მთავარი,სიახლეები

ბათუმი-ქედის გაზსადენის პროექტს აჭარის მთავრობა შეისყიდის

20.12.2016
ბათუმი-ქედის გაზსადენის პროექტს აჭარის მთავრობა შეისყიდის

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით,  საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსთან მიმოწერის შემდეგ „ირკვევა, რომ  მიმდინარე ეტაპზე შესაძლებელია ბათუმი-ქედის მონაკვეთზე ბუნებრივი აირის საშუალო წნევის  დაახლოებით 30 კმ სიგრძის გაზსადენის მშენებლობა, რომელიც მოხმარდება საორიენტაციოდ 4 600 აბონენტს“.

ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმი-ქედის მონაკვეთის გაზსადენის პროექტირების სამუშაოების ღირებულება საორიენტაციოდ 250 ათას ლარს შეადგენს.

„მიმდინარე ეტაპზე საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მიერ ახლო პერიოდში ვერ ფინანსდება აღნიშნულ მონაკვეთზე გაზსადენის პროექტირება-მშენებლობა. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო არაა წინააღმდეგი აჭარის მთავრობის მიერ განხორციელდეს საპროექტო სამუშაოების შესყიდვა. პროექტის შესყიდვა გათვალისწინებულია 2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტში“ – აღნიშნულია აჭარის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებულ ვარიანტში, რომელიც მთავრობის მიერ უმაღლეს საბჭოშია გადაგზავნილი.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, მომავალი წლის „გაზაფხულისათვის შესაძლებელი იქნება ადიგენი-ხულოს მიმართულებით საშუალოწნევიანი გაზსადენის მშენებლობის საკითხის შესწავლა, რომლის მიხედვით  პროექტირების სამუშაოებზე შესაძლებელი იქნება გადაწყვეტილებების მიღება“.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: