საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა კვლავ გაიმეორა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი „კაციჭამიაა“. მანამდე, მაკრონმა პუტინზე ანალოგიური განცხადება აგვისტოს შუა რიცხვებში გააკეთა, რაც მოსკოვში „ვულგარულ შეურაცხყოფას“ შეაფასეს. საპასუხოდ მაკრონმა გუშინ, 29 აგვისტოს ისევ თქვა: „როდესაც ვამბობთ, რომ ევროპის კარებთან კაციჭამია დგას, მე მჯერა, რომ ეს ასახავს იმას, რასაც ძალიან ძლიერად გრძნობენ ქართველები, უკრაინელები და მრავალი სხვა …
Tag Archives: ემანუელ მაკრონი
როგორ გამოეხმაურა პაპუაშვილი მერცის, მაკრონისა და ტუსკის განცხადებას
„ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის, პოლონეთის პრემიერ-მინისტრის – დონალდ ტუსკისა და გერმანიის კანცლერის – ფრიდრიხ მერცი ერთობლივ განცხადებას „სამარცხვინო თავდასხმას“ უწოდებს. „სამარცხვინო თავდასხმა ქართველ ხალხზე და ქართულ სახელმწიფოზე მისი ეროვნული დღესასწაულის დღეს“ – წერს პაპუაშვილი ფეისბუქზე. დღეს, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკმა და გერმანიის …
Continue reading “როგორ გამოეხმაურა პაპუაშვილი მერცის, მაკრონისა და ტუსკის განცხადებას”
ევროკავშირი განიხილავს უკრაინის ფინანსური დახმარების ახალ პაკეტს – მაკრონი
6 მარტს, საგანგებო სამიტზე, ევროკავშირის ლიდერები განიხილავენ უკრაინის ახალი, ფართომასშტაბიანი ფინანსური დახმარების პაკეტს – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა La Tribune-თან ინტერვიუში, 1 მარტს. გამოცემის ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ შეხვედრის მიზანია უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერება და საუბარია ასობით მილიარდი ევროს დაფინანსებაზე. მაკრონმა განაცხადა, რომ სამიტზე ევროკავშირის ლიდერები ასევე განიხილავენ ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის შექმნას, თუმცა დასძინა, …
Continue reading “ევროკავშირი განიხილავს უკრაინის ფინანსური დახმარების ახალ პაკეტს – მაკრონი”
საფრანგეთში ახალგაზრდებისთვის პრეზერვატივი უფასო გახდა
2023 წლის პირველი იანვრიდან 18-დან 25 წლამდე ახალგაზრდებზე საფრანგეთში პრეზერვატივი უფასოდ გაიცემა აფთიაქებში. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ეს ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში დააანონსა. მაკრონმა მთვრობის ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების რაოდენობის ზრდით ახსნა. „ევრონიუსის“ ცნობით, რომელიც თავის მხრივ საფრანგეთის ჯანდაცვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეყრდნობა, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების მაჩვენებელი საფრანგეთში, გასულ წლებში, …
Continue reading “საფრანგეთში ახალგაზრდებისთვის პრეზერვატივი უფასო გახდა”
პუტინმა ომის დანაშაულებისთვის პასუხი უნდა აგოს – მაკრონი
საფრანგეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ვლადიმერ პუტინს უკრაინაში რუსეთის არმიის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების გამო პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს. ემანუელ მაკრონმა ვრცელი ინტერვიუ მისცა ამერიკულ CBS-ს, რომელშიც ჟურნალისტ ბილ უიტაკერთან რუსეთის სამხედრო აგრესიაზე, უკრაინისადმი დასავლეთის დახმარებისა და პუტინთან კავშირის შენარჩუნების აუცილებლობაზე ისაუბრა. ემანუელ მაკრონი: ამ წლის 24 თებერვალს რუსეთმა ომის დაწყება გადაწყვიტა. ვფიქრობ, მათ უდიდესი, უდიდესი შეცდომა …
Continue reading “პუტინმა ომის დანაშაულებისთვის პასუხი უნდა აგოს – მაკრონი”
კრემლი მზად არ არის – პესკოვის პასუხი ბაიდენს უკრაინიდან ჯარების გაყვანაზე
„თქვენ მხოლოდ ფრაგმენტულად გადმოეცით ჯო ბაიდენის განცხადება. სინამდვილეში, ის კიდევ რამდენიმე წინადადებას შეიცავდა. მან თქვა, რომ პირველი – პუტინი უნდა გავიდეს უკრაინიდან. ის მიიჩნევს, რომ ესაა მოლაპარაკებებისთვის მზაობის დემონსტრირებაა. კრემლი ამისთვის მზად არ არის, სპეციალური სამხედრო ოპერაცია გრძელდება. შეერთებული შტატები კვლავაც არ აღიარებს რუსეთის ახალ ტერიტორიებს და ცხადია, ეს არსობრივად ართულებს დიალოგისთვის საფუძვლის პოვნას,“ – …
Continue reading “კრემლი მზად არ არის – პესკოვის პასუხი ბაიდენს უკრაინიდან ჯარების გაყვანაზე”
უკრაინის საკითხზე ნეიტრალიტეტი, რუსეთის ახალი იმპერიალიზმის მხარდაჭერაა – მაკრონი
ქვეყნები, რომლებიც უარს ამბობენ უკრაინის მხარე დაიჭირონ, ახალი რუსული იმპერიალიზმის „თანამონაწილეები“ არიან – Politico-ს ცნობით, ასეთი განცხადებით გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი გამოვიდა. „ვინც დღეს ჩუმადაა, ემსახურება – თავისი ნების საწინააღმდეგოდ ან ფარულად გარკვეული მონაწილეობით – ახალი იმპერიალიზმის საქმეს,“ – თქვა მაკრონმა. მისი აზრით, რუსეთის აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ, რომელიც „იმპერიალიზმისა და კოლონიების ეპოქასთან …
Continue reading “უკრაინის საკითხზე ნეიტრალიტეტი, რუსეთის ახალი იმპერიალიზმის მხარდაჭერაა – მაკრონი”
„ეს ტოტალური ომია“ – რა საუბარი შედგა მაკრონსა და ზელენსკის შორის 24 თებერვლის დილას
ნაციონალური საზოგადოებრივი რადიოს პარიზის კორესპონდენტი ელეანორ ბერდსლი ტვიტერზე აქვეყნებს ვიდეოს, რომელიც 24 თებერვალს, დილით, საფრანგეთის პრეზიდენტის კაბინეტში მაშინაა გადაღებული, როდესაც მას უკრაინის პრეზიდენტი ურეკავს. ვიდეოს ფრაგმენტში ემანუელ მაკრონი ვოლოდიმირ ზელენსკის ეკითხება, მართლაც დაიწყო თუ არა პუტინმა კიევზე შეტევა. „ყველგან. კიევშიც, ოდესაშიც. ბელარუსიდანაც. მთელ ჩვენს ტერიტორიაზე ვიბრძვით. ყველგან ჯარია. ამის წარმოდგენაც კი არ შეგვეძლო – 2014 …
მაკრონმა და პუტინმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურის შესახებ ისაუბრეს
კრემლში აცხადებენ, რომ ფრანგული მხარის ინიციატივით შედგა ემანუელ მაკრონისა და ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბარი. ეს ორთვე-ნახევრის შუალედის შემდეგ ამ ორი ქვეყნის პრეზიდენტის პირველი საუბარია. ბოლოს მათ მაისის ბოლოს ისაუბრეს. საუბარი ეხებოდა რუსი სამხედროების მიერ ოკუპირებულ უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეში ატომური ელექტროსადგურის საკითხს. „პრეზიდენტებმა ატომურ ელექტროსადგურზე გაეროს ატომური ენერგიის სააგენტოს მისიის გაგზავნის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, რომელიც შეძლებს ადგილზე …
Continue reading “მაკრონმა და პუტინმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურის შესახებ ისაუბრეს”
რუსეთი ვერც მოიგებს და არც უნდა მოიგოს – მაკრონი ომის დასრულების ვადებზე
საფრანგეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ უკრაინისადმი მხარდაჭერა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაგრძელდება მანამ, ვიდრე ეს საჭირო იქნება. როგორც G7-ის სამიტის შემდეგ ემანუელ მაკრონმა ჟურნალისტებს უთხრა, მას იმედი აქვს, რომ ომი წლის ბოლომდე დასრულდება. „რუსეთმა არ შეიძლება მოიგოს ეს ომი და ვერც მოიგებს. ჩვენი მხარდაჭერა უკრაინისადმი და ჩვენი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ იმდენ ხანს და ისეთი ინტენსივობით გაგრძელდება, …
Continue reading “რუსეთი ვერც მოიგებს და არც უნდა მოიგოს – მაკრონი ომის დასრულების ვადებზე”
მაკრონი მოსკოვში ჩასვლას არ გამორიცხავს – მედია
საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ არ გამორიცხავს რუსეთში ჩასვლას, თუმცა ასეთი ვიზიტი, შეიძლება, მხოლოდ „გარკვეული წინაპირობებით“ შედგეს. მაკრონის კომენტარს ფრანგულ TF1-ზე დაყრდნობით უკრაინული მედია ავრცელებს. „ვისაც არ ესმის, რატომ განვაგრძობ პუტინთან ლაპარაკს – ამას ვაკეთებდი იმის გამო, რომ ამ პროცესში საფრანგეთის როლს ვხედავ. რუსეთში ვიზიტი? ამისთვის საჭიროა გარკვეული წინაპირობები, გარკვეული ჟესტები პუტინის მხრიდან. მე …
Continue reading “მაკრონი მოსკოვში ჩასვლას არ გამორიცხავს – მედია”
უკრაინა გადაწყვეტს, როდის დაასრულებს ამ ომს – კიდევ რა თქვეს ევროპელმა ლიდერებმა
კიევში დღეს ერთდროულად ევროპის ოთხი ქვეყნის ლიდერი იმყოფებოდა – საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი და რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი. ვიზიტი დღის ბოლოს ერთობლივი პრესკონფერენციით დაასრულდა, თუმცა მანამდე იყო დახვედრა კიევის ვაგზალზე, ირპენის მონახულება და მოლაპარაკებები უკრაინის პრეზიდენტის რეზიდენციაში. მთავარი ქრონოლოგიურად ოლაფ შოლცი, ემანუელ მაკრონი და მარიო დრაგი კიევში …
Continue reading “უკრაინა გადაწყვეტს, როდის დაასრულებს ამ ომს – კიდევ რა თქვეს ევროპელმა ლიდერებმა”
გამოთვრნენ და მატარებლით შინ წავიდნენ – მედვედევი მაკრონზე, შოლცსა და დრაგიზე
„გორილკით გამოთვრნენ და მატარებლით შინ წავიდნენ“, – რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი და ახლა უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი, კიევში მაკრონის, შოლცისა და დრაგის ვიზიტს გამოეხმაურა და უსარგებლო უწოდა. მედვედევის თქმით, ეს არ დააახლოებს უკრაინას მშვიდობასთან. მან ასევე გაიმეორა მუქარა და აღნიშნა, რომ „საათი წიკწიკებს“. „ბაყაყების, სპაგეტისა და ლებერვურსტის [ღვიძლის ძეხვი გერმანულად – ავტ.] ევროპელ ფანებს …
Continue reading “გამოთვრნენ და მატარებლით შინ წავიდნენ – მედვედევი მაკრონზე, შოლცსა და დრაგიზე”
მაკრონი, შოლცი და დრაგი უკრაინაში ჩავიდნენ
უკრაინაში დღეს ერთდროულად ჩავიდა ევროპის სამი გავლენიანი პოლიტიკოსი – საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი და იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი. გერმანული არხის, ZDF-ის ინფორმაციით, პოლიტიკოსები გუშინ ღამით პოლონეთში შეხვდნენ, იქიდან კი უკრაინაში მატარებლის სპეციალური რეისით გაემგზავრნენ. მატარებლის ვაგონში გადაღებული ფოტო „უკრაინის რკინიგზის“ დირექტორმა, ალექსანდრ კამიშინმა, ტელეგრამ არხზე გამოაქვეყნა. სამი ლიდერის ერთობლივმა ვიზიტმა მსოფლიო …
Continue reading “მაკრონი, შოლცი და დრაგი უკრაინაში ჩავიდნენ”
ზელენსკი მაკრონს: ჩვენ კი არ გვამცირებენ, გვკლავენ, ამიტომ იმავე ინსტრუმენტით ვუპასუხებთ
„კარგად არ მესმის, რას ნიშნავს რუსეთის დამცირება. რომელი რუსეთის? რაზე ვლაპარაკობთ? მთელი ამ წლების განმავლობაში, 8 წელზე მეტია, ისინი ჩვენს მოქალაქეებს კლავენ. რაზე ვლაპარაკობთ? ემანუელი ღრმად ერკვევა ამ პროცესში, „ნორმანდიული ოთხეულის“ ერთ-ერთი ლიდერია, შესანიშნავად იცის მინსკის დოკუმენტის დეტალები, ყველა შეთანხმება, რომლებიც „ნორმანდიული ოთხეულის“ ფარგლებში რუსეთთან დაიდო და იცის ამ შეთანხმებების არ შესრულებაზეც“, – ასე შეაფასა …
კულება სამარცხვინოს უწოდებს მაკრონის მოწოდებას – „არ უნდა დავამციროთ რუსეთი“
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებას გამოეხმაურა. როგორც „როიტერსი“ წერს, მაკრონმა რეგიონულ გაზეთში 4 ივნისს გამოქვეყნებულ ინტერვიუში კიდევე ერთხელ გაუსვა ხაზი რუსეთისთვის დამცირების არიდების აუცილებლობას. საფრანგეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ პუტინის „ისტორიული შეცდომის“ მიუხედავად, აუცილებელია, რომ არ უნდა დავამციროთ რუსეთი, რათა ომის დასრულების შემდეგ დიპლომატიური საუბრებისთვის დარჩეს ადგილი. ჩვენ არ უნდა …
Continue reading “კულება სამარცხვინოს უწოდებს მაკრონის მოწოდებას – „არ უნდა დავამციროთ რუსეთი“”
მაკრონი ტყუილად ცდილობს, რუსეთისთვის გამოსავალი არ უნდა ვეძებოთ – ზელენსკი
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, ვერ მიაღწია წარმატებას რუსეთთან მოლაპარაკებებში უკრაინაში ცეცხლის შესაწყვეტად – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, იტალიურ ტელეარხ Rai 1-თან ინტერვიუში. ზელენკის განცხადებას უკრაინული გამოცემა Європейська правда აქვეყნებს. „ჩვენ რუსეთისთვის გამოსავალი არ უნდა ვეძებოთ და ამას ბატონი მაკრონი ტყუილად აკეთებს. მას აქვს შესანიშნავი გამოცდილება, რომ სანამ რუსეთს თავად არ მოუნდება, ის არაფერს არ …
Continue reading “მაკრონი ტყუილად ცდილობს, რუსეთისთვის გამოსავალი არ უნდა ვეძებოთ – ზელენსკი”
სი ძინპინი მაკრონს და შოლცს აფრთხილებს, რომ სანქციები გლობალურ ეკონომიკას „თან ჩაიყოლებს“
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, გერმანიის კანცლერთან, ოლაფ შოლცთან ერთად ესაუბრა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტ სი ძინპინს. როგორც მაკრონი წერს, მათ ისაუბრეს „უკრაინაში ომის ტრაგიკულ შედეგებზე“. „პრეზიდენტმა სიმ მხარი დაუჭირა ჩვენს ქმედებებს ცეცხლის შეწყვეტისა და ჰუმანიტარულ დახმარებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით,“ – ვკითხულობთ საფრანგეთის პრეზიდენტის პოსტში, რომელიც Twitter-ზე გამოქვეყნდა. როგორც ჩინეთის სამთავრობო მედია CGTN წერს, ჩინეთის …
ჩვენ მხარს დავუჭერთ საქართველოსა და მოლდოვას კრიზისის შემთხვევაში – მაკრონი
საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ მზად არიან, ზეწოლისა და დესტაბილიზაციის შემთხვევაში, მხარი დაუჭირონ საქართველოს. ამის შესახებ მაკრონი ტვიტერზე წერს. „საქართველო და მოლდოვა ჩვენი კავშირის მეზობელი ქვეყნებია, ისინი ჩვენი პარტნიორები და მეგობრები არიან. დღეს დილით ამ ქვეყნის პრეზიდენტებს მე დავუდასტურე ჩვენი მზადყოფნა მხარდაჭერის შესახებ ზეწოლისა და დესტაბილიზაციის ნებისმიერი მცდელობის შემთხვევაში. ჩვენ მხარს დავუჭერთ მათ კრიზისის …
Continue reading “ჩვენ მხარს დავუჭერთ საქართველოსა და მოლდოვას კრიზისის შემთხვევაში – მაკრონი”
მაკრონი: ჩვენ ვართ ომში, მტერი აქვეა, უხილავი და მოუხელთებელი
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ოფიციალური მიმართვა ფრანგ ხალხს: ______________ „Covid – 19-ის ეპიდემია შესაძლოა ზოგიერთ ჩვენგანს შორეული პერსპექტივა ეგონა, მაგრამ ის ჩვენს ახლანდელ, არსებულ რეალობად იქცა. მიუხედავად განგაშისა და მძიმე ვითარებისა, ჩვენ ვხედავთ, რომ ხალხი ისევ არის პარკებსა და ბარებში, არ ითვალისწინებენ აკრძალვებს ყველაფრის დახურვის აუცილებლობაზე, თითქოს ცხოვრებაში არაფერი შეცვლილა. თუ არ დავიცავთ წესებს, …
Continue reading “მაკრონი: ჩვენ ვართ ომში, მტერი აქვეა, უხილავი და მოუხელთებელი”
ბრაზილიის პრეზიდენტმა ფეისბუქიდან ბრიჯიტ მაკრონის შეურაცხმყოფელი კომენტარი წაშალა
ჟიარ ბოლსონარომ ბრიჯიტ მაკრონის შეურაცხმყოფელი ფეისბუქკომენტარი წაშალა მას შემდეგ, რაც მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა ბრაზილიის პრეზიდენტის სიტყვები საფრანგეთის პირველი ლედის მიმართ. ჟაირ ბოლსონარომ საკუთარ ფეისბუქგვერდზე ბრიჯიტ მაკრონის შეურაცხმყოფელი პოსტი 27 აგვისტოს გამოაქვეყნა. მან საკუთარი ცოლის, ბრაზილიის პირველი ლედის, 37 წლის მიშელ ბოლსონაროსა და საფრანგეთის 66 წლის პირველი ლედის, ბრიჯიტ მაკრონის სურათები გამოაქვეყნა შემდეგი ტექსტით – …
Continue reading “ბრაზილიის პრეზიდენტმა ფეისბუქიდან ბრიჯიტ მაკრონის შეურაცხმყოფელი კომენტარი წაშალა”
ბრაზილიის პრეზიდენტმა საფრანგეთის პირველი ლედი შეურაცხყო – მაკრონის პასუხი
ბრაზილიის პრეზიდენტმა, ჟაირ ბოლსონარომ, საკუთარ ფეისბუქგვერდზე ბრიჯიტ მაკრონის შეურაცხმყოფელი პოსტი გამოაქვეყნა. მან საფრანგეთის პირველი ლედისა და საკუთარი ცოლის, ბრაზილიის პირველი ლედის 37 წლის მიშელ ბოლსონაროსა და საფრანგეთის 66 წლის პირველი ლედის, ბრიჯიტ მაკრონის სურათები გამოაქვეყნა ფეისბუქზე პოსტით: „ახლა გესმით რატომაც გადაეკიდა მაკრონი ბოლსონაროს?” პოსტს ბრაზილიის პრეზიდენტი კომენტარსაც ურთავს პორტუგალიურად: „ნუღარ დავამცირებთ მას (მაკრონს)… ჰა, ჰა”. ამ …
Continue reading “ბრაზილიის პრეზიდენტმა საფრანგეთის პირველი ლედი შეურაცხყო – მაკრონის პასუხი”
საფრანგეთმა 24 აპრილი სომეხთა გენოციდის ხსოვნის დღედ გამოაცხადა
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 24 აპრილი საფრანგეთში სომეხთა გენოციდის ხსოვნის დღედ გამოაცხადა. 5 თებერვალს, სომეხთა ორგანიზაციების ყოველწლიური საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრაზე, პრეზიდენტმა მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც გააკრიტიკა ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა გენოციდი. ოფიციალურად სომეხთა გენოციდი საფრანგეთმა 2001 წელს აღიარა. ევროსაბჭომ, ევროპარლამენტმა და რომის პაპმა 1915 წლის 24 აპრილის სომეხთა მასობრივი მკვლელობები გენოციდად მიიჩნიეს, თუმცა …
Continue reading “საფრანგეთმა 24 აპრილი სომეხთა გენოციდის ხსოვნის დღედ გამოაცხადა”
არალეგალი მიგრანტი პარიზში, ქუჩიდან მეოთხე სართულზე აცოცდა და ბავშვი გადაარჩინა [ვიდეო]
პარიზში, 22 წლის ბიჭმა, მამუდუ გასამამ, მეოთხე სართულის აივნიდან ჰაერში დაკიდებული ბავშვი გადაარჩინა. სოციალურ ქსელებსა და მედიაში თვითმხილველების მიერ გადაღებული ვიდეო ვრცელდება, რომელშიც ჩანს, როგორ მიცოცავს შიშველი ხელებით მამადუ გასამა სართულიდან სართულზე, რომ 4 წლის პატარას მისწვდეს. ვიდეო შაბათს, საღამოს რვა საათზეა გადაღებული პარიზის მეთვრამეტე უბნის ერთ-ერთ ქუჩაზე. „შიშზე არ ვფიქრობდი იმ მომენტში, როცა ჰაერში …
139 000 დემონსტრანტი საფრანგეთის ქუჩებში – პროტესტი მაკრონის პოლიტიკის წინააღმდეგ
საფრანგეთის პროფესიულ კავშირში გაერთიანებულმა მოქალაქეებმა ქვეყნის 140 სხვადასხვა ქალაქში გამართეს საპროტესტო აქციები. საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 139 000 დემონსტრანტი გამოვიდა ქუჩებში. მხოლოდ პარიზში საპროტესტო აქციაზე 16 000-მდე უკმაყოფილო მოქალაქეა შეკრებილი: ექიმები, მასწავლებლები, სტუდენტები, ავიადისპეტჩერები და პენსიონერები აპროტესტებენ ქვეყანაში სამუშაო ადგილების შემცირებას, ხელფასების კლებას, მაკრონის ეკონომიკურ რეფორმებსა და უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვის წესების …
Continue reading “139 000 დემონსტრანტი საფრანგეთის ქუჩებში – პროტესტი მაკრონის პოლიტიკის წინააღმდეგ”