საქართველოში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ძირითადი წყარო სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვი და მტვერია. ბოლო მონაცემებით საქართველოში ყველაზე მტვრიანი ქალაქი ქუთაისია. მტვერი დასაშვებ ნორმას აღემატება ბათუმშიც. გარემოს ეროვნული სააგენტოს მაისის მონაცემებით, ბათუმში ჰაერში მტვრის მაქსიმალური ერთჯერადიკონცენტრაცია დასაშვებ ნორმაზე 1.4-ჯერ, ხოლო აზოტის დიოქსიდის კონცენტრაცია 1.1-ჯერ მაღალია, ნახშირჟანგისა და გოგირდის დიოქსიდის ერთჯერადი მაქსიმალური კონცენტრაციები კი ნორმის ფარგლებშია. სადამკვირვებლო ჯიხურების მაისის მონაცემებით, …
Tag Archives: ეკოლოგია
მინისტერიალზე „ბათუმის დეკლარაციას” მიიღებენ
დღეს, 8 ივნისს, ბათუმში გახსნილ გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) რიგით მე-8, გარემოსდაცვით კონფერენციაზე, პან-ევროპული რეგიონის ქვეყნების მინისტრები ერთმანეთს გაუზიარებენ სტრატეგიულ გეგმას მწვანე ეკონომიკის განვითარების შესახებ და სამოქმედო პროგრამას ჰაერის სისუფთავის შესახებ. კონფერენციაზე გაეროს წევრობის ეკონომიკური კომისიის გარემოსდაცვითი განყოფილების დირექტორმა, მარკო კაინერმა აღნიშნა, რომ ამ პროცესს საფუძველი 1991 წელს, სორბისში, ჩეხეთის რესპუბლიკაში ჩაეყარა და მთავარი …
Continue reading “მინისტერიალზე „ბათუმის დეკლარაციას” მიიღებენ”
ბათუმში გარემოსდაცვითი მინისტერიალი „გარემო ევროპისთვის“ (EFE) გაიხსნა
ჰაერის ცუდი ხარისხი და კლიმატის ცვლალებადობა – ორი ყველაზე დიდი საფრთხეა ადამიანის ჯანმრთელობისთვის პან-ევროპულ რეგიონში – ნათქვამია გაეროს ახალ ანგარიშში. გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ ამ და სხვა პრობლემებზე, 8-10 ივნისს ბათუმში, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის მინისტერიალი იმსჯელებს და შედეგად – შესაბამის მიმართვას “ბათუმის დეკლარაციასაც” მიიღებენ, რომელიც საერთაშორისო მნიშვნელობის დოკუმენტი იქნება. გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) რიგით …
Continue reading “ბათუმში გარემოსდაცვითი მინისტერიალი „გარემო ევროპისთვის“ (EFE) გაიხსნა”
ეკოლოგიურად დაბინძურებული მდინარეები და საფრთხეები
რას ავალდებულებს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება საქართველოს გარემოს დაცვის საკითხებში და რას ვერ უმკლავდება ხელისუფლება. როგორია სამოქალაქო ცნობიერება და რა გამოწვევების წინაშე დგას ბუნება და ადამიანი, მწვანე გარემოს დაბინძურების გამო. გადაცემა „მთავარი თემა“ამ პრობლემაზე წარმოგიდგენთ ორ სიუჟეტს. პირველი სიუჟეტი შეეხება საყოფაცხოვრებო ნარჩენებით მდინარეების დაბინძურებას, რომელსაც საკმაოდ მასშტაბური სახე აქვს დღეს, როგორც აჭარის მაღალმთიანეთში, ასევე დაბლობში. გადაცემის …
Continue reading “ეკოლოგიურად დაბინძურებული მდინარეები და საფრთხეები”
აჭარის მთავრობის პასუხი ოპოზიციას ეკოლოგიური განათლებისა და ტყის დაცვის პროგრამებზე
აჭარის მთავრობას მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით უმაღლესი საბჭოდან მიღებულ 85 შენიშვნასა თუ წინადადებაზე მოუწია პასუხის გაცემა. შენიშვნების 1/3-ზე მეტი ფრაქცია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ეკუთვნის. „ბათუმელები“ აგრძელებს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შენიშვნებსა და მათზე აჭარის მთავრობის პასუხების [სტილის დაცვით] გამოქვეყნებას: ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ [ენმ]: ყურადღებას იპყრობს რამდენიმე პროგრამის მრავალწლიანი გეგმის განწერა, მაგ: გაურკვეველია ეკოლოგიური განათლების ხელშეწყობა და …
ბათუმში ჰაერი მტვრითაა დაბინძურებული
მშენებლობებისგან გამოწვეული მტვერი და ავტომობილების გამონაბოლქვი – სპეციალისტების თქმით, სწორედ ეს ფაქტორები აბიძურებს ჰაერს ბათუმში ყველაზე მეტად.
მწვანე აქცია საბავშვო ბაღის ეზოში
ბათუმის #15 საბავშვო ბაღის ეზოში დღეს, 25 თებერვალს, „მწვანე აქცია“ გაიმართა აღსაზრდელების, მათი მშობლებისა და საბავშვო ბაღის თანამშრომლების მონაწილეობით.
რა ბედი ელის ჩანჩხალოს
შუახევში, სოფელ ჩანჩხალოში, იქ, სადაც „შუახევი ჰესისთვის“ საჭირო გვირაბი შენდება, მოსახლეობა გეოფიზიკურ დასკვნას ელოდება. სწორედ დასკვნის მოლოდინის გამო შეაჩერეს საპროტესტო აქციები და ჰესის მშენებელ კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას“ გვირაბში სამუშაოების ჩატარების უფლება მისცეს. კვლევის შედეგები მოსახლეობისთვის ცნობილი ერთ კვირაში უნდა გახდეს. თუმცა ჩანჩხალოს მკვიდრთ მის სანდოობასთან დაკავშირებით უკვე კითხვები აქვთ.
460 უკანონო ნაგავსაყარი აჭარაში
აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს მონაცემებით, წელს აჭარაში 460 უკანონო ნაგავსაყარია აღრიცხული. აქედან ბათუმში – 180, ხელვაჩაურში – 113, ქობულეთში – 87, ქედაში – 32, შუახევში – 23, ხულოში კი – 25 ნაგავსაყარი.
რა მცენარეების მოპოვება იზღუდება აჭარის მთებში
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს ბიომრავალფეროვნების დაცვის სამსახურის რეკომენდაციით, ეკონომიკური ღირებულების მქონე სახეობების – ძმერხლისა და ხარიშუბლას მოპოვება დროებით უნდა შეიზღუდოს. ამ მცენარეებს ძირითადად აჭარის მთებში აგროვებენ ზაფხულობით.
ახალი კოდექსი ნარჩენების მართვის პოლიტიკისთვის
ნარჩენების მართვასთან დაკავშირებულ სამართალდარღვევებს „ადმინისტრაციული კოდექსის“ ნაცვლად „კოდექსი ნარჩენების მართვის შესახებ“ დაარეგულირებს. კანონპროექტის დამტკიცების შემდეგ ეს კოდექსი განსაზღვრავს როგორც ნარჩენების მართვის, ასევე მის მართვასთან დაკავშირებული პირების პასუხისმგებლობის საკითხს. ავტორების ინფორმაციით, კანონპროექტი ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაშია. კანონპროექტის მიზნებზე პროექტის ერთ-ერთმა ავტორმა ალვერდ ჩანქსელიანმა ისაუბრა.
ღურტის მოსახლეობა აქციებს აგრძელებს
ამ წუთებში ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ღურტის მოსახლეობა, ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციისთვის ემზადება.
ადგილობრივთა განცხადებით, აქცია ჰესის მშენებლობის ადგილზე გაიმართება
უკანასკნელი დათვი
ბოლო მონაცემებით, საქართველოში 1643 მურა დათვი ბინადრობს. კვლევა 2012 წელს ჩატარდა. სხვადასხვა კვლევის მიხედვით მეოცე საუკუნის განმავლობაში დათვი გაქრა წალის ტყიდან და აღარ ცხოვრობს ჯავახეთის ზეგანზე, დიდ და მცირე კავკასიონის შორის არ ხდება მდედრი დათვების გადანაცვლება, უფრო დეტალური ინფორმაცია და მონაცემები კი არ არსებობს.
რა მინერალური რესურსები აქვს აჭარას
აჭარის გარემოს დაცვის სამმართველომ აჭარის რეგიონში ჰიდრომინერალური რესურსების აღწერის სამუშაოები ჩაატარა. ანგარიში უკვე წარმოდგენილია, ახლა ჯერი ეკონომიკის სამინისტროზეა, რომელმაც შესაბამისი ინვესტორები უნდა მოძებნოს.
გარემოსდამცველები ორაგულის გადასარჩენად
მდინარე კინტრიშზე ჰესის მშენებლობის წამოწყებამ შესაძლოა „წითელ ნუსხაში“ შეტანილი ორაგულის გადაშენება გამოწვიოს – ეს განცხადება გარემოს დამცველებმა დღეს ბათუმის „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთეს.
დათვის ბელი ქობულეთის პლაჟზე
ქობულეთში, სანაპიროზე, ახალი ბიზნესი გამოჩნდა. დათვის ბელთან ფოტოს გადაღების მსურველებს მოქალაქე ახალ სერვისს სთავაზობს. ბელს პირი ალიკაპით აქვს აკრული, ყელზე ჯაჭვი აქვს გამობმული და პოზირებისას წინააღმდეგობას არ წევს. მოქმედი კანონმდებლობით ამ ბიზნესის წარმოება დასჯადია.
ნურიის ტბა დაჭაობების საფრთხის წინაშე
ბათუმის 6 მაისის პარკში მდებარე ნურიის ტბამ დაჭაობება დაიწყო. ქვირითობისას ტბაში უჟანგბადობის გამო თევზები დაიღუპნენ. სპეციალისტების განცხადებით, უმოქმედობის შემთხვევაში შესაძლოა ბათუმის ერთ-ერთი დასასვენებელი ადგილი ჭაობად იქცეს. იმისთვის, რომ ტბა გადარჩეს, მასზე თევზაობა გარკვეული პერიოდით აიკრძალება.
დანაგვიანებული ზღვა კვარიათში
კვარიათში, იქ სადაც ზღვა ყურეს ქმნის, ზღვაში ნაგავი ყრია. საყოფაცხოვრებო ნარჩენებით დაბინძურებული ზღვა დამსვენებლებს დისკომფორტს უქმნის. აჭარის გარემოს დაცვის სააგენტომ ზღვის დაბინძურების ფაქტზე მოკვლევა უკვე დაიწყო.
ეკო-კონფერენცია ბათუმში
აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, პან-ევროპული სტრატეგიის ფარგლებში ბათუმში იმართება კონფერენცია ბიოლოგიური და ლანდშაფტური მრავალფეროვნების შესახებ. ღონისძიებას ევროპის ქვეყნების და საერთაშორისო ორგანიზაციებაში 120-ზე მეტი წარმომადგენელიმონაწილეობს.
<!** Image 1 align="left" width="300" height="642" >
როცა მეთევზე თევზს მდინარეში აბრუნებს
Fly fishing -ი ანუ როგორც მას უწოდებენ ხელოვნურ სატყუარაზე თევზაობა, საქართველოში არც თუ ისე პოპულარულია. თევზაობის ამ სტილს ერთეულები მისდევენ. ნიკა ზურაბიშვილი ერთ-ერთია მათ შორის, ვინც საქართველოში Fly fishing -ს მისდევს. თევზაობის ამ ფორმის მთელი ფილოსოფია იმაში მდგომარეობს, რომ მეთევზე თევზის მოსაზიდად არ იყენებს ბუნებრივ სატყუარას და დაჭერილ თევზს უკან, მდინარეში აბრუნებს.
აჭარის მთავრობა ეკომიგრანტების შესახებ
თაკო შოთაძე
აჭარის მთავრობის სპეციალურმა კომისიამ გუშინ სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების შესწავლა ქობულეთის მუნიციპალიტეტშიც დაიწყო. კომისია იმ 40-მდე ეკომიგრანტი ოჯახის მდგომარეობას გაეცნობა, რომლებსაც მინიჭებული აქვთ პირველი და მეორე კატეგორია.
ეკომიგრანტებთან დაკავშირებით მთავრობის გეგმების შესახებ „ბათუმელებთან“ კომენტარი გააკეთა აჭარის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრის მოადგილემ რამაზ ჯინჭარაძემ: ,,ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეკომიგრანტების მდგომარეობის შესწავლა უახლოეს ვადებში დასრულდება. სახელმწიფო დაზარალებულებს დაეხმარება – მათთვის გამოიყოფა თანხა ბიუჯეტიდან ან საცხოვრებელი სახლებით იქნებიან უზრუნველყოფილნი“.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, იგივე კომისიამ ხელვაჩაურში უკვე შეისწავლა 30 ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებელი პირობები.
კომისია, რომლის შემადგენლობაში შედიან აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს დევნილთა და განსახლების დეპარტამენტის, აჭარის გარემოს დაცვის გეოლოგიის სამსახურისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები, აჭარის მთავრობას ანგარიშს 15 თებერვალს წარუდგენს.
პირველი და მეორე კატეგორიის სიაში ისე ოჯახები ხვდებიან, ვისი სახლებიც საცხოვრებლად უკვე გამოუსადეგარი, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის სახიფათოა.
„თუ გათოვდა, შეიძლება ვერც ერთი ხე ვერ გადარჩეს”
ახალი კოლექტორის მშენებლობას, რომელიც სათავეს გრიბოედოვის ქუჩიდან იღებს და სასტუმრო „შერატონამდე“ გრძელდება, რვაასამდე ფიჭვისა და ნაძვის ნარგავი შეიძლება შეეწიროს. ნარგავების ამოღებაზე ბულვარის ადმინისტრაციას ნებართვა არ გაუცია, კეთილმოწყობის სამსახურში კი აცხადებენ, რომ „ათი ძირი ხის გამო პროექტს ვერ გააჩერებენ.“
ჭოროხის კალაპოტი და მოსალოდნელი პრობლემები
ცაგო კახაბერიძე
მდინარე ჭოროხიდან ყოველწლიურად ადლიის სანაპიროს გამაგრების მიზნით 100 ათასი კუბური მეტრი მოცულობის ინერტულ მასალას იღებენ. იმავე მიზნით გარემოს დაცვის სამმართველო წელს 350 კუბურ მეტრამდე ქვიშა–ხრეშის ამოღებას გეგმავს. ამას ემატება ის კომპანიებიც, რომლებსაც მდინარის დელტიდან ინერტული მასალის ამოღებაზე ნებართვა ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსგან აქვთ მიღებული და ისინიც, რომლებიც სამშენებლო მასალებს მდინარიდან ხშირად უკანონოდ იღებენ. სპეციალისტების განმარტებით, მსგავსი ტენდენციის გაგრძელებამ შეიძლება მდინარის კალაპოტის სიღრმითი ეროზია გამოიწვიოს.
თევზჭერის სეზონის წინ
<!** Image 1 align="" width="600" height="476" >
მანანა ქველიაშვილი
თევზჭერის სეზონმა, რომელიც ტრადიციულად 20 ნოემბერს იწყებოდა, რამდენიმე კვირით გადაიწია, რადგან ზღვაში ჯერ თევზი არ შემოსულა. 2012 -2013 წლის სეზონზე 60 ათასი ტონა ქაფშიას მოპოვებაა დაშვებული. გარდა ამისა, რეწვას კიდევ თევზის სამი სახეობა ექვემდებარება.
ხიფათი ნაგვის ურნებიდან
ცაგო კახაბერიძე
<!** Image 1 align="" alt="ნაგვისურნები" width="300" height="512" >
ქალაქის ქუჩებში განთავსებული კონტეინერები, რომლებიც მერიამ საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება-გატანისთვის განათავსა, ხშირ შემთხვევაში ანტისანიტარიის წყაროდაა ქცეული. პრობლემა უფრო მწვავე ქალაქის გარეუბნებშია. სპეციალისტები შპს „სანდასუფთავების“ არასტანდარტულ მუშაობაზე მიუთითებენ, „სანდასუფთავების“ სამსახური კი მოსახლეობის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს.
აქცია მაჭახელში ჰესის მშენებლობას წინააღმდეგ
<!** Image 1 align="middle" alt="შეხვედრა ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ" sub="შეხვედრა ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ" width="600" height="576" >
მაჭახლის ხეობაში მოსახლეობა მდინარე მაჭახელაზე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას ეწინააღმდეგება. მათ დღეს სოფელ აღმართის საჯარო საკოლაში საპროტესტო აქცია მოაწყეს და მთავრობას პროექტის შეჩერების მოთხოვნით მიმართეს. აქციას ხეობის მკვიდრი როინ მალაყმაძე ხელმძღვანელობდა. მანვე წაიკითხა სპეციალური მიმართვა, რომელითაც მაჭახლელებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს მიმართეს. აქციაზე მოსახლეობასთან შესახვედრად აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე და გარემოს დაცვის სამართველოს ხელმძღვანელი ვახო წულაძეც ავიდნენ. მაჭახელაში მთავრობის წარმომადგენლებისაგან მიიღეს დაპირება, რომ პროექტი შეჩერდება. ამ ხეობაში ორი ჰესის მშენებლობაზე ნებართვა საპარლამენტო არჩევნებამდე გაიცა.
აქციის მონაწილეებმა შემდეგი მიმართვა გაუგზავნეს ბიძინა ივანიშვილის:
„ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ საქართველოს ახლი პარლამენტი და ახლად არჩეული მთავრობა დროულად, ობიქტურად და სწორად შეაფასებს საქართველოს რეგიონებში მიმდინარე სხვადასხვა სახის კაშხლების მშენებლობის საკითხს. ამასთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ „ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ ადგილობრივი მოსახლეობის ინტერსების გაუთვალისწინებლად მუშაობს ორ პროექტზე მდინარე მაჭახელაზე: 22 მგვტ. „მაჭახელა 1“ ჰესისა და 20 მგვტ „მაჭახელა 2“ ჰესზე. ფონდის ვარაუდით, მშენებლობა 3 წელიწადში უნდა დასრულდეს, ჯამური დადგმული სიმძლავრე უნდა იყოს 42 მგვტ, ხოლო საშუალო წლიური გამომუშავება დაახლოებით 250 GWh.
მიზანშეუწონლად მიგვაჩნია მაჭახლის ხეობის მდგრადი განვითარების, მოსახლეობის ჯანსაღი, უსაფრთხო საცხოვრებელი და სამუშაო გარემოთი უზრუნველყოფის მიზნით ამ პროექტის განხორციელება მდინარე მაჭახელაზე. მაჭახელის ხეობა წარმოადგენს ხელვაჩაურის მუნციპალიტეტში ყველაზე მაღალმთიან ბიომრავალფეროვნების უნიკალურობით და მაღალი ხარისხით გამორჩეულ ისტორიულ-გეოგრაფიულ რეგიონს. მჭიდროდ დასახლებული სოფლები, ძირითადად, გაშენებულია მთის ფერდობებსა და მდინარე მაჭახელას გასწვრივ.
ხეობის მოსახლეობამ უძველესი დროიდანვე მდიდარი კლტურულ-ისტორიული მემკვიდრეობა შექმნა. აქ დამზადდა პირველი ცეცხლსასროლი იარაღი „მაჭახელას“ სახელწოდებით, აიგო მრავლი ციხესიმაგრე, დღემდე მნახველთა განცვიფრებას იწვევს აქ არსებული მარან-საწნახლები, მოქმედი ქვისთაღიანი ხიდები და სხვა.
ხეობის უნიკალურობის განმსაზღვრელია მდინარე მაჭახელა, რომელიცსათავეს თურქეთის სახელმწიფო საზღვრებიდან იღებს. მდინარე მაჭახელაში ტოფობს, ანუ ქვირითობს საქართველოს შავი ზღვის თევზის ენდემური სახეობა ორაგული (კალმახი), რომელიც წითელ ნუსხაშია შეტანილი. სწორედ, ამ მნიშვნელობიდან გამომდინარე ხეობის დიდი ნაწილი 2012 წლის მაისიდან გამოცხადდა ეროვნულ პარკად. ჰესების მშენებლობა გამოიწვევს მდინარე მაჭახლის გაქრობას, ეროზიულ პროცესების გააქტიურებას, მოსახლეობის ტარდიციული ცხოვერების წესის შეცვლას, ადამიანის საარსებო გარემოზე უარყოფით ზემოქმედებას, კულტურულ-ეთნოგრაფიულ და ტურისტული ფასეულობების მოშლას და ამ უნიკალურობის გაქრობის ერთ-ერთი წინაპირობა იქნება.
ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია მოსახლეობის ნების საწინაღმდეგოდ ხეობაში დაგეგმილი ჰესების მშენებლობა, რომელიც, ჯერჯერობით, არაა დაწყებული. ვითხოვთ, დროულად შეჩერდეს აღნიშნულ პროექტებზე მუშაობა“.
კანონი გარემოს წინააღმდეგ
<!** Image 1 align="" alt="ახალი კანონი - ხე-ტყის უკანონო ჭრის საფრთხე" sub="ახალი კანონი - ხე-ტყის უკანონო ჭრის საფრთხე" width="600" height="512" >
მანანა ქველიაშვილი
არჩევნებამდე სამი კვირით ადრე, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ხე-ტყის მართვის სისტემაში მთელი რიგი ცვლილებები განხორციელდა. ცვლილებების თანახმად ტყით სარგებლობა უკონტროლო გახდა. გარემოსდამცველები მთავრობას წინა მთავრობის მიერ მიღებული დადგენილებების გაუქმებას სთხოვენ.
ეროზია და ზღვის მომატებული დონე – კლიმატის ცვლილების გავლენა აჭარაში
მარინა შვანგირაძე, კლიმატის ცვლილების მესამე ეროვნული შეტყობინების მენეჯერი
დისკუსია ეკოლოგიურ პრობლემებზე არ შედგა
<!** Image 1 align="left" alt="დისკუსია პრესკაფეში " sub="დისკუსია პრესკაფეში" width="400" height="3456" >„ … ნაციონალურმა მოძრაობამ ბოდიში მოგვიხადა, ამ დისკუსიაში ვერ შემოგიერთდებით და შემდეგისთვის მოვალთო; ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ კი იმ კანდიდატის ოჯახური პრობლემები მოიმიზეზა, ვინც დღეს აქ უნდა მოსულიყო; ახალი მემარჯვენეებისა და ლეიბორისტული პარტიის პასუხი იყო ერთნაირი, მათი წარმომადგენლები გზაში არიან და აუცილებლად შემოგვიერთდებიან. “ – ასე დაიწყო დღეს მოდერატორმა ზვიად ქორიძემ დისკუსია თემაზე „ეკოლოგიური პრობლემები და ეკომიგრაცია.“
დისკუსია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებითა და საერთაშორისო ორგანიზაცია „ნედ“ის დაფინანსებით პროექტის – „დემოკრატიული იდეების განვითარებისთვის“ ფარგლებში შედგა. საბოლოო ჯამში კი დისკუსიაში მონაწილეობა მხოლოდ ორი პოლიტიკური სუბიექტის წარმომადგენელებმა, კოალიცია „ქართული ოცნებიდან“ რომან ბოლქვაძემ და „თავისუფალი საქართველოს“ წევრმა ბადრი ცინცქილაძემ მიიღეს. შესაბამისად, ვერ შედგა დებატებიც.
მოდერატორის კითხვებზე პასუხების გაცემის შემდეგ დისკუსიის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ გარემოსდაცვით პრობლემებზე მათი მოსაზრებები ხშირ შემთხვევაში ერთმანეთის მსგავსია და მათ უფრო მეტი კითხვა მმართველი პარტიის წარმომადგენელთან ჰქონდათ.
მათივე თქმით, მათ გასაკუთრებით აჭარაში დაგეგმილი ჰიდროპროეტების განხორცილების შემთხვევაში მოსალოდნელი პრობლემები და ეკომიგრანტების რაოდენობის კიდევ გაზრდის შესაძლებლობა აწუხებთ.
ცაგო კახაბერიძე
ამავე თემაზე: საარჩევნო პროგრამები გარემოსდაცვითი პოლიტიკის გარეშე
კიბო, რომელიც წაბლს ანადგურებს
ის ჯერ ქერქზე ჩნდება, თანდათანობით მცენარის მერქნის ბოჭკოებს ანადგურებს, რაც ხის მერქანს სიმტკიცესა და სიმაგრეს აძლევს. ამის შემდეგ დაავადება ნიადაგიდან ხის კვებას ბლოკავს, რაც მცენარის ხმობას იწვევს. მეცნიერებმა ამ დაავადებას წაბლის კიბო უწოდეს. რისი იმედი აქვთ მეცნიერებს, რომლებიც წითელ ნუსხაში შეტანილი ამ სახეობის გადასარჩენად ოპტიმალურ გზებს ეძებენ, ამის შესახებ ”ბათუმელებს” დოქტორი არჩილ სუპატაშვილი ესაუბრა.
ცაგო კახაბერიძე