ფინანსურ დავებზე ისევ ლავასოღლის უკავშირდებოდნენ – შსს-მ 4 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით 4 პირი დააკავა, კიდევ ორს კი, დაუსწრებლად წარუდგინა ბრალი. შსს-ს ვერსიით, ბრალდებულები საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ და ფინანსური დავების მოგვარებას სთხოვდნენ, მათ შორის, მინდია ლავასოღლის. „…აქტიურად მონაწილეობდნენ „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელებაში, პირადი სარგებლისა და უპირატესობის მიღების მიზნით ერთვებოდნენ მოქალაქეთა და „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფ პირებს შორის წარმოშობილი …

რას ამბობს მინდია ლავასოღლის და თავისი ძმის საქართველოში დაბრუნებაზე

ირინა გორაძე, ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდის, მინდია ლავასოღლის და აცხადებს, რომ მისი ძმა ბელორუსშია. გუშინ გავრცელებულ ინფორმაციაზე, თითქოს მინდია ლავასოღლი სამთავრობო თვითმფრინავით დააბრუნეს საქართველოში, ირინა გორაძე ამბობს, რომ „მასთან არავითარი შეხება არ აქვს“. მინდია ლავასოღლის დასთან ბლიც-ინტერვიუს გთავაზობთ. ირინა, მინდია ლავასოღლის საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით დახურული თუ ღია წყაროებით ვრცელდება სხვადასხვა ინფორმაცია, რომ უკვე ჩამოიყვანეს საქართველოში. …

პენიტენციური სამსახური ბელორუსიიდან ე.წ. კანონიერი ქურდის, ლავასოღლის ჩამოყვანას უარყოფს

სპეციალური პენიტენციური სამსახური „კატეგორიულად უარყოფს“ ბელორუსიიდან საქართველოს სამთავრობო თვითმფრინავით მინდია ლავასოღლის ქვეყანაში ექსტრადაციას. მინდია ლავასოღლი ქურდული სამყაროს წევრობისთვისაა მსჯავრდებული. მისი საქართველოში სავარაუდო ექსტრადირების შესახებ ინფორმაცია მედიაში წუხელ, გვიან ღამით გავრცელდა. მინდია ლავასოღლი ქურდული სამყაროს წევრობისთვის საქართველოში 2018 წელს გაასამართლეს. განაჩენის გამოტანამდე ის საპატიმრო დაწესებულებიდან გაუშვეს იმ მოტივით, რომ წინასწარი დაკავების ვადაში [9 თვე] სამართალდამცავებმა მას  კანონიერი ქურდობა ვერ დაუმტკიცეს. …

ლავასოღლიმ 7 დღეში შესაძლოა ციხე დატოვოს – საქართველოს მისი ექსტრადირება არ მოუთხოვია

ქურდული სამყაროს წევრობისთვის საქართველოში გასამართლებული მინდია ლავასოღლიმ შესაძლოა ერთ კვირაში საპატიმრო დაწესებულება დატოვოს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი საქართველო ლავასოღლის ექსტრადაციას ბელორუსიისგან არ მოითხოვს. ზუსტად ერთ კვირაში მინდია ლავასოღლის ბელორუსიაში დაკავებიდან 40 დღე გადის. „…თუკი საქართველო ოფიციალურად დოკუმენტაციას არ წარადგენს ბელორუსიაში და არ მოითხოვს ექტრადირებას, ამ შემთხვევაში სამართლებრივი საფუძველი აღარ იქნება იმისთვის, რომ მას საექსტრადაციო …

ლავასოღლის ახლობლებმა ბათუმში შიმშილობა შეწყვიტეს

მინდია ლავასოღლის ახლობლებმა და მეგობრებმა ბათუმში შიმშილობა და საპროტესტო აქციები შეწყვიტეს. ისინი პირველი ივნისიდან დღემდე თურქეთის საკონსულოსთან იკრიბებოდნენ და მინდია ლავასოღლის საქართველოში ექსტრადირებას ითხოვდნენ. აქვე გაშლილი იყო კარვებიც. როგორც თავად აცხადებდნენ, 15 ადამიანი შიმშილობდა, მათ შორის, ოთხს პირი ჰქონდა ამოკერილი. მინდია ლავასოღლი ქურდული სამყაროს წევრობისთვისაა გასამართლებული და 2018 წლის ბოლოდან იგი თურქეთში საექსტრადაციო პატიმრობაში იმყოფებოდა. …

არ ვფლობთ ინფორმაციას მინდია ლავასოღლის ბელორუსიაში ექსტრადიციაზე – პროკურატურა

საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ, რომ მათთვის უცნობია მინდია ლავასოღლის ბელორუსის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შესახებ. მინდია ლავასოღლი ქურდული სამყაროს წევრობისთვის არის გასამართლებული 2018 წელს. განაჩენის გამოტანის დროისთვის იგი საქართველოში არ იმყოფებოდა. ლავასოღლი თურქეთში 2018 წლის ბოლოს დააკავეს და ამ დრომდე საექსტრადაციო პატიმრობაში იყო გაურკვეველი მიზეზით. ლავასოღლის საქართველოში ექსტრადირების მოთხოვნით პირველი ივნისიდან ბათუმში აქციება იმართებოდა. გუშინ, 20 ივნისს, გავრცელდა …

ლავასოღლი თურქული ციხიდან გაათავისუფლეს, ადვოკატმა ოჯახს დაურეკა – ბაკურიძე

მინდია ლავასოღლი თურქეთიდან ბელორუსიაში გადაიყვანეს. ამას ორგანიზაციის “ჩვენი უფლებებისთვის” ხელმძღვანელი, თამაზ ბაკურიძე ამბობს, რომელიც ლავასოღლის მხარდამჭერი საპროტესტო აქციების ერთ-ერთი სპიკერია. მინდია ლავასოღლი ქურდული სამყაროს წევრობისთვის გაასამართლეს 2018 წელს. განაჩენის გამოტანის დროის იგი საქართველოში არ იმყოფებოდა. ლავასოღლი თურქეთში 2018 წლის ბოლოს დააკავეს და ამ დრომდე საექსტრადაციო პატიმრობაში იყო გაურკვეველი მიზეზით. ლავასოღლის საქართველოში ექსტრადირების მოთხოვნით პირველი ივნისიდან …

რა უთხრა თურქეთის კონსულმა ლავასოღლის დას

“კონსულმა მითხრა, რომ მიმდინარეობს ექსტრადაციის პროცესი, მაგრამ მე ეს არ მაკმაყოფილებს. მე მჭირდება დოკუმენტი, რაც დაადასტურებს იმას, რომ ექსტრადაციის პროცესი ნამდვილად მიმდინარეობს. მე ასეთი დოკუმენტი არც თურქეთიდან მაქვს, არც საქართველოდან,” – უთხრა ჟურნალისტებს ირინა გორაძემ, რომელიც დღეს, 18 ივნისს, თურქეთის კონსულს შეხვდა. ლავასოღლის ოჯახის წევრებს ჯერ არ აქვთ გადაწყვეტილი, რა ფორმით გააგრძელებენ საპროტესტო აქციას. თურქეთის …

ლავასოღლის მხარდასაჭერი აქციიდან ერთი მოშიმშილე სასწრაფომ გადაიყვანა

ერთ-ერთ მოშიმშილე, რომელიც მინდია ლავასოღლის საქართველოში ექსტრადაციას ითხოვს, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. საპროტესტო აქცია თურქეთის საკონსულოსთან გრძელდება. აქ გაშლილია კარვებიც, სადაც ამჟამად 14 ადამიანი განაგრძობს შიმშილობას. ქურდული სამყაროს წევრობისთვის გასამართლებული მინდია ლავასოღლის მხარდასაჭერად საპროტესტო აქციებს ბათუმში პირველი ივნისიდან მართავენ. ამ დრომდე აჭარის პროკურატურასთან 15 ადამიანი შიმშილობდა. გუშინ, 10 ივნისს, აქციის მონაწილეები თურქეთის საკონსულოსთან გადმოვიდნენ. …

ლავასოღლის მხარდამჭერები შიმშილობას თურქეთის საკონსულოსთან გააგრძელებენ

ქურდული სამყაროს წევრობისთვის გასამართლებული მინდია ლავასოღლის მხარდამჭერები შიმშილობას თურქეთის საკონსულოსთან განაგრძობენ. ისინი ისევ ითხოვენ თურქეთიდან ლავასოღლის საქართველოში ექსტრადაციას. “შიმშილობას განაგრძობს 15 ადამიანი, მათ შორის, ოთხს ისევ პირი აქვს ამოკერილი… საპროტესტო აქციები გაგრძელდება, ვიდრე არ გვეტყვიან კონკრეტულ თარიღს, როდის მოხდება ექსტრადაცია,”- გვითხრა აქციის ერთ-ერთმა მონაწილე, მაია მელიქიძემ. მინდია ლავასოღლის მხარდასაჭერად საპროტესტო აქციებს ბათუმში პირველი ივნისიდან მართავენ. …

რა უთხრეს მინდია ლავასოღლის ოჯახს გენპროკურატურაში?

„ეს იყო შეხვედრა შეხვედრისთვის, ვერაფერი გვითხრეს პროკურატურაში, საპროტესტო აქციები გაგრძელდება,“ – ამბობს ადვოკატი ლექსო კობაიძე, რომელიც დღეს, 8 ივნისს, გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებს შეხვდა. ლექსო კობაიძე ქურდული სამყაროს წევრობისთვის გასამართლებული მინდია ლავასოღლის ინტერესებს იცავს. ლავასოღლის მხარდასაჭერად საპროტესტო აქციებს ბათუმში პირველი ივნისიდან მართავენ. აქციის მონაწილეები თურქეთში, საექსტრადაციო პატიმრობაში მყოფი მინდია ლავასოღლის საქართველოსთვის გადმოცემას ითხოვენ. ამ დრომდე აჭარის …

ლავასოღლის 8 მხარდამჭერი 1000-1000 ლარით დააჯარიმეს – სასამართლო გადაწყვეტილება

ქურდული სამყაროს წევრობისთვის გასამართლებული მინდია ლავასოღლის მხარდამჭერები, რომლებიც 5 ივნისის აქციაზე დააკავეს, სასამართლომ ადმინისტრაციული წესით დააჯარიმა. სასამართლო დღეს, 6 ივნისს გაიმართა. დაკავებული 9 პირიდან სასამართლომ 8 პირს 1000-1000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა, ერთ პირს კი სიტყვიერი გაფრთხილება მისცა. აღნიშნულმა პირებმა გუშინ, 5 ივნისს ახალსოფელთან, ბათუმი-სარფის საავტომობილო გზის ბლოკირება სცადეს. საპროტესტო აქციის მონაწილეები პოლიციელების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის …

„კანონიერი ქურდის“, ლავასოღლის ოჯახს პროკურატურა შეხვდება – აქციები გრძელდება

ქურდული სამყაროს წევრობისთვის გასამართლებული მინდია ლავასოღლის ოჯახის წევრებს და ადვოკატს გენერალურ პროკურატურაში ორშაბათს, 8 ივნისს შეხვდებიან. ამის შესახებ „ბათუმელებს“ ლავასოღლის ადვოკატმა, ლექსო კობაიძემ უთხრა. ლავასოღლის მხარდასაჭერად საპროტესტო აქციები ბათუმში პირველ ივნისიდან იმართება. აქციის მონაწილეები თურქეთში, საექსტრადაციო პატიმრობაში მყოფი მინდია ლავასოღლის საქართველოსთვის გადმოცემას ითხოვენ. ადვოკატის თქმით, პროკურატურიდან დღეს მას შემდეგ დაუკავშირდნენ, როცა საპროტესტო აქციის 9 მონაწილე …

„ორმა ქალმა შიმშილობა დაიწყო, 5 კაცს პირი აქვს ამოკერილი“ – ლავასოღლის მხარდასაჭერი აქცია

მინდია ლავასოღლის მხარდასაჭერად უკვე 17 ადამიანი შიმშილობს, მათ შორის ორი ქალია. დღეს აქციის კიდევ ორმა მონაწილემ პირი ამოიკერა. გუშინ კი პროკურატურის წინ პირი აქციის სამმა მონაწილემ ამოიკერა. ისინი შიმშილობას არ წყვეტენ. ქურდული სამყაროს წევრობისთვის გასამართლებული მინდია ლავასოღლის ახლობლები საპროტესტო აქციებს ბათუმში პირველი ივნისიდან მართავენ. ისინი თურქეთში, საექსტრადაციო პატიმრობაში მყოფი მინდია ლავასოღლის საქართველოსთვის გადმოცემას ითხოვენ. მინდია …

ლავასოღლის სამმა მხარდამჭერმა პირი ამოიკერა, 15 – შიმშილობს – აქცია პროკურატურასთან

მინდია ლავასოღლის ოთხმა მხარდამჭერმა აჭარის პროკურატურასთან ახლახან პირი ამოიკერა. ამის შესახებ „ბათუმელებს“ თამაზ ბაკურიძემ უთხრა, რომელიც ორგანიზაცია „ჩვენი უფლებებისთვის“ ხელმძღვანელია და ორგანიზებას უწევს მინდია ლავასოღლის მხარდასაჭერ საპროტესტო აქციებს. საპროტესტო აქციის მონაწილეები დღეს, 3 ივნისს, სარფის საბაჟოს ჩაკეტვას აპირებდნენ, თუმცა წვიმის გამო პროტესტის ეს ფორმა ერთი დღით გადადეს. „პირი ამოიკერეს და პროკურატურას დამატებით ერთდღიანი ვადა მისცეს, …

ლავასოღლის ახლობელი: მოშიმშილეთა რაოდენობა 20-მდე გაიზრდება – ვითხოვთ ექსტრადაციას 

„ჩვენ არ ვაპირებთ შიმშილობის შეწყვეტას, ვიდრე არ გვეტყვიან კონკრეტულ თარიღს, როდის მოხდება ლავასოღლის ექსტრადაცია საქართველოში,“ – ამბობს ნიკოლოზ ხრიკაძე. ის ერთ-ერთია ქურდული სამყაროს წევრობისთვის გასამართლებული მინდია ლავასოღლის ახლობლებიდან, რომელიც პროკურატურასთან შიმშილობს. ლავასოღლი მეორე წელია საექსტრადაციო პატიმრობაში თურქეთში. შიმშილობა გუშინ ხუთმა ადამიანმა დაიწყო. ნიკოლოზ ხრიკაძის თქმით, დღეს მოშიმშილეთა რაოდენობა 20-მდე გაიზრდება, საპროტესტო აქცია კი, პროკურატურის წინ …

ლავასოღლის 5 ახლობელი შიმშილობას იწყებს აჭარის პროკურატურასთან

თურქეთის საკონსულოდან მინდია ლავასოღლის ახლობლები ისევ პროკურატურის შენობასთან დაბრუნდნენ. ისინი შიმშილობას აპირებენ, ვიდრე ქურდული სამყაროს წევრობისთვის გასამართლებული მინდია ლავასოღლის თურქეთიდან საქართველოში ექსტრადაციის საკითხი არ გაირკვევა. „თურქეთის მხარე აცხადებს, რომ არანაირ პრობლემას არ ქმნის თურქეთი, აგერაა თქვენი პატიმარი და წაიყვანეთო…“ – მიმართა პროკურატურასთან საპროტესტო აქციის მონაწილეებს ორგანიზაციის „ჩვენი უფლებებისთვის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ბაკურიძემ, რომელიც ლავასოღლის მხარდამჭერი აქციების …

ლავასოღლის მხარდამჭერები 4 ივნისამდე დაშლას არ აპირებენ – აქცია პროკურატურასთან

დღეს, 1-ელ ივნისს, მინდია ლავასოღლის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა საპროტესტო აქცია აჭარის პროკურატურასთანაც გამართეს. ისინი ქურდული სამყაროს წევრობისთვის გასამართლებული მინდია ლავასოღლის თურქეთიდან საქართველოში ექსტრადაციას ითხოვენ. ლავასოღლის ახლობლებს ეჭვი აქვთ, რომ საქართველოს ხელისუფლებას რეალურად არ სურს ლავასოღლის ქართულ ციხეში გადმოყვანა. ლავასოღლის თურქეთში საექსტრადაციო პატიმრობის ექვსთვიანი ვადა 28 თებერვალს გაუვიდა, თუმცა ის მეორე დღესვე ხელახლა დააპატიმრეს. მორიგი …

ლავასოღლის მხარდამჭერები აჭარის ტელევიზიას პირდაპირ ეთერს სთხოვენ

მინდია ლავასოღლის მხარდასაჭერად შეკრებილებმა აჭარის ტელევიზიას საპროტესტო აქციის პირდაპირ ეთერში გაშუქება მოსთხოვეს. აქციის მონაწილეები თავდაპირველად თურქეთის საკონსულოსთან შეიკრიბნენ და საკონსულოს პიკეტირება დააანონსეს, თუმცა შემდეგ თქვეს, რომ ტელევიზიასთან მივლენ. საბოლოოდ, აქციის მონაწილეები პროკურატურასთან გააგრძელებენ საპროტესტო აქციას. აქციაზე შეკრებილები ქურდული სამყაროს წევრობისთვის მსჯავრდებული მინდია ლავასოღლის საქართველოსთვის გადმოცემას ითხოვენ. ის საექსტრადაციო პატიმრობაშია თურქეთში. მინდია ლავასოღლი 2018 წელს გაასამართლეს …

რატომ არ აბრუნებენ ლავასოღლის საქართველოში – პროკურატურის პასუხი

დაუბრუნებს თუ არა მინდია ლავასოღლის თურქეთი საქართველოს, ისევ უცნობია. კანონიერი ქურდობის ბრალდებით მინდია ლავასოღლი 2018 წელს გაასამართლეს, თუმცა განაჩენის  მიღების დროს ის საქართველოში უკვე აღარ იმყოფებოდა. დაახლოებით 15 თვის წინ „ინტერპოლმა“ მინდია ლავასოღლი თურქეთში, ქალაქ ტრაბზონში დააკავა, თუმცა იგი ამ დრომდე საქართველოსთვის არ გადმოუციათ. „მინდია ლავასოღლის თებერვალში გაათავისუფლებენ, რადგან საექსტრადაციო პატიმრობის ვადა იწურება,“ – ამბობს …

„ლავასოღლი თურქეთში ჯურღმულში მოათავსეს, ის შველას ითხოვს“ – ადვოკატი

„ახლა იგი კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაშია, სადღაც ჯურღმულში ჩასვეს, ყოველგვარი კონტაქტის გარეშეა, მესამე კვირა ოჯახის წევრებსაც არ დალაპარაკებია. მძიმეა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და შველას ითხოვს,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა. იგი „ქურდული სამყაროს წევრობისთვის“ საქართველოში გასამართლებული მინდია ლავასოღლის ერთ-ერთი ადვოკატია. შეიძლება ითქვას, რომ თურქეთში მინდია ლავასოღლი პირდაპირ საპატიმრო დაწესებულებიდან წავიდა: 2017 წლის 17 ოქტომბერს …

შსს: დაკავებულია „ლოტუ გულისა“ და ლავასოღლის გარემოცვა – ამოღებულია „ობშიაკის“ თანხა

შს სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 2 დღის განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით, ქურდული სამყაროს 10 წევრი დააკავეს, 1 პირს კი ბრალი N17 პენიტენციურ დაწესებულებაში წარუდგინეს. შსს-ს ინფორმაციით, დაკავების ღონისძიებები მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა. კერძოდ, ბათუმში, მესტიაში, მარნეულში, დმანისში, რუსთავსა და თბილისში. ერთ-ერთი ბრალდებული წითელ ხიდზე იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი ქვეყნის დატოვებას ცდილობდა. დაკავებულები არიან: 1992 წელს დაბადებული …

ადვოკატი: ლავასოღლისთვის თურქულ ციხეში ყოფნა გაუსაძლისია, ის ექსტრადაციის მოთხოვნით შიმშილობს

„ლავასოღლის ექსტრადაციის მოთხოვნით საქართველოს თურქეთისთვის არ მიუმართავს, დოკუმენტაცია გაგზავნილი არ არის,“ – აცხადებს „კანონიერ ქურდობაში“ მსჯავრდებული მინდია ლავასოღლის ადვოკატი ლექსო კობაიძე. მისივე თქმით, ლავასოღლი ამ დროისთვის ისევ შიმშილობს თურქეთის სადეპორტო დაწესებულებაში. „ორი საათის წინ ვესაუბრე ტელეფონით. მითხრა, რომ ისევ შიმშილობს. მისი მოთხოვნა უცვლელია. ითხოვს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მისი ექსტრადაცია მოითხოვოს, ან თავი დაანებონ, იქ ყოფნა …

მინდია ლავასოღლის 10 წელი მიუსაჯეს – ხმაური ბათუმის სასამართლოში

„კანონიერ ქურდობაშუ” ბრალდებულ მინდია ლავასოღლის მოსამართლე ლევან გელოვანმა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ამ გადაწყვეტილების გამოცხადებას დარბაზი მშვიდად შეხვდა – დარბაზში ლავასოღლის ახლობელი არავინ იყო. ლავასოღლი თურქეთში გასული წლის ოქტომბერში დააკავეს, თუმცა ის ამ დრომდე საქართველოში ექსტრადირებული არ არის. სხვა ბრალდებულებზე განაჩენის გამოცხადების დროს კი, დამსწრეთა ჯგუფმა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა. ზაალ ახვლედიანსა და შოთა …

ადვოკატი ექსპერტს: როდის შეხვდით ლავასოღლის და სად?

„მინდია ლავასოღლის მე-7 დაწესებულებაში შევხვდი, 2014 წელი იქნებოდა,“ – მიმართა ადვოკატს ექსპერტმა, ეთერ კუნელაშვილმა. შსს-ს ექსპერტს შეკითხვა ლავასოღლისთან შეხვედრის შესახებ ადვოკატმა სოლომონ კოჩალიძემ დაუსვა. ექსპერტმა ეთერ კუნელაშვილმა ხმების ექსპერტიზა ჩაატარა „ქურდული სამყაროს წევრობის საქმეზე“ და დღეს, 19 მარტს, მოწმის სახით დაიკითხა დისტანციური წესით. ამ საქმეზე ექსპერტი ბოლო მოწმე იყო. რამდენიმე დღეში სასამართლომ განაჩენი უნდა გამოიტანოს. …

მოწმეები „ქურდული სამყაროს წევრობის საქმეზე“ ჩვენებებს ცვლიან

„ყველა სიტყვას არ ვეთანხმები, კაი ბიჭი ვარ და ასე შემდეგ არ მითქვამს…“ – უთხრა პროკურორს სასამართლოში მოწმის სახით დაბარებულმა მანუჩარ ბერიძემ. ის ერთ-ერთია, ვინც ამ საქმეში ჩვენება შეცვალა. დღეს, 12 თებერვალს, მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ 5 მოწმის ჩვენება მოისმინა. პროკურორმა დღევანდელ სხდომაზე მოწმე მანუჩარ ბერიძეს თავიდან ბოლომდე წაუკითხა ის ჩვენება, რომელიც მან სასამართლო პროცესების დაწყებამდე რამდენიმე თვით …

12 წელი – ლავასოღლის სასჯელი სააპელაციო სასამართლომაც ძალაში დატოვა

საქართველოს პროკურატურის ცნობით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა ძალაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 ივლისის გამამტყუნებელი განაჩენი, რომლის თანახმად, კანონიერ ქურდობაში, ჯგუფურად გამოძალვის ორგანიზებასა და ძალადობის მუქარით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლაში ბრალდებული მინდია ლავასოღლი [ბრალის წარდგენის ეტაპზე გორაძე] დამნაშავედ ცნო. „სახელმწიფო ბრალდების მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით და სასამართლოს განაჩენით დადასტურებულია, რომ მას შემდეგ, რაც …

რა ნახა გამომძიებელმა ლავასოღლის სახლის ჩხრეკის დროს

“ლავასოღლის საცხოვრებელი სახლი სასამართლოს განჩინების საფუძველზე გავჩხრიკეთ,”- დაიწყო ამბის მოყოლა გამომძიებელმა, უჩა კახიძემ. მან დღეს, 28 იანვარს, სასამართლოს “ქურდული სამყაროს წევრობის საქმეზე” მოწმის სახით ჩვენება მისცა, მათ შორის, ამ საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის, მინდია ლავასოღლის სახლის ჩხრეკაზე. ლავასოღლის სახლი სამართალდამცველებმა 17 ივლისს გაჩხრიკეს. “იქ იყო რამდენიმე პასპორტი ლავასოღლის სხვადასხვა ფოტოთი და სხვადასხვა სახელებით, ასევე მეხსიერების ბარათები, …

თურქული მედია: ტრაპიზონში ლავასოღლი დააკავეს

თურქული მედიის ცნობით დღეს, 25 ოქტომბერს, თურქმა სამართალდამცავებმა ტრაპიზონში ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი, მინდია ლავასოღლი [მან გვარი – გორაძე ცოტა ხნის წინ შეიცვალა] დააკავეს. წელს, 18 ივლისს, შს სამინისტრომ მინდია ლავასოღლის დაუსწრებლად წარუდგინა ბრალი კანონიერი ქურდობის და ქურდულ შეკრებაში მონაწილეობის ბრალდებით. ეს დანაშაული 9-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „ბათუმელები“ მინდია ლავასოღლის ადვოკატსაც დაუკავშირდა. მან გვითხრა, რომ …

მოსამართლის გადაწყვეტილებით ლავასოღლს სახაზინო ადვოკატი დაიცავს

ვიდრე მოსამართლე ლევან გელოვანი სხდომათა დარბაზში შემოვიდოდა, ბრალდებულმა შოთა კეკელიძემ პროკურორ რამაზ შავაძეს აგრესიულად მიმართა: „ჩვენ გავაკეთეთ რამე კანონსაწინააღმდეგო და თქვენ ყველაფერს კანონიერად აკეთებთ? 2004 წლიდან პროკურორი ხართ და კარგად გიცნობთ. გახსოვთ, რა პირობებში გამიფორმეთ ადრე საპროცესო?… ახლა საკანშიც მარტო მამყოფებენ…“ – თქვა ბრალდებულმა. პროკურორს შოთა კეკელიძისთვის არაფერი უპასუხია. საუბარია ქურდული სამყაროს წევრობის საქმეზე, რომლის …

ლავასოღლის ადვოკატმა მოსამართლეს საქმის შეწყვეტა მოსთხოვა

დღეს, 2 ოქტომბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში საქმისწარმოების შეწყვეტა ოთხივე ბრალდებულმა მოითხოვა, რომლებსაც ქურდული სამყაროს წევრობას ედავება გამოძიება. მათ შორისაა მინდია ლავასოღლი, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, ამჟამად თურქეთში იმყოფება. სასამართლოში მის ინტერესებს ადვოკატი იცავს. ქურდული სამყაროს წევრობისა და ქუჩურ გარჩევებში მონაწილეობის ბრალდებით სამართალდამცველებმა 11 პირი 17 ივლისს ბათუმში დააკავეს. საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულები ემუქრებოდნენ დაზარალებულებს, სცემდნენ და დიდი …

პროკურორის განმარტება „ქურდული სამყაროს წევრობის საქმეზე“

„ამ საქმეში 4 დაზარალებულია, 4 ადამიანს აქვს დაზარალებულის სტატუსი,“ – უპასუხა პროკურორმა ფრიდონ ქარცივაძემ „ბათუმელების“ შეკითხვას სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ. მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა წინასასამართლო სხდომაზე ბათუმში „ქურდული სამყაროს წევრობის საქმეზე“ დაკავებულების საქმე განიხილა. „რას გვედავებით, როცა დაზარალებული საქმეში არ არსებობს“, – მიმართა პროკურორებს ერთ-ერთმა ბრალდებულმა ივანე გიგიაძემ. პროკურორის თქმით, დაზარალებულად ცნობილი პირები სასამართლოსაც მისცემენ ჩვენებას. …

შსს აცხადებს, რომ ლავასოღლის მიერ ორგანიზებული 10-კაციანი ჯგუფი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინსიტრომ ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით 10 პირი დააკავა, ხოლო ე.წ. „კანონიერ ქურდს“, მინდია ლავასოღლის ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. „მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების, მათ შორის ფარული მიყურადების შედეგად, 1981 წელს დაბადებულ მინდია ლავასოღლის [გორაძე], კანონიერი ქურდობის და ქურდულ შეკრებაში მონაწილეობის ბრალდებით დაუსწრებლად წარედგინა ბრალი. დანაშაული 9-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – …

Exit mobile version