მთავარი,რეკლამა,სიახლეები

ჩაქვში ძალოსნობის ბაზის მშენებლობა მიმდინარეობს

10.08.2022
ჩაქვში ძალოსნობის ბაზის მშენებლობა მიმდინარეობს

ახალი სპორტული ობიექტი 2795 კვ/მ ფართობზე შენდება. სამსართულიანი შენობა მოიცავს 180 მაყურებელზე გათვლილ საშეჯიბრო და სავარჯიშო დარბაზებს, სასტუმრო ნომრებსა და კვების ობიექტს.

ამ ეტაპზე კეთილმოეწყობა სველი წერტილები, საშხაპეები, გასახდელები, სამედიცინო და დამხმარე სათავსოები, მიმდინარეობს გარე პერიმეტრის მოპირკეთების სამუშაოები, მოეწყობა პანდუსები, დასასვენებელი და საპარკინგე ადგილები. შენობა სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირებისთვის.

მიმდინარეობს შენობის გადახურვა, ექსტერიერისა და ინტერიერის მოპირკეთება.

ობიექტზე 50-მდე ადამიანია დასაქმებული.

4 406 083 ლარის ღირებულების ობიექტის მშენებლობაზე ტენდერი „აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ“ გასული წლის ნოემბერში გამოაცხადა. სამუშაოებს შპს „საბა კონსტრაქშენი “ ასრულებს. პროექტის დასრულება 2022 წლის ბოლოსთვისაა დაგეგმილი.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: