იქნება ნაჩვენები: 12 საათზე – „სამასთვის“, უაად ალ ქათები/ედუარდ უატსი, დიდი ბრიტანეთი/აშშ, 2019; 95 წთ. „სამასთვის“ ახალგაზრდა ქალის, ვაად ალ კატეაბის ცხოვრების გზას გვაჩვენებს. ის სირიის ქალაქ ალეპოს ხუთწლიანი რევოლუციის განმავლობაში სიყვარულს, ქორწინებასა და დედობას გამოცდის. ომის პერიოდში ქალი არჩევანის წინაშე დგება: გაიქცეს თუ არა ქალაქიდან, რათა თავისი …

დარდენების „ახალგაზრდა აჰმედი“ და სხვა ფილმები – რას ნახავთ დღეს ბათუმის კინოფესტივალზე

დღეს, 17 სექტემბერს, საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალზე კინოთეატრ „აპოლოში“ შემდეგი ფილმები იქნება ნაჩვენები: 12 საათზე – „ფორმანი ფორმანის წინააღმდეგ“, ელენა ტრეშტიკოვა, ჩეხეთი „ფორმანი ფორმანი წინააღმდეგ“ „ოსკარის“ მფლობელი რეჟისორის, მილოშ ფორმანის პორტრეტია. ფილმი საარქივო მასალებისა და ოჯახისა თუ მეგობრების კოლექციებიდან ამოღებული, უცნობი კადრების ნაკრებს წარმოადგენს. ცნობილი რეჟისორის ავტობიოგრაფიული მოგონებების მთხრობელი მისი ვაჟი, პეტრ ფორმანია. 14 საათზე – „საბჭოთა …

რა ფილმებს ნახავთ დღეს ბათუმის კინოფესტივალზე – აფიშა

საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი 15 სექტემბერს საზეიმოდ გაიხსნა, დღეიდან, 16 სექტემბრიდან, კი კინოჩვენებები მიმდინარეობს კინოთეატრ „აპოლოში“. რა ფილმებს ნახავთ დღეს? – შეგიძლიათ თვალი გადაავლოთ დღევანდელ განრიგს, ფილმის თრეილერებსა და ფოტოებს. კინოჩვენებებზე დასწრება „აპოლოში“ უფასოა, თუმცა დასწრებისთვის საჭიროა წინასწარ ე.წ. „უფასო ბილეთების“ (რაც კონტროლისა და ადგილების დაჯავშნის მექანიზმია) აღება. იმის გათვალისწინებით, რომ “აპოლოში” მხოლოდ 160-მდე …

ბათუმის ბულვარში 2 აგვისტოდან უფასო კინოჩვენებები იწყება – ბიაფფიადა

საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი [BIAFF] ბათუმის ბულვარში კინოჩვენებებს იწყებს. ბულვარში 10 თანამედროვე ქართულ, 4 – კინოკლასიკას და 8 მოკლემეტრაჟიან ფილმს აჩვენებენ. კინოჩვენებები გაიმართება ბათუმის ბულვარში, საზაფხულო თეატრის წინ, 2, 3, 9, 11, 12, 23, 24, 25 აგვისტოს. გაიმართება დღეში ორი კინოსეანსი: 20:30 საათზე და 22:30 საათზე. კინოჩვენებები ბათუმის გარდა აჭარის რამდენიმე რეგიონშია კიდევ დაგემილი. …

პოლონური კინოს დღეები ბათუმში – აფიშა

16-17 მარტს ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის ორგანიზებითა და Polish Film Promotion-ის მხარდაჭერით,  ბათუმში გაიმართება პოლონური კინოს დღეები – „პოლონეთის დამოუკიდებლობის 100 წლისთავი – პოლონეთის ისტორია კინოშედევრებში“. პროგრამის ფარგლებში ნაჩვენები იქნება 6 ფილმი, მათ შორის ცნობილი პოლონელი კინორეჟისორების – ანჟეი ვაიდას, რომან პოლანსკისა და იან კომასას ფილმები. [red_box]16 მარტი[/red_box] „მარმარილოს კაცი“, ანჟეი ვაიდა. დასაწყისი: 16 საათზე „პიანისტი“, რომან პოლანსკი. დასაწყისი: 19 …

BIAFF-ის ორგანიზებით ჩიკაგოში ქართული კინოს დღეები გაიმართება

ჩიკაგოში, 9-12 ნოემბერს, პოლონური კინოს ფესტივალის ფარგლებში, ქართული კინოს დღეები გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორია საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი [BIAFF] ამერიკულ პარტნიორ ორგანიზაციასთან – Society for Arts თანამშრომლობით. ქართული კინოს დღეები ითვალისწინებს ქართული კინოს მცირე რეტროსპექტივას ჩიკაგოში. თანამედროვე ქართული კინო წარმოდგენილი იქნება ფილმებით: „სხვისი სახლი“ – რეჟისორი რუსუდან გლურჯიძე, „დედე“ – რეჟისორი მარიამ ხაჭვანი, „საშიში დედა“- რეჟისორი ანა ურუშაძე და „ბრმა …

გრანპრი, ერთი ფილმის სამი პრიზი და სხვა გამარჯვებულები – ბათუმის კინოფესტივალი დასრულდა

საავტორო კინოს ბათუმის მე-13 საერთაშორისო ფესტივალი დღეს, 23 სექტემბერს დასრულდა და უკვე ცნობილია კინოფესტივალზე გამარჯვებული ფილმების შესახებ. ფესტივალის მთავარი პრიზი, გრანპრი – „რეი და ლიზი“, რეჟისორი რიჩარდ ბილინგემი [დიდი ბრიტანეთი] საუკეთესო რეჟისურა – „ბედნიერი ლაზარო“, რეჟისორი ელის როუოჩერი  [იტალია] საუკეთესო მსახიობი მამაკაცი – ადრიანო ტარდიოლო, ფილმი „ბედნიერი ლაზარო“ საუკეთესო მსახიობი ქალი – ელა სმიტი, ფილმი „რეი და ლიზი“ …

რა ფილმებს ნახავთ დღეს ბათუმის კინოფესტივალზე [22 სექტემბრის აფიშა]

დღეს, 22 სექტემბერს, საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალის ბოლო დღეა. ფესტივალი ხვალ, 23 სექტემბერს საზეიმოდ დაიხურება ბათუმის მუსიკალურ ცენტრში, დღეს კი კინოთეატრ „აპოლოში“ შემდეგი ფილმები იქნება ნაჩვენები: 12 საათზე: „შამანური გაკვეთილები დამწყებთათვის“, რეჟისორი: სვეტლანა სტაცენკო  ეს არის უცნაური მეგობრობის ამბავი ტუველ შამანსა და ამერიკელ ფსიქოლოგს შორის, რომელიც ტუვაში ჩადის შამანური პრაქტიკის შესასწავლად. 14 საათზე: „სიცოცხლის კიდევ ერთი …

რატომ დაამთხვია მერიამ კინოჩვენებას როკკონცერტი ევროპის მოედანზე – განმარტებები

20 სექტემბერს ბათუმში, ევროპის მოედანზე, ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალის (BIAFF ) ფარგლებში გასამართი კინოჩვენება დაგვიანებით დაიწყო. მიზეზი ევროპის მოედანზე მიმდინარე როკჯგუფ brainwashed-ის კონცერტი გახდა. სანამ კონცერტი არ დასრულდა, BIAFF -ის მენეჯმენტმა კინოჩვენების დაწყება ვერ შეძლო. კინოფესტივალის მთავარი ფინანსური მხარდამჭერი ბათუმის მერიაა. ფესტივალის მენეჯერის ზვიად ელიზიანის თქმით, შვიდი წელია, რაც კინოფესტივალმა დახურულ ჩვენებებს დაამატა ღია …

რა ფილმებს ნახავთ დღეს ბათუმის კინოფესტივალზე – 21 სექტემბრის აფიშა

დღეს, 21 სექტემბერს, საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალზე კინოთეატრ „აპოლოში“ შემდეგი ფილმები იქნება ნაჩვენები: 12 საათზე: „დროის ხიდები“, რეჟისორი: ოდრიუს სტონისი  „დროის ხიდები“ ლატვიელი რეჟისორების, ოდრიუს სტონისა და ქრისტინა ბრიდეს 2017 წელს გადაღებული ფილმია ბალტიისპირა ქვეყნების დოკუმენტური კინოს ისტორიის შესახებ. ფილმი წელს კარლოვი-ვარის კინოფესტივალზე აჩვენეს. 14 საათზე: „წყნარი ქუჩა“, რეჟისორი: ალექსანდა მარკოვა;  „მოკლე“, რეჟისორი: რუსლან აღაზადე; „სუპერპრიზი“, …

ლარს ფონ ტრიერის და პაველ პავლიკოვსკის ფილმები – რას ნახავთ დღეს ბათუმის კინოფესტივალზე

დღეს, 20 სექტემბერს, საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალზე კინოთეატრ „აპოლოში“ შემდეგი ფილმები იქნება ნაჩვენები: 12 საათზე: „ბათუმის ერთი დღე“, რეჟისორი: თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბათუმის სახელოვნებო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტთა ჯგუფი. „ნიკო მარის კვალდაკვალ“ რეჟისორი: ვასო ჩავლეიშვილი. „დევნილობის ცხრა წელი“ რეჟისორი: თორნიკე კოპლატაძე ქართველი რეჟისორებისა და სტუდენტების ფილმები  სექცია „ქართულ პანორამაში“ იქნება წარმოდგენილი. „ბათუმის ერთი დღე“ …

ლოზნიცას და გასპარ ნოეს ფილმები – რას ნახავთ დღეს ბათუმის კინოფესტივალზე [აფიშა]

დღეს, 19 სექტემბერს, საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალზე კინოთეატრ „აპოლოში“ ექვსი ფილმი იქნება ნაჩვენები. 12 საათზე: „მამებისა და შვილების შესახებ“ [დოკუმენტური] რეჟისორი: ტალალ დერკი ტალალ დერკის 2017 წელს გადაღებული დოკუმენტური ფილმი რადიკალი ისლამისტების ოჯახის ცხოვრებაზე გვიამბობს. ფილმმა 2018 წელს სხვადასხვა კინოფესტივალის 6 ჯილდო მოიპოვა. 14 საათზე: „ზღვარს მიღმა“ [დოკუმენტური] რეჟისორი: მარტა პრუსი პოლონელი რეჟისორის, მარტა პრუსის ფილმი 20 …

რა ფილმებს ნახავთ ბათუმის კინოფესტივალზე დღეს [18 სექტემბრის აფიშა]

დღეს, 18 სექტემბერს, საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალზე შემდეგი ფილმები იქნება ნაჩვენები: კინოთეატრი „აპოლო“ 12 საათზე: „მშიერი აჩრდილების კუნძული“ [დოკუმენტური] რეჟისორი: გაბრიელ ბრადი გერმანელი რეჟისორის, გაბრიელ ბრადის დოკუმენტური ფილმი ავსტრალიაში, შობის კუნძულზეა გადაღებული. წელს ფილმმა რამდენიმე კინოფესტივალზე მოიპოვა ჯილდო, მათ შორის ედინბურგის საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურიმ რეჟისორს სპეციალური პრიზი გადასცა „ახალი, რადიკალური ხედვისთვის დევნილების კრიზისზე“. 14 საათზე: „ალავერდობა“ [მხატვრული] რეჟისორი: გიორგი შენგელაია …

რა ფილმებს ნახავთ დღეს ბათუმის კინოფესტივალზე [17 სექტემბრის აფიშა]

დღეს, 17 სექტემბერს, საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალზე შემდეგი ფილმები იქნება ნაჩვენები: კინოთეატრი „აპოლო“ [checklist] 12 საათზე: „ორსონ უელსის თვალები“. დოკუმენტური ფილმი. რეჟისორი: მარკ კუზინსი, დიდი ბრიტანეთი, 2018; 115 წთ. [/checklist] ირლანდიელი რეჟისორის მარკ კუსინსის ფილმმა წელს კანის კინოფესტივალის პრიზი – „ოქროს თვალი“ მიიღო. [checklist] 14 საათზე: „ჯარა“. დოკუმენტური ფილმი. ნიკა წიკლაური, საქართველო, 2017; 52 წთ. [/checklist] ფილმი გადაღებულია აჭარაში, მერისში, …

ბათუმში საავტორო კინოს XIII საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა

დღეს, 16 სექტემბერს, ბათუმის კინოფესტივალი საზეიმოდ გაიხსნა ბათუმის მუსიკალურ ცენტრში. გახსნის ცერემონიის შემდეგ ნაჩვენები იქნება საბჭოთა ცენზურის მიერ აკრძალული ქართული ფილმი – “ჩემი ბებია”.  დღეს კინოფესტივალმა ცნობილ ქართველ ოპერატორს, ლომერ ახვლედიანს გადასცა კინოფესტივალის ყოველწლიური სპეციალური პრიზი მსოფლიო კინემატოგრაფში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. კინოფესტივალზე დასწრება უფასოა. ჩვენებებზე დასწრებისთვის საჭიროა ე.წ. „უფასო ბილეთი“ (რაც დაჯავშნისა და კონტროლისთვის გამოიყენება), რომლის აღებაც კინოთეატრ …

ბათუმის კინოფესტივალი საბჭოთა ცენზურის მიერ აკრძალული ქართული ფილმით გაიხსნება

16 სექტემბერს ბათუმის საავტორო კინოფესტივალს გახსნის ქართული ფილმი, რომელსაც ათწლეულების მანძილზე არ აჩვენებდნენ საბჭოთა კავშირში. რეჟისორ კოტე მიქაბერიძის უხმო ფილმი, „ჩემი ბებია“, 1929 წელსაა გადაღებული. „ჩემი ბებია“ სატირული კომედიაა. ფილმი საბჭოთა საქართველოში აიკრძალა, რადგან რეჟისორს ბრალი დასდეს ფორმალიზმსა და ანტისაბჭოთა განწყობაში. ფილმი 1976 წელს აღადგინეს. ფილმის მუსიკალურ აკომპანიმენტს გააკეთებს გერმანიაში მცხოვრები ქართველი პიანისტი დუდანა მაზმანიშვილი. 2017 …

ფილმების ჩვენების განრიგი ბათუმის კინოფესტივალზე – რას ნახავთ „აპოლოში“

უკვე ცნობილია საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალის კინოჩვენებების განრიგი. ფესტივალი 16 სექტემბერს გაიხსნება ოფიციალურად, 17 სექტემბრიდან კი კინოთეატრ „აპოლოში“ შემდეგ ფილმებს ნახავთ: 17 სექტემბერი 12 საათზე: „ორსონ უელსის თვალები“, მარკ კუზინსი, დიდი ბრიტანეთი, 2018; 115 წთ. 14 საათზე: „ჯარა“, ნიკა წიკლაური, საქართველო, 2017; 52 წთ. 15 საათზე: „მტვრით მოწამლულები“, თამარ ბართაია, საქართველო, 2018, 52 წთ. …

ქართული ფილმები ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალზე

საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალზე წელს 20-ზე მეტი ქართული ფილმი იქნება ნაჩვენები ფესტივალის სხვადასხვა სექციაში. მხატვრული ფილმების საკონკურსო პროგრამაში მხოლოდ ერთი ქართული ფილმია – თინათინ ყაჯრიშვილის „ჰორიზონტი“. ფილმის პრემიერა წელს ბერლინის კინოფესტივალის სექცია „პანორამაში“ შედგა. ფილმი განქორწინებული ცოლ-ქმრის, ანასა და გიორგის ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს. „ჰორიზონტში“ მთავარ როლებს ია სუხიტაშვილი, გიორგი ბოჭორიშვილი, სოსო გოგიჩაიშვილი, ნანა დათუნაშვილი, ჯანო იზორია …

ცნობილი რეჟისორების ახალი ფილმები ბათუმის კინოფესტივალზე – 16 სექტემბრიდან

საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალზე არასაკონკურსო სექცია „დიდოსტატთა კოლექცია“ ყოველ წელს განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. ამ სექციაში, ტრადიციულად, ცნობილი რეჟისორების ახალ ნამუშევრებს აჩვენებენ. კინოფესტივალი ბათუმში 16-23 სექტემბერს გაიმართება და კინოჩვენებებზე დასწრება უფასოა. წელს „დიდოსტატთა კოლექციაში“ 7 ფილმი იქნება ნაჩვენები. [checklist] „ექსტაზი“ რეჟისორი: გასპარ ნოე   [/checklist] ორიგინალში ფილმის სახელწოდებაა Climax-ი. მიმოხილვების თანახმად, ფილმი მოცეკვავეთა დასზე გვიამბობს. რეჟისორმა ფილმისთვის …

ვინ არიან ბათუმის კინოფესტივალის ჟიურის წევრები

უკვე ცნობილია საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალის სხვადასხვა სექციის ჟიურის წევრთა ვინაობა. კინოფესტივალი ბათუმში 16-23 სექტემბერს გაიმართება და კინოჩვენებებზე დასწრება უფასოა. კინოფესტივალის მხატვრული ფილმების საკონკურსო პროგრამას შეაფასებს საერთაშორისო ჟიური: [checklist] სერგეი რახლინი (აშშ) – ჟიურის თავმჯდომარე ბეკე ფლიგაფი (უნგრეთი) – რეჟისორი ოლეგ ნეგინი (რუსეთი) – სცენარისტი ალინ ტასჩიანი (თურქეთი) – კინოკრიტიკოსი ლევან თუთბერიძე (საქართველო) – რეჟისორი …

დოკუმენტური ფილმები, რომლებსაც წელს ბათუმის კინოფესტივალზე ნახავთ

საავტორო კინოს ბათუმის მე-13 საერთაშორისო ფესტივალზე დოკუმენტური ფილმების საკონკურსო სექციაში წელს 8 ფილმს აჩვენებენ. ფესტივალი 16-23 სექტემბერს გაიმართება ბათუმში. კინოჩვენებებზე დასწრება უფასოა. ეს კი ის დოკუმენტური ფილმებია, რომელთა ნახვაც წელს ბათუმის კინოფესტივალზე შეგიძლიათ: [red_box]„სიცოცხლის კიდევ ერთი დღე“[/red_box] დამიან ნენოვისა და რაულ დე ლა ფუენტეს დოკუმენტური სურათი პოლონელი ომის რეპორტიორის, რიშარდ კაპუცკინსკის მოგზაურობაზეა ანგოლაში და 70-იანი წლების ომზე, …

10 მხატვრული ფილმი, რომლებსაც წელს ბათუმის კინოფესტივალზე საკონკურსო სექციაში ნახავთ

უკვე ცნობილია ფილმები, რომლებსაც წელს, საავტორო კინოს ბათუმის მე-13 საერთაშორისო ფესტივალზე მხატვრული ფილმების საკონკურსო სექციაში აჩვენებენ. წელს ამ სექციაში სულ ათი ფილმი იქნება ნაჩვენები. საერთო ჯამში კი კინოფესტივალზე, სხვადასხვა სექციაში, წარმოდგენილი იქნება 40-მდე სრულმეტრაჟიანი მხატვრული და დოკუმენტური ფილმი და 40 მოკლემეტრაჟიანი ფილმი 30 ქვეყნიდან. საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი 16-23 სექტემბერს გაიმართება ბათუმში. კინოჩვენებებზე დასწრება უფასოა. „ბათუმელები“ …

„ნუ დაკარგავთ დროს უნივერსიტეტში, დააგროვეთ ტკივილი“

სექტემბრის ბოლოს ბათუმში საავტორო კინოს  XII საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში ირანელი რეჟისორის, მოჰსენ მახმალბაფის მასტერკლასი გაიმართა. ცნობილი ირანელი რეჟისორი წელს ბათუმის კინოფესტივალის მხატვრული ფილმების კონკურსის ჟიურის თავმჯდომარე იყო. მახმალბაფი ირანული კინოს „ახალი ტალღის“ წარმომადგენელია. მან ირანი 2005 წელს დატოვა და ამჟამად ოჯახთან ერთად ევროპაში ცხოვრობს. „ბათუმელები“ გთავაზობთ მახმალბაფის მასტერკლასის მოკლე, სტენოგრაფიულ ვერსიას.  დავიბადე ოჯახში, სადაც ბებია …

გია ყანჩელი პაუზებს შორის

„არა, ოვაციებს ჩემთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს,“ – მითხრა მან მტკიცედ და გაჩუმდა, ხელჯოხი ოდნავ შეაქანა და იატაკს მიაჩერდა რამდენიმე წამით. მაგიდასთან ვსხედვართ. ჰოლიდან ჩვენამდე მხოლოდ ნაბიჯების ხმა ისმის, ადამიანები მიდი-მოდიან… მერე მზერა გამისწორა. „როდესაც მთავრდება შესრულება, თითქმის ყველა ჩემი ნაწარმოები გადადის სიჩუმეში“, – განაგრძო მან კიდევ უფრო მშვიდი ხმით. – „ეს სიჩუმე გრძელდება 5 …

მოჰსენ მახმალბაფი: წარმატებული ხარ მაშინ, როცა საკუთარი თავის შესწავლით ხარ დაკავებული

21 სექტემბერს სასტუმრო WYNDHAM batumi-ში ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში ირანელი რეჟისორის, მოჰსენ მახმალბაფის მასტერკლასი გაიმართა. რეჟისორი წელს ბათუმის კინოფესტივალის მხატვრული ფილმების ჟიურის ხელმძღვანელობს. მან 2005 წელს დატოვა ირანი და უკვე რამდენიმე წელია ოჯახთან ერთად ევროპაში ცხოვრობს. არის არაერთი ჯილდოს მფლობელი. რეჟისორმა მასტერკლასზე თავის ცხოვრებაზე, ირანში განვლილ რთულ წლებსა და „ახალი ტალღის“ რეჟისორების მიერ …

რა ფილმებს ვნახავთ დღეს? – ბათუმის კინოფესტივალის აფიშა

დღეს,  22 სექტემბერს, ბათუმის საავტორო კინოფესტივალზე კინოთეატრ „აპოლოში“ შემდეგი ფილმები იქნება ნაჩვენები: 12.00 საათზე: „დიქსი ლენდი“, რომან ბონდარჩუკი, უკრაინა/ლატვია/გერმანია, 2016, 60 წთ. 13.30 საათზე: „მე გადავცურე ენგური“, ანუნა ბუკია, საქართველო, 2016; 62 წთ. 15.00 საათზე: ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმების კოლექცია; 120 წთ. 17.30 საათზე: „ჩიტები მღერიან კიგალიში“, იოანა კრაუზე, ქშიშტფ კრაუზე, პოლონეთი, 2017, 113 წთ. 20.00 საათზე: „შუქ-ჩრდილი“ …

„დედე“, რეზო ესაძის ახალი ფილმი და კიმ კი დუკის „ქსელი” – კინოფესტივალის აფიშა დღეს

დღეს,  21 სექტემბერს, ბათუმის საავტორო კინოფესტივალზე კინოთეატრ „აპოლოში“ შემდეგი ფილმები იქნება ნაჩვენები: 12.00 საათზე: „ცოცხლად დარჩენის მეთოდი“, არნო ჰაგერს/ერიკ ლიეშუტ, რეინერ ვან ბრუმელენ, ჰოლანდია/ბელგია, 2016; 70 წთ. 14.00 საათზე: „ჩემი გარეუბნის ისტორია“, იუნუს ოზან კორკუტ, თურქეთი, 2017; 78 წთ. 16.00 საათზე: „მეტი“, ონურ საილაკ, თურქეთი, 2017, 115 წთ. 18.30 საათზე: „დედე“, მარიამ ხაჭვანი, საქართველო/კატარი, 2017, 97 …

ირანელი ფოტოგრაფი აბას კიაროსტამსა და თანამედროვე არტისტის ირანში ცხოვრებაზე

დღეს, 20 სექტემბერს, საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, თანამედროვე ხელოვნების ცენტრში, ირანელი ფოტოდოკუმენტალისტის, სეიფოლა სამადიანის ფოტოგამოფენა გაიხსნა, რომელიც აბას კიაროსტამის ბათუმში ვიზიტს ეძღვნება. ამავე სივრცეში აჩვენეს ფოტოდოკუმენტალისტის ხუთწუთიანი ფილმიც, რომელიც კიაროსტამის ბათუმში ვიზიტს ასახავს. სეფოლა სამადიანი, რომელიც მარტინ სკორსეზესა და აბას კიაროსტამთან თანამშრომლობდა, ირანული ფოტოგრაფიის „ახალი ტალღის“ წარმომადგენელია. ამჟამად  იგი თეირანის უნივერსიტეტის ფოტოჟურნალისტიკის პროფესორი და ჟურნალ …

10 ფილმი, რომლებიც ბათუმის კინოფესტივალზე უნდა ნახოთ

ბათუმში საავტორო კინოს მე-12 საერთაშორისო ფესტივალი მიმდინარეობს. წელს ფესტივალზე 40-მდე მხატვრულ და დოკუმენტურ, ასევე მოკლემეტრაჟიან ფილმებს აჩვენებენ კინოფესტივალის სხვადასხვა სექციაში. „ბათუმელები“ გთავაზობთ 10 ახალ ფილმს, რომლებმაც უკვე მიქციეს ყურადღება სხვადასხვა კინოფესტივალზე. „უსიყვარულობა“ რეჟისორი ანდრეი ზვიაგინცევი. რუსეთი/საფრანგეთი 2017 კინოთეატრი „აპოლო“, 20 სექტემბერი, 22:00 საათზე ფილმი მოსკოველ ცოლ-ქმარზე მოგვითხრობს, რომლებსაც განქორწინება სურთ. მშობლებისთვის ზედმეტ ბარგად ქცეული 12 …

ბათუმის კინოფესტივალის აფიშა: რა ფილმებს ნახავთ დღეს

დღეს,  20 სექტემბერს, ბათუმის საავტორო კინოფესტივალზე კინოთეატრ „აპოლოში“ შემდეგი ფილმები იქნება ნაჩვენები: 12.00 საათზე: „ბურმის ზღაპრების კრებული“, პიტერ ლომ, ჰოლანდია/ნორვეგია, 2017, 81 წთ. [დოკუმენტური ფილმი] 14.00 საათზე: „მზის ქალაქი“, რატი ონელი, საქართველო/აშშ/ქატარი/ჰოლანდია, 2017, 104 წთ. [დოკუმენტური ფილმი] 16.00 საათზე:  „სიგიჟის სიხარული“, ჰანა მახმალბაფი, ავღანეთი/ირანი, 2003; 71 წთ. [მხატვრული, არასაკონკურსო] 18.00 საათზე: „სავარძელი“, ელდარ შენგელაია, საქართველო, …

რა ფილმებს ნახავთ დღეს ბათუმში – კინოფესტივალის პირველი დღე

დღეს, 18 სექტემბერს, საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალზე, კინოთეატრ „აპოლოში“ შემდეგი ფილმები იქნება წარმოდგენილი:  12.00 საათზე: აუსტერლიცი, სერგეი ლოზნიცა, გერმანია, 2016; 94 წთ. [დოკუმენტური ფილმი] 14.00 საათზე: მოკლემეტრაჟიანი ფილმები (ევროპის კინოაკადემიის საუკეთესო ევროპული მოკლემეტრაჟიანი ფილმების კოლექცია). 16.00 საათზე: იუპიტერის მთვარე,  კორნელ მუნდრუცო, უნგრეთი/გერმანია, 2017,  123 წთ. [მხატვრული ფილმი] 18.30 საათზე: პატიოსანი კაცი, მოჰამად რასულოფ, ირანი, …

საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა [ფოტო]

დღეს, 17 სექტემბერს, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში, საავტორო კინოს ბათუმის მე-12 საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა. ღონისძიება ამ წუთებში მიმდინარეობს. ქართულ კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისთვის და სამსახიობო ოსტატობისთვის ფესტივალზე ბუბა კიკაბიძე სპეციალური პრიზით დააჯილდოვეს. კინომსახიობს პრიზი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ გადასცა. კინოფესტივალის ყოველწლიური სპეციალური პრიზი მსოფლიო კინემატოგრაფში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გადაეცა კომპოზიტორ გია ყანჩელს. ფესტივალის გახსნის ცერემონიის შემდეგ …

Exit mobile version