აჭარის ტელევიზიის დირექტორობა ამჯერად 8 პირს სურს – მესამე მცდელობა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორობის მსურველთა განცხადებების მიღება დღეს, 14 აგვისტოს, დასრულდა. ტელევიზიის მრჩეველთა საბჭომ რიგით მესამე კონკურსი გამოაცხადა მას შემდეგ, რაც 19 აპრილს ნათია კაპანაძეს უნდობლობა გამოუცხადა. ამჯერად მაუწყებლის დირექტორის კონკურსში 8 კანდიდატი დარეგისტრირდა. კონკურსანტების სია: შოთა ზოიძე გიორგი კოხრეიძე ფირუზ ბოლქვაძე შოთა გურაბანიძე თინათინ ცისკარაძე მერაბ წულუკიძე ირაკლი კიკვაძე ირმა ზოიძე …

აჭარის ტელევიზია ივანიშვილის მიერ ჟურნალისტის შეურაცხყოფაზე განცხადებას ავრცელებს

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო განცხადებას ავრცელებს მმართველი პარტიის -„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ხელმძღვანელის, ბიძინა ივანიშვილის მიერ მაუწყებლის ჟურნალისტის, თეონა თურმანიძის შეურაცხყოფაზე. განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ: „დღეს პარტიის – “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა სასტუმრო “ჰილტონში” გამართულ ბრიფინგზე აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტის პროფესიულ აქტიურობას “უზრდელობა” უწოდა, ხოლო აჭარის ტელევიზია და რადიო …

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი დირექტორის კონკურსს აცხადებს – მესამე მცდელობა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო ბოლო სამი თვის განმავლობაში მესამედ აცხადებს კონკურსს დირექტორის ვაკანსიაზე. მაუწყებელში დირექტორის ორი კონკურსი უკვე ჩაიშალა – 31 მაისს ხმები გაიყო და კონკურსი ვერ შედგა, იგივე მოხდა 10 ივლისს. პირველი კონკურსი: აჭარის ტელევიზიის დირექტორის კონკურსი ჩაიშალა მეორე კონკურსი: აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი ისევ ვერ აირჩიეს კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს მოქალაქეს, …

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი ისევ ვერ აირჩიეს

დღეს, 10 ივლისს, საზოგადობრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სამეთვალყურეო საბჭომ მაუწყებლის დირექტორი ისევ ვერ აირჩია. ხმები ასე გადანაწილდა: ორი ხმა მერაბ წულუკიძემ მიიღო, ორი – თინა ცისკარაძემ. საბჭოს მეხუთე წევრმა არცერთ კანდიდატს არ დაუჭირა მხარი და ბიულეტენს დააწერა – ნათია კაპანაძე. დღეს მეორეჯერ შედგა კანდიდატების წილისყრა. პირველ ჯერზე მერაბ წულუკიძემ ასევე ორი ხმა მიიღო, თინა …

ნათია ზოიძე აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს: არ შემოგვასაღოთ ეს ფარსი

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ვებგვერდი აქვეყნებს ამ ტელევიზიის დირექტორის მოადგილის ნათია ზოიძის განცხადებას. ტელევიზიის ბორდის მიერ დირექტორის – ნათია კაპანაძისთვის უნდობლობის გამოცხადების შემდეგ, დირექტორის მოვალეობას სწორედ ნათია ზოიძე ასრულებს. განცხადების ტექსტს, რომლითაც ნათია ზოიძე მრჩეველთა საბჭოს მიმართვას, უცვლელად გთავაზობთ: „31 მაისს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის არჩევნების პროცესზე მინდა ვთქვა. ამ …

აჭარის ტელევიზიის დირექტორის კონკურსი ჩაიშალა

აჭარის ტელევიზიის დირექტორის კონკურსი ჩაიშალა. განმეორებითი წილისყრის დროს ხმები ამგვარად გადანაწილდა: მერაბ წულუკიძე – 2 ხმა ბაჩო გურაბანიძე – 1 ხმა ირმა ზოიძე – 1 ხმა ნათია ზოიძე  – 1 ხმა პირველ ტურში მრჩეველთა საბჭოს ხმები იგივენაირად გადანაწილდა, დირექტორის ასარჩევად კი საჭირო იყო ერთ კანდიდატს მიეღო სამი ხმა. თუკი მრჩეველთა საბჭო განმეორებითი წილისყრით ვერ ირჩევს დირექტორს, …

აჭარის ტელევიზიის დირექტორი ვერ აირჩიეს

აჭარის ტელევიზიის დირექტორი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭომ პირველი კენჭისყრის შედეგად ვერ აირჩია. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს ხმები ასე გადანაწილდა: 2 ხმა მიიღო მერაბ წულუკიძემ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა; 1 ხმა – ბაჩო გურაბანიძემ, „დილის ტალღის“ პროდიუსერმა აჭარის ტელევიზიაში; 1 ხმა – ირმა ზოიძემ, საგამოძიებო სტუდია REC -ის დამფუძნებელმა; 1 ხმა მიიღო ნათია ზოიძემ, აჭარის ტელევიზიის …

აჭარა TV-ის დირექტორობის კანდიდატი: სწორი ვიყავი, როცა ვასილ მაღლაფერიძეს დავუჭირე მხარი

„აჭარის ტელევიზიის“ დირექტორობის ერთ-ერთი კანდიდატი გიორგი კოხრეიძეა. ის არასამთავრობო სექტორიდან მოდის, თუმცა თვლის, რომ არასამთავრობოები საზოგადოებასთან ერთად ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციებსაც ატყუებენ. მესამე სექტორისგან განსხვავებით, გიორგი კოხრეიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე განხორციელებული რეფორმებით კმაყოფილია – 2018 წლამდე იგი საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს წევრი იყო აჭარის კვოტით. რის გაკეთება შეძლო მან აჭარის ტელევიზიისთვის აქამდე? – ეს ერთ-ერთი …

„ოცნების“ აქტივისტი თორნიკე მჟავანაძე აჭარა TV-ის დირექტორის კანდიდატად დარეგისტრირდა

დღეს, 24 მაისს, 18 საათზე დასრულდა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში განცხადებების მიღება. აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორობის სურვილი სულ 9 ადამიანმა გამოთქვა. აჭარის ტელევიზიის დირექტორობის კანდიდატები არიან: მერაბ წულუკიძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ჟურნალისტი; დავით ჩხარტიშვილი, ბათუმის მუნიციპალური სერვისების სააგენტოს მთავარი სპეციალისტი; გიორგი წულაია, აჭარის ტელევიზიის ყოფილი თანამშრომელი; გოგა კოხრეიძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის …

მერაბ წულუკიძე აჭარის ტელევიზიის დირექტორის კონკურსში მონაწილეობს

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მიერ გამოცხადებულ დირექტორობის კონკურსში, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ბათუმის ბიუროს ჟურნალისტი, მერაბ წულუკიძეც მიიღებს მონაწილეობას. მან განცხადება დღეს, 23 მაისს შეიტანა. მერაბ წულუკიძე „ბათუმელებთან“ თავისი გადაწყვეტილების შესახებ საუბრობს. მერაბ, რატომ გადაწყვიტეთ ამ კონკურსში მონაწილეობა, რა არის მთავარი მოტივაცია? მაქვს ამბიცია შევძლო ის, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა თავისი ფუნქცია შეასრულოს ნებისმიერი …

საია ნათია კაპანაძის საქმეზე: ბათუმის სასამართლომ პრაქტიკა უარესობისკენ შეცვალა

„ბათუმის საქალაქო სასამართლომ არსებული პრაქტიკა უარესობისკენ შეცვალა,“ – მიიჩნევს საია-ს იურისტი მარიამ გოგოსაშვილი მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.  ბათუმის სასამართლომ დღეს, 3 მაისს, უარი თქვა აჭარის ტელევიზიაში დირექტორის შესარჩევად გამოცხადებული კონკურსის შეჩერებაზე. ნათია კაპანაძე თანამდებობიდან 19 აპრილს გადააყენეს. კონკურსი აჭარის ტელევიზიის ახალი დირექტორის შესარჩევად 25 აპრილს გამოცხადდა. სასამართლოში ნათია კაპანაძე მრჩეველთა საბჭოს მიერ …

სასამართლომ აჭარის ტელევიზიის დირექტორის შესარჩევი კონკურსი არ შეაჩერა

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ აჭარის ტელევიზიის დირექტორის შესარჩევად გამოცხადებული კონკურსის შეჩერებაზე უარი თქვა. შუამდგომლობაზე მოსამართლემ სხდომის გამართვის გარეშე დღეს, 3 მაისს, იმსჯელა. სასამართლოს სარჩელით აჭარის ტელევიზიის ყოფილმა დირექტორმა ნათია კაპანაძემ მისი თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ მიმართა. იგი ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს მიერ უნდობლობის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, თანამდებობაზე აღდგენას და იძულებით განაცდურის ანაზღაურებას ითხოვს. სარჩელთან …

 აჭარის ტელევიზიის დირექტორის მოადგილე: „არ არის გამორიცხული, სხვა კადრებიც გავრცელდეს“

„ამ ჩანაწერზე წვდომა ტელევიზიის ყველა თანამშრომელს შეეძლო. არ არის გამორიცხული, რომ სხვა კადრებიც იყო დაკოპირებული და გავრცელდეს,“ – ამბობს ჯემალ გვეტაძე. ის აჭარის ტელევიზიის დირექტორის მოადგილეა ტექნიკური მიმართულებით. მას ვკითხეთ, ხომ არ უნდა ველოდოთ სოციალურ ქსელში ტელევიზიაში გადაღებული ახალი ფარული კადრების გავრცელებას. აჭარის ტელევიზიის ყოფილი დირექტორის, ნათია კაპანაძის თათბირის კადრი გუშინ, პირველ მაისს დაახლოებით 14:00 …

საია აჭარა TV-ის ფარულ კადრებზე: ცალსახად დაირღვა პერსონალურ მონაცემთა კანონი

„ცალსახად დაირღვა პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონი,“ – მიიჩნევს ანნა მდინარაძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის უფროსი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში ფარულად ჩაწერილი თათბირის კადრის გავრცელებაზე. სოციალურ ქსელში დღეს, პირველ მაისს, ტელევიზიის ყოფილი დირექტორის, ნათია კაპანაძის თათბირის კადრი გავრცელდა. კადრზე აღბეჭდილია მოკლე ფრაგმენტი, სადაც ჩანს, რომ ნათია კაპანაძე თათბირს ტოვებს და გასვლის დროს კარებში …

ნათია კაპანაძეს აჭარის ტელევიზიის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეაქვს

“მრჩეველთა საბჭოს ჰქონდა იმპიჩმენტის უფლება, მაგრამ ეს არაა ბერკეტი, რომ მან თვითნებობა ჩაიდინოს,” – აცხადებს ანნა მდინარაძე, საია-ს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი. დღეს, 30 აპრილს, აჭარის ტელევიზიის ყოფილ დირექტორს, ნათია კაპანაძეს სასამართლოში ტელევიზიის წინააღმდეგ სარჩელი შეაქვს. მის ინტერესებს “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” დაიცავს. ნათია კაპანაძე თანამდებობიდან 19 აპრილს გადააყენეს. მის იმპიჩმენტს მრჩეველთა საბჭოს ოთხმა წევრმა დაუჭირა მხარი. …

ვის შეუძლია გახდეს აჭარის ტელევიზიის დირექტორი – განცხადებების მიღება დაიწყო

ახალი დირექტორის შესარჩევად საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭომ ღია კონკურსი გამოაცხადა. მსურველებს განცხადების წარდგენა 24 მაისის ჩათვლით შეეძლებათ. ბორდმა წარდგენილი კანდიდატებიდან ტელევიზიის ახალი დირექტორი 4 ივნისამდე, გასაუბრების გზით უნდა შეარჩიოს. კონკურსში მონაწილეობა საქართველოს მოქალაქეს შეუძლია, რომელიც „საზოგადოებრივი აღიარების და ნდობის მქონე პირია“. მრჩეველთა საბჭოს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში აღწერილია კონკრეტული მოთხოვნები, რასაც …

ამერიკის ელჩის კომენტარი ნათია კაპანაძის იმპიჩმენტზე

რა შთაბეჭდილება დარჩა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელს „აჭარის ტელევიზიის“ დირექტორის იმპიჩმენტზე და ხედავს თუ არა იგი საფრთხეებს? –  შეკითხვა ამერიკის ელჩს ჟურნალისტებმა დღეს, 23 აპრილს ბათუმში დაუსვეს. ამერიკის საელჩომ 18 აპრილს განაცხადა, რომ თვალყურს ადევნებდა „აჭარის ტელევიზიაში“ განვითარებულ მოვლენებს. „მე ვიცი ამ სიტუაციის შესახებ. ჩემი თანამშრომლები მაწვდიდნენ ინფორმაციას. რა თქმა უნდა, დეტალებზე არ …

რატომ შეწყვიტეს აჭარის ტელევიზიის ოპერატორებმა გაფიცვა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის, ნათია კაპანაძის გადაყენების შემდეგ, ტელევიზიის ოპერატორებმა გაფიცვა შეწყვიტეს. ისინი ამ წუთებში ჩვეულებრივ აგრძელებენ მუშაობას. ერთ-ერთი ოპერატორის, ლაშა ჯოყილაძის განმარტებით, გაფიცვა მხოლოდ დროებით შეწყვიტეს: „მოვილაპარაკეთ და გადავწყვიტეთ საშუალება მივცეთ ახალ მენეჯმენტს განიხილოს ჩვენი პრობლემები, თუ სიტუაცია ისევ შევა ჩიხში, ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ გამოვიდეთ გარეთ და გავაგრძელოთ გაფიცვა“. ოპერატორები აცხადებენ, რომ ხელფასის …

აჭარის ტელევიზიის დირექტორი ნათია კაპანაძე გადააყენეს

„აჭარის ტელევიზიის“ მრჩეველთა საბჭომ დღეს, 19 აპრილს, მიიღო გადაწყვეტილება და ნათია კაპანაძე დირექტორის თანამდებობიდან გადააყენა. ნათია კაპანაძეს ბორდის ხუთი წევრიდან უნდობლობა ოთხმა წევრმა გამოუცხადა. 10 დღეში ახალი დირექტორის შესარჩევად კონკურსი გამოცხადდება. ნათია კაპანაძეს ვადის ამოწურვამდე 6 თვე ჰქონდა დარჩენილი. „ბათუმელების“ ინფორმაციით, აჭარის ტელევიზიის დირექტორად თორნიკე მჟავანაძის არჩევას აპირებენ. აჭარის ტელევიზიის დირექტორად შესაძლოა თორნიკე მჟავანაძე აირჩიონ

აჭარის ტელევიზიის დირექტორად შესაძლოა თორნიკე მჟავანაძე აირჩიონ

„ბათუმელების“ ინფორმაციით, აჭარის ტელევიზიის დირექტორის, ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის შემთხვევაში, ამ ტელევიზიის დირექტორად თორნიკე მჟავანაძეს უპირებენ არჩევას. „ბათუმელებს“ ამის შესახებ ინფორმაცია ორმა ინფორმირებულმა წყარომ დაუდასტურა. თორნიკე მჟავანაძე უკვე ოთხი წელია აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში მუშაობს. ის უსკოს წევრია. „ბათუმელებმა“ თავად თორნიკე მჟავანაძესთანაც სცადა დაკავშირება. ჩვენი ინფორმაციით, ის ბათუმში იმყოფება, მაგრამ უკვე მეორე დღეა ტელეფონი გამორთული აქვს. …

“ეს პროცესი მართულია” – მრჩეველთა საბჭოს წევრი კაპანაძის იმპიჩმენტის მოთხოვნაზე

“არის თუ არა აჭარის ტელევიზია სანდო თქვენთვის?“- მიმართა ნათია კაპანაძემ ბორდის წევრებს და დარბაზს. დღეს, 19 აპრილს მრჩეველთა საბჭო ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტის საკითხს განიხილავს. სხდომა ამ წუთებშიც გრძელდება. ნათია კაპანაძისთვის პასუხი ტელევიზიის სანდოობაზე ჯერ არ გაუციათ. მან მინიშნება იმ საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებზე გააკეთა, რომლის მიხედვითაც აჭარის ტელევიზია მიუკერძოებელია და გამორჩეული პლატფორმა შესთავაზა ამომრჩევლებს წიმასაარჩევნო პერიოდში. …

დავით გაბაიძე აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესებზე

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით „ბათუმელებთან“ კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ ამ თემაზე პოლიტიკოსები რაც უფრო ნაკლებად ისაუბრებენ, უკეთესი იქნება. „ეს არის ტელევიზიის შიდა საქმე. ტელევიზიის ერთი ორგანო ესაუბრება მეორე ორგანოს. დირექტორიც და ბორდიც არის ტელევიზიის ნაწილი. აქედან გამომდინარე, პოლიტიკოსები რაც უფრო ნაკლებს ვილაპარაკებთ ამ თემაზე და …

აჭარის ტელევიზიის 13-მა ოპერატორმა დღეს გაფიცვა დაიწყო

დღეს 19 აპრილს, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ახალი ამბების 13 ოპერატორი გაიფიცა. ისინი ტელევიზიის შენობის წინ არიან შეკრებილი და აცხადებენ, რომ სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, მუშაობას არ გააგრძელებენ. „ჩვენ გვქონდა მოთხოვნა გუშინ სახელფასო ანაზღაურებაზე და შეხვედრები გვქონდა მენეჯმენტთან, ეს პირველი შეხვედრა არ იყო, არამედ ბოლო იყო, რადგან უშედეგოდ დამთავრდა. იყო საუბარი – „მოდით ჩვენ …

აჭარის ტელევიზიის თანამშრომლების ნაწილმა დირექტორის წინააღმდეგ ბრიფინგი გამართა

დღეს, 18 აპრილს, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების ნაწილმა ბრიფინგი გამართა. 103 თანამშრომლის სახელით განცხადება გააკეთა აჭარის რადიოს საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა თამილა დოლიძემ. მისი თქმით, ტელევიზიის თანამშრომლების ნაწილს პრეტენზია აქვს ტელევიზიის დირექტორის ნათია კაპანაძის მმართველობასთან დაკავშირებით. „ჩვენ ვხედავთ მართვაში არსებულ ხარვეზებს. დირექტორის მხრიდან ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს და უსამართლო დამოკიდებულებას თანამშრომლების მიმართ. დიდი ხანია მომწიფდა პრეტენზიები შრომის ანაზღაურების …

103 თანამშრომელი და ქარტიის მონიტორინგი – არის თუ არა კაპანაძე აჭარა TV-ის დამოუკიდებლობის გარანტი 

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის, ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის საკითხის განხილვამდე ორი დღით ადრე მრჩეველთა საბჭოს ფეისბუქგვერდზე აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლების წერილი გამოქვეყნდა, რომელიც მაუწყებელში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს ეხმიანება. „ვემიჯნებით მაუწყებლის სახელით გაკეთებულ განცხადებას მაუწყებლის დირექტორის იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით არსებულ საფრთხეებზე. ასევე, ვემიჯნებით საკითხის პოლიტიკურ ჭრილში განხილვას. ვაცხადებთ, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობა არ არის …

აჭარის ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტის საკითხს საბჭო 19 აპრილს განიხილავს

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭო დირექტორისათვის უნდობლობის გამოცხადების საკითხს 19 აპრილს განიხილავს. სხდომა 13 საათზეა ჩანიშნული. გუშინ გახდა ცნობილი, რომ სხდომა 18 აპრილს ჩაინიშნა, თუმცა დღეს მრჩეველთა საბჭოს განცხადებაში ცვლილება შევიდა და სხდომა ერთი დღით გადაიდო. რიგგარეშე სხდომაზე გადაწყდება, დარჩება თუ არა აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი, ნათია კაპანაძე დირექტორის პოსტზე. საბჭოს …

19 აპრილიდან აჭარის ტელევიზიის 13 ოპერატორი გაფიცვას აცხადებს

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს „ახალი ამბების“ 13 ოპერატორი მუშაობას 19 აპრილიდან შეაჩერებს – ინფორმაცია ამის შესახებ „ბათუმელებს“ ომარ ბერიძემ, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს პროფკავშირების ხელმძღვანელმა დაუდასტურა. გაფიცვის შესახებ „ახალი ამბების“ ოპერატორებმა გუშინ, 15 აპრილს განაცხადეს. ისინი ამბობენ, რომ ოპერატორზე დაკისრებული მოვალეობების გარდა მემონტაჟის საქმიანობის შესრულებაც უწევთ, თუმცა ამისათვის ანაზღაურებას არ იღებენ. „ოპერატორები ითხოვენ, ან …

აჭარის ტელევიზიის „ახალი ამბების“ ოპერატორები შესაძლოა გაიფიცნონ

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს „ახალი ამბების“ სამსახურის 13 ოპერატორი შესაძლოა გაიფიცოს. მათი პროტესტი ანაზღაურებას უკავშირდება. ოპერატორები აცხადებენ, რომ ძირითად საქმიანობასთან ერთად ასრულებენ მემონტაჟის მოვალეობასაც, თუმცა ამისათვის ისინი ანაზღაურებას არ იღებენ. ოპერატორების განცხადებას, რომელსაც აჭარის ტელევიზია ავრცელებს, უცვლელად გთავაზობთ: „წლების განმავლობაში აჭარის ტელევიზიის ახალი ამბების სამსახურის ოპერატორები, ძირითად საქმიანობასთან ერთად ვასრულებთ მემონტაჟის ფუნქციას, მაგრამ …

13 არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადება აჭარის ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტის საკითხზე

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ აჭარის ტელევიზიის დირექტორის შესაძლო იმპიჩმენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც 13 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს ხელს. „არასამთავრობო ორგანიზაციები მკვეთრად უარყოფითად ვაფასებთ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს ორი წევრის ინიციატივას, ტელევიზიის დირექტორის ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის შესახებ. აჭარის ტელევიზია და რადიო ნათია კაპანაძის დირექტორობის პერიოდში არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი ავტორიტეტული ორგანიზაციის მხრიდან შეფასდა, …

6 პარტიის განცხადება აჭარის ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტის მოთხოვნაზე

„ხელისუფლებას არ აწყობს დაბალანსებული ტელევიზია და გადაწყვიტა მის საქმიანობაში ჩარევა. ამ გეგმის ნაწილია ტელევიზიის დირექტორის გადაყენება“, – აცხადებს „აჭარის ტელევიზიის“ დირექტორის – ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის პროცესზე 6 პოლიტიკური პარტია: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, „რესპუბლიკური პარტია“, „შენების პარტია“, „ახალი საქართველო“ და „ემსახურე საქართველოს“. პოლიტიკური პარტიები გავრცელებულ განცხადებაში ხაზს უსვამენ კვლევებს, სადაც „აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი“ მოხვდა, …

სახელშეცვლილი „გაბრაზებული ბათუმელები“ ამჯერად აჭარის ტელევიზიას უბრაზდებიან

„აჭარის ტელევიზიის“ წინააღმდეგ, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, საზოგადოებამ – „ბათუმელთა დარბაზი“ ბრიფინგი გამართა. ეს საზოგადოება საპრეზიდენტო არჩევნების დროს შეიქმნა. მაშინ საზოგადოებას „გაბრაზებული ბათუმელები“ ერქვა. „ამბები არის დაუბალანსებელი… ტელევიზია უნდა მოემსახუროს ხალხის ინტერესს და არა ცალკეული ადამიანების, ოპოზიციის მიზნებს“, – განაცხადა ბრიფინგზე ვალერი მოქერიამ. საზოგადოების წევრებმა გააპროტესტეს, თუ რატომ გაუშვა ტელევიზიამ საინფორმაციო გამოშვების ბოლოს ქობულეთში ნახევარმილიარდიანი ინვესტიციის …

ნათია ზოიძე აჭარის ტელევიზიაში დირექტორის მოადგილე იქნება

ჟურნალისტი ნათია ზოიძე დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში დირექტორის მოადგილედ წარადგინეს. ნათია ზოიძე საინფორმაციო პოლიტიკის მიმართულებას ჩაიბარებს. ის ბოლო დრომდე „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ბათუმის ოფისის ანალიტიკოსი იყო. „არ იყო რთული ამ გადაწყვეტილების მიღება, რადგან აჭარის ტელევიზია ახლა არის ის მაუწყებელი, რომლის სარედაქციო პოლიტიკა – თავისუფალი და მიუკერძოებელი, ჩემთვის მიმზიდველია. ეს ტელევიზია დღევანდელ ქართულ …

აჭარის ტელევიზიის წინ ორი ნაძვი მოთხარეს

ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ, ორი ახალგაზრდა ნაძვი მოთხარეს. როგორც ბათუმის გამწვანების სამსახურის ხელმძღვანელი, დავით დიასამიძე ამბობს, ნაძვების მოთხრის გადაწყვეტილება ტელევიზიის ხელმძღვანელებთან ერთად მიიღეს. “ეს ხეები იმიტომ მოითხარა, რომ უკეთეს ადგილას გადავიტანოთ. ხვალ დილით აქ უკეთესი ხეები დაირგვება. საერთო ჯამში ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება, ტელევიზიამ და ჩვენ, რომ გადაირგოს. იმიტომ, რომ ნაძვი ნაკლებად სახიანი ხეა. ახლა …

„ქართულმა ოცნებამ“ აჭარა TV-ის ბორდის ახალი წევრი გასაუბრების გარეშე შეარჩია

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ბორდის ახალი წევრი უმაღლესმა საბჭომ გასაუბრების გარეშე შეარჩია. დღეს, 31 ოქტომბერს, ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ მისი რჩეული გიგა ჩხარტიშვილია. კანდიდატს დეპუტატებმა კენჭი ხვალინდელ სხდომაზე უნდა უყარონ – ფარულად. „ხომ ვიცოდით მაინც ყველამ“, – ასე გამოეხმაურა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ბორდის წევრობის კანდიდატი, ნათია სირაბიძე ფრაქცია „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას. სოციალურ …

კომისიამ „აჭარის TV-ის“ ბორდის წევრობის 6 კანდიდატი შეარჩია

ახლახანს [16:39 საათი] აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს წევრობის ექვსი კანდიდატი შეარჩია უმაღლესი საბჭოს მიერ შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ. კონკურსანტთაგან მეორე ეტაპზე იაკინთე (ნიკა) ჩხარტიშვილი და ირაკლი კიკვაძე ვერ გადავიდნენ.  ბორდის წევრობის მსურველთაგან პირველი ეტაპი სულ 10-მა კანდიდატმა გადალახა. კომისია სწორედ მათგან შეერჩია ექვსი კანდიდატი აჭარის უმაღლეს საბჭოსთვის წარსადგენად. ამით კომისიამ მუშაობა დაასრულა. აჭარის უმაღლესი საბჭოს პრესცენტრის …

როგორ ხედავენ ბორდის წევრობის მსურველები აჭარის ტელევიზიის განვითარებას

„აჭარის ტელევიზიის“ სამეურვეო საბჭოს მეხუთე წევრი უმაღლესმა საბჭომ უნდა შეარჩიოს. კონკურსი დაიწყო. ბორდის წევრობის 11-მა კანდიდატმა თავისი კონცეფცია არხის განვითარების შესახებ უკვე გამოაქვეყნა. კანდიდატებს 13 ოქტომბერს სპეციალური კომისია გაესაუბრება. კომისიამ მინიმუმ სამი კანდიდატი უნდა წარუდგინოს დეპუტატებს საბოლოო არჩევანის გასაკეთებლად. „ბათუმელები“ აჭარის ტელევიზიის ბორდის წევრობის კანდიდატების კონცეფციებს გაეცნო. კანდიდატებს, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ზოგადი ხედვა აქვთ წარმოდგენილი. …

Exit mobile version