„ბათომის“ მიმართვა: ეს ქალაქი ჩვენ გვეკუთვნის, ბათუმელებს, რივიერა კი ჩვენია

დღეს, 16 ივლისს, ბათუმის საკრებულო „რივიერას“ ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმის [გრგ] დამტკიცებაზე მსჯელობას იწყებს. საზოგადოება „ბათომი“ ამ საკითხთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მიმართავს ქალაქის თვითმმართველობას. „მოვითხოვთ, ქალაქის მმართველობამ უარი თქვას ქალაქის საზიანო გადაწყვეტილების მიღებაზე, რითაც 5 ცათამბჯენის აშენება იგეგმება ბათუმის კონცხზე – რივიერაზე. ეს ქალაქი ჩვენ გვეკუთვნის, ბათუმელებს, რივიერა კი ჩვენია, ისტორიული ბათუმის ნაწილია, ერთადერთი დარჩენილი სივრცეა, რითაც …

338 ათასი ლარი გორგასლის ქუჩაზე ძეგლის სარეაბილიტაციოდ

ბათუმში, გორგასლის ქუჩაზე, N24-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს სრულ რეაბილიტაციას ჩაუტარებენ. XX საუკუნის დასაწყისში აშენებული ორსართულიანი სახლის სარეაბილიტაციოდ 338 ათასი ლარია გათვალისწინებული. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ ტენდერი უკვე გამოაცხადა. ძეგლზე სამუშაოები 2020 წლის პირველ მარტამდე უნდა დასრულდეს. სახლის რეაბილიტაცია იმ პროექტის შესაბამისად უნდა ჩატარდეს, რომელიც სატენდერო დოკუმენტაციას ახლავს. რესტავრაცია-რეაბილიტაციის კვლევითი და სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაცია …

ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს გაფრთხილების მიუხედავად ანგრევენ

ბათუმში კ. გამსახურდიას 45 ნომერში, სომხური ეკლესიის გვერდით სახლის კედელს ანგრევენ, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. როგორც „ბათუმელებს“ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი, ზაურ ახვლედიანი ეუბნება, ძეგლზე სამუშაოების ნებართვა სააგენტოს მიერ გაცემული არ არის. „ნებართვა არ აქვთ და კედელს უნებართვოდ ანგრევდნენ. გუშინ გააჩერა რეაგირების ჯგუფმა, თუმცა დღეს ისევ ჰქონდათ მცდელობა“, – ამბობს ზაურ ახვლედიანი. ბათუმის …

„პრობლემა აღმოიფხვრა“- საქართველოს ელჩი თურქეთში დოლისყანის ტაძრის შესახებ

მეათე საუკუნის ცნობილი ქართულ ტაძართან დაკავშირებით, საქართველოს ელჩი თურქეთში გიორგი ჯანჯღავა „ბათუმელებთან“ აცხადებს, რომ „პრობლემა აღმოიფხვრა“. “უკვე მიიღეს ზომები და არ დაუშვებენ დოლისყანის მონასტერთან საპირფარეშოს მშენებლობას. ასევე შედგა კომუნიკაცია სოფლის რწმუნებულთან, რომელმაც დაადასტურა, რომ სამუშაოები უკვე შეწყვეტილია,” – ამბობს გიორგი ჯანჯღავა “ბათუმელებთან”. ელჩის თქმით, სოციალურ ქსელში ფოტოების გავრცელებისთანავე, გუშინ [10 მაისს], გვიან საღამოს დაუკავშირდა თურქეთის …

დათო ტურაშვილი: იბრძოლეთ, ეს უნიკალური ქალაქი არ გადააქციოთ ბეტონის ზონად

„ბეტონის ჯუნგლები“, „ცემენტქალაქობა“, „ნუ ჩაგვაბეტონებთ“, „ისტორიული ზონა“, „რას ვზეიმობთ“, „ბეტონყმობა“ – ამ ტრანსპარანტებით გამოვიდა 28 აპრილს, „ბათუმობას“, ახალგაზრდების ჯგუფი ბათუმში, ევროპის მოედანზე. ახალგაზრდების აქციას გამოეხმაურა მწერალი დათო ტურაშვილი, რომელიც „წიგნის კუთხეში“ შეკრებილი პირებისათვის ლექციას მართავდა. „არ დაგემართოთ ის, რაც ჩვენ დაგვემართა, ეს უნიკალური ქალაქი არ გადააქციოთ ბეტონის ზონად. შეინარჩუნეთ, იმიტომ, რომ ჩვენ დავკარგეთ, ვერ შევძელით. …

ძველ ბათუმში დამწვარ სახლს ძეგლის სტატუსი აქვს

ძველ ბათუმში, კომახის ქუჩის პირველ ნომერში ხანძრის შედეგად 400-მდე კვ.მ საცხოვრებელი ფართობი დაიწვა. დამწვარ სახლს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. მერიის ინფორმაციით, საცხოვრებელი სახლი თითქმის მთლინადაა დამწვარი, სახლში 8 ოჯახი ცხოვრობდა, რომელბიც მერიამ დროებით საცხოვრებელში გადაიყვანა. „დაზარალებულ ოჯახებს გაეწევათ პირველადი მატერიალური დახმარება და მიეწოდებათ საკვები პროდუქტები“ – ამბობენ მერიაში. „ბათუმელების“ კითხვაზე, აღდგება თუ არა სახლი …

ისტორიული და მივიწყებული „მეიდან ოდა“ ქედაში

ისტორიულ „მეიდან ოდაში“ სპეციალისტები და ისტორიკოსები ისევ არ გამოჩენილან. ქედაში, სოფელ ზუნდაგაში მდებარე ისტორიული სახლებისა და სტუმარმასპინძლობის აჭარული ტრადიციის შესახებ „ბათუმელები“ 2015 წელს წერდა. „მეიდან ოდა“ მალხაზ ვერძაძის სახლის ეზოშია. „ყოველდღიურად ნადგურდება, ხანდახან ავდივარ და ვნახულობ,“ – წუხილით გვითხრა მან, როცა ჭიშკართან შემოგვეგება. „მეიდან ოდას“ ძველად აჭარაში სასტუმრო ოთახს ეძახდნენ. ზუნდაგა ისტორიულ საქარავნე გზაზე მდებარეობდა. …

ინტურისტთან 10-სართულიანი სასტუმროს მშენებლობას გეგმავენ

ბათუმში, რუსთაველის ქუჩის #20-ში, ათსართულიანი სასტუმროს მშენებლობას გეგმავენ. სამშენებლოდ მოაზრებული ტერიტორია სასტუმრო „ინტურისტს“ ესაზღვრება, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. საკითხი უკვე განიხილა კულტურული მემკვიდრეობის ზონალურმა საბჭომ, თუმცა, ჯერჯერობით, გადაწყვეტილების შესახებ არაფერია ცნობილი. პროექტის რენდერის მიხედვით, რომელიც ზონალური საბჭოს სხდომაზე წარმოადგინეს, დაგეგმილი ათსართულიანი სასტუმროს პროექტი ითვალისწინებს რუსთაველის ქუჩაზე მდებარე ორსართულიანი შენობის ათვისებას, სადაც 1840-1921 წლებში ბრიტანეთის საკონსულო …

თორნიკე რიჟვაძე ინვესტიციების კლებაზე, რივიერასა და ქაოტურ მშენებლობებზე

„ეკონომიკის განვითარებასაც სჭირდება შესაბამისი, საპირწონე გადაწყვეტილებები“, – გვითხრა თორნიკე რიჟვაძემ ინვესტიციების კლების მიზეზებზე საუბრის დროს. არის თუ არა „საპირწონე“ თავისუფალი სივრცეების და მწვანე საფარის დაკარგვა, ისტორიული შენობების განადგურება? – თორნიკე რიჟვაძემ ამ ნაწილში გვიპასუხა, რომ „თვითმმართველობის საქმეში ვერ ჩაერევა“ და „პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს“ ვერ მიიღებს. რას ნიშნავს პოლიტიკური თანამდებობა და რაში გამოიხატება პოლიტიკური პასუხისმგებლობა? – გთავაზობთ აჭარის …

რა იგეგმება პეტრას ციხეზე – ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 1,7 მილიონი ლარი დაიხარჯება

ადმინისტრაციული შენობა, არქეოლოგიური მუზეუმი, კინოსაპროექციო ოთახი, კაფე, სავალი ბილიკები, საპირფარეშო, მინის მოაჯირი ზღვის მხარეს – ეს არის ის ძირითადი ინფრასტრუქტურა, რის მოწყობასაც აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ციხისძირში, პეტრას ციხეზე გეგმავს. პროექტით გათვალისწინებულია ლიმონარიუმის რესტავრაციაც. პროექტის განსახორციელებლად სააგენტოს 1 მილიონ 750 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული. სააგენტომ შესაბამისი სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა. წინადადებების მიღება 2019 წლის …

მეორე სკოლის შენობაზე დაშენება არ იგეგმება – შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია

როგორც აჭარის განათლების სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, დაგეგმილია ბათუმის მეორე საჯარო სკოლის შენობის რეაბილიტაცია, თუმცა სკოლის ორსართულიან შენობაზე სართულების დაშენება არ იგეგმება. „ჩვენ წელს გამოვაცხადეთ რეაბილიტაციის პროექტის შესყიდვაზე ტენდერი, გამარჯვებული უკვე გამოვლენილია, ეს არის სააქციო საზოგადოება „აჭარკავშირი“. დავალება არის ის, რომ შეიმუშაოს სარეაბილიტაციო პროექტი“, – გვეუბნება სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელი, თეა ვადაჭკორია. რადგან მეორე საჯარო სკოლის შენობას …

იუნესკომ ქართული ჭიდაობა მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა

საქართველოს განათლებისა და კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, იუნესკომ ქართული ჭიდაობა მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა. აღნიშნული გადაწყვეტილება 29 ნოემბერს, მავრიკიის ქალაქ პორტლუისში იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის მთავრობათაშორისი კომიტეტის მე-13 სესიაზე მიიღეს. 2014 წელს, ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ინიციატივით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ქართულ ჭიდაობას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა. 2016 წელს კი, პრემიერ-მინისტრის …

ქართულ ცხენოსნურ თამაშობებს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ელემენტს – „ქართული ხალხური ცხენოსნური თამაშობანი – ისინდი, ცხენბურთი, ყაბახი, მარულა“, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანებით არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ბრძანება 2018 წლის 22 აგვისტოდან შევიდა ძალაში. ვიკიპედიიდან: [highlight color=”green”]ისინდი [ძვ. ჯირითი][/highlight] – ძველი ქართული ცხენოსნური სპორტული თამაშობა. ტარდება 150-210 მ სიგრძისა და 40-50 მ სიგანის ოთხკუთხა სწორ მოედანზე. მონაწილეობს ცხენოსანთა …

ბსუ-ში ისტორიული ბუხრების აღდგენას აპირებენ

ბათუმის რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ძველ კორპუსში ისტორიული ბუხრების აღდგენას გეგმავენ. როგორც უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში „ბათუმელებს“ უთხრეს, უნივერსიტეტის შენობაში ბუხრები რამდენიმე ადგილზე იყო განთავსებული. „ერთი ბუხარი იქნება პირველ სართულზე, დერეფნის ბოლოში, მეორე ბუხარიც იქნება დერეფნის ბოლოში, ოღონდ მეორე სართულზე. ამჟამად ამ კორპუსში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს და იყო საუბარი იმაზე, რომ ამ კორპუსის ის იერ-სახე აღგვედგინა“, – …

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ბიუჯეტი 628 300 ლარით გაიზარდა

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ბიუჯეტი 628 300 ლარით გაიზრდება. აღნიშნული ფინანსები ძირითადად, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოვლა-შენახვაზე დაიხარჯება. როგორც სააგენტოს ხელმძღვანელი, მირზა ცეცხლაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, თანხა დაემატება ურბანული მემკვიდრეობის დაფინანსებას. „წელს დაგეგმილი იყო სამი ურბანული პროექტის შესყიდვა, ახლა დაემატება კიდევ ორი პროექტი. ფასადების ნაწილში მოხდება მემედ აბაშიძის 41-ში აჭარის ტელევიზიის შენობის ფასადის რეაბილიტაცია და დაფინანსდება …

ძველი ბათუმის ჩუქურთმები

ძველი ბათუმის XIX-XX საუკუნის სახლები და შენობები გამორჩეული არქიტექტურითა და დეკორით გამოირჩევა. ახლოდან დავათვალიეროთ ფაქიზად ნაკვეთი ჩუქურთმები და დეტალები. ქვემოთ მოცემულ ფოტოებზე ნაჩვენები ზოგიერთი შენობა რესტავრირებულია, ზოგიერთი კი შეკეთებას საჭიროებს და შესაძლოა ავთენტური ფორმით, როგორც კადრებზე ჩანს, აღარც შემორჩეს ქალაქს, თუკი ძალისხმევას დროულად არ გამოვიჩენთ. ბათუმში უამრავი სხვა ჩუქურთმიანი შენობაა, რომელიც კადრში ვერ მოხვდა, მაგრამ მათ …

ბათუმის მერი: „მაღალსართულიანი სახლების ყრუ კედლები კლდესავითაა წამოჭიმული“

ახალი სამშენებლო პროექტის დაგეგმვისას ბათუმში მშენებლები სიმაღლის ნიშნულს ამავე კვარტალში არსებული ახალი შენობიდან იღებენ. მაგალითად, თუ მომიჯნავე ნაკვეთზე თოთხმეტსართულიანი სახლია, ისინი მიიჩნევენ, რომ მის გვერდითაც თოთხმეტსართულიანი სახლი უნდა აშენდეს. ამ გადაწყვეტილებას ხშირად ე.წ ყრუ კედლებითაც ხსნიან. „ჩემს წინაშე დგას კითხვა, როგორ შევცვალოთ ე.წ. ყრუ კედლები განაშენიანების ზონაში? – მაღალსართულიანი სახლების ყრუ კედლები, რომლებიც დღეს კლდესავით …

მერიამ შესაძლოა ნურიგელის ტბისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭება მოითხოვოს

მას შემდეგ, რაც ბათუმის საკრებულო ისტორიულ ზონას დაამტკიცებს, ბათუმის მერიამ შესაძლოა ბათუმის ცენტრალურ პარკში არსებულ ნურიგელის ტბისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭება მოითხოვოს. ინიციატივა ბათუმის მერს, ლაშა კომახიძეს ეკუთვნის. საქმე იმაშია, რომ ბათუმის მერი ისტორიული ზონის „გეოგრაფიკის“ მიერ შეთავაზებული საზღვრების რედაქტირებას ითხოვს. მერის იდეაა, ამ საზღვრებიდან ამოიღონ გორგილაძის ქუჩის ნაწილი და ე.წ. წითელი ზოლი მელიქიშვილის …

ბათუმის მერია: „ერთ თვეში მიწათსარგებლობის გეგმის მომზადებაზე კონკურსს გამოვაცხადებთ“

ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, მირიან მეტრეველის ინფორმაციით, დაახლოებით ერთ თვეში ბათუმის მერია ქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მომზადებაზე კონკურსს გამოაცხადებს – ამის შესახებ მირიან მეტრეველმა დღეს „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის“ ოფისში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. საჯარო შეხვედრაზე ისტორიული განაშენიანების ზონებთან დაკავშირებული დოკუმენტები განიხილეს, რომლებიც „გეოგრაფიკმა“ მოამზადა. ეს დოკუმენტი მერიამ საკრებულოში უკვე წარადგინა …

ხუთსართულიანი სახლი ძეგლის დაცვის ზონაში – მშენებლობა ძველ ბათუმში

ბათუმში, ზ. გამსახურდიას N46-ში სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი სახლის მშენებლობა მიმდინარეობს. შენობა ხუთსართულიანი იქნება და ის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, გამსახურდიასა და კომახიძის ქუჩების კვეთაში არსებული ორსართულიანი სახლის გვერდით შენდება. პროექტის თანახმად, ახალი შენობა ერთსართულიანი შენობის ადგილას აშენდება. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნულ მისამართზე მშენებლობის პროექტი სააგენტოსთან შეთანხმებულია და ახალი შენობის სიმაღლე 17 მეტრი იქნება. …

ენმ ბათუმში პარტიის ოფისს იცვლის

„ნაციონალური მოძრაობა“ ბათუმში, მემედ აბაშიძის გამზირზე არსებულ სამსართულიან ოფისს ცლის და ამავე ქუჩაზე, საჯარო ბიბლიოთეკის გვერდით არსებულ საცხოვრებელ კორპუსში ქირით გადადის. ენმ-ს წარმომადგენლის, გელა დეკანაძის თქმით, ოფისისთვის ფართობს კერძო პირისგან, გია პაპუნიძისგან ქირაობენ, თუმცა ქირის საფასურს არ ასახელებენ. „ახლა მიმდინარეობს ხელშეკრულების გაფორმება და ქირის ფასი მოლაპარაკების საგანია,“ – ამბობს დეკანაძე. ენმ-მ შენობა ბათუმში, სადაც პარტიის …

მაქსიმალური სიმაღლე 12 მეტრი – ცვლილება ბათუმის განაშენიანების წესში

ბათუმის საკრებულო განაშენიანების რეგულირების წესში ცვლილების შეტანის მიზნით შესაბამისი დადგენილების პროექტის მოსამზადებლად ადმინისტრაციულ წარმოებას იწყებს. ამის თაობაზე ხვალ, 15 თებერვალს, საკრებულოს სხდომაზე იმსჯელებენ. გარდა ამისა, საჯარო ადმინისტრაციული წარმოება უნდა დაიწყოს ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების დადგენის თაობაზე – „გეოგრაფიკის“ მიერ მომზადებული დოკუმენტის მოწონების მიზნით. კიდევ ერთი დადგენილების პროექტის მიხედვით, რომელიც 15 თებერვალს საკრებულომ სხდომაზე უნდა …

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ძველი ბათუმის ტურიზმის სტრატეგიაზე მუშაობს

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ძველი ბათუმის ტურიზმის სტრატეგიას მოამზადებს, ამის შესახებ დეპარტამენტის თავმჯდომარემ, სულხან ღლონტმა, ბათუმის მერთან შეხვედრაზე ისაუბრა. ამ შეხვედრაზე ლაშა კომახიძემ საზოგადოებას წარუდგინა პროექტი ძველი ბათუმის ისტორიული განაშენიანების ზონის დამტკიცების შესახებ. ამ დრომდე  ტურიზმის დეპარტამენტს ძველი ბათუმის მიმართულება არ ჰქონია და ბათუმში მდებარე ისტორიული სახლები, რომლებსაც განსაკუთრებული არქიტექტურა და ისტორია აქვს, ბათუმის ტურისტული ობიექტების …

რვასართულიანი სახლი ისტორიული ბელეტაჟის ნაცვლად – ახალი პროექტი

ბათუმში, კლდიაშვილის #11-ში, ისტორიული, ერთსართულიანი ბელეტაჟის ნაცვლად შპს „დანი“ რვასართულიანი სახლის მშენებლობას გეგმავს. ამ ადგილზე ერთსართულიანი ისტორიული სახლი მდებარეობს. ბათუმის მერიის ინფორმაციით, შპს „დანს“ ჯერ მერიისგან თანხმობა არ აქვს პროექტზე. კომპანიას 2017 წლის ივნისში უარი ბათუმის ყოფილმა მერმა, გიორგი ერმაკოვმა უთხრა. საჯარო რეესტრის მონაცემებით, სახლი კომპანიის წარმომადგენელს 2013 წელს გამოუსყიდია, მომავალში ახალ სახლში ნაწილობრივ გარემონტებული …

მოქალაქე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან სახლს იშენებს

ბათუმში, გამსახურდიასა და გორგასლის ქუჩების კვეთაში [ #35 ] – სომხურ-კათოლიკურ ეკლესიასთან, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, მოქალაქე ნანული დოლიძე საცხოვრებელ სახლს იშენებს. ადგილზე მშენებლებმა წარმოგვიდგინეს ბათუმის მერიის მიერ გაცემული მშენებლობის ნებართვა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ნებართვა გაცემულია საზოგადოებრივი ობიექტის რეკონსტრუქციაზე 2017 წლის 26 ნოემბერს. კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელის, ლაშა ასლანიშვილის ინფორმაციით, იმ ადგილზე, სადაც ახლა მშენებლობა …

„ბათომის“ თავმჯდომარე კულტურული მემკვიდრეობის ზონალურ საბჭოს – „პასუხისგებაში ხართ მისაცემი“

„…რატომ გაიგულავა ყველამ ამ ქალაქზე? – არ შეიძლება ასეთი მიდგომა. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ამ საბჭოს ფუნქციაც სწორედ ეს იყო, რომ ეს დაგეცვათ. მოგეთხოვებათ პასუხი სულ ყველას სათითაოდ, ვინც კი ამ საბჭოს წევრია და ეს განსაკუთრებით ეხება მერიის სამსახურებს, რომელიც აქ არის წარმოდგენილი უმრავლესობით… ბოლოს და ბოლოს გაიაზრონ და შეცვალონ პოლიტიკა ქალაქის მიმართ“, – …

ეგნატე ნინოშვილის, გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლმუზეუმებს ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ეგნატე ნინოშვილის, გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლმუზეუმებს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის 27 ნოემბრის ბრძანებით, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. გარდა აღნიშნული სახლმუზეუმებისა, ამავე ბრძანებით, უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა კიდევ 7 ობიექტს: [checklist] აძიკვის წმ. გიორგის ეკლესიასა და სამაროვანს [თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი, სოფ. გოხნარი]; წმ. გიორგის სახელობის ეკლესიას [ჭიათურის მუნიციპალიტეტი, სოფ. ნავარძეთი]; …

ბათუმის საკათედრო ტაძრის ფრესკების რესტავრაციისათვის მუშაობა დაიწყო

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებითა და დაფინანსებით ბათუმის საკათედრო ტაძრის ფრესკების რესტავრაციისათვის, ,,ხელოვნების ნიმუშთა კონსერვაციის ცენტრის“ სპეციალისტებმა მუშაობა დაიწყეს. პირველ ეტაპზე აღნიშნული სამუშაოები ითვალისწინებს საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას, რაც გულისხმობს დაზიანებული კედლის მხატვრობის აღწერა-შეფასებას, საარქივო მასალის დამუშავებას, სახელოვნებათმცოდნეო კვლევას, ტემპერატურისა და ტენიანობის რეჟიმის კვლევა-მონიტორინგს, ფოტოფიქსაციას, მოხატულობის დაზიანებათა ტიპების იდენტიფიკაციას და ბიოლოგიურ ანალიზს. საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების …

სააგენტო საკათედრო ტაძრის ფრესკების სარეაბილიტაციო პროექტს შეისყიდის

ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძრის ფრესკების სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტში აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო 30 ათას ლარს გადაიხდის. რაც შეეხება ფრესკების რეაბილიტაციას, ის პროექტის შედგენის შემდეგ დაიწყება. ჯერ უცნობია, დაახლოებით რა თანხა დასჭირდება სარეაბილიტაციო სამუშაოებს. „ამ ეტაპზე უნდა ჩატარდეს კვლევები, თავისი ხარჯთაღრიცხვით. წინსწრებით ვერ ვიტყვით და არც ვიცით, თუ რა იქნება საჭირო ფრესკების აღდგენა-რეაბილიტაციისთვის. როცა …

რომელ კულტურულ პროექტებზე დახარჯავს სამინისტრო 2 456 000 ლარს

აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ 2018 წლის კულტურული პროგრამების ბიუჯეტი განსაზღვრა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, პოპულარიზაციისა და განვითარებისთვის   მომავალი წლისთვის 2 456 000  ლარია გათვალისწინებული. აჭარაში დაცული კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების რეაბილიტაციასა და კონსერვაციაზე კი ბიუჯეტი  შემდეგნაირად გადანაწილდა: ხიხანის ციხის რეაბილიტაცია-კონსერვაციისთვის  130 000 ლარია გათვალისწინებული, ბათუმისა და ქობულეთის ურბანული მემკვიდრეობის ძეგლების  რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვისთვის  – …

დისკუსია ბათუმის ისტორიული ნაწილის განვითარებაზე

„ისტორიული ბათუმის ევროპული განვითარებისთვის” – ამ თემაზე, ხვალ 2 ივნისს, 11:00 საათზე, ბათუმის საკრებულოს დარბაზში შეხვედრა გაიმართება. შეხვედრის ორგანიზატორები არიან: კულტურული მემკვიდრეობის თემებზე მომუშავე საზოგადოება “ბათომი”, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი და თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი. ორგანიზატორების ინფორმაციით, შეხვედრაზე ბათუმის ისტორიული ნაწილის განვითარებაზე მოხსენებებს გააკეთებენ: საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სისტემების სამსახურის უფროსი ლეილა თუმანიშვილი, ,,გეოგრაფიკის” წამყვანი …

ირაკლი ჟვანია: თუკი ვერ ვაშენებთ ისეთ შენობებს, რომლებიც ძეგლის სტატუსს დაიმსახურებენ, ესე იგი, ვერაფერს ვქმნით

დღეს, 24 აპრილს, ბათუმის ამერიკულ კუთხეში დოკუმენტური ფილმის – „არქიტექტურით მონათხრობი ამბავის“ ჩვენება და დისკუსია გაიმართა. დისკუსია  საზოგადოება „ბათომის“ თავმჯდომარემ, ნინო ინაიშვილმა გახსნა. ფილმი ასახულია საქართველოს დედაქალაქში, თბილისში არსებული ურბანული დაგეგმარების პრობლემები. ფილმის მეორე ნაწილში – „ქალაქის ხმა“ საუბარია ნიუ-იორკის კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, იმაზე თუ ქალაქის ისტორიული შენობებისა და უბნების შენარჩუნების მიზნით, რა ძალისხმევა გასწია საზოგადოებამ. …

დოქს, არღანს, პატეფონს, ოთხთავს – სულ 52 ნივთს, მოძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

52 ნივთს, რომლებიც, ძირითადად, სხვადასხვა მუზეუმებში ინახება, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანებით, კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ამ 52 ნივთს შორისაა დოქი, სხვადასხვა ხელნაწერი ოთხთავი, მრავალთავი, დასაკრავი ინსტრუმენტები, საბეჭდი დაზგა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სისტემების სამსახურს აღნიშნული ნივთების მონაცემების ძეგლთა სახელმწიფო რეესტრში ასახვა დაევალა; ხოლო სააგენტოს იურიდიულ სამსახურს, მათი მონაცემების …

ახალი სასამართლო დავა ვაჟა-ფშაველას 13-ზე – „ძეგლიც აშენდება და კორპუსიც“

გამოძიებას 2015 წლის ნოემბრიდან დღემდე არაფერი დაუდგენია ბათუმის ცენტრში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დანგრევის საქმეზე. ამასობაში „სლავა 2015“-მა სასამართლო დავა თავად დაიწყო ხელისუფლების წინააღმდეგ. უკანონოდ დანგრეული ისტორიული სახლის ადგილზე, ვაჟა-ფშაველას 13-ში, კომპანია „სლავა 2015“ კორპუსის აშენებას ისევ გეგმავს. ბათუმის საქალაქო სასამართლოში კომპანია „სლავა 2015“ იმ ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობას ითხოვს, რომლითაც 2015 წელს კომპანიას უარი უთხრა მშენებლობაზე აჭარის …

დახურული შეხვედრა აჭარის მთავრობაში კულტურული მემკვიდრეობის თემაზე

„ეს იყო სამუშაო შეხვედრა“, – ამ არგუმენტით დღეს მთავრობის წარმომადგენლებმა შეხვედრა დახურეს, სადაც კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ისაუბრეს. შეხვედრის ფოტოები და განხილული თემები აჭარის მთავრობის პრესსამსახურმა ჟურნალისტებს შეხვედრის დასრულების შემდეგ გააცნო. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის განმარტებით, შეხვედრაზე, ძირითადად, კულტურის პროგრამებზე ისაუბრეს, ხოლო ძეგლების ინვენტარიზაციასთან მიმართებით მხოლოდ ხელახალ აღრიცხვიანობასა და თანამშრომლობის კოორდინაციის საკითხს შეეხნენ. შეხვედრეს ესწრებოდნენ: საქართველოს კულტურის …

ქართული მეჩეთების არქიტექტურა

აჭარაში მეჩეთების შენება აქტიურად მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან დაიწყო. 1871-1873 წლებში აჭარაში 141 ჯამე იყო აღრიცხული. მეჩეთებს თავდაპირველად ბეგები აშენებდნენ, ოსმალეთის სულთნისთვის ერთგულება რომ დაემტკიცებინათ. თანზიმათის  ანუ რეფორმების გატარების შედეგად თურქეთის არმიაში აჭარაში მცხოვრებთაც იწვევდნენ. ვინც ისლამი მიიღო და თურქული ისწავლა, მას არმიაში დაწინაურების შანსი ჰქონდა. ნელ-ნელა სოფლებშიც გაჩნდნენ მორწმუნეები და ჯამეების აშენებაც დაიწყეს. ჭვანას …

Exit mobile version