ბათუმის საქალაქო ავტობუსებში გადახდა ნებისმიერი საბანკო ბარათით იქნება შესაძლებელი

ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებში მგზავრობის საფასურის გადახდა ნებისმიერი ტიპის საბანკო ბარათით იქნება შესაძლებელი. „ბათუმელებს“ ქალაქის მერიაში უთხრეს, რომ საჭიროა პირველ რიგში საკრებულოს შესაბამისი დადგენილება, შემდეგ კი, გადახდის აპარატების [ვალიდატორების] შეცვლა-განახლება. ქალაქის მერიამ საკრებულოში უკვე შეიტანა პროექტი, რომლითაც ცვლილება უნდა შევიდეს იმ დადგენილებაში, რომელიც ბათუმში საქალაქო ავტობუსებით მგზავრობას არეგულირებს. „არსებული დადგენილების საფუძველზე მუნიციპალურ ტრანსპორტში ელექტრონული საგადახდე სისტემის …

რა ხდება ბათუმში ახალი ავტობუსების შესყიდვაზე, რისთვისაც 7 მილიონია გამოყოფილი

ბათუმისთვის ახალი მუნიციპალური ავტობუსების შესაძენად ტენდერი ამ დრომდე არ არის გამოცხადებული. ბათუმის მერიაში და „ბათუმის ავტოტრანსპორტში“ ამ ეტაპზე ვერც ის გვითხრეს, რამდენი ავტობუსის შეძენაა წელს დაგეგმილი. ბათუმის ავტოპარკის განახლებასთან დაკავშირებით პროცედურების დაწყებაზე ბათუმის მერმა თითქმის ორი თვის წინ განაცხადა. ქალაქის ბიუჯეტში კი, ავტობუსების შესაძენად 7 მილიონი ლარია გამოყოფილი. „კონსოლიდირებული ტენდერი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ უნდა გამოაცხადოს. …

ბათუმში მუნიციპალურ ავტობუსს ტრაილერი დაეჯახა – არიან დაშავებულები

დღეს, 3 აგვისტოს, ბათუმში მუნიციპალურ ავტობუსს ტრაილერი დაეჯახა. სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მისულ მედიკოსების ჯგუფს 6 დაშავებული დახვდა, პირველადი ინფორმაციით, ზედაპირული ტრავმებით. დაშავებულები ბათუმის კლინიკებში გადაიყვანეს. ავტოავარია თამარ მეფის გამზირზე მოხდა. „ბათუმის ავტოტრანსპორტში“ ამბობენ, რომ „ავტოსაგზაო შემთხვევა მუნიციპალური ავტობუსის ბრალეულობით არ მომხდარა“. „ბათუმელები“ შს სამინისტროსგან ელოდება პასუხს, რა მუხლით დაიწყო გამოძიება ავტოავარიაზე.

რატომ არ იღებება ზებრა გადასასვლელები ბათუმში

ბათუმში, შედარებით პერიფერიულ ქუჩებზე ზებრა გადასასვლელები თითქმის ყველა ქუჩაზე წაშლილია. მაგალითად ბესიკის, დემეტრე თავდადებულის, გიორგი ბრწყინვალეს, ლუკა ასათიანის ქუჩებზე, საღებავის აქა-იქ შემორჩენილი ფრაგმენტებით თუ მიხვდებით, რომ ქუჩის ამ მონაკვეთში ზებრაა და ქუჩაზე გადასვლისას გზა ავტომობილმა უნდა დაგითმოთ. საგზაო უსაფრთოების ნიშნულების გაკეთება „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ვალდებულებაა. აღნიშნულ სამსახურს ვკითხეთ, თუ რატომ არ არის დახაზული ქვეითთა გადასასვლელები და …

ბათუმს 40 ახალი ავტობუსი აქვს

ბათუმის მერიამ ბათუმისთვის ISUZU-ს მარკის 40 ახალი ავტობუსი შეიძინა. ბათუმის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ავტობუსები ორი ტიპისაა. კერძოდ, EURO 5 სტანდარტის, citibus-ის მოდელის 16 ერთეული ავტობუსით ერთდროულად  63 მგზავრის გადაყვანაა შესაძლებელი. ხოლო EURO 6 სტანდარტის, novociti life-ის მოდელის 24 ერთეული ავტობუსით – ერთდროულად 53 მგზავრის გადაყვანა. ბათუმის მერიის ცნობით, ავტობუსები სრულად ადაპტირებულია, აღჭურვილია გათბობისა და …

რა გრაფიკით იმოძრავებენ საქალაქო ავტობუსები ბათუმში პირველი ივლისიდან

„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, ქვეყანაში გადაადგილებაზე არსებული აკრძალვების მოხსნის გამო, პირველი ივლისიდან ბათუმის მუნიციპალური ტრანსპორტი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. მარშრუტის ნომერი – სამუშაოს დაწყება – სამუშაოს დასრულება: N1 – 06:55 – 23:35 N1ა – 07:05 – 23:45 N2 – 07:00 – 22:28 N2ა – 07:16 – 22:12 N3 – 07:00 – 23:20 N4 – 07:00 – …

ბათუმის მერია 40 ახალი ავტობუსის შეძენას გეგმავს

ბათუმის მერია 40 ახალი ავტობუსის შეძენას გეგმავს, ეს ინფორმაცია მერის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ ჩიქოვანმა საკრებულოს სხდომაზე ბიუჯეტში ცვლილების წარდგენისას გაახმოვანა. ბიუჯეტში ცვლილების დამტკიცების შემდეგ ახალი ავტობუსების შესაძენად 2 500 000 ლარი გაითვალისწინეს. არჩილ ჩიქოვანის ინფორმაციით 2021 წლის ბოლოს ბათუმი უკვე მიიღებს 20 ახალ ავტობუსს, რომელთა შეძენაზეც შესყიდვების ეროვნულ სააგენტოს ჰქონდა გამოცხადებული ტენდერი და ამ დროისთვის …

მერია კვლავ ითხოვს ცნობის მიტანას ახალი ნომრის აღებისას, თუ არა – დაჯარიმდებით

„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, ახალი სანომრე ნიშნის აღებისას გადახდილი პარკირების საფასური ძველ სანომრე ნიშანზე რჩება. „შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსგან მიღებული ცნობა უნდა წარმოადგინოთ შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტში“, რათა მოხდეს ინფორმაციის ბაზაში შეყვანა და პარკირების საფასურის გადმოტანა. წინააღმდეგ შემთხვევაში დაჯარიმდებით,“ – აღნიშნულია „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. რატომ ვერ იღებს ამ მონაცემებს მერია ავტომატურ რეჟიმში და …

აღმაშენებლის წრიულზე მოძრაობა შეიზღუდა – ტრანსპორტის გადაადგილების ახალი სქემა

ბათუმში, ტბელ-აბუსერიძისა და აღმაშენებლის ქუჩების კვეთაში არსებულ წრიულზე სატრანსპორტო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდა ორი თვით. მერიის ცნობით, შეზღუდვის გამო სატრანსპორტო მოძრაობა შემდეგი სქემის მიხედვით ხორციელდება: [checklist] ტბელ აბუსერიძის ქუჩიდან აეროპორტის გზატკეცილისკენ მიმავალი ნაკადი იმოძრავებს შეუფერხებლად, თუმცა შეხვევას ვერ მოახერხებს კობალაძისა და აღმაშენებლის ქუჩების მიმართულებით; აღმაშენებლისა და ბაგრატიონის ქუჩების კვეთაში მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება და აღმაშენებლის ქუჩიდან მომავალი …

მერია ბათუმისთვის 40 ახალი ავტობუსის შესაძენად ფასს ადგენს

ბათუმის მერია 40 ახალი საქალაქო ავტობუსის შესაძენად ფასებს აზუსტებს. ავტობუსები უნდა იყოს სიგრძით 10 მეტრი [16 ცალი] და 8,5 მეტრი [24 ცალი], დიზელის საწვავზე მომუშავე ძრავით – არანაკლებ Euro 5 და Euro 6 ემისიის სტანდარტის შესაბამისი. ავტობუსები უნდა იყოს ადაპტირებული, ამასთან, არანაკლებ 60 მგზავრზე გათვლილი. საქალაქო ავტობუსების შესყიდვის მიზნით ბაზრის კვლევა „ბათუმის ავტოტრანსპორტმა“ გამოაცხადა. დაინტერესებული …

„გაუქმდეს პარკირების საჯარიმო ქვითრები“ – მოთხოვნა სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ

„მერმა გააუქმოს დღემდე ყველა გამოწერილი საჯარიმო ქვითარი. შეაჩეროს პარკირების გადასახადი და არ დაჯარიმდნენ მოქალაქეები, სანამ არ იქნება კანონით დადგენილ ნორმებში მოწესრიგებული პარკირება,“ – აცხადებს გია ხალვაში, „ახალგაზრდა ლიდერთა ინიციატივის“ ხელმძღვანელი. მან დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გააცნო ჟურნალისტებს, რომლის მიხედვითაც „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ მიერ გამოწერილი საჯარიმო ქვითარი მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ უკანონოდ მიიჩნია. …

ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსზე გარე რეკლამაში 1000 დოლარი მოგვთხოვეს – ენმ

„ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, გიორგი კირთაძე აცხადებს, რომ [ერთ] მუნიციპალურ ავტობუსზე საარჩევნო რეკლამის განთავსებაში კომპანიამ ენმ-ს 1000 დოლარი მოსთხოვა, რაც ბევრად აღემატება რეალურ ფასს, რა ფასადაც რეკლამირების უფლება აქვს ამ კომპანიას ბათუმის საკრებულოსგან გადაცემული. გიორგი კირთაძის თქმით, 31 ივლისს ბათუმის საკრებულომ გადაწყვიტა, რომ ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებზე გარე რეკლამის უფლება 30 წლით გაესხვისებინა. „აუქციონზე ერთადერთი, …

მერია ბათუმის ავტობუსებზე რეკლამის განთავსების უფლებას 4 მილიონად ყიდის

ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებზე რეკლამის განთავსების უფლების მოსაპოვებლად „ბათუმის ავტოტრანსპორტი“ აუქციონის გამოცხადებას გეგმავს. პროექტის მიხედვით, ამ უფლების გადაცემა 30 წლით იგეგმება, რისთვისაც საწყისი ფასი აუქციონზე 4 მილიონი ლარი იქნება. აუქციონზე საბოლოოდ დაფიქსირებულ თანხას კი გამარჯვებული „ავტოტრანსპორტს“ ერთბაშად გადაუხდის. „საკრებულოში აუქციონის პირობებთან ერთად გადაგზავნილია სამხარაულის დასკვნაც. ყველაფერი არის დაზუსტებული, დათვლილი და ეს პირობები „ავტოტრანსპორტისთვის“ საკმაოდ მომგებიანია. შემოსული …

ველოსიპედებისთვის GPS ნავიგაციისა და ახალი სერვისის შესაძენად 200 500 ლარია გამოყოფილი

„ბათუმიველოს“ ველოსიპედები ბათუმში სულ მცირე სექტემბრის თვემდე არ გამოჩნდება. მერიის შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტმა“ გამოაცხადა ტენდერი მომსახურების შესყიდვაზე, რომელიც მოიცავს: 100 ცალ GPS ნავიგაციის მოწყობილობას ველოსიპედებისთვის, შესაბამისი პლატფორმით/სერვერით სარგებლობას და ადმინისტრირებას. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 200 ათას 500 ლარია. „ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, საწყის ეტაპზე, ქალაქში ახალი სისტემის საშუალეთ, 100 ველოსიპედით სარგებლობა იქნება შესაძლებელი, რაც გულისხმობს ველოსიპედებით სარგებლობას მობილური …

ბათუმში 8 თეთრი ელექტროავტობუსი ივლის

8 ელექტროავტობუსი ბათუმის ქუჩებში შემოდგომაზე უნდა გამოჩნდეს – დღეს, 8 ივლისს, ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ ფეისბუქზე ბათუმისთვის აწყობილი ელექტროავტობუსის ვიდეოც გაავრცელა. ბათუმის ავტოტრანსპორტის ინფორმაციით, ელექტროავტობუსები თეთრი ფერის იქნება. 8 ელექტროავტობუსის შესყიდვაზე შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტსა“ და ბელორუსულ კომპანია  „ბელკომუნამაშს“ შორის ხელშეკრულება 2019 წლის 10 სექტემბერს გაფორმდა. ბათუმის მერიის ინფორმაციით,  ელექტროავტობუსების პროექტისთვის 3 მილიონ 777 ათასი ევრო დაიხარჯება: „აღმოსავლეთ …

რას უპირებს მერია „ბათუმიველოს“ – სისტემიდან ყველა ველოსიპედი ჩახსნილია

ბათუმის მერიამ „ბათუმიველოს“ სისტემის განახლება ზაფხულის დადგომის შემდეგ გადაწყვიტა. ამ დროისთვის მუნიციპალური ველოსიპედით ვერც ბათუმის ბულვარში გაისეირნებთ და ვერც ქალაქში – ქსელში ველოსიპედი აღარ არის. „360 ველოსიპედია ჩვენს ბალანსზე, მიმდინარეობს სისტემის განახლება და ამ ველოსიპედების შეკეთება, დაახლოებით 15 – 20 დღეში დავაბრუნებთ ველოსიპედებს ქსელში,“ – ამბობს მარად სანიკიძე, „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ადმინისტრაციის უფროსი. ბათუმის მერიამ ახალი …

ბათუმში 6 ადგილას ფასიან პარკირებას მოაწყობენ

ბათუმში 6 ადგილას ფასიანი პარკირება მოეწყობა. შესაბამისი სამუშაოების შესყიდვაზე ქალაქის მერიის შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტმა“ ტენდერი უკვე გამოაცხადა. სატენდერო თანხა 312 021 ლარია. ტენდერის პირობის მიხედვით, „მართვისა და კონტროლის, უსაფრთხოების და სასიგნალო მოწყობილობები ავტოსადგომებისთვის – თანმდევი მომსახურება, მონტაჟი და ექსპლოატაციაში გაშვება/მიწოდება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად (მოთხოვნის შესაბამისად), ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში“. „ბათუმის …

ბათუმში N12 ავტობუსის მძღოლი კორონავირუსის შიშით მგზავრებს ასასვლელ კარს არ უღებს

დღეს, 14 მარტს, „ბათუმელებს“ ერთ-ერთი მგზავრი დაუკავშირდა, რომელიც ბათუმში მუნიციპალური ავტობუსით გადაადგილდებოდა. მგზავრის ინფორმაციით, N12 ავტობუსის მძღოლი კორონავირუსისგან დაცვის მიზნით, ავტობუსის წინა, ასასვლელ კარს მგზავრებს არ უღებს. „თქვენს ვირუსებს ხომ არ ავიკიდებო“ – ეუბნებოდა მგზავრებს. მიუხედავად იმისა, რომ წინა კარის გაღებას ითხოვდნენ ადამიანები, მძღოლი მაინც არ აღებდა და ჩამსვლელებიც და ამომსვლელებიც ერთი კარით სარგებლობდნენ“ – …

როგორ სუფთავდება ბათუმის მუნიციპალური ავტობუსები – კორონავირუსის პრევენცია

საქართველოში, დღეს, 29 თებერვალს, ახალი კორონავირუსის [COVID-19] უკვე მესამე შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს ჰიგიენური ნორმების დაცვისკენ მოუწოდებს, განათლების სამინისტრო კი, სკოლებს დამატებით მითითებებს აძლევს. ბათუმის მერიის შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, მათ დამატებითი მითითებები კორონავირუსის პრევენციის მიზნით არ მიუღიათ, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში სპეციალურ ღონისძიებებსაც გაატარებენ. „მუნიციპალური ავტობუსები, როგორც აქამდე, დღესაც, ჩვეულებრივ რეჟიმში ირეცხება …

რომელი ავტობუსების განრიგი იცვლება 45 დღით ბათუმში

ბათუმში წყალარინების სისტემების რეაბილიტაცია დაიწყო ლეონიძის, ხახულის, აღმაშენებლის, კობალაძის, ფიროსმანის, ინასარიძის ქუჩების მიმდებარე ტერიტორიებზე [ჯავახიშვილის ქუჩიდან მდინარე მეჯინისწყლამდე]. სამუშაოების მიმდინარეობისას ავტოსატრანსპორტო საშუალებები ალტერნატიული ქუჩებით იმოძრავებენ. ბათუმის ავტოტრანსპორტის ინფორმაციით შერიფ ხიმშიაშივილის და რუსთაველის ქუჩების მონაკვეთში (რესტორანი სან-რემოს მიმდებარე ტერიტორია) სარემონტო სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 5 სამარშრუტო ხაზზე მუნიციპალური ავტობუსები შემოვლითი გზით იმოძრავებენ. N10: აეროპორტი – ლეხ და …

90 00 ჯარიმა არასწორი პარკირებისთვის და 7 673 – უბილეთოდ მგზავრობისთვის ბათუმში

ბათუმის ავტოტრანსპორტის ინფორმაციით, გასულ წელს, 2019 წლის პირველი იანვრიდან 30 დეკემბრის ჩათვლით, არასწორი პარკინგისთვის 90 00 ჯარიმა გამოწერეს, თუმცა სამსახურს არ აქვს მიახლოებითი მონაცემებიც კი, თუ რა ოდენობის თანხა შევიდა ბიუჯეტში ამ ჯარიმებიდან. მერიის სამსახურის მიერ გამოწერილი ჯარიმებიდან მხოლოდ ის ჯარიმები მოქმედებს, რომლებიც დამრღვევს სამსახური ოფიციალურად ჩააბარებს, წინააღმდეგ შემთხვევაში დამრღვევი ჯარიმას არ იხდის. ხშირად დამრღვევი  …

რომელ ქუჩებზე ივლის 8 ახალი ელექტრობუსი ბათუმში

„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, ქალაქში 8 ახალი ელექტროავტობუსის შემოყვანასთან დაკავშირებით, გათვალისწინებულია 25 მძღოლისა და 5 ინჟინრის გადამზადება. ახალ ავტობუსებს ბათუმში 2020 წლის აპრილის თვეში ელოდებიან, თუმცა ამ დრომდე არ არის გადაწყვეტილი, თუ რომელ ხაზზე ივლიან ეს ელექტროავტობუსები. გადაწყვეტილი არ არის ავტობუსების ფერიც. „გვინდა მოვიცვათ უფრო  ქალაქის შუაგული. ესაა, ვთქვათ, ბაგრატიონის, ლერმონტოვის, ხიმშიაშვილის, ჯავახიშვილის, გორგილაძის ქუჩები. ელექტროავტობუსების …

ბათუმში #31 სამარშრუტო ხაზის მძღოლები გაიფიცნენ

ბათუმში #31 სამარშრუტო ხაზის მძღოლები გაიფიცნენ. ისინი შემოსავლების სამსახურის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე არიან შეკრებილები. ბათუმის მერიის საქალაქო ტრანსპორტის განყოფილების უფროსის ინფორმაციით, გაფიცულები ითხოვენ, ფიროსმანის ქუჩით არ იმოძრაოს #29 სამარშრუტო ტაქსმა –  მათ „მგზავრები მოაკლდებათ“. #31 სამარშრუტო ტაქსი ბათუმის ბოტანიკური ბაღიდან ქალაქის ცენტრის მიმართულებით მოძრაობს. ამ დრომდე გორგასლის ქუჩით გადაადგილდებოდა და რამდენიმე თვეა, რაც ფიროსმანის ქუჩით …

ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსში უბილეთოდ მგზავრობისთვის ჯარიმა 20 ლარამდე გაიზარდა

„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინიციატივა მუნიციპალური ავტობუსით უბილეთოდ მგზავრობისთვის საჯარიმო სანქციის სახით გათვალისწინებული თანხის ოდენობის გაზრდაზე ბათუმის საკრებულოს უმრავლესობამ დღეს, 19 სექტემბერს, დაამტკიცა. ამ გადაწყვეტილებით, ფაქტობრივად, ჯარიმა გაოთხმაგდა, რადგან ამ დრომდე კანონდამრღვევს, მხოლოდ ხუთი ლარით აჯარიმებდნენ, დღეიდან კი ჯარიმა 20 ლარი იქნება. „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ იურისტის განმარტებით, ცვლილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებამ განაპირობა [ეს კოდექსი არეგულირებს ადმინისტრაციულ ჯარიმებს]. თუმცა …

10 ელექტროავტობუსი ბათუმისთვის – ტენდერში გამარჯვებულს EBRD-ი ერთ თვეში გამოავლენს

„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით დღეს, 13 ივნისს, ბათუმის მერიაში 10 ელექტროავტობუსის შეძენის მიზნით გამოცხადებული საერთაშრისო ტენდერის მეორე ეტაპის სატენდერო პაკეტები გაიხსნა. მეორე ეტაპზე ფინანსური დოკუმენტაცია ორმა კომპანიამ წარადგინა. წარმოდგენილ დოკუმენტაციას ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) 30 დღის განმავლობაში განიხილავს და საბოლოო გამარჯვებულს გამოავლენს. ბათუმისთვის ელექტროავტობუსების შეძენის მიზნით საერთაშორისო ტენდერი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა მიმდინარე წლის …

ახალი ავტობუსები ჩამქრალი ელექტროტაბლოებით

ბათუმში რამდენიმე ახალი ლურჯი ავტობუსი ხაზზე ელექტროტაბლოს გარეშე მუშაობს. ტაბლოს ადგილზე, მაგალითად, ერთ-ერთ ავტობუსზე ნომერი „6“ ქაღალდზეა ამობეჭდილი და ისეა განთავსებული. ანალოგიური მდგომარეობაა ასევე სხვა სამარშრუტო ხაზზე მოძრავ ზოგიერთ ავტობუსზეც. რატომ არ მუშაობს ელექტროტაბლო ავტობუსებზე, რომლებიც ბათუმის მერიამ ერთი წელიც არ არის რაც შეისყიდა? მერიის შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, „ავტობუსებს სერიოზული ტექნიკური პრობლემები არ აქვს. …

რატომ არ მუშაობს შუქნიშნები ბათუმში

ბათუმში, ლუკა ასათიანისა და ჭავჭავაძის ქუჩების გადაკვეთაში, სადაც ინტენსიური მოძრაობაა, შუქნიშანი უკვე მეორე დღეა არ მუშაობს. შუქნიშანი გამორთულია, ასევე, ჭავჭავაძისა და აბუსერიძის ქუჩების გადაკვეთაში, ჯავახიშვილისა და ბაგრატიონის, ლერმონტოვისა და ბაგრატიონის ქუჩების გადაკვეთაში. „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, ლუკა ასათიანის ქუჩაზე შუქნიშნის გათიშვის მიზეზი მიწისქვეშა დაზიანებაა. „მიმდინარეობს სამუშაოები და მალე ჩაირთვება“, – გვეუბნება ბესო დათიაშვილი, „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ მარკეტინგის …

თვითნებურად დაკავებული პარკირების ადგილისთვის 100-200 ლარით დაგაჯარიმებენ

„ბათუმის ავტოტრანსპორტი“ ქალაქის მასშტაბით თვითნებურად დაკავებული პარკირების ადგილების მონიტორინგს იწყებს. მონიტორინგის მიზანი დაკავებული ადგილების ავტომანქანებისგან გათავისუფლებაა. „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, პარკირების ადგილებში კომერციული საქმიანობა იკრძალება. დამრღვევი ფიზიკური პირი ადმინისტრაციული წესით – 100 ლარით დაჯარიმდება, ხოლო იურიდიული პირი – 200 ლარით. „ავტომანქანები, რომელთა იდენტიფიკაცია ვერ მოხდება სარეგისტრაციო ნომრის არქონის გამო გადაყვანილი იქნებიან საჯარიმო სადგომზე. შედეგად, იმ ავტომანქანების …

რა ნომერი ავტობუსით მგზავრობენ ბათუმელები ყველაზე ხშირად

ბათუმში ყველაზე მეტი მგზავრი #1 და #1ა ავტობუსს ჰყავს. ყოველ შემთხვევაში, ასეთია 2019 წლის იანვრის სტატისტიკა – ზამთრის პირველ თვეს ამ ხაზის ავტობუსებით ბათუმში ჯამში 181 809 მგზავრმა ისარგებლა. #1 და #1ა გაივლიან რუსთაველის ქუჩას, სადაც არ მოძრაობენ სამარშრუტო ტაქსები. რუსთაველის ქუჩაზე მდებარეობს ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტი და ასევე, საზღვაო აკადემია, შესაბამისად, ამ მარშრუტის პოპულარობა …

მგზავრებით გადაჭედილი ავტობუსი – რა გამოსავალს ხედავს „ბათუმის ავტოტრანსპორტი“

N12 ხაზზე მოძრავი მუნიციპალური ტრანსპორტის მგზავრები ამბობენ, რომ ავტობუსები ხშირად ისეა ხალხით გადაჭედილი, რომ მგზავრობა შეუძლებელია, განსაკუთრებით დილით და საღამოს საათებში. მოქალაქეების თქმით N12 ავტობუსი, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, გაჩერებაზე ნახევარ საათში ერთხელ მიდის და ეს, მგზავრების რაოდენობიდან გამომდინარე, საკმარისი არ არის. „ბათუმის ავტოტრანსპორტში“ კი აცხადებენ, რომ ამ ხაზზე ყოველდღიურად 8 ავტობუსი მოძრაობს 14-წუთიანი ინტერვალით და უახლოეს მომავალში …

რომელი ავტობუსები იმოძრავებენ შეცვლილი მარშრუტით ბათუმში ერთი კვირის განმავლობაში

ბათუმის ავტოტრანსპორტის ინფორმაციით, დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში შავშეთის ქუჩაზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო #1, #1ა, #4, #8 და #15 მუნიციპალური ავტობუსები შემდეგი მიმართულებით იმოძრავებენ: ნომერი პირველი ავტობუსი იმოძრავებს შემდეგი მიმართულებით – აღმაშენებლის, კობალაძის, ხიმშიაშვილის, რუსთაველის, ბაქოს, ნონეშვილის, გოგოლის, მაიაკოვსკის, წერეთლის, ჭავჭავაძის, თავდადებულის, ბაგრატიონის, ლერმონტოვის, ორბელიანის, ლეონიძის ქუჩებზე. #1ა იმოძრავებს შემდეგი მიმართულებით – აღმაშენებლის, ლეონიძის, ორბელიანის, ლერმონტოვის, …

ვინ, სად, როდის და რამდენჯერ გადაადგილდება ბათუმში – რას ამბობს კვლევა

ბათუმში გამოკითხული რესპონდენტების 46%-ს ოჯახში აქვს მანქანა. კვლევის თანახმად, ყოველ 1000 მოსახლეზე ავტომობილს 136 პირი ფლობს, მათგან 6% აქვს ორი მანქანა და 1%-ს – სამი. ეს უკანასკნელები ყველაზე ინტენსიურად მგზავრობენ კერძო ტრანსპორტით [81%] მაშინ, როდესაც ისინი, ვისაც ერთი მანქანა აქვთ, მას იყენებენ პირადი გადაადგილებისთვის ნახევარზე ნაკლებ შემთხვევაში. კვლევის ავტორების აზრით, ეს შეიძლება აიხსნას საწვავის ფასით …

270 გაჩერება ბათუმში მოსაცდელის გარეშე

ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტის 450 გაჩერებიდან მოსაცდელი მხოლოდ 180 ადგილზეა განთავსებული. ანუ მგზავრებს 270 გაჩერებაზე ღია ცის ქვეშ უწევთ ლოდინი, რაც განსაკუთრებით შემაწუხებელია ავდარში. ბათუმის მერია მომდევნო ერთი წლის განმავლობაში მხოლოდ 20 მოსაცდელის ჩანაცვლებას აპირებს ახლით. სხვა რაიმე ამ კუთხით დაგეგმილი არ აქვს და, შესაბამისად, არც თანხაა გაწერილი ქალაქის ბიუჯეტში. სატრანსპორტო სერვისის განვითარებისთვის ბათუმის 2019 წლის …

მოძველებული საინფორმაციო დაფები და სხვა შენიშვნები ბათუმის ავტოტრანსპორტის მისამართით

ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტი გადაადგილების ყველაზე იაფი საშუალებაა და ე.წ. ყვითელი და ლურჯი ავტობუსებით ბევრი მოქალაქე სარგებლობს, თუმცა ბათუმის ავტოტრანსპორტის მისამართით, რომელიც ბათუმის მერიის შპს-ეა, ისმის არაერთი საყვედურიც. ამჯერად „ბათუმელებმა“ მოქალაქეების რამდენიმე პრეტენზიაზე გაამახვილა ყურადღება. [checklist] გადატვირთული ავტობუსები პიკის საათებში  [/checklist] საღამოს საათებში რამდენიმე მარშრუტზე გადატვირთული ავტობუსები, განსაკუთრებით პიკის საათებში, მგზავრებისთვის სერიოზული პრობლემაა. როგორც ერთ-ერთმა მოქალაქემ …

N7 და N15 ხაზებზე ძველ ავტობუსებს ახალი, ლურჯი ავტობუსებით ჩაანაცვლებენ

„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, დამატებით 15 ლურჯი ავტობუსი უკვე მიღებული აქვთ და დაახლოებით 4-5 დღეში ამ ახალი ავტობუსებით N7 და N15 ხაზზე მოძრავ მუნიციპალურ ავტობუსებს მთლიანად ჩაანაცვლებენ. „ხაზი რომ არ ავაჭრელოთ, ეს 15 ლურჯი ავტობუსი ორ ხაზზე იმოძრავებს. პარკის გადახალისებასაც ვაკეთებთ, ზოგი ისეთი ავტობუსია, გვინდა რომ აღარ იაროს ქალაქში. არის ისეთი ხაზიც, სადაც, მაგალითად, ორი ავტობუსი …

დღეს ბათუმში ლურჯი ავტობუსებით მგზავრობა უფასო იქნება – ახალი მარშრუტი

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ახალი მუნიციპალური ავტობუსები სამარშრუტო ხაზებზე პირველი სექტემბრიდან, იმოძრავებენ. „ბათუმობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით ახალი ავტობუსებით მგზავრობა უფასო იქნება. ჩვეულ რეჟიმში იმუშავებენ ასევე ყვითელი ავტობუსებიც, თუმცა  ყვითელი ავტობუსებით მგზავრობა უფასო არ იქნება. დღეიდან ბათუმის ქუჩებში ახალი ლურჯი ავტობუსები იმოძრავებენ შემდეგ მარშრუტებზე: #10, 10-ა და # 6. „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელის, ბესო დათიაშვილის ინფორმაციით: #10 …

Exit mobile version