მთავარი,სიახლეები

ხელვაჩაურის მერიამ 218 221 ლარის დავა წააგო სამ კომპანიასთან

17.08.2022
ხელვაჩაურის მერიამ 218 221 ლარის დავა წააგო სამ კომპანიასთან

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიამ მიმწოდებლებთან სასამართლო დავები წააგო და მათ სასარგებლოდ, ჯამში, 218 221 ლარის გადახდა დაეკისრა. ხელვაჩაურის საკრებულოს ოპოზიცია ითხოვს, საქმეები პროკურატურამ შეისწავლოს და გამოარკვიოს, ეს შედეგი დაუდევრობამ გამოიწვია თუ კორუფციული გარიგება იყო.

„ეს არის არამიზნობრივი ხარჯი, 200 000 ლარზე მეტი უკვე გამოყოფილია ბიუჯეტში, ეს არის კორუფცია და ეს პროკურატურამ უნდა გამოარკვიოს,“ – ამბობს ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი მიშა ბოლქვაძე.

შესაბამისი განცხადებით ხელვაჩაურის საკრებულოს ენმ-ის ფრაქციამ პროკურატურას უკვე მიმართა.

ხელვაჩაურის მერიის ინფორმაციით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ შპს „კონსულის“ სასარგებლოდ 21 812 ლარის გადახდა დააკისრა მერიას. „Modern architectural group“ -ის სასარგებლოდ – 132 246, ხოლო შპს „ლადას“ სასარგებლოდ – 64 163 ლარი.

ენმ-ის ფრაქციის ინფორმაციით, მერიამ ბიუჯეტში შესაბამისი ცვლილების დამტკიცებისას ამ საქმეებთან დაკავშირებულ კითხვებს არ უპასუხა. მათივე  განმარტებით, კომპანიებს ხელშეკრულებები მოულოდნელად შეუწყვიტეს, რაც დავის დაწყების მიზეზი გახდა.

შესყიდვები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერის, ჯუმბერ ვარდმანიძის დროს განხორციელდა.

„ბათუმელები“ ცდილობს დაუკავშირდეს ხელვაჩაურის მერიას. უწყების პოზიციას ამ საკითხზე, მოწოდების შემთხვევაში, აქვე შემოგთავაზებთ.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: