„აჭარის ტელევიზიის“ კამერა ქორწილში – სასამართლოს გადაწყვეტილება

მოსამართლე ირმა ტოგონიძემ “აჭარის ტელევიზიის” მიმდინარე მაუწყებლობის ყოფილი უფროსის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ირაკლი ბარამიძე სამსახურში უნდა აღადგინონ და განაცდური ხელფასი – თვეში 2300 ლარი გადაუხადონ სამსახურში აღდგენამდე. ირაკლი ბარამიძე “აჭარის ტელევიზიის” დირექტორმა – ნათია კაპანაძემ გასულ წელს გაათავისუფლა. ირაკლი ბარამიძეს “აჭარის ტელევიზიამ” მას შემდეგ შეუწყვიტა შრომითი კონტრაქტი, რაც აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ვიდეოკამერა ქორწილში …

94 ათასი ლარი აჭარის ტელევიზიის შენობისთვის – შენობას კმდს გაარემონტებს

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს [კმდს] ბათუმში, მ. აბაშიძის ქ. N41-ში მდებარე შენობის რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტში 94 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული. შენობა, რომელშიც საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიაა განთავსებული, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. კმდს სამუშაოებს ელექტრონული ტენდერით შეისყიდის, სადაც წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 29 აგვისტოს დაიწყება და 3 სექტემბერს დასრულდება. სატენდერო პირობების მიხედვით, შეკეთდება შენობის სახურავი, გარემონტდება მანსარდული სართული …

საზმაუს ბორდის წევრმა მედიაკონფერენცია პროტესტის ნიშნად დატოვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ პრესის თავისუფლების დღის აღსანიშნავად გამართული კონფერენცია ბათუმში პროტესტის ნიშნად დატოვა. დარბაზის დატოვებამდე ირინა ფუტკარაძემ საჯარო გამოსვლა სულხან სალაძეს შეაწყვეტინა – „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარეს. საჯარო გამოსვლის დროს სულხან სალაძემ, რომელიც წინა ორი წლის განმვალობაში საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი იყო, კრიტიკული მოსაზრებები გამოთქვა, კონკრეტულად კი, ბიუჯეტის ხარჯვის მიზნობრიობაზე. მისი …

რატომ მუშაობენ აჭარა TV-ში „კახეთიდან და ჩხოროწყუდან“ – კიდევ რა ჰკითხეს ბორდს უმაღლეს საბჭოში

„ამბობენ, რომ ბორდი აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის ნათია კაპანაძის გავლენის ქვეშაა“ – ეს ბრალდება უმაღლეს საბჭოში დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ბორდის წევრების მოსმენისას გარკვეულმა ჯგუფებმა გაახმოვანეს. ამ ჯგუფმა ისაუბრა იმაზეც, რომ ტელევიზიაში ლიბერალური აზრები დომინირებს. ერთ-ერთი პირი იმითაც კი დაინტერესდა, რატომ მუშაობენ ადამიანები საზოგადოებრივ მაუწყებელში კახეთიდან და ჩხოროწყუდან და რატომ არ  დაასაქმა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა …

აჭარა TV ზუკა ფაღავას მოულოდნელ გარდაცვალებაზე სამედიცინო რეგულირების სააგენტოს მიმართავს

გუშინ, 26 წლის ასაკში, მოულოდნელად გარდაიცვალა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის თანამშრომელი ზუკა ფაღავა. აჭარის ტელევიზია დღეს ავრცელებს განცხადებას, რომ ზუკა ფაღავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით არსებობს კითხვის ნიშნები. „გამომდინარე იქედან, რომ არსებობს კითხვის ნიშნები პაციენტისათვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის მიმართ და ამავე დროს საკითხი კრიტიკულად მნიშვნელოვანი და სპეციფიკურია, მივმართავთ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს. იმედი გვაქვს, რომ …

აჭარის ტელევიზიის თანამშრომელი 26 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის გადაცემა “დილის ტალღის” ვიდეო – მემონტაჟე ზუკა ფაღავა დღეს მოულოდნელად გარდაიცვალა. მაუწყებელში ამბობენ, რომ ის გულის შეტევით გარდაიცვალა. „ზუკა ამბობდა, რომ კუჭი ტკიოდა. სამსახურში იყო, როცა ცუდად გახდა. რვა საათისკენ სასწრაფო გამოვიძახეთ. გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც წნევა გაუზომეს, გადასხმა გაუკეთეს. ვერ მიხვდნენ რა სჭირდა. ამასობაში გარდაიცვალა კიდეც. გარდაცვალების მერე ბოდიში მოუხადეს მის …

რადიო „თავისუფლების“ თბილისის ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელი აჭარის ტელევიზიაში იმუშავებს

რადიო „თავისუფლების“ თბილისის ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელი მარინა ვაშაყმაძე მუშაობას საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტელევიზიაში ადასტურებენ. აჭარის ტელევიზიაში მარინა ვაშაყმაძე დირექტორის კონსულტანტის პოზიციაზე გააგრძელებს საქმიანობას. მისი ძირითადი უფლება-მოვალეობები იქნება სამაუწყებლო პროცესებში ჩართვა, თანამშრომელთა კვალიფიკაციაზე ზრუნვა და წარმოების პროცესში ხარვეზების გამოვლენა. მარინა ვაშაყმაძემ რადიო „თავისუფლებაში“ თანამდებობა 2018 წლის 31 იანვარს, …

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში ისევ პრობლემებია

ავტორი: გენო გელაძე – იურისტი, განათლების დოქტორი, მმართველი კომპანიის (GGM) მმართველი სამწუხაროდ, ბოლო 15 წლის განმავლობაში, თითქმის ყოველ წელს, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში სხვადასხვაგვარად, მაგრამ მაინც იყო დაძაბული კვირეულები.  უცნაურია, მაგრამ რამდენი შემთხვევაც გამახსენდა, ეს სულ გაზაფხულზე ხდება. პრობლემების, გაუგებრობების, დაძაბულობის მიზეზები,  ერთი შეხედვით სხვადასხვა იყო, თუმცა  ბევრი მსგავსებაცაა. აჭარის ტელევიზიასა და რადიოში, რაც მახსოვს, მუდმივად …

ვის რა უნდა აჭარის ტელევიზიაში – ჟურნალისტები და მენეჯერები დაპირისპირებაზე

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის დირექტორის წინააღმდეგ თანამშრომლების პეტიცია ტელევიზიის სამეურვეო საბჭოში ამ დრომდე არ შესულა. პეტიციის გარდა ხელფასების გაზრდის საკითხზე საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტების ერთი ჯგუფი ტელევიზიის დირექტორთან შეხვედრას ითხოვს. „ხელმოწერები არ შესულა, მაგრამ მინდა ერთი რამ განვაცხადო, ეს არ არის უკან დახევა,“ – ამბობს ლალი ბერძენიშვილი, „აჭარის ტელევიზიის“ განვითარების მენეჯერი. „საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტების ნაწილის წერილი შემოვიდა, …

აჭარის ტელევიზიის შენობაზე წარწერის გამო პატრული გამოიძახეს

„ნაბიჭვრეთი“- ეს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის ფასადზე რამდენიმე წუთის წინ წააწერეს. როგორც ტელევიზიის თანამშრომლები ამბობენ, წარწერა ტელევიზიის ყოფილმა თანამშრომელმა, ირაკლი ანთიძემ გააკეთა. ანთიძესა და ტელევიზიის თანამშრომლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირებაც მოხდა. გამოძახებული იყო საპატრულო პოლიცია. აჭარის ტელევიზია განთავსებულია შენობაში, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აქვს. კანონი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაზიანების შემთხვევაში ჯარიმას ითვალისწინებს.

„მამალი მგლების არ გვეშინია” – თეატრის წარმომადგენელი აჭარის ტელევიზიის დირექტორს [ვიდეო]

ბათუმის თოჯინების თეატრში დღეს დასავლეთ საქართველოს თეატრების რეჟისორები და მსახიობები საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ხელმძღვანელს შეხვდნენ. დისკუსია, ფაქტობრივად, ცალმხრივ ფორმატში წარიმართა. ჯგუფი სატელევიზიო გადაცემა „ტელესპექტაკლების“ შეწყვეტას აპროტესტებდა. „მამალი მგლებისაც არ გვეშინია, პირად ურთიერთობას რომ თავი დავანებოთ, აქ შეკრებილებს თავისი დამოკიდებულება აქვს ბათუმის მიმართ, საძმაკაცო ჰყავს და ასე შემდეგ“, – მიმართავდა ქუთაისის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი აჭარის …

ორი აზრი პროექტ „ტელესპექტაკლების“ გაუქმებაზე – ნერონ აბულაძე VS ნათია კაპანაძე

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია პროექტ ,,ტელესპექტაკლებს“ აუქმებს. მაუწყებლის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას თეატრალური საზოგადოების პროტესტი მოჰყვა. „ბათუმელებთან“ აჭარის ტელევიზიის დირექტორმა, ნათია კაპანაძემ განმარტა, რომ „ტელესპექტაკლების“ სახელშეკრულებო ვადა ამოიწურა. ნათია კაპანაძე: საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო აცხადებს ტენდერს გარეწარმოებაზე, დოკუმენტური ფილმების შესაძენად, ამ პროცესში ჩართული იყო პროექტ „ტელესპექტაკლების“ ავტორი ნერონ აბულაძე. რა თქმა უნდა, მას აქვს შესაძლებლობა …

„აჭარის ტელევიზია“ ახალი სერიალისა და ფილმების შესაძენად 360 ათას ლარს დახარჯავს

360 ათას ლარად ახალი სერიალისა და ფილმების შეძენას საზოგადოებრივი მაუწყებლის „აჭარის ტელევიზია“ აპირებს. შესყიდვა ტელევიზიამ დღეს, 24 ნოემბერს გამოაცხადა. სერიალის გარდა „აჭარის ტელევიზია“ რამდენიმე მხატვრულ, დოკუმენტურ და ანიმაციურ ფილმს შეიძენს. სერიალის მიმართ მოთხოვნების კატეგორიაში „აჭარის ტელევიზია“ აღნიშნავს, რომ სერიალი აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, იტალიაში, ესპანეთში ან უკრაინაში უნდა იყოს დამზადებული.  ტელევიზია ჯამში 120 სერიის შესყიდვას აპირებს …

საიუბილეო-საქველმოქმედო კონცერტი ბათუმში

23 ნოემბერს, 19 საათზე ბათუმის მუსიკალურ ცენტრში აჭარის ტელევიზიის საიუბილეო კონცერტია დაგეგმილი, კონცერტი ამავდროულად საქველმოქმედოა და შემოსული თანხა „ბერი ანდრიას ფონდში“ გადაირიცხება. ბილეთის ფასი 10 ლარია. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ნიკოლოზ რაჭველი, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრი და კაპელა, ნინო ქათამაძე, ზვიად ბოლქვაძე, ეკა მამალაძე, ვაჟა ტუღუში, სოფო ხალვაში და ნიკო ბერიძე.

„აჭარის ტელევიზიის“ მრჩეველთა საბჭოს მეხუთე წევრი კვლავ არ არის არჩეული

აჭარის უმაღლესი საბჭო საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს 2016 წლის ანგარიშს საბჭოს სხდომაზე განიხილავს. განხილვის პროცედურის შესახებ დღეს, 13 ივნისს, საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის სხდომა იმართება. „აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ სამეთვალყურეო საბჭოში ოთხი წევრია. მე-5 წევრის სავარძელი კი გასული წლის მაისიდან თავისუფალია, მას შემდეგ, რაც ზაზა ხალვაშმა ეს თანამდებობდა დატოვა. სამეთვალყურეო საბჭოს …

აჭარის ტელევიზიას სამი ახალი რედაქტორი ჰყავს

აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურს სამი ახალი რედაქტორი ჰყავს. ჟურნალისტები: მაია მერკვილაძე, სოფო ჟღენტი და ირინე ყურუა საზოგადოებრივი მაუწყებლის „აჭარის ტელევიზიის და რადიოს“ საკონკურსო კომისიამ შეარჩია. მაუწყებელს მხოლოდ ერთი რედაქტორის ვაკანსია ჰქონდა გამოცხადებული, თუმცა კომისიამ კონკურსში მონაწილე სამივე ჟურნალისტის დასაქმების გადაწყვეტილება მიიღო. „დარწმუნებული ვარ, სამივე მათგანი გააძლიერებს საზოგადოებრივ მაუწყებელს. შეფასებები იყო ძალიან მაღალი სამივე შემთხვევაში,“ – …

„აჭარის ტელევიზიის“ კამერა ქორწილში და სარჩელი ტელევიზიის დირექტორის წინააღმდეგ

„აჭარის ტელევიზიის“ მმართველთა საბჭოს უკვე ყოფილი წევრი, ირაკლი ბარამიძე ტელევიზიის დირექტორის წინააღმდეგ სასამართლო დავას აპირებს. მიზეზი გათავისუფლების ბრძანებაა, რომელსაც ნათია კაპანაძემ ხელი უკვე მოაწერა. ირაკლი ბარამიძე ამბობს, რომ დირექტორი მას განცხადების დაწერას აიძულებდა. გათავისუფლებამდე რამდენიმე დღით ადრე, „აჭარის ტელევიზიის“ ოპერატორმა ტელევიზიის სტიკერიანი ვიდეო კამერით ერთ-ერთ ქორწილი გადაიღო, რაც გახდა ირაკლი ბარამიძის გათავისუფლების საფუძველი. „იმ დღეს …

„აჭარის ტელევიზიის“ ბორდის შესავსებად კონკურსი ცხადდება

საზოგადოებრივი მაუწყებლის „აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ სამეთვალყურეო საბჭოს მე-5 წევრის სავარძელი გასული წლის მაისიდან თავისუფალია, მას შემდეგ, რაც ზაზა ხალვაშმა ეს თანამდებობდა დატოვა. აჭარის უმაღლეს საბჭოს ბორდის ახალი წევრი ამ დრომდე არ შეურჩევია. სწორედ ეს უწყება არის უფლებამოსილი „აჭარის ტელევიზიის“ ბორდი დააკომპლექტოს ან დაითხოვოს. სამეთვალყურეო საბჭოს წევრის შესარჩევად კონკურსს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე აცხადებს. დავით გაბაიძე …

რა გავლენას მოახდენს საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის გეგმა აჭარის ტელევიზიაზე

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ ეს ტელევიზია, რომელიც საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთ-ერთი არხია, არ წყვეტს მუშაობას. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალარჩეულმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ დღეს, 6 თებერვალს განაცხადა, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე ყველა გადაცემა, გარდა „მოამბისა“, 2018 წლამდე შეიძლება შეჩერდეს. აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი ნათია კაპანაძე ამბობს, რომ მათი არხი ცალკე სამართლის იურიდიული პირია …

მორიგი კონკურსი აჭარის ტელევიზიაში

აჭარის ტელევიზიამ კიდევ ერთი კონკურსი გამოაცხადა. ამჯერად ტელევიზია ოთხ პოზიციაზე აპირებს ახალი თანამშრომლების დაქირავებას. ეს პოზიციებია: 1. ეკონომიკური გადაცემის წამყვანი, რეპორტიორი 2. შემეცნებით/გასართობი გადაცემის წამყვანი რეპორტიორი 3. სპორტული გადაცემის წამყვანი რეპორტიორი 4. სტილისტი ვიზაჟისტი. ტელევიზიის მომავალ თანაშრომლებს სპეციალური კომისია შეარჩევს. კონკურსის პირობების მიხედვით, ტელევიზია თავდაპირველად თანამშრომლებს სამთვიანი გამოსაცდელი ვადით დაიქირავებს. განცხადების მიღება გრძელდება 10 თებერვლამდე. …

ერთი გამარჯვებული – აჭარის ტელევიზიის კონკურსის შედეგი

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის კონკურსის შედეგი უკვე ცნობილია. ჟიურიმ კონკურსში მონაწილე 14 კანდიდატიდან მხოლოდ ერთი შეარჩია – თეონა ბაკურიძე. ის აჭარის ტელევიზიის წამყვან-რეპორტიორი გახდება. აჭარის ტელევიზიაში ვაკანტური რჩება საინფორმაციო გამოშვების რედაქტორისა და ვებრედაქტორის ადგილები.აღნიშნულ პოზიციებზე ჟიურიმ ამ ეტაპზე ვერავინ შეარჩია. ჟიურის წევრები იყვნენ ჟურნალისტები: ზვიად ქორიძე, ნატა ძველიშვილი და შორენა ღლონტი. აჭარის ტელევიზიის ადამიანური რესურსების …

აჭარის ტელევიზიის კონკურსის პირველი ეტაპის შედეგები

29 დეკემბერს აჭარის ტელევიზიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში 30 კანდიდატი დარეგისტრირდა. კონკურსი ტარდება რედაქტორის, წამყვანი რეპორტიორისა და ვებრედაქტორის პოზიციაზე.  გუშინ, 12 იანვარს, ტელევიზიის მმართველთა საბჭომ წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე გამოავლინა კონკურსის მეორე ეტაპზე გასული 14 კანდიდატის ვინაობა. კონკურსის საბოლოო შედეგები 18 იანვარს გახდება ცნობილი. ტელევიზიის ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერის, გია ქარცივაძის თქმით, აჭარის ტელევიზიის კონკურსში მონაწილეები შემდეგ ძირითად კრიტერიუმებს უნდა …

ეკა ბესელიამ აჭარის ტელევიზიის გადამღებ ჯგუფს ბოდიში მოუხადა

ბათუმში „ქართული ოცნების“ შტაბში გამართულ ბრიფინგზე ეკა ბესელიამ ბოდიში მოუხადა აჭარის ტელევიზიის „ახალი ამბების“ გადამღებ ჯგუფს, რომელსაც,  ჟურნალისტების თქმით, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა მუხრან ვახტანგაძემ  პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალა. „მე არ მინახავს ეს ფაქტი, თუმცა მომაწოდეს ინფორმაცია,  არ ვფიქრობ რომ აქ რაიმე განზრახვას ჰქონდა ადგილი, რაღაც მოხდა ან მექანიკურად ან ემოციურ ფონზე. ჩვენ ვუზრუნველყოფთ იმას, …

აჭარის ტელევიზიის დირექტორად ნათია კაპანაძე აირჩიეს

აჭარის ტელევიზიის დირექტორად ნათია კაპანაძე აირჩიეს. ნათია კაპანაძეს ბორდის ოთხი წევრიდან მხარი სამმა დაუჭირა, ერთი ხმა კი გაბათილდა. დირექტორობის კანდიდატებს კენჭი მეორედ უყარეს. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი პირველი კენჭიყრით დღეს ვერ აირჩიეს.  

აჭარის ტელევიზიის დირექტორობის სამი მსურველი კონკურსს გამოეთიშა

აჭარის ტელევიზიაში დასრულდა მრჩეველთა საბჭოს რიგგარეშე სხდომა, სადაც საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორობის მსურველთა დოკუმენტაციის შესაბამისობას განიხილავდნენ კანონმდებლობასთან. მრჩეველთა საბჭოს გადაწყვეტილებით, 10 პრეტენდენტიდან შემდეგ ეტაპზე გადავიდა მხოლოდ – 7. დირექტორობისთვის ბრძოლას გამოეთიშნენ თამილა დოლიძე, თეიმურაზ დიასამიძე და გიორგი გიორგაძე. აჭარის ტელევიზიის იურისტის, გია ქარცივაძის განცხადებით, ზემოთ ჩამოთვლილი კანდიდატების დოკუმენტაცია იყო პრობლემური. მაგალითად – …

ქარტია და TI აჭარის ტელევიზიის დირექტორის შერჩევის წესს აკრიტიკებენ

16 სექტემბერს „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ მრჩეველთა საბჭომ, დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნის [არჩევის] წესი დაამტკიცა და თანამდებობაზე ღია კონკურსიც გამოაცხადა – განცხადების მიღება 19 სექტემბრიდან იწარმოებს. თუმცა, მიღებულ დოკუმენტთან დაკავშირებით შენიშვნები აქვთ „საერთაშორისო გამჭვირავალობა – საქართველოსა“ და „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში“.   როგორც ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, ნატა იმედაიშვილმა უთხრა “ბათუმელებს”, დოკუმენტის …

აჭარის ტელევიზია 42 ათას ლარად სტუდიებს განაახლებს

აჭარის ტელევიზია სტუდიებს განაახლებს. სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს“ სარგებლობაში არსებული სატელევიზო სტუდიის მოწყობის სამუშაოებს, ტელევიზია, გამარტივებული ელექტრონული ტენრდერით, მაქსიმუმ 42 395 ლარად შეისყიდის. სატელევიზო სტუდიების მოწყობის [დეკორაციული ] სამუშაოები ქ. ბათუმში, მემედ აბაშიძის ქ. N 41-ში მდებარე შენობაში ჩატარდება. სატელევიზიო სტუდიებია: დილის გადაცემის,  პოლიტიკური თოქ-შოუს,   საინფორმაციო გამოშვების, სამედიცინო გადაცემისა და სპორტული გადაცემის …

“აჭარის ტელევიზიის” სახეები “ქართული ოცნების” საარჩევნო სიაში

“ქართული ოცნების” პროპორციულ სიაში აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის ცოტნე ანანიძეა – საზოგადოებრივი მაუწყებლის “აჭარის ტელევიზიის და რადიოს” დირექტორის მოადგილე, ასევე პოლიტიკური თოქ-შოუს წამყვანი. ინფორმაცია “ბათუმელებს” თავად ცოტნე ანანიძემ დაუდასტურა. მისი თქმით, არ იცის სიის რომელი ნომერი იქნება და დეტალებზე საღამოს 6 საათის შემდეგ ისაუბრებს. “თანამშრომლების ნაწილს უკვე დავემშვიდობე. დღეს გავიგე, რომ “ქართული ოცნების” სიაში ვიქნებოდი, …

შიდა აუდიტის დასკვნა “აჭარის ტელევიზიაში”

“მაუწყებელში არსებული საბიუჯეტო კონტროლის სისტემები არაეფექტურია” – წერია დასკვნაში, რომელიც “საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს” შიდა აუდიტმა დადო. ახალ დასკვნაში აქცენტირებულია მაუწყებლის ბიუჯეტი, რომელიც ჯერ კიდევ მუხლობრივად იწერება და არ არსებობს მისი პროგრამული ნაწილი. გარდა ამისა, გამიჯნული არ არის აჭარის ტელევიზიის და რადიოს ბიუჯეტი. აუდიტი ხაზს უსვამს ზოგად პრინციპს, რომ მუხლობრივი ბიუჯეტით ძირითადად ხარჯების …

აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭომ თავმჯდომარე ვერ აირჩია

დღეს, 2 სექტემბერს, აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის არჩევნები ჩატარდა. საბჭოს ყოფილი თავმჯდომარემ ზაზა ხალვაშმა, გასულ თვეში, საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარისა და წევრის პოზიცია. საბჭოს სხდომას ოთხი წევრი ესწრებოდა: თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ნატა იმედაიშვილი, გიორგი ირემაძე, ირაკლი დარცმელიძე და ბეჟან გობაძე. არჩევნებზე გიორგი ირემაძემ ნატა იმედაიშვილის კანდიდატურა წამოაყენა, ხოლო ბეჟან …

„აჭარის ტელევიზიის“ ხელმძღვანელობას თანამშრომელი სასამართლოში უჩივლებს

რა რეაგირება მოჰყვა „აჭარის ტელევიზიაში“ დაახლოებით ერთი თვის წინ შიდა აუდიტის დასკვნაში დაფიქსირებულ დარღვევებს? – ამ კითხვით „ბათუმელებმა“ „აჭარის ტელევიზიის“ ხელმძღვანელს, სოსო სტურუას მიმართა. მან ერთი თვის წინ გვითხრა, რომ დაელოდებოდა სამსახურების წერილობით განმარტებებს და გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებდა. „საყვედური გამოვუცხადეთ იურიდიული მხარდაჭერის სამსახურის ორ თანამშრომელს განმარტებების წარმოდგენამდე, რადგან პირდაპირ იყო დაფიქსირებული შესყიდვის პროცედურებში დარღვევები. …

რა დარღვევები დააფიქსირა შიდა აუდიტმა „აჭარის ტელევიზიაში“

ტენდერის გამოცხადება სამართლებრივი საფუძვლის გარეშე; ტენდერის მოგება გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის გარეშე, როცა ეს აუცილებელი მოთხოვნაა; ხელშეკრულების გაფორმება ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გარანტიის წარმოდგენის გარეშე – ეს და სხვა დარღვევები სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოს“ შიდა აუდიტორულ ანგარიშშია დაფიქსირებული. ანგარიში 2015 წელს სრულად ასახავს. ტენდერები სხვადასხვა სატელევიზიო ტექნიკის, ასევე გადაცემის შესყიდვას შეეხება. „ყველა იმ სამსახურზე, …

„აჭარის ტელევიზიის“ მრჩეველთა საბჭოს წევრების ანაზღაურება გაორმაგდება

პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა ცვლილება კანონში „მაუწყებლობის შესახებ“,  რაც „აჭარის ტელევიზიის“ მრჩეველთა საბჭოს დაფინანსების გაზრდას ითვალისწინებს. აქამდე მრჩეველთა საბჭოს დაფინანსება „საზოგადოებრივი მაუწყებლის – აჭარის ტელევიზიის და რადიოს“ მთლიანი ბიუჯეტის 1.5 პროცენტს შეადგენდა. „აჭარის ტელევიზიის“ მრჩევლები ჰონორარის გაზრდას აპირებენ. მრჩეველთა საბჭოს წევრის ხელფასი თვეში 900 ლარს შეადგენს, დირექტორის და მისი მოადგილის – 1000-1000 ლარს (ხელზე ასაღები …

აჭარის ტელევიზია სამ ჯიპში 80 000 ლარს გადაიხდის

სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო სამ, მაღალი გამავლობის მსუბუქ ავტომობილს [ჯიპი] გამარტივებული ტენდერით შეისყიდის. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ავტომობილი არ უნდა იყოს ჩინური, რუსული, თურქული ან/და ინდური წარმოების. შესყიდვის ჯამური ღირებულება – მაქსიმუმ 80 ათასი ლარია [კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების, ავტომობილის გადაფორმებისა და  ავტომობილის ტელევიზიის მიერ მითითებულ სერვისცენტრში შემოწმების ხარჯების ჩათვლით]. მისაწოდებელი ავტომობილები უნდა იყოს …

რატომ არ უშვებენ აჭარის ტელევიზიის ყოფილ თანამშრომელს ბორდის სხდომაზე

29 იანვარს აჭარის ტელევიზიის ყოფილმა თანამშრომელმა, ირაკლი ანთიძემ აჭარის ტელევიზიასთან პატრულის ორი ეკიპაჟი და კრიმინალური პოლიცია გამოიძახა. ანთიძეს ტელევიზიაში ბორდის საბჭოს სხდომაზე სურდა დასწრება, თუმცა იგი ტელევიზიის დაცვამ შენობაში არ შეუშვა. „უკვე მეხუთე შეხვედრაა, როდესაც ვცდილობ დავესწრო. ჩემ წინააღმდეგ არის დისკრიმინაციული ქმედებები განხორციელებული. არ მიშვებენ, რადგან თურმე იქ ვიქცევი არაადეკვატურად, მათი განმარტებით. სოსო სტურუას [აჭარის …

აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე გადადგომას ითხოვს

 

აჭარის ტელევიზიის ხუთწევრიანი სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ  ზაზა ხალვაშმა თანამდებობიდან გადადგომის თხოვნით უკვე მიმართა ამ საბჭოს. ამის შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებს“ დაუდასტურა ბეჟან გობაძემ,  საბჭოს წევრმა. 

Exit mobile version