მთავარი,სიახლეები

732 მილიონი ლარი ხევი-უბისას მონაკვეთის მშენებლობისთვის – ავტობანი რიკოთზე

21.11.2018
732 მილიონი ლარი ხევი-უბისას მონაკვეთის მშენებლობისთვის – ავტობანი რიკოთზე

რიკოთის საუღელტეხილო გზის, ხევი-უბისას მონაკვეთის მშენებლობაზე ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ხელშეკრულება გააფორმა. ხევი-უბისას მონაკვეთის მშენებლობისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული კომპანია Hunan Road and Bridge Construction Group-ია. პროექტის ღირებულება 732 296 478 ლარია, ხოლო სამუშაოების განხორციელების ვადად 3 წელია განსაზღვრული.

პროექტი ხევი-უბისას 12,2 კმ-იან მონაკვეთზე, ოთხზოლიანი გზის მშენებლობას ითვალისწინებს. აღნიშნულ მონაკვეთზე 35 ახალი ხიდისა [18 ხიდი – თბილისი-არგვეთას მიმართულებით, ხოლო, 17 – არგვეთა-თბილისის მიმართულებით] და 18 გვირაბის მშენებლობა იგეგმება. გატარდება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ღონისძიებები. ასევე, დაგეგმილია  3 სატრანსპორტო კვანძის მოწყობა.

ხევი-უბისას 12.2 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა აზიის განვითარების ბანკისგან მიღებული სესხით დაფინანსდება. აღნიშნული მონაკვეთი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გაივლის.

ხევი-უბისას გზა რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის შემადგენელი ნაწილია. ეს მონაკვეთი ოთხ სექციადაა დაყოფილი: ჩუმათელეთი-ხევი, ხევი-უბისა, უბისა-შორაპანი და შორაპანი არგვეთა.

რიკოთის  მთლიან მონაკვეთზე ახალი ავტომაგისტრალის ასაშენებლად დაახლოებით 3 მილიარდი ლარი დაიხარჯება, თუმცა ეს თანხა სატენდერო პროცედურების შემდეგ დაზუსტდება – აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში. აქვე ამბობენ, რომ აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის გავლას წითელი ხიდიდან სარფამდე [სიჩქარის შეზღუდვის გათვალისწინებით] დღეს დაახლოებით 8 საათი სჭირდება, ამ პროექტის დასრულების შემდეგ კი, ამ დერეფნის დაფარვა 4,5 საათში იქნება შესაძლებელი.

ამავე თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/168110/

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: