მთავარი,სიახლეები

ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარედ მინდია დიასამიძე აირჩიეს

23.12.2020 • 2160
ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარედ მინდია დიასამიძე აირჩიეს

დღეს, 23 დეკემბერს, ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარედ მინდია დიასამიძე აირჩიეს.  მას საკრებულოს 18-მა წევრმა დაუჭირა მხარი, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო ოპოზიციური ფრაქციის ხუთმა წევრმა.

ეს თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ყოფილმა თავმჯდომარემ ნადიმ ვარშანიძემ არჩევნებში მონაწილეობის მიზნით საკრებულოს მიმართა უფლებამოსილების მოხსნაზე. ის უმაღლეს საბჭოში „ოცნების“ პროპორციული სიით შევიდა.

მინდია დიასამიძე ხელვაჩაურის საკრებულოში  საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას ხელმძღვანელობდა, ის  ახალშენის თემის მაჟორიტარია.

მისივე ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, საკრებულოში არჩევამდე მინდია დიასამიძე ბიზნესით იყო დაკავებული, ის  შპს „ჯიდი ჯგუფის“ და კიდევ რამდენიმე კომპანიის დამფუძნებელია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: