Batumelebi | ხმაურიანი საკრებულოს სხდომა გჰდგჰდ ხმაურიანი საკრებულოს სხდომა გჰდგჰდ – Batumelebi
RU | GE  

ხმაურიანი საკრებულოს სხდომა გჰდგჰდ

 

დღეს, ქედის საკრებულომ მორიგი სხდომა გამართა. სხდომას საკრებულოს 24 წევრიდან მხოლოდ 17 წევრი ესწრებოდა და კამათის ფონზე წარიმართა. დღის წესრიგის მიხედვით დეპუტატებს ორ ძირითად საკითხზე – ქედის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებ-გვერდის დებულების დამტკიცებასა და  სპორტული ღონისძიებების მიზნობრივი პროგრამაში (2014 წლის 28 იანვარს მიღებულ განკარგულება) ცვლილების შეტანაზე უნდა ემსჯელათ.

სხდომა საკითხის განხილვის დაწყებამდე პროტესტის ნიშნად ოთხმა დეპუტატმა დატოვა, ერთმა კი კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. სხდომაზე დარჩენილი დეპუტატების ნაწილი აცხადებდა, რომ გურამ ანანიძის საპატივცემულოდ რჩებოდა, რადგან საკრებულოს სხდომას საკრებულოს თავმჯდომარის ნაცვლად მისი მოადგილე გურამ ანანიძე პირველად უძღვებოდა.

 

 

 

დეპუტატების უკმაყოფილება მომხსენებლებს უკავშირდებოდა – სამსახურის უფროსის ნაცვლად საკითხი ამ სამსახურის რიგით თანამშრომლებს უნდა წარედგინა. დეპუტატების მოთხოვნის მიუხედავად, მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსთან – გიორგი ბარამიძესთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. ის მუნიციპალიტეტის გამგეობაში არ იმყოფებოდა. სპორტული ღონისძიებების მიზნობრივ პროგრამაში შესატანი ცვლილების საკითხი დეპუტატებს განათლების, კულტურის, სპორტისა და  ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსმა რამაზ ბერიძემ წარუდგინა.

 

ქედის საკრებულოს წევრების თქმით, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა საკრებულოს ანგარიშებს სამსახურის უფროსების ნაცვლად თანამშრომლები აბარებენ.

 

ქედის საკრებულოს წევრი უშანგი ბერიძე: `როცა საქმე საზოგადოებას, მუნიციპალიტეტს ეხება, ჩემთვის მისაღებია საქმისადმი სერიოზული მიდგომა, ნებისმიერი წარუმატებლობის, დანაშაულისა და კრიმინალის საფუძველს საქმისადმი არასერიოზული მიდგომა ქმნის. სამსახურის უფროსები კანონით ვალდებული არიან ანგარიშების განხილვას დაესწრონ. აქ შუამავალი არ შეიძლება, თუ  ობიექტური მიზეზი არ არის.

 

ეს პირველი შემთხვევა რომ ყოფილიყო, საკითხს ლმობიერად მივუდგებოდი, მაგრამ პირველი შემთხვევა არ არის. განსახილველი საკითხებისადმი მიდგომა, რომელიც ჩვენ საკრებულოში არის, მე არ მაკმაყოფილებს, საკრებულო ახალგაზრდულია, ვფიქრობ, ნელ-ნელა გამოცდილებას შეიძენს და ვითარებაც გამოსწორდება. ყოველ შემთხვევაში ეს ჩემი სურვილია – ყველამ საკუთარი წილი პასუხისმგებლობა იგრძნოს~.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ეკა ბარამიძე