მუნიციპალური განვითარების ფონდმა ბათუმის ბულვარის რეაბილიტაციის საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტის მოსამზადებლად ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის საწყისი ღირებულება 5 მილიონ 500 000 ლარია. ტენდერის დოკუმენტებში არაფერია ნათქვამი გენგეგმასთან თანხვედრაზე, რაც ბულვარის მთავარი დოკუმენტია. მუნიციპალური განვითარების ფონდმა სატენდერო დოკუმენტებთან ერთად ატვირთა პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის, 2023 წლის განკარგულება „ქვეყნის ქალაქებისა და კურორტების განვითარების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“. …
Tag Archives: ელექტრონული ტენდერი
გასულ წელს გმირთა ხეივანზე 25 მილიონი დაიხარჯა, წელს რეაბილიტაცია დასჭირდა
ბათუმის გმირთა ხეივანში ხარაჩოები და სხვა სამუშაო ინსტრუმენტები ისევ დაგხვდებათ. აღდგენის სამუშაოები დაუწყიათ, თუმცა როდის დასრულდება, არ ვიცით და არც ის ვიცით, ეს სამუშაოები ხარვეზების სრულ განახლებას ითვალისწინებს, თუ მხოლოდ იმ ადგილებს შეაკეთებენ, საიდანაც კომერციულ ობიექტებში წყალი ჩადის. „ბათუმელების“ ინფორმაციით, განახლებისთვის შეწუხებას არავინ აპირებდა, საფეხმავლო ხიდების ქვეშ განთავსებული კომერციული ობიექტების მოიჯარეებს ამ ფართობებში წყლის ჩასვლა …
Continue reading “გასულ წელს გმირთა ხეივანზე 25 მილიონი დაიხარჯა, წელს რეაბილიტაცია დასჭირდა”
164 მოგებული ტენდერი – ვისია „ბონდი 2009“, რომლის ანგარიშზეც მოდის ქუჩის ჩავარდნა და უსწორმასწორო ტროტუარი
ბათუმში, მამია ვარშანიძის ქუჩის ერთ მონაკვეთში, ახლად დაგებული ქვაფენილი აყარეს და გრუნტი ქვაფენილის თავიდან დასაგებად მოამზადეს. კომპანია „ბონდი 2009“-მ, რომელიც ვარშანიძის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს, ტროტუარი ოღროჩოღროდ დააგო. უსწორმასწორო ტროტუარის ვიდეოკადრების გასაჯაროების შემდეგ, ბათუმის მერი ვარშანიძის ქუჩაზე მივიდა და თქვა, რომ „სამუშაოებს არ ჩაიბარებდა“. 20 აპრილს ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, ახლად დაგებული ასფალტის საფარი ჩავარდა …
ბათუმის მერია პარკინგის მშენებლობას გეგმავს, მაგრამ უცნობია, როდის იწყებს – პროექტის ბიუჯეტი 8 მილიონია
30 მარტს ბათუმის საკრებულომ ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი დაამტკიცა. ამ ცვლილების მიხედვით, ბიუჯეტი 22 მილიონი ლარით გაიზარდა. ნამატი თანხა ძირითადად ინფრასტრუქტურულ და სხვა პროექტებზე გადაანაწილეს. ერთ-ერთი ახალი პროექტი, რისთვისაც მერიამ ბიუჯეტში 500 000 ლარი გაითვალისწინა, ბათუმში პარკინგის მშენებლობას ითვალისწინებს. შეცვლილი ბიუჯეტის მიხედვით, რომელიც საკრებულომ უკვე დაამტკიცა, პარკინგისთვის ადგილი გოგებაშვილის ქუჩაზე, თევზის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე შეურჩევიათ. ბიუჯეტის …
„ოცნება“ სახელმწიფო შესყიდვებში საავანსო პოლიტიკის შეცვლას და ე.წ. თეთრი სიის გაუქმებას განიხილავს
„ოცნების“ მთავრობა სახელმწიფო შესყიდვებში ავანსების მოცულობის გადახედვას და ამ საკითხის კანონმდებლობით დარეგულირებას გეგმავს. როგორც ინფრასტრუქტურის სამინისტრო წერს, ამის შესახებ სახელმწიფო პროექტებში მონაწილე კომპანიებთან შეხვედრაზე იმსჯელეს 15 სექტემბერს. BMG ის ინფორმაციით, ამავე შეხვედრაზე ე.წ. თეთრი სიის შესაძლო გაუქმებაზეც იყო საუბარი. თეთრი სია სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე კვალიფიციურ მიმწოდებელთა რეესტრია, რომელსაც შესყიდვების სააგენტო ელექტრონულად აწარმოებს და ოფიციალურ ვებგვერდზე …
ყველაფერი ხეებიდან ჩამოცვენილი ტოტების და ფოთლების ბრალია – რატომ ვერ დასრულდა სპორტდარბაზი
საბოლოოდ ყველაფერი ხეებიდან ჩამოცვენილ ტოტებს, ფოთლებსა და ზამთრის სუსხს დაჰბრალდა. კომპანია, რომელმაც 2022 წელს დასასრულებელი საქმე 2025 წელსაც ვერ დაასრულა, შავ სიაში მოხვედრას გადაურჩა. შპს „ძმები“ შესყიდვების სააგენტოს გადაწყვეტილებით მხოლოდ გააფრთხილეს. მანამდე კომპანიამ შესყიდვების სააგენტოს განუმარტა: „ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულება ხდებოდა აჭარაში, რომელიც ხელშეკრულების გაფორმების წელს, დიდი რაოდენობით არსებული ნალექისა და თოვლის გამო განსაკუთრებით დაზარალდა. …
განთიადის სკოლის სამუშაოები ვერ დასრულდა – შპს „ძმებს“ ხელშეკრულება შეუწყვიტეს
ხელვაჩაურში, სოფელ განთიადის სკოლის ნაწილობრივი რეაბილიტაციისა და სპორტული დარბაზის მშენებლობის სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია შპს „ძმებმა“ კვლავ ვერ დაასრულა, ხელშეკრულების ვადების არაერთხელ გაგრძელების მიუხედავად. 2025 წლის 30 ივნისს განათლების სამინისტრომ სახელმწიფო შესყიდვების პორტალზე ატვირთა დოკუმენტი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, თუმცა, ამ დროისთვის [30 ივნისის მდგომარეობით] პორტალზე შესყიდვას არ აქვს მინიჭებული სტატუსი – „შეწყვეტილი ხელშეკრულება“. ტენდერისთვის შესაბამისი …
Continue reading “განთიადის სკოლის სამუშაოები ვერ დასრულდა – შპს „ძმებს“ ხელშეკრულება შეუწყვიტეს”
სპეცრაზმისთვის საკვები 20 დეკემბრამდე იყიდეს – შსს-მ ფორმიანების კვებაზე 1 მლნ-ზე მეტი დახარჯა
საპროტესტო აქციებზე მყოფი სპეცრაზმელების კვებისთვის მარტო თბილისსა და ბათუმში შსს ბიუჯეტიდან 1 მილიონ ლარზე მეტს დახარჯავს. კვების ხარჯი შსს-ს 20 დეკემბრამდე აქვს გათვლილი. 2024 წლის 28 ნოემბრიდან, როცა მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო, 12 დეკემბრამდე თბილისში აქციების გამო შსს-მ 684 300 ლარი დახარჯა სპეცრაზმელების და პოლიციელების კვებაში. ამ თანხით სამინისტრომ ჯამში 81 890 კომპლექტი ლანჩის ნაკრები …
371 000 ლარი დაიხარჯა ბორნისთვის სენაკში, რომლის მისადგომი ისევ გასაკეთებელია | ვიდეო
სენაკში, მდინარე რიონის პირას მდებარე ორ სოფელს – სირიაჩქონსა და ზემო ჭალადიდს შორის, ბორნის და საბორნე მისადგომის მოსაწყობად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 371 100 ლარზე მეტი დაიხარჯა. იმედგაცრუებულია ბორნით მოსარგებლე სოფლების მოსახლეობა, რომლებიც სამდინარო ტრანსპორტის რეაბილიტაციას ელოდნენ და ეგონათ, რომ მათი მრავალწლიანი პრობლემა გადაიჭრებოდა. ბორანი ნაპირთან კი მიდის, მაგრამ რადგან მდინარე რიონის წყლის დონე ხან მაღლა იწევს, …
კომპანიამ ქობულეთის კულტურის ცენტის რეაბილიტაცია ვერ დაასრულა – მერია კონცერტს ღია ცის ქვეშ მართავს
ხვალ, 2 მარტს, ქობულეთში ჯგუფ „რეროს“ სოლო კონცერტი უნდა გაიმართოს. კონცერტის ორგანიზატორი ქობულეთის მერიაა. არსებული ინფორმაციით, კონცერტი ქობულეთის კულტურის ცენტრში უნდა გამართულიყო, თუმცა მერია იძულებული გახდა კონცერტის ადგილი შეეცვალა. მერიის ინფორმაციით, კონცერტისთვის სცენა ღია ცის ქვეშ მოაწყვეს, რადგან ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ კულტურის ცენტრის სარეაბილიტაციო სამუშაოები ვერ დაასრულა. ქობულეთის კულტურის ცენტრის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი …
ვის დარჩება 5-მილიონიანი ტენდერი – ბათუმის მერიას 3 კომპანია უჩივის
„უფროსს დაურეკეს თბილისიდან და უთხრეს, ვის უნდა მოეგო ტენდერი… არ აინტერესებთ, ეს როგორ მოხერხდება. ძალიან ცუდ დღეში ჩააგდეს. ახლა გვიჩივის კომპანია, რომელსაც დაბალი ფასი ჰქონდა დაფიქსირებული“, – ეს ინფორმაცია „ბათუმელებს“ ინფორმირებულმა წყარომ მოაწოდა. საუბარია ბათუმის მერიის უწყების, საქალაქო ინფრასტრუქტურული და კეთილმოწყობის სამმართველოს მიერ გამოცხადებულ 5 მილიონიან ტენდერზე [5 მილიონ 264 ათას 551 ლარი], რომელიც ბათუმში, …
Continue reading “ვის დარჩება 5-მილიონიანი ტენდერი – ბათუმის მერიას 3 კომპანია უჩივის”
რატომ ამონტაჟებენ რუსეთის მოქალაქეები ბულვარში ტრენაჟორებს – ვინ დაუკვეთა მათ სამუშაო?
ბათუმის ბულვარში ახალ ტრენაჟორების დამონტაჟება ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს დაიწყო და დღეს, 18 იანვარსაც გრძელდება. ადგილზე მისულ „ბათუმელებს“ გასული წლის დეკემბერში და განმეორებით დღესაც დაუდასტურეს, რომ ბულვარში, ერთ-ერთ ობიექტზე სამუშაოებს რუსეთის მოქალაქეები ასრულებენ. ანბანის კოშკის გასწვრივ სამუშაო ობიექტზე მყოფმა მუშებმა რუსულ ენაზე აგვიხსნეს, რომ ისინი „ბათუმის მერიის დაკვეთას ასრულებენ“ და ბულვარში ამას გარდა „კიდევ …
ხულოს სოფელ დანისპარაულში ახალ სკოლას ააშენებენ – გამოყოფილია 4 მილიონი
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დანისპარაულში ახალი საჯარო სკოლის მშენებლობაა დაგეგმილი, რისთვისაც აჭარის ბიუჯეტიდან 4,1 მილიონი ლარია გამოყოფილი. ახალი შენობა ორსართულიანი იქნება და მის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადებულია. მშენებლობა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზეა დაგეგმილი, რომელიც ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალიდან 87 მეტრში მდებარეობს. მშენებლობაზე თანახმაა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ მკაცრად იქნება დაცული შესაბამისი პირობები [საჯარო სკოლის …
Continue reading “ხულოს სოფელ დანისპარაულში ახალ სკოლას ააშენებენ – გამოყოფილია 4 მილიონი”
3 ახალი საბავშვო ბაღი ბათუმში, სერვისცენტრები და საქანელები – 14 მილიონიანი ტენდერი
ბათუმში სამი ახალი საბავშვო ბაღის, მერიის სერვისცენტრების ოფისების, ჭიდაობის მოედნის მშენებლობაზე, ასევე, ურეხის ყოფილი ინტერნატის შენობის რეკონსტრუქციის სამუშაოებზე ქალაქის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ 14 769 915 ლარით ერთიანი ტენდერი გამოაცხადა. ამავე ტენდერის ფარგლებში უნდა მოეწყოს ასევე სკვერი თამარ მეფის ქუჩაზე, ბულვარში რეაბილიტაცია უნდა ჩაუტარდეს ფრენბურთის მოედანს და რამდენიმე ადგილზე უნდა დადგან საქანელები. სატენდერო დავალების მიხედვით, …
ხელფასები არ გადაგვიხადეს, ბავშვები კი ბაღის გარეშე დატოვეს – სოფელი ქედაში
ქედაში, სოფელ ჯალაბაშვილებში, ბავშვები წელიწად-ნახევარზე მეტია ბაღის გარეშე არიან დარჩენილები. მშობლების თქმით, ბავშვები მეზობელი სოფლის ბაღში დაჰყავდათ, თუმცა ქედის მერიამ ტარნსპორტის გამოყოფაზე უარი უთხრა. შესაბამისად, მშობლებს საკუთარი ხარჯებით უწევთ ბავშვების სხვა სოფელში გადაყვანა. „მე მანქანა მყავს და ამიტომ დამყავს, თორემ ტაქსი 20 ლარს ითხოვს. წარმოიდგინეთ, 20 ლარი გაყვანა, 20 – გამოყვანა. ვის აქვს ამდენი საშუალება. …
Continue reading “ხელფასები არ გადაგვიხადეს, ბავშვები კი ბაღის გარეშე დატოვეს – სოფელი ქედაში”
შუახევისა და მახოს სკოლების მშენებლობა სამინისტროს 768 ათასი ლარით მეტი უჯდება
დაბა შუახევში ახალი სკოლისა და სოფელ მახოში სკოლის დამატებითი კორპუსის მშენებლობა აჭარის განათლების სამინისტროს 768 ათასი ლარით მეტი დაუჯდება, ვიდრე თავიდან იყო გათვლილი. ეს შესყიდვების პორტალზე ატვირთული დოკუმენტებით ირკვევა, აღნიშნულთან დაკავშირებით დამატებით კითხვებზე პასუხები კი „ბათუმელებმა“ სამინისტროდან ამ დრომდე ვერ მიიღო. ტენდერში გამარჯვებულ შპს „ნიკასთან“ სამინისტროს ხელშეკრულებები ჯამში 3 968 474 ლარზე ჰქონდა გაფორმებული, საიდანაც …
Continue reading “შუახევისა და მახოს სკოლების მშენებლობა სამინისტროს 768 ათასი ლარით მეტი უჯდება”
ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტი სკამების შეკეთებაზე აცხადებს ტენდერს
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1000-მდე სკამის შეკეთებაზე აცხადებს ტენდერს. ტენდერის თანახმად, 1000 ცალამდე საოფისე სკამს ტენდერში გამარჯვებულმა უნდა გამოუცვალოს ღრუბლი და ქსოვილი გადააკრას (ფერი შეთანხმებით). ასევე, საჭიროების შემთხვევაში უნდა გამოიცვალოს დაზიანებული ფირფიცარი, განაახლოს საღებავი და ა.შ. მიმწოდებელმა შესაკეთებელი სკამები უნდა წაიღოს უნივერსიტეტიდან, შეაკეთოს და დააბრუნოს უკან, უნივერსიტეტში, ხელშეკრულებით გათვალიწინებულ ვადაში. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 10 …
Continue reading “ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტი სკამების შეკეთებაზე აცხადებს ტენდერს”
ხელვაჩაურის მერიას კერძო კომპანია დავების საბჭოში უჩივის
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის სატენდერო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას შესყიდვების სააგენტოსგან „მშენებელი 2018“ ითხოვს. დავა ეხება ტენდერს, რომელიც ხელვაჩაურის მერიამ ორთაბათუმში სოციალური სახლის მშენებლობაზე გამოაცხადა. სატენდერო თანხა 3 მილიონ 335 ათას 145 ლარია. ტენდერში მონაწილე ორ კომპანიას, რომლებიც გაცილებით დაბალ ფასში სთავაზობდნენ მერიას სახლის აშენებას, სატენდერო კომისიამ, ტექნიკური დოკუმენტაციის გამო, დისკვალიფიკაცია მისცა: ჯერ შპს „ალიგატორი …
Continue reading “ხელვაჩაურის მერიას კერძო კომპანია დავების საბჭოში უჩივის”
700 ათასი ლარი ბსუ-ს მეორე კორპუსის შესაკეთებლად
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი მაქსიმუმ 700 ათას ლარს გადაიხდის უნივერსიტეტის [მეორე კორპუსის] რეაბილიტაციისთვის. განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ „ხუთსართულიან [მეორე] კორპუსზე და სპორტულ დარბაზზე ხდება არსებული ნალესის დემონტაჟი, ასევე დემონტაჟი უტარდება შესასვლელ კიბეებზე მოწყობილ ბუნებრივი ქვის ფილებს [შემდგომი დასაწყობებით], შენობაზე ეზოს მხრიდან ეწყობა მონოლითური დამცავი ქუდები, შენობის ირგვლივ პირველი სართულის იატაკის ნიშნულამდე ხდება ხელოვნური გრანიტის …
Continue reading “700 ათასი ლარი ბსუ-ს მეორე კორპუსის შესაკეთებლად”
აჭარის ტელევიზია 42 ათას ლარად სტუდიებს განაახლებს
აჭარის ტელევიზია სტუდიებს განაახლებს. სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს“ სარგებლობაში არსებული სატელევიზო სტუდიის მოწყობის სამუშაოებს, ტელევიზია, გამარტივებული ელექტრონული ტენრდერით, მაქსიმუმ 42 395 ლარად შეისყიდის. სატელევიზო სტუდიების მოწყობის [დეკორაციული ] სამუშაოები ქ. ბათუმში, მემედ აბაშიძის ქ. N 41-ში მდებარე შენობაში ჩატარდება. სატელევიზიო სტუდიებია: დილის გადაცემის, პოლიტიკური თოქ-შოუს, საინფორმაციო გამოშვების, სამედიცინო გადაცემისა და სპორტული გადაცემის …
Continue reading “აჭარის ტელევიზია 42 ათას ლარად სტუდიებს განაახლებს”
920 ათასი ლარი კურორტ ბეშუმის გზების რეაბილიტაციისთვის
ხულოს მუნიციპალიტეტი კურორტ ბეშუმის შიდა გზების რეაბილიტაციას გეგმავს, რისთვისაც 920 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული. შესაბამისი სამუშაოების შესყიდვაზე მუნიციპალიტეტმა ელექტრონული ტენდერი უკვე გამოაცხადა. კურორტის შიდა მთავარ გზებზე ძირითადად ასფალტის საფარი დაიგება. სატენდერო პირობების თანახმად, ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს ბოლო 3 წლის განმავლობაში შესრულებული უნდა ჰქონდეს ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის (ქუჩების, გზების, გზატკეცილების მშენებლობა, რეკონსტრუქცია, ასფალტობეტონის საფარის მოწყობა) …
Continue reading “920 ათასი ლარი კურორტ ბეშუმის გზების რეაბილიტაციისთვის”