მთავარი,სიახლეები

იტალიის შს მინისტრი პუტინის და მუსოლინის მსგავსად გაშიშვლდა

14.08.2019 • 2664
იტალიის შს მინისტრი პუტინის და მუსოლინის მსგავსად გაშიშვლდა

იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, მატეო სალვინიმ, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და დიქტატორ მუსოლინის მსგავსად წელს ზევით შიშველმა საჯაროდ დაიწყო პოზირება და ფოტოები ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე ატვირთა. სალვინის მიერ ფოტოების გამოქვეყნებას გერმანული, ფრანგული თუ იტალიური მედია გამოეხმაურა.

სალვინის ამ ტვიტს საინტერესოდ ეხმაურება ფრანგული გამოცემა TV5 MONDE-ი, რომლის სტატიაშიც ადამიანის უფლებების პროფესორი და იურისტი ალბერტო ალემანო სალვინის პოლიტიკურ ცხოველს უწოდებს და მიაჩნია, რომ მუსოლინის მსგავსად იტალიის შს მინისტრიც მოწოდებულია სრულყოს მითოლოგიური, ქარიზმატული იტალიელის სტერეოტიპული სახე, კარგი იტალიელის, რომელიც პლაჟზე უპერანგოდ დადის. ასეთივე სტერეოტიპს ამყარებდა ბენიტო მუსოლინიც – ალბერტო ალემანოს თქმით,  ქვემოთ მოცემულ ფოტოზე, მაგალითად, იტალიელი დიქტატორი 1937 წელს გადაიღეს, ზამთრის კურორტზე ფრანგული ჟურნალისთვის – VU

იტალიის შს მინისტრის ტვიტებიდან საჯაროდ ჩანს მუსოლინის ეპოქის აშკარა ნოსტალგია.

29 ივლისს, მაგალითად, მუსოლინის დაბადების დღეს, სალვინიმ სწორედ იტალიელი დიქტატორის სიტყვების ,,molti nemici, molto onore“ მსგავსი ფრაზა დატვიტა: ,,Tanti nemici, tanto onore“ – ,,ბევრი მტერი ბევრი ღირსებაა“.

მუსოლინის სწორედ ეს გამოთქმა იქცა იტალიაში ფაშისტური რეჟიმის ლოზუნგად.

საინტერესოა ასევე სალვინის რელიგიური სახეცვლილებაც. როგორც ბენიტო მუსოლინი, განსაკუთრებულად რელიგიური ლიდერი სალვინი არ არის, თუმცა იტალიაში კათოლიციზმის გავლენების მნიშვნელობა ესმის და როგორც ევროპულ პრესაში ხშირად აღნიშნავენ, ცდილობს მოხიბლოს იტალიის მორწმუნე კათოლიკეები.

„მატეო სალვინი საშუალო კლასის რესტორნებში, ძირითადად, საშუალო ფენაში ჩნდება, დადის ღამის კლუბებში და იყენებს პირდაპირი, უშუალო საუბრის ფორმას, პოლიტიკურ მიტინგებზე ათწუთიანი გამოსვლებით შემოიფარგლება. მაღალი კლასის ადგილებში სალვინი თითქმის არ ჩნდება. ეს არის ქარიზმატული და პოპულარული ლიდერი, რომელსაც იგივენაირი გემოვნება და მისწრაფებები აქვს, როგორც საშუალოსტატისტიკურ იტალიელს“, – წერს გამოცემა TV5 MONDE-ი.

გერმანულ გამოცემა Die Welt-ს კი სალვინის ქცევამ ვლადიმერ პუტინი გაახსენა. 2017 წელს რუსეთი პრეზიდენტის წელსზემოთ შიშველი კადრები გაავრცელა კრემლის პრესსამსახურმა და სახელმწიფო ტელევიზიებმა. რუსული წყაროები მაშინ იტყობინებოდნენ, რომ პუტინი ციმბირში ისვენებს – დროს თევზაობასა და ნადირობაში ატარებს.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: