6 თვეში ჯარიმებიდან 148 მილიონი ლარი შევიდა ბიუჯეტში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის

საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებიდან 2026 წლის ბიუჯეტში, 6 თვეში, 148 მილიონი ლარი შევიდა. სახელმწიფო ხაზინის ანგარიშის მიხედვით ამ თანხიდან 59.3 მილიონი ცენტრალურ ბიუჯეტში, 89 მილიონი კი – თვითმმართველი ქალაქების ბიუჯეტში შევიდა. მათ შორის, პარკირების წესების დარღვევის გამო ჯარიმამ 11 მილიონ 193 937 ლარი შეადგინა; უბილეთოდ მგზავრობის გამო გადახდილი ჯარიმებიდან ბიუჯეტში 1 მილიონ 660 792 …

ჯარიმები, გადასახადები, კაზინო – რის ხარჯზე იზრდება ბიუჯეტი

2026 წლის ბიუჯეტის შესრულების ორი კვარტლის შედეგების შეჯამებამდე ჯერ ადრეა, თუმცა ფინანსისტებს აქვთ მოლოდინი, რომ შემოსულობების „სხვა შემოსავლების“ ნაწილი ისევ გაიზრდება და ეს ძირითადად ისევ ჯარიმების „დამსახურება“ იქნება. ფინანსთა სამინისტროს ხაზინის ანგარიშის მიხედვით, 2026 წლის პირველ კვარტალში სახელმწიფომ „სხვა შემოსავლები“ მნიშვნელოვნად სწორედ ჯარიმებით გაზარდა. მათ შორის დიდი შენატანი დაფიქსირდა საგზაო წესის დარღვევით გამოწვეული და ადმინისტრაციული …

ახალი ჯარიმები ნარჩენების მართვაზე

„ოცნების“ პარლამენტი ახალ-ახალი ჯარიმების დაწესებას აგრძელებს. პარლამენტს გარემოს დაცვის შესახებ კანონში ცვილებისა და ახალი ჯარიმების დაწესების თაობაზე ინიციატივით მთავრობამ მიმართა . ინიციირებული პროექტის მიხედვით, საქართველოს მთავრობას უფლება ენიჭება დაადგინოს გამონაკლისი, ნარჩენების დროებით შენახვის ობიექტზე განთავსებისთვის დადგენილ ვადასთან დაკავშირებით. კერძოდ, პროექტის დამტკიცების შემდეგ კოდექსში უნდა დაკონკრეტდეს, თუ რას უნდა მოიცავდეს ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგია და სახიფათო …

„5 წლის შვილი საკვების გარეშე დამიტოვეს, ანგარიშები დამიყადაღეს“ – სინდისის პატიმრის მეუღლე

სინდისის პატიმრის, გიორგი ოკმელაშვილის მეუღლე, თამთა ჩხეიძე 25 ათასი ლარით დააჯარიმეს და ანგარიშები დაუყადაღეს. თამთას 5 წლის შვილი ჰყავს და ოჯახში სხვა შემომტანი მის გარდა არავინაა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, რომელიც ტროტუარზე დგომის გამო აჯარიმებს და აპატიმრებს კიდეც ადამიანებს, არც მცირეწლოვანი ბავშვების მდგომარეობას ითვალისწინებს. თამთას გარდა, ამ კვირაში კიდევ ერთი სინდისის პატიმრის, საბა სხვიტარიძის დედის ანგარიშებიც …

„ანგარიშები დამიყადაღეს, საზღვარზე გავიგე, რომ დაჯარიმებული ვყოფილვარ“ – დავით ჯინჭარაძე

პოლიტიკური ტექნოლოგიების მკვლევარს, სამოქალაქო აქტივისტს, დავით ჯინჭარაძეს საბანკო ანგარიშები დაუყადაღეს. ამის შესახებ მან დღეს, 20 იანვარს მიიღო შეტყობინება „საქართველოს ბანკისგან“. „ბათუმელებთან“ საუბარში დავით ჯინჭარაძე ამბობს, რომ დაჯარიმების შესახებ ოქმი არ ჩაჰბარებია და მხოლოდ საზღვრის კვეთის დროს გაიგო, რომ დაჯარიმებულია. „ლონდონში ვიმყოფები ამჟამად, 12 იანვარს გადავკვეთე საზღვარი და მაშინ გავიგე, რომ თურმე დაჯარიმებული ვარ. ინფორმაცია გადავამოწმე …

მერია წერს, რომ ბათუმში პიროტექნიკის გამყიდველები დააჯარიმა და პროდუქცია ჩამოართვა

ბათუმის მერიის ინფორმაციით, პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტი, ექსპორტი, წარმოება ან რეალიზაცია, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვის გარეშე, გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით ან კონფისკაციის გარეშე. ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში პირი დაჯარიმდება 6 000 ლარით. მათივე ინფორმაციით, დღეს, 24 დეკემბერს, გამოვლინდნენ დამრღვევი მეწარმე სუბიექტები, რომლებიც მუნიციპალურმა ინსპექციამ დააჯარიმა. „დაიწერა საჯარიმო ქვითრები, რაც ითვალისწინებს 1000-ლარიან …

100 ლარი არასწორ დგომაზე ბათუმში?- მძღოლები ჯარიმებსა და პარკირების კრიზისზე

„ვტაქსაობ და კლიენტს ველოდებოდი ბინასთან, რადგან პარკინგზე თავისუფალი ადგილი არ იყო. ჩამოვიდა მგზავრი, ჩავისვი და წავედი. მალევე 100-ლარიანი ჯარიმა მომივიდა. ეს 18 დეკემბერს. ჯარიმა მომივიდა წინა დღითაც  – 50 ლარი“, – გვიყვება დავითი, რომელიც ოჯახს ტაქსაობით არჩენს, მაგრამ ჯარიმების მასშტაბი და რაოდენობა აფიქრებს, რომ მალე სრულიად ხელცარიელი დარჩება, მით უფრო, რომ ჯარიმები იზრდება, ხოლო საპარკინგე …

მზია ამაღლობელის სტენსილისთვის ზუგდიდელი აქტივისტი მეოთხედ დააჯარიმეს

ზუგდიდელი არტისტი და აქტივისტი როსტევან ზარანდია [როსტო], მზია ამაღლობელის სტენსილის გამო მეოთხედ დააჯარიმეს. საქმე ეხება მზია ამაღლობელის სტენსილს წარწერით – „HBD“ [„გილოცავ დაბადების დღეს“], რომელიც არტისტმა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პროკურატურის კედელზე შეასრულა. ოქმში, რომელიც როსტევან ზარანდიას დღეს, 20 ივნისს ჩააბარეს, წერია, რომ სასამართლომ იგი სამართალდამრღვევად ცნო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის მე-4 ნაწილით, რაც გულისხმობს …

ბათუმში მძღოლები 13 მილიონით დააჯარიმეს მოძრაობის წესების დარღვევისთვის – 2024 წლის მონაცემები

გასულ წელს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისათვის  ბათუმის ბიუჯეტში 8 მილიონ 856 ათას 100 ლარი შევიდა. ეს თანხა არ ასახავს საპატრულო პოლიციის [ასევე სათვალთვალო ვიდეოკამერების] მიერ ბათუმში გამოწერილი ჯარიმების სრულ მონაცემებს, რადგან კანონის შესაბამისად ჯარიმებიდან შემოსული თანხის მხოლოდ 60 პროცენტი შედის ბათუმის ბიუჯეტში, 40 პროცენტი კი – ცენტრალურ ბიუჯეტში. ეს იმას ნიშნავს, რომ გასულ წელს ბათუმში …

„ვის აქვს 5 000 ლარი დღეს? პროტესტს მაინც ვერ ჩაახშობენ“ – ზებრაზე გადასვლისთვის დაჯარიმებულები

„ჯანმრთელობის პრობლემა მაქვს. სულ რაღაც ერთ კვირაში ოპერაცია მიტარდება, რომელიც საკმაოდ დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. გარკვეული მიზეზების გამო, ოპერაცია არ მიფინანსდება. ოჯახს ვეღარ მოვთხოვ ჯარიმის გადახდის ნაწილშიც დამეხმაროს, იმიტომ, რომ მთელი ჩვენ ერთობლივი რესურსი ამ ოპერაციის ხარჯზეა გადანაწილებული“, – გვეუბნება 24 წლის მარიამ საგინაძე ბათუმიდან. ის დიზაინერია და ატელიეში მუშაობს. მარიამ საგინაძე ერთ-ერთია ბათუმში, 31 იანვრის …

ბათუმში სტუდენტები ჯარიმის ფულს აგროვებენ – „ულუკმაპუროდ დაგვტოვეს, სწავლის უფლება წამართვეს“

ბოლო რამდენიმე თვეა საპროტესტო აქციაში მონაწილე მოქალაქეებს მასობრივად აჯარიმებენ.  ჯარიმა გამოუწერეს ბათუმის საპროტესტო აქციის არაერთ მონაწილეს, მათ შორის, სტუდენტებს სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174¹ მუხლში ცვლილებები შეიტანა და დემონსტრაციების დროს გზის სპონტანურად გადაკეტვისთვის ჯარიმა 10-ჯერ, 500 ლარიდან 5000 ლარამდე გაზარდა. როგორ მოახერხებენ სტუდენტები ჯარიმის გადახდას, როცა 5 000 ლარი მათთვის …

როგორ მოვიქცეთ, თუ აქციაზე დაგვაჯარიმეს – იურისტის განმარტება

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ბოლო ცვლილებით, შეკრებისა და მანიფესტაციის დროს გზის „ხელოვნურად გადაკეტვისას“ შს სამინისტროს მიეცა უფლება შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და დააჯარიმოს მოქალაქე 5000 ლარით. რა გავლენა იქონია ჯარიმებმა პროტესტზე და რა უნდა გააკეთონ დაჯარიმებულებმა? – ამ თემაზე „ბათუმელები“ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილ თავმჯდომარეს, იურისტ ნიკა სიმონიშვილს ესაუბრა. ბატონო ნიკა, მას შემდეგ რაც …

5000-ლარიანი ჯარიმა 19-ჯერ აღემატება საარსებო მინიმუმს და კონსტიტუციის დარღვევაა – ქურდოვანიძე

საიას თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე, საპროტესტო აქციებში მონაწილე მოქალაქეების მასობრივ დაჯარიმებებს ფეისბუქზე გამოეხმაურა. მისი თქმით, დაჯარიმება 5000 ლარით იმ საფუძვლით, რომ გზა უკანონოდ გადაიკეტა, რადგან ხალხის რაოდენობა არ იყო საკმარისი, კონსტიტუციის დარღვევაა. „იმ შემთხვევაშიც კი, თუ კანონი ფორმალურად ირღვევა, არაძალადობრივი ქცევა/პროტესტი სისხლისსამართლებრივ დასჯას არ უნდა დაექვემდებაროს. 5000-ლარიანი სანქცია, ანუ 19-ჯერ მეტი, ვიდრე საარსებო მინიმუმია, სისხლისსამართლებრივ დასჯას …

მარიამ სიჭინავა ისევ დააჯარიმეს, ამჯერად ზვიგენის ფორმის ქუდის გამო

ზუგდიდელი აქტივისტი მარიამ სიჭინავა, დღეს, 14 თებერვალს მორიგი დაჯარიმების ვიდეოს ავრცელებს და წერს, რომ ერთ საათში ორჯერ დააჯარიმეს. „გუშინდელია კი, ზვიანგის თემაა“-ეუბნება მას პოლიციელი, რომელმაც საჯარიმო ოქმი მარიამს მანქანაში გადასცა. ამჯერად მარიამი ზვიგენის ფორმის ქუდის [ბალაკლავის] ტარებისთვის დააჯარიმეს 5 ათასი ლარით. ხელის მოწერის ნაცვლად მარიამ სიჭინავამ ოქმზე დააწერა: „ცეცხლი პოლიციურ რეჟიმს“, „სილა დგებუაძეს“. მარიამ სიჭინავა …

პაატა ბურჭულაძე 5 ათასი ლარით დააჯარიმეს – „ასე მომილოცეს მავნებლებმა“

დღეს, 13 თებერვალს, ოპერის ცნობილი მომღერალი პაატა ბურჭულაძე გზის გადაკეტვის ბრალდებით 5 ათასი ლარით დააჯარიმეს. ამის თაობაზე მას პოლიციელებმა აცნობეს, რომლებმაც პაატა ბურჭულაძეს სახლში მიაკითხეს. „გუშინ ხალხმა მომილოცა და სიცოცხლე გამიმრავლა! ეტყობა გაუჭირდათ ამის გადატანა და ცოტა ხნის წინ, მავნებლებმაც მომილოცეს 5000-ლარიანი ჯარიმით! პოლიციელს, რომელსაც ეს დავალება უნდა შეესრულებინა, ხელები უკანკალებდა, რა დღეში ჩააგდეს ქართული …

„საოცრება ხდება ჩემ თავს, უკვე 5 800-ზე მეტმა პედაგოგმა ჩამირიცხა ლარნახევარი“- ლადო აფხაზავა

სამოქალაქო განათლების მასწავლებელს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელ ლადო აფხაზავას მასწავლებლებმა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ დაკისრებული 5000-ლარიანი ჯარიმის თანხა შეუგროვეს. „საოცრება ხდება ჩემ თავს. არ ვიცი, საიდან ამხელა სოლიდარობა, ძლივს შევძელი და მარტო დავითვალე რამდენი ლარნახევარი იყო ჩარიცხული, რადგან ვიცოდი, რომ ვინც ლარნახევარს ჩარიცხავდა, ყველა პედაგოგი იქნებოდა. 5 800 პედაგოგზე მეტია უკვე, რომლებმაც 1.50 ლარი ჩარიცხა. …

„რუსულმა ოცნებამ არჩევნები მოიპარა“ – ბანერის გამოფენისთვის ორგანიზაცია 4 500 ლარით დააჯარიმეს

ორგანიზაცია „სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის“ ოზურგეთის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამ დღეში ორჯერ დააჯარიმა ბანერისთვის, რომელზეც წერია: „რუსულმა ოცნებამ არჩევნები მოიპარა“. 5 ნოემბერს ორგანიზაცია 1 500 ლარით დააჯარიმეს, დღეს, 7 ნოემბერს კი – 3 000 ლარით. „ამ მეორე დაჯარიმების შესახებ ტელეფონით გვაცნობეს, რადგან არ ვიყავით ოფისში“ – ამბობს ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ირმა გორდელაძე. მისი თქმით, ბანერი რის გამოც …

ბათუმში ქართული მენიუს არქონის გამო 6 ობიექტი დააჯარიმეს

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ ბათუმში 6 მოვაჭრე დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო დააჯარიმა. „მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ უწყების მიერ მიღებული გადაწყვეტილება ობიექტებმა არ შეასრულეს“. საუბარია სავაჭრო ობიექტებში, მათ შორის რესტორნებსა და კაფე-ბარებში ქართული მენიუს და ქართულ ენაზე მომსახურების არარსებობაზე. „მოვაჭრეებს ევალებოდათ თავიანთი ობიექტები სავაჭრო პოლიტიკის კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა“- აცხადებს კონკურენციის სააგენტო. …

პარკირების წესების დარღვევა ბათუმში [ფოტო]

„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ოფიციალურ ვებგვერდზე, ორ კვირაზე მეტია გათიშულია პარკირების გრაფა, სადაც პარკირების წესების დარღვევაზე დაჯარიმებული მძღოლების ყოველდღიური სტატისტიკა ქვეყნდება. „ბათუმის ავტოტრანსპორტში“ განმარტავენ, რომ ამის მიზეზი სერვერზე შექმნილი ტექნიკური ხარვეზია, რომლის გამოსწორებაზეც მუშაობენ. პარკირების წესების დარღვევის ამსახველი ფოტო-მასალა, გადაღებულია ბოლო სამი დღის განმავლობაში.

უცნობია, რამდენი პირი დააჯარიმეს ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე

ბათუმში, როგორც წესი, ავტომანქანები გაჩერებულია სკვერებში, გაზონებზე, ველობილიკებზე და ცხადია, ტროტუარებზე. ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე მძღოლებს ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია აჯარიმებს, ყოველდღიური სტატისტიკური მონაცემები კი, მერიის შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ოფიციალურ გვერდზე ქვეყნდებოდა. შესაბამისი გრაფა ამ ვებგვერდზე რამდენიმე დღეა გათიშულია. „ვებგვერდი ეკუთვნის „ავტოტრანსპორტს“ და დაჯარიმების სტატისტიკა შესაბამის გრაფაში პროგრამულად, ავტომატურად აისახებოდა. შესაბამისად, რამდენი მძღოლი დავაჯარიმეთ, მაგალითად, დღეს, …

ტექდათვალიერების გარეშე ავტომობილის მართვაზე ჯარიმები იზრდება – ცვლილება კოდექსში

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებები, რომლებიც ტექდათვალიერების გარეშე ავტომობილის მართვის გამო დაჯარიმებას ეხება, 2023 წლის 4 ივნისიდან ამოქმედდება. დღეს მოქმედი კოდექსის მიხედვით: იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება, რომელსაც არ გაუვლია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება, იწვევს მძღოლის დაჯარიმებას 50 ლარით; იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების სხვა პირისათვის სამართავად /საექსპლუატაციოდ გადაცემა, რომელსაც დადგენილი წესით არ გაუვლია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება, იწვევს …

ბათუმში ველობილიკებსა და შშმ პირების სადგომზე დარღვევით პარკირებისთვის ჯარიმები გაიზარდა

ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის ცნობით, ბათუმში შშმ პირისთვის განკუთვნილ ადგილზე დარღვევით დგომისთვის საჯარიმო სანქცია 4-ჯერ გაიზარდა. არასწორი პარკირებისთვის მძღოლები 50 ლარის ნაცვლად 200 ლარით დაჯარიმდებიან. საკანონმდებლო ცვლილება შეეხო ველობილიკზე არასწორი პარკირების მუხლსაც. ახლა სამართალდამრღვევს 50-ის ნაცვლად 100 ლარის გადახდა მოუწევს. პარკირებისა და ტრანსპორტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ ბოლო სამი თვის განმავლობაში 9 296 სამართალდარღვევა დაფიქსირდა. მათ შორის …

დღეს ბათუმში ტროტუარზე პარკირებისთვის 1 მძღოლი დააჯარიმეს – 20 ფოტო

ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის დღის სტატისტიკური მონაცემებით, 5 ოქტომბერს, 19:30 საათის მონაცემებით, ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე, კერძოდ ტროტუარზე დგომისთვის მხოლოდ ერთი მძღოლი დააჯარიმეს. ბათუმში, როგორც წესი, ავტომანქანები დგას სკვერებში, გაზონებზე, ველობილიკებზე და ცხადია, ტროტუარებზე.

დღეს ბათუმში ტროტუარზე პარკირებისთვის 62 მძღოლი დაჯარიმდა

დღეს, 16 სექტემბერს, ბათუმში პარკირების წესების დარღვევისთვის სულ 328 მძღოლი დააჯარიმეს, აქედან: ტროტუარზე დგომისთვის დაჯარიმდა – 61, ავტობუსის გაჩერებაზე დგომისთვის – 3, ველობილიკზე სხვა სახის ტრანსპორტის მოძრაობისთვის 2, პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომისთვის – 246, ნიშანში დგომისთვის – 2, დგომა-გაჩერების წესის დარღვევის გამო კი – 14. პარკირების წესების დარღვევისთვის მძღოლებს ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია აჯარიმებს.

ბათუმის ბულვარში 51 პირი სხვადასხვა დარღვევისთვის დააჯარიმეს

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბოლო ორ თვეში ბათუმის ბულვარში 51 პირი დაჯარიმდა, შვიდს კი სიტყვიერი გაფრთხილება მიეცა. ველობილიკის მიღმა მოძრაობისთვის დაჯარიმდა 51 ადამიანი. დარღვევა ითვალისწინებს 20 ლარით დაჯარიმებას, განმეორების შემთხვევაში კი – 50 ლარით დაჯარიმებას. იმავე ოდენობის თანხით დაჯარიმდება პირი, რომელიც კვადროციკლით ან მოტოციკლით მოძრაობის  წესებს დაარღვევს ბულვარში. ადმინისტრაციის თქმით, ბულვარში დაამონტაჟეს გამაფრთხილებელი ბანერებიც. ამავე …

დღეს ბათუმში 282 მძღოლი დააჯარიმეს

ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის ცნობით, ბათუმში პარკირების წესების დარღვებისთვის დღეს, 7 ივლისს, სულ 282 მძღოლი დაჯარიმდა. აქედან: 38 – ტროტუარზე დგომისთვის; 12 – ავტობუსის გაჩერებაზე დგომისთვის; 12 – დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის; 3 – ველობილიკზე სხვა სახის ტრანსპორტის მოძრაობისა და პარკირებისთვის; 217 კი – პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომისთვის. __________________ მთავარ ფოტოზე: ავტობუსის გაჩერებაზე და უსინათლოთა ბილიკზე …

კაფეების მიერ ტროტუარების ოკუპაცია დაიწყო, რას აკეთებს მუნიციპალური ინსპექცია | ფოტო

ბათუმში ტურისტული სეზონის ძალაში შესვლასთან ერთად აქტიურდება კაფე-ბარების მიერ ოკუპირებული ტროტუარების პრობლემა. „ბათუმელებმა” რამდენიმე ადგილი გადაიღო, სადაც კვების ობიექტებს მაგიდებით, მცენარეებითა და დაფა-მენიუებით სრულად აქვთ ათვისებული ტროტუარი, ფეხით მოსიარულეებსა და ეტლით მოსარგებლეებისთვის კი გზის ამ მონაკვეთში მხოლოდ ველობილიკი დატოვეს. რამდენი ასეთი ობიექტი დაჯარიმდა წელს ტროტუარის მაგიდებითა და სხვა ინვენტარით ჩახერგვისთვის, ეს ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციაში დათვლილი …

ბათუმში დღეს ტროტუარზე დგომისთვის 36 მძღოლი დააჯარიმეს – 38 ფოტო

ბათუმის ავტოტრანსპორტის ინფორმაციით, დღეს ბათუმში პარკირების წესების დარღვევისთვის 355 მძღოლი დააჯარიმეს, მათ შორის: 14 იდგა ავტობუსის გაჩერებაზე, 36 იდგა ტროტუარზე, 10 დაჯარიმდა დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის, 275 კი პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომისთვის.

ბათუმში პარკირების წესის დარღვევისთვის წელს 35 409 პირი დაჯარიმდა

ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის ინფორმაციით, მიმდინარე წელს, პარკირებისა და ტრანსპორტის ზედამხედველობის სამსახურმა ბათუმში, სულ 36 539 სამართალდარღვევა გამოავლინა [აქედან 35 409 პარკირების წესების დარღვევას უკავშირდება], მათ შორის: • 28 373 – პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომა; • 4 166 – ტროტუარზე დგომა; • 1 959 – დგომა-გაჩერებისა და სხვა ნიშნების დარღვევა; • 868 – მუნიციპალურ ავტობუსში …

„გაუქმდეს პარკირების საჯარიმო ქვითრები“ – მოთხოვნა სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ

„მერმა გააუქმოს დღემდე ყველა გამოწერილი საჯარიმო ქვითარი. შეაჩეროს პარკირების გადასახადი და არ დაჯარიმდნენ მოქალაქეები, სანამ არ იქნება კანონით დადგენილ ნორმებში მოწესრიგებული პარკირება,“ – აცხადებს გია ხალვაში, „ახალგაზრდა ლიდერთა ინიციატივის“ ხელმძღვანელი. მან დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გააცნო ჟურნალისტებს, რომლის მიხედვითაც „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ მიერ გამოწერილი საჯარიმო ქვითარი მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ უკანონოდ მიიჩნია. …

დღეს ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე 6 მძღოლი დააჯარიმეს [ფოტო]

ბათუმის ავტოტრანსპორტის ინფორმაციით, დღეს, 15 სექტემბერს, ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე სულ 6 მძღოლი დაჯარიმდა, 2 – ავტობუსის გაჩერებაზე დგომისთვის და 4 – შშმ პირის ტრანსპორტისთვის განსაზღვრულ ადგილზე პარკირებისთვის. ფოტოები გადაღებულია ბოლო ორი დღის განმავლობაში.

ბათუმში ვილმარტი, კარფური და სხვები 10-10 ათასი ლარით დააჯარიმეს

ბათუმში შრომის ინსპექციამ 13 ობიექტი დააჯარიმა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შრომის ინსპექციის, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ბათუმში კვების, საცალო და საბითუმო ვაჭრობის ობიექტები, სუპერმარკეტები და სასტუმროები 10 სექტემბერს შეამოწმეს. რვა შემოწმებული სასტუმროდან პირობები ვერ დააკმაყოფილა ორმა სასტუმრომ. ესენია: სტამბული გალოგრე შემოწმდა 8 საცალო და საბითუმო ვაჭრობის ობიექტი, …

რამდენი ლარით შეიძლება დაჯარიმდეთ გარემოზე ზიანის მიყენების შემთხვევაში – კანონპროექტი

გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ ახალი კანონპროექტის მიხედვით, გარემოზე ზიანის მიყენების შემთხვევაში ჯარიმები გაიზრდება. კანონპროექტის მიხედვით, გარემოზე ზიანის მიყენების გარდაუვალი საფრთხის ან გარემოზე მიყენებული ზიანის შესახებ ინფორმაციის დამალვა დაჯარიმდება 5 000-დან 10 000-მდე ლარით, ხოლო დაზიანებული გარემოს პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენის ან პირვანდელ მდგომარეობასთან მიახლოებულ მდგომარეობამდე აღდგენის შესაძლებლობის შესახებ ინფორმაციის დამალვა – 5 000 …

მუნიციპალურმა ინსპექციამ აკუსტიკური ხმაურის გამო ბათუმში 9 პირი დააჯარიმა

ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის ინფორმაციით, საზოგადოებრივი ადგილების შეზღუდვის, გარე ვაჭრობის, ხაზობრივი ნაგებობების, გარე რეკლამისა და იერსახის მონიტორინგის მიმართულებით ბოლო ერთი თვის განმავლობაში 64 სამართალდარღვევის ფაქტი გამოვლინდა. მუნიციპალური ინსპექციის ინფორმაციით, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე 9 სამართალდარღვევის ოქმი დაიწერა, ცხრა პირი დაჯარიმდა აკუსტიკური ხმაურის გამოც. ბოლო ერთი თვის განმავლობაში აკუსტიკურ ხმაურზე სულ 34 შეტყობინება …

ავტობუსის გაჩერებაზე პარკირებული ავტომანქანები და ჯარიმების სტატისტიკა [ფოტო]

„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ 5 აგვისტოს მონაცემებით, ბათუმში პარკირების წესების დარღვევისთვის მუნიციპალურმა ინსპექციამ სულ 198 ადამიანი დააჯარიმა. მათგან: 177 – პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომის გამო; 13 – ნიშანში დგომისთვის; 5 – ტროტუარზე დგომისთვის, 1 – დგომა-გაჩერების წესის დარღვევის გამო; 2 – შშმ პირის ტრანსპორტისთვის განსაზღვრულ ადგილზე არაუფლებამოსილი პირის პარკირებისთვის.   ფოტოები გადაღებულია ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში.

ტროტუარზე პარკირებისთვის ბათუმში დღეს 9 მძღოლი დაჯარიმდა [50 ფოტო]

ბათუმში ტროტუარზე, ველობილიკებზე, ზებრა გადასასვლელებსა თუ ავტობუსების გაჩერებებზე პარკირებული ავტომანქანების რაოდენობა დღითიდღე იზრდება. ქალაქის ყოველი ქუჩის ტროტუარზე არასწორად პარკირებულ ერთ ავტომანქანას მაინც შეხვდებით. დღეს “ბათუმელებმა” ტროტუარზე პარკირებული სულ ცოტა 50 ავტომანქანა დააფიქსირა, თუმცა ბათუმის ავტოტრანსპორტის მონაცემებით, დღეს ტროტუარზე დგომისთვის ბათუმში მხოლოდ 9 მძღოლი დააჯარიმეს. ასე გამოიყურება პარკირების წესების დარღვევის დღევანდელი ოფიციალური სტატისტიკა: პარკირების საფასურის გადახდის …

Exit mobile version