ჯანდაცვის სამინისტრომ ის რეკომენდაციები შეიმუშავა, რომელთა დაცვაც სავალდებულოა ბავშვთა და სხვა გასართობი ცენტრებისთვის. ასეთი ცენტრები მუშაობის განახლებას პირველი აპრილიდან შეძლებენ. გასართობმა ცენტრებმა მომხმარებელი უნდა მიიღოს წინასწარი დაჯავშნით [ჩაწერით]; ამასთან, შესასვლელში აუცილებელია თანამშრომლების და მომხმარებელთა თერმოსკრინინგი; ყველა პირი ვალდებულია შენობაში შესვლისას და გასართობ ღონისძიებაზე ყოფნისას სივრცის ყველა ზონაში ატაროს ნიღაბი, გარდა „პირბადის ტარების წესის დამტკიცების შესახებ“ …
Tag Archives: რეკომენდაციები
კაზინოებმა ყველა ვიზიტორი უნდა აღრიცხონ – რეკომენდაციები სათამაშო ბიზნესს
აჭარაში პირველი მარტიდან, ხოლო სხვა რეგიონებში პირველი აპრილიდან სათამაშო ბიზნესს შეუძლია მუშაობა განაახლოს. თუმცა, იფორმირებული ადამიანების თქმით, ბათუმში კაზინოები, დიდი ალბათობით, მუშაობას იქამდე არ განაახლებენ, ვიდრე თურქეთთან სახმელეთო საზღვარი [სარფი] არ გაიხსნება. ჯანდაცვის სამინისტრომ კაზინოებისა და სათამაშო ბიზნესოპერატორებისთვის რეკომენდაციები 27 თებერვალს გამოაქვეყნა. კაზინოს მფლობელები ხელისუფლებასთან შეხვედრებს საგადასახადო და სხვა საკითხებთან დაკავშირებითაც განაგრძობენ, იმ პირობების დასაზუსტებლად, …
Continue reading “კაზინოებმა ყველა ვიზიტორი უნდა აღრიცხონ – რეკომენდაციები სათამაშო ბიზნესს”
რა წესები უნდა დაიცვან საბავშვო ბაღებმა – რეკომენდაციები სრულად
2021 წლის პირველი მარტიდან მუშაობას განაახლებენ როგორც მუნიციპალური, ასევე კერძო საბავშვო ბაღები. შესაბამისი გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. საბავშვო ბაღები მუშაობის განახლება/გაგრძელებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებენ, თუ დაიცავენ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს. ახალი კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციასთან დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციების მიხედვით, პანდემიის პირობებში საბავშვო ბაღებმა უნდა შეიმუშაონ საგანგებო სიტუაციაში სამოქმედო გეგმა. ამასთან, დაუშვებელია საბავშვო ბაღის შენობაში …
Continue reading “რა წესები უნდა დაიცვან საბავშვო ბაღებმა – რეკომენდაციები სრულად”
სკოლაში დაბრუნების პროცედურები კოვიდის გადატანის შემდეგ – ახალი რეკომენდაციები
მოსწავლის, მასწავლებლის ან/და თანამშრომლის კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში სკოლაში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ ახალი რეკომენდაციები ჯანდაცვის სამინისტრომ 11 თებერვალს დაამტკიცა. ამ რეკომენდაციების მიხედვით, მოსწავლის/მასწავლებლის/თანამშრომლის ოჯახის წევრის დაინფიცირების შემთხვევაში, „სასკოლო პროცესს ჩამოშორდება მხოლოდ კონკრეტული მოსწავლე/მასწავლებელი/თანამშრომელი და ეს ვითარება არანაირად არ გავრცელდება იმავე კლასის სხვა მოსწავლეებზე ან მასწავლებლებზე“. იმ პირებთან, ვისაც კოვიდი დაუდასტურდება, მაღალი რისკის კონტაქტში მყოფი თანამშრომლების თვითიზოლაციის/კარანტინის …
Continue reading “სკოლაში დაბრუნების პროცედურები კოვიდის გადატანის შემდეგ – ახალი რეკომენდაციები”
სხვადასხვა კლასის მოსწავლეებისთვის შესვენება სკოლაში დაიგეგმოს განსხვავებულ დროს – რეკომენდაციები
ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში პირველი თებერვლიდან განახლდება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში სწავლება, ხოლო თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში სკოლებში სწავლის განახლება დაგეგმილია 1-ლი მარტიდან. სკოლის შენობებში სწავლის პროცესი იმ რეკომენდაციების გათვალისწინებით უნდა წარიმართოს, რომლებიც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს აქვს შემუშავებული. რეკომენდაციები მოიცავს სკოლის ადმინისტრაციის, მოსწავლეებისა და მათი მშობლების ვალდებულებებს, სკოლის შენობისა და ინვენტარის დეზინფექციას, თერმოსკრინინგს, პირბადის ტარებას …
რა შემთხვევაში განაახლებენ სკოლები მუშაობას – სავალდებულო რეგისტრაცია
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კერძო და საჯარო სკოლები, კერძო და საჯარო ბაღები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, კინოთეატრები და თეატრები შრომის ინსპექციის მიერ გაცემული დადებითი დასკვნის საფუძველზე შეძლებენ საქმიანობის განახლებას. იმისათვის, რომ დადებითი დასკვნა მიიღონ ამ დაწესებულებებმა ანუ საქმიანობა განაახლონ, პირველ რიგში, უნდა დარეგისტრირდნენ სპეციალურ ვებგვერდზე და გაითვალისწინონ ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი რეკომენდაციები: [checklist] სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში დარეგისტრირების შემდეგ, …
Continue reading “რა შემთხვევაში განაახლებენ სკოლები მუშაობას – სავალდებულო რეგისტრაცია”
ბიზნესს, რომელიც რეკომენდაციებს არ დაიცავს, საქმიანობას შეუჩერებენ
ნებადართული ეკონომიკური საქმიანობის დროს ჯანდაცვის რეკომენდაციებთან კრიტიკული შეუსაბამობის შემთხვევაში, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტს უფლება მიეცა, ბიზნესსუბიექტს ეკონომიკური საქმიანობის პროცესი შეუჩეროს. შესაბამისი დადგენილება საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 19 აგვისტოს მიიღო და იმავე დღეს ამოქმედდა. ამავე დადგენილებით, საქმიანობის განახლება შესაძლებელი იქნება იმ შემთხვევაში, თუ სუბიექტი დარღვევებს აღმოფხვრის. აღნიშნული დადგენილებით, „იზოლაციისა და კარანტინის წესებს“ დაემატა შემდეგი პუნქტები: [checklist] …
Continue reading ” ბიზნესს, რომელიც რეკომენდაციებს არ დაიცავს, საქმიანობას შეუჩერებენ”
სკოლაში მოსწავლისთვის თმის შეკვრა სავალდებულოა – ჯანდაცვის რეკომენდაციები მშობლებს
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ სკოლებისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა. ამ რეკომენდაციების საფუძველზე, 2084 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საკლასო ოთახებში 15 სექტემბერს განახლდება. რეკომენდაციების მიხედვით, განსაზღვრულია არაერთი რეგულაცია სკოლისთვის, ასევე ვალდებულებები მოსწავლეებისა და მშობლებისთვის. მოსწავლეების ვალდებულებები: დაიცავით ჰიგიენის წესები; დაიცავით სასწავლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესები; დაიმუშავეთ ხელები სადეზინფექციო ხსნარით იმ შემთხვევაში, როცა ვერ ხერხდება ხელების დაბანა თხევადი საპნით …
რა წესებით შეიძლება დარბაზში ქორწილის გადახდა – ახალი რეკომენდაციები
ღია და დახურულ სივრცეში სოციალური ღონისძიებებისთვის [ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და ა.შ.] საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით, ზოგადი რეკომენდაციები და მოთხოვნები დამტკიცდა. ამ მოთხოვნების დაცვა სავალდებულოა, როგორც დახურულ სივრცეში [დარბაზში] ასევე ღია სივრცეებში, თუმცა ქორწილისა და სხვა ღონისძიებების გამართვა დახურულ სივრცეში [დარბაზში] ამ დროისთვის კვლავ აკრძალულია. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული წესებით, დახურულ დარბაზში ღონისძიების ჩატარებისას რეკომენდებულია …
Continue reading ” რა წესებით შეიძლება დარბაზში ქორწილის გადახდა – ახალი რეკომენდაციები”
როდის შეიძლება შეზლონგზე წამოწოლა – ახალი წესები პლაჟზე
„კვირის ბოლომდე გვექნება პლაჟზე შეზლონგები“, – ამბობს „ბათუმის ბულვარის“ დირექტორი, ირაკლი ჯინჭარაძე. მან ბათუმის საკრებულოს უკვე მიმართა შუამდგომლობით, შეზლონგების მფლობელებს პირდაპირი წესით გაუფორმონ ხელშეკრულებები და აუქციონი აღარ გამოცხადდეს. „ბათუმის ბულვარის“ დირექტორის თქმით, პანდემიის გამო წელს შეზლონგების პლაჟზე განთავსების კუთხით აუქციონი არ გამოცხადებულა. „ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკრებულო. თუ მივიღებთ თანხმობას, ჩვენ ხელშეკრულებებს გავუფორმებთ იმ ადამიანებს, …
Continue reading “როდის შეიძლება შეზლონგზე წამოწოლა – ახალი წესები პლაჟზე”
აჭარაში 393 სასტუმროდან კოვიდუსაფრთხოებაზე შემოწმება 39-მა გაიარა
18 მარტის მონაცემებით, აჭარაში კოვიდუსაფრთხოებაზე შემოწმება გაიარა 39 სასტუმრომ. აჭარაში სულ 393 სასტუმროა. ჩვენ ვესაუბრეთ ბათუმში, ქობულეთსა და ხელვაჩაურში რამდენიმე სასტუმროს წარმომადგენელს, ვინც უკვე გაიარა შემოწმება. მათი განცხადებით, დამატებითი მოთხოვნები სასტუმროს ხარჯებს აძვირებს, თუმცა შესრულებადია. ბათუმში, სასტუმრო „ლონდონის“ მენეჯერი მარიამ შაქარიშვილი ამბობს, რომ დადგენილი რეკომენდაციები შესრულებადია, თუმცა, თუ არ გაიხსნება საჰაერო სივრცე და ვერ მიიღებენ …
Continue reading “აჭარაში 393 სასტუმროდან კოვიდუსაფრთხოებაზე შემოწმება 39-მა გაიარა”
აბიტურიენტები გამოცდებს პირბადით ჩააბარებენ – რა მითითებები უნდა იყოს დაცული
ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყება. ეროვნული გამოცდების პროცესში აბიტურიენტებმა უნდა იხელმძღვანელონ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მკაცრად განსაზღვრული მითითებებით: მაქსიმალურად დაიცვან სოციალური დისტანცია მუდმივად ეკეთოთ პირბადე, როგორც გამოცდებზე რეგისტრაციის დროს, ასევე გამოცდების მიმდინარეობისას მითითების შემთხვევაში დაიმუშაონ ხელები ადგილზე განთავსებული სადეზინფექციო ხსნარით თან იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და საგამოცდო ბარათი ასევე, სურვილის …
Continue reading “აბიტურიენტები გამოცდებს პირბადით ჩააბარებენ – რა მითითებები უნდა იყოს დაცული”
დაღლილობის შეგრძნება და უგუნებობა – D ვიტამინი ხომ არ გაკლიათ?
უგუნებობა, დაღლილობის შეგრძნება მაშინაც კი, როცა დაღლილი არ უნდა იყოთ, ძილის დარღვევა, სახსრებისა და კუნთების ტკივილი, თმის ცვენა – გეცნობათ? თქვენ შესაძლოა D ჰიპოვიტამინოზი ანუ ორგანიზმში D ვიტამინის ნაკლებობა გაწუხებთ. გამომდინარე იქიდან, რომ D ვიტამინის ძირითადი წყარო მზის პირდაპირი სხივებია, გასაკვირი არაა, რომ კორონავირუსის პანდემიისას, იზოლაციის პერიოდში, ეს პრობლემა ბევრს შეეხო. “ეს მოსალოდნელია მაშინაც, როცა …
Continue reading “დაღლილობის შეგრძნება და უგუნებობა – D ვიტამინი ხომ არ გაკლიათ?”
ზაფხული რეკორდულად ცხელი იქნება, როგორ დავიცვათ თავი COVID19-სგან? – რეკომენდაციები
მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის ინფორმაციით, 2020 წლის ზაფხული რეკორდულად ცხელი იქნება, რის გამოც ორგანიზაციის ჯანდაცვისა და კლიმატის ექსპერტთა ქსელი იუწყება, რომ საჭიროა კარგად მომზადება, რომ უზრუნველყოფილი იყოს ადამიანების უსაფრთხოება ცხელ ამინდში, COVID19-ის გავრცელების რისკის მომატების გარეშე. „2020 წელი დაკვირვების ისტორიის მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე ცხელი იქნება. ცხელი ამინდი ცალკეულ ადამიანებსა და გადაწყვეტილებების მიმღებ პირებს ახალი გამოწვევების წინაშე …
დაგეგმეთ დღე ბავშვთან ერთად – იუნისეფის რეკომენდაცია მშობლებს
კორონავირუსის პანდემიის გამო ბავშვებს იზოლაციაში უწევთ ცხოვრება, რასაც ბევრი გამოწვევა ახლავს. ბავშვებისთვის სახლში ყოფნა სტრესული რომ არ გახდეს, მშობლებმა სწორად უნდა გააგრძელონ ბავშვის განვითარების ხელშეწყობა სახლის გარემოში. ამისთვის „იუნისეფი“ მშობლებს დღის განრიგს სთავაზობს. რეკომენდაციის მიხედვით, მნიშვნელოვანია, რომ დღის აქტივობები დაიგეგმოს წინასწარ, რაც დაეხმარება როგორც მშობლებს, ასევე ბავშვებს რუტინის დაძლევაში. იუნისეფის რეკომენდაცია ასეთია: [checklist] სასურველია, დღე …
Continue reading “დაგეგმეთ დღე ბავშვთან ერთად – იუნისეფის რეკომენდაცია მშობლებს”
როგორ უნდა იმკურნალოს პაციენტმა სახლში კორონავირუსის მსუბუქი სიმპტომების შემთხვევაში
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის მსუბუქი სიმპტომების მქონე პაციენტები სახლში იმკურნალებენ. პროტოკოლით განსაზღვრულია, რომ ოჯახის ექიმებმა იმ პაციენტებს, რომლებსაც აქვთ ახალი ვირუსით ინფიცირების ეჭვი, დისტანციურად – სატელეფონო ან ონლაინკომუნიკაციით უნდა გაუწიონ კონსულტაცია. მსუბუქი სიმპტომების შემთხვევაში ურჩიონ მათ სახლში დარჩენა, 14-დღიანი თვითიზოლაცია და გასცენ თვითმოვლის რეკომენდაციები. ასეთ პაციენტებს, მდგომარეობის დამძიმების შემთხვევაში, ჰოსპიტალში გადაიყვანენ. იმ შემთხვევაში კი, …
COVID 19-ის ეპიდემიისას სახლიდან გამოსვლის და სახლში შესვლის წესები
საქართველოს ეპიდემიოლოგთა და ინფექციის კონტროლის სპეციალისტთა ასოციაციამ [GAPINCE] გამოაქვეყნა COVID 19-ის ეპიდემიისას სახლიდან გამოსვლის და სახლში შესვლის პროტოკოლი, რომლის თანახმადაც: სახლიდან გასვლისას სასურველია ჩაიცვათ გრძელმკლავიანი ტანსაცმელი; თმა გქონდეთ შეკრული; არ გამოიყენოთ მაკიაჟი ან კრემი; თუ გაქვთ პირბადე, აიფარეთ სახეზე სანამ დატოვებთ სახლს; თუ სახლიდან გახვალთ ცხოველთან ერთად, შეეცადეთ არ მისცეთ ნება შეეხოს ზედაპირებს; როცა ეხებით …
Continue reading “COVID 19-ის ეპიდემიისას სახლიდან გამოსვლის და სახლში შესვლის წესები”
არ გამოხატოთ შფოთვა და უიმედობა – სამინისტრო მშობლებს რჩევებს აძლევს
კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სკოლებში სასწავლო პროცესი 21 აპრილამდე გადავადდა. განათლების სამინისტრომ სკოლებს რეკომენდაცია მისცა, რომ სასწავლო პროცესი ონლაინრეჟიმში გაგრძელდეს. გარდა ამისა, დღეს 25 მარტს, სამინისტრომ რჩევები მისცა მშობლებსაც. შეინარჩუნეთ სიმშვიდე არ გამოხატოთ შფოთვა და უიმედობა, ბავშვების თანდასწრებით. ისეთ უჩვეულო ვითარებაში, როგორიც დღეს მთელ მსოფლიოში და ჩვენ ქვეყანაში გვაქვს, ბავშვები და მოზარდები, ძირითადად, მშობელთა ქცევებიდან გამომდინარე …
Continue reading “არ გამოხატოთ შფოთვა და უიმედობა – სამინისტრო მშობლებს რჩევებს აძლევს”
როგორ ვიზრუნოთ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე COVID-19-ის პირობებში – ჯანმოს რჩევები
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია კორონა ვირუსის პირობებში ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვის თაობაზე რეკომენდაციებს ავრცელებს. რჩევები მოსახლეობისთვის: თავი აარიდეთ იმგვარი ახალი ამბებისა თუ გადაცემების ყურებას, რომელიც თქვენში შფოთვას მაღლა წევს. ინფორმაცია, ძირითადად, მოიძიეთ იმ მიზნით, რომ განახორციელოთ პრაქტიკული ნაბიჯები თქვენი და თქვენ გარშემო მყოფი ადამიანების თავდაცვის თვალსაზრისით. ეძიეთ განახლებული ინფორმაცია დღეში ერთხელ ან ორჯერ. უეცარი და თითქმის უწყვეტი …
Continue reading “როგორ ვიზრუნოთ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე COVID-19-ის პირობებში – ჯანმოს რჩევები”
დარღვევები და არასაკმარისად უსაფრთხო გარემო სკოლებში – აუდიტის შენიშვნები სამინისტროს
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, რომელიც სკოლებში უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს ეფექტიანობას შეეხება, ნათქვამია, რომ გამოვლინდა ნაკლოვანებები, რომლებიც გავლენას ახდენს სისტემის პროდუქტიულობასა და ეფექტიანობაზე. კერძოდ: 2018 წლის მონაცემებით, მანდატურის სამსახურით სკოლების მხოლოდ 21 პროცენტია უზრუნველყოფილი, ვიდეოკამერებით აღჭურვილია სკოლების 44 პროცენტი, მაშინ როცა 1,161 (50%) სკოლაში არც მანდატურის სამსახურია, არც უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი და არც …
როგორ უნდა მოვიქცეთ თვითიზოლაციისას – დეტალური რეკომენდაციები
იმ ადამიანებს, რომლებიც უცხო ქვეყნებიდან, განსაკუთრებით კი ჩინეთიდან, ირანიდან, იტალიიდან და სამხრეთ კორეიდან შემოდიან საქართველოში, ახალი კორონავირუსით დაინფიცირების საფრთხის გათვალისწინებით, საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრი ურჩევს, რომ 14 დღის განმავლობაში თვითიზოლაციაში იყვნენ. რა არის თვითიზოლაცია? თვითიზოლაცია გულისხმობს თავი შორს დაიჭიროთ ისეთი სიტუაციებისგან, სადაც შეიძლება სხვა ადამიანები დააინფიციროთ. ეს გულისხმობს ნებისმიერ ადგილსა და სიტუაციას, როცა შესაძლოა ახლო …
Continue reading “როგორ უნდა მოვიქცეთ თვითიზოლაციისას – დეტალური რეკომენდაციები”
როგორ მოვიქცეთ სკოლაში კორონავირუსის გამოვლენის შემთხვევაში – ახალი რეკომენდაციები
განათლების სამინისტრო სკოლებს კორონავირუსის გამოვლენის შემთხვევაში დამატებით მითითებებს აძლევს. მაქსიმალურად დაიცვან სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები; დაწესებულებებმა პერიოდულად განახორციელონ შენობების დეზინფექცია; დაავადების სიმპტომების დაწესებულების ტერიტორიაზე გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მოხდეს პირის იზოლაცია, განხორციელდეს შეტყობინება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ცხელ ხაზზე, ასევე, ეცნობოს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს; დაავადების სიმპტომების დაწესებულების ტერიტორიის გარეთ გამოვლენის/აღმოჩენის შემთხვევაში, …
სავალდებულო რეკომენდაციები სკოლებს კორონავირუსისგან დასაცავად
განათლების სამინისტრო სკოლებს კორონავირუსისგან დასაცავად, პრევენციის მიზნით, შემდეგი სახის რეკომენდაციებს სთავაზობს: სკოლა ყოველდღიურად დალაგდეს სველი წესით; საკლასო ოთახების, სხვა სასწავლო და დამხმარე ოთახების დალაგება გაკვეთილების დამთავრების შემდეგ მოხდეს გაღებული ფანჯრებისა და ფრამუგების მდგომარეობაში; ორი ცვლის შემთხვევაში, დალაგდეს 2-ჯერ; ჩატარდეს შენობის გენერალური დასუფთავება როგორც სარეცხი, ასევე სადეზინფექციო საშუალებებით; ტუალეტები, ბუფეტი, სასადილო და სამედიცინო კაბინეტი დასუფთავდეს სადეზინფექციო …
Continue reading “სავალდებულო რეკომენდაციები სკოლებს კორონავირუსისგან დასაცავად”
მითები და რეალობა ახალი კორონავირუსის შესახებ – WHO
ეფექტურია თუ არა ახალი კორონავირუსისგან თავდასაცავად სხეულზე სპირტის წასმა? ნივრის ჭამა? ანტიბიოტიკების მიღება? – ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით ყოველდღე სულ უფრო და უფრო მეტი ცრუ ინფორმაცია ვრცელდება საზოგადოებაში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) ეხმაურება კორონავირუსის მკურნალობასთან დაკავშირებულ მითებს: მოკვდება თუ არა კორონავირუსი, თუკი მთელ სხეულს სპირტით ან ქლორით გაიწმენდ-დაიმუშავებთ? არა. სპირტის ან ქლორის მთელ სხეულზე წასმა არ …
Continue reading “მითები და რეალობა ახალი კორონავირუსის შესახებ – WHO”
როდის და როგორ გამოვიყენოთ პირბადე – ჯანმოს რეკომენდაციები
მსოფლიოში ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (ჯანმო) სისტემატიურად ავრცელებს უსაფრთხოებისა და ჰიგიენის ზომების შესსახებ ინფორმაციას ვირუსის გავრცელებისგან მოსახლეობის დასაცავად. ჯანმოს მორიგი რეკომენდაციები პირბადის სწორად გამოყენებას ეხება, რადგანაც უნდა იცოდეთ როგორ გამოიყენოთ და როგორ მოიშოროთ იგი უსაფრთხოდ, წინააღმდეგ შემთხვევაში ვირუსისგან დაცვის ნაცვლად მასზე დარჩენილი მიკრობების გამო პირბადე ინფექციის წყარო ხდება. სან ფრანცისკოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის …
Continue reading “როდის და როგორ გამოვიყენოთ პირბადე – ჯანმოს რეკომენდაციები”
ჯანმოს რეკომენდაციები – წაიკითხეთ და შეასრულეთ
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი (NCDC), ახალი კორონავირუსული (COVID-19) ინფექციის თავიდან ასაცილებლად ძირითად პროფილაქტიკურ ღონისძიებებს ავრცელებს. მაშ ასე: ხშირად დაიბანეთ ხელები საპნით, წყლით ან სპირტის შემცველი ხსნარით. რატომ? ხელების დაბანა საპნითა და წყლით ან სპირტის შემცველი ხსნარით ანადგურებს ხელების ზედაპირზე არსებულ ვირუსებს. სასუნთქი სისტემის …
Continue reading “ჯანმოს რეკომენდაციები – წაიკითხეთ და შეასრულეთ”
გრიპის შემთხვევებმა იკლო, თუმცა უმჯობესია უსაფრთხოების ნორმები კვლავ დაიცვათ
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, გრიპისა და გრიპისმაგვარი დაავადებების შემთხვევების რაოდენობამ იკლო, თუმცა გრიპის სეზონის დასრულებამდე უმჯობესია მოსახლეობამ კვლავ იხელმძღვანელოს რესპირაციული ინფექციების თავიდან ასაცილებლად არსებული მარტივი რეკომენდაციებით. გრიპის სეზონი მიმდინარე წლის მაისის თვეში დასრულდება: “ამ დროისთვის შემთხვევათა რაოდენობა კლებულობს, სხვა წლების გრაფიკებსაც რომ დააკვირდეთ, იქაც შეინიშნება ეს ტენდენცია, თორემ გრიპის სეზონი ოფიციალურად 2020 წლის მე-20 …
Continue reading “გრიპის შემთხვევებმა იკლო, თუმცა უმჯობესია უსაფრთხოების ნორმები კვლავ დაიცვათ”
როგორ მივხვდეთ, რომ ბინაში გაზი ჟონავს – რეკომენდაციები
როგორ დავიცვათ თავი ბუნებრივი აირით მოწამვლისგან და რა არის ის აუცილებელი რეკომენდაციები, რომლებიც თითოეულმა პირმა უნდა დაიცვას ბუნებრივი აირის მოხმარების პირობებში? როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ბინაში ან სათავსოში „გაზი ჟონავს“ და რისი გაკეთება არის დაუშვებელი გაჟონვის წყაროს დასადგენად? გაეცანით „სოკარის“ რეკომენდაციებს: [checklist] ბუნებრივი აირის წვისათვის საჭიროა ჟანგბადი. წვის საბოლოო პროდუქტია ნახშირორჟანგი CO2 და წყალი. გაზი …
Continue reading “როგორ მივხვდეთ, რომ ბინაში გაზი ჟონავს – რეკომენდაციები”
როგორ დავიცვათ თავი კორონავირუსისგან – WHO რეკომენდაციები
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ (WHO) კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ის გვთავაზობს ექვს გზას, თუ როგორ შეიძლება დავიცვათ თავი, ოჯახის წევრები და საზოგადოება კორონავირუსისგან: [checklist] ხშირად დაიბანეთ ხელები ალკოჰოლის შემცველი საწმენდებით ან საპნით და წყლით. ხველების ან დაცემინების დროს, აიფარეთ პირსა და ცხვირზე ხელი (იდაყვის ნაწილი) ან ქაღალდის ხელსახოცი, რომელიც შემდეგ მალევე უნდა მოიშოროთ და დაიბანოთ ხელები. …
Continue reading “როგორ დავიცვათ თავი კორონავირუსისგან – WHO რეკომენდაციები”
რეკომენდაციები ზაფხულისთვის დამახასიათებელი დაავადებების პრევენციისთვის – აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ზაფხულისთვის დამახასიათებელი დაავადებების პრევენციის მიზნით მოსახლეობას შემდეგ რეკომენდაციებს სთავაზობს: [checklist] საცხოვრებელ გარემოში შეინარჩუნეთ სიგრილე. დღისით ოთახის იდეალური ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 32°C-ს, ღამით კი – 24°C-ს. მოერიდეთ ქუჩაში გასვლას და ფიზიკურ აქტივობას დღის ყველაზე ცხელ პერიოდში. არ დატოვოთ ბავშვები გაჩერებულ ტრანსპორტში. ატარეთ ნატურალური, ღია ფერის ტანსაცმელი, ქუდი ან ქოლგა, მზისგან დამცავი …
ზაფხულში ცხელი წყლის დალევა უფრო აგრილებს – დაავადებათა კონტროლის ცენტრი
ზაფხულის ცხელ დღეებში ცივი წყლის ნაცვლად ცხელი წყლის დალევა სჯობს, ბევრი ყავის და კოფეინის შემცველი სხვა სასმელების მიღებისაგან კი უმჯობესია თავი შევიკავოთ – რეკომენდაციები ზაფხულის კვებასთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა. ზაფხულის ცხელ დღეებში ორგანიზმის მოთხოვნილება სითხეზე მკვეთრად იზრდება. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ცნობით, ასეთ დროს უკეთესია თითო ჯერზე …
Continue reading “ზაფხულში ცხელი წყლის დალევა უფრო აგრილებს – დაავადებათა კონტროლის ცენტრი”
რა საფრთხეს ქმნის მაღალი ტემპერატურა – დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები
მაღალი ტემპერატურა პირდაპირ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე, იწვევს როგორც გარკვეული დაავადებების ჩამოყალიბებას, ასევე, უკვე არსებულის გამწვავებას და შესაძლოა, სიკვდილის მიზეზიც კი გახდეს. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით რეკომენდაციებს ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ სიცხე განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისათვის, მოხუცებისა და ქრონიკული დაავადების მქონე პირებისათვის. მაღალმა სიცხემ შეიძლება გამოიწვიოს გულისცემის გახშირება და სუნთქვის გაუარესება. …
როცა შენს შიშველ ფოტოს ან ვიდეოს სხვას უგზავნი – სპეციალისტების რეკომენდაციები
სექსტინგი – ტელეფონით სექსუალური ფოტოების, ვიდეოების ან ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა სხვა ადამიანისთვის უდავოდ ძალიან რისკიანი საქმეა. მიუხედავად ამისა, ეს საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკაა. სექსტური შეტყობინების გაგზავნა პარტნიორისთვის თითქოს უსაფრთხოა, მაგრამ შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს და თქვენც იმ ადამიანთა ჩამონათვალში აღმოჩნდეთ, რომელთაც შიშველი ფოტოები ყოფილმა შეყვარებულებმა შურისძიების მიზნით გაუსაჯაროვეს. ცხადია, უმჯობესია კარგად დაფიქრდეთ, სანამ ისეთ რამეს გაგზავნით, რაც …
Continue reading “როცა შენს შიშველ ფოტოს ან ვიდეოს სხვას უგზავნი – სპეციალისტების რეკომენდაციები”
პარლამენტის რეკომენდაციები მთავრობას, სასამართლოს და საზოგადოებრივ მაუწყებელს
სახალხო დამცველის ანგარიშის საფუძველზე, საპარლამენტო კონტროლის ფარგლებში, პარლამენტი კონკრეტული რეკომენდაციებით სხვადასხვა სახელმწიფო უწყებას მიმართავს. პარლამენტის დადგენილებას ხელს ირაკლი კობახიძე აწერს და იგი 14 ივლისიდან ამოქმედდა. დადგენილების დასაწყისში ვკითხულობთ, რომ პარლამენტის წინა წლის რეკომენდაციები, რომელიც ასევე ომბუდსმენის ანგარიშის საფუძველზე მომზადდა, დადებითად შეასრულა მთავრობამ. კონკრეტულად 203 რეკომენდაციიდან 110 შესრულდა, 36 ნაწილობრივ შესრულდა, 96 შესრულების პროცესშია, ხოლო 11 …
Continue reading “პარლამენტის რეკომენდაციები მთავრობას, სასამართლოს და საზოგადოებრივ მაუწყებელს”
აჭარაში 3750 ჰექტარი უფასოდ შეიწამლება – რეკომენდაციები ფაროსანას გასანადგურებლად
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად აჭარაში ფაროსანას წინააღმდეგ შეწამვლას იწყებს. სახელმწიფო უფასოდ შეწამლავს 3750 ჰექტარს, სამუშაოები ქობულეთიდან დაიწყება. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შესაწამლი სამუშაოებისთვის აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 300 ათასი ლარია გამოყოფილი. შეწამვლის დროს ეფექტურობისა და უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო რეკომენდაციებს ავრცელებს: წამლობითი ღონისძიების დროს პესტიციდის ნისლისაგან ფილტვების, თვალბისა …
Continue reading “აჭარაში 3750 ჰექტარი უფასოდ შეიწამლება – რეკომენდაციები ფაროსანას გასანადგურებლად”
დემოკრატიის ინსტიტუტი: სტიქიის გამომწვევი მიზეზების შემცირებაზე უფრო მეტი უნდა დაიხარჯოს
რეკომენდაციებს ეკომიგრანტების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად აჭარის მთავრობას „დემოკრატიის ინსტიტუტი“ სთავაზობს. ამ ორგანიზაციამ დღეს, 15 თებერვალს ორწლიანი მუშაობა შეაჯამა, მათ შორის, პროექტის – „ეკომიგრანტი და პოტენციური ეკომიგრანტი ოჯახების მხარდაჭერის პოლიტიკა“. „დემოკრატიის ინსტიტუტმა“ ეს პროექტი ევროკავშირის და „ევროპის ფონდის“ მხარდაჭერით განახორციელა. „მეტი ფული პრევენციაში“ – ეს ერთ-ერთი რეკომენდაციაა, რომლითაც „დემოკრატიის ინსტიტუტი“ მთავრობას მიმართავს. არჩილ ხახუტაიშვილი, „დემოკრატიის ინსტიტუტის“ აღმასრულებელი დირექტორი …