„30 000 ლარი შემოგვთავაზეს კომპენსაციად“ – დამეწყრილი კურსების მცხოვრები

„თუკი აქამდე გვესმოდა, რომ ზარალი დაითვლებოდა ინდივიდუალურად, ამჯერად პირველად გააჟღერეს, რომ თურმე ჩვენ ვართ ეკომიგრანტები და 30 000 ლარია კანონით განსაზღვრული ეკომიგრანტებისთვის. ამას მოჰყვა უკმაყოფილება,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ მარიამ ბეროძე, დამეწყრილი სოფლის, კურსების მაცხოვრები. მისი თქმით, 8 აპრილს, დამეწყრილ ოჯახებს გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები შეხვდნენ, რომლებსაც კითხვები დაუსვეს კომპენსაციაზე და მეწყრის განვითარების მიზეზებზე. რატომ არის …

რა შემთხვევაში მიიღებს ძალადობის მსხვერპლი ქალი 10 ათას ლარს – ახალი დადგენილება

„თუ დანაშაულის ჩამდენი პირისგან შეუძლებელია ზიანის ანაზღაურება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით, მსხვერპლს უფლება აქვს, მოითხოვოს კომპენსაცია სახელმწიფოსგან ზიანის ანაზღაურების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 3 წლის განმავლობაში,“ – აღნიშნულია საქართველოს მთავრობის ახალ დადგენილებაში, რომელიც 2022 წლის პირველი დეკემბრიდან შევა ძალაში. ამ დადგენილებით, ძალადობის მსხვერპლ ქალებს შეუძლიათ სახელმწიფოსგან მიიღონ კომპენსაცია 10 ათასამდე ლარი, …

ივლისში 200 ლარი 22 789 პირს ჩაერიცხა, კომპენსაციის გაცემა აგვისტოში დასრულდება – სააგენტო

დაქირავებით დასაქმებულთათვის, რომლებმაც სამსახური იანვარ-თებერვალში პანდემიის გამო დაკარგეს, ივლისის თვის 200-ლარიანი კომპენსაცია უკვე გაიცა. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, ამ თვეში 22 789 პირს ჯამში 4 557 800 ლარი ჩაერიცხა. დამსაქმებლები, რომლებიც დარეგისტრირდნენ იანვარ-თებერვალში, მათთვის კომპენსაციის გაცემის ვადა გაგრძელდება, მანამდე სანამ არ ამოიწურება სრული 6 თვე. აგვისტოს თვეში 200-ლარიანი კომპენსაციის გაცემის პროცესი დასრულდება. სააგენტოს მონაცემებით, …

ვისთვის გრძელდება 200-ლარიანი კომპენსაციის გაცემა

დასაქმებულებს, რომლებმაც სამსახური პანდემიის გამო იანვარ-თებერვალში დაკარგეს და კომპენსაციის მიმღებებად ამ თვეებში დარეგისტრირდნენ, 200 ლარი კომპენსაცია ივლის-აგვისტოშიც ჩაერიცხებათ. წელს ჯამში 141 869 600 ლარია გადარიცხული. „2021 წლის იანვრიდან დაქირავებით დასაქმებული უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეები 6 თვის განმავლობაში ყოველთვიურად 200-ლარიან დახმარებას იღებენ. დასაქმებულებისთვის, რომლებიც დარეგისტრირდნენ იანვარ-თებერვალში,  კომპენსაციის გაცემის ვადა გაგრძელდება მანამდე, სანამ არ ამოიწურება სრული 6 თვე“, …

200-ლარიანი კომპენსაციის ბოლო თვე – წელს ჯამში 121 მილიონი ლარი დაიხარჯა

200-ლარიანი კომპენსაციის მიღებაზე განაცხადის მიღების ბოლო ვადა 2021 წლის 21 ივნისია [ვინაიდან 20 ივნისი უქმე დღეა]. ივნისის თვეში კომპენსაციების გაცემით კი, პროგრამა, რომელიც 6-თვიანია, ძირითადად დასრულდება. თუმცა, 6 თვის განმავლობაში მიიღებენ კომპენსაციას ის მოქალაქეები, რომლებმაც პანდემიის შედეგად დაკარგეს სამუშაო იანვარ-თებერვალში. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ბოლო მონაცემებით, მიმდინარე წლის 5 თვეში [იანვარი-მაისი] 200-ლარიანი კომპენსაცია ჯამში 606 …

ბოლო ერთ წელში 3 160 ბიზნესი დაიხურა საქართველოში – პანდემიის შედეგი

ათიათასობით უმუშევარი, 3 ათასზე მეტი დახურული ბიზნესი, 156 მილიონი ლარით შემცირებული საშემოსავლო გადასახადი ბიუჯეტში იმ ადამიანებისგან, რომლებიც კოვიდრეგულაციების გამო უხელფასოდ დარჩნენ, ლარის გაუფასურება და გაზრდილი სახელმწიფო ვალი – ეს არის ოფიციალურ სტატისტიკაში ასახული ის რამდენიმე უარყოფითი შედეგი, რაც პანდემიამ გამოიწვია საქართველოში. ამ ყველაფრის ფონზე კი, საქართველოს მთავრობა მაისის ბოლოსთვის ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის პირველად დოკუმენტს …

200-ლარიან კომპენსაციაზე განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა 20 აპრილია

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 200-ლარიანი კომპენსაციის გაცემის მიზნით შემოსავლების სამსახურში განაცხადების წარდგენა 20 აპრილის ჩათვლით არის შესაძლებელი. 19 აპრილის მდგომარეობით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში 203 375  განაცხადია დარეგისტრირებული. სამსახურის ინფორმაციით, „თუ დამქირავებელი აპრილში აღარ წარადგენს განაცხადს, ამ შემთხვევაში, შემოსავლების სამსახური კომპენსაციის მიმღებ პირთა ნუსხის შედგენისას ავტომატურად გამოიყენებს წინა თვეების განაცხადებს. ამასთან, თუ დამსაქმებელი კომპანიების …

მარტის თვის 200-ლარიანი კომპენსაცია 130 645 პირს ჩაერიცხება – სააგენტო

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, მარტის თვის 200-ლარიანი კომპენსაციის ჩარიცხვა უკვე დაწყებულია. თანხა ამჯერად 130 645 პირს ჩაერიცხება, ჯამში – 26 129 00 ლარი. სააგენტოს მონაცემებით, დღეის მდგომარეობით თებერვლის თვის 200-ლარიანი კომპენსაცია ჩაერიცხა 139 618 პირს, იანვრის თვეში კი – 106 362 პირს. კომპენსაციას იღებენ ის მოქალაქეები, რომლებმაც პანდემიის შედეგად დაკარგეს სამსახური. კომპენსაციები 2021 წლის …

200-ლარიან კომპენსაციაზე განაცხადების მიღების ბოლო ვადა 22 მარტია

200-ლარიანი კომპენსაციის მიმღებთა რაოდენობა, შემოსავლების სამსახურის მონაცემების მიხედვით, იანვრიდან დღემდე ყოველთვიურად იზრდება. შესაბამისად იზრდება საკომპენსაციოდ გაცემული თანხა, რამაც თებერვლის თვეში 27,8 მილიონი ლარი შეადგინა. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, თუ დამქირავებელი ყოველ მომდევნო თვეში, ამ შემთხვევაში, მარტში, აღარ წარადგენს განაცხადს, შემოსავლების სამსახური კომპენსაციის მიმღებ პირთა ნუსხის შედგენისას გამოიყენებს წინა თვეების განაცხადებს. „ამასთან, თუ დამსაქმებელი კომპანიების წარმომადგენლებმა თებერვლის …

200-ლარიანი კომპენსაცია ამჯერად 139 348 პირს ჩაერიცხება

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით 200-ლარიანი დახმარების თებერვლის თვის ჩარიცხვა დაწყებულია და ის 33 268 ადამიანით მეტს ჩაერიცხება, ვიდრე იანვარში. კომპენსაცია ამჯერად 139 348 პირს ჩაერიცხება, ჯამში 27 869 600 ლარი. რაც შეეხება იანვრის თვეს, სააგენტოს მონაცემებით, საკომპენსაციო თანხა ჩაერიცხა 106 080 პირს, ჯამში 21 216 000 ლარი. კომპენსაცია ეკუთვნის იმ დასაქმებულს, რომელიც 2020 წლის …

200-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად ამჯერად 94 700 განაცხადი დარეგისტრირდა

23 თებერვლის მდგომარეობით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში 94 70 განაცხადია დარეგისტრირებული 200-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად. 2021 წლის იანვრის თვის მონაცემების წარდგენა 22 თებერვალს დასრულდა. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, თუ დამქირავებელი ყოველ მომდევნო თვეში, ამ შემთხვევაში, თებერვალში, აღარ წარადგენს განაცხადს, შემოსავლების სამსახური კომპენსაციის მიმღებ პირთა ნუსხის შედგენისას გამოიყენებს წინა თვის [იანვრის] განაცხადებს. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს …

200-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად მონაცემების წარდგენა 22 თებერვლის ჩათვლით გრძელდება 

200-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად იანვრის თვის მონაცემების ელექტრონულად წარდგენის ბოლო ვადა, შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 22 თებერვალია [ვინაიდან 20 თებერვალი არის შაბათი-არასამუშაო დღე]. ამასთან, დამსაქმებლებს, რომლებმაც იანვრის თვეში ვერ წარადგინეს განაცხადები [დეკემბრის მონაცემები], შესაძლებლობა აქვთ ეს მონაცემები 22 თებერვლამდე წარადგინონ. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, 200-ლარიანი დახმარება [იანვარში] 106 080 პირს ჩაერიცა – ჯამში 21 216 000 …

ვინ მიიღებს კომპენსაციას და როდის აგვისტოს ომზე ევროსასამართლოში საქმის მოგების შემდეგ

ევროსასამართლოს ჯერ არ უმსჯელია კომპენსაციის ოდენობაზე, რომელიც რუსეთმა საქართველოს უნდა გადაუხადოს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ. ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ საქართველო – რუსეთის ომზე საბოლოო გადაწყვეტილება გუშინ, 21 იანვარს გამოაცხადა. კომპენსაციის ნაწილში ევროპულმა სასამართლომ ერთწლიანი ვადა მისცა საქართველოს და რუსეთს. ამ პერიოდში მხარეები კომპენსაციის ოდენობაზე უნდა შეთანხმდნენ, რასაც აგვისტოს ომში დაზარალებულები მიიღებენ. „თუკი ვერ …

200-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად 115 000 განაცხადი დარეგისტრირდა 

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, მონაცემთა ბაზაში 200-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად უკვე 115 000 განაცხადია დარეგისტრირებული. კომპენსაცია 200 ლარის ოდენობით გაიცემა დაქირავებით დასაქმებულ იმ მოქალაქეებზე, რომლებმაც დაკარგეს სამსახური, ან არიან უხელფასო შვებულებაში კორონავირუსის პანდემიის გამო გამოწვეული შეზღუდვების გამო. კომპენსაციის მისაღებად მონაცემების წარდგენის ვადა დღეს,  20 იანვარს, იწურება. საქართველოს მთავრობის განცხადებით, 200-ლარიანი კომპენსაციის გაცემა 28 იანვრიდან დაიწყება. …

200-ლარიანი კომპენსაციის გაცემა 28 იანვრიდან დაიწყება – გახარია

შენიშვნა: დღეს, 15 იანვარს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ 200-ლარიანი კომპენსაციების გაცემა 28 თებერვლიდან დაიწყება. იგივე თარიღი იყო მითითებული მთავრობის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში. ახლახან მთავრობის ადმინისტრაციამ თარიღი კიდევ ერთხელ დააზუსტა, რომლის თანახმადაც კომპენსაციების გაცემა დაიწყება არა 28 თებერვლიდან, არამედ 28 იანვრიდან. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, 200-ლარიან კომპენსაციის მიმღებთ პორტალზე უკვე …

გადაამოწმეთ ხართ თუ არა 200-ლარიანი კომპენსაციის მიმღებთა სიაში

შემოსავლების სამსახურმა განაახლა პროგრამა, რომლითაც მოქალაქეს საშუალება აქვს გადაამოწმოს, არის თუ არა 200-ლარიანი კომპენსაციის მიმღებ პირთა სიაში. ხართ თუ არა კომპენსაციის მიმღებთა სიაში, ამის გადასამოწმებლად გადადით ბმულზე   „დაინტერესებული პირი საძიებო სისტემაში პირადი ნომრის, დაბადების თარიღისა და ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო კოდის შეყვანის შემდეგ მარტივად გადაამოწმებს, უკვე წარმოადგინა თუ არა მონაცემები დამსაქმებელმა. აღნიშნული სერვისით მომხმარებელი შეძლებს, იმ …

200-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად განაცხადების წარდგენა დაიწყო – ბოლო ვადა 20 იანვარია 

200-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად განაცხადების მიღება უკვე დაწყებულია. 2020 წლის დეკემბრის თვის კომპენსაციის მისაღებად მონაცემების წარდგენის ბოლო ვადა არის 2021 წლის 20 იანვარის ჩათვლით. იმ დასაქმებულის შესახებ მონაცემებს, რომელსაც ეკუთვნის კომპენსაცია – 200 ლარი, შემოსავლების სამსახურს აწვდის დამსაქმებელი. ანუ, განაცხადს ელექტრონულად ავსებს დამსაქმებელი[კომპანია/ორგანოიზაცია] და არა კომპენსაციის მიმღები პირი. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, „დამსაქმებლებმა, ყოველი თვის 20 რიცხვის …

როდის დაგერიცხებათ კომპენსაცია – 200 ლარი

იანვრის თვიდან გაგრძელდება კომპენსაციების – 200 ლარის გაცემა დაქირავებით დასაქმებულ მოქალაქეებზე, რომლებმაც დაკარგეს სამსახური, ან არიან უხელფასო შვებულებაში. კომპენსაცია ეკუთვნის იმ დასაქმებულს, რომელიც 2020 წლის იანვარ-ნოემბერში, თუნდაც 2 თვეს მაინც მუშაობდა, იღებდა ხელფასს, მაგრამ პანდემიის გამო დაკარგა სამსახური/შვებულებაშია და არ აუღია ხელფასი 2020 წლის დეკემბერში, ვერ აიღებს ხელფასს 2021 წლის იანვარში ან თებერვალში. „ბათუმელებს“ შემოსავლების …

ვინ მიიღებს იანვარში 200-ლარიან კომპენსაციას – მთავრობის განმარტება

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, იანვრის თვიდან გაგრძელდება კომპენსაციების – 200 ლარის გაცემა დაქირავებით დასაქმებულ მოქალაქეებზე, რომლებმაც დაკარგეს სამსახური, ან არიან უხელფასო შვებულებაში. 200 ლარს მიიღებს ის დაქირავებული, რომელიც 2020 წლის იანვარ-ნოემბერში, თუნდაც 2 თვეს მაინც მუშაობდა, იღებდა ხელფასს, მაგრამ პანდემიის გამო დაკარგა სამსახური და არ აუღია ხელფასი 2020 წლის დეკემბერში, ან თუ ვერ აიღებს ხელფასს 2021 …

300-ლარიან დახმარებაზე 111 157 განაცხადი დარეგისტრირდა – ვადა დღეს იწურება

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 24 დეკემბრის მონაცემებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ერთჯერად 300-ლარიან დახმარებაზე მომხმარებელთა მიერ უკვე 111 157 განაცხადი დარეგისტრირდა. განაცხადის რეგისტრაციის ვადა დღეს, 24 დეკემბერს, მთავრდება. წარდგენილი ინფორმაციის დაზუსტება კი 28 დეკემბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. „პირები, ვისაც 5 დეკემბრამდე ჩაერიცხათ ხელფასი, თუმცა 2020 წლის 5 დეკემბრიდან 24 დეკემბრამდე ანაზღაურება აღარ მიუღიათ …

რამდენი პირი ითხოვს 300-ლარიან კომპენსაციას – რეგისტრაციის ბოლო ვადა 24 დეკემბერია

21 დეკემბრის მონაცემებით, ელექტრონულ ბაზაში ერთჯერად 300 ლარი კომპენსაციის მოთხოვნით 83 173 განაცხადი უკვე დარეგისტრირდა. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. „ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ დადგენილებაში შესული ცვლილების შედეგად, კომპენსაციის გაცემის ხელშემშლელ გარემოებად აღარ განიხილება ხელფასის ჩარიცხვა 28 ნოემბრიდან 5 დეკემბრამდე. პირები, ვისაც 5 დეკემბრამდე ჩაერიცხათ ხელფასი, თუმცა 2020 წლის 5 დეკემბრიდან 24 დეკემბრამდე …

100-ლარიანი დახმარება დისკრიმინაციაა – შშმ პირები კომპენსაციაზე

საყოველთაო კარანტინმა და შეზღუდვებმა შშმ პირებისა და მათი ოჯახების ყოველდღიურობაზეც მოახდინა დიდი გავლენა. მათ შორისაა 30 წლის მაია შერვაშიძე. ის მთელი ცხოვრება ეტლით მოსარგებლეა. გაუმართლა, რომ ახლა, 15-დღიან სარეაბილიტაციო კურსზე ყოველდღიურად სოფელ ახალშენიდან ძმას დაჰყავს ავტომანქანით ბათუმში. „მართალია, ძმას დავყავარ ბათუმში მანქანით, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ პანდემიამ ვერაფერი დამაკლო. რისკჯგუფში ვარ, ძალიან სუსტი …

ვინ მიიღებს 200-ლარიან კომპენსაციას და როდის

„ფორმალურ სექტორში დასაქმებული პირები, ვინც დროებით დაკარგავს სამსახურს, 2021 წლის იანვრიდან 6 თვის განმავლობაში მიიღებენ 200-ლარიან დახმარებას“, – ეს განცხადება მთავრობამ 27 ნოემბერს გაავრცელა, თუმცა, ამ დრომდე უცნობია, თუ ვინ მიიღებს აღნიშნულ კომპენსაციას. მთავრობას ამის შესახებ დადგენილება არ მიუღია. შესაბამისად, არც პორტალი ამოქმედებულა, სადაც დამსაქმებლები შეძლებენ იმ დასაქმებულების დარეგისტრირებას, რომლებმაც სამსახური დროებით დაკარგეს [წინა შემთხვევაში …

ვინ მიიღებს 100-ლარიან კომპენსაციას იანვრიდან 

გარკვეული კატეგორიის სოციალურად დაუცველი ოჯახებისა და შშმ პირებისთვის კომპენსაციის გაცემა 2021 წლის იანვრიდან დაიწყება და 6 თვეს [ივნისის ჩათვლით] გაგრძელდება. დახმარებას მიიღებენ: [checklist] სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში [მონაცემთა ბაზაში] რეგისტრირებული ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა მეტია 65 000-ზე და ნაკლებია 100 001-ზე [ოჯახის წევრთა რაოდენობის შესაბამისად]; მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული 0-დან 100 001-მდე სარეიტინგო ქულის …

როდის მიიღებენ 18 წლამდე და მკვეთრად გამოხატული შშმ პირები 100-ლარიან დახმარებას

18 წლამდე შშმ და მკვეთრად გამოხატული შშმ პირები, მთავრობის განცხადებით, ყოველთიურად, 6 თვის განმავლობაში, 100-ლარიან დახმარებას მიიღებენ. ამ დახმარების გაცემა 2021 წლის იანვრიდან დაიწყება და ამავე წლის ივნისში დასრულდება. აღნიშნული შშმ პირები დახმარებას ავტომატურად, ყოველგვარი მიმართვისა თუ რეგისტრაციის გარეშე მიიღებენ – განუცხადეს „ბათუმელებს“ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალში. სახელმწიფომ მოსახლეობის დახმარების პროგრამა, კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე …

ვის ეკუთვნის 300-ლარიანი კომპენსაცია და ვინ უნდა გაიაროს ელექტრონული რეგისტრაცია

300-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად ელექტრონული განაცხადების მიღება დღეს, 3 დეკემბერს დაიწყო და 24 დეკემბერს დასრულდება. მთავრობის 2 დეკემბრის დადგენილებით კომპენსაციას, 300 ლარს, მიიღებს: დაქირავებული – რომელიც 2020 წლის 27 ნოემბრის მდგომარეობით, დაქირავებით საქმიანობას ეწეოდა იმ დამქირავებლის სასარგებლოდ, რომელსაც 2020 წლის 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო შეუჩერდა საქმიანობა. დაქირავებული პირების შესახებ ელექტრონულად განაცხადს წარადგენს დამქირავებელი. ანუ დაქირავებული, …

491 ლარის კომპენსაცია ყოფილ ვიცე-მერს და ბიზნესმენ ბაგრატ მანველიძეს მთავრობისგან 

სტიქიით დაზარალებულმა ბათუმის ყოფილმა ვიცე-მერმა და დღეს უკვე ბიზნესმენმა ბაგრატ მანველიძემ მთავრობისგან კომპენსაცია მიიღო – 491 ლარი და 30 თეთრი. საუბარია 2020 წლის ივნისში მოსულ სეტყვაზე, რამაც ქედაში, შუახევსა და ხულოში ბაღები დააზიანა. დაზარალებულთა სიაშია ბაგრატ მანველიძეც – ქედა, სოფელი ხარაულა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მიერ გამოცემულ ბრძანებაში, რომელიც სტიქიით დაზარალებულთა 490 ოჯახის დასახმარებლად …

რამდენმა პირმა მიიღო 200-ლარიანი კომპენსაცია და რამდენმა დაკარგა სამსახური

პანდემიის გამო საქართველოში შემოსავალი სულ ცოტა 161 905-მა დასაქმებულმა დაკარგა. ეს არის კომპენსაციის მიმღებ პირთა რაოდენობა, რაც დასაქმების სააგენტომ მოგვაწოდა და რომლებზეც 200-ლარიანი დახმარება გაიცა. „200 ლარი კომპენსაციის მიმღები პირები, რომელთა მონაცემებიც დამქირავებელმა 2020 წლის 1-ელ მაისამდე წარადგინა [შემოსავლების სამსახურში], კომპენსაციას [ბოლო ჩარიცხვას] ოქტომბრის ბოლოს მიიღებენ; ხოლო იმ კატეგორიას, რომელთა ინფორმაციაც 1-ელ ივლისამდე წარადგინეს, მათი …

200-ლარიანი კომპენსაცია არ შეუწყდება საარჩევნო კომისიის წევრს

საუბნო საარჩევნო ან საოლქო კომისიის წევრს, რომელიც 200-ლარიან კომპენსაციას იღებს, კომპენსაცია არ შეუწყდება იმ შემთხვევაშიც, როცა ის აიღებს ხელფასს, როგორც კომისიის წევრი. ანუ 200 ლარს – კომპენსაციას და ხელფასს ერთდროულად მიიღებენ როგორც საარჩევნო პერიოდში დაქირავებული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები, ასევე, ამავე პერიოდისთვის საოლქო ან/და საუბნო საარჩევნო კომისიაში საარჩევნო სუბიექტთა [პარტიების] წარმომადგენლები [თუ, რა თქმა უნდა, …

300-ლარიანი კომპენსაცია 3 404 პირის გარდა ყველა რეგისტრირებულმა მიიღო

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით, კომპენსაციის მისაღებად სულ   251 690 თვითდასაქმებული პირი დარეგისტრირდა. 7 სექტემბრის მდგომარეობით, მათგან ერთჯერადი, 300-ლარიანი კომპენსაცია უკვე გადაერიცხა 248 286 პირს. ამ მიზნით სულ 74 485 800 ლარი დაიხარჯა. სახელმწიფო კომპენსაციის მისაღებად თვითდასაქმებულები პორტალზე პირველ აგვისტომდე უნდა დარეგისტრირებულიყვნენ. სააგენტოს მონაცემებზე დაყრდნობით, გამოდის, რომ დღეის მდგომარეობით კომპენსაცია …

სახელმწიფოს მიერ გაცემული კომპენსაციები ყადაღას არ ექვემდებარება – ახალი დადგენილება

მთავრობის ახალი დადგენილებით, კორონავირუსის პანდემიის გამო სახელმწიფოს მიერ გაცემული კომპენსაცია ყადაღას არ ექვემდებარება. საუბარია პანდემიის შედეგად უმუშევრად დარჩენილ დასაქმებულებსა და თვითდასაქმებულებზე გაცემულ/გასაცემ 200 და 300-ლარიან დახმარებებზე, ასევე 18 წლამდე ბავშვთა ერთჯერად სოციალურ დახმარებაზე [200 ლარი]. ამ კომპენსაციებზე არც ინკასო ვრცელდება. საქართველოს მთავრობამ შესაბამისი ცვლილება ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამაში …

300 ლარი კომპენსაციის ჩარიცხვა სექტემბრის შუა რიცხვებში დასრულდება – სააგენტო

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, 10 აგვისტოს მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით, კომპენსაციის მიმღებად სულ დარეგისტრირდა 251 690 თვითდასაქმებული. ერთჯერადი 300-ლარიანი კომპენსაცია კი, უკვე გადარიცხულია 171 801 პირზე; ჯამში გადარიცხულია 51 540 300 ლარი. „რაც შეეხება დასაქმებულებს, რომლებიც პანდემიის გამო დაზარალდნენ, 200 ლარის ოდენობით კომპენსაცია მაისის თვეში ჩაერიცხა 72 853 პირს – 14 570 …

ვინც 300 ლარი ვერ მიიღო, მიიღებს თუ ვერა კომპენსაციას? – სააგენტოს განმარტება

თურქეთში, სეზონურ სამუშაოზე დასაქმებული ათობით მოქალაქე წერს „ბათუმელებს“, რომ დარეგისტრირების მიუხედავად ვერ მიიღო 300-ლარიანი კომპენსაცია. მათივე თქმით, არც არავინ სცემს პასუხს იმაზე [ჯანდაცვის ცხელ ხაზზე და სოცუზრუნველყოფაში], მიიღებენ თუ ვერა ამ 300 ლარს და როდის. თვითდასაქმებულთა რეგისტრაცია 2020 წლის 31 ივლისს დასრულდა. დასაქმების სააგენტოს 3 აგვისტოს მონაცემებით, „სისტემაში სულ დარეგისტრირდა 75 931 პირი, ვინც განაცხადა, …

რას ითხოვს ახალგაზრდა გიდების ასოციაცია სახელმწიფოსგან

საქართველოს ახალგაზრდა გიდების ასოციაციაცია კომპენსაციების საკითხზე განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ქვეყანაში და ტურისტულ სექტორში შექმნილი ახალი რეალობიდან გამომდინარე, როდესაც გაურკვეველია  კონკრეტული ვადები საერთაშორისო ტურიზმის გახსნასთან დაკავშირებით, აუცილებელია შემდეგი ნაბიჯები იმისთვის, რომ ტურიზმის სექტორი გადარჩეს. აუცილებელ ღონისძიებებად ხალგაზრდა გიდების ასოციაცია შემდეგ ნაბიჯებს მიიჩნევს: [checklist] აგვისტოდან, დამატებით გაიცეს კომპენსაციები გიდებისთვის და ტურისტულ ინდუსტრიაში ჩართული პირებისთვის; გადაიხედოს, …

კომპენსაციის მისაღებად თვითდასაქმებულთა რეგისტრაციის ვადა დღეს, 31 ივლისს, იწურება

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, 31 ივლისის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით სულ დარეგისტრირდა კომპენსაციის მიმღები 245 421 თვითდასაქმებული. მათგან 160 161-მა პირმა მიიღო 300-ლარიანი კომპენსაცია. სულ გადაირიცხა 48 048 300 ლარი. რაც შეეხება დასაქმებულებს, რომლებიც პანდემიის გამო დაზარალდნენ, 200 ლარის ოდენობით კომპენსაცია ჩაერიცხა აპრილის თვის – 90 131 პირს; მაისის თვის – 135 …

თვითდასაქმებულებს კომპენსაციის მისაღებად დარეგისტრირება 1-ელ აგვისტომდე შეუძლიათ

როგორც საქართველოში ასევე საზღვარგარეთ სეზონურ სამუშაოზე თვითდასაქმებულებს კომპენსაციის მისაღებად რეგისტრაციის ვადა 2020 წლის 1-ელ აგვისტომდე [31 ივლისის ჩათვლით] აქვთ. საქართველოში თვითდასაქმებულების რეგისტრაციის ბოლო ვადა 1-ლი ივლისი, საზღვარგარეთ დასაქმებულთათვის კი – 15 ივლისი იყო. რეგისტრაციის ვადა 2020 წლის პირველ აგვისტომდე რომ გაგრძელდებოდა, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 9 ივლისს განაცხადა, თუმცა, მთავრობის შესაბამისი დადგენილება 24 ივლისს …

Exit mobile version