მერაბ ტურავა კობახიძემ იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გაათავისუფლა

მერაბ ტურავა იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტიდან „ოცნების“ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ გაათავისუფლა. ბრძანებას ირაკლი კობახიძემ 25 ივნისს მოაწერა ხელი. ბრძანებაში არაა განმარტებული, რის გამო გაათავისუფლეს მერაბ ტურავა. მერაბ ტურავა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე იყო 2020-2025 წლებში. იგი „ოცნების“ მთავრობაში მინისტრის მოადგილის თანამდებობას 2025 წლის 28 აპრილიდან იკავებდა. მერაბ ტურავას თავმჯდომარეობის დროს საკონსტიტუციო სასამართლომ უარი თქვა განეხილა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის …

მზია ამაღლობელის მხედველობა საგანგაშო ნიშნულზეა – ომბუდსმენმა საქმისწარმოება დაიწყო

მზია ამაღლობელის ადვოკატების მიმართვის შემდეგ სახალხო დამცველმა საქმისწარმოება უკვე დაიწყო. საქმე მზია ამაღლობელის მიმართ სათანადო მკურნალობის უზრუნველყოფას ეხება. მზია ამაღლობელი გამოცემების – „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებელი და დირექტორია. ის უკანონო პატიმრობაშია თითქმის 11 თვე. საიამ 2025 წლის 24 ნოემბერს მიმართა შესაბამისი კვლევების და მკურნალობის უზრუნველყოფის მიზნით იუსტიციის მინისტრს და სახალხო დამცველს. მზია ამაღლობელის მხედველობა სასჯელაღსრულების …

რა შეცვალა რუსული კანონის აღსრულების წესში იუსტიციის მინისტრმა

რუსულ კანონთან დაკავშირებული რეესტრის წარმოების, საფინანსო დეკლარაციის წარდგენისა და მონიტორინგის წესში საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ცვლილებები შეიტანა. რუსული კანონი, რომელიც საზოგადოების პროტესტის მიუხედავად „ოცნების“ ხელისუფლებამ მაინც მიიღო, საკონსტიტუციო სასამართლოშია გასაჩივრებული, თუმცა სასამართლო 21-ე დღეა გადაწყვეტილებას არ იღებს. საფინანსო დეკლარაციის წარდგენისა და მონიტორინგის წესი, მინისტრის ბრძანებით, 2024 წლის პირველ აგვისტოს შევიდა ძალაში, ცვლილებები კი – 20 სექტემბერს. …

იზრდება იმ პატიმრის ხელფასი, ვინც ანაზღაურებად სამუშაოს ასრულებს

2024 წლის იანვრიდან იზრდება პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი იმ მსჯავრდებულის ანაზღაურება, რომელიც ანაზღაურებად სამეურნეო სამუშაოს ასრულებს. შესაბამისი ბრძანება იუსტიციის მინისტრმა 2023 წლის 2 დეკემბერს გამოსცა. მინისტრის ბრძანებით ცვლილება შევიდა „მსჯავრდებულის მიერ სამეურნეო სამუშაოების შესრულების და მისთვის ანაზღაურების მიცემის წესში“, რომელიც 2015 წლის პირველი იანვრიდან მოქმედებს. ამ წესის მიხედვით, „სამეურნეო სამუშაოებში ჩარიცხული მსჯავრდებულებისაგან დგება სამუშაო ჯგუფი, რომელსაც …

იუსტიციის სამინისტრომ 17 NGO-ს და ფიზიკურ პირს გრანტი მისცა – რას ფიქრობენ ისინი რუსულ კანონზე

„არ მსურს მაგ თემაზე საუბარი,“ – გვითხრა პროფესორმა და ყოფილმა მოსამართლემ მაია ივანიძემ. იგი ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელია და იუსტიციის სამინისტრომ გრანტზე ხელშეკრულება უკვე გაუფორმა „ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერებისთვის“. „ბათუმელებმა“ მას რუსულ კანონზე სთხოვა მოსაზრება. იუსტიციის სამინისტრომ საგრანტო კონკურსის ფარგლებში სულ 17 გამარჯვებულს მისცა გრანტი ბიუჯეტიდან, მათ შორის, 6 სამოქალაქო ორგანიზაციაა, 11 – ფიზიკური პირი. …

ბრეგაძე სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანაზე – ომბუდსმენის დასკვნაზე პასუხს ველოდებით

„დასკვნასთან დაკავშირებით არსებობს კითხვები, ველოდებით პასუხს,“ – აღნიშნა დღეს, 2 მაისს, იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ დასკვნასთან დაკავშირებით, რომელიც სახალხო დამცველთან შექმნილმა სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფმა მოამზადა. დასკვნის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილს ცილოვანი შიმშილი აღენიშნება. კონსილიუმის დასკვნის თანახმად, ბოლო ვიზიტთან (11.01.2022) შედარებით, პაციენტის მდგომარეობა დამატებით მნიშვნელოვნადაა გაუარესებული. დღეს, 2 მაისს, იწურება ულტიმატუმის ვადა, რაც მიხეილ სააკაშვილის ოჯახმა დააყენა …

4-წლიანი დავა ალიმენტზე დასრულდა, მაგრამ ბავშვებს მაინც არაფერი შეხვდათ

ისტორია, რომელიც ერთი ქალის განქორწინებას და ბავშვების ალიმენტს ეხება, 2018 წელს ანუ მას შემდეგ დაიწყო, რაც მამამ უარი თქვა ალიმენტის გადახდაზე. შემდეგ იყო სასამართლო პროცესები, სადაც გადაწყდა, რომ უნდა გაიყიდოს კაცის და ქალის საკუთრებაში არსებული ერთადერთი საერთო ქონება – მიკროავტობუსი, რათა ბავშვების ალიმენტის დავალიანება დაიფაროს. მიკროავტობუსის 50% სასამართლომ ქალს მიაკუთვნა, 50% კი – კაცს.  ნახეთ, …

სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას ვთავაზობთ – იუსტიციის მინისტრი

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, იუსტიციის სამინისტრო მიხეილ სააკაშვილის გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობს. ამის შესახებ ბრეგაძემ დღეს, 19 ნოემბერს, განაცხადა იუსტიციის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე. „ვთავაზობთ, რომ გადავიყვანოთ გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში. ეს არის ადგილი, სადაც მისი ჯანმრთელობა და უსაფრთხოებამ სახელმწიფოს მხრიდან მაქსიმალურად იქნება დაცული. ამ გადაწყვეტილებით ჩვენ ვიცავთ არა …

ბრეგაძე სააკაშვილზე: არავის მკვლელობაზე ხელს არ ვაწერ, ღმერთმა დამიფაროს

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ქვეყნის მესამე პრეზიდენტზე, პატიმრობაში მყოფ მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილზე ისაუბრა. ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს, „აწერს თუ არა ხელს მიხეილ სააკაშვილის მკვლელობაზე“. მინისტრის თქმით, მსგავსი კითხვის დასმა დაუშვებელია. „რას ნიშნავს, რომ ხელს აწერთ ვინმეს მკვლელობაზე? ერთი ფაქტი მაინც თქვით. სტრასბურგის სასამართლომ რა მოუწოდა [მიხეილ სააკაშვილს]? – მოუწოდა, რომ შეწყვიტოს შიმშილობა. …

აჭარაში მიწის უფასო რეგისტრაცია არც წელს დაიწყება

მიწის სისტემური [უფასო] რეგისტრაცია აჭარაში ამ ეტაპზე არ დაიწყება. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა 2021 წლის 4 თებერვლის ბრძანებით, მიწის სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიული არეალები განსაზღვრა. ამ ბრძანებაში არ არის მაღალმთიანი აჭარა. „ბათუმელები“ დაინტერესდა, დაიწყება თუ არა 2021 წელს აჭარის რომელიმე მუნიციპალიტეტში მიწის სისტემური რეგისტრაცია და არის თუ არა გაწერილი გეგმა-გრაფიკი, რომლითაც სისტემური რეგისტრაცია ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტში ჩატარდება, …

როდის დაიწყება მიწის უფასო რეგისტრაცია, რაზეც მთავრობამ შარშან განაცხადა

საქართველოს მთავრობამ გასული წლის მაისში განაცხადა, რომ მომდევნო 3 წლის განმავლობაში მოქალაქეებისთვის ჯამში 1.2 მილიონი ჰექტარი მიწის სისტემურ რეგისტრაციას გეგმავდა. დაიწყება თუ არა მიწის სისტემური [უფასო] რეგისტრაცია აჭარაში 2021 წელს, ამ დრომდე უცნობია. „ზუსტდება ის არეალები, სადაც წელს სისტემური რეგისტრაცია დაიწყება. ამიტომ, კონკრეტული რეგიონები ჯერ არ ვიცით“, – გვითხრეს იუსტიციის სამინისტროში. თითქმის იგივე უთხრეს „ბათუმელებს“ …

რა შემთხვევაში მიიღებს პირი უჩიპო პირადობას, თუ ჩიპიანზე უარს რწმენის გამო აცხადებს

პირს, რომელიც რწმენის გამო უარს განაცხადებს პირადობის ელექტრონული [ჩიპიანი] მოწმობის მიღებაზე, შეუძლია მიიღოს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე [ანუ უჩიპოდ], მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას ადრე არ ჰქონია აღებული პირადობის ელექტრონული მოწმობა ან ბიომეტრიული პასპორტი. ასეთ შემთხვევაში უჩიპო მოწმობა გაიცემა არაუმეტეს ერთი თვის ვადით. იუსტიციის მინისტრის ბრძანებაში [„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა …

წულუკიანმა სამინისტროში 233-ით გაზარდა ანაზღაურებადი სტაჟიორების რაოდენობა

იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, 7 თებერვალს ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც 2020 წლისათვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებსა და მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში სტაჟიორების [ანაზღაურებადი] რაოდენობა და მათი ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრა. ამ ბრძანების მიხედვით სტაჟიორთა რაოდენობა წელს, 2019 წელთან შედარებით, ორჯერაა გაზრდილი. ბრძანებით, იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებსა და სსიპ-ებში 2020 წლისთვის სტაჟიორთა რაოდენობა …

რომელი რელიგიის წარმომადგენელი მიიღებს „უჩიპო“ პირადობას – იუსტიციის განმარტება

რომელი რელიგიის აღმსარებელს შეუძლია აიღოს პირადობის მოწმობა „ჩიპების“ გარეშე და რა სახის დოკუმენტი უნდა წარმოადგინოს მოქალაქემ იუსტიციის სახლში? – ამ კითხვებით იუსტიციის სამინისტროს პრესცენტრს მას შემდეგ მივმართეთ, როცა მინისტრ თეა წულუკიანის ხელმოწერით ბრძანება გავრცელდა. ამ ბრძანების მიხედვით, „უჩიპო“ პირადობის მოწმობა „შეიძლება გაიცეს იმ მოქალაქეებზე, რომლებიც რწმენის გამო უარს აცხადებენ პირადობის ელექტრონული (ID) მოწმობის მიღებაზე.“ იუსტიციის …

რას აკეთებენ ციხის „მაყურებლები“, რომლებსაც თეა წულუკიანი მალავს?

„მაყურებელი როგორ არ არსებობს. ერთი-ორი არის ყველა ციხეში, ზოგან სამიცაა… თუ ბევრია, მერე კონკურენციაა მაგათ შორისაც და იწყება ჩხუბი… „მაყურებლის“ ხელშია გავლენები ყველანაირი, მისთვის ადმინისტრაცია სულ ღიაა, მიდის, მოდის,“ – ამას ყოფილი პატიმარი გიორგი გვიყვება. ის ე.წ. მაყურებლების შესახებ საუბარს ვინაობის დაფარვის პირობით დაგვთანხმდა. გიორგი ციხიდან დაახლოებით 4 თვის წინ გამოვიდა. მისი თქმით, „მაყურებელი“, რომლის …

გერმანიის მოქალაქეს საქართველოში ბინადრობაზე უარი უთხრეს -„ტერორისტი გამომიყვანეს“

„ეს პასუხი შეურაცხყოფაა. გამოდის, ტერორისტი ვარ?“ – კითხვა სახელმწიფოსთან გერმანიის მოქალაქეს აქვს, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება შრომით ბინადრობას არ აძლევს. ჯავჰარ აჰმედ შარიფი უკვე ორი წელია ბათუმში ცხოვრობს და სამშენებლო კომპანია „რეკან გრუპ ჯორჯიას“ მთავარ ინჟინრად მუშაობს. „იგი ახორციელებს ისეთ საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას,“ – ასე ახსნა სახელმწიფო სერვისების სააგენტომ 24 ოქტომბრის წერილში …

ერთი ელექტროსამაჯურის შესაძენად 1790 დოლარი იხარჯება – რამდენი სამაჯური აქვს ხელისუფლებას?

რამდენიმე დღის წინ იუსტიციის სამინისტრომ ახალი ელექტროსამაჯურები იყიდა. 80 სამაჯური „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ“ შეიძინა და თითოეულში 1790 ამერიკული დოლარი გადაიხადა. ინფორმაცია იუსტიციის სამინისტროს პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მოგვაწოდა. ამ უწყებას ვკითხეთ: რამდენი ელექტრონული სამაჯური აქვს იუსტიციის სამინისტროს და მათგან რამდენია დღეს გამოყენებული. ელექტრონულ სამაჯურებს 2018 წლის პირველი იანვრიდან იყენებენ. სამაჯურებს მაშინ უკეთებენ …

ვაკანსიები პრობაციის სააგენტოს აჭარის ბიუროში

18 პოზიციას ღია კონკურსი არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების და პრობაციის ეროვნული სააგენტო აცხადებს, მათ შორის, სააგენტოს უფროსის მოადგილის პოზიციაზე. კონკურსი ჩატარდება ბათუმშიც – პრობაციის აჭარის ბიუროში. კონკურსის შედეგად აჭარის პრობაციის ბიურო პრობაციის ოფიცერს შეარჩევს, რომლის თანამდებობრივი სარგო 1200 ლარი იქნება. ბიურო ასევე შეარჩევს სპეციალისტს. ამ პოზიციაზე ხელფასი 1000 ლარია.      

როცა პატიმრობაში რჩები იმიტომ, რომ შაბათ-კვირას იუსტიციის სახლი ისვენებს

თუკი სასამართლო გირაოს საფუძველზე გათავისუფლებთ და ეს ამბავი ე.წ. უქმე დღეებში ხდება, ციხეს მინიმუმ ორშაბათს საღამომდე ვერ დატოვებთ. მიზეზი იუსტიციის სახლია, სადაც შაბათ-კვირას არ მუშაობენ. საუბარია შემთხვევაზე, როცა სასამართლო ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობის ნაცვლად გირაოს უფარდებს და ეს სასამართლო პროცესი შაბათს ან კვირას ტარდება. გირაოს უზრუნველყოფა უძრავი ქონებითაც არის შესაძლებელი, მაგალითად, საცხოვრებელი ბინით. …

პატიმრების სასამართლოში გადასაყვანად 29 ახალი ავტომანქანა იყიდეს

პატიმრების სასამართლოში, ასევე სამედიცინო კლინიკებში გადასაყვანად პენიტენციურ სამსახურს 29 ახალი ავტომანქანა გადასცეს. ტრანსპორტის ნაკლებობაზე „ბათუმელები“ აქამდეც წერდა, რადგან ბათუმის საქალაქო სასამართლოშიც ბევრჯერ იყო შემთხვევა, როცა ბრალდებულის წარმოდგენას ბადრაგის სამსახური უტრანსპორტობის გამო ვერ ახერხებდა. „პირველად იქნა შეძენილი სპეციალიზებული, ქარხნული წესით დამზადებული, ვიდეოსამეთვალყურეო სისტემით და პროფესიონალური საავტომობილო ციფრული რადიოსადგურით აღჭურვილი ავტომანქანები, მათ შორის, შშმ პირებზე ადაპტირებული. მიმდინარე …

იუსტიციის სამინისტროს განმარტება 17-ათასლარიან ბილეთზე: წულუკიანმა ბიზნესკლასით იფრინა

იუსტიციის სამინისტროს პრესცენტრმა განმარტება მოგვაწოდა თეა წულუკიანის ნიუ იორკში ვიზიტის შესახებ, რისთვისაც მხოლოდ თვითმფრინავის ბილეთში ბიუჯეტიდან 17 118 ლარი და 90 თეთრი დაიხარჯა. სამინისტროს განმარტებით, თეა წულუკიანმა ბიზნესკლასით იმგზავრა. „მოგეხსენებათ, რომ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის #211 დადგენილების თანახმად (მუხლი 3, მე-14 პუნქტი) იმ შემთხვევაში, თუ ფრენის ხანგძლივობა 5 საათზე მეტია, შესაძლებელია ბიზნესკლასის ბილეთის …

17 118 ლარი – თეა წულუკიანის ნიუ იორკში ჩაფრენის და უკან დაბრუნების ხარჯი

17 118 ლარი და 90 თეთრი – ეს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ნიუ იორკში ჩაფრენის და უკან დაბრუნების ხარჯია. მგზავრობის ეს საფასური მინისტრ წულუკიანის გასული წლის ყველაზე ძვირადღირებული მივლინების ნაწილია: ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ იორკში, იუსტიციის მინისტრის ხუთდღიანი მივლინებისთვის ბიუჯეტიდან ჯამში 24 517 ლარი და 40 თეთრი დაიხარჯა. საჯარო ინფორმაცია მინისტრის ქვეყნის გარეთ სამივლინებო ხარჯების …

რატომ არღვევს იუსტიციის სამინისტრო კანონს დემონსტრაციულად

პარასკევს, 12 ივლისს, „ბათუმელებმა“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროსგან მიიღო დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც უწყება გვპასუხობს 2018 წლის 17 დეკემბერს გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაზე. სამინისტრომ 6 თვის დაგვიანებით გვაცნობა იმის შესახებ, თუ რა თანხა დახარჯა გასულ წელს უწყებამ იუსტიციის მინისტრის მივლინებებზე ქვეყნის გარეთ და ქვეყნის შიგნით. წერილი დათარიღებულია 2019 წლის 10 ივლისით. წერილს ხელს აწერს სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი ნათია …

ქობულეთში სანოტარო მომსახურება სათანადოდ ხელმისაწვდომი არ არის

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა იმ დასახლებათა ნუსხა დაამტკიცა, სადაც 2019 წელს სანოტარო მომსახურება სათანადოდ ხელმისაწვდომი არ არის. ასეთ დასახლებათა ნუსხაშია ქობულეთიც. მინისტრის ბრძანებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ და საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ, ამავე ბრძანებით გათვალისწინებული ოდენობის ნოტარიუსთა დასანიშნად, უნდა უზრუნველყონ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება. ბრძანების მიხედვით, ქობულეთში, 2019 წელს ერთი ნოტარიუსი უნდა დაინიშნოს.

სასამართლოში ბრალდებულის გამოუცხადებლობის მიზეზი – გაფუჭებული ავტომანქანები

52 სპეციალიზებული ავტომანქანიდან 19 კუსტარული წესით გადაკეთების შედეგად გაფუჭდა – ეს ინფორმაცია „ბათუმელებს“ პენიტენციურმა სამსახურმა ადმინისტრაციულად გასაჩივრების შემდეგ მოაწოდა. „ბათუმელებმა“ საჯარო ინფორმაცია სასჯელაღასრულების სისტემის ავტოპარკის შესახებ 19 ოქტომბერს გამოითხოვა, მას შემდეგ, როცა ბათუმის საქალაქო სასამართლოში არაერთი პროცესის გადადების მიზეზი ბრალდებულის გამოუცხადებლობა გახდა. სასამართლო პროცესებზე მაშინ [და ახლაც] აღნიშნავდნენ, რომ ბრალდებულები პენიტენციურმა სამსახურმა ავტომანქანის არარსებობის გამო …

ახალდაქორწინებულ წყვილს სამზითვო „ვეფხისტყაოსანს“ გადასცემენ

იუსტიციის სამინისტროსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინიციატივით, საქართველოში ყოველ ახალდაქორწინებულ წყვილს, საზეიმო ცერემონიის ფარგლებში, „ვეფხისტყაოსანს“ გადასცემენ, როგორც „სიყვარულის, ერთგულებისა და თანასწორობის სიმბოლოს“. „ვეფხისტყაოსნის“ სასაჩუქრე ეგზემპლარი გაფორმებულია ცნობილი ქართველი მხატვრის სერგო ქობულაძის ილუსტრაციებით, რომელთა ასლები გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის ფოტოფიქსაციის ლაბორატორიაში ინახება,“ – აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ …

მიწის გამარტივებული რეგისტრაცია შესაძლოა მომავალ წლამდე გაგრძელდეს

მიწის გამარტივებული რეგისტრაცია შესაძლოა მომავალი წლის პირველ იანვრამდე გაგრძელდეს. კანონში ცვლილების შეტანის ინიციატივით იუსტიციის სამინისტრომ პარლამენტს უკვე მიმართა. მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო პროგრამა 2016 წლის პირველ აგვისტოს ამოქმედდა, რაც მიწის გამარტივებული ფორმით რეგისტრაციას გულისხმობს. იმდროინდელი ცვლილებით, პროგრამა 2018 წლის პირველ ივლისს უნდა დასრულდეს. მიწის რეგისტრაცის გამარტივებული ფორმის მიხედვით, საჯარო რეესტრი რეგისტრაციის პროცესის თანამონაწილეა და დოკუმენტების, მათ შორის, …

არამეგობრული შეხვედრა, რომელიც მინისტრის წასვლის შემდეგ კიდევ უფრო არამეგობრული გახდა

ავტორი: ესმა გუმბერიძე 2018 წლის 7 მაისს იუსტიციის სამინისტროში შშმ პირთა უფლებების შესახებ საქართველოს კანონის სამუშაო ვერსიის შედგენასთან დაკავშირებულ შეხვედრიდან მინისტრის [თეა წულუკიანი] წასვლის შემდეგ, რომელმაც კანონის თანაავტორი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელთა გარდა სამოქალაქო საზოგადოების ვერც ერთი წარმომადგენლის რეკომენდაციები ვერ მოისმინა, ყოველ შემთხვევაში იმ შეხვედრაზე, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა მიმართ შეხვედრაზე არსებული ატმოსფერო კიდევ უფრო არამეგობრული გახდა. შეხვედრას …

შშმ პირთა უფლებების შესახებ საქართველოს კანონის ჩანასახის ეპოპეა: 7 მაისის შეხვედრა

ავტორი: ესმა გუმბერიძე 2018 წლის 7 მაისს იუსტიციის სამინისტროში შშმ პირთა უფლებების შესახებ საქართველოს კანონის სამუშაო ვერსიის შედგენასთან დაკავშირებულ შეხვედრას შშმ პირთა უფლებებზე მომუშავე აქტივისტები და არასამთავრობოების წარმომადგენლებიც ვესწრებოდით. ეს მართლაც რომ „დასწრება“ იყო და არა – „მონაწილეობა“. ამ შეხვედრის შესახებ სფეროში მომუშავე აქტივისტებისგან შევიტყვე და არა იუსტიციის სამინისტროს ოფიციალური წყაროდან. ჩვენი პლატფორმის სახელით რეკომენდაციებიც დროულად …

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირებს გადაამზადებენ

იმისთვის, რომ ხელისუფლების ორგანოებმა საჯარო ინფორმაცია კანონით განსაზღვრული წესის შესაბამისად გასცენ, ღია მმართველობა საქართველოს 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმა მუშავდება. დღეს, პირველ მაისს, დისკუსია საზოგადოების წარმომადგენლებთან ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შედგა. შეხვედრაზე იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელმა, ლანა მორგოშიამ აღნიშნა, რომ რამდენიმე ახალი ელექტრონული პლატფორმა მოქმედებს, სადაც მოქალაქეებს ინფორმაციის მიღება შეუზღუდავად შეუძლიათ. იუსტიციის სამინისტრო დაინტერესდა, რა შეიძლება დაემატოს …

სამი ორგანიზაცია იუსტიციის სამინისტროს შშმ პირების შესახებ კანონპროექტის გასაჯაროებას სთხოვს

შშმ პირების უფლებებზე მომუშავე სამი არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიმართავს. მათი მოთხოვნაა სამინისტრომ გაასაჯაროვოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შესახებ საქართველოს კანონის სამუშაო ვერსიის. ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ტექსტს უცვლელად გთავაზობთ: აღშფოთებას გამოვთქვამთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შესახებ საქართველოს კანონის სამუშაო ვერსიის შექმნისა და დამუშავების პროცესის დახურულობის გამო. კანონპროექტს ამუშავებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და რამდენიმე, ძირითადად, …

იუსტიციის მინისტრმა ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა დანიშნა

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ნოტარიუსთა გამოცდა დანიშნა. ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის დანიშვნის შესახებ ბრძანებას თეა წულუკიანმა ხელი მიმდინარე წლის 2 აპრილს მოაწერა. გამოცდა 2018 წლის 3 მაისიდან 2018 წლის 17 მაისამდე პერიოდში უნდა ჩატარდეს. ამ ბრძანების მიხედვით, ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა ტარდება ტესტირების ფორმით და მოიცავს ორ ეტაპს: [checklist] ზოგადი უნარ-ჩვევები [ვერბალური და მათემატიკური ნაწილები];  პროფესიული ნაწილი. [/checklist] ნოტარიუსთა …

იუსტიციის სამინისტრომ 26 მაისის აღსანიშნავად ქორწინების მოწმობის ფორმა დაამტკიცა

საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით „საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გასაცემი ქორწინების მოწმობის ფორმა“ დამტკიცდა. ბრძანების მიხედვით, „საქართველოს იმ მოქალაქეებზე, რომლებიც დაქორწინდებიან 2017 წლის 26 მაისს, გაიცემა ქორწინების მოწმობა, რომლის ყდის პირველ გვერდზე დატანილია ოქროსფერი ჩარჩო, ამავე გვერდის ცენტრში კი არის ფოლგირებული წარწერა: „ქორწინების მოწმობა“, რომელიც ჩასმულია ორნამენტირებულ ჩარჩოში. ყდის ქვედა ნაწილის ცენტრში დატანილია წარწერა „ლეკვი ლომისა სწორია, …

Exit mobile version