დღეს, 19 სექტემბერს, საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალზე კინოთეატრ „აპოლოში“ შემდეგ ფილმებს აჩვენებენ:
- 12 საათზე –„როცა ხურმები იზრდება“, ჰილალ ბაიდაროვი, აზერბაიჯანი/ავსტრია, 2019; 118 წთ.
- 14 საათზე – „ბაგატელი”, დენიელ ლევინი, აშშ, 2019; 30 წთ. “დელირიუმი”, ვაჰიდ & ნავიდ ნამი, ირანი, 2019; 16 წთ.“ბებო აქსო”, მეგი ბასილია, ისრაელი, 2019; 26 წთ. “იმედი”, ალექსანდრა მარკოვა, ბელორუსია, 2019; 26 წთ.“კივილი”, ტომა სტენკო, რუსეთი, 2019; 24 წთ. “ინდაური”, ამირ მასუდ სოჰეილი, ავღანეთი, 2019; 15 წთ.
-
17.30 საათზე –„სეზონის დასასრული”, ელმარ იმანოვი, გერმანია / აზერბაიჯანი / საქართველო, 2019; 92 წთ.
- 19.30 საათზე – „მბრძანებლის ხმა“, გეორგი პალფი, კანადა / უნგრეთი / საფრანგეთი / შვედეთი / აშშ; 2018; 108 წთ.
- 22.00 – „გამოფენა კოსმოსში“, თოკო მზარელუა, საქართველო, 2019, 30 წთ.
კინოჩვენებებზე დასწრება „აპოლოში“ უფასოა, თუმცა დასწრებისთვის საჭიროა წინასწარ ე.წ. „უფასო ბილეთების“ (რაც კონტროლისა და ადგილების დაჯავშნის მექანიზმია) აღება. იმის გათვალისწინებით, რომ “აპოლოში” მხოლოდ 160-მდე ადგილია, დასწრების მსურველებმა უმჯობესია აიღონ უფასო ბილეთები ადგილის რეზერვაციის მიზნით. ერთდროულად შესაძლებელია მხოლოდ 2 დღის კინოსეანსების ბილეთების აღება. „უფასო ბილეთების“ დაჯავშნა შესაძლებელია ცალკეულ კინოჩვენებებზე ინტერნეტითაც. ამისათვის საჭიროა გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე: ბილეთების დაჯავშნა BIAFF 2019.
___________
მთავარ ფოტოზე: კადრი ფილმიდან „ბატონი ჯონსი“. ფოტო: indiewire.com







