„ოცნების“ შემწირველი სარფში მასშტაბური კომპლექსის აშენებას გეგმავს

სარფის მთაზე „ოცნების“ მხარდამჭერი ბიზნესმენის, გურამ ჯიჯავაძის კომპანია, „გურუ ინვესტი“ მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას გეგმავს. მერიაში წარდგენილი დოკუმენტების შესაბამისად საპროექტო ტერიტორიაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები უნდა განათავსონ. მშენებლობა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სარფში 7 ნაკვეთზე იგეგმება, კომპანია სამომავლოდ მათ გაერთიანებას გეგმავს. ნაკვეთების ფართობი ჯამში ერთ ჰექტარზე მეტია [10 604 კვ.მეტრი] სამშენებლო ნაკვეთები ერთი მხარეს კერძო საკუთრებას, მეორე მხარეს …

„ხელვაჩაურის მერიის თანამდებობის პირებმა მცემეს, შემაფურთხეს, დამემუქრნენ“ – მოქალაქე | ვიდეო

„ხელვაჩაურში, ბიუჯეტის პროექტის განხილვაზე მივედი, თანამდებობის პირებმა ჩემზე ფიზიკურად იძალადეს, სახეში შემაფურთხეს, შემაგინეს, დამემუქრნენ და გამომაძევეს,“ – ამბობს მოქალაქე თორნიკე ქავთარაძე. ის, რასაც მოქალაქე ამბობს, დასტურდება ვიდეოჩანაწერითაც. ობიექტური მტკიცებულების არსებობის მიუხედავად, მოქალაქეზე ძალადობის გამო ამ დრომდე არავინ დასჯილა. მოქალაქე ხელვაჩაურის კულტურის ცენტრში 18 ნოემბერს ხელვაჩაურის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვაზე მივიდა. განხილვაზე მისული თორნიკე …

ხელვაჩაურის მერიამ 218 221 ლარის დავა წააგო სამ კომპანიასთან

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიამ მიმწოდებლებთან სასამართლო დავები წააგო და მათ სასარგებლოდ, ჯამში, 218 221 ლარის გადახდა დაეკისრა. ხელვაჩაურის საკრებულოს ოპოზიცია ითხოვს, საქმეები პროკურატურამ შეისწავლოს და გამოარკვიოს, ეს შედეგი დაუდევრობამ გამოიწვია თუ კორუფციული გარიგება იყო. „ეს არის არამიზნობრივი ხარჯი, 200 000 ლარზე მეტი უკვე გამოყოფილია ბიუჯეტში, ეს არის კორუფცია და ეს პროკურატურამ უნდა გამოარკვიოს,“ – ამბობს ხელვაჩაურის …

აჭარაში ყველა მერი და საკრებულოს თავმჯდომარე კაცია – სად არიან ქალები

აჭარის ექვს მუნიციპალიტეტს (ბათუმი, ქობულეთი, ქედა, ხულო, შუახევი, ხელვაჩაური) ექვსი მერი და საკრებულოს ექვსი თავმჯდომარე ჰყავს. ამ თორმეტ წამყვან პოზიციაზე მხოლოდ კაცები არიან წარმოდგენილნი. აჭარის მუნიციპალიტეტებში საკრებულოს არც ერთი თავმჯდომარე და არც ერთი მერი ქალი არ არის. საკრებულოს თავმჯდომარეების მოადგილეთა საერთო რაოდენობა აჭარის მუნიციპალიტეტებში თვრამეტია. საკრებულოს თავმჯდომარეების მოადგილეებიც აჭარის მუნიციპალიტეტში, ძირითადად, კაცები არიან. საკრებულოს თავმჯდომარის …

საკადრო ცვლილებები ხელვაჩაურის მერიაში

2021 წლის პირველი ნოემბრიდან დღემდე ხელვაჩაურის მერიიდან 18 ადამიანი გაათავისუფლეს. მათ შორის სამსახურის ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები. ხელვაჩაურის მერიიდან გაუშვეს ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელი, სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოადგილე. ხელვაჩაურის მერიიდან „ბათუმელებისთვის“ მოწოდებულ საჯარო ინფორმაციაში, თანამშრომელთა გათავისუფლების მიზეზად „პირადი განცხადებაა“ მითითებული. ასევე შეიცვალა ხელშეკრულებით დასაქმებული მერის წარმომადგენლები თხილნარში, აჭარისწყალში, ახალშენში, …

განახლებას წყლისთვის 179 829 ლარი დახარჯეს, სოფელი უწყლოდაა – აუდიტი ხელვაჩაურის მერიაზე

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშის თანახმად, ხელვაჩაურის მერიამ ორ სოფელში გემურაულსა და განახლებაში ჭაბურღილის მოწყობისთვის, წყლის რესურსის განსაზღვრის მიზნით გეოლოგიური კვლევისათვის, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 45 000 ლარი გადაიხადა. ხოლო სოფელ განახლებაში წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოებზე 134 829 დახარჯა. თუმცა, სოფელს წყალი არ მიეწოდება. „მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, აღნიშნული გამოწვეულია წყლის მარაგის დაწევით, თუმცა შესაბამისი დოკუმენტური …

ხელვაჩაურის მერიაში დასაქმებული 64 პირი სხვაგანაც მუშაობს – აუდიტი

ხელვაჩაურის მერიაში დასაქმებული 64 პირი, რომელთა ხელფასზეც ბიუჯეტიდან 230 851 ლარი დაიხარჯა, პარალელურად სხვა სამსახურშიც მუშაობდა. ეს და სხვა ათობით დარღვევა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშშია მოცემული, რომელსაც აუდიტის სახელმწიფო სამსახური აქვეყნებს. აუდიტის თანახმად, 2019-2020 წლებში მუნიციპალიტეტში სრულფასოვნად არ გამოიყენებოდა სამუშაო დროის აღრიცხვის სისტემა. ამასთან არ დასტურდება, რომ ის 64 პირი, რომლებიც …

ხელვაჩაურში ბუნებრივი აირის მიწოდება ხვალ აღდგება

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში  დღეს, 13 მაისს დილის 08:00 საათიდან ბუნებრივი აირის მიწოდება შეწყდა. კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზის“ ინფორმაციით ბუნებრივი აირის მიწოდების შეფერხება გამოწვეულია გაზსადენზე  დაგეგმილი სარემონტო საექსპლუატაციო სამუშაოებით. აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე ეტაპობრივად აღუდგებათ  14 მაისის 18:00 საათამდე. კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი” აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ …

ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარედ მინდია დიასამიძე აირჩიეს

დღეს, 23 დეკემბერს, ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარედ მინდია დიასამიძე აირჩიეს.  მას საკრებულოს 18-მა წევრმა დაუჭირა მხარი, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო ოპოზიციური ფრაქციის ხუთმა წევრმა. ეს თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ყოფილმა თავმჯდომარემ ნადიმ ვარშანიძემ არჩევნებში მონაწილეობის მიზნით საკრებულოს მიმართა უფლებამოსილების მოხსნაზე. ის უმაღლეს საბჭოში „ოცნების“ პროპორციული სიით შევიდა. მინდია დიასამიძე ხელვაჩაურის საკრებულოში  საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას ხელმძღვანელობდა, …

“ვნახოთ, რამდენად უშველის ბოდიში”- რიჟვაძე ხელვაჩაურის მერის მიერ ჟურნალისტის გინებაზე

“ერთმნიშვნელოვნად შეეშალა აღნიშნულ თანამდებობის პირს და ვნახოთ, რამდენად უშველის ბოდიში. ეს არის ჩემი პასუხი,” – ასე უპასუხა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ხელვაჩაურის მერის, ჯუმბერ ვარდმანიძის შესახებ დასმულ კითხვას. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ეს განცხადება ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გააკეთა. Batumelebi.ge-ზე 12 ოქტომბერს გამოქვეყნდა სტატია – „მილიონიანი უკანონო მშენებლობა, არჩევნები და უშვერი გინება – 3 ამბავი ხელვაჩაურის …

მეზობლები სახელმწიფო გზის გამო დავობენ – რას აკეთებს სახელმწიფო

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში მეზობლები სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული გზის გამო დავობენ. ვახტანგ თედორაძე ამბობს, რომ მეზობელმა ნაკვეთებს შორის არსებული გზა თვითნებურად ჩაკეტა. მას ალტერნატიული შესასვლელი აქვს, მაგრამ ხელი მაინც ეშლება – ვეღარ გამოიყენებს სახლის მიმდებარედ საკუთრებაში არსებულ ნაკვეთს მიზნობრივად, რაც ოჯახისთვის შემოსავლის წყარო შეიძლება გამხდარიყო. მისი მეზობელი მერაბ ფერცელიძე კი აცხადებს, რომ გზად დარეგისტრირებული ნაკვეთი …

ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში ანა ბარათაშვილის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

3 დეკემბერს, ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში-შშმ პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული ღონისძიებების კვირეულის ფარგლებში, ახალგაზრდა მწერლის-ანა ბარათაშვილის წიგნის „სიყვარულის ზღაპარი“ პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრაზე, დამსწრე ახალგაზრდებმა კითხვებით მიმართეს ანას წიგნის ირგვლივ და ჩანახატებით გაუზიარეს შთაბეჭდილებები. ანა ბარათაშვილმა მოუწოდა ახალგაზრდა მწერლებს: „მეტი წერეთ და ნუ შეგაშინებთ შესაძლო კრიტიკა, რადგან ობიექტური კრიტიკა სასურველიც კია განვითარებისთვის“. შეხვედრას ესწრებოდა აჭარის …

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი მოსახლეობის წინაშე ანგარიშით წარსდგა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა მოსახლეობის წინაშე 2019 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა. საჯარო შეხვედრა ხელვაჩაურის კულტურის ცენტრში გაიმართა. ჯუმბერ ვარდმანიძემ დეტალურად ისაუბრა იმ პროექტებზე, რომელიც მერიამ ამ პერიოდში განახორციელა. მერის თქმით, 2019 წელს პრიორიტეტს წარმოადგენდა ინფრასტრუქტურის განვითარება – მიმდინარე წელს დაგეგმილი 147 პროექტიდან 130 უკვე დასრულდა ხოლო 17 ჯერ კიდევ პროცესშია. მიმდინარე წელს მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა …

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ნარჩენების სეპარირებული შეგროვების სტენდები განთავსდა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, დღეს, 6 ნოემბერს, ოთხ მისამართზე ნარჩენების სეპარირებული შეგროვების სტენდები განათავსეს. სტენდების საჯარო პრეზენტაციას ესწრებოდნენ: ხელვაჩაურის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ნადიმ ვარშანიძე, აჭარის არ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სულხან მოწყობილი და USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის – ნარჩენების მართვის ტექნოლოგია რეგიონებში (USAID / CENN WMTR II)[ რომელსაც ახორციელბს CENN] კოორდინატორი აჭარის რეგიონში – …

ახალსოფლის ცენტრში ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის ცენტრში, ამხანაგობა „მაჭახელისა“ და „ბარაკის“ კორპუსებთან არსებული ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურული ღონისძიებები ითვალისწინებს კორპუსების მიმდებარე ტერიტორაზე ბეტონის საფარის დაგებას. პროექტის განხორციელებისათვის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 70 500 ლარია გამოყოფილი.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ომბოლოში მინი სტადიონი მოეწყობა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ომბოლოში, მინი სტადიონის მოწყობის სამუშაოები დაიწყო. პროექტის ღირებულება 60 314 ლარს შეადგენს. აღნიშნულ ობიექტზე სამუშაოები მიმდინარე წლის დეკემბრის თვეში დასრულდება.

რას ითხოვს მოსახლეობა ახალშენსა და სარფში – სახელისუფლებო გუნდის შეხვედრები გრძელდება 

აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან გრძელდება. ამჯერად შეხვედრები ახალშენისა და სარფის ადმინისტრაციული ერთეულების მოსახლეობასთან გაიმართა. მომავალი წლის ბიუჯეტის პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით, ხელვაჩაურის მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელებთან ერთად, მოსახლეობის პრობლემები მოისმინეს საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ილია ნაკაშიძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს ვიცე-სპიკერმა მერაბ კარანაძემ, აჭარის არ მინისტრთა კაბინეტის წევრებმა. მოსახლეობის მთავარ პრიორიტეტად სასმელი წყლის …

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა შეხვედრები ხელვაჩაურის მოსახლეობასთან

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მახინჯაურისა და ორთაბათუმის ადმინისტრაციული ერთეულების მოსახლეობას შეხვდა. ,,მოვედი აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, რათა მოვისმინოთ თქვენი პრობლემები და განვსაზღვროთ 2020 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები,’’ – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ მოსახლეობასთან შეხვედრისას. მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად სოფელ მახინჯაურში, განთიადში, კაპრეშუმსა და ორთაბათუმში გამართულ შეხვედრებს ესწრებოდნენ: საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ილია ნაკაშიძე, პარლამენტის დეპუტატები: მუხრან ვახტანგაძე და …

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტმა საერთაშორისო კონფერენციაზე ერთ-ერთ ნომინაციაში გაიმარჯვა

საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსთა ასოციაციის საერთაშორისო კონფერენციაზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი გამარჯვებული გახდა ნომინაციაში – „საუკეთესო პრაქტიკა – მოსახლეობის მონაწილეობა პრიორიტეტების განსაზღვრისას“ და საჩუქრად სპეციალური ჯილდო და სერთიფიკატი გადაეცა. აღნიშნული ნომინაცია გულისხმობს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფორმირებისას, მოქალაქეების ჩართულობით პრიორიტეტების სწორად განსაზღვრას და პროექტებისა და პროგრამების მაქსიმალურად მორგებას მოსახლეობაზე. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსთა ასოციაციის რიგით მე-12 საერთაშორისო კონფერენციაზე …

აქცია “დავასუფთავოთ მსოფლიო” ხელვაჩაურში

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი შეუერთდა ყოველწლიურ საერთაშორისო აქციას „დავასუფთაოთ მსოფლიო“. აქცია მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა, მასში ჩართული იყო ადგილობრივი მოსახლეობა, სკოლის მოსწავლეები, მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები. აქციის მონაწილეებმა ნარჩენებისაგან გაწმინდეს ადმინისტრაციული ერთეულების ცენტრების, მდინარისპირა და სკოლების მიმდებარე ტერიტორიები. კამპანია სახელწოდებით „დავასუფთაოთ მსოფლიო“ გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის ფარგლებში დაფუძნდა. საქართველო კამპანიას 2010 წელს შეუერთდა.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სოციალური სახლის მშენებლობა გეგმის მიხედვით მიმდინარეობს

აქტიურად მიმდინარეობს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის პროცესი სოფელ კაპრეშუმში. უახლოეს პერიოდში დასრულდება შენობის კარკასის მშენებლობა. საცხოვრებელი სახლის ბინები მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ეკომიგრანტ ოჯახებს უსასყიდლოდ გადაეცემა. პროექტის საერთო ღირებულება 2 977 792 ლარია. სამუშაოები ორ ეტაპად უნდა წარიმართოს. პროექტისათვის 2019 წლის ბიუჯეტით 1 500 000 ლარია გათვალისწინებული. კომპანია ,,მშენებელმა’’ სამუშაოების I ეტაპი 2020 წლის 10 იანვრამდე უნდა …

ხელვაჩაურის სოფლებში ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები მოსახლეობას შეხვდნენ

“ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი არის მოქალაქე და მისი კეთილდღეობის უზრუნველყოფა,” – აღნიშნული განცხადება აჭარის ა/რ რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ფერიის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობასთან შეხვედრაზე გააკეთა. თორნიკე რიჟვაძესთან ერთად, სოფელ ფერიის ცენტრსა და ახალშენის მეურნეობაში გამართულ შეხვედრებს საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ილია ნაკაშიძე, აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს ვიცე-სპიკერი …

„კოლხობა 2019“ გაიმართა

სარფის სანაპიროზე ტრადიციული სახალხო დღესასწაული ,,კოლხობა’’ გაიმართა, სადაც დამსწრე საზოგადოებას სიტყვით აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ილია ნაკაშიძემ, აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს ვიცე-სპიკერმა, მერაბ კარანაძემ და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ჯუმბერ ვარდმანიძემ მიმართეს. სახალხო დღესასწაული უკვე 40 წელია იმართება. ღონისძიების 10 მონაწილეს, რომელთაც დიდი წვლილი მიუძღვით ,,კოლხობის’’, როგორც სახალხო დღესასწაულის ტრადიციის ჩამოყალიბებაში, …

მეოთხე სოციალური სახლი ხელვაჩაურში

სოფელ კაპრეშუმში აქტიურად მიმდინარეობს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ეკომიგრანტი ოჯახებისათვის, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის პროცესი. უკვე დასრულებულია შენობის საძირკველისა და სარდაფის მოწყობის სამუშაოები. პროექტის საერთო ღირებულება 2 977 792 ლარია. სამუშაოები ორ ეტაპად უნდა წარიმართოს. პროექტისათვის 2019 წლის ბიუჯეტით 1 500 000 ლარია გათვალისწინებული. კომპანია ,,მშენებელმა’’სამუშაოების I ეტაპი 2020 წლის 10 იანვრამდე უნდა დაასრულოს. სოციალური სახლისათვის გათვალისწინებული …

,,საზაფხულო ბანაკი 2019“ მაჭახელას ხეობაში

მაჭახელას ხეობაში აქტიურად მიმდინარეობს ახალგაზრდული პროგრმა ,,საზაფხულო ბანაკი 2019“. ახალგაზრდების მეხუთე ნაკადს სოფელი ზედა ჩხუტუნეთი მასპინძლობს. მიმდინარე პერიოდში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჯამში 732-მა ახალგაზრდამ მოინახულა მაჭახელას ხეობის ულამაზესი ბუნება და ღირშესანიშნაობები. პროექტის ფარგლებში ტარდება ინტელექტუალური და გასართობი ღონისძიებები. პროგრამას ა(ა)იპ ,,დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანებასთან (ICSU) თანამშრომლობითა და თანადაფინანსებით ახორციელებს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია. პროექტი 10 …

აჭარისაღმართში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა მიმდინარე წლის ოქტომბერში დასრულდება

სოფელ აჭარისაღმართში სასმელი წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 169 996 ლარს შეადგენს. დღეისათვის მიმდინარეობს სამარაგე აუზებისა და მაგისტრალის მოწყობა. სამუშაოებს აწარმოებს შპს „ნაგო“. ინფრასტრუქტურული ღონისძიებები მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში დასრულდება. აღნიშნული პროექტის განხორციელებით აჭარისაღმართის მოსახლეობა სუფთა სასმელი წყლით იქნება უზრუნველყოფილი.

თხილნარის მეურნეობაში უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა

ამჯერად, უფასო სამედიცინო გამოკვლევების აქცია თხილნარის მეურნეობაში გაიმართა. ადგილობრივებს კონსულტაციას რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები გაუწიეს. აქციაში ჩართული იყო : [checklist] ქირურგი კარდიოლოგი ექოსკოპისტი თერაპევტი ნევროპათოლოგი ოტორინოლარინგოლოგი [/checklist] მოსახლეობას კარდიოგრაფიული და ექოსკოპიური კვლევებიც ჩაუტარდათ. სულ გამოკვლევებით 50-მდე ადგილობრივმა მაცხოვრებელმა ისარგებლა. უფასო სამედიცინო აქცია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივითა და ორგანიზებით იმართება.

სოფელ ხელვაჩაურში სპორტული მოედანი და სკვერი მოეწყობა

სოფელ ხელვაჩაურში, საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიწყო მინი საბეხბურთო მოედნისა და სკვერის მოწყობა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სტადიონის ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 116 000 ლარს. ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „დიდგორი“. სამუშაოები მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში დასრულდება.

სალიბაურში წყლის მაგისტრალის ბათუმის ქსელზე დაერთების პროცესი დასრულდა

სოფელ ქვედა სალიბაურში წყლის მაგისტრალის ქ. ბათუმის ქსელზე დაერთების პროცესი დასრულდა. გატარებული ღონისძიებების შედეგად მოეწყო წყლის ავზი, მაგისტრალი, და სატუმბი სადგური. ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესასრულებლად მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 74 733 ლარი გამოიყო. ობიექტზე სამუშაოებს აწარმოებდა შპს „ალსოფი“. აღნიშნული პროექტის განხორციელებით სასმელი წყალი მიეწოდება სოფელ ქვედა სალიბაურში მცხოვრებ 30 ოჯახს.  

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელებს აწყობენ

ხელვაჩაურში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელების მოწყობის სამუშაოები გრძელდება. 11 ადმინისტრაციულ ერთეულში ჯამში 50 მოსაცდელი მოეწყობა. ამჟამად სამუშაოები ერთდროულად მიმდინარეობს მახინჯაურის, ორთაბათუმის, შარაბიძეებისა და ფერიის ადმინისტრაციულ ერთეულებში. მერიის ზედამხედველობის სამსახური მშენებლობის კონტროლს ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს. სამუშაოებს ერთდროულად ახორციელებს ორი კომპანია, შპს „თამუნა“ და შპს „მეგაბილდი“. აღნიშნული სამუშაოების შესასრულებლად მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ჯამში 186 891 ლარი გამოიყო. ინფრასტრუქტურული ღონისძიებები …

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები გრძელდება

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ფართომასშტაბიანი ღონისძიებები გრძელდება. მუნიციპალიტეტის სოფლებში ტერიტორიების შეწამლვას ერთდროულად აწარმოებს თერმული ნისლის გამაფრქვეველი, „ცივი შესხურების“ მეთოდით აღჭურვილი 11 ერთეული მაღალი გამავლობის ავტომობილი. პრევენციული ღონისძიებები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის ჯუმბერ ვარდმანიძის, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის ტიტე აროშიძისა და ფაროსანას საწინააღმდეგო შტაბის უფროსის ლაშა შალამბერიძის კოორდინაციითა და ორგანიზებით მიმდინარეობს.  

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ახალსოფლის წყალმომარაგებისთვის 858 858 ლარი დაიხარჯება

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალსოფელში სასმელი წყლის წყალსადენის მშენებლობისა და მაგისტრალის მოწყობის სამუშაოები გრძელდება. დღეისათვის გაყვანილია 11-კილომეტრიანი წყლის მაგისტრალის მარშრუტი და დასასრულს უახლოვდება ცენტრალური მილის გაყვანა. ასევე, დაწყებულია წყლის სათავე და გამწმენდი ნაგებობის მოწყობის სამუშაოები. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 858 858 ლარს. ობიექტზე სამუშაოებს აწარმოებს შპს „უნივერსალ ჯორჯია 2008“. აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარე წლის ნოემბერში დასრულდება.

სოკარის განმარტება ხელვაჩაურში გაზის შეწყვეტაზე

ხელვაჩაურში დღეს დილიდან აბონენტებს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდათ. „სოკარ ჯორჯია გაზის“ ინფორმაციით, შეზღუდვა გაზსადენზე გეგმიურ სამუშაოებს უკავშირდება, რასთან დაკავშირებითაც მოსახლეობა წინასწარ sms შეტყობინებებით გააფრთხილეს. კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი” მომხმარებელს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ საცხოვრებელ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ დანადგარები. კომპანიის ინფორმაციით, ბუნებრივი აირის მიწოდება ხელვაჩაურში 3 საათიდან  ეტაპობრივად აღდგება, საღამოს საათებში …

ხელვაჩაურში ბუნებრივი აირის მიწოდება სამი საათიდან აღდგება

„სოკარ ჯორჯია გაზის“ ინფორმაციით ხელვაჩაურში ბუნებრივი აირის მიწოდება დღეს, 5 თებერვალს, 3:00 საათიდან, ეტაპობრივად აღდგება.  გაზის მოწოდება ხელვაჩაურის რამდენიმე უბანში გუშინ, 4 თებერვალს, 7:00 საათზე, ავტოავარიის გამო, შეწყდა: „ მანქანა დაეჯახა გაზის მილს“ დღეს, 13:00-დან საღამოს 18:00 საათამდე, გაზსადენზე დაგეგმილი სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოების გამო ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდებათ ქობულეთის მუნიციპალიტეტში გელაურში, ხუცუბანში, ქვედა სამებასა და ნაკაიძეებში …

ხელვაჩაურს გაზი არ მიეწოდება – გაზსადენს ავტომანქანა შეეჯახა

ცოტა ხნის წინ ხელვაჩაურში გაზსადენს ავტომანქანა დაეჯახა, რამაც მაგისტრალი დააზიანა. ამ დროისთვის მუნიციპალიტეტს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება. კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზის“ განმარტებით, დღეს, 4 თებერვალს, ხელვაჩაურში გაზის გათიშვა ავტოავარიამ გამოიწვია. კომპანია ამ დროისთვის ვერ აკონკრეტებს, როდის აღდგება ბუნებრივი აირის მიწოდება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში. შეჯახების შედეგად დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.      

ხელვაჩაურის საკრებულომ დააზუსტა, ვინ შეასრულებს მერის მოვალეობას მისი გადადგომის შემთხვევაში

დებულება, რომელიც ხელვაჩაურის საკრებულომ დღეს, 30 ოქტომბერს, დაამტკიცა, ადგენს ვინ შეასრულებს მუნიციპალიტეტის არჩეული მერის მოვალეობას მისი უფლებამოსილების შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში და იმ შემთხვევაშიც, თუ თანამდებობაზე არც მოადგილეა დანიშნული ან თანამდებობიდან ისიც წავიდა. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე ირწმუნება, რომ არსად წასვლას არ აპირებს და მერის დებულებაში ცვლილება მისი კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით შეიტანეს. კითხვაზე, …

Exit mobile version