ბსუ-ს პროფესორი სტუდენტების ელექტრონულ სისტემაში შეიპარა – „ხელისუფლების მხარდამჭერი ვარ“

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს – ი.მ.-ს სტუდენტების ელექტრონულ სისტემაში უკანონოდ შეღწევასა და სხვა ლექტორების დისკრედიტაციაში ადანაშაულებენ. ამბავი ბსუ-ში 2024 წელს მოხდა: რამდენიმე პროფესორის შეფასების პლატფორმაზე სტუდენტების სახელით დაწერილი ნეგატიური და შეურაცხმყოფელი კომენტარები ერთდროულად გაჩნდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ კომენტარები სტუდენტებს კი არ დაუწერიათ, არამედ პროფესორმა ი.მ.-მ დაუწერა კოლეგებს და სტუდენტების სახელი გამოიყენა. ბსუ-ში სტუდენტების ელექტრონულ სისტემაში უკანონო …

“განქოცდი! არ დანებდე!“ – წარწერები ბათუმის ბსუ-სთან ბულვარის დირექტორის მოადგილემ წააშლევინა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან წარწერები გამოჩნდა – „ქოცობა ტეხავს! განქოცდი! არა რუსეთს! არ დანებდე! არა რუსულ ოცნებას!“ ეს და სხვა ანტირუსული წარწერები, „ბათუმელების“ ინფორმაციით, ბსუს-თან ახალგაზრდებმა დატოვეს, რომლებიც არჩევნების შედეგებს არ ცნობენ და ამბობენ, რომ მათი ხმები მოპარულია. წარწერების წაშლა უნივერსიტეტთან მალევე დაიწყეს. ამ პროცესს პირადად ზედამხედველობდა ბათუმის ბულვარის დირექტორის პირველი მოადგილე ზაურ თურმანიძე. …

ბათუმის უნივერსიტეტმა სტუდენტურ საცხოვრებელში ცხოვრების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტურ საცხოვრებელში ცხოვრების მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს. 200 პირზე გათვლილი, ოთხსართულიანი სტუდენტთა საცხოვრებელი ლეონიძის #15-ში მაისში გაიხსნა. შენობა ძირითადად 2 სტუდენტზე გათვლილი ბლოკური პრინციპის კონსტრუქციით არის აგებული და უზრუნველყოფილია დამოუკიდებელი სველი წერტილებითა და სამზარეულოთი. სტუდენტურ საცხოვრებელში განთავსებულია საკონფერენციო დარბაზი, თავისუფალი სივრცეები, ბიბლიოთეკა, ლიფტი, დაცვის ოთახი, სამრეცხაო-საშრობი და ა.შ. სპეციალური საჭიროების პირთათვის …

ხვალ ბსუ კანცლერს ირჩევს – არჩევნებში ერთი კანდიდატი მონაწილეობს

ხვალ, 20 ივნისს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიურმა საბჭომ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, კანცლერის კანდიდატურა უნდა შეარჩიოს, თუმცა არჩევნებში მხოლოდ ერთი კანდიდატი მონაწილეობს – ბათუმის მერის ყოფილი მოადგილე, ალექსანდრე მითაიშვილი. კონკურსში განაცხადების მიღების ვადა გუშინ ამოიწურა. „პირველ ეტაპზე  აკადემიური საბჭო ახდენს კანდიდატის სამოქმედო გეგმის და წარმოდგენილი დოკუმენტაციის გადამოწმებას, შეარჩევს კანდიდატურას და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს. ამის შემდგომ …

ბსუ-ში ახალ კანცლერს აირჩევენ

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის -კანცლერის არჩევნები გამოაცხადა. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატს უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება და არანაკლებ 5 წლის სამუშაო გამოცდილება. კანდიდატმა ბსუ-ს საარჩევნო კომისიას უნდა წარუდგინოს სამოქმედო გეგმა. ამ დრომდე უნივერსიტეტის კანცლერის პოსტი ჯემალ ანანიძეს ეკავა. იგი კანცლერის თანამდებობაზე 2015 წლიდან მუშაობს და 23 ივნისს ეწურება ამ …

ბსუ ბათუმში ახალ სასწავლო კორპუსს 2,9 მილიონ ლარად ააშენებს

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი [ბსუ] ბათუმში, ლეონიძის ქუჩა N15-ში ახალ სასწავლო კორპუსს ააშენებს. სამშენებლო სამუშაოებს, რისთვისაც 2 მილიონ 957 ათასი ლარია გამოყოფილი, ბსუ ელექტრონული ტენდერით შეისყიდის. ტენდერი უკვე გამოცხადებულია. მშენებლობა 2018 წლის 21 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს. საპროექტო ტერიტორია კი 65 982 კვ/მ-ია. არსებული პროექტის მიხედვით, ახალი სასწავლო კორპუსი სამსართულიანი იქნება; შენობის ძირითადი სტრუქტურული სისტემა წარმოადგენს …

ბსუ მეორად მიკროავტობუსს და ჰიბრიდულ ავტომობილს ყიდულობს

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი [ბსუ] მეორად მიკროავტობუსს და სედანის ტიპის [ჰიბრიდი] ასევე მეორად ავტომობილს შეიძენს. ბსუ-ს ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესაძენად ერთიანი ტენდერი ჰქონდა გამოცხადებული თანხით – 75 ათასი ლარი, თუმცა მონაწილეობა არავინ მიიღო. არშემდგარი ტენდერის შემდეგ კი, უნივერსიტეტმა მიკროავტობუსისა და ავტომობილის ცალ-ცალკე შესაძენად გამოაცხადა ტენდერები. ამ შემთხვევაში საერთო სატენდერო თანხა 5 ათასი ლარითაა გაზრდილი და ჯამში …

ბსუ 2,3 მილიონ ლარად სტუდენტთა ახალ საცხოვრებელს აშენებს

ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე, N15-ში, სტუდენტთა საცხოვრებლის მშენებლობისთვის ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს [ბსუ] 2 მილიონ 394 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული. ბსუ-მ საერთო საცხოვრებლის შენობების მშენებლობაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა, რომელიც მიმდინარე წლის 28 აგვისტოს დასრულდება. რაც შეეხება მშენებლობას, ის შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 250 დღეში უნდა დასრულდეს. უნივერსიტეტის კანცლერმა, ჯემალ ანანიძემ, სამი თვის წინ „ბათუმელებთან“ განაცხადა, რომ საერთო …

სახელმწიფო აუდიტი: უნივერსიტეტმა არ იცის რა ქონებას ფლობს

„ბოლო ხუთი წლის პერიოდში უნივერსიტეტის [ბსუ-ს] მიერ არ არის ჩატარებული ბალანსზე რიცხული ძირითადი აქტივების, მატერიალური მარაგების, მასალების, ფულადი ანგარიშებისა და ფულადი დოკუმენტების, ფინანსური მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაცია“, – აღნიშნულია სახელმწიფო აუდიტის ანგარიშში. საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად, ინვენტარიზაციას ექვემდებარება: [checklist] ორგანიზაციის ბალანსზე რიცხული აქტივები და ვალდებულებები, ბალანსის საცნობარო მუხლებში აღრიცხული საოპერაციო იჯარით აღებული …

ბსუ-ში საათობრივი ანაზღაურების წესი შესაძლოა შეიცვალოს

  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში [ბსუ] მომავალი სასწავლო წლიდან შესაძლოა საათობრივი ანაზღაურების წესი შეიცვალოს. ამის საფუძველი სახელმწიფო აუდიტის მიერ მომზადებული ანგარიში გახდა, სადაც აღნიშნულია, რომ აკადემიური და მასწავლებელთა პერსონალის მიერ ბსუ-ში შეუსრულებელია წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ დამტკიცებული საათობრივი დატვირთვა – 3 151 საათი. აუდიტმა ბსუ-ს გასული წლის შესაბამისობის ანგარიში გამოაქვეყნა. „უნივერსიტეტის საბუღალტრო ჩანაწერებში წარმოდგენილი დოკუმენტებითა და უნივერსიტეტის …

უნივერსიტეტის კონკურსში, წინასწარი ინფორმაციით, აჭარის სუს-ის უფროსის ცოლმა გაიმარჯვა

ინგლისური ენის მიმართულებით ერთი ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი აპრილში, სასწავლო წლის მიწურულს, მოულოდნელად ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა გამოაცხადა. 11 მაისს საკონკურსო კომისიის შემადგენლობა განისაზღვრა, კანდიდატების საბუთებიც გადამოწმდა და გასაუბრებაც იმავე დღეს ჩატარდა. უნივერსიტეტი დღეს, 15 მაისს, დღის ბოლოს აპირებს კონკურსის შედეგების გამოქვენებას, თუმცა საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე, უნივერსიტეტის პრორექტორი თამარ სირაძე „ბათუმელებთან“ არ მალავს, რომ „ყველა …

ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტი „ბენზეში“ სათბურს აშენებს

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი თამარის დასახლებაში, აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის ეზოში, სასწავლო-სამეცნიერო დანიშნულების მიზნით, სათბურს აშენებს. სასწავლო-სამეცნიერო დანიშნულების სათბური ინსტიტუტის ეზოში 400 კვადრატზე მოეწყობა. სათბურის მშენებლობა უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან ფინანსდება, რისთვისაც 60 000-მდე ლარია გამოყოფილი. თამარის [„ბენზეს“] დასახლებაში არსებულ მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტში, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური ფაკულტეტის აგრარული მიმართულება ისწავლება. სათბურში სტუდენტები სასწავლო პრაქტიკას …

ბსუ-ს პროფესორის ფეისბუქსტატუსს ომბუდსმენი სწავლობს

„მათ შვილებს და შვილიშვილებს შეექმნათ ერთნაირსქესიანთა ოჯახები, რათა უმოკლეს დროში ამოწყდეს მათი ბინძური გენი. ერთნაირსქესიანთა ოჯახი ხომ ვერ მრავლდება…“ – ეს ამონარიდია ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, ზებურ ავალიანის ფეისბუქპოსტიდან. პროფესორმა დისკრიმინაციული მოსაზრებით პარლამენტის ერთ-ერთ წევრს მიმართა. სახალხო დამცველი ზებურ ავალიანის სავარაუდო დისკრიმინაციული თავდასხმის საკითხს განიხილავს. რა მექანიზმი აქვს სახელმწიფოს, როცა ადამიანები ინტერნეტსივრცეში დისკრიმინაციულ …

სტუდენტები პარტიულ შეხვედრაზე დარბაზის შესავსებად

28 ოქტომბერს, არჩევნების მეორე ტურამდე ორი დღით ადრე, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ლექციების ნაცვლად „ქართული ოცნების“ კანდიდატებს მოუსმინეს. პარტიულ ლიდერებს უსმინეს ლექტორებმა და რექტორმაც. რამდენიმე სტუდენტი უკმაყოფილო იმით დარჩა, რომ შეხვედრაზე კითხვის დასმის საშუალება არ მისცეს. ზოგიერთმა ამ ამბავში მმართველი პოლიტიკური ძალის მხრიდან უნივერსიტეტის ტრადიციული გამოყენება დაინახა. უნივერსიტეტის სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს პოლიტიკური შეხვედრების დროს …

„კრიტიკული აზროვნება სოციალურ მეცნიერებებში” – ბათუმელი მაგისტრანტებისთვის

„სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი“ აცხადებს მიღებას სეზონურ სკოლაში – „კრიტიკული აზროვნება სოციალურ მეცნიერებებში”. „რა არის კრიტიკული აზროვნება?“ „რატომ ვიქცევით ისე, როგორც სხვები?“ „სექსუალობა, გენეტიკა და კულტურა“ – ეს იმ თემების არასრული ჩამონათვალია, რაზეც მაგისტრატურის სტუდენტებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი და ფსიქოლოგი, თავისუფალი უნივერსიტეტის სრული პროფესორი გიორგი ნიჟარაძე ესაუბრებიან. …

მერაბ ხალვაში თუ ანთაზ ქიქავა – რას გადაწყვეტს აკადემიური საბჭო

ორშაბათს, 18 ივლისს, გახდება ცნობილი ვინ დაიკავებს ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის რექტორის პოსტს. წელს რექტორის არჩევნებში  მხოლოდ ორი კანდიდატი მონაწილეობს. გასულ წელს რექტორობის სურვილი 8 კანდიდატს ჰქონდა, თუმცა არჩევნები ვერ შედგა, ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო აკადემიური საბჭოს წევრების ხმათა უმრავლესობა, ამიტომ, გასულ წელსვე, მაისში, ბსუ-ში რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები ჩატარდა, სადაც 5 კანდიდატი მონაწილეობდა, …

ბსუ-ს პროფესორი მოსამართლეს: რა გამოდის, ოჯახი უნდა დავანგრიოთ?

ეს შეკითხვა პროფესორმა ინდიკო აბაშიძემ მოსამართლე ლევან მიქაბერიძეს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ დაუსვა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სარჩელი პროფესორების წინააღმდეგ ნაწილობრივ დააკმაყოფილა. უნივერსიტეტის შენობა უნდა დატოვოს ოთხმა მოქმედმა და ყოფილმა პროფესორმა, მათი ოჯახის წევრებმა კი – არა. სასამართლო პროცესი ამ შემთხვევაში ჩაქუჩის ჩამოკვრით არ დასრულებულა. მოსამართლე პროფესორებმა დარბაზში გააჩერეს. „გამოსახლება არ გემუქრებათ“, – ეს …

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი პროფესორების წინააღმდეგ

„დავმკვიდრდი აქ და ვიქნები ბოლომდე, სტრასბურგამდე ჩავალთ, ვერ შეგვეხებიან,“ – ამბობს ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტის პროფესორი ინდიკო აბაშიძე. ის უნივერსიტეტის კუთვნილ ქონებას ნებაყოფლობით არ ტოვებს, სადაც პროფესორს 77 კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ბინა აქვს მოწყობილი. ბსუ-ს ყოფილ საერთო საცხოვრებელში, მელიქიშვილის ქუჩაზე ინდიკო აბაშიძის გარდა კიდევ 5 მოქმედი და ყოფილი პროფესორის ოჯახი ცხოვრობს. რამდენიმე მათგანს ქალაქის ცენტრალურ ნაწილში …

გიორგი მაისურაძე: ლენინის და ბრეჟნევის პორტრეტები ახლა ხატებით უნდა ჩაანაცვლონ [ვიდეო]

„მე შეიძლება გამიმართლა იმაში, რომ გარდატეხას მოვესწარი – დავიბადე საბჭოთა კავშირში და მახსოვს, კაბინეტებში ლენინის ხატებად ქცეული პორტრეტები. სინამდვილეში არც ის ლენინი არავის არ აინტერესებდა, არც წაეკითხათ არც მარქსი და არც ლენინი… მაპატიეთ და ფეხებზე ეკიდათ. ახლა სწორედ ის ადამიანები არიან, რომლებმაც იციან, რომ მაშინ ასე იყო საჭირო და ახლა ასეა საჭირო – ლენინის და …

კონკურსი ბსუ-ს სტუდენტებისთვის – საერთაშორისო საზაფხულო სკოლა ერზრუმში

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა და ევროპისმცოდნეობის მიმართულების მე-2 და მე-3 კურსის სტუდენტებისთვის გამოცხადდა კონკურსი მე-10 საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში – „bridging cultures“ მონაწილეობის მისაღებად. საზაფხულო სკოლას აწყობს ათათურქის უნივერსიტეტი ქ. ერზრუმში [11-22 ივლისი]. ბსუ-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციით ორგანიზატორი უნივერსიტეტი ფარავს ცხოვრებისა და დღიური სამჯერადი კვების ხარჯებს, ხოლო მგზავრობის ხარჯები, …

სტუდენტი: უნივერსიტეტს არა აქვს პოლიტიკური ნება, რეალურად გახდეს ავტონომიური

რამდენად მიზნობრივია უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან 5192 ლარის გამოყოფა სამი სტუდენტის ევროპაში გასამგზავრებლად, იმ პროექტში მონაწილეობის მისაღებად, რომელსაც არ აქვს შეხება აკადემიურ სფეროსთან და წარმოადგენს პირად ინტერესს? რამდენად მიზნობრივია უნივერსიტეტის ბიუჯეტი იხარჯებოდეს გასართობი საღამოების მოსაწყობად? რამდენად მიზანშეწონილია უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან გამოიყოს თანხა იმ ღონისძიებებისათვის, რომლებიც ეწინააღმდეგება საჯარო სივრცეში სეკულარობის პრინციპს, – კონკრეტულად, ეკლესია-მონასტრების მშენებლობაში დასახმარებლად სტუდენტების ტრანსპორტირების ხარჯების …

უნივერსიტეტის სტუდენტების პრობლემები გრიშაშვილის #5-ში

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის ფაკულტეტის 200-მდე სტუდენტისთვის, რომლებიც გრიშაშვილის #5-ში მდებარე შენობაში სწავლობენ, წლებია ელემენტარული პრობლემები მოუგვარებელია. მოუწესრიგებელია ლაბორატორიები, გასარემონტებელია შენობა, დაძველებულია ლიტერატურა, გაუმართავია გათბობის სისტემა, თვალსაჩინოებები, არ აქვთ სასადილო და სასმელი წყალი – ეს სტუდენტების ყოველდღიურობაა. ლაშა მელაძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის ფაკულტეტის აგრონომიის მიმართულების მეოთხე კურსის სტუდენტია. მას ლექციები …

37 სტუდენტი ინდოეთიდან ბათუმში

აშიშ გულია და ვაიბჰავ ბაბელი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტები არიან, ინდოეთიდან. მათ კურსზე სულ 37 ინდოელი სტუდენტი სწავლობს. ისინი ბათუმში დაახლოებით ერთი თვის წინ ჩამოვიდნენ. „ბათუმელები“ დაინტერესდა, თუ რატომ აირჩიეს ეს უნივერსიტეტი ინდოელმა ახალგაზრდებმა. აშიშმა და ვაიბჰავმა ინფორმაცია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის შესახებ მეგობრისგან მიიღეს, რომელიც უკვე აქ …

ბსუ-ს სტუდენტებმა უნივერისტეტში შეიარაღებული პირი დააფიქსირეს [ვიდეო]

30 მარტს, 14:00-15:00 საათამდე შუალედში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა უნივერსიტეტში ორი შეიარაღებული პირი დააფიქსირეს. „უნივერსიტეტის ეზოში ვისხედით და როცა „შკოდას“ ფირმის ავტომანქანა შემოვიდა, მანქანიდან ორი პირი ჩამოვიდა, ერთს [ზედატანზე] პოლიცია ეწერა, მეორე პირი კი სამოქალაქო ფორმაში იყო. რომელსაც პოლიცია ეწერა, იმ პირს ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა ქამარზე. ორივე შენობაში ავიდნენ, რადგანაც იარაღით უნივერსიტეტის ტერიტორიაზე …

„ერთადერთი,  რაც იმედს იძლევა, სტუდენტური მოძრაობებია“

ილია ურუშაძე, ბსუ-ს მაგისტრანტი: სტუდენტური მოძრაობები თსუ-ში [და არამარტო] ხშირად აპროტესტებდნენ რიგ საკითხებს, აყენებდნენ მოთხოვნებს, თუმცა ამჯერად პირველად დაადასტურა სტუდენტთა ეჭვები უნივერსიტეტის რექტორმა, ვლადიმერ პაპავამ და აღიარა, რომ უნივერსიტეტში დღემდე მუშაობს ე.წ. „ოდეერი“, რომელთან ახლო ურთიერთობაშიც იმყოფება თსუ-ს უნივერსიტეტის კანცლერობის კანდიდატი [გიორგი გაფრინდაშვილი]. გარდა ამისა, დასტურდება, რომ იგი 2011 წელს სტუდენტური თვითმმართველობის წევრებს, რომლებიც სტუდენტებს ფიზიკურად …

ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის მანიფესტი

21 მარტს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 55-ე აუდიტორიაში გაიმართა საჯარო შეხვედრა სტუდენტებს, ლექტორ-მასწავლებლებსა და უნივერსიტეტის სხვადასხვა წარმომადგენლობითი ორგანოების წევრებს შორის. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ „აუდიტორია #115“ -ის წევრები. შეხვედრის ბოლოს სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფმა შეჯამების სახით სტუდენტური მანიფესტი წარმოადგინა, რომლის ტექსტსაც „ბათუმელები“ უცვლელად გთავაზობთ. მანიფესტს არ უერთდება ბსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობა. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა …

სამი მინუსით – ადმინისტრაციას, ორი პლუსით – უნივერსიტეტის თვითმმართველობას

ათბალიანი სისტემით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ადმინისტრაციის მუშაობა 5.98 ქულით, ხოლო სტუდენტური თვითმმართველობისა – 5 ქულით შეაფასეს. სკოლაში არსებული ძველი ნიშნების სისტემას თუ შევადარებთ, ეს „3-“-ით და „2+“-ით ნიშნების ექვივალენტია. ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის -„ბსუ კულისებში“ – წევრებმა უნივერსიტეტის სწავლებისა და მომსახურების ხარისხის კვლევა ჩაატარეს. კვლევა ინტერნეტის მეშვეობით ანკეტირებული მეთოდით …

ბსუ-ს სტუდენტი უნივერსიტეტისა და სახელისუფლო ძალებს შორის ბრძოლაზე

გიორგი ბაგრატიონი, სტუდენტი ვფიქრობ, ყველა კარგად ვხდებით, თუ რა ხდება დღეს საუნივერსიტეტო სივრცეში. ეს არის ბრძოლა უნივერსიტეტსა და სახელისუფლებო ძალებს შორის, უნივერსიტეტიის დამოუკიდებლობისა და ავტონომიურობის დასაცავად. მიუხედავად ამისა, საზოგადოება მაინც ორად იყოფა: ისინი, ვინც აანალიზებენ და იცავენ უნივერსიტეტს და ისინი, ვინც გარკვეული არიან სიტუაციაში, მაგრამ ვერ აღიარებენ, შესაბამისად, უნივერსიტეტს ვერც იცავენ. სწორედ მეორე კატეგორიას შემიძლია მივაკუთვნო …

ინგლისური ენის უფასო ტრენინგ-კურსი ბსუ-ს სტუდენტებისთვის

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობასთან ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, საერთაშორისო ახალგაზრდული ორგანიზაცია “AIESEC”-ის ორგანიზებით,  ბსუ-ს სტუდენტებისთვის ჩატარდება ექვსკვირიანი უფასო ტრენინგ-კურსი ინგლისურ ენაში. პროექტის მიზანს სამეტყველო ინგლისურის გაუმჯობესება და ლიდერული უნარ-ჩვევების განვითარება წარმოადგენს. როგორც ბსუ-ს თვითმმართველობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, ტრენინგ-კურსს გაუძღვება უცხოელი სტაჟიორი. პროექტში მონაწილეობის აუცილებელი წინაპირობა ინგლისური ენის ელემენტარულ დონეზე ფლობაა. მონაწილეობის მსურველებს, დღეს, 10 მარტს, …

სტუდენტური თვითმმართველობის ფინანსური პოლიტიკა

წელს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა ბიუჯეტის გაზრდას და 190 997 ლარის დახარჯვას აპირებს. ყველაზე მეტი თანხის, 23 ათასი ლარის დახარჯვას თვითმმართველობა საახალწლო, კურსდამთავრებულთა გაცილებისა და პირველკურსელთა დასახვედრი წვეულებებისთვის გეგმავს. სპორტული გუნდების სამი მწვრთნელის ხელფასისთვის 18 000 ლარია გათვალისწინებული, ანსამბლ „ტბეთისთვის“ კოსტიუმებისა და აქსესუარების შესაძენად – 12 230 ლარი, სტუდენტური თეატრისთვის – 4 …

ბათუმში სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია – ფაბლაბი გაიხსნა

5 დეკემბერს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია, ე.წ. ფაბლაბი გაიხსნა. იგი ულტრა თანამედროვე აპარატურით არის აღჭურვილი. 3D პრინტერები, ლაზერული მჭრელი და სხვა პროგრამირებადი დაზგა-დანადგარები ფიზიკურ პირებსა და კომპანიებს სხვადასხვა ინოვაციური პროდუქტის ტესტირების საშუალებას აძლევს. ფაბლაბის ბაზაზე შესაძლებელია სხვადასხვა პროდუქტის პროტოტიპირება და მათი მცირე რაოდენობით წარმოება. ინოვაციების ლაბორატორიაში ნებისმიერ სტუდენტს საშუალება ექნება პრაქტიკულ და ბაზარზე ორიენტირებულ ცოდნის მიღებასთან …

Exit mobile version