„გადმოდით, ბათუმში სახლი გელოდებათ“ – როგორ ყიდიან რუსები ქონებას საქართველოდან

„გადმოდით, თქვენ სახლი ბათუმში უკვე გელოდებათ“, „აქ ყველაფერი კომფორტული ცხოვრებისთვის არის შექმნილი: ფართო და მყუდრო სამსართულიანი ვილები 4+1 განლაგებით და 193 კვადრატულ მეტრამდე ფართობით“, – ამ ფრაზებით ეპატიჟებიან რუსი ბლოგერები საქართველოში რუსეთის სხვა მოქალაქეებს. განსაკუთრებით სოციალურ ქსელ youtube-სა და tik-tok-ზე არეკლამებენ საქართველოს სამშენებლო კომპანიები რუსულად, ზოგჯერ ინგლისურად, თავიანთ გასაყიდ ქონებას – ბინებს და აპარტამენტებს. რეკლამას …

საქართველოში რუსეთის 567 ათასი მოქალაქე შემოვიდა – მესამე კვარტალის მონაცემები

საქართველოს სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, 2025 წლის მესამე კვარტალში [ივლისი-აგვისტო-სექტემბერი] ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა – 567.1 ათასი რუსეთის ფედერაციიდან დაფიქსირდა. ეს ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 26.1 პროცენტია. მეორე ადგილზე იყო თურქეთი 16.5%-იანი წილით, ხოლო მესამეზე – სომხეთი 11.8%-იანი წილით. შესაბამისად, მესამე კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა რუსეთის ფედერაციის [664.6 ათასი], თურქეთისა [430.0 ათასი] და სომხეთის [329.3 ათასი] …

რუსული სამხედრო-პატრიოტული ბანაკის წევრები Z-მაისურებით ბათუმსა და ურეკში სეირნობენ, შსს დუმს

10 ივლისს რუსმა ბლოგერმა ნიკოლაი ლევშიცმა თავის ინსტაგრამის გვერდზე შემდეგი ინფორმაცია გაავრცელა: „Торнадо“ ბათუმშია. სამხედრო-პატრიოტული ბანაკი რუსეთიდან, „Z“ და „V“ სიმბოლიკით საქართველოში ისვენებს. გუშინ და დღეს ერთდროულად რამდენიმე ადამიანმა მომწერა, რომ ნახეს მოზარდების და ზრდასრულების დიდი ჯგუფი… რამდენიმე ათეული ადამიანი სეირნობდა ბათუმის სანაპიროზე, შემდეგ კი ურეკში წავიდნენ“. ბლოგერმა ასევე გაავრცელა ჯგუფის ფოტოები, რომლებსაც ნამდვილად აცვიათ …

რა გაარკვია მთავრობამ რუსულ სკოლებთან დაკავშირებით ერთ წელში

აკრედიტაციის გარეშე მოქმედი კერძო რუსული სკოლები, სადაც საქართველოს განათლების სამინისტრომ ერთი წლის წინ მოკვლევა დაიწყო, შეუფერხებლად ფუნქციონირებს. „ბათუმელებმა“ არააკრედიტებული სკოლების: „School Club Georgia-სა“ და „პროექტორის“ შესახებ სტატიები 2022 წლის 2 და 9 სექტემბერს გამოაქვეყნა. ორივე სკოლის საქმიანობა რუსეთის განათლების სამინისტროს მიერ ლეგიტიმურადაა ცნობილი და სკოლის მოსწავლეებიც გამოცდებს დისტანციურად აბარებენ მოსკოვსა და პეტერბურგში. ორივე სკოლის დირექტორი …

ბათუმის აქციაზე დაკავებული კაცი: წინა მთავრობამაც დამაკავა, მათ სტრასბურგში ვუჩივლე და მოვუგე

„სიკვდილი პუტინის ჯაშუშებს, ჩაძაღლება ჯაშუშებს“ – დაიყვირა ლუკამ, ვიდრე პოლიცია თავზე დააჭერდა ხელს ავტომანქანაში მოსათავსებლად. ის ბათუმის ნავსადგურიდან ოზურგეთის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ეს პროტესტი „ნაციონალების აქციად“ მონათლა, როცა ის ამერიკის ელჩს, კელი დეგნანს გამოეხმაურა. „ქართველი ხალხის სახელით საუბარი არ არის არც ერთი ელჩის საქმე, მით უმეტეს, როცა აფასებ 150 ნაციონალის აქციას …

ბათუმის კაფეებში უცხო ენაზე მომსახურების საკითხს შევისწავლით – კონკურენციის სააგენტო 

ბათუმში, კაფე-ბარებში, „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაძლო დარღვევის ფაქტზე, კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ საკითხის შესწავლა დაიწყო. „საკითხი ეხება – 11 მოვაჭრის მიერ, საზოგადოებრივი კვების ობიექტებში, კაფე-ბარებში, მხოლოდ უცხო ენაზე მომსახურებას. კერძოდ, „ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის“ წერილის საფუძველზე, საცნობარო (კვების) მენიუ შედგენილია და მომხმარებელს  არასახელმწიფო ენაზე მიეწოდება. შესაბამისი სამსახურის მიერ განხორციელებული მონიტორინგის ფარგლებში ასევე დასტურდება, რომ …

„ვამაყობ ჩვენი ხალხით“ – პრეზიდენტი ბათუმის აქციაზე

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ტვიტერზე ეხმიანება ბათუმში 27 ივლისს გამართულ აქციას რუსეთიდან გამოსული საკრუიზო ლაინერის წინააღმდეგ. „ვამაყობ ჩვენი ხალხით, რომელმაც მშვიდობიანად გააპროტესტა რუსეთის ახალი პროვოკაცია – რუსული საკრუიზო ლაინერის საქართველოში, ბათუმის პორტში შემოსვლა მაშინ, როდესაც პუტინი მარცვლეულის გადაზიდვებს ბლოკავს და შავ ზღვაში თავისუფალ ნაოსნობას აფერხებს. შავი ზღვის უსაფრთხოება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირისთვის“ – …

მზარეულების თქმით, დამსაქმებელი მათ ამცირებს და ხელფასს არ უხდის – რესტორანი „ზღვის ხედი“

მზარეული ვლადიმირ პოტოცკი და შეფ მზარეული მაქსიმ ხროლი „ბათუმელებს“ უყვებიან, რომ რესტორნის მფლობელებმა, ოლესია ზუსკომ და ვლადიმერ ბორისოვიჩმა მათ ხელფასი არ გადაუხადეს და როცა კუთვნილი ანაზღაურება მოითხოვეს დამსაქმებლებისგან ლანძღვა-გინება მიიღეს პასუხად. იმავეს ყვება ამ რესტორანში დასაქმებული საქართველოს მოქალაქეც, რომელსაც ვინაობის გამხელა არ სურს. მისი თქმით, „ხელფასებს არ იხდიან დროულად. თუ თხოვ, ან გატყუებენ, ან გაგდებენ …

„რატომ იცინით“ – მოქალაქე, რომელმაც ბათუმის საკრებულოში რიჟვაძის ნათქვამი გააპროტესტა

დღეს, 27 ივნისს, მოქალაქე მეგი დიასამიძე ბათუმის საკრებულოს სხდომას პირველად დაესწრო, მოისმინა მხარეების პოზიციები და ბოლოს თავადაც გამოთქვა აზრის გაზიარების სურვილი – „ჩემს სათქმელსაც გეტყვით“. სხდომის ბოლოს მან საკრებულოს თავმჯდომარისგან თანხმობა მიიღო – „გისმენთ“. მეგი მიკროფონთან დასვეს. როგორც აღმოჩნდა, საკრებულოში ეგონათ, რომ მოქალაქეს ქალაქის პრობლემებზე სურდა საუბარი. „მადლობა პირველ რიგში. ძალიან ბევრ საკითხს შეეხეთ და …

რატომ არ აჯარიმებენ რუსეთის მოქალაქეებს ბათუმში უბილეთოდ მგზავრობისთვის

მოქალაქემ „ბათუმელებს“ მოგვაწოდა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ არ აჯარიმებს კონტროლიორი რუსეთის მოქალაქეს, რომელიც უბილეთოდ მგზავრობს ბათუმის მუნიციპალური ავტობუსით. მოქალაქეებს სხვა დროსაც მოუმართავთ ჩვენთვის და უსაუბრიათ იმავე პრობლემაზე. „ბათუმელებმა“ ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციას ჰკითხა, რა პოლიტიკას ატარებენ რუსეთის მოქალაქეებთან დაკავშირებით – თუ აჯარიმებენ მათ უბილეთოდ მგზავრობისთვის? მუნიციპალური ინსპექცია უარყოფს რუსეთის მოქალაქეების მხრიდან უბილეთოდ მგზავრობის ფაქტს და ამბობს, …

„რუსებს არ ვპასუხობ რუსულად“ – 22 წლის სტუდენტი ბათუმიდან, რომელიც ბულვარში მუშაობს

22 წლის სტუდენტი, გიორგი გორჯელაძე უკვე სამი თვეა ბათუმში, სამომხმარებლო სფეროში მუშაობს. მის სამსახურს ხშირად სტუმრობენ რუსეთის მოქალაქეები, გიორგი მათ მხოლოდ ქართულად ან ინგლისურად ელაპარაკება. ამბობს, რომ ეს პროტესტია. ამ სამი თვის განმავლობაში ერთი შემთხვევა ახსენდება, როცა რუსმა ტურისტმა გააპროტესტა ის, რომ თავის ენაზე არ დაელაპარაკნენ: „შემოვიდა გოგო, მესაუბრებოდა რუსულად, მე მას ინგლისურად ვპასუხობდი. მკითხა …

რუსულნომრიან მანქანებს ვერც ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია აჯარიმებს

ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია რუსულნომრიან მანქანებს არასწორი დგომისა და პარკინგის საფასურის გადაუხდელობის გამო ვერ აჯარიმებს. ამის შესახებ ბათუმის საკრებულოს სხდომაზე პარკირების დარღვევისთვის დაჯარიმების წესში ცვლილების განხილვისას იმსჯელეს. ეს ინფორმაცია არც ინსპექციის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების ხელმძღვანელმა, ლაშა მამულაძემ უარყო. სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის ერთ-ერთმა მოადგილემ, ზურა ნაკაიძემ განმარტა, რომ მისი ინფორმაციით, რუსეთის, ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეები, ისევე როგორც ნებისმიერი …

„ბევრი რუსია რიგში, ამიტომ ჩვენ უნდა დაგვჩაგროთ?“ – „ევრო 2000-ში“ სწავლა 5 ათასი ლარი ხდება

„ჭარბი რაოდენობა შემოედინება, ბევრი რუსი ჩადგა სკოლის რიგში და ამიტომ ჩვენ უნდა დავიჩაგროთ?“ – კითხულობს გიორგი თედოზაშვილი, ვისი შვილიც ბათუმში, კერძო სკოლა „ევრო 2000-ში“ სწავლობს. ის დღეს, 22 მარტს, სხვა მშობლებთან ერთად  სკოლის დირექციასთან ითხოვდა შეხვედრას. სკოლა „ევრო 2000-ის“ მოსწავლეების მშობლებს უკვე აცნობეს დირექციიდან, რომ სწავლის საფასური სექტემბრიდან 3500-დან 5000 ლარამდე იზრდება. მშობლების ერთ-ერთი ვერსიით, …

რუსული ენის ცოდნა – ახალი მოთხოვნა დასაქმების მსურველებისთვის

ბათუმში მცხოვრები სამსახურის მაძიებლები ამბობენ, რომ ბოლო ერთი წელია შრომის ბაზარზე ახალი მოთხოვნა გაჩნდა – რუსული ენის ცოდნა. ადრე თუ დამსაქმებლები ინგლისურს ითხოვდნენ, დღეს ჯერ იმას გეკითხებიან, იცი თუ არა რუსული და შემდეგ ინტერესდებიან სხვა ენების ცოდნით და უნარებით. მარიამ დუმბაძე ერთ-ერთი მათგანია, ვინც სამსახურს ეძებს. „სამსახურის ძიებაში ვარ. ძებნის პროცესში ხშირად დაბრკოლებას მიქმნის რუსული …

„მოდი ნუ ვიტყვით, რომ ომის იდეა მიუღებელია კირილ“ – მობილიზაციას გამოქცეული ცოლ-ქმარი

2022 წელს რუსეთიდან 1 მილიონ 400 ათასზე მეტი მოქალაქე შემოვიდა საქართველოში. საქართველოში რუსეთის მოქალაქეებმა 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ დაიწყეს ინტენსიურად შემოსვლა, მას შემდეგ, რაც რუსეთი თავს დაეხა უკრაინას. რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა საქართველოში გაიზარდა ზაფხულსა და შემოდგომაზე: ივლისში, აგვისტოსა და სექტემბერში. რუსეთში „ნაწილობრივი მობილიზაციის“ გამოცხადებამდე და მას შემდეგაც. პირად საუბრებში რუსეთის მოქალაქეები ამბობენ, რომ უმრავლესობა სწორედ …

რა უნდა ვქნათ, როცა კაფე-ბარებში სერვისს ქართულ ენაზე ვერ ვიღებთ

ბათუმში არაერთი კაფე, ბარი, რესტორანი და კლუბია, რომლებზეც არც აბრაა განთავსებული ქართულ ენაზე, მენიუც მხოლოდ უცხო ენებზეა შედგენილი და დასაქმებული მომსახურე პერსონალიც სახელმწიფო ენაზე ვერ მოგემსახურებათ, სანაცვლოდ კი მოგთხოვთ, რომ ისაუბროთ რუსულად. თუ  რუსულად არ გსურთ საუბარი, მიგითითებენ, რომ ინგლისურადაც შეგიძლიათ ყველაფრის შეკვეთა. თუ დააზუსტებთ, რომ უბრალოდ გსურთ საკუთარ, სახელმწიფო ენაზე მომსახურების მიღება, რისი უფლებაც …

რუსები არ უყვართ ჩეჩნებს და დაღესტნელებს, საქართველო ტოლერანტია – რუსეთის მოქალაქე

22 წლის ანდრეი გრომოვი საქართველოში მოსკოვიდან 2 კვირის წინ ჩამოვიდა ლარსის გავლით. ამბობს, რომ რუსეთში გამოცხადებული მობილიზაცია არ ყოფილა ის მთავარი მიზეზი, რის გამოც ქვეყანა დატოვა და საქართველოში ჩამოვიდა. ანდრეი ამბობს, რომ მისი მთავარი ინტერესები კრიპტოვალუტას უკავშირდება, რაც, მისი თქმით, საქართველოში ხელმისაწვდომია. ანდრეი IT სპეციალისტია. ამბობს, რომ საქართველოში სულ მცირე 1 წლით აპირებს დარჩენას. ქვეყნის …

საქართველოს მოქალაქეობა გვინდა, რუსეთის არა – მობილიზაციას გამოქცეული ძმები

34 წლის ვასილი ნიკიტინი საქართველოში რუსეთიდან ერთი თვის წინ, 22 სექტემბერს ჩამოვიდა ძმასთან ერთად – ლარსის გზით. ვასილს და მის 27 წლის ძმას, საშას, რუსეთში გამოცხადებული მობილიზაცია ეხებოდათ. ომში გაწვევა მათ არ მისვლიათ, მაგრამ დარწმუნებულები არიან, რომ ადრე თუ გვიან გამოიძახებდნენ. პეტერბურგში ვასილიმ დატოვა მეუღლე, მშობლები, ნათესავები, მეგობრები, სახლი, მანქანები და ძმასთან ერთად ჩამოვიდა საქართველოში. …

„კარგია რუსების აქ ყოფნა ქართველებისთვის” – მობილიზაციას გამოქცეული რუსეთის მოქალაქე

რუსეთის მოქალაქე, 30 წლის ვალერი ტუტაევი ბათუმში სექტემბრის მეორე ნახევარში ჩამოვიდა, რუსეთში მობილიზაციის გამოცხადებისთანავე. ამბობს, რომ მან ქვეყნიდან გამოღწევა მოასწრო, მაგრამ ბევრი მისი ნაცნობი რუსეთს ვეღარ ტოვებს – საზღვრის კვეთის უფლება არ აქვთ, რადგან ვისაც მობილიზაციის გაწვევა მიუვა, მათ შესახებ ინფორმაცია საზღვარზეც აქვთ. ვალერის მონათხრობის მიხედვით, არის შემთხვევები, როცა თვითმფრინავის ბილეთები უუქმდებათ რუსეთის დატოვების მსურველებს. …

რას ფიქრობს რუსეთიდან ბათუმში გამოქცეული კაცი აფხაზეთზე, ყირიმსა და პუტინზე

38 წლის ალექსეი ზინინი საქართველოში ლარსის გავლით რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა. რუსეთიდან სამხედრო მობილიზაციას გამოექცა და ახლა ბათუმში ცხოვრობს. ჯერ ზუსტად არ იცის, სად გააგრძელებს ცხოვრებას, მაგრამ ამბობს, რომ პუტინის რუსეთში არ დაბრუნდება. ალექსეი ზინინს აფხაზეთის, ყირიმის, დონბასის შესახებ ვკითხეთ. მობილიზაციას გამოქცეულმა რუსეთის მოქალაქემ ისაუბრა ასევე საკუთარ დამოკიდებულებებზე: რა იყო მისთვის მობილიზაციის გარდა ყველაზე გაუსაძლისი …

რას ჰყვება რუსეთიდან საქართველოში ფეხით ჩამოსული ილია

მხოლოდ ორი დღის, 26-27 სექტემბრის მონაცემებით საქართველოში რუსეთის 21 ათასზე მეტი მოქალაქე შემოვიდა. შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, სამხედრო მობილიზაციის გამოცხადების პირველ დღეებში რუსეთიდან საქართველოში ყოველდღიურად დაახლოებით 5-6 ათასი ადამიანი შემოდიოდა, 26, 27 სექტემბრისთვის კი ამ მაჩვენებელმა 40-45%-ით მოიმატა. 40 წლის ილიაც რუსეთიდან ჩამოვიდა საქართველოში, ფეხით რამდენიმე დღე იარა. ამბობს, რომ თუ ანონიმურობას არ …

500 ლარით დააჯარიმეს რუსეთის მოქალაქე, რომელმაც ქალს უკრაინის დროშის გამო დაარტყა

დღეს, 21 მაისს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ 500 ლარით დააჯარიმა რუსეთის მოქალაქე, რომელმაც 19 მაისს, ბათუმში, თარჯიმანთა ბიუროს თანამშრომელს ხელი დაარტყა. საქმეს მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე განიხილავდა. როგორც ამ ამბის ერთ-ერთი თვითმხილველი და ამავე ბიუროს თანამშრომელი ელენე ხაჯიშვილი „ბათუმელებს“ ეუბნება, მოსამართლემ რუსეთის მოქალაქეს ქვეყნის პატივისცემისკენაც მოუწოდა. „როცა საქართველოში ხართ, პატივი უნდა სცეთ საქართველოსო, უთხრა“ – ამბობს ელენე …

შსს არ პასუხობს, რუსეთის მოქალაქეების მიერ ბათუმელი ქალის ცემაზე დაიწყო თუ არა გამოძიება

შინაგან საქმეთა სამინისტროში „ბათუმელებს“ არ უპასუხეს კითხვაზე, დაიწყო თუ არა გამოძიება გუშინ, 19 მაისს, ბათუმში, ერთ-ერთ სათარჯიმნო ბიუროში მომხდარ ინციდენტზე. 19 მაისს ბათუმში ერთ-ერთ სათარჯიმნო ბიუროში მისულმა რუსეთის მოქალაქეებმა იქვე გაკრული უკრაინის დროშა ჩამოხიეს. ორი ქალი და ორი კაცი გააღიზიანა წარწერამ – „რუსკი კარაბლ იდი…“  ბიუროს შენობაში ამ დროს მხოლოდ ორი ქალი თანამშრომელი იყო. რუსებმა …

ბათუმში რუსეთის მოქალაქეებმა ოფისში უკრაინის დროშა ჩამოხიეს და თანამშრომელს დაარტყეს 

დღეს, 19 მაისს, ბათუმში, ერთ-ერთ სათარჯიმნო ბიუროში მისულმა რუსეთის მოქალაქეებმა იქვე გაკრული უკრაინის დროშა ჩამოხიეს. ორი ქალი და ორი კაცი გააღიზიანა წარწერამ – „რუსკი კარაბლ იდი…“ ბიუროს შენობაში ამ დროს მხოლოდ ორი ქალი თანამშრომელი იყო. რუსებმა ერთ-ერთ მათგანს ხელი დაარტყეს. ბიუროს ერთ-ერთი თანამშრომლის, ელენე ხაჯიშვილის მონათხრობით, როცა დაიწყეს უკრაინის დროშის დაზიანება, მისმა კოლეგამ, ნანა წაქაძემ …

რუსები ბათუმში 2008 წლის აგვისტოს შემდეგ

მათ აკავშირებთ ერთი საერთო რამ – ეთნიკურად რუსები არიან და ბათუმში ცხოვრობენ. მათგან მხოლოდ ერთ-ერთი – 18 წლის რომა დაიბადა საქართველოში, სხვები სხვადასხვა გარემოების გამო აღმოჩდნენ ჯერ საქართველოში, შემდეგ კი ბათუმი აირჩიეს საცხოვრებლად. პოლიტიკაზე საუბარი არც ერთ მათგანს არ სურს, ამბობენ, რომ ამისგან თავს შეიკავებენ. ასევე იმასაც ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მათი ეთნიკური წარმომავლობის გამო არასდროს …

Exit mobile version