ბათუმში H1N1 ვირუსით 73 წლის კაცი გარდაიცვალა

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, დღეს, 8 თებერვალს, H1N1 გრიპის ვირუსით 73 წლის კაცი გარდაიცვალა. მას ვირუსის არსებობა ლაბორატორიულად დაუდგინდა, თუმცა როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში გვეუბნებიან, გარდაცვლილი კაცი, სხვა ქრონიკული დაავადებებით იწვა საავადმყოფოში. „ვფიქრობთ, გრიპის ვირუსი ერთ-ერთი მაპროვოცირებელი იყო იმ ქრონიკული დაავადებების, რაც ამ ადამიანს ჰქონდა,“ – გვითხრეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში. ოფიციალური ინფორმაციით, წელს აღნიშნული …

ბათუმში საცხოვრებელი კორპუსიდან კაცი გადმოვარდა

ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის მე-4 სართულიდა 55 წლამდე კაცი გადმოვარდა. სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, კაცი ადგილზე გარდაიცვალა. შსს ინფორმაცით, გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ხულოში ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს 10 ათასი ლარით დაეხმარებიან

ხულოში, სოფელ ხაჭაურში, ხანძრის შედეგად ორი საცხოვრებელი სახლი და სათავსოები მთლიანად დაიწვა. ხანძარმა ორი ადამიანის – 70 წლის კაცის და ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე იმსხვერპლა. როგორც ხულოს მერის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ბერიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, ხანძრის შედეგად გარდაცვლილი ადამიანების დაკრძალვის ხარჯებს მუნიციპალიტეტის მერია დაფარავს. მერია ასევე ფინანსურად დაეხმარება ორ ოჯახს, რომლებიც ხანძრის შედეგად უსახლკაროდ დარჩნენ. ვახტანგ ბერიძის …

სოფელ ირემაძეების ტყეში ქალის ცხედარი იპოვეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გუშინ 13 ივლისს, გვიან ღამით, სოფელ ირემაძეების ტყეში ქალის ცხედარი იპოვეს. შსს ინფორმაციით, ქალის ცხედარი მოქალაქემ აღმოაჩინა. გამოძიება სსკ-ის 116 -ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს. აღენიშნება თუ არა გარდაცვლილს ძალადობის ნიშნები, ამის შესახებ შსს-ში აცხადებენ, რომ დეტალები გამოძიების დასრულების შემდეგ ეცოდინებათ: „ამჟამად მიმდინარეობს ექსპერტიზა“.    

ბათუმში ზღვაში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

დღეს, 23 ივნისს, დაახლოებით 17:30 საათზე ბათუმში მაშველებმა ზღვაში 70 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. როგორც შს სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, პირველადი მონაცემებით გარდაცვლილს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.  

ბათუმში ორი ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს

შს სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ორი ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის  115-ე  მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. სასწრაფო სამსახურის ინფორმაციით, გამოძახება ხიმშიაშვილის ქუჩის 17 ნომრიდან დაახლოებით ერთი საათის წინ მიიღეს, „მისვლის დროს ადგილზე დაგვხვდა პოლიცია. გარდაცვლილები დაახლოებით 17-18 წლის ახალგაზრდა კაცები არიან.  სავარაუდოდ რამდენიმე დღის გარდაცვლილები უნდა იყვნენ, “ – უთხრეს …

ლიფტის შახტაში ჩავარდნილი მამაკაცი გარდაიცვალა

6 აპრილს ბათუმში, სასტუმრო „სანაპიროს“ ლიფტის შახტაში ჩავარდნილი მამაკაცი, რომელიც სასწრაფო დახმარების სამსახურმა მრავლობითი მოტეხილობებით რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, გარდაიცვალა. სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, შუახნის მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანის დროს ცოცხალი იყო. „აღენიშნებოდა მრავლობითი მოტეხილობები“. „ევექსის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, მამაკაცი გუშინ, საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. შსს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის  240-ე მუხლით, რაც სამთო-სამშენებლო ან სხვა …

Exit mobile version