ბათუმის საკრებულომ გადაწყვიტა გენდერის სპეციალისტს სახელი გადაარქვას, პოზიციის დასახელება შეცვალოს და „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის სპეციალისტი“ უწოდოს. ამ გადაწყვეტილებას საკრებულოს აპარატის იურიდიული განყოფილების უფროსი ირაკლი თავართქილაძე საკრებულოს შესაბამისი დადგენილების კანონთან შესაბამისობაში მოყვანის სურვილით ხსნის. საქმე ისაა, რომ „ოცნებამ“ კანონმდებლობიდან ტერმინი გენდერი და გენდერული იდენტობა ამოიღო. „გენდერული თანასწორობის შესახებ“ კანონს „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“ კანონი …
Tag Archives: გენდერი
რატომ ებრძვის „ქართული ოცნება“ სიტყვა „გენდერს“
„ქართული ოცნების“ პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონებიდან ტერმინების: „გენდერის“, „გენდერული იდენტობისა“ და „გენდერული მრავალფეროვნების“ ამოღებას. „ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ტერმინი „გენდერი“ ხელოვნურად იყო დანერგილი კანონმდებლობაში „უცხო ძალის“ გავლენით, ამიტომ ამ ტერმინებს „ქალი“ და „კაცი“ ჩაანაცვლებს, თუმცა სიტყვა გენდერი არ აღნიშნავს ბიოლოგიურ სქესს, გენდერი სოციალური და კულტურული ფაქტორებითაა განპირობებული. ანტიგენდერული პროპაგანდის შემდეგ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ცვლილებები …
Continue reading “რატომ ებრძვის „ქართული ოცნება“ სიტყვა „გენდერს“”
დის მკვლელობისთვის კაცს 18 წლით პატიმრობა მიუსაჯეს – პროკურატურა
პროკურატურის ცნობით, რუსთავის საქალაქო სასამართლომ გარდაბანში მომხდარი ოჯახის წევრის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. „სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2024 წლის 16 მაისს, გარდაბანში, ბრალდებულმა, გენდერის ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით, განსაკუთრებული სისასტიკით მოკვლის მიზნით, დას ავტომანქანა შეაჯახა, რის შემდეგაც უმწეო მდგომარეობაში მყოფ დაზარალებულს დანით დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების …
Continue reading “დის მკვლელობისთვის კაცს 18 წლით პატიმრობა მიუსაჯეს – პროკურატურა”
რა აფერხებს ქალს გახდეს სრული პროფესორი - გენდერული უთანასწორობა აკადემიურ სივრცეში
„სურვილი როგორ არ მქონდა, ხომ გაგიგონიათ, ჯარისკაცი რის ჯარისკაცია, გენერლობაზე თუ არ ოცნებობსო. მეც მინდოდა სრული პროფესორობა, მაგრამ…“ – გვითხრა ასისტენტ-პროფესორმა ნუნუ ნაკაშიძემ, რომელიც 1995 წლიდან მუშაობს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ერთ-ერთია იმ პროფესორ ქალებს შორის, რომელმაც კარიერული წინსვლა ასისტენტ-პროფესორის საფეხურზე შეაჩერა. საქართველოს მასშტაბით ბევრად მეტი პროფესორი ქალია, ვიდრე კაცი, თუმცა სრული პროფესორები …
ახალგაზრდა კაცების 52% არ ეთანხმება აზრს, რომ ქალის ძირითადი მოვალეობა ოჯახზე ზრუნვაა
დასაქმებული ქალის როლის მიმართ დამოკიდებულება თაობებს შორის მნიშვნელოვნად განსხვავდება – ვკითხულობთ კვლევაში – „კაცები, ქალები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში: საზოგადოების აღქმა და დამოკიდებულება“. კვლევის თანახმად, ახალგაზრდა ქალები, უმეტესად, არ იზიარებენ, რომ ქალის ძირითადი მოვალეობა ოჯახზე და არა პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვაა. 18-24 წლის ქალების 83 პროცენტზე მეტი არ ეთანხმება აზრს, რომ ქალის ძირითადი მოვალეობა ოჯახზე ზრუნვაა. ასევე …
მოზარდი ბიჭები მხარდამჭერად უფრო ოჯახს, გოგოები კი მეგობრებს ასახელებენ – კვლევა
მოზარდმა ბიჭებმა დააფიქსირეს უფრო მაღალი მაჩვენებელი მშობლების მხარდაჭერისა და მათთან ურთიერთობისა, მაშინ როცა გოგონები მიიჩნევენ, რომ უფრო მნიშვნელოვან მხარდაჭერას მათ მეგობრები უწევენ – ამის შესახებ მოზარდების ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ქცევების შემსწავლელი გლობალური კვლევის ანგარიშში წერია, რომელიც ჯანმოს ევროპის რეგიონული ოფისის ხელშეწყობით 45 ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოშიც ჩატარდა. კვლევა ყოველ 4 წელიწადში ერთხელ ტარდება და მოიცავს ინფორმაციას …
Continue reading “მოზარდი ბიჭები მხარდამჭერად უფრო ოჯახს, გოგოები კი მეგობრებს ასახელებენ – კვლევა”
ტყემალი „მანდილოსნებისთვის“ – მარკეტინგი გენდერული სტერეოტიპებით
„ტყემლის საწებელი მანდილოსნებისთვის“ – ასეთი წარწერით იყიდება მაღაზიაში კონკრეტული ბრენდის ტყემლის საწებელი. „მანდილოსნების“ ტყემლის ბოთლის ფოტო დღეს ფეისბუქში გავრცელდა და ქართული ინტერნეტის რეაქციაც მოჰყვა. ამავე ტყემლის საწებლის გვერდით იყიდება იმავე შეფუთვით ტყემლის საწებელი მწვადისა და თევზეულისთვის. „მანდილოსნების“ ტყემლის საწებლის მწარმოებელი საქართველოში რეგისტრირებული კომპანია შპს „ედენაა“. კითხვაზე, რით განსხვავდება ტყემალი მანდილოსნებისთვის ჩვეულებრივი ტყემლის საწებლისგან, „ედენაში“ გვითხრეს, რომ …
Continue reading “ტყემალი „მანდილოსნებისთვის“ – მარკეტინგი გენდერული სტერეოტიპებით”
რატომ აისახება Covid-19 კაცებსა და ქალებზე სხვადასხვაგვარად
წყარო: BBC __________ კოვიდ-19 არსებითად განსხვავებულად მოქმედებს ქალებსა და კაცებზე და არამხოლოდ ჯანმრთელობის მხრივ. რატომ აქვს გენდერს ამხელა მნიშვნელობა ვირუსისთვის, რომელიც არადისკრიმინაციულად აინფიცირებს ადამიანებს? ავტობუსის მძღოლებიდან დაწყებული, პრემიერ-მინისტრებით დამთავრებული, სხვადასხვა ცხოვრების მქონე ადამიანები სერიოზულად ავადდებიან კოვიდ-19-ით, ამიტომაც ხაზს უსვამენ, რომ ეს დაავადება დისკრიმინაციული არ არის. თუმცა ვირუსს მკაფიოდ განსხვავებული გავლენა აქვს ადამიანთა სხვადასხვა ჯგუფზე. ერთ-ერთი …
Continue reading “რატომ აისახება Covid-19 კაცებსა და ქალებზე სხვადასხვაგვარად”
ათი წარმატებული ქალი საქართველოს პირველი რესპუბლიკიდან
გასული საუკუნის წარმატებულ ქალებზე დღეს, 22 მარტს, ბათუმში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ხელოვნებათმცოდნე სალომე ჭანტურიძემ და ისტორიკოსმა ირაკლი ირემაძემ ისაუბრეს. მათ მსმენელებს გააცნეს საუკუნის წინ, საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მოღვაწე ქალები, ზოგადად მიმოიხილეს მათი საქმიანობა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პოლიტიკა ქალთა საკითხებისადმი. გთავაზობთ სალომე ჭანტურიძის პრეზენტაციას მცირე შემოკლებით: „მინდა გესაუბროთ ქალებზე, რომლებიც კულტურულ ცხოვრებაში იყვნენ ძალიან აქტიურები. …
Continue reading “ათი წარმატებული ქალი საქართველოს პირველი რესპუბლიკიდან”
რატომ მცირდება საპატრულო პოლიციაში ქალი პოლიციელების რაოდენობა
საპატრულო პოლიციაში ქალი პოლიციელების რაოდენობა შემცირდა. თუკი 2016 წელს საპატრულო პოლიციამ კონკურსის წესით 53 ქალი შეარჩია, 2017 წელს ეს მაჩვენებელი 10-მდე შემცირდა, 2018 წელს კი 21 ქალი გახდა პატრულის თანამშრომელი. სტატისტიკური მონაცემები „ბათუმელებმა“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოითხოვა. საჯარო ინფორმაციის მიხედვით, წელს, ნოემბრის ჩათვლით, 418 ადამიანი მონაწილეობდა საპატრულო პოლიციის კონკურსში. აქედან 162-მა წარმატებით გაიარა კონკურსი და …
Continue reading “რატომ მცირდება საპატრულო პოლიციაში ქალი პოლიციელების რაოდენობა”
ესეების კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის – გაიცემა ფულადი პრიზი
„დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი“ (NCCE), გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში, აცხადებს ესეების კონკურსს სკოლის მოსწავლეთათვის რეგიონებში. კონკურსის მიზანი ახალგაზრდებში ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე ცნობიერების ამაღლება და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ სამოქალაქო მხარდაჭერის გაძლიერებაა. კონკურსის მონაწილეებმა განაცხადში მითითებული პირობების დაცვით უნდა გაგზავნონ ესეი ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე. ესეში შესაძლოა განხილული იყოს: • გენდერული ნიშნით ძალადობის …
Continue reading “ესეების კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის – გაიცემა ფულადი პრიზი”
ბრძოლა თბილისიდან – რეგიონები ქალთა უფლებების დამცველების გარეშე
საქართველოს რეგიონებში ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაციები არ არიან ისე მრავალფეროვნად წარმოდგენილი, როგორც დედაქალაქში. აჭარაში ორგანიზაცია, რომელიც მხოლოდ ქალთა უფლებების დაცვაზე იქნებოდა ორიენტირებული, ფაქტობრივად არ არსებობს, თუ არ გავითვალისწინებთ ცალკეულ პროექტებს, რომლებიც სხვადასხვა აქტივობის ფარგლებში ხორციელდება. ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციები დედაქალაქში აცხადებენ, რომ არსებობისთვის ყოველდღიურად უწევთ ბრძოლა. ორგანიზაცია „ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) საქართველო“ წარმომადგენელი იდა ბახტურიძე, რეგიონებში …
Continue reading “ბრძოლა თბილისიდან – რეგიონები ქალთა უფლებების დამცველების გარეშე”
ბიუჯეტი გენდერული თანასწორობისთვის პირველად ქედის თვითმმართველობაში
ქედის მუნიციპალიტეტმა წელს პირველად ,,გენდერული თანასწორობის ფინანსური უზრუნველყოფის მიზნობრივი პროგრამა“ დააფინანსა. ,,ტოლერანტობის დღე“, ,,ახალგაზრდა გოგონათა საერთაშორისო დღე“, საინფორმაციო კამპანია ,,არა ძალადობას“, ,,ფორთოხლისფერი მსოფლიო – შეწყვიტე ძალადობა ქალებისა და გოგონების მიმართ!“, ,,ჩვენ პატივს ვცემთ განსხვავებულს“, ,,ქორწინება ადრეულ ასაკში და მისი შედეგები“, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე საგანმანათლებლო-საინფორმაციო ტრენინგ/სემინარების ჩატარება, ,,გენდერის საათი“ და ,,ქალის როლი …
Continue reading “ბიუჯეტი გენდერული თანასწორობისთვის პირველად ქედის თვითმმართველობაში”
ტაქსისტი ქალი: კაცი ტაქსის მძღოლები მავიწროებენ და არ მამუშავებენ, ქალს ქუჩაში რა უნდაო
ბათუმში, ევროპის მოედანთან, მაია იმნაძე მეორე წელია საკუთარი ავტომანქანით ტაქსის მძღოლად მუშაობს. მას ბათუმის საქალაქო სასამართლოში შევხვდით. მაია ამბობს, რომ კაცი ტაქსის მძღოლები ავიწროებენ, სიტყვიერად შეურაცხყოფენ სისტემატურად და მუშაობის საშუალებას არ აძლევენ. „მეორე წელია, რაც ტაქსისტად დავიწყე მუშაობა. მარტოხელა დედა ვარ, მანამდე 8 წელი საბერძნეთში ვმუშაობდი,“ – გვიყვება მაია იმნაძე. მისი თქმით, კონფლიქტური სიტუაცია მაშინ …
გენდერული სტატისტიკა: 2048 – კაცი და 71 ქალი პატრულ-ინსპექტორი
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარ სამმართველოში 126 პატრულ-ინსპექტორი მუშაობს, მათგან მხოლოდ ხუთია ქალი. ეს მონაცემები ბოლო სამი წელია თითქმის არ შეცვლილა, აქ მხოლოდ 2016 წელს მუშაობდა ოთხი ქალი პატრულ-ინსპექტორი. ქალი-ინსპექტორების რაოდენობა მცირეა არა მარტო აჭარაში, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბითაც. შს სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო მონაცემებით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2048 პატრულ-ინსპექტორიდან მხოლოდ 71 ქალია. …
Continue reading “გენდერული სტატისტიკა: 2048 – კაცი და 71 ქალი პატრულ-ინსპექტორი”
გენდერული საბჭოს წევრი: უმჯობესია, პირველი სიტყვა მამაკაცმა თქვას
„ტრადიციულად მამაკაცი მაინც მამაკაცია,“ – გვითხრა არჩილ მამულაძემ, ბათუმის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრმა. არჩილ მამულაძე ბათუმის საკრებულოში „პატრიოტთა ალიანსს“ წარმოადგენს. მას რამდენიმე კითხვა დავუსვით, თუ როგორ წარმოუდგენია ამ საბჭოს მუშაობა და გენდერული ბალანსის დაცვა ბათუმის მთავრობის შემთხვევაში. ბატონო არჩილ, თქვენი აზრით, რა უნდა აკეთოს გენდერული თანასწორობის საბჭომ, რა პრობლემა უნდა გადაჭრას? გენდერული თანასწორობის საბჭო …
Continue reading “გენდერული საბჭოს წევრი: უმჯობესია, პირველი სიტყვა მამაკაცმა თქვას”
რატომ არის დედობა პოლიტიკური აქტი
გენდერის მკვლევარი თამთა თათარაშვილი დღეს, 26 ოქტომბერს ბათუმში დისკუსიას მართავს. დისკუსიის თემა, დედობის პოლიტიკური მნიშვნელობაა. რატომ ვერ ახერხებენ ქალები ხშირ შემთხვევაში გათავისუფლდნენ აღზრდის თავსმოხვეული სტერეოტიპებისგან და თვითონ შეცვალონ კულტურული გარემო? ამ თემაზე თამთა თათარაშვილი „ბათუმელებთან“ საუბრობს. თამთა, რაში მდგომარეობს დედობის პოლიტიკური მნიშვნელობა? ბუნებრივია სანამ ამ კითხვამდე მივიდოდი, მანამდე მე თვითონ დავდექი იმ რეალობის წინაშე, რასაც …
დედობა როგორც პოლიტიკური აქტი -დისკუსია ბათუმში
26 ოქტომბერს, ხუთშაბათს, 18:30 სთ-ზე, ბათუმში, „თანამედროვე ხელოვნების სივრცეში“, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის ორგანიზებით, გაიმართება დისკუსია – „დედობა როგორც პოლიტიკური აქტი“. „პატრიარქალურ კულტურაში დედობა განსაზღვრულია, როგორც საშინაო და კერძო პრაქტიკა, რომელიც, ძირითადად, გრძნობებისა და ემოციების ტერმინებით ხასიათდება. ამგვარი ჩარჩო უგულვებელყოფს დედის სპეციფიკური აზროვნებისა და დედობის პოლიტიკური ზეგავლენის შესაძლებლობებს. ამავდროულად, საშინაო სივრცეში ჩაკეტვა დედების ერთმანეთისგან იზოლირებასაც უწყობს …
Continue reading “დედობა როგორც პოლიტიკური აქტი -დისკუსია ბათუმში”
35 900-ით მეტი ბიჭი საქართველოში – სქესთა დრამატული დისბალანსი
მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის შედეგების მიხედვით, საქართველოში 0-4-დან 10-14-წლამდე ასაკის ბავშვებში ბიჭები ჭარბობენ. ამ პერიოდში საქართველოში 35 900-ით მეტი ბიჭია დაბადებული გოგონებთან შედარებით. სქესთა შორის ასეთი დისბალანსი, გენდერის სპეციალისტების შეფასებით, წინასწარ დაგეგმილი შობადობის შედეგია. გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით [გენდერული ნიშნით სქესის შერჩევა საქართველოში], სქესთა შორის ასეთი განსხვავების გამომწვევი ზუსტი მიზეზები ჯერ …
Continue reading “35 900-ით მეტი ბიჭი საქართველოში – სქესთა დრამატული დისბალანსი”
რომელ ავტომანქანას ანიჭებენ უპირატესობას ქალები და კაცები საქართველოში
შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრმა საქართველოში რეგისტრირებული, ასევე, იმპორტირებული და რეექსპორტირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესახებ კვლევა ჩაატარა. კვლევის თანახმად, 2016 წლის მონაცემებით, საქართველოში კაცების უმრავლესობა, 20% , უპირატესობას Mercedes-Benz-ის მარკას ანიჭებს, ხოლო ქალების უმრავლესობა, 22,4% , – TOYOTA-ს მარკას. 2016 წლის 7 ფავორიტი მოდელი მსუბუქ ავტომანქანებში გენდერული განაწილების გათვალისწინებით ასე გამოიყურება: ქალების არჩევანი: NISSAN TIIDA, HONDA FIT, TOYOTA PRIUS, …
Continue reading “რომელ ავტომანქანას ანიჭებენ უპირატესობას ქალები და კაცები საქართველოში”
ვის ეშინია ფემინისტური კანონმდებლობის? – დისკუსია ბათუმში
დღეს 22 დეკემბერს, 18:00 სთ-ზე ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო დისკუსიას გამართავს თემაზე – ვის ეშინია ფემინისტური კანონმდებლობის? მომხსენებლები არიან არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“, მრჩეველი იურიდიულ საკითხებში ნანა გოჩიაშვილი, სახალხო დამცველის აპარატის რეგიონული დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს უფროსი, ციალა ქათამიძე, დისკუსიის მოდერატორი, ნატა იმედაიშვილი.
სახელმწიფოს არაადეკვატური რეაგირება – პირდაპირი სიგნალი პოტენციური მოძალადისთვის
2014 წელს მსოფლიოს 28 ქვეყანაში 226 ტრანსგენდერი ადამიანი მოკლეს, ხოლო 2008 წლიდან დღემდე მსოფლიოს 62 ქვეყანაში – 1 613. 2014 წლის 11 ნოემბერს საქართველოც შეუერთდა იმ ქვეყნების რიცხვს, სადაც ტრანსგენდერს მისი გენდერული იდენტობის გამო კლავენ. ტრანსგენდერი თემის საჭიროებებზე „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის“ ხელმძღვანელი, გენდერის სპეციალისტი ეკა აღდგომელაშვილი გვესაუბრა. – ქალბატონო ეკა, ბოლო დროს ტრანსგენდერ ადამიანებზე …
Continue reading “სახელმწიფოს არაადეკვატური რეაგირება – პირდაპირი სიგნალი პოტენციური მოძალადისთვის”
რა ხდება ქალთა საპატიმროებში
ორგანიზაცია „ციხის საერთაშორისო რეფორმამ“, იმის დასადგენად, თუ რამდენად არის გათვალისწინებული ქალთა გენდერსპეციფიკური ფაქტორები და საჭიროებები სისხლის სამართლის სისტემაში, კვლევა ჩაატარა, რომელიც სისტემის ყველა ეტაპს მოიცავს – დაკავების მომენტს, სასამართლო განხილვას და შემდეგ უკვე სასჯელის აღსრულებას, როგორც საპატიმრო, ისე არასაპატიმრო კუთხით. კვლევის ავტორის, ტატო ქელბაქიანის თქმით, ფოკუსჯგუფებთან, ყოფილ პატიმრებთან, პროკურორებთან, მოსამართლეებთან და სფეროში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან …
გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმა განიხილეს
ბათუმში სასტუმრო „შერატონში“ აჭარის უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოს ორგანიზებით, გენდერული თანასწორობის პოლიტიკის განხორციელების 2016-2018 წლების სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიება გაიმართა ამერიკის შეერთებული შტატების, საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID ) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფობდის (IFES) -ის მხარდაჭერით. როგორც პრეზენტაციაზე ითქვა, სამოქმედო გეგმის საბოლოო ვერსია საჯარო განხილვებისა და მოსაზრებების და რეკომენტაციების შემდეგ მომზადდება. „საქართველოს პარლამენტს …
Continue reading “გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმა განიხილეს”
რა აიძულებს ტრანსგენდერ ადამიანებს თვითმკურნალობას
წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველოში ტრანსგენდერი ადამიანები ვერ იღებენ ხარისხიან სამედიცინო დახმარებას. ამის ძირითადი მიზეზი საქართველოში ტრანსსპეციფიკური ჯანმრთელობის სერვისების შესახებ კლინიკური გაიდლაინების არარსებობა და ტრანზიციისთვის საჭირო სამედიცინო პროცედურების სიძვირეა. გარდა ამისა, ტრანსგენდერობისა და ინტერსექსუალობის შესახებ საბაზისო ცოდნის ნაკლებობა პირველადი ჯანდაცვის რგოლის სპეციალისტებში ტრანსგენდერი ადამიანებისთვის დისკრიმინაციისა და არასათანადო მოპყრობის საფრთხეს ქმნის. ევროპის მასშტაბით ჩატარებული კვლევების თანახმად, …
Continue reading “რა აიძულებს ტრანსგენდერ ადამიანებს თვითმკურნალობას”
ქედაში გოგონათა საერთაშორისო დღე აღნიშნეს
გოგონათა საერთაშორისო დღე პირველად აღინიშნა ქედის მუნიციპალიტეტში. მუნიციპალიტეტის გამგეობის სხდომათა დარბაზში, გამგებლის თანაშემწემ გენდერული თანასწორობის საკითხებში თეა შარაშიძემ, საჯარო სკოლის მოსწავლე გოგონებს გენდერულ თანასწორობაზე, ძალადობასა და განათლებაზე ესაუბრა.
აჭარის მთავრობა გენდერულ ჭრილში [ვიდეო]
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, მთავრობის თავმჯდომარისა და ოთხივე მინისტრის, ხუთი მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარისა და გამგებლის, ასევე ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის, მერისა და მისი მოადგილეების თანამდებობები კაცებს აბარიათ. მინისტრის მოადგილის პოსტზე აჭარაში მხოლოდ ერთი ქალი მუშაობს. მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებებიდან ქალი მხოლოდ ორს ხელმძღვანელობს. არც ერთი ქალი არ მუშაობს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ან გამგებლის მოადგილის თანამდებობაზე. ჩამონათვალი 56 თანამდებობას აერთიანებს, აქედან ქალი მხოლოდ ოთხ თანამდებობაზე მუშაობს.
დისკრიმინაცია სქესის მიხედვით
დეკრეტულ შვებულებაში გასული ქალები, მიუხედავად იმისა, რომ მათ კანონი იცავს, სამსახურს სხვადასხვა მიზეზით კარგავენ. ზოგიერთ შემთხვევაში, უბრალოდ, უქმდება ის სამუშაო ადგილი, რომელიც ქალს დეკრეტულში გასვლამდე ეკავა. სქესის მიხედვით დისკრიმინაციაზე საუბრობენ სახალხო დამცველი და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, რომლებმაც ამ თემაზე კვლევაც ჩაატარეს. გაერთიანებული პროფკავშირები საზოგადოების სოლიდარობის დეფიციტსა და ცნობიერების ამაღლების საჭიროებაზე საუბრობს.
„ჩვენ აღარ გვინდა მოკვდეს 26-ე ქალი“
როგორ დაიგეგმა და რა მიზანს ისახავს აქცია, რომელიც ხვალ, 25 ნოემბერს საქართველოს რამდენიმე ქალაქში ერთდროულად გაიმართება? ქალთა მოძრაობის ერთ-ერთი აქტივისტი თუთა ჩხეიძე „ბათუმელებთან“ აცხადებს, რომ ქალთა მიმართ ძალადობის შესაჩერებლად არა სპონტანური, არამედ მასშტაბური საპროტესტო გამოსვლებია საჭირო.
„ქალზე ძალადობა დანაშაულია, შეაჩერე!“
ხვალ, 25 ნოემბერს, სამშაბათს, დღის პირველ საათზე ბათუმში, ერას მოედანზე აქცია გაიმართება სლოგანით – „ქალზე ძალადობა დანაშაულია, შეაჩერე!“.
აქცია იმართება მთელი ქვეყნის მასშტაბით 20 ქალაქში და მისი ორგანიზატორია ქალთა მოძრაობა.