ახალციხეში ბაგა-ბაღში 2 წლის ბავშვი გარდაიცვალა

გამოცემა „სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, დღეს, 5 მაისს, ახალციხეში კერძო ბაგა-ბაღში მცირეწლოვანი ბავშვი გარდაიცვალა. გამოცემის ინფორმაციით, სამხარაულის ახალციხის ბიუროს ექსპერტის განმარტებით, ბავშვი 2 წლის იყო. რა გახდა ბავშვის გარდაცვალების მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 116-ე მუხლით, რაც გულისხმობს გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას.

ბათუმში ზღვამ კაცის ცხედარი გამორიყა

დღეს, 18 იანვარს, ბათუმში ზღვამ კაცის ცხედარი გამორიყა. ინფორმაციას ადასტურებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში. როგორც შსს-ში გვეუბნებიან, ზღვაში დაღუპულ კაცს რამდენიმე დღეა ეძებდნენ. გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 143-ე მუხლით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

გარდაიცვალა 28 ადამიანი – დადასტურდა კოვიდის 2 228 შემთხვევა

7 ოქტომბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 2 228 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა 28 ადამიანი. გამოჯანმრთელებულად მიიჩნევა 1 711 ადამიანი. ბოლო 24 საათში ჩატარდა 31 828 ტესტი. მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 18 619, PCR ტესტით – 13 209. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 7%-ია. კარანტინში იმყოფება 65 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 4 150, ხოლო  კლინიკურ სასტუმროში …

33 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით ბოლო 24 საათში, დადასტურდა 1164 ახალი შემთხვევა

3 ოქტომბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდით 33 ადამიანი გარდაიცვალა. ამავე პერიოდში დადასტურდა კორონავირუსის 1 164 ახალი შემთხვევა. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელებულად მიიჩნევა 2 292  ადამიანი. 2 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში დადებითობის დღიური მაჩვენებელი 5,27%-ია. დღეის მონაცემებით სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა 4 102 ინფიცირებული, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 675 ადამიანი. 3 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში სულ ჩატარდა 1 …

ბათუმელი მუსიკოსი კახა მელაძე კოვიდით გარდაიცვალა

კორონავირუსით მუსიკოსი კახა მელაძე გარდაიცვალა. ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, მას ცოტა ხნის წინ დედაც დაეღუპა კორონავირუსით. კახა მელაძე ბათუმის სიმფონიური ორკესტრის წამყვანი მუსიკოსი და ფლეიტისტი იყო. ასევე არაერთი  მუსიკალური ბენდის სოლისტი და მომღერალი. „გარდა იმისა, რომ ფლეიტაზე უკრავდა, ძალიან კარგი მომღერალიც იყო, მთელი ცხოვრება მიუძღვნა ბათუმს და მუსიკას“, – გვეუბნება ბათუმის ოპერის მომღერალი აჩიკო გოგიტიძე. 3 …

კოვიდით 81 ადამიანი გარდაიცვალა – 2 სექტემბერი

stopcov.ge-ზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში 81 ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსით.  ახალი დადასტურებული შემთხვევა ბოლო 24 საათში კი არის 3 212. კორონავირუსით ქვეყანაში მთლიანობაში  7 563 ადამიანი გარდაიცვალა. გამოჯანმრთელებულად მიიჩნევა 502 534 ადამიანი, ბოლო 24 საათში კი – 5 017 ადამიანი. ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით არის – 40 435, მათ შორის ანტიგენის სწრაფი …

ბათუმის კათოლიკური ეკლესიის დიაკონი კოვიდით გარდაიცვალა

დღეს, 27 აგვისტოს, ბათუმის კათოლიკური ეკლესიის დიაკონი თენგიზ პარმაქსიზიშვილი კოვიდით გარდაიცვალა. ის ბათუმში „მედცენტრში“ იყო მოთავსებული. დიაკონის გარდაცვალების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა საქართველოს კათოლიკურმა ეკლესიამ. „ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაცია მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა ბათუმის სულიწმიდის სამრევლოს დიაკონი თენგიზ პარმაქსიზიშვილი. კვირადღეს, 29 აგვისტოს, 10.00 საათიდან მისი ნეშტი დასვენებულ იქნება ბათუმის ეკლესიაში, 12.00 საათზე წმიდა წირვას …

შემდეგი 2 კვირა კოვიდით გარდაცვალების კლებას არ ველით – ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ მომდევნო ორი კვირის განმავლობაში კორონავირუსით გარდაცვალების კლების ტენდენციას არ ელოდება. „ინფექციის გავრცელების კუთხით შემცირების ტენდენცია ბოლო დღეებში ფიქსირდება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ შეიძლება გვქონდეს ლეტალობის ტენდენციის კლების მოლოდინი. ჩვენ მაქსიმალურად გვყავს გაძლიერებული კლინიკური ჯგუფი, მარინა ეზუგბაია, თენგიზ ცერცვაძე და ინეზა სულამანიძე მუდმივად იმყოფებიან კლინიკებში, მათ აქვთ გაწერილი …

26 წლის ბათუმელი ქალი კოვიდით დაიღუპა

26 წლის ბათუმელი თეა ბარამიძე, რომელიც კორონავირუსით იყო ინფიცირებული, გუშინ ქუთაისში, მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, მისი ახალშობილი თავს კარგად გრძნობს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, კოვიდინფიცირებული ახალგაზრდა ქალი ჯერ ბათუმის სამშობიარო სახლში იყო მოთავსებული. ხუთი დღის შემდეგ კი, როცა ორსულის მდგომარეობა დამძიმდა, ქუთაისში გადაიყვანეს. ქალი წუხელ გარდაიცვალა.

თბილისში დაკარგული ავსტრალიელი ქალი გარდაცვლილი იპოვეს

თბილისში დაკარგული 31 წლის ავსტრალიელი ქალი შანე ბრუკი, გარდაცვლილი იპოვეს. ქალის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა. დაკარგული ქალის მეგობრები ამბობდნენ, რომ შანე ბრუკი ამერიკაში მეგობარს ელაპარაკებოდა, როცა მას თავს დაესხნენ. ახლობლების ინფორმაციით შანე ბრუკი გაუჩინარებამდე მთაწმინდის მიმდებარე ტერიტორიაზე იყო სასეირნოდ წასული. ის თბილისის დროით 15:33 საათზე ვერაზე, სახლიდან გასვლისას დააფიქსირეს. დაახლოებით 1 საათის შემდეგ კი …

კოვიდით გარდაცვალების ყოველდღიური მაჩვენებლით მე-13 ადგილზე ვართ მსოფლიოში – გამყრელიძე

რატომ გაიზარდა კორონავირუსით გარდაცვლილების რაოდენობა ქვეყანაში? გასული წლის დეკემბერში, მაშინ, როცა დღეში კოვიდის 4000 და მეტი ახალი შემთხვევა იყო, 50-მდე პაციენტის გარდაცვალება ფიქსირდებოდა და ახლა, როცა დღეში 1000-1500 შემთხვევა გვაქვს, დღეში 17-დან 30-მდე პაციენტის კოვიდით გარდაცვალების შემთხვევაა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ამბობს, რომ  კლინიკური ჯგუფი ამ ანალიზს  პირველივე დღეებიდან აკეთებს. „ლეტალობის მაჩვენებელი ოდნავ მომატებულია, …

ბათუმში კოვიდისგან ერთი ადამიანი გარდაიცვალა

აჭარაში 29 მაისს, კორონავირუსის 82 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 1 ადამიანი. კრიტიკულად, ანუ მართვით სუნთქვაზე 14 პაციენტი იმყოფება. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელებულად მიიჩნევა 74 ადამიანი, ხოლო კლინიკა 29 პაციენტმა დატოვა. ოფიციალური მონაცემებით, ამ დროისთვის აჭარის კლინიკებში 382 ადამიანი მკურნალობს, ონლაინკლინიკაში კი 506 ადამიანი გადის მკურნალობას. კოვიდსასტუმროში 275 ადამიანი იმყოფება.

ბათუმში კოვიდით 1 ადამიანი გარდაიცვალა – 7 მაისი

7 მაისის მდგომარეობით აჭარაში კორონავირუსის 141 ახალი შემთხვევაა დადასტურებული. გარდაიცვალა ერთი პაციენტი, მართვით სუნთქვაზე კი 8 პაციენტი იმყოფება. გამოჯანმრთელებულად მიიჩნევა 118 პაციენტი, კლინიკა დატოვა 36-მა პაციენტმა. ამ დროისთვის კლინიკებში მკურნალობს  451 პაციენტი, კოვიდსასტუმროში – 351, ონლაინკლინიკაში  კი – 742 პაციენტი.

აჭარაში კორონავირუსის 164 ახალი შემთხვევა დადასტურდა – გარდაიცვალა 1 ადამიანი

20 აპრილის მდგომარეობით, აჭარაში კორონავირუსის 164 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.  გარდაიცვალა 1 ადამიანი,  7 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია , 70 კი გამოჯანმრთელდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინფორმაციით, კლინიკებში ამ დროისთვის 353 ადამიანი იმყოფება, კოვიდსასტუმროში კი – 224. ონლაინკლინიკაში 558 ადამიანი მკურნალობს.

საქართველოში კოვიდით 9 ადამიანი გარდაიცვალა – 17 აპრილი

ბოლო 24 საათში  საქართველოში კორონავირუსით 9 ადამიანი გარდაიცვალა. გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 219 ახალი შემთხვევა. ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გამოვლინდა თბილისში – 676 შემთხვევა, შემდეგ კი აჭარაში – 126 შემთხვევა. იმერეთი – 61, ქვემო ქართლი – 51, შიდა ქართლი – 55, გურია – 46, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 123, კახეთი – 39, მცხეთა-მთიანეთი – …

4 717-ით მეტი გარდაიცვალა 2020 წლის 3 თვეში, ვიდრე წინა წელს – რა პროგნოზი აქვს გამყრელიძეს

2020 წლის ბოლო სამ თვეში საქართველოში 4 717 ადამიანით მეტი გარდაიცვალა, ვიდრე 2019 წლის იმავე პერიოდში. კორონავირუსის პანდემიის პიკი საქართველოში სწორედ 2020 წლის ბოლო სამი თვე იყო, როცა ქვეყანაში ვირუსით ყველაზე მეტი პაციენტი გარდაიცვალა. კორონავირუსით ქვეყანაში 2020 წლის ოქტომბერ-ნოემბერში 2 488 ადამიანი გარდაიცვალა. რეგიონების მიხედვით კოვიდით გარდაცვლილთა სტატისტიკას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი [NCDC] არ ასაჯაროებს. …

კორონავირუსით 4 ადამიანი გარდაიცვალა, კრიტიკულად იმყოფება 79 პაციენტი – ბოლო 24 საათი

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა ქვეყანაში.  პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს 3 567 ადამიანი ემსხვერპლა მთლიანობაში. 6 მარტის მონაცემებით კი 355 ახალი შემთხვევა გვაქვს ქვეყანაში. ოფიციალური ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 91 ადამიანი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.8  პროცენტია. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა  19 737 კვლევა ტესტით, მათ შორის 12 307 კვლევა ანტიგენის …

აჭარაში კოვიდის 68 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რესპუბლიკურში 3 პირი გარდაიცვალა

ოფიციალური ინფორმაციით, აჭარაში 28 დეკემბერს აჭარაში კორონავირუსის 68 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კოვიდით გარდაიცვალა 3 პაციენტი. ამ დროისთვის კლინიკებში მართვით სუნთქვაზე იმყოფება 30 პაციენტი, მთლიანობაში კი აჭარის კოვიდკლინიკებში 479 პაციენტი მკურნალობს. გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 284 პირი. დღემდე აჭარაში 30 691 ადამიანია განკურნებული ვირუსისგან. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს დღევანდელი მონაცემებით, კოვიდკლინიკებში 1410 …

ბოლო 24 საათში კოვიდისგან 50 ადამიანი გარდაიცვალა

ოფიციალური ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსისგან 50 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე კი ვირუსს მთლიანობაში 1 744 პირი ემსხვერპლა. გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 907 ახალი შემთხვევა. აქედან ყველაზე მეტი – 1 588 შემთხვევა თბილისშია გამოვლენილი, იმერეთში 599, აჭარაში 333. შემთხვევათა რაოდენობა 100-ს აღემატება ქვეყნის სხვა რეგიონებშიც. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 51 190 ადამიანი, მათ …

კოვიდით დაღუპული 31 წლის ქალის და: ექიმები მეუბნებოდნენ ის ფსიქიკურად შეიშალა, ნუ უსმენთო

გუშინ ბათუმში 31 წლის რუსუდან კოკობინაძე გარდაიცვალა. ექიმის თქმით, ის „უსიმპტომო“ იყო, თუმცა კორონავირუსმა მაინც იმსხვერპლა. გარდაცვლილის დას, მირანდა კოკობინაძეს მიაჩნია, რომ რუსუდანის მდგომარეობა სამედიცინო პერსონალის გულგრილობით დამძიმდა. რატომ აქვს ქალის ოჯახს ეს განწყობა, როგორ დამძიმდა 31 წლის ქალის მდგომარეობა, ამის შესახებ „ბათუმელებმა“ რამდენიმე კითხვა გარდაცვლილის დას დაუსვა. „გვირეკავდა, გვწერდა, რომ თრომბის ნემსს არ უკეთებდნენ …

აჭარაში კოვიდით 11 ადამიანი გარდაიცვალა – 4 დეკემბერი

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსით 11 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა დღეს, 4 დეკემბერს ბრიფინგზე. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების 38 შემთხვევაა დღეს. აქედან 20 შემთხვევა თბილისშია. ბოლო რამდენიმე დღეა, რეგიონების მიხედვით გარდაცვლილების მონაცემებს ჯანდაცვის სამინისტრო აღარ ავრცელებს. გამყრელიძის თქმით, სპეციალური კომიტეტი ინტენსიურად მუშაობს ვაქცინის მიღების მოსამზადებელ გეგმაზე და წინასწარი …

რას წერდა კოვიდით გარდაცვლილი 31 წლის ქალი ოჯახს და რას აცხადებენ სამინისტროში

დღეს, 4 დეკემბერს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ, ბათუმში 31 წლის ქალის გარდაცვალებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, შემთხვევას აუდიტის ჯგუფი და რეგულირების სააგენტო შეისწავლის. მისი თქმით, შეისწავლიან იმ მიმოწერას, რომელიც პაციენტს ოჯახის წევრებთან ჰქონდა გარდაცვალებამდე. „ძალიან სამწუხაროა, როდესაც ასეთ მდგომარეობაში ხდება გარდაცვალება, ორსულობა მაქვს მხედველობაში და ყველა დედის დანაკარგი არის …

კორონავირუსით აჭარაში ექიმი გარდაიცვალა

კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი, მადონა ტაკიძე გარდაიცვალა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ექიმის დღეს, 25 ნოემბერს გარდაიცვალა. გარდაცვლილი ექიმი 57 წლის იყო. ის ქობულეთის ერთ-ერთ კლინიკაში მუშაობდა, თუმცა მკურნალობას კლინიკა „ბაუში“ გადიოდა. კლინიკის ინფორმაციით, მადონა ტაკიძე 17 ოქტომბერს შევიდა კლინიკაში და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. „პაციენტს არ ჰქონდა თანმხლები დაავადებები. ვირუსმა მაქსიმალურად დაუზიანა ფილტვები,“- გვითხრეს კლინიკაში. ეს კორონავირუსით სამედიცინო …

ხელვაჩაურში 41-ე საარჩევნო უბანზე ამომრჩეველი გარდაიცვალა

ხელვაჩაურის 41-ე საარჩევნო უბანზე ამომრჩეველი გარდაიცვალა. როგორც ამ უბნის საარჩევნო კომისიის მდივანი ნებული შაშიკაძე „ბათუმელებს“ ეუბნება, შემთხვევა დაახლოებით 15:40 საათზე მოხდა. „ამომრჩეველმა ხმა მისცა უბანზე და გარეთ როცა გავიდა, თქვა, რომ თავს ცუდად გრძნობდა. დახმარება ვეღარ მოასწრეს, უცებ გარდაიცვალა“, – ამბობს კომისიის მდივანი. მისი თქმით, ამ დროისთვის ადგილზე იმყოფება სასწრაფო დახმარების ჯგუფიც. გარდაცვლილი ამომრჩეველი დაახლოებით …

„დღეს სახლში აპირებდა წასვლას, მაგრამ უეცრად დამძიმდა“ – ბათუმში კოვიდით ექიმი გარდაიცვალა

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ოფიციალური ინფორმაციით, დღეს, 18 ნოემბერს, საავადმყოფოს ექიმი რეანიმატოლოგი ისლამ საფაროვი გარდაიცვალა. გარდაცვლილი ექიმი ცხრა დღის განმავლობაში მკურნალობდა ამავე კლინიკაში. როგორც საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერი გია კიკაბიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო და დღეს მისი გაწერა იგეგმებოდა. „62 წლის იყო, ფილტვის არტერიის სტენოზიც ჰქონდა, კარგად გრძნობდა თავს, დღეს სახლში აპირებდა წასვლას, ანალიზებიც კარგი …

ბათუმში კოვიდით ინფიცირებული ექთანი გარდაიცვალა

ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებული ექთანი ნადია შარვაშიძე გარდაიცვალა. როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, გარდაცვლილი ექთანი შუახევის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობდა. ეს სამედიცინო პერსონალის გარდაცვალების პირველი შემთხვევა იყო აჭარაში. ინფიცირებული ექთანი ბათუმში „მედცენტრში“ მკურნალობდა. ექთნის გარდაცვალება ოჯახის ახლობელმაც დაგვიდასტურა. სავარაუდოდ მას თანმდევი დაავადება ჰქონდა. დღეს 18 ნოემბერს კი ცნობილი გახდა, რომ ბათუმში კოვიდინფიცირებული ექიმიც გარდაიცვალა. ის …

აჭარაში კორონავირუსით 5 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში აჭარაში კიდევ 5 ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსით. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა 70 წლის ქალი, მას ჰქონდა პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი, იყო ინსულინდამოკიდებული, თირკმლის უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია, ჭარბი წონა. 62 წლის ქალი გარდაიცვალა მედცენტრში. მას აღენიშნებოდა ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, გულის იშემიური დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია. ამავე კლინიკაში გარდაიცვალა …

კორონავირუსით აჭარაში 9 პაციენტი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსით 9 პაციენტი გარდაიცვალა, ქვეყანაში – 20. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტები ბათუმის და ქობულეთის კლინიკებში იყვნენ მოთავსებული. მათი ასაკი  63-დან 78 წლამდეა. ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა 63 წლის კაცი, რომელსაც ჰქონდა ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, რესპირაციული დისტრეს-სინდრომი, შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია. ამავე კლინიკაში გარდაიცვალა 71 წლის კაცი, რომლის …

ბათუმში 1 პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსისგან

24 ოქტომბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსისგან 1 პაციენტი გარდაიცვალა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით „78 წლის ქალი, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში შევიდა 30 სექტემბერს და გარდაიცვალა 23 ოქტომბერს. დიაგნოზი: კოვიდ 19, პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი“. 24 ოქტომბრის დილის მონაცემებით ქვეყანაში კორონავირუსისგან ბოლო 24 საათში სულ 10 პაციენტი გარდაიცვალა, ამასთან დაფიქსირდა ვირუსის 1 941 …

კორონავირუსით აჭარაში 7 პაციენტი გარდაიცვალა, მათ შორის 54 წლის კაცი

21 ოქტომბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში 7 ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსით. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გუშინ ღამით გარდაიცვალა 90 წლის ქალი, მას პნევმონია ჰქონდა და გულის ქრონიკული უკმარისობა, აორტის სარქველის მძიმე სტენოზი, არტერიული ჰიპერტენზია; ასევე 62 წლის ქალი, რომელსაც ასევე სუნთქვის მწვავე უკმარისობა ჰქონდა, თანმხლები დაავადება კი – თირკმლის უკმარისობა. ბათუმის სამედიცინო ცენტრში დღეს …

აჭარაში კოვიდისგან ორი პაციენტი გარდაიცვალა, დადასტურდა 360 ახალი შემთხვევა

გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 360 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა ორი პაციენტი. ერთი პაციენტი 69 წლის კაცია, რომელიც ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა, მეორე გარდაცვლილი კი 70 წლის ქალია, რომელიც კლინიკა „მედინაში“ იყო. გამოჯანმრთელდა 172 პაციენტი. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის Covid კლინიკებში 640 პაციენტია, აქედან 20 არასრულწლოვანია, 30 კი – ორსული. რეანიმაციაში მოთავსებულია …

ლევან ვარშალომიძის მამა კოვიდით გარდაიცვალა

გაერთიანებული ოპოზიციიდან ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატის, ლევან ვარშალომიძის მამა, გურამ ვარშალომიძე დღეს, 16 ოქტომბერს, კორონავირუსით გარდაიცვალა. ის „მედცენტრში“ მკურნალობდა. ინფორმაციას ადასტურენ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“. გურამ ვარშალომიძე კლინიკაში 20 სექტემბერს გადაიყვანეს, მას კორონავირუსის გარდა სხვა თანმხლები დაავადებებიც ჰქონდა. დღევანდელი მონაცემებით აჭარაში კორონავირუსის 342 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი. გარდაიცვალა ორი პაციენტი.

ბათუმში კოვიდსასტუმროში 41 წლის ქალი გარდაიცვალა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში, კოვიდსასტუმროში 41 წლის ქალი გარდაიცვალა. მას კორონავირუსი 10 ოქტომბერს დაუდასტურდა. სამინისტროს განმარტებით, ინფიცირებული ქალი იმავე დღეს გადაიყვანა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სასტუმროში. მინისტრის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, დაავადება მიმდინარეობდა უსიმპტომოდ. „პაციენტი იმყოფებოდა სამედიცინო პერსონალის მხრიდან მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ. გარდაცვალების სავარაუდო მიზეზია თრომბოემბოლია“, – აცხადებს მინისტრი. რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა ასევე 55 …

რატომ დატოვეს სასტუმროში კოვიდპაციენტი დიაბეტით და ფილტვის ანთებით

ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებული პედაგოგი, 55 წლის შორენა ბერიძე, რომელსაც შაქრიანი დიაბეტი ჰქონდა, 37.5 ტემპერატურის და სუნთქვის გაძნელების მიუხედავად, კლინიკის ნაცვლად სასტუმროში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა 24 საათში კიდევ უფრო დამძიმდა, მეორე დღეს კი შორენა ბერიძე გარდაიცვალა. როგორც გარდაცვლილის და, დუდანა ბერიძე „ბათუმელებს“ ეუბნება, შორენას კორონავირუსი 4 ოქტომბერს დაუდასტურდა. „იმ პერიოდში მეც თვითიზოლაციაში ვიყავი და ჩემს დასთან …

ქობულეთში დაჭრილი კაცი კლინიკაში გარდაიცვალა

დღეს, 27 თებერვალს, ქობულეთში ერთი ადამიანი დაჭრეს, რომელიც ქობულეთის კლინიკაში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟის მისვლამდე გადაიყვანეს. როგორც კლინიკაში „ბათუმელებს“ ეუბნებიან, დაჭრილი კაცი გარდაიცვალა. შსს ინფორმაციით, გამოძიება დაჭრის ფაქტზე დაიწყო სსკ-ის 19-108 მუხლით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. ბრალდებული ჯერ დაკავებული არ არის.

ბათუმში 29 წლის გოგოს გარდაცვალებაზე გამოძიება დაიწყო

ბათუმში 29 წლის მელანო ფუტკარაძის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. გარდაცვლილის ცხედარს ექსპერტიზა ჯერ არ ჩატარებია. მელანო ფუტკარაძე გუშინ ღამით ბათუმის „მედცენტრში“ გარდაიცვალა. გარდაცვლილის ოჯახის წევრებს პრეტენზია „რეფერალურ ჰოსპიტალთან“ აქვთ, სადაც პაციენტი თავდაპირველად მივიდა. „მას არასწორი დიაგნოზი „რეფერალურში“ დაუსვეს, ვერ მიხვდნენ რა იყო და სახლში გამოუშვეს, საგანგაშო არაფერია, გაუარა ტკივილმაო,“ – ამბობს გარდაცვლილი გოგოს ბიძია, ნოდარ ქათამაძე. …

Exit mobile version