„ლევან ვარშალომიძეზე რუსეთს გამოცხადებული აქვს საერთაშორისო ძებნა, ის პოლიტიკური დევნის გამო შეაფერხეს“ – განაცხადა დღეს, 20 მარტს, ბათუმში გამართულ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბრიფინგზე ელგუჯა ბაგრატიონმა. მისივე თქმით, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, ენმ- ის წევრი ლევან ვარშალომიძე ყაზახეთის ქალაქ ატირაუში კონსულტაციებისთვის მიიწვიეს. „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მინდა განვმარტო ლევან ვარშალომიძის ყაზახეთში ვიზიტთან და იმ გაუგებრობასთან დაკავშირებით, …
Tag Archives: ლევან ვარშალომიძე
ყაზახეთში ლევან ვარშალომიძე დააკავეს – ენმ
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ყაზახეთში აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ლევან ვარშალომიძე დააკავეს. „ნაციონალური მოძრაობა“ ამ საქმესთან დაკავშირებით ლევან ბეჟაშვილის კომენტარს ავრცელებს. „წინასწარი ინფორმაციით საქმე ეხება რუსეთის ფედერაციიდან გაგზავნილ ინფორმაციას სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება ლევან ვარშალომიძის პოლიტიკურ საკონსულტაციო საქმიანობას უკრაინის ხელისუფლებასთან. ყველასათვის ცხადია, რომ რუსეთის ფედერაციის მხრიდან სისხლის სამართლებრივი საქმე …
Continue reading “ყაზახეთში ლევან ვარშალომიძე დააკავეს – ენმ”
კირთაძე ამბობს, რომ არ იცის, რატომ გაუნაწყენდა ვარშალომიძე – რა ხდება ენმ-ს აჭარის ორგანიზაციაში
„ნაციონალურ მოძრაობაში“ აღარ მალავენ, რომ აჭარის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ლევან ვარშალომიძე, თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ პარტიის ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარის, გიორგი კირთაძის გადადგომას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მის გადაყენებას ითხოვდა. ითქვა ისიც, რომ ლევან ვარშალომიძეს არც ენმ-ის ბათუმის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის პოზიციაზე ნოდარ დუმბაძის არჩევის გადაწყვეტილება მოსწონს. ნოდარ დუმბაძემ ფრაქციის თავმჯდომარის თანამდებობა ლაშა კილაბერიას გადადგომის შემდეგ დაიკავა. „მე …
რა ხდება აჭარის ენმ-ში? – ვარშალომიძესთან ერთად და მის წინააღმდეგ
„რატომ ნიკა მელია? – მიმაჩნია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება და უნდა იყოს ის მთავარი ძალა, რომელიც შეძლებს ავტოკრატიული რეჟიმის ჩამოშლას და ამ ქვეყანაში პოლიტიკური მართლმსაჯულების დასრულებას, რასაც მარტო ვერ შეძლებ. საჭიროა ერთი დიდი პოლიტიკური ერთობის გაკეთება“, – ასე ახსნა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობს“ ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გიორგი კირთაძემ, პარტიის მოქმედი თავმჯდომარისთვის ღიად გამოცხადებული მხარდაჭერა. ენმ-ის თავმჯდომარის …
Continue reading “რა ხდება აჭარის ენმ-ში? – ვარშალომიძესთან ერთად და მის წინააღმდეგ”
ლევან ვარშალომიძეს პარლამენტარის უფლებამოსილება შეუწყდა
დღეს, 6 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ლევან ვარშალომიძისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას. ვარშალომიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის მიზეზი პარლამენტის სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენა გახდა. ლევან ვარშალომიძის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ მონაცვლეს ვერ შეიყვანს პარლამენტში, რადგან საარჩევნო სია ენმ-ს ჩახსნილი აქვს.
ლევან ვარშალომიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას საპროცედურო კომიტეტმა მხარი დაუჭირა
დღეს, 14 ივლისს, საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს ლევან ვარშალომიძისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხს. კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განმარტებით, პარლამენტის წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ იგი მორიგი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ დაესწრება მორიგი სხდომების ნახევარზე მეტს. „პარლამენტის 2022 წლის მორიგი საგაზაფხულო სესიის განმავლობაში სულ 26 …
ლევან ვარშალომიძეს ხვალ უფლებამოსილება უნდა შეუწყვიტონ – ენმ წინააღმდეგია
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, ხვალ, 14 ივლისს, პარლამენტი ლევან ვარშალომიძისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას გეგმავს. იმ შემთხვევაში, თუკი ვარშალომიძეს უფლებამოსილება შეუწყდება, „ნაციონალური მოძრაობა“ მონაცვლეს ვერ შეიყვანს პარლამენტში, რადგან საარჩევნო სია ენმ-ს ჩახსნილი აქვს. პარლამენტის წევრი დავით ხაჯიშვილი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ პარლამენტს უფლება არ აქვს, ლევან ვარშალომიძეს უფლებამოსილება შეუწყვიტოს, რადგან ის ოფიციალურად ბოიკოტის რეჟიმშია. რამდენ ხანს …
Continue reading “ლევან ვარშალომიძეს ხვალ უფლებამოსილება უნდა შეუწყვიტონ – ენმ წინააღმდეგია”
ენმ-ს თავმჯდომარეობის კანდიდატები ლევან ვარშალომიძე და ნიკა მელია იქნებიან
“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატები ლევან ვარშალომიძე და ნიკა მელია გახდნენ. როგორც ნეტგაზეთს ენმ-ს პრესსამსახურში უთხრეს, ამ ორ კანდიდატს შორის პარტიის მხარდამჭერები ელქტრონული ფომით უახლოეს მომავალში თავმჯდომარეს აირჩევენ. “პარტიის პოლიტიკურმა საბჭომ ფარული კენჭისყრით კანდიდატები დაასახელა. მათ შორის ყველაზე მეტი მხარდაჭერა ნიკა მელიამ და ლევან ვარშალომიძემ მიიღეს. შესაბამისად, …
Continue reading “ენმ-ს თავმჯდომარეობის კანდიდატები ლევან ვარშალომიძე და ნიკა მელია იქნებიან”
უკავშირდება თუ არა პროტესტის გამწვავება ვარშალომიძის შეურაცხყოფას – რას ამბობს რიჟვაძე
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, დღეს, 3 დეკემბერს, მთავრობაში ბრიფინგი გამართა, სადაც განცხადების შემდეგ მან ჟურნალისტების შეკითხვებსაც უპასუხა. „ბათუმელების“ კითხვას – როგორ ფიქრობთ, რატომ გადმოინაცვლა თქვენი აზრით, აქციების ეპიცენტრმა თბილისიდან ბათუმში და ხომ არ უკავშირდება ეს თქვენი მხრიდან ლევან ვარშალომიძის მისამართით გამოყენებულ ფრაზას – „ჩამქრალი ვარსკვლავბიჭუნა“, რომელიც შესაძლოა აღქმულიყო პიროვნულ შეურაცხყოფად, თორნიკე რიჟვაძემ უპასუხა, რომ …
რიჟვაძემ „ჩამქრალი ვარსკვლავბიჭუნა“ უწოდა ლევან ვარშალომიძეს
დღეს, 20 ნოემბერს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის სხდომის წინ ერთგვარად გააფრთხილა აჭარაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ხვალ, არჩევნების მეორე ტურზე, ე.წ. სირცხვილის დერეფნების მოწყობას გეგმავს. „ვიწრო არ დარჩეს ეს დერეფანი“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. „რაც შეეხება განცხადებას ნაცმოძრაობის მხრიდან, რომ სირცხვილის დერეფნები შეეხებოდა მხოლოდ პოლიტიკური თანამდებობის პირებს, დეპუტატებს, ყველას კიდევ ერთხელ ვაფრთხილებ, რომ …
Continue reading “რიჟვაძემ „ჩამქრალი ვარსკვლავბიჭუნა“ უწოდა ლევან ვარშალომიძეს”
ლევან ვარშალომიძე: სირცხვილის კორიდორებს მოვუწყობთ მათ, ვინც გააყალბა არჩევნები
„არ მიიღოთ მონაწილეობა ამ მეორე ფარსში, რაც გააკეთა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“, – განაცხადა დღეს, 19 ნოემბერს, ლევან ვარშალომიძემ აჭარის მთავრობის სახლის წინ, სადაც ოპოზიციის საპროტესტო აქციები გრძელდება. ლევან ვარშალომიძემ და მეორე ტურში გადასულმა სხვა კანდიდატებმა „გაერთიანებული ოპოზიციიდან“ ცესკოს, ასევე უსკოს მიმართეს, რომ ისინი არჩევნების მეორე ტურში არ მონაწილეობენ. ამის მიუხედავად, 21 ნოემბერს დაგეგმილ მეორე …
Continue reading “ლევან ვარშალომიძე: სირცხვილის კორიდორებს მოვუწყობთ მათ, ვინც გააყალბა არჩევნები”
ვარშალომიძის განმარტება II ტურის დროს სირცხვილის კორიდორის მოწყობაზე
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ვარშალომიძის ინიციატივამ, 21 ნოემბერს [არჩევნების მეორე ტურის დღეს], საარჩევნო უბნებთან სირცხვილის კორიდორების მოწყობაზე, ოპოზიციაში გარკვეული დისონანსი გამოიწვია. ეს მოწოდება ლევან ვარშალომიძემ გუშინ, 15 ნოემბერს, ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციაზე გაახმოვანა. „სირცხვილის დერეფანი საარჩევნო უბნებთან სახელმწიფოებრივი უკულტურობის ახალი ნიშნული იქნება…“ – ასე გამოეხმაურა ლევან ვარშალომიძის განცხადებას დავით უსუფაშვილი, „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი. …
Continue reading “ვარშალომიძის განმარტება II ტურის დროს სირცხვილის კორიდორის მოწყობაზე”
ვარშალომიძე 37%, კონცელიძე 40% – ბათუმში არჩევნების მეორე ტური იქნება
ცესკოს მონაცემებით, ბათუმის #28 მაჟორიტარულ ოლქში დათვლილია ყველა უბანი. წინასწარი მონაცემებით, მთავარ კონკურენტებს შორის ხმები ასე გადანაწილდა: რესან კონცელიძე, „ქართული ოცნება“ – 40,97% ლევან ვარშალომიძე, „ნაციონალური მოძრაობა“ – 37,3% მაჟორიტარ კანდიდატს გამარჯვებისთვის სჭირდება მიცემულ ხმათა ნახევარზე მეტი – 50 პროცენტს პლუს თუნდაც ერთი ხმა. ამ შემთხვევაში არც ერთ კანდიდატს არ აქვს მიღებული ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე …
Continue reading “ვარშალომიძე 37%, კონცელიძე 40% – ბათუმში არჩევნების მეორე ტური იქნება”
ლევან ვარშალომიძის მამა კოვიდით გარდაიცვალა
გაერთიანებული ოპოზიციიდან ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატის, ლევან ვარშალომიძის მამა, გურამ ვარშალომიძე დღეს, 16 ოქტომბერს, კორონავირუსით გარდაიცვალა. ის „მედცენტრში“ მკურნალობდა. ინფორმაციას ადასტურენ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“. გურამ ვარშალომიძე კლინიკაში 20 სექტემბერს გადაიყვანეს, მას კორონავირუსის გარდა სხვა თანმხლები დაავადებებიც ჰქონდა. დღევანდელი მონაცემებით აჭარაში კორონავირუსის 342 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი. გარდაიცვალა ორი პაციენტი.
ვარშალომიძე ბათუმში „ოცნების“ კანდიდატზე: ის კარგი პოლიციელი იყო
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბათუმში, ლევან ვარშალომიძე, თავის კონკურენტზე, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატზე, რესან კონცელიძეზე ამბობს, რომ „ის კარგი პოლიციელი იყო“. ეს განცხადება ვარშალომიძემ ტვ პირველის ეთერში გააკეთა. ჟურნალისტმა ვარშალომიძეს ჰკითხა, მისი აზრით, რესან კონცელიძეს, რომელიც არაერთი წელი მუშაობდა პოლიციაში, თავად გაუჩნდა პოლიტიკაში წასვლის ამბიცია, თუ ეს არ იყო მისი გადაწყვეტილება. „ბათუმში ყველა …
Continue reading “ვარშალომიძე ბათუმში „ოცნების“ კანდიდატზე: ის კარგი პოლიციელი იყო”
უსკოში დარეგისტრირდა საარჩევნო ბლოკი „გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშია”
აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში დარეგისტრირდა საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“. ბლოკში ერთიანდებიან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „რესპუბლიკური პარტია“ და „ემსახურე საქართველოს“ ლიდერები. „ჩვენ გვექნება ერთიანი სიები, გვექნება ერთიანი სტრატეგია“ – განაცხადა ლევან ვარშალომიძემ, რომელიც პარლამენტში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატია ბათუმიდან. ვარშალომიძემ აღნიშნა, რომ ბლოკი „ხელს უწვდის“ მეგობრობისა და თანამშრომლობისთვის ყველა …
Continue reading “უსკოში დარეგისტრირდა საარჩევნო ბლოკი „გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშია””
ლევან ვარშალომიძე წარსულში დაშვებულ შეცდომებსა და საარჩევნო გეგმებზე – ინტერვიუ
ინტერვიუს დროს ლევან ვარშალომიძემ რამდენჯერმე ახსენა ფრაზა „ბათუმის სასწაული“. მას წინასაარჩევნო კამპანია ჯერ არ დაუწყია, რადგან უცხო ქვეყნიდან ახლახან დაბრუნდა და ჯერ კიდევ კარანტინშია, თუმცა უკვე ჩანს, რომ არჩევნების მოგებას „ნაცმოძრაობის“ კანდიდატი და აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ამ გზავნილით აპირებს – ბათუმში განხორციელებული ინვესტიციები და მშენებლობები. ლევან ვარშალომიძეს ვკითხეთ მშენებლობების მიმართ დამოკიდებულებაზეც, რამაც წლების წინ …
Continue reading “ლევან ვარშალომიძე წარსულში დაშვებულ შეცდომებსა და საარჩევნო გეგმებზე – ინტერვიუ”
ლევან ვარშალომიძე, შესაძლოა, ბათუმში ენმ-ის მაჟორიტარობის კანდიდატი იყოს
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, ლევან ვარშალომიძე ბათუმში ბრუნდება. აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ამჟამად უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებული საინვესტიციო საბჭოს მდივანია და ამბობს, რომ ის აპირებს არჩევნებში იბრძოლოს. “თუ ვინმეს ეგონა უკრაინაში მაღალი პოზიციის გამო საქართველოს ბედზე ხელს ჩავიქნევდი და ამ საბედისწერო მომენტში პირად კომფორტს ვამჯობინებდი, ძალიან შეცდა. მე ახლა ვარ ტრაბზონში და ზუსტად ორ საათში ჩემს …
Continue reading “ლევან ვარშალომიძე, შესაძლოა, ბათუმში ენმ-ის მაჟორიტარობის კანდიდატი იყოს”
ვარშალომიძე უკრაინის პრეზიდენტმა საინვესტიციო ოფისის უფროსად დანიშნა
უკრაინის პრეზიდენტმა, ზელენსკიმ განაცხადა, რომ ახალ სტრუქტურას — „საინვესტიციო ოფისს“, რომელიც სექტემბერში დაიწყებს მუშაობას, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, ლევან ვარშალომიძე უხელმძღვანელებს – იუწყება „უნიანი“. გადაწყვეტილება ზელენსკიმ პრეზიდენტობის ერთი წლისთვის მიძღვნილ პრესკონფერენციაზე გააჟღერა. „შემიძლია გითხრათ საინვესტიციო ოფისზე, რომელსაც სექტემბრის დასაწყისში გავხსნით. ხელმძღვანელად იქ ბატონი ვარშალომიძე ავიყვანეთ, რომელიც ბათუმს აშენებდა“, — განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. „მივიღეთ გადაწყვეტილება — ერთი …
Continue reading “ვარშალომიძე უკრაინის პრეზიდენტმა საინვესტიციო ოფისის უფროსად დანიშნა”
ლევან ვარშალომიძე ზელენსკიმ უკრაინის ეროვნული საინვესტიციო საბჭოს მდივნად დანიშნა
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე უკრაინის ეროვნული საინვესტიციო საბჭოს მდივნად დაინიშნა. ბრძანება ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ 12 მარტს გამოსცა. ლევან ვარშალომიძეს უკრაინაში აქვს განათლება მიღებული. იგი „ნაციონალური მოძრაობის“ და პრეზიდენტ სააკაშვილის ფავორიტი იყო აჭარაში. 2004 წელს იგი აჭარაში სწორედ მიხეილ სააკაშვილმა წარადგინა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე და განაცხადა, რომ ვარშალომიძე მისი მეგობარი იყო. …
Continue reading “ლევან ვარშალომიძე ზელენსკიმ უკრაინის ეროვნული საინვესტიციო საბჭოს მდივნად დანიშნა”
6 მაისი “ნაციონალურმა მოძრაობამ” აღნიშნა
პატარაძის, ხაბაძისა და ვარშალომიძის ბრძანებები და მოქალაქე, რომელსაც ქონება წაართვეს
15 000 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი კახაბერში, ზედ ზღვის სანაპიროზე, კომპანია „რაკენ გრუპ ჯორჯიას“ აჭარის მთავრობამ არჩილ ხაბაძის ბრძანებით 3 მილიონ დოლარად მიყიდა. ხელშეკრულების გაფორმებიდან დღემდე, „რაკენ გრუპ ჯორჯია“, თანხის გადაუხდელობისა თუ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო რამდენჯერმე დააჯარიმეს, მაგრამ ამ დროისთვის მას ყველა ჯარიმა ჩამოწერილი აქვს. ბოლოს ეს ზურაბ პატარაძემ გააკეთა. ამ მიწის ნაკვეთის ნაწილი …
ლევან ვარშალომიძე უმაღლესი საბჭოს წევრი აღარ არის
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს აჭარაში და აჭარის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარეს ლევან ვარშალომიძეს დღეს, 10 თებერვალს, ოფიციალურად შეუწყდა უფლებამოსილება აჭარის უმაღლეს საბჭოში. ლევან ვარშალომიძემ თავად განაცხადა უარი უმაღლესი საბჭოს წევრის სტატუსსზე, იმის მიუხადავად, რომ იგი აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველი ნომერი იყო. იმის მიუხედავად, რომ აჭარის უმაღლესი საბჭოს არც ერთ სხდომას არ …
Continue reading “ლევან ვარშალომიძე უმაღლესი საბჭოს წევრი აღარ არის”
დღეს უმაღლესი საბჭო ლევან ვარშალომიძის უფლებამოსილების შეწყვეტაზე იმსჯელებს
დღეს, 10 თებერვალს, აჭარის უმაღლესი საბჭო რიგგარეშე სხდომაზე ლევან ვარშალომიძისათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ იმსჯელებს. როგორც პრესრელიზშია აღნიშნული, ამ თემაზე მომხსენებელი ნინო ჩხეტია იქნება, საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა და აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ ლევან ვარშალომიძემ აჭარის უმაღლესი საბჭოს დატოვების შესახებ 27 იანვარს განაცხადა. …
Continue reading “დღეს უმაღლესი საბჭო ლევან ვარშალომიძის უფლებამოსილების შეწყვეტაზე იმსჯელებს”
ლევან ვარშალომიძემ აჭარის უმაღლესი საბჭო დატოვა
აჭარის უმაღლესი საბჭოს დატოვების შესახებ დღეს, 27 იანვარს, ბათუმში განცხადება გააკეთა ლევან ვარშალომიძემ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა აჭარაში. ვარშალომიძემ განაცხადა, რომ მან უარი თქვა დიპლომატიურ პასპორტზე, რომელიც მას, როგორც დეპუტატს ეკუთვნის და გუშინ აიღო, თუმცა რატომ აიღო პასპორტი, რომლის დაბრუნებასაც მეორე დღესვე აპირებდა, მას არ დაუკონკრეტებია. ლევან ვარშალომიძემ დეპუტატის მანდატზე ჯერ კიდევ გასულ წელს, არჩევნების …
Continue reading “ლევან ვარშალომიძემ აჭარის უმაღლესი საბჭო დატოვა”
ლევან ვარშალომიძე უმაღლეს საბჭოში არ შედის
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის ლიდერი ლევან ვარშალომიძე, რომელიც უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე პარტიის პროპორციულ სიაში პირველი ნომერი იყო, უმაღლეს საბჭოში არ შედის. არჩევნების შედეგების მიხედვით პარტიამ უმაღლეს საბჭოში პროპორციული სიით ხუთი პირის შეყვანა შეძლო. ლევან ვარშალომიძეს ასმათ დიასამიძე ჩაანაცვლებს. „მე არ შევდივარ უმაღლეს საბჭოში, რაც იმას არ ნიშნავს, რომ მივდივარ. მე ვრჩები ბათუმში და ვაპირებ …
Continue reading “ლევან ვარშალომიძე უმაღლეს საბჭოში არ შედის”
ენმ პროკურატურას მიმართავს
დღეს, 27 ოქტომბერს, ენმ-ს ბათუმის ოფისში, 2016 წლის 8 ოქტომბრის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველმა ნომერმა ლევან ვარშალომიძემ ბრიფინგი გამართა, საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით. ლევან ვარშალომიძის განცხადებით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უამრავი საჩივარი შეიტანა უბნებზე, ოლქებშიც და შემდეგ სასამართლოში… ვითხოვდით უბნების ბათილობას, ვითხოვდით კონკრეტულ უბნებზე კონკრეტული ბიულეტენების გადათვლას, არც ერთი ჩვენი მოთხვნა არ დაკმაყოფილდა. ამიტომ ჩვენ …
ენმ არჩევნების გაყალბების დასადასტურებლად ვიდეო ჩანაწერებს ასაჯაროვებს
ლევან ვარშალომიძემ ჟურნალისტებს ქობულეთის სხვადასხვა საუბნო საარჩევნო კომისიაში გადაღებული ვიდეო მასალა აჩვენა. მისი თქმით, ვიდეო პარტიის წარმომადგენლებმა გადაიღეს და მასზე გაყალბების სხვადასხვა შემთხვევაა დაფიქსირებული. ლევან ვარშალომიძემ ყურადღება გაამახვილა კომისიის იმ წევრებზე, რომლებსაც ხმების დათვლის დროს ხელში საწერი კალმები უჭირავთ. მისივე მტკიცებით, ერთ-ერთ საუბნო კომისიაში ამომრჩეველმა ხმა მისცა მარკირების შემოწმების გარეშე, ასევე გადასატანი ყუთის კონვერტები გადაუთვლელად …
Continue reading “ენმ არჩევნების გაყალბების დასადასტურებლად ვიდეო ჩანაწერებს ასაჯაროვებს”
„ოცნების“ კანდიდატი „ნაციონალებზე“: როგორც მიპოვეს, ისე დამკარგეს
ანზორ ბოლქვაძე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატია ხულო-შუახევი-ქედის [მახუნცეთის ადგილობრივი მაჟორიტარული ოლქის გამოკლებით] 73-ე მაჟორიტარულ ოლქში. ის აქამდეც იყო ორი მოწვევის მაჟორიტარი საქართველოს პარლამენტში. ორივეჯერ დეპუტატად არჩეული იქნა, როგორც „ნაციონალურ მოძრაობის“ მაჟორიტარი. თუმცა, ბოლო მოწვევის პარლამენტში მან „ნაციონალური მოძრაობის“ მანდატი დატოვა და „ქართულ ოცნებას“ შეუერთდა. ბატონო ანზორ, რა გააკეთეთ ისეთი, რომ ახლანდელმა მმართველმა პარტიამაც თქვენზე შეაჩერა არჩევანი? ყოველთვის მქონდა …
Continue reading “„ოცნების“ კანდიდატი „ნაციონალებზე“: როგორც მიპოვეს, ისე დამკარგეს”
ლევან ვარშალომიძის განმარტება თურქულ გამოცემაში გაკეთებულ კომენტარზე
მედიასა და სოციალურ ქსელში საზოგადოების გამოხმაურება მოჰყვა ლევან ვარშალომიძის სიტყვებს, რომელიც მან თურქულ გამოცემას – „ჰურიეთი“ [hurriyet] ბლიც-ინტერვიუში უთხრა: „როგორც შავიზღვისპირელი აღვნიშნავ, ქართველები და თურქები სრულიად ერთნი ვართ, ერთი ხალხი ორი სახელმწიფოში“, – აღნიშნულია ინტერვიუს ქართულ თარგმანში, რომeლიც ლევან ვარშალომიძემ საკუთარ ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა. ვარშალომიძემ დღეს სასტუმრო „შერატონში“ გამართულ პრეზენტაციაზე ჟურნალისტებთან ამ სიტყვების შესახებ განმარტა [კომენტარს სტილის …
Continue reading “ლევან ვარშალომიძის განმარტება თურქულ გამოცემაში გაკეთებულ კომენტარზე”
„ლევან ვარშალომიძის განცხადება არის უკიდურესად მიუღებელი და უადგილო!“
ავტორი: სულხან ღლონტი, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი საზოგადოებაში, სრულიად სამართლიანად დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია „ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარის, ლევან ვარშალომიძის განცხადებამ, ციტატა: „როგორც შავიზღვისპირელი აღვნიშნავ, ქართველები და თურქები სრულიად ერთნი ვართ, ერთი ხალხი ორ სახელმწიფოში“. ეს არის განცხადება, რომელიც თავისი შინაარსით სრულიად მიუღებელი და არაადეკვატურია, როგორი კონტექსტიც არ უნდა ჰქონდეს მას. ვარშალომიძეს, როგორც ირკვევა, არც სახელმწიფოზე …
Continue reading “„ლევან ვარშალომიძის განცხადება არის უკიდურესად მიუღებელი და უადგილო!“”
ლევან ვარშალომიძე თურქეთში თავისი ბიზნესის შესახებ
ლევან ვარშალომიძე თურქეთის ქალაქ სტამბოლში კომპანია “კონსალტინგის” ფლობს და იქ ხშირად იმყოფება, წერს თურქული გამოცემა „ჰურიეთი“ [hurriyet] ლევან ვარშალომიძესთან გამოქვეყნებულ ბლიც-ინტერვიუში. მიუხედავად იმისა, რომ ქართული მედია ხშირად წერს სხვადასხვა კომპანიაში ვარშალომიძის ბიზნესინტერესებზე, დღემდე ოფიციალურად არსად დაუდასტურებია აჭარის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარეს, რომ ის ბიზნესით არის დაკავებული. დღეს ბათუმში, „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე, „ბათუმელებმა“ პირადად ჰკითხა …
Continue reading “ლევან ვარშალომიძე თურქეთში თავისი ბიზნესის შესახებ”
რა უთხრეს ლევან ვარშალომიძეს „ოცნების ქალაქში“ [ვიდეო]
ხმაურით შეხვდა „ოცნების ქალაქი“ ლევან ვარშალომიძეს, რომელიც აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ აპირებს კენჭისყრას. მოსახლეობის ნაწილმა მასთან გასაუბრებაზე უარი თქვა, ნაწილმა კი აჭარის მთავრობის ყოფილ ლიდერს შეუსრულებელი დაპირებები შეახსენა და აგრესიულად მოუწოდა, დაეტოვებინა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ტერიტორია. ლევან ვარშალომიძე დღეს, 20 ივლისს, ე.წ. ოცნების ქალაქში წინასაარჩევნო პროგრამით გათვალისწინებული „სოციალური სახლების“ პროგრამის შესაბამისად, ხელშეკრულებების გაფორმებას …
Continue reading “რა უთხრეს ლევან ვარშალომიძეს „ოცნების ქალაქში“ [ვიდეო]”
“გამჭვირვალობა”: ლევან ვარშალომიძის საარჩევნო კამპანია ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს შეიცავს
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” განცხადებას ავრცელებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ვარშალომიძის წინასაარჩევნო აქტივობასთან დაკავშირებით, რომელიც, ორგანიზაციის აზრით, ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს შეიცავს. ლევან ვარშალომიძე ინდივიდუალურ ხელშეკრულებებს აფორმებს მეჯინისწყლის დასახლებაში მცხოვრებ მოქალაქეებთან. ხელშეკრულების თანახმად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აჭარის რეგიონული ორგანიზაცია იღებს ვალდებულებას, რომ ბათუმში მრავალბინიან სახლებს ააშენებს და უსასყიდლოდ გადასცემს დასახლებაში მცხოვრებ პირებს. ამის განხორციელებას „ნაციონალური …
მურმან დუმბაძე: „ოცნება“ და „ნაციონალები“ აჭარაში გარიგდნენ
ბათუმის მაჟორიტარი საქართველოს პარლამენტში მურმან დუმბაძე საკუთარი პარტიის შექმნას გეგმავს. ის აპირებს პარტია მის მიერვე შექმნილი ორგანიზაციის „ემსახურე საქართველოს“ ბაზაზე დააფუძნოს. პარლამენტარის თქმით, მას პარტიის შექმნის სურვილი არ ჰქონდა, თუმცა მისი გეგმები აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, ლევან ვარშალომიძის აჭარაში დაბრუნებამ შეცვალა. მურმან დუმბაძე „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ გარიგებაში ადანაშაულებს და ახლა მისი მთავარი მიზანი, …
Continue reading “მურმან დუმბაძე: „ოცნება“ და „ნაციონალები“ აჭარაში გარიგდნენ”
შსს: პირი, ვინც ლევან ვარშალომიძეს სარფში ფეხსაცმელი ესროლა, დაკავებულია
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, პირი, რომელმაც დღეს სარფში, აჭარის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარეს, ლევან ვარშალომიძეს ფეხსაცმელი ესროლა დაკავებულია. „ეს პიროვნება დაკავებულია ადმინისტრაციულად, წვრილმანი ხულიგნობისთვის, 166-ე მუხლით; ფეხსაცმლის სროლისა და სიტყვიერი შეურაცხმყოფის მიყენებისთვის. ვინ არის დაკავებული, ამას ვერ დაგიდასტურებთ“ – განაცხადეს შსს-ს პრესსამსახურში. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლი წვრილმან ხულიგნობას ითვალისწინებს: „საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი …
Continue reading “შსს: პირი, ვინც ლევან ვარშალომიძეს სარფში ფეხსაცმელი ესროლა, დაკავებულია”