ჩინეთის მსგავსად არც ირანმა დაუჭირა გაეროში აფხაზეთსა და ცხინვალიდან დევნილებზე რეზოლუციას 

ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ, სადაც საქართველოს პრემიერი ირაკლი კობახიძე ერთ-ერთი ბოლო ვიზიტით იმყოფებოდა ამ ქვეყნის პრეზიდენტის დაკრძალვის ცერემონიაზე, გაეროში მხარი არ დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც აფხაზეთსა და ცხინვალში დევნილების დაბრუნებას ეხება. ირანმაც, ჩინეთის მსგავსად, რომელიც საქართველოს ახალი სტრატეგიული პარტნიორია, კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა. „აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან [სამხრეთ ოსეთი], საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ …

ბათუმში პატარა ხერსონელმა ბიჭმა პუტინისთვის სასაფლაო ქვიშაში მოაწყო – უკრაინელი ფსიქოლოგი

მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინას თავს დაესხა, ბათუმსა და თბილისში უკრაინის რამდენიმე ათასი მოქალაქე ჩამოვიდა ხერსონიდან, ზაპოროჟიედან, მარიუპოლიდან და აღმოსავლეთ უკრაინის სხვადასხვა ქალაქიდან, სადაც აქტიური საომარი მოქმედებები დღემდე გრძელდება. ომს გამოქცეული უკრაინელი ლტოლვილების პირველი ტალღის შემოსვლისთანავე საქართველოში გაჩნდა ომით დაზარალებული მოქალაქეების მხარდამჭერი და დასახმარებელი მექანიზმები. უკრაინის მოქალაქეების დასახმარებლად სახელმწიფომ სხვადასხვა ტიპის მომსახურება დანერგა, მოხალისეობრივად მოქმედებდა …

532 მილიონი ლარი 4 820 დევნილი ოჯახის ბინებისთვის – ტენდერის გამო სააგენტოს უჩივიან

იძულებით გადაადგილებული 4 820 ოჯახისთვის ბინების მშენებლობაზე დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ ორი ტენდერი გამოაცხადა, სადაც სავარაუდო/სატენდერო ღირებულება, ჯამში, ნახევარ მილიარდზე მეტი ლარია. ტენდერის პირობების მიხედვით, დევნილი ოჯახებისთვის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები უნდა აშენდეს ზუგდიდში, ქუთაისსა და თბილისში. ტენდერის პირობა – პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ – დავების საბჭოში გაასაჩივრა შპს „უნივერსალური იურიდიული მომსახურების ჯგუფმა“. კერძოდ, …

აფხაზეთიდან დევნილებს გვადარებენ რუსეთიდან გამოქცეულებს – ეს ჩვენთვის ჭრილობაზე მარილია

27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა. აფხაზეთის ომის შემდეგ 29 წელი გავიდა. სოხუმის დაცემის მერე ადგილობრივებმა სვანეთის უღელტეხილის გავლით მიაღწია სამშვიდობოს. უღელტეხილზე  ასობით ადამიანი დაიღუპა თვითმხილველების მონათხრობის მიხედვით. 29 წლის შემდეგ, სოხუმიდან დევნილი ია კვაშილავა წამოსვლის ისტორიას იხსენებს. მაშინ 13 წლის იყო. ომის პირველი დღეც ახსოვს. პურის რიგში იდგა, როცა ავტომატის ჯერი რამდენჯერმე გაისროლეს, ხალხი გონს …

როგორ მოატყუა ღარიბაშვილმა ფოთში მცხოვრები 100 ოჯახი

„100 ოჯახის გადაყვანა არ იქნება პრობლემა. სასწრაფოდ… გპირდებით, რომ გავაკეთებთ მაგას,“ – საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეს დაპირება წინასაარჩევნოდ ფოთში მცხოვრებ დევნილებს მისცა. დაპირების გაცემიდან ერთი წლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ არც მთავრობა და არც პრემიერი მის შესრულებას არ აპირებს. ირაკლი ღარიბაშვილი ფოთში 2021 წლის 27 აგვისტოს ჩავიდა. ზუსტად ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ. პრემიერს ფოთში, ჯავახიშვილის …

100 ოჯახის ბრძოლა ფოთში უსაფრთხო გარემოში ცხოვრებისთვის

„100 ოჯახის გადაყვანა არ იქნება პრობლემა. სასწრაფოდ… გპირდებით, რომ გავაკეთებთ მაგას“, – საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, წინასაარჩევნოდ ეს დაპირება ფოთში, ჯავახიშვილის ქუჩის #30-ში მცხოვრებ 100 ოჯახს მისცა. დაპირებიდან ერთი წლის შემდეგ ფოთელები ისევ ქუჩაში დგანან, აქციებს მართავენ და მთავრობისგან დაპირებულ კომპენსაციებს ითხოვენ. ფოთში, ჯავახიშვილის ქუჩის #30-ში, ორი ხუთსართულიანი კორპუსი დგას, სადაც აფხაზეთიდან დევნილი 100 ოჯახი …

დევნილი ცოლ-ქმარი 29 წელი საკუთარი ჭერის ძიებაში

„29 წელია საკუთრების განცდა აღარ მქონია. ვნატრობ, ეს განცდა მქონდეს ზუსტად – ღამე მშვიდად დავიძინო და არ ვიფიქრო იმაზე, რომ ხვალ სადღაც წასასვლელი ვარ,“ – ასე აღწერს თავის მდგომარეობას აფხაზეთიდან დევნილი ლიანა ბერია. დევნილი ცოლ-ქმარი, ლიანა და მერაბ ბერიები ბოლო 16 წელი დაგირავებულ ბინებში ცხოვრობდა. ახლა როცა უძრავი ქონების ბაზარზე დასაგირავებელი ბინების ფასი გაიზარდა, მათ …

ზღვის კაცი ვარ, სახლიც ზღვის ქვებით და გამორიყული ხით ავაშენე

თეთრი ქვის ჭერი, ზღვის ნიჟარების ფარდები, ზღვისგან გაპრიალებული ხის ტოტების ძელსკამი და  ჭიშკარი ადამიანების გამოსახულებით – ფოთში ასეთი საინტერესო სახლი დგას, სადაც ყველაფერი ერთი კაცის, აფხაზეთიდან დევნილი ბორის პაპასქუას ხელითაა ნაკეთები. „ყოველ დილით ველოსიპედით გავდივარ სახლიდან და საბარგულში ათას რამეს ვყრი, ლამაზ ქვებს, ხის ფესვებს, უცნაური ფორმის ტოტებს, ქვებს. ბავშვობიდან მოყოლებული სულ ზღვაზე ვიყავი, ზღვის …

აფხაზეთის ომის ვეტერანი ზელენსკის გამარჯვებასა და საკუთარ უსახლკარობაზე

„რა დამავიწყებს იმ დღეებს, უკრაინელი ბიჭები ჩვენთან ერთად რომ იდგნენ ავტომატებით ხელში და იბრძოდნენ. ახლაც რომ შემეძლოს, წავიდოდი უკრაინაში,“ – ამბობს აფხაზეთის ომის ვეტერანი და დევნილი აფხაზეთიდან გოჩა ბექაია. მან რუსეთ-უკრაინის ომზე საკუთარი პოზიცია გაგვიზიარა და აფხაზეთის ომი გაიხსენა, სადაც უკრაინელი მოხალისეები იბრძოდნენ. „მოლაპარაკებაო, რომ ახსენებენ, ერთი მითხრან, რომელი შეთანხმება არსებობს, რომელიც რუსეთმა არ დაარღვია? …

ბრალდებულმა დევნილ მოქალაქეს 1000 დოლარი მოტყუებით გამოართვა – თაღლითობა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მოქალაქის კუთვნილი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული დაუკავშირდა დევნილის სტატუსის მქონე ერთ-ერთ პირს, მოტყუებით დაარწმუნა იგი, რომ შესაბამისი თანხის სანაცვლოდ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანამდებობის პირის მეშვეობით, შეძლებდა დაინტერესებული პირისთვის დევნილის ქულის მომატებასა და სახელმწიფოსგან უსასყიდლოდ, ვადაზე …

მთავრობა ვერ ამბობს, რამდენ უკრაინიდან დევნილს შეიფარებს საქართველო

დღეს, 3 მარტს, საქართველოს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი შეაქვს. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში ომი გრძელდება, კლავენ ადამიანებს, მილიონზე მეტი ადამიანი დევნილია და საქართველოს ხელისუფლებას უთხრეს, რომ ის ევროპულად უნდა მოიქცეს, საქართველოს მთავრობაში ვერ გვიპასუხეს, რამდენი დევნილის მიღებას აპირებს ქვეყანა. უკრაინიდან დევნილების საქართველოში მიღების თემაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს გუშინ, 2 მარტს, მივმართეთ, თუმცა ამ დრომდე სამინისტრომ ინფორმაცია …

სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილები ბინებს წლის ბოლომდე მიიღებენ – მთავრობა

„დევნილ ოჯახებს ორი ალტერნატივა აქვთ – ან თვითონ შეარჩიონ შესასყიდი საცხოვრებელი ბინა ქალაქის ტერიტორიაზე 500 დოლარის ეკვივალენტი ლარში ან დაელოდონ მათთვის შეძენილი ბინების მშენებლობის დასრულებას და მანამდე მათ სააგენტო ქირის თანხით უზრუნველყოფას სთავაზობს – განაცხადა დღეს 24 იანვარს ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე. მისი თქმით, სანატორიულ „ქართლში“ მცხოვრები დევნილები ახალ საცხოვრებელ ბინებს წელს, წლის ბოლომდე მიიღებენ. …

კონკურსი მშენებლებისთვის – მთავრობა დევნილებს ბინებს უყიდის

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინფორმაციით, გამოცხადებულია კონკურსი მენაშენეებისგან ბინების შესყიდვაზე – იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველსაყოფად. სააგენტოს განცხადებით, საკონკურსო წინადადებაში წარმოდგენილი საცხოვრებელი ფართობები განთავსებული უნდა იყოს თბილისში, ქუთაისში და ბათუმში. ოღონდ, ბათუმში ამ კონკურსის ფარგლებში, მხოლოდ 2 ბინას შეიძენენ – სააგენტოს აქვს ვალდებულება, ორ კონკრეტულ დევნილ ოჯახს გადასცეს ბინა. „ბათუმელების“ …

ზუგდიდში, ნანგრევებიდან ამოყვანილი ბავშვისა და მისი დედის დევნილობის ისტორია

10 წლის გოგო, რომელიც დღეს, 30 იანვარს, ზუგდიდში, თამარ მეფის ქუჩაზე ორსართულიანი შენობის ნანგრევებიდან მაშველებმა ამოიყვანეს, ავარიული შენობის ერთ ოთახში დედასთან, ვიოლა გვაძბაიასთან ერთად ცხოვრობდა. დაშავებულია დედაც. ორივე მათგანი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ვიოლა გვაძბაიას დეიდის, სოფიო კეკუას თქმით, ბავშვს გამოკვლევები უკვე ჩაუტარეს, ის შოკურ მდგომარეობაშია, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, იგივე მდგომარეობაშია დედაც. …

რამდენი დევნილი ელოდება ბათუმში საცხოვრებელ ბინას

ბათუმში ამ ეტაპზე 229 დევნილი ოჯახი ელოდება საცხოვრებელი ბინის მიღებას. წლის ბოლომდე ტაბიძის ქუჩაზე ახალაშენებულ კორპუსში 164 ოჯახისთვის იგეგმება ბინის გადაცემა. დანარჩენ 65 ოჯახს კი შემდეგ ეტაპზე მისცემს სახელმწიფო ბინას. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მონაცემებით, ბათუმში სულ 1453 დევნილი ოჯახი ცხოვრობს [4495 ადამიანი]. ამათგან 498 ოჯახს ფულადი კომპენსაცია აქვს …

ბათუმში 164 ოჯახი სახელმწიფოსგან ბინას მიიღებს -რეგისტრაცია იწყება

ბათუმში, ტაბიძის ქუჩაზე, ახალაშენებულ საცხოვრებელ კორპუსში, 164 პირი სახელმწიფოსგან ბინას მიიღებს. განაცხადების შევსება აჭარაში დარეგისტრირებულ დევნილ ოჯახებს შეუძლიათ შემდეგ მისამართზე: აღმაშენებლის ქუჩა ნომერი 19. რეგისტრაცია დაიწყება 26 მარტს და გაგრძელდება პირველ აპრილამდე. საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა, რომელშიც დევნილ ოჯახებს ბინებს გადასცემენ, 2018 წლის შემოდგომაზე დასრულდება. ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო ავრცელებს. …

136 ბინა აჭარაში მოქალაქეებზე 1 ლარად გადასაცემად

საქართველოს მთავრობამ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საკუთრებაში გადასცა 136 საცხოვრებელი ბინა ბათუმსა და ქობულეთში. „ბათუმელები“ დაინტერესდა, ვისი ინიციატივით გადმოეცა სახელმწიფო ქონება ავტონომიურ რესპუბლიკას და რა მიზნით აპირებს ამ ქონების განკარგვას აჭარის მთავრობა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან წერილობით გვიპასუხეს, რომ აღნიშნული „ქონების გადმოცემა მოითხოვა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, შემდგომში იქ მცხოვრებ მოქალაქეებზე სიმბოლურ ფასად საკუთრებაში გადაცემის …

ენმ დევნილებისთვის 45-ლარიანი შემწეობის შეჩერების საკითხს ეხმაურება

„დევნილები აპირებენ წერილობით მიმართონ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ძალაში არ შევიდეს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც დევნილთათვის უქმდება 45-ლარიანი შემწეობა და კითხვის ნიშნის ქვეშ დგება მათი, როგორც იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსი,“ – განაცხადა დღეს, 3 თებერვალს, ბათუმში „ერთიანმა ნაცონალურმა მოძრაობამ“. ოპოზიციური პარტია ასე ეხმაურება დევნილთა ნაწილისათვის 45-ლარიანი შემწეობის შეჩერების საკითხს, რომელსაც საქართველოს მთავრობა ამჟამად განიხილავს. „დახმარების მოხსნა დაკავშირებულია სტატუსის მოხსნასთან, …

აფხაზეთის ომში დაღუპულთა ოჯახებს ბათუმის მერია 300 ლარს გადასცემს

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ხვალ, 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, 13:00 საათზე, ბათუმის თვითმმართველობის წარმომადგენლები გმირთა ხეივანში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივს მიაგებენ და ჟიული შარტავას მემორიალს ყვავილებით შეამკობენ. მერიის ინფორმაციით,  ამ თარიღთან დაკავშირებით, აფხაზეთის ომში დაზარალებულთა და დაღუპულთა  70-ზე მეტ ოჯახს, ერთჯერადი მატერიალური დახმარების სახით 300 ლარი გადაეცემათ. „დაუზუსტებელი მონაცემებით, აფხაზეთის ომის დროს …

Exit mobile version