ბათუმში 3 ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა, 780-მდე ბავშვი კი ბაღის გარეშე დარჩა

ბათუმის მერია სამი ახალი საბავშვო ბაღის გახსნის შესახებ იუწყება და ბაღების საზეიმოდ გახსნის ფოტოებს ფეისბუქზე აქვეყნებს. ახალი ბაღების გახსნას ბათუმში ბაგრატიონისა და ქათამაძის ქუჩებზე ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი, მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ. ახალი ბაღი გაიხსნა ასევე დაბა ჩაქვში, ჭავჭავაძის ქუჩაზე. მერიის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, შენობები ადაპტირებულია შშმ პირთათვის და აღჭურვილია …

ბათუმის მერია 3 საბავშვო ბაღის აშენებას აპირებდა, მაგრამ ერთიც ვერ ააშენა – რიგშია 842 ბავშვი

2022 წლის ბოლომდე ბათუმის მერია მოსახლეობას მინიმუმ სამი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობას ჰპირდებოდა. წლის ბოლოს გაირკვა, რომ ბათუმში სამიდან ერთი ბაღიც ვერ აშენდა. სამი საბავშვო ბაღის ასაშენებლად ბიუჯეტიდან 8 მილიონ 617 ათას 402 ლარი გამოიყო, სამუშაოების მხოლოდ მცირე მოცულობა შესრულდა და შეწყდა. შეწყდა ხელშეკრულებებიც. ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა წელს სამივე მშენებლობა მოინახულა და ფეისბუქპოსტებიც დადო. …

ბათუმის საბავშვო ბაღებში სწავლა ორშაბათიდან სრულად განახლდება

ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების ადმინისტრაციის ინფორმაციით, სასწავლო პროცესი ქალაქის 32-ივე ბაღში ორშაბათიდან, 17 იანვრიდან სრულად განახლდება. „ბაღები მზადყოფნაშია, როგორც კვების, ასევე სანიტარული კუთხითაც“ – გვითხრეს ბაღების გაერთიანებაში. გაერთიანების დირექტორის, დავით დიასამიძის თქმით, „უწყებათაშორისი საბჭოს რეკომენდაციებს ვეყრდნობით და ამ რეკომენდაციების სრული დაცვით განახლდება პროცესი ყველა საბავშვო ბაღში. თუ კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდება და იქნება ამისი საშუალება, სააღმზრდელო პროცესს ლოკალურად …

ბათუმის საბავშვო ბაღებში პროდუქტის გაცემა განახლდა – რაში ხარჯავს გაერთიანება 15 მილიონს

ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებამ აღსაზრდელებისთვის გათვალისწინებული პროდუქტების გაცემა განაახლა. გასულ წელს, როცა პანდემიის გამო ბაღები დაიხურა, პროდუქტებს ბავშვებს ყოველთვიურად ურიგებდნენ. მიმდინარე წლის იანვარში კი, გაერთიანებამ პროდუქტი არ დაარიგა. „ბათუმელები“ დაინტერესდა, რატომ არ გაიცა პროდუქტი მაშინ, როცა ბათუმის ბიუჯეტი დეკემბერში დამტკიცებული იყო, ბაღების გაერთიანება კი ქალაქის ბიუჯეტიდან ფინანსდება. „საქართველოს მთავრობის დადგენილებით 3 იანვრიდან 18 იანვრამდე გამოცხადდა …

ბათუმის ბაღებში ხელფასები 100 ლარით არ იზრდება – გახარიას შეუსრულებელი დაპირება

2019 წლის აგვისტოში მთავრობის სხდომაზე ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ თქვა: „2020 სასწავლო წლისთვის საბავშვო ბაღის მასწავლებელთა ხელფასი გაიზრდება საშუალოდ 100 ლარით“. ბათუმის ერთ-ერთი საბავშვო ბაღის თანამშრომელმა „ბათუმელებს“ აცნობა, რომ პრემიერის ეს დანაპირები ტყუილი აღმოჩნდა – მათ უკვე უთხრეს, რომ 2020 სასწავლო წლიდან ხელფასები არ გაეზრდებათ. საბავშვო ბაღში დასაქმებულმა პირმა, ვინც ამის შესახებ „ბათუმელებს“ აცნობა, შემდგომი …

ბათუმის ბაღებში ბავშვებმა შესაძლოა დღეჩაგდებით იარონ – გაერთიანების დირექტორი

ბათუმის საბავშვო ბაღებში შესაძლოა ბავშვებმა დღეჩაგდებით იარონ, ან დღის განმავლობაში გაკეთდეს ცვლა – ნაწილი დღის პირველ ნახევარში ივლის, ნაწილი – დღის მეორე ნახევარში. ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებაში ამბობენ, რომ ყველაფერი დამოკიდებულია იმ რეკომენდაციებზე, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო შეიმუშავებს საბავშვო ბაღებისთვის. თუ რაიმე არ შეიცვალა, ბათუმის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესის განახლება 15 სექტემბერსაა დაგეგმილი. გაერთიანების დირექტორი, მამუკა …

ბათუმში 842 ბავშვი წელს საბავშვო ბაღის გარეშე რჩება – 31 ივლისის მონაცემები

ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების ელექტრონულ პროგრამაში, 31 ივლისის [11:30 საათის] მდგომარეობით, 842 ბავშვია რიგში, რომლებიც მუნიციპალურ ბაღებში ვერ ჩაირიცხნენ. რიგი ნიშნავს, რომ სასურველ ჯგუფში, სადაც მშობელი ბავშვს არეგისტრირებს, შევსებულია. რეგისტრაციის პროცესი კი, გრძელდება. ბათუმში 33 მუნიციპალური საბავშვო ბაღია. ბაღების გაერთიანებაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ლიმიტი სულ არის 8080 [ყველა ჯგუფში, როგორც ადრე, ისე ახალჩარიცხულების რაოდენობა ჯამში]. …

ბათუმის საბავშვო ბაღებში პროდუქტის გაცემის მორიგი ეტაპი იწყება

ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების ცნობით, 16 ივლისს ბათუმის მერია მუნიციპალური საბავშვო ბაღებიდან პროდუქტის გაცემის IV ეტაპს იწყებს. საბავშვო ბაღების გაერთიანების ინფორმაციით, საბავშვო ბაღების აღსაზრდელების მშობლები სასურსათო პროდუქტების მიღებას მათივე ბაღებიდან შეძლებენ. თითოეული აღსაზრდელის მშობელი მიიღებს მათთვის განკუთვნილ სასურსათო კალათას. სასურსათო კალათის შემადგენლობაში შედის: ყველი – 1,200კგ, რძე – 1 ლტ, კარაქი – 200 გრ, ზეთი …

პირველ აპრილამდე ბათუმის საბავშვო ბაღებში სწავლა გადაიდო – კორონავირუსის პრევენცია

საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი 16 მარტს აღარ განახლდება. ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის საფუძველზე ბაღებში სწავლის განახლება პირველ აპრილამდე გადაიდო. გადაწყვეტილების მიზეზი კორონავირუსის პრევენციაა. შესაბამისი რეკომენდაცია გაიცა კერძო ბაღებზეც. ბათუმის ბაღების ადმინისტრაციების ინფორმაციით, საბავშვო ბაღებში უკვე ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები: „დამუშავდა როგორც შენობა, ასევე ინვენტარი და სათამაშოები“. ბათუმის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი აქამდეც შეჩერებული იყო – არდადეგები ნაცვლად …

ბათუმის საბავშვო ბაღებში სახანძრო სისტემებს დაამონტაჟებენ

ბათუმის 21 საბავშვო ბაღში სახანძრო სისტემების დამონტაჟებაში ბათუმის მერიის ბაღების გაერთიანება 315 ათასამდე ლარს გადაიხდის. გაერთიანებამ შესაბამისი ტენდერი უკვე გამოაცხადა. სამუშაოები კი უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების დადებიდან 120 კალენდარულ დღეში. [toggle title=”ბათუმის საბავშვო ბაღების ჩამონათვალი ნახეთ აქ“]სახანძრო სიგნალიზაციების სისტემების მონტაჟის სამუშაოები უნდა განხორციელდეს ა(ა)იპ „ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების“ დაქვემდებარებაში არსებულ ოცდაერთ საბავშვო ბაღში, კერძოდ: საბავშვო ბაღი …

ბათუმის საბავშო ბაღების გაერთიანება 1 მილიონამდე ლარის ძროხის ხორცს იყიდის

ბათუმის საბავშო ბაღების გაერთიანებამ საქონლის [ძროხის] ხორცის შესყიდვაზე ტენდერი 1 064 800 ლარით გამოაცხადა. 2020 წლის 10 იანვრიდან 2020 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში გაერთიანება, ბათუმის 33 საბავშვო ბაღისთვის, ჯამში 48 400 კილოგრამი ძროხის ხორცის შესყიდვას გეგმავს. „განსაზღვრული რაოდენობა წარმოადგენს საორიენტაციო/სავარაუდო რაოდენობას, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ შესყიდვის ობიექტის ფაქტობრივი ათვისება დამოკიდებული იქნება ბავშვთა ფაქტიურ გამოცხადებაზე,“ – აღნიშნულია …

ბათუმის საბავშვო ბაღებისთვის 14 მეორად პიანინოს ყიდულობენ

ბათუმის საბავშო ბაღების გაერთიანება 14 ცალ პიანინოს 35 ათას ლარად შეისყიდის. გაერთიანებამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. პირობის მიხედვით, პიანინო უნდა იყოს ახალი [გამოუყენებელი] ან/და მეორადი [ექსპლუატაციაში შესული] რესტავრაციის გარეშე. გაერთიანების ინფორმაციით, პიანინოებს ბათუმის იმ საბავშვო ბაღებს გადასცემენ, სადაც არსებული ინსტრუმენტები რესტავრაცია-აღდგენას აღარ ექვემდებარება. ეს ბაღებია: N1, 2, 3, 4, 8, 13, 14, 16, 17, 29, 30, …

ბათუმის საჯარო საბავშვო ბაღებში 25 სპეცმასწავლებელი იმუშავებს 

ბათუმის ბაღების გაერთიანება სპეცმასწავლებლებს აიყვანს. ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის მამუკა შამილიშვილის ინფორმაციით, სპეცმასწავლებლები ბათუმის 25 საბავშვო ბაღში იმუშავებენ.   მისივე ინფორმაციით, ბათუმის საბავშვო ბაღებში 115 სპეციალური საჭიროების მქონე აღსაზრდელია. ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა განმარტა, რომ სწორედ სპეცმასწავლებლების დამატებისთვისაა გათვალისწინებული ის თანხა, რომელიც 2020 წლის ბიუჯეტის პროეტში ნამატის სახით აისახა და „უკვე დასაქმებული აღმზრდელებისა და მასწავლებლების ხელფასების გაზრდა …

საბავშვო ბაღებში ენერგოეფექტურობის სტანდარტის დანერგვას 6 მილიონამდე ევროთი KFW დააფინანსებს

ბათუმის მერიის ინფორმაციით, დღეს, 18 ივნისს, მერიასა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს [KFW] შორის „განსაკუთრებული შეთანხმება“ გაფორმდა. შეთანხმების თანახმად, ბათუმის საბავშვო ბაღებში ენერგოეფექტურობის ევროპულ სტანდარტებს დანერგავენ. „ენერგოეფექტურობის ღონისძიებები და ევროკავშირის შენობების ენერგოეფექტურობის სტანდარტებთან დაახლოება“ – მერია ცვლილებებს ამ პროექტის ფარგლებში განახორციელებს. შეთანხმებას ხელი ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ და KFW-ს წარმომადგენელმა კლაუს ფაიგელმა მოაწერეს. მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, …

ბაღების გამოხმაურება დაჯარიმებაზე

„ბათუმელების“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას – რატომ დააჯარიმა სურსათის სააგენტომ აჭარაში 26 საბავშვო ბაღი – კონტროლის შედეგები, ბათუმის მე-4 საბავშვო ბაღის გამგე ირმა ნაკაშიძე გამოგვეხმაურა. მისი განმარტებით, სურსათის სააგენტომ არა მათი ბაღი, არამედ საბავშვო ბაღების გაერთიანება დააჯარიმა.  „როდესაც მოვიდნენ შემოწმებაზე, დადეს დასკვნა, რომ შეუსაბამობა იყო კვადრატულობა, ფართობი, რაც კაპიტალურ რემონტს საჭიროებდა. რემონტის დაწყება კი ნიშნავდა იმას, რომ სამი თვით …

გაგრძელდება თუ არა საახალწლო არდადეგები სკოლებსა და საბავშვო ბაღებში

აჭარის განათლების სამინისტროში, ჯერჯერობით, არ აქვთ პასუხი კითხვაზე, გაგრძელდება თუ არა საახალწლო არდადეგები H1N1 ვირუსის გავრცელების გამო. „ჯერ კიდევ ერთი კვირა გვაქვს ვიდრე არდადეგები დასრულდება, თანაც ჯანდაცვის სამინისტრო არ ამბობს, რომ ეპიდემიის ზღვარზე ვართ, ამიტომაც დაველოდებით როგორი ინფორმაცია ექნება ჯანდაცვის სამინისტროს ერთ კვირაში. ჯერ გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით სამინისტროში არ მიუღიათ“, – გვითხრეს სამინისტროს პრესსამსახურში. ჯანდაცვის სამინისტროს …

რატომ დატოვა პედაგოგმა საბავშვო ბაღი, სადაც ბავშვებზე ძალადობის მუხლით გამოძიება დაიწყო

პედაგოგმა, რომელმაც მშობელს ბავშვის ტირილის შესახებ ტელეფონით აცნობა, ხოლო შემდეგ გამოძიება ბავშვებზე ძალადობის მუხლით დაიწყო, ბათუმის მე-14 საბავშვო ბაღი დატოვა თუ დაატოვებინეს. საუბარია ამ საბავშვო ბაღში რამდენიმე დღის წინ მომხდარ შემთხვევაზე – ერთ-ერთმა მშობელმა, ინგა დავითაძემ „ბათუმელებთან“ ბავშვების პარაზიტებზე ანალიზის პროცესი აღწერა და თქვა: „ბავშვებს ერთმანეთის დასანახად აშიშვლებდნენ“ ამ ფაქტზე შს სამინისტრომ ძალადობის მუხლით გამოძიება …

ბათუმში საბავშვო ბაღის აღმზრდელებს ხელფასი გაეზრდებათ

ბათუმში საბავშვო ბაღის აღმზრდელებს ხელფასი 20 პროცენტამდე გაეზრდებათ – საკრებულომ ამ საკითხს რამდენიმე წუთის წინ დაუჭირა მხარი. „აქამდე თუ არ შეიძლებოდა და ამბობდით, კანონის შეცვლა სჭირდება ამასო, ახლა როგორ ზრდით?”- იკითხა სხდომაზე რაულ თავართქილაძემ, “ევროპული საქართველოდან”. საბავშვო ბაღების აღმზრდელებისთვის ხელფასის გაზრდას ბოლო რამდენიმე თვეა ოპოზიცია აქტიურად ითხოვდა. „ეს იყო დაკავშირებული საბიუჯეტო რესურსთან. როგორც კი გამოჩნდა …

დახარჯული მილიონი და დაბზარული შენობა – ვის დააკისრებს პასუხისმგებლობას მერია

საბავშვო ბაღის შენობა, რომლის მშენებლობაზე ერთი მილიონ 32 769 ლარი დაიხარჯა, საფრთხის შემცველია. ფაქტი საკრებულოს სხდომაზე ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმაც დაადასტურა. დაბზარულკედლებიან შენობაში ყოველდღე 300-მდე ბავშვი დადის. შენობა ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე მდებარეობს. ბათუმის მერის მოადგილე, ლელა სურმანიძე, „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ამ განცხადების შემდეგ მან 27-ე საბავშვო ბაღის შენობა მოინახულა. „კედლებზე ბზარი მანამდე იყო, თუმცა რამდენიმე ადგილას ბზარები …

ბათუმის მერი: ბაღების დაფინანსების სისტემა შეიცვლება

ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე მიიჩნევს, რომ ბაღების დაფინანსების საკითხი გადასახედია. როგორც მერი ამბობს, „გადახედვაში“ გულისხმობს დაფინანსების სისტემაში ცვლილებას. „ჩვენ რამდენიმე ვარიანტზე ვმუშაობთ, მათ შორის, ოპოზიციის მხრიდან გაჟღერებულ ვარიანტზე, ვაუჩერიზაციაზე, ასევე, იმაზე, დავტოვოთ თუ არა ბაღები სრულიად უფასო ან თანადაფინანსებით მშობლების მხრიდან. სამივე ვარიანტი განხილვაშია,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ საუბარში ლაშა კომახიძე. „ბათუმელების“ კითხვაზე, როგორია პირადად მერის …

აიღებენ თუ არა დანამატს წინასაახალწლოდ საბავშვო ბაღების თანამშრომლები ხელვაჩაურში

ხელვაჩაურის საბავშვო ბაღის თანამშრომლის თქმით, ბაღში დასაქმებულებს ყოველკვარტალური დანამატი მესამე კვარტალის ბოლოს არ აუღიათ და ვერც წინასაახალწლოდ მიიღებენ: „გამგეობაში დავრეკეთ და მხოლოდ ის გვითხრეს, არ გეკუთვნით და ვერც მიიღებთ, თუ არ გაწყობთ, კარი ღიაა და მიბრძანდითო. სად გვიშვებენ, არ ვიცით.  ვიცით, რომ ბათუმში დარიგდა და ჩვენ შემთხვევაში ვერ გავარკვიეთ რა ხდება.“ ბაღში დასაქმებულის თქმით, ის …

ფაროსანას გამო ბათუმში საბავშვო ბაღებმა სააღმზრდელო პროცესი შეაჩერეს

ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებამ საბავშვო ბაღებში სამუშაო პროცესი სამი დღით შეწყვიტა. გაერთიანების განცხადებით, მიზეზი ბაღებში აზიური ფაროსანას შეწამვლის სამუშაოებია. „მწერის გასანადგურებლად შესაბამის სამსახურებთან შეთანხმებით ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახური სპეციალური ხსნარებით დაამუშავებს და შეწამლავს საბავშვო ბაღების ეზოებს. სამი დღით სააღმზრდელო პროცესის შეწყვეტა აღსაზრდელების უსაფრთხოების გამო გადაწყდა,“ – აღნიშნულია ბათუმის საბავშო ბაღების განცხადებაში. სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი …

ბათუმში 13 მუნიციპალურ საბავშვო ბაღს ციფრულ ფორტეპიანოებს გადასცემენ

13 ციფრულ ფორტეპიანოს ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანება შეისყიდის, რისთვისაც 34 190 ლარია გათვალიწინებული. გაერთიანების ინფორმაციით, ახალ პიანინოს ბათუმში მოქმედი 32-ივე ბაღი ითხოვდა, თუმცა მათგან, ამ ეტაპზე, შეაჩიეს მხოლოდ 13. „საბავშვო ბაღებში არსებული პიანინოები მოძველებულია, თუმცა ამ 13 ბაღში იმდენად, რომ რეაბილიტაცია-შეკეთებას აღარ ექვემდებარება, ამიტომ მათთვის ახალ პიანინოებს შევიძენთ. რაც შეეხება დანარჩენ ბაღებს, იქ არსებული ინსტრუმენტები ექვემდებარება …

საბავშვო ბაღების მასწავლებლები მმართველი პარტიის შეხვედრაზე ბათუმში

ბათუმში საბავშვო ბაღების მასწავლებლები და აღსაზრდელების მშობლები „ოცნებასთან“ შეხვედრაზე დაიბარეს. როგორც საბავშვო ბაღების ადმინისტრაციებში აცხადებენ, მმართველ პარტიასთან შეხვედრა მათ ბათუმის საბავშო ბაღების გაერთიანებამ შესთავაზა, რომელიც ბათუმის მერიის ა(ა)იპია. „საბავშვო ბაღის მასწავლებელმა მითხრა, თუ წამოხვალ „ქართული ოცნების“ შეხვედრაზე, გვავალებენ მშობლების შეკრებასო. მე უარი ვუთხარი, სხვებმა არ ვიცი რა ქნეს“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ბათუმში მდებარე ერთ-ერთი საბავშვო …

ბათუმის საბავშვო ბაღებში დამატებით 1000-ზე მეტ აღსაზრდელს მიიღებენ

ახალი სასწავლო წლიდან, ბათუმის საბავშვო ბაღებში დამატებით 1000-ზე მეტ აღსაზრდელს მიიღებენ. მშობლებს სამი წლის ასაკს მიღწეული შვილების დარეგისტრირება ონლაინრეჟიმში, მთელი წლის განმავლობაში შეეძლებათ. ახალი სასწავლო წლიდან სააღმზედელო დაწესებულებებში 2 ათას 593 ადგილი გამოთავისუფლდება. ამ დროისთვის 1500 აღსაზრდელი უკვე დარეგისტრირებულია. აღსანიშნავია, რომ ბათუმის საბავშვო ბაღების ჯგუფებში განსაზღვრული 35 აღსაზრდელის ადგილი. ლიმიტის ზემოთ პროგრამა არ ჩარიცხავს აღსაზრდელს. ააიპ ,,ბათუმის …

Exit mobile version