რატომ აწყობს ივანიშვილს მოსამართლეების დეფიციტი – ინტერვიუ ადვოკატთან

„ძალიან რთულია, ენდო ადამიანს. სადაც უფრო ბევრი ხალხია, სადაც უფრო ბევრი აზრია, არსებობს იმის ალბათობა, რომ ისეთი გადაწყვეტილება იქნეს მიღებული, რომელიც არ არის შესაბამისობაში კონკრეტულ ლიდერებთან,“ – მიიჩნევს ადვოკატი ირაკლი ჩომახაშვილი, რომელსაც სასამართლოში წლობით გაჭიანურებულ საქმეებზე ვესაუბრეთ. სასამართლოების გადატვირთულობის პრობლემაზე სახალხო დამცველიც საუბრობს და ბოლო საპარლამენტო ანგარიშში საქართველოში მოსამართლეთა რაოდენობა ევროკავშირის ქვეყნების მედიანურ მაჩვენებელს ადარებს: …

ვლადიმერ ხუჭუა ევროპის ადმინისტრაციული მოსამართლეების ასოციაციის წევრად აირჩიეს

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა პორტუგალიაში, ქალაქ ლისაბონში გამართულ  ევროპის ადმინისტრაციული მოსამართლეების ასოციაციის [AEAJ] გენერალურმა ასამბლეამ ასოციაციის წევრად აირჩია,  ის  დამოუკიდებელი და ეფექტიანი სასამართლოების საკითხებზე არსებულ სამუშაო ჯგუფს შეუერთდება. ღონისძიება დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის [OSCE-ODIHR] და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების პარტნიორობით გაიმართა. ასამბლეის ფარგლებში შეხვედრაში მონაწილეობდნენ სამართლის ექსპერტები და სხვადასხვა ქვეყნების მოქმედი მოსამართლეები. …

ნიკოლოზ მარგველაშვილი და სხვა 11 მოსამართლე, რომლებმაც მზია ამაღლობელი უკანონოდ გამოკეტეს ციხეში

უკვე 11-ზე მეტი თვე ჟურნალისტი მზია ამაღლობელი უკანონო პატიმრობაში რჩება. სილის გაწვნის გამო მას 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 2025 წლის 16 დეკემბერს მზია ამაღლობელს ევროკავშირის ადამიანის უფლებების უმაღლესი ჯილდოს – სახაროვის პრემიას გადასცემენ. ამ პრემიის მიღება აჩვენებს, როგორ ყალიბდება ავტორიტარული სისტემა საქართველოში მოსამართლეების ხელშეწყობით. იმ კონკრეტულ 12 მოსამართლეზე გიყვებით, რომლებმაც ჟურნალისტი მზია ამაღლობელი ციხეში …

ვინ არის 9 მოსამართლე, რომლებმაც მზია ამაღლობელი უკანონოდ გამოკეტეს ციხეში

თითქმის 10 თვეა ჟურნალისტი მზია ამაღლობელი უკანონო პატიმრობაში რჩება. სილის გაწვნის გამო მას 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 2025 წლის 22 ოქტომბერს მზია ამაღლობელს ევროკავშირის უმაღლესი ჯილდო – სახაროვის პრემია გადასცეს. ამ პრემიის მიღება აჩვენებს, როგორ ყალიბდება ავტორიტარული სისტემა საქართველოში მოსამართლეების ხელშეწყობით. იმ კონკრეტულ 9 მოსამართლეზე გიყვებით, რომლებმაც ჟურნალისტი მზია ამაღლობელი ციხეში გამოკეტეს. მოსამართლეების მიერ …

ვინ არის მოსამართლე, რომელმაც „სკინტლის საქმე“ განიხილა – მისი ქმარი და დაც მოსამართლეები არიან

ლიანა კაჟაშვილი ის მოსამართლეა, რომელმაც სკანდალური „სკინტლის საქმე“ განიხილა თბილისის საქალაქო სასამართლოში. მან „ქართული ოცნების“ ღიად მხარდამჭერი ბიზნესმენის, ლაშა პაპაშვილის სარჩელი დააკმაყოფილა, რომელიც სკინტლს ძროხებს აჭმევდა და მის სასარგებლოდ მოპასუხეს დაახლოებით 5 მილიონი ლარის გადახდა დააკისრა. ამ საქმეზე ჟურნალისტური გამოძიება „რადიო თავისუფლებამ“ მოამზადა. ლაშა პაპაშვილის საწარმო „ყვარლის ბაგაში“ ძროხებს ქათმის ნაკელით კვებავდნენ. მის საწარმოში ყიდულობდნენ …

როცა ევროსასამართლოში საქმეს იგებ, მაგრამ საქართველოში მაინც ვერ იცავ საკუთარ უფლებას

„როცა მოსამართლე ვერ იცავს თავს და ევროსასამართლოს გადაწყვეტილება არ სრულდება, ეს ძალიან ცუდი მაგალითია. ძალიან საშიში, რადგან უბრალო მოქალაქეები ვერ მიაღწევენ სამართალს და სამართლიანობაც ვერასდროს დამკვიდრდება იმ სტანდარტით, რასაც ევროკონვენცია ითვალისწინებს,“ – გვიყვება ყოფილი მოსამართლე ზურაბ გაბაიძე. ამ მოსამართლემ დავა სტრასბურგის სასამართლოში მოიგო, დადგინდა, რომ მისი უფლებები საქართველოში დაირღვა, თუმცა საქართველოს ხელისუფლება ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას მოსამართლის …

გამოჩნდა რა აქვთ მოსამართლეებს დასამალი, მათ ქონებაზე არაერთი სიუჟეტი მომზადდა – ნატა ფერაძე

მედიაში არაერთი სიუჟეტი მომზადდა მოსამართლეების ქონებაზე, გამოჩნდა, რამდენი რამ აქვთ მათ დასამალი, ზოგიერთი საკმაოდ მძიმე დანაშაულს ჩადის… ამიტომაც, არ სურთ ეს შემოწმება, ამას კი, „ქართული ოცნება“ ფუთავს ისე, რომ აი, „დამპალი ევროპა გვმართავს“, იქეთ თავდასხმაზე გადადიან ნაცვლად იმისა, რომ გამჭვირვალობას დათანხმდნენ,“ – გვითხრა ნატა ფერაძემ. „აქციებზე როცა გვაკავებენ, სასამართლო პროცესის გამართვამდე წინასწარ ვარკვევთ: რამდენი დაგვაკავეს? …

მოსამართლეს აქვს დავალება დააშინოს ჟურნალისტი, აქციის მონაწილე, რომ ჩაკლან პროტესტი – მთივლიშვილი

რატომ აშინებთ გავლენიან მოსამართლეებს კეთილსინდისიერებაზე შემოწმება? რას შეცვლის ეგრეთ წოდებული ვეტინგი? – ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი აცხადებს, რომ გავლენიანი მოსამართლეები საქართველოში ხელისუფლების „დავალებას ასრულებენ“. მათი მიზანი კი პროტესტის ჩაკვლაა. გელა მთივლიშვილი ამ წლის იანვარში პოლიციამ მაშინ დააკავა, როცა ის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. ამის მიუხედავად სასამართლომ ჟურნალისტი 2 000 ლარით დააჯარიმა. დღეს, 24 მარტს, მოსამართლეთა კონფერენციამ კეთილსინდისიერების …

მოსამართლე, რომელიც დღეში 20 საქმეს განიხილავს

„ბათუმელებმა“ სასამართლოების საქმისწარმოების ელექტრონულ გვერდზე შეისწავლა რამდენიმე მოსამართლის გრაფიკი – დღის განმავლობაში განსახილველი საქმეების რაოდენობა: მაგალითად, თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გიორგი ებანოიძეს 18 სექტემბერს არც მეტი, არც ნაკლები – 20 სისხლის სამართლის საქმე უნდა განეხილა. თუ გავითვალისწინებთ, რომ რვასაათიანი სამუშაო დღე აქვთ მოსამართლეებს და თუ დავუშვებთ, რომ მოსამართლეებს დასვენება საერთოდ არ სჭირდებათ, გამოდის, რომ თითო …

„კლანმა“ ხელისუფლებისგან მიიღო გარანტია, რომ მათ არ შეეხებიან – ექსმოსამართლე აშშ-ის სანქციებზე

„არავის არ სურს, იმ მდგომარეობაში აღმოჩნდეს, როგორშიც ეს 4 პირი აღმოჩნდა,“ – გვითხრა ყოფილმა მოსამართლემ, მაია კოპალეიშვილმა, რომელსაც ვკითხეთ: რამდენად მოსალოდნელია „სასამართლო კლანის“ დაშლა? ყოფილი მოსამართლის დაკვირვებით, „კლანმა“ პრემიერისგან გარანტიები მიიღო, რომ მათ თანამდებობებს არავინ შეეხება აშშ-ის სანქციების მიუხედავად. ყოფილი მოსამართლე ყურადღებას ამახვილებს საქართველოს მთავრობის განცხადებებზე, სადაც ჯერ არ ჩანს მკაფიოდ – რაზეა წამსვლელი „ოცნება“ …

„არავინ იცის, ვინ იქნება შემდეგი მოსამართლეებს შორის“ – ინტერვიუ თამარ კორძაიასთან

„როდესაც მეგობარი, პარტნიორი ქვეყნის ხელისუფლება გეუბნება, რომ კონკრეტულ ადამიანებს უკრძალავს მის ქვეყანაში შესვლას და ამ დროს პარლამენტის ნებისმიერი წევრი მხარს არ დაუჭერს კომისიის შექმნას, ის იქნება პერსონალურად ამ ქვეყნის განვითარების შემაფერხებელი პერსონა,“ – მიიჩნევს თამარ კორძაია, პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, რომელსაც აშშ-ის მიერ 4 ქართველი მოსამართლის დასანქცირებაზე ვესაუბრეთ. თამარ კორძაია მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე პარლამენტის საგამოძიებო …

მოსამართლეები, რომლებსაც სამართალი არ უსწავლიათ მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში

„ბიზნესინჟინერი“, „ინფორმატიკა“ – მოსამართლისთვის უჩვეულო ამ და სხვა სპეციალობებს ფლობს ზოგიერთი მოსამართლე საქართველოში. მათ იურისტის განათლებაც აქვთ – იურისტის კვალიფიკაცია მოსამართლისთვის კანონით სავალდებულო მოთხოვნაა. თუმცა მაგისტრატურაზე ან დოქტორანტურაზე ის სპეციალობები აურჩევიათ, რომლებსაც სამართალთან და კანონთან შეხება არ აქვთ. „შალვა თადუმაძის სკანდალის“ შემდეგ [მას ოთხწლიანი უმაღლესი, იურიდიული განათლება ჰქონდა, გენერალური პროკურორი იყო და ახლა უზენაესი სასამართლოს …

73 ვაკანსია – იუსტიციამ მოსამართლეებისთვის კონკურსი გამოაცხადა

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სააპელაციო და საქალაქო სასამართლოებში არსებულ ვაკანსიებზე კონკურსი გამოაცხადა. მოსამართლეებისთვის სულ 73 ვაკანსიაა. ვაკანსიაა ბათუმის საქალაქო და ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოებშიც. ბათუმში ქობულეთისთვის შეარჩევენ ერთ მაგისტრატ მოსამართლეს, ხელვაჩაურში კი თითო-თითო მაგისტრს – ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტებისთვის. „კონკურსში მონაწილეობისათვის საბუთების მიღება განხორციელდეს 2022 წლის 28 ნოემბრიდან 14 დეკემბრის ჩათვლით, კანონით დადგენილი წესის შესაბამისად,“ – აღნიშნულია …

ვინ არიან და რა გამოცდილება აქვთ ბათუმში დანიშნულ ახალ მოსამართლეებს

ბათუმის საქალაქო სასამართლოში ორი ახალი მოსამართლეა – ნინო სახელაშვილი და გულიკო კაჟაშვილი. მათ უკვე დაიწყეს სამოსამართლეო უფლებამოსილების შესრულება. მოსამართლე ნინო სახელაშვილი 32 წლისაა. ის 1989 წლის 9 აგვისტოს დაიბადა ქუთაისში. 2010 წელს ნინო სახელაშვილმა დაამთავრა ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-სოციალური ფაკულტეტი, ხოლო 2012 წელს – ბიზნეს-ინჟინერინგის მაგისტრატურა. ბიზნესის მიმართულებით მაგისტრატურაზე სწავლის პარალელურად, ნინო სახელაშვილს 2011 წლიდან სტაჟიორობა …

მოსამართლეებს კითხვის დასმის უფლება ექნებათ – საკონსტიტუციოს ახალი გადაწყვეტილება

მოსამართლეებს სასამართლო პროცესზე მოწმეებისთვის კითხვის დასმის საშუალება ექნებათ. გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო. საუბარია სისხლის სამართლის საქმეების განხილვაზე, როცა მოსამართლეებს მხოლოდ იმ შემთხვევაში ჰქონდა კითხვის დასმის უფლება, თუკი მხარეების შეთანხმება არსებობდა. „საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვა თვითმიზნურად და მართლმსაჯულების ინტერესებთან შეუთავსებლად მიიჩნია,“ – აღნიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინებით თეთრიწყაროს სასამართლომ …

„მოსამართლის დევნა დასაშვები ხდება კრიტიკული აზრის გამო“ – 14 მოსამართლე კანონის შეცვლაზე

„აღნიშნული ცვლილებებით ვბრუნდებით იმ დროში, როცა მოსამართლეებს დაცვის მექანიზმები არ ჰქონდათ და მივლინება „ურჩ“ მოსამართლეთა დასჯის ეფექტიან მეთოდად გამოიყენებოდა… იუსტიციის უმაღლესი საბჭოსათვის მსგავსი უფლებამოსილების მინიჭებით ხელი შეეწყობა ძალაუფლების კიდევ უფრო მეტ კონცენტრაციას და ინდივიდუალური მოსამართლეების ხელთ არსებული დაცვის ბერკეტების კიდევ უფრო მეტად შესუსტებას“, – აღნიშნულია 14 მოსამართლის მიერ გამოქვეყნებულ ღია წერილში. ისინი პარლამენტს სთხოვენ არ …

უზენაესის მოსამართლეთა არჩევის წესი იგივე დარჩა – საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება

უზენაესის სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის წესი არ შეიცვლება. საკონსტიტუციო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება დღეს, 30 ივლისს, მიიღო. საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა საქართველოს სახალხო დამცველის სარჩელი საქართველოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა არჩევის წესის თაობაზე. სარეზოლუციო ნაწილში ნათქვამია, რომ „არ დაკმაყოფილდეს 1559-ე და 1491-ე  კონსტიტუციური სარჩელები საქართველოს სახალხო დამცველის საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. სახალხო დამცველს მიაჩნდა, რომ მოსამართლის კანდიდატის შერჩევის დროს …

მოსამართლეებმა პანდემიის პირობებში ხელფასი, დანამატი და ასევე, ხელფასის 60% მიიღეს

პანდემიის პირობებში, გასულ თვეში, მოსამართლეებმა ხელფასი, ყოველთვიური დანამატი და ასევე, ხელფასის 60 პროცენტი მიიღეს. განკარგულებაში, რომლის მიხედვითაც მოსამართლეებისთვის ორმაგი დანამატის მიცემა განისაზღვრა, არაფერი წერია, რის გამო დააჯილდოვეს მოსამართლეები. სასამართლოები დისტანციურ რეჟიმში გადავიდნენ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ. სასამართლო პროცესების ნაწილი პანდემიის გამო გადაიდო. „…საერთო სასამართლოების მოსამართლეებს ყოველთვიურ დანამატთან ერთად 2020 წლის მარტში თანამდებობრივ სარგოზე დანამატი განესაზღვროთ …

ბათუმში ორი მოსამართლე უვადოდ გაამწესეს

სალიხ შაინიძე და ინდირა მაშანეიშვილი დღეს, 14 თებერვალს, უვადო მოსამართლეებად გამწესდნენ ბათუმის საქალაქო სასამართლოში. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კიდევ 6 მოსამართლის უვადოდ გამწესებაზე მიიღო გადაწყვეტილება. სალიხ შაინიძე და ინდირა მაშანეიშვილი ბათუმის საქალაქო სასამართლოში 2016 წლის თებერვლიდან მუშაობენ. სამწლიანი გამოსაცდელი ვადის ამოწურვამდე ისინი უვადოდ გაამწესეს. ბათუმის საქალაქო სასამართლოში მუშაობის დაწყებამდე, ინდირა მაშანეიშვილი აბაშის, ვანის და სენაკის სასამართლოებში მუშაობდა. …

თვეში 1000 ლარი საკონსტიტუციოს მოსამართლეს ბინის ქირისთვის

საკონსტიტუციო სასამართლოს ერთი მოსამართლის ბინის ქირისთვის თვეში 1000 ლარი დაიხარჯება. გადაწყვეტილება სასამართლოს პლენუმმა გასული წლის ბოლოს მიიღო. ამ დროისთვის საკონსტიტუციო სასამართლოს ოთხი ახალი მოსამართლე სარგებლობს ბინის ქირით: მერაბ ტურავა [პირველი იანვრიდან], გიორგი კვერენჩხილაძე და ირინე იმერლიშვილი [პირველი თებერვლიდან], მანანა კობახიძე [20 თებერვლიდან]. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ „ბათუმელებისთვის“ გამოგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ „ბინის ქირის ხარჯი არ გაწეულა 2017 …

Exit mobile version