რატომ შეცვალეს დანიშვნიდან ორ კვირაში აჭარის პროექტების მართვის კომპანიის დირექტორი

აჭარის პროექტების მართვის კომპანიის დირექტორად ლევან კვანტალიანი დანიშნეს. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ლევან კვანტალიანი პროფესიით ფინანსისტია და ამ დრომდე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საფინანსო-ანალიტიკურ სამსახურში ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე მუშაობდა. ყოფილი დირექტორი გოჩა გაბრუშიძე კი პირველ მოადგილედ გადაიყვანეს. ინფორმაცია აჭარის პროექტების მართვის კომპანიის დირექტორად ლევან კვანტალიანის დანიშვნის შესახებ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ფეისბუქის გვერდზე …

აჭარის პროექტების მართვის კომპანიას ახალი უფროსი ჰყავს, ყოფილი დირექტორი კი მერიაში გადაიყვანეს

აჭარის პროექტების მართვის კომპანიის  დირექტორად გოჩა გაბრუშიძე დანიშნეს, მანამდე ის ამ ორგანიზაციაში იურისტად მუშაობდა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის, ედნარ ნატარიძის ბრძანების მიხედვით, გოჩა გაბრუშიძის ხელფასი 8000 ლარი იქნება. აჭარის პროექტების მართვის კომპანია აჭარის მთავრობის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციაა. კომპანია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო დაქვემდებარებაში მუშაობს და მაღალბიუჯეტიანი საპროექტო-სამშენებლო პროექტების შესყიდვა- განხორციელებაზე მუშაობს. დოკუმენტების მიხედვით, …

ჩირუხის მთაზე ზიპლაინის გახსნა იგეგმება – მართვაში იტალიურ კომპანიას 45 ათას ევროს გადაუხდიან

შუახევის მუნიციპალიტეტში, ჩირუხის მთაზე მოწყობილი ზიპლაინის გახსნას სამთავრობო შპს „აჭარის პროექტების მართვის კომპანია“ 2025 წელს გეგმავს. მიმდინარე წლის განმავლობაში ობიექტის მართვა-ოპერირებაში კი, იტალიურ კომპანია Adrenaline X-Treme-ს ექსკლუზიური უფლებამოსილების ფარგლებში, უტენდეროდ, 45 ათას ევროს გადაუხდიან. ჩირუხის მთაზე ზიპლაინის მოწყობაში ბიუჯეტიდან 9,21 მილიონი ლარი დაიხარჯა. ობიექტი ტენდერში გამარჯვებულმა „ანაგმა“ ააშენა, თუმცა, დოკუმენტების მიხედვით ზიპლაინის პროექტირება/ინსტალაცია იტალიურმა კომპანიამ …

დაიბზარა და ჩამოინგრა შენობა, რომლის აშენებაზეც ბიუჯეტიდან 1.7 მილიონი დაიხარჯა – ვიდეო

ქობულეთში, დაბა ჩაქვში, რაგბის სტადიონის მშენებარე ადმინისტრაციული შენობა ჩამოინგრა – დაიბზარა კედლები, დაზიანებულია სავენტილაციო სისტემისთვის საჭირო გაყვანილობა.  სამუშაოების ნაწილი, კერძოდ 1 მილიონ 700 ათასი ლარის ღირებულების სამუშაოები შემსყიდველს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს – „პროექტების მართვის კომპანიას“ – უკვე ჩაბარებული აქვს. ეს ტენდერის ღირებულების 40 პროცენტია. ამ დროისთვის ადგილზე სამუშაოები არ მიმდინარეობს. ხელოვნურსაფარიანი რაგბის სტადიონისა …

ქობულეთში „ჩელე არენას“ საფეხბურთო მოედანზე ხელოვნურ საფარს დააგებენ – ტენდერი 2 მილიონი ლარით

ქობულეთის საფეხბურთო სტადიონის ცენტრალურ და სავარჯიშო მოედნებზე ხელოვნურ საფარს დააგებენ. სამუშაოების ფარგლებში გარკვეული ინფრასტრუქტურული სამუშაოებიც ჩატარდება, თუმცა ეს არ იქნება სტადიონის რეკონსტრუქცია. სამუშაოებისთვის 2,1 მილიონი ლარია გათვალისწინებული. აჭარის მთავრობას ქობულეთის სტადიონის რეკონსტრუქციის/ახლის მშენებლობის გადაწყვეტილება არ მიუღია. არადა აჭარის პროექტების მართვის კომპანია გასულ წელს ახალი, 7-8 ათას მაყურებელზე გათვლილი უეფას მე-2 კატეგორიის საფეხბურთო სტადიონის მოსაწყობად საჭირო …

დამატებით 1,2 მლნ ყინულის არენისთვის ბათუმში – პროექტი ბიუჯეტს 94 მილიონი ლარი უჯდება

ბათუმში ყინულის არენის მშენებლობის ტექნიკურ ზედამხედველობაში „აჭარის პროექტების მართვის კომპანია“ 1 260 330 ლარს ტენდერის გარეშე გადაიხდის. ზედამხედველის ტენდერის გარეშე შერჩევას სამთავრობო კომპანია „ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების“ მიზნით ხსნის. ყინულის არენის მშენებლობა აჭარის მთავრობამ მეორედ დაიწყო და ამჯერადაც „ფორსმაჟორში“. პირველ შემთხვევაში მშენებლობის დაწყების მიზეზი ბათუმში 2018 წლის საჭადრაკო ოლიმპიადის ჩატარება იყო, ამჯერად კი, მიზეზი …

ბათუმში ყინულის არენისა და აუზის ასაშენებლად ახალ ტენდერს გამოაცხადებენ

აჭარის მთავრობა ბათუმში, ლადო ასათიანის ქუჩაზე ყინულის არენის დასრულებასა და იქვე ახალი საცურაო აუზის მშენებლობაზე ტენდერის გამოცხადებას გეგმავს. თუ ეს ტენდერი შედგება, მშენებლობის დასრულებას ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 თვე [2,5 წელი] დასჭირდება. ტენდერის გამოცხადებამდე კი, აჭარის სამთავრობო შპს „აჭარის პროექტების მართვის კომპანია“ ბაზარს იკვლევს. ბაზრის კვლევის მიზანი გამოსაცხადებელ ტენდერში პრეტენდენტის მიმართ განსაზღვრულ მოთხოვნებზე [გამოცდილება, კვალიფიკაცია, ფინანსური …

ქობულეთში უეფას მე-2 კატეგორიის სტადიონს ააშენებენ VIP შესასვლელითა და პარკინგით

ქობულეთში არსებული საფეხბურთო სტადიონის ადგილზე ახალი, 7-8 ათას მაყურებელზე გათვლილი უეფას მე-2 კატეგორიის საფეხბურთო სტადიონის მოწყობა იგეგმება. სტადიონის დეტალური პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის მომზადებაზე შპს „აჭარის პროექტების მართვის კომპანია“ [ყოფილი შპს „სტადიონი“] კონკურსს გამოაცხადებს. მანამდე კი, კომპანია, სავარაუდო ღირებულების დადგენის მიზნით, ბაზარს იკვლევს. ბაზრის კვლევის დოკუმენტების მიხედვით, უეფას მეორე კატეგორიის სტადიონზე ნებადართულია ჩატარდეს: „საქართველოს ეროვნული ჩემპიონატისა …

კონკურსი ბათუმის N1 პოლიკლინიკისა და სასწრაფოს ახალი შენობების დაპროექტებაზე

ბათუმის N1 პოლიკლინიკის და სასწრაფოს ახალი შენობების დაპროექტებაზე აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ კონკურსი გამოაცხადა. ამავე კონკურსის ფარგლებში უნდა მომზადდეს პროექტი, რომელიც რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობაზე მიშენებასაც ითვალისწინებს. ახალი შენობები „ძველი რესპუბლიკურის“ ადგილზე უნდა ააშენონ. „ახალ რესპუბლიკურს“ კი 4 სართულს გრიბოედოვისა და პუშკინის ქუჩების მხრიდან მიაშენებენ. „ბათუმის საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების მართვის ცენტრის მშენებლობისათვის დამზადებული …

ქობულეთში სპორტული კომპლექსის მშენებლობისთვის 37 მილიონია გამოყოფილი – ტენდერი

ქობულეთში, 9 აპრილის N28-ში სპორტული კომპლექსი უნდა ააშენონ. აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე 37,4 მილიონი ლარით ტენდერი უკვე გამოაცხადა. პროექტის მიხედვით, სპორტული კომპლექსი სხვადასხვა სპორტის სახეობისთვის სასწავლო-საწვრთნელი სივრცე იქნება. საპროექტო ტერიტორია ორი ნაკვეთისგან შედგება და ჯამში 28 427 ჰექტარია. ტერიტორია ოთხი მხრიდან ქუჩით და ნაწილობრივ კერძო ნაკვეთებით არის შემოსაზღვრული; მასზე არსებობს მრავალწლიანი ხე-მცენარეები, როგორც …

ბათუმის რესპუბლიკურს 4 სართულს მიაშენებენ – პროექტირებაზე კონკურსი გამოცხადდება

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალ შენობას დაახლოებით 4 300 კვ.მ ფართობს მიაშენებენ. მიშენება გრიბოედოვისა და პუშკინის კვეთაში, გადაუდებელი მიმღების [ემერჯენსის] მხრიდანაა დაგეგმილი. მისაშენებელი ფართობი კი 4 სართულზე გადანაწილდება. აღნიშნული მიშენების, ასევე, ბათუმის N1 პოლიკლინიკისა და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების მართვის ცენტრის [სასწრაფოს] მშენებლობის დეტალურ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე სახელმწიფო შპს „აჭარის პროექტების მართვის კომპანია“ კონკურსს …

ბათუმში ჭადრაკის სასახლის აშენებას გეგმავენ

ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე, ახალაშენებული სპორტკომპლექსის მიმდებარედ, აჭარის მთავრობა ჭადრაკის სასახლის მშენებლობას გეგმავს. „თანამედროვე სტანდარტების ჭადრაკის სასახლის მშენებლობის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის“ შესყიდვისთვის, სავარაუდო ღირებულების დასადგენად „აჭარის პროექტების მართვის კომპანია“ ბაზარს იკვლევს. სავარაუდო ფასების დადგენის შემდეგ კი, ჭადრაკის სასახლის მშენებლობაზე კომპანია კონკურსს გამოაცხადებს. ტერიტორია, სადაც ჭადრაკის სასახლე უნდა დაპროექტდეს, 8 250 კვადრატული მეტრია და ის აჭარის ავტონომიური …

„ამით უნდა დაინტერესდეს პრემიერი და პროკურატურა“ – საკრებულოს წევრი აუდიტის დასკვნაზე

ბათუმის საკრებულოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ [ენმ] რეზო ხარაზი ითხოვს პროკურატურა დაინტერესდეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნით, რომელიც აჭარის მთავრობის პროექტების მართვის კომპანიის 2020-2021 წლების მუშაობის შედეგების ანალიზს გვთავაზობს. აუდიტის დასკვნაში საუბარია მაღალბიუჯეტიანი პროგრამების ხარვეზებზე და ასევე არამიზნობრივ ხარჯებზე, რაც კომპანიას გასულ წლებში ჰქონდა. რეზო ხარაზის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ გასულ წლებთან შედარებით აუდიტის დასკვნა „შერბილებული …

მთა ჩირუხში ზიპლაინის მოსაწყობად თანხა 2,7 მილიონით გაიზარდა

შუახევის მუნიციპალიტეტის მთა ჩირუხში ზიპლაინის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებისა და მშენებლობისთვის აჭარის ბიუჯეტიდან გათვალისწინებული თანხა 2,7 მილიონი ლარით გაიზარდა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ 6 752 200 ლარით გამოცხადებული ტენდერი არ შედგა [მასში მონაწილეობა არავინ მიიღო], ამჯერად კი, 9 512 716 ლარით ტენდერი, იმავე მომსახურების შესყიდვაზე, „აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ“ გამოაცხადა. [ამ კომპანიის 100% წილი …

“აჭარაბეთ არენა” აცხადებს აუქციონს კომერციულ ფართებზე

ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე, ,,აჭარაბეთ არენაზე“ მდებარე კომერციული დანიშნულების ფართების იჯარით გაცემასთან დაკავშირებით აუქციონი მიმდინარეობს. 300კვ/მ-დან 900 კვ/მ-მდე  კომერციული ფართების,  საპარკინგე სივრცეებისა  და ლედ მონიტორის იჯარით გაცემა ამჯერად  40% ფასდაკლებით მოხდება. საპარკინგე სივრცე 19 375 კვ/მ მოიცავს და  სტადიონის ირგვლივ 800-მდე ავტომანქანის განთავსების შესაძლებლობას იძლევა. ლედმონიტორი აჭარაბეთ არენის გარე პერიმეტრზე სინემა პარკის მოსაწყობადაა განკუთვნილი. გასული აუქციონების შედეგად სტადიონის პანორამული რესტორანი და რამდენიმე კომერციული ფართი უკვე გაიცა იჯარით. ელექტრონული …

აჭარაბეთ არენა 2023 წელს FIABCI World Prix d’Excellence Awards-ზე წარსდგება.

აჭარაბეთ არენამ პირველ ეროვნულ დაჯილდოებაზე – FIABCI Georgia Prix d’Excellence Awards 2022, საუკეთესო საჯარო შენობების ნომინაციაში გაიმარჯვა და უძრავი ქონების ოსკარი მოიპოვა. FIABCI Prix d’Excellence-ის საერთაშორისო დაჯილდოების 30-წლიან ისტორიაში ქართული ფურცელი გადაიშალა. 2023 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიმართულ მსოფლიო დაჯილდოებაზე FIABCI World Prix d’Excellence Awards, აჭარაბეთ არენაც იქნება წარდგენილი. უძრავი ქონების პროექტების პირველი ეროვნული დაჯილდოება-FIABCI …

აჭარაში შენდება და რემონტდება რამდენიმე სპორტული ობიექტი

აჭარის პროექტების მართვის კომპანია სისტემატურ კონტროლს უწევს რეგიონის მასშტაბით მიმდინარე სპორტული ობიექტების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროცესს. პარალელურ რეჟიმში მიმდინარე რამდენიმე ობიექტი კომპანიის დირექტორმა ბაქარ ჩიტაიამ, მუნიციპალური პროექტების მართვის კოორდინატორთან, გიორგი ქათამაძესთან ერთად მოინახულა. აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ამ ეტაპისთვის 4 პროექტის მშენებლობა მიმდინარეობს, ხოლო 6 სპორტული ობიექტის პროექტის განხორციელება წლის ბოლოდან ეტაპობრივად დაიწყება. მშენებლობისა და რეაბილიტაციის …

ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე

დღეს, 6 სექტემბერს, აჭარაბეთ არენას გარე პერიმეტრზე მდებარე მონიტორზე ევრობასკეტის მატჩის ჩვენება გაიმართება. საქართველო-ბულგარეთის კალათბურთელთა პრინციპული შეხვედრის ლაივსტრიმი 21:00 საათზე დაიწყება. დასწრება უფასოა. კალათბურთის მოყვარულებს და ფანებს საშუალება ექნებათ თამაშს ავტომანქანიდან უყურონ. ჩვენებას უზრუნველყოფს შპს „აჭარის პროექტების მართვის კომპანია“.

აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ ახალი სასპორტო სკოლის მოსაწყობად კონკურსი გამოაცხადა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ახალსოფელში, სასპორტო სკოლის მშენებლობა, „საფეხბურთო კლუბი მაჭახელა“-ს სათამაშო მოედნის რეაბილიტაცია და საფეხბურთო სტადიონის ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება. აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ კონკურსი ხელვაჩაურში მდებარე მიწის ნაკვეთებზე საკადასტრო კოდებით: ს/კ 22.29.01.108, 22.29.01.010 და 22.29.01.239 გამოაცხადა. პროექტის თანახმად შენობაში უნდა განთავსდეს ფეხბურთის, კალათბურთის, ხელბურთის მინი მოედნები, არანაკლებ 300 კაცზე გათვლილი ტრიბუნებით. მათ შორის: – VIP-ლოჟა 5 ადამიანზე, …

ჩაქვში ძალოსნობის ბაზის მშენებლობა მიმდინარეობს

ახალი სპორტული ობიექტი 2795 კვ/მ ფართობზე შენდება. სამსართულიანი შენობა მოიცავს 180 მაყურებელზე გათვლილ საშეჯიბრო და სავარჯიშო დარბაზებს, სასტუმრო ნომრებსა და კვების ობიექტს. ამ ეტაპზე კეთილმოეწყობა სველი წერტილები, საშხაპეები, გასახდელები, სამედიცინო და დამხმარე სათავსოები, მიმდინარეობს გარე პერიმეტრის მოპირკეთების სამუშაოები, მოეწყობა პანდუსები, დასასვენებელი და საპარკინგე ადგილები. შენობა სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირებისთვის. მიმდინარეობს შენობის გადახურვა, ექსტერიერისა და …

კიდევ ერთი საფეხბურთო სტადიონი მაღალმთიან აჭარაში

აგვისტოს ბოლოს შუახევში ახალი, 500 მაყურებელზე გათვლილი საფეხბურთო სტადიონი გაიხსნება. აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ 2 019 998 ლარის ღირებულების სამშენებლო ობიექტზე ტენდერი სექტემბრის თვეში გამოაცხადა. პროექტს „შპს გლობალ სტანდარტ – მშენი“ ახორციელებს. ევროსტანდარტების საფეხბურთო მოედნის მშენებლობა აპრილში დაიწყო და აგვისტოს ბოლოს დასრულდება. ობიექტის მშენებლობამდე წინასწარ მომზადდა გრუნტი და ჩაშენდა ხიმინჯები. მდინარის მხარეს გაკეთდა 100 მეტრიანი …

ჩაქვში რაგბის მოედნის მოსაწყობად 4,5 მილიონი ლარი დაიხარჯება

ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჩაქვში, 15 058 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, სადაც ბუნებრივსაფარიანი სტადიონი იყო, ხელოვნურსაფარიან რაგბის მოედანს მოაწყობენ. სამუშაოების შესყიდვაზე აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ ელექტრონული ტენდერი უკვე გამოაცხადა. სატენდერო თანხა 4 559 943 ლარია. ტენდერში წინადადებების მიღება დაიწყება 2022 წლის 27 ივლისს და ხუთ დღეში, პირველ აგვისტოს დასრულდება. პირობის მიხედვით, რაგბის მოედანი, ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან …

დინამო VS სლოვანი დიდ ეკრანზე

ისტორიაში პირველად, საფეხბურთო კლუბი „დინამო ბათუმი“ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობს და პირველ ჯერზე, „სლოვან“ ბრატისლავას დაუპირისპირდება. შპს „აჭარის პროექტების მართვის კომპანია“, აჭარაბეთ არენას გარე პერიმეტრზე მდებარე მონიტორზე, აღნიშნული თამაშის პირდაპირ ტრანსლაციას განახორციელებს. გულშემატკივარს საშუალება ექნება მატჩს პირდაპირ ეთერში, დიდ ეკრანზე ადევნოს თვალი. ჩვენება გაიმართება მიმდინარე წლის 06 ივლისს, 22:30 საათზე, დასწრება უფასოა.

ბათუმის სტადიონზე ბალახის მოვლაში თვეში 47 ათასი ლარი დაიხარჯება

ბათუმის სტადიონზე მინდვრის მოვლაში 2 წლის განმავლობაში 1 139 880 ლარს [თვეში 47 495 ლარს] გადაუხდიან უცხოურ კომპანიას, რომელმაც თავის დროზე სტადიონზე ჰიბრიდული მინდვრის საფარი მოაწყო. „აჭარის პროექტების მართვის კომპანია“, რომელიც სახელმწიფო კომპანიაა, შესაბამის ხელშეკრულებას ტენდერის გარეშე, გამარტივებული წესით გააფორმებს. „აჭარაბეთ არენას“ საფეხბურთო მოედნის მინდვრის საფარის (ჰიბრიდული) ხარისხის გაუარესების თავიდან აცილების და მისი შემდგომი ექსპლუატაციის …

,,აჭარაბეთ არენაზე“ კომერციული ფართები 20%-იანი ფასდაკლებით გაიცემა

ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე – ,,აჭარაბეთ არენაზე“ მდებარე კომერციული დანიშნულების ფართების, მათ შორის პანორამული რესტორნის, საპარკინგე სივრცეებისა და ლედ მონიტორის იჯარით გაცემა 20%-იანი ფასდაკლებით მიმდინარეობს. კერძოდ, ვებ-გვერდზე Eauction.ge გამოცხადებულია ელექტრონული აუქციონები 455,4 კვ.მ. და 776,24 კვ.მ. კომერციულ ფართებზე (ლინკები იხ. ქვემოთ). ასევე, ელექტრონული აუქციონი მიმდინარეობს სტადიონის შიდა პერიმეტრზე მდებარე რესტორნის (221,19 კვ. მ.) იჯარით გაცემაზე, რომელსაც …

630 ათასი ბათუმში ყინულის არენის და საცურაო აუზის პროექტისთვის – კონკურსი

ბათუმში „ყინულის არენის“ დაწყებული მშენებლობის დასრულებისა და ახალი საცურაო აუზის მოწყობის დეტალური პროექტის მომზადებისთვის ამჯერად აჭარის ბიუჯეტიდან 630 ათასამდე ლარი დაიხარჯება. პროექტისა და შესაბამისი ხარჯთაღრიცხვის მომზადებაზე კონკურსი „აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ“ სწორედ აღნიშნული თანხით [დღგ-ს გარეშე] გამოაცხადა. ეს კომპანია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაა. კონკურსში წინადადებების მიღება 2022 წლის 5 მარტს დაიწყება და 10 მარტს დასრულდება. …

თამარის დასახლებაში საჩოგბურთო კომპლექსის რეაბილიტაცია იგეგმება

ბათუმში, თამარის დასახლებაში, საჩოგბურთო კომპლექსის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციაა დაგეგმილი, რისთვისაც შესაბამის პროექტსა და ხარჯთაღრიცხვას „აჭარის პროექტების მართვის კომპანია“ შეისყიდის. შესასყიდი დოკუმენტების სავარაუდო ფასის დასადგენად კი, კომპანია ამ ეტაპზე ბაზარს იკვლევს. კომპლექსი ტბეთის ქუჩაზე, 5 111 კვ.მეტრ ფართობზეა განთავსებული. ობიექტის სარეაბილიტაციო პროექტის ფასი კი, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ პროექტების მართვის კომპანიას 7 თებერვლის ჩათვლით წარუდგინონ. პროექტს თან უნდა ახლდეს …

რატომ ადგენენ ყინულის არენის და საცურაო აუზის პროექტის სავარაუდო ფასს ხელახლა

ბათუმში ყინულის არენის დასრულების და ახალი საცურაო აუზის მოწყობის პროექტისთვის საჭირო სავარაუდო ღირებულების დასადგენად აჭარის პროექტების მართვის კომპანია ბაზარს ხელახლა იკვლევს. კომპანიამ, როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, სავარაუდო ღირებულება 2021 წლის აგვისტოშიც დაადგინა, თუმცა კონკურსი, დოკუმენტაციის შესყიდვაზე, აღარ გამოუცხადებია. როგორც აჭარის პროექტების მართვის კომპანიაში გვითხრეს, პროცედურები დროში გაიწელა და აგვისტოში დადგენილი ფასებით იანვარში კონკურსს ვერ გამოაცხადებდნენ. შესაბამისად, …

,,აჭარაბეთ არენაზე“ კომერციული ფართების იჯარით გაცემა 20%-იანი ფასდაკლებით მიმდინარეობს

ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე – ,,აჭარაბეთ არენაზე“ მდებარე კომერციული ფართების, მათ შორის პანორმული რესტორნის, საპარკინგე სივრცეებისა და ლედ მონიტორის იჯარით გაცემა 20%-იანი ფასდაკლებით მიმდინარეობს. კერძოდ, ვებ-გვერდზე Eauction.ge გამოცხადებულია ელექტრონული აუქციონები 455,4 კვ.მ. და 776,24 კვ.მ. კომერციულ ფართებზე (ლინკები იხ. ქვემოთ). ასევე, ელექტრონული აუქციონი მიმდინარეობს სტადიონის შიდა პერიმეტრზე მდებარე რესტორნის (221,19 კვ. მ.) იჯარით გაცემაზე, რომელსაც პანორამული …

,,აჭარაბეთ არენა“ შეხვედრების ოთახებით სარგებლობას გთავაზობთ

ბათუმის ახალი საფეხბურთო სტადიონი – ,,აჭარაბეთ არენა“ დაინტერესებულ პირებს შეხვედრების ოთახებით სარგებლობას სთავაზობს. სტადიონზე განთავსებულია უახლესი აპარატურით აღჭურვილი საკონფერენციო დარბაზი, ასევე, სხვადასხვა ტიპის შეხვედრების ოთახები და ბიზნეს-ბოქსები. აღნიშნული სივრცეები განკუთვნილია ტრენინგების ჩასატარებლად, საქმიანი შეხვედრების გასამართად და სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებისათვის. მრავალფეროვანი სერვისის შეთავაზების მიზნით, სივრცეების დაჯავშნა შესაძლებელია როგორც საათობრივად და დღიურად, ასევე, ერთი თვით ან წლიურად. …

ღორჯომში სპორტული დარბაზის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

შპს „აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ“, 2021 წლის 14 სექტემბერს გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი ხულოს მუნიციპალიტეტის, სოფელ ღორჯომში სპორტული დარბაზის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე. პროექტით გათვალისწინებულია საჭიდაო დარბაზისა და  მაგიდის ჩოგბურთის სექციის მოწყობა. შესყიდვის ღირებულება შეადგენს 875 537 ლარს დღგ-ს ჩათვლით. წინადადებების მიღება სრულდება 2021 წლის 07 ოქტომბერს. ტენდერთან დაკავშირებით, დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=419758&lang=ge

,,აჭარაბეთ არენაზე“ კომერციული ფართების იჯარით გაცემა მიმდინარეობს

ბათუმის ახალ საფეხბურთო სტადიონზე – ,,აჭარაბეთ არენაზე“ მდებარე კომერციული ფართების, მათ შორის პანორმული რესტორნის, საპარკინგე სივრცეებისა და ლედ მონიტორის იჯარით გაცემა მიმდინარეობს. კერძოდ, ვებ-გვერდზე Eauction.ge გამოცხადებულია ელექტრონული აუქციონები 455,4 კვ.მ. და 776,24 კვ.მ. კომერციულ ფართებზე (ლინკები იხ. ქვემოთ). ასევე, ელექტრონული აუქციონი მიმდინარეობს სტადიონის შიდა პერიმეტრზე მდებარე რესტორნის (221,19 კვ. მ.) იჯარით გაცემაზე, რომელსაც პანორამული ხედი …

რა ელის ყინულის არენად დაწყებულ მშენებლობას ბათუმში

ახალი ყინულის არენის მშენებლობის დასასრულებლად საჭირო პროექტს აჭარის მთავრობა კონკურსით შეისყიდის, მანამდე კი, ფასების დასადგენად ბაზარს იკვლევს. ბათუმში, ლადო ასათიანის ქუჩა №27-ში ყინულის არენის მშენებლობა 2018 წელს მთავრობამ იმიტომ გადაწყვიტა, რომ საჭადრაკო ოლიმპიადა ჩაეტარებინა. მშენებლობა დაიწყო, ოლიმპიადაც ჩატარდა, თუმცა ყინულის არენის მშენებლობა აღარ დასრულებულა. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის ბათუმში ჩატარება ჯერ კიდევ 2014 …

ჩაქვში ფეხბურთის სტადიონის ადგილას რაგბის მოედანს ააშენებენ

ქობულეთში, დაბა ჩაქვში მდებარე საფეხბურთო სტადიონის ადგილას, ახალი, რაგბის ხელოვნურსაფარიან მოედანს ააშენებენ. რაგბის მოედნის საერთო ზომა უნდა იყოს 112X74 მეტრი. მოედანზე აშენდება 300 მაყურებელზე გათვლილი გადახურული ტრიბუნა და, ასევე, გათვალისწინებული იქნება შშმ პირებისათვის ადგილებიც. ტერიტორია ჩაქვში, სადაც ახალი მოედნის აშენებაა დაგეგმილი, ბათუმი-ქობულეთის მაგისტრალთან მდებარეობს და ფართობი 15 058 კვ.მ-ია. ეს ტერიტორია ჯერ სახელმწიფოს საკუთრებაში იყო, …

მალე დაბა შუახევს თანამედროვე სტანდარტების საფეხბურთო სტადიონი ექნება

შპს ,,აჭარის პროექტების მართვის კომპანია“-ს მიერ 2021 წლის 09 ივლისს გამოცხადდა ელექტრონული ტენდერი დაბა შუახევში, რუსთაველის ქუჩა N49ბ-ში მდებარე (ს/კ 24.02.32.063.028) არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ხელოვნურსაფარიანი საფეხბურთო სტადიონის მოწყობის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე. პროექტით გათვალისწინებულია ხელოვნურსაფარიანი სტანდარტული ზომის საფეხბურთო მოედნის მოწყობა, შესაბამისი სადრენაჟე სისტემებით. ასევე გათვალისწინებულია 500 ადგილიანი სამაყურებლო ტრიბუნის, მათ შორის შშმპ პირთათვის განკუთვნილი …

ქობულეთის სპორტსკოლის საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვაზე კონკურსი გამოცხადდა

შპს ,,აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ“ 2021 წლის 29 ივნისს სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი პორტალის მეშვეობით გამოაცხადა კონკურსი ქალაქ ქობულეთში, 9 აპრილის N28 მდებარე მიწის ნაკვეთზე საკადასტრო კოდით (ს/კ 20.42.06.981 და 20.42.06.956) სპორტული კომპლექსის მშენებლობისა და ლანდშაფტური დაგეგმარების დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების შესყიდვის მიზნით. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 496 000 ლარს დღგ-ს გარეშე. წინადადებების მიღება მთავრდება 2021 …

Exit mobile version