„ოცნების“ მთავრობა ახალ ბულვარში ქორწინების სახლის აშენებას გეგმავს, ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს განცხადებაში არც მშენებლობის ადგილია დაკონკრეტებული და არც მშენებლობისთვის საჭირო სავარაუდო თანხა. სამინისტრო ასევე წერს, რომ მშენებლობის მინისტრმა მოადგილესთან ერთად დაათვალიერა და პროექტის კონცეფცია, არქიტექტურული გადაწყვეტები და დაგეგმილი სამშენებლო სამუშაოები განიხილეს. სამინისტროს ინფორმაციით, ქორწინების სახლის პროექტი ქართველმა არქიტექტორებმა შექმნეს. მაშინ, როცა …
Tag Archives: იუსტიციის სახლი
„დაგვიბრუნეთ მამიკო“ – თბილისში დაბადებულ სომეხს, 4 შვილის მამას საქართველოში არ უშვებენ
„დღეს შიმშილობა დავიწყე, სხვა გზა არ დამრჩა… ამაღამ შვილებთან ერთად პარლამენტთან დავრჩები, ლეიბები წამოღებული მაქვს,“ – ამბობს ინა სნიკოვა. იგი შსს-ს გადაწყვეტილებას აპროტესტებს, რომლის მიხედვითაც მის ქმარს, ერნესტ ავაქიმიანს საქართველოში არ უშვებენ. ამ საკითხზე „ბათუმელები“ 2026 წლის 29 მაისს წერდა. ერნესტ ავაქიმიანი თბილისში დაბადებული სომეხია. იგი ოჯახთან ერთად საქართველოში ცხოვრობდა, თუმცა წლების წინ მას სომხეთის …
„მაცნობეს, რომ სამსახურიდან გამიშვეს“ – რუსთავის იუსტიციის სახლის მენეჯერი
ნინო ელიაური ფეისბუქზე წერს, რომ გაათავისუფლეს რუსთავის იუსტიციის სახლის მენეჯერის პოზიციიდან. მას ხელშეკრულება არ გაუგრძელეს. „გუშინ მაცნობეს, რომ გუშინწინ სამსახურიდან გამიშვეს… ვერასოდეს წარმოვიდგენდი რომ იუსტიციის სახლთან ჩემი გამოსამშვიდობებელი ტექსტი იქნებოდა ასეთი! ვინც მიცნობს ყველამ იცის რას ნიშნავს ჩემთვის იუსტიციის სახლი! ბედნიერი ვარ რომ ამ ორგანიზაციას მისი დაბადებიდან უკავშირდება ჩემი სახელი და გვარი! ახლა მთავარი… საჯარო …
Continue reading “„მაცნობეს, რომ სამსახურიდან გამიშვეს“ – რუსთავის იუსტიციის სახლის მენეჯერი”
ბათუმის იუსტიციის სახლის მენეჯერი წერს, რომ სამსახურიდან გაათავისუფლეს
ბათუმის იუსტიციის სახლი მენეჯერი ერეკლე თურმანიძე ფეისბუქზე წერს, რომ სამსახურიდან გაათავისუფლეს ევროინტეგრაციის მხარდამჭერ წერილზე ხელმოწერის გამო, რომელიც იუსტიციის სახლი თანამშრომლებმა გაავრცელეს 2024 წლის ნოემბერში, მას შემდეგ რაც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ოცნება“ აჩერებს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესს: „განაჩენი“ გამოტანილია. გუშინ, სამუშაო საათების შემდეგ, მეცნობა, რომ გუშინწინ ჩემი ბოლო სამუშაო დღე ყოფილა. ძალიან ბევრია სათქმელი. ძალიან ბევრი …
Continue reading “ბათუმის იუსტიციის სახლის მენეჯერი წერს, რომ სამსახურიდან გაათავისუფლეს”
იუსტიციის სახლთან პარკინგის ადგილი „ალიანსს“ 49 წლით გადასცეს – რას აშენებს კომპანია
ბათუმში, იუსტიციის სახლსა და „ალიანს პალასს“ შორის მდებარე 4 224 კვადრატული მეტრი ტერიტორია, სადაც ავტოპარკინგი იყო, შემოღობილია. ტერიტორია სახელმწიფო საკუთრებაშია და ის „იუსტიციის სახლის“ სარგებლობაში იყო, თუმცა 2023 წლის აგვისტოში ეს ადგილი სახელმწიფომ 49 წლით შპს „ალიანს მენეჯმენტს“ აღნაგობის უფლებით გადასცა. აღნაგობის ხელშეკრულებით „ალიანსი“ ვალდებულია 2024 წლის ივნისამდე ამ ტერიტორიაზე „უზრუნველყოს არანაკლებ 200 ავტომანქანაზე გათვლილი …
ხელვაჩაურში იუსტიციის სახლის მშენებლობაა დაგეგმილი
ხელვაჩაურში, ფრიდონ ხალვაშის გამზირის N338-ის მიმდებარე ტერიტორიაზე იუსტიციის სახლის ფილიალის მშენებლობაა დაგეგმილი. სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი იუსტიციის სახლს გამოცხადებული აქვს, რომლის პირობის მიხედვითაც, ფილიალის მშენებლობა ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 9 თვეში უნდა დასრულდეს. ტენდერი იუსტიციის სახლს 26 959 642 ლარით აქვს გამოცხადებული და ამ ტენდერის ფარგლებში ხელვაჩაურის გარდა ფილიალები კიდევ 7 ადგილზე უნდა ააშენონ. ეს …
Continue reading “ხელვაჩაურში იუსტიციის სახლის მშენებლობაა დაგეგმილი”
პროტესტი ბათუმის იუსტიციის სახლში – მოქალაქეებს პირადობას ძველი ტარიფით აღარ აძლევენ
დილიდან ხმაურია ბათუმის იუსტიციის სახლში. მოქალაქეებს, რომლებიც პირადობის მოწმობების ასაღებად მივიდნენ, უთხრეს, რომ დღეს პირადობებს ძველი ტარიფით ვერ გააკეთებდნენ, რადგან შაბათია. მას შემდეგ, რაც მოქალაქეებმა პროტესტი გამოთქვეს, ბათუმის იუსტიციის სახლში პოლიცია გამოიძახეს. დღეს, 30 აპრილს, ბოლო დღეა, როცა მოქალაქეებს პირადობის მოწმობა 30 ლარად შეუძლიათ აიღონ. ხვალიდან, პირველი მაისიდან კი ელექტრონული პირადობის მოწმობის საფასური ორმაგდება და …
იუსტიციის სახლი უქმეებზეც მუშაობს, გამონაკლისია 7-9 იანვარი
იუსტიციის სახლი 2022 წლის 10 იანვრამდე გამოცხადებულ უქმეებზე ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს. გამონაკლისი იქნება 7 და 8-9 იანვარი. „ამ პერიოდში მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი იქნება იუსტიციის სახლის უკლებლივ ყველა სერვისი. ფილიალები შობის დღესასწაულზე – 7 იანვარს არ იმუშავებენ.“ – აცხადებს იუსტიციის სახლი. რაც შეეხება შაბათ-კვირას, 8 და 9 იანვარს, იუსტიციის სახლში მხოლოდ დაჩქარებული სერვისები იქნება ხელმისაწვდომი. 2022 წლის …
Continue reading “იუსტიციის სახლი უქმეებზეც მუშაობს, გამონაკლისია 7-9 იანვარი”
„ხოფის ბაზრობა“ არ გაიხსნება, ბათუმის იუსტიციის სახლი კი იწყებს მუშაობას
დღეს, 9 სექტემბერს, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, რუსუდან შავიშვილმა განაცხადა, რომ „ხოფის ბაზრობა“ არ გაიხსნება, სანამ კორონავირუსზე ტესტირების პროცესი არ დასრულდება. შავიშვილის თქმით, ე.წ „ხოფის ბაზრობაზე“ კორონავირუსი ჯამში 7 პირს დაუდასტურდა. კორონავირისზე ტესტირება ისევ გრძელდება. ამ ბაზრობაზე 4 ათასამდე ადამიანია დასაქმებული. რუსუდან შავიშვილის ინფორმაციით, კარავი გაიხსნება ხოფის ბაზრობასთანაც, სადაც მოქალაქეები უფასოდ შეძლებენ ტესტირებას. რაც …
Continue reading “„ხოფის ბაზრობა“ არ გაიხსნება, ბათუმის იუსტიციის სახლი კი იწყებს მუშაობას”
ლავასოღლის ახლობელი: მოშიმშილეთა რაოდენობა 20-მდე გაიზრდება – ვითხოვთ ექსტრადაციას
„ჩვენ არ ვაპირებთ შიმშილობის შეწყვეტას, ვიდრე არ გვეტყვიან კონკრეტულ თარიღს, როდის მოხდება ლავასოღლის ექსტრადაცია საქართველოში,“ – ამბობს ნიკოლოზ ხრიკაძე. ის ერთ-ერთია ქურდული სამყაროს წევრობისთვის გასამართლებული მინდია ლავასოღლის ახლობლებიდან, რომელიც პროკურატურასთან შიმშილობს. ლავასოღლი მეორე წელია საექსტრადაციო პატიმრობაში თურქეთში. შიმშილობა გუშინ ხუთმა ადამიანმა დაიწყო. ნიკოლოზ ხრიკაძის თქმით, დღეს მოშიმშილეთა რაოდენობა 20-მდე გაიზრდება, საპროტესტო აქცია კი, პროკურატურის წინ …
გიორგი ანწუხელიძის ქუჩა ბათუმში უკუღმა დანომრეს
გზის მონაკვეთს, რომელიც ახალ ბულვარის გაგრძელებაზე, ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩის დასასრულიდან იწყება და აეროპორტის გზატკეცილამდე გრძელდება, ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის სახელი 2018 წლის თებერვალში მიანიჭეს. საქართველოს რუკის ფორმის აბრების გაკვრა კი შარშან აგვისტოში დაიწყო მერიამ. პროცესში ბათუმის მერი და საკრებულოს თავმჯდომარეც მონაწილეობდნენ. როგორც ამ ქუჩის მცხოვრებლები ამბობენ, ეს ერთადერთი ქუჩაა ბათუმში, რომელიც საპირისპირო მიმართულებით …
Continue reading “გიორგი ანწუხელიძის ქუჩა ბათუმში უკუღმა დანომრეს”
თუ საგანგებო მდგომარეობის დროს პირადობას ვადა გაუვიდა ან დაკარგეთ – იუსტიციის სახლის პასუხი
რა უნდა ქნათ იმ შემთხვევაში, თუკი თქვენს პირადობის მოწმობას ვადა გაუვიდა, დაკარგეთ, ან, მაგალითად, შეკვეთილი გქონდათ, მაგრამ აღება ვეღარ მოასწარით იუსტიციის სახლების დაკეტვამდე? „ბათუმელებს“ ამ პრობლემით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები დაუკავშირდა. მან პირადობის მოწმობა დაკარგა და ახლის აღებას ვეღარ ახერხებს. იუსტიციის სახლები ქვეყნის მასშტაბით დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა, პირადობის მოწმობა კი, შესაძლოა, დღისითაც მოგთხოვოთ პოლიციელმა, …
საქართველოს მოქალაქის ერაყელ მეუღლეს ბინადრობას არ აძლევენ [ვიდეო]
ქეთი გაბაიძემ ერაყის მოქალაქესთან 6 წლის წინ იქორწინა. მათ ორი მცირეწლოვანი გოგო ჰყავთ. ქეთის მეუღლეს მთელი ამ ხნის განმავლობაში ქვეყანაში ბინადრობის უფლება ჰქონდა, მაგრამ ოთხ თვეში ეს უფლება ეწურება. არაერთგზის მიმართვის მიუხედავად, ერაყის მოქალაქეს ქვეყანაში დარჩენის უფლებას იუსტიციის სამინისტრო აღარ უგრძელებს. ქეთის მეუღლემ ბახტიიარ შვანმა იცის ქართული და ბათუმში, ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიაში, რომელიც 50 მილიონი …
Continue reading “საქართველოს მოქალაქის ერაყელ მეუღლეს ბინადრობას არ აძლევენ [ვიდეო]”
მოქალაქე: პროკურორთან შეხვედრას ვითხოვდი, დაცვის პოლიციამ შენობიდან გამომათრია
„პროკურორთან შეხვედრას ვითხოვდი და მისაღებში ველოდები. მოვიდა დაცვის პოლიცია და შენობის დატოვება მომთხოვა. ვერ მითხრეს, რატომ უნდა დამეტოვებინა იუსტიციის სახლის მისაღები, სადაც ნებისმიერ პირს შეუძლია შესვლა. დაცვის პოლიციელებმა ძალით გამომიყვანეს, მათრიეს,“ – ამბობს მოქალაქე მერაბ ღოღობერიძე. ის გუშინ, 8 ნოემბერს ბათუმის იუსტიციის სახლში მივიდა და აჭარის მთავარ პროკურორთან, ნათია სონღულაშვილთან ითხოვდა შეხვედრას. მერაბ ღოღობერიძემ იუსტიციის …
Continue reading “მოქალაქე: პროკურორთან შეხვედრას ვითხოვდი, დაცვის პოლიციამ შენობიდან გამომათრია”
234 533 ლარი ბათუმის იუსტიციის სახლის ფასადის დეკორატიული განათებისთვის
სსიპ „იუსტიციის სახლს“ ბათუმის იუსტიციის სახლის შენობის ფასადის დეკორატიული განათების მოსაწყობად 234 533 ლარი აქვს გათვალისწინებული. იუსტიციის სახლმა შენობის განათების მოწყობაზე ტენდერი გამოაცხადა. „სამუშაოთა სპეციფიკიდან გამომდინარე მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები შეასრულოს იმგვარად, რომ არ შეფერხდეს იუსტიციის სახლის ნორმალური ფუნქციონირება“ – აღნიშნულია ტენდერის პირობაში. იუსტიციის სახლის ბათუმის ფილიალის შენობაშია განთავსებული აჭარისა და ბათუმის პროკურატურაც. „დამონტაჟებულმა სისტემამ უნდა …
Continue reading “234 533 ლარი ბათუმის იუსტიციის სახლის ფასადის დეკორატიული განათებისთვის”
როცა პატიმრობაში რჩები იმიტომ, რომ შაბათ-კვირას იუსტიციის სახლი ისვენებს
თუკი სასამართლო გირაოს საფუძველზე გათავისუფლებთ და ეს ამბავი ე.წ. უქმე დღეებში ხდება, ციხეს მინიმუმ ორშაბათს საღამომდე ვერ დატოვებთ. მიზეზი იუსტიციის სახლია, სადაც შაბათ-კვირას არ მუშაობენ. საუბარია შემთხვევაზე, როცა სასამართლო ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობის ნაცვლად გირაოს უფარდებს და ეს სასამართლო პროცესი შაბათს ან კვირას ტარდება. გირაოს უზრუნველყოფა უძრავი ქონებითაც არის შესაძლებელი, მაგალითად, საცხოვრებელი ბინით. …
Continue reading “როცა პატიმრობაში რჩები იმიტომ, რომ შაბათ-კვირას იუსტიციის სახლი ისვენებს”
მრავალშვილიანი მშობლის სტატუსს პირს იუსტიციის სახლი მიანიჭებს
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 აპრილის დადგენილებით, მრავალშვილიანი მშობლის სტატუსს პირს იუსტიციის სამინისტრო, კერძოდ, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო მიანიჭებს. დადგენილებით განისაზღვრა მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მინიჭების წესი და პირობები, რომლის საფუძველზეც პირმა სტატუსის დადგენაზე განაცხადი უნდა წარადგინოს ნებისმიერ იუსტიციის სახლში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში ან საზოგადოებრივ ცენტრში. „ყველა მრავალშვილიან პირს, რომელიც კანონმდებლობით განსაზღვრულ შესაბამის პირობებს …
Continue reading “მრავალშვილიანი მშობლის სტატუსს პირს იუსტიციის სახლი მიანიჭებს”
ვის შეუძლია პირადობის მოწმობის აღება უფასოდ პირველ იანვრამდე
პირადობის მოწმობის უფასოდ გაცემის აქცია გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისათვის 2019 წლის 1 იანვრამდე გრძელდება. აქციის ფარგლებში საფასურის გადახდისგან თავისუფლდებიან: [checklist] საქართველოს ის მოქალაქეები, მათ შორის, არასრულწლოვნები, რომელთაც 1 იანვრამდე უსრულდებათ 18 წელი, ვის სახელზეც 2018 წლის 1 მარტამდე გაცემული არ იყო საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი არც ერთი დოკუმენტი; მოქალაქეები, რომელთა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ფოტოსურათები გამოუსადეგარია (უხარისხოა) …
Continue reading “ვის შეუძლია პირადობის მოწმობის აღება უფასოდ პირველ იანვრამდე”
მომეტებული საფრთხის შემცველი სამუშაოების რეგისტრაციის ვადა 30 ოქტომბრამდე გახანგრძლივდა
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მომეტებული საფრთხის შემცველი მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების რეგისტრაციის ვადაში ცვლილება შევიდა. სამინისტროს ცნობით, რეგისტრაციის მიზნით დაინტერესებულ პირთა მაღალი მიმართვიანობიდან გამომდინარე, რეგისტრაციის პერიოდი გახანგრძლივდა 30 კალენდარული დღით და ბოლო ვადად განისაზღვრა 2018 წლის 30 ოქტომბერი. დღეს, 28 სექტემბერს, რიგებია საქართველოს იუსტიციის სახლებში, სადაც დარეგისტირებას ის პირები ცდილობდნენ, რომელთაც კანონი შეეხებათ. „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს …
ახალი წესი ხელმოწერისთვის – თქვენ სერტიფიკატი გჭირდებათ
თუკი საჯარო უწყებისათვის წერილის გაგზავნას ელექტრონული ხელმოწერით აპირებთ, ამისთვის შესაბამისი სერტიფიკატი დაგჭირდებათ. იმ შემთხვევაში, თუ წერილზე ხელმოწერაა აუცილებელი და კანონით გამონაკლისი დადგენილი არ არის, „კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის“ გარეშე თქვენს ელექტრონულ წერილს აღარ ჩაიბარებენ. ძალაშია ძველი წესიც, თუ ქაღალდზე კალმით ხელის მოწერა გაწყობთ და წერილის სადმე ფიზიკურად დატოვება, ან ფოსტით გაგზავნა. პირველი ივლისიდან ახალი კანონი „ელექტრონული …
Continue reading “ახალი წესი ხელმოწერისთვის – თქვენ სერტიფიკატი გჭირდებათ”
50 თეთრი თითოეულ ტრანზაქციაზე იუსტიციის სახლის გავლით
მოქალაქეს, რომელიც იუსტიციის სახლში მომსახურების საფასურს საკრედიტო ბარათით ტერმინალის საშუალებით იხდის, თითოეულ ტრანზაქციაზე ანგარიშსწორების საკომისიოს სახით 50 თეთრს ახდევინებენ, ნაღდი ფულით გადახდის შემთხვევაში კი საკომისიო ერთ ლარს შეადგენს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კონკრეტული ტიპის მომსახურების სანაცვლოდ, რასაც სახელმწიფო სერვისი სთავაზობს, მოქალაქეს სახელმწიფოსვე დადგენილ ტარიფზე მეტის გადახდა უწევს. ბანკი ერთ შემთხვევაში მომხმარებელს კონკრეტულ მომსახურებას მომხიბვლელი …
Continue reading “50 თეთრი თითოეულ ტრანზაქციაზე იუსტიციის სახლის გავლით”
რა მოხდება, თუკი ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილზე რეგისტრაციას არ გაივლით
კანონმდებლობის მიხედვით, თუკი თქვენ პირადობის მოწმობის აღების დროს მითითებული საცხოვრებელი ადგილი 6 თვეზე მეტი ხნით შეიცვალეთ, ვალდებული ხართ ახალ მისამართზე რეგისტრაციის გასასვლელად იუსტიციის სახლს მიმართოთ. ახალ მისამართზე რეგისტრაციისთვის საჭიროა პირადად მიხვიდეთ იუსტიციის სახლში ან სახელმწიფო სერვისების სააგენტოს რომელიმე ფილიალში და წარადგინოთ იმ საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი, სადაც ფაქტობრივად ცხოვრობთ; ასევე საცხოვრისის მესაკუთრის წერილობითი თანხმობა. იუსტიციის სახლში …
Continue reading “რა მოხდება, თუკი ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილზე რეგისტრაციას არ გაივლით”
აქცია პირადობის მოწმობის უფასოდ მისაღებად
იუსტიციის მინისტრის ბრძანების მიხედვით, გაკრვეული კატეგორიის ადამიანები პირადობის დამადასტურებელ მოწმობებს უფასოდ მიიღებენ. აქცია პირველ ნოემბრამდე გაგრძელდება. უფასოდ პირადობის მოწმობას მიიღებენ ის მოქალაქეები, ვისაც პირველ ნოემბრამდე უსრულდებათ 18 წელი და ამ დრომდე არ ჰქონდათ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ასევე ნებისმიერი სრულწლოვანი ადამიანი, ვისაც აქამდე პირადობის დამადასტურებელი მოწმობა არ ჰქონდა. უფასოდ პირადობის მოწმობას აიღებენ ისინიც, ვისაც პირველ მარტამდე …
Continue reading “აქცია პირადობის მოწმობის უფასოდ მისაღებად”
პირადობის მოწმობა უფასოდ – აქცია 31 ოქტომბრამდე
საარჩევნო სიის დახვეწის მოწნით 2017 წლის 31 დეკებრამდე ყველა მსურველს პირადობის მოწმობას უფასოდ მოუმზადებენ. იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით იმისათვის, რომ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს არ შეეზღუდოს არჩევნებში ხმის მიცემის უფლება, დოკუმენტის გაცემისას მოქალაქეები თავისუფლდებიან როგორც საბუთის, ისე ფოტოსურათის გადაღებისათვის დაწესებული საფასურის გადახდისაგან. პირადობის მოწმობის აღება უფასოდ შეუძლიათ მოქალაქეებს: რომელთაც არ გააჩნიათ არცერთი მოქმედი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი [მოწმობა, …
Continue reading “პირადობის მოწმობა უფასოდ – აქცია 31 ოქტომბრამდე”
ნასამართლობის შესახებ ცნობის აღება 3 მაისიდან იუსტიციის სახლის ფილიალებშიც იქნება შესაძლებელი
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, ხვალიდან, 3 მაისიდან, მოქალაქეებს ნასამართლობის შესახებ ცნობის აღება იუსტიციის სახლის ფილიალებშიც შეეძლებათ. „ნასამართლობის ცნობის მისაღებად მომხმარებელმა მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარადგინოს. ცნობა განაცხადის შევსებიდან ხუთ სამუშაო დღეში უფასოდ გაიცემა. ნასამართლობის შესახებ ცნობის დაჩქარებული წესით, 1 სამუშაო დღეში, აღების საფასური 25 ლარია, ხოლო 3 სამუშაო დღეში – 15 ლარი“, – …
რომელი პასპორტით შეგვიძლია წავიდეთ ევროპაში?
ვიზალიბერალიზაციის პირობებით სარგებლობა ბიომეტრული პასპორტებითაა შესაძლებელი. ამ პასპორტის აღების საფასური 104 ლარია. ბიომეტრულ პასპორტებს იუსტიციის სახლები 2011 წლიდან გასცემენ. „ბათუმელების“ კითხვაზე, არის თუ არა ამ დროიდან გაცემული ნებისმიერი პასპორტი ბიომეტრული, „იუსტიციის სახლის“ ცხელ ხაზზე გვიპასუხეს, რომ ყველა პასპორტი არ არის ბიომეტრიული: „ზოგჯერ, როცა მოქალაქე ვერ ახერხებს იუსტიციის სახლში მისვლას და შეუძლებელია მისი თითის ანაბეჭდის აღება, …
Continue reading “რომელი პასპორტით შეგვიძლია წავიდეთ ევროპაში?”
ბათუმის იუსტიციის სახლში მოქალაქემ სასურათე ჯიხურები ჩაქუჩით ჩაამტვრია
4 ნოემბერს ბათუმის იუსტიციის სახლის შენობაში მამაკაცმა სასურათე ჯიხურები ჩაქუჩით დააზიანა. ფაქტს იუსტიციის სახლის პრესსამსახურში ადასტურებენ: “მოქალაქემ აგრესიული ქმედება გამოავლინა, დააკავეს ჩვენთან და შესაბამისი სამსახურების მიერ გამოძიება მიმდინარეობს. იმედია, სახელმწიფო ქონების დაზიანებით გამოწვეული ზარალი ანაზღაურდება”. სულ ოთხი ჯიხურის შუშებია ჩამტვრეული. როგორც იუსტიციის სახლში განმარტავენ, ინციდენტს სამუშაო პროცესების შეფერხება არ მოჰყოლია. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მოქალაქის პროტესტი ID ბარათში …
Continue reading “ბათუმის იუსტიციის სახლში მოქალაქემ სასურათე ჯიხურები ჩაქუჩით ჩაამტვრია”