შავი ზღვის წყლის ხარისხი კვლავ ნორმის ფარგლებშია – სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტო კვლავ აცხადებს, რომ მონიტორინგის შედეგების მიხედვით, შავი ზღვის წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია. სააგენტოს ცნობით, 6 და 10 ივლისს განხორციელებული მონიტორინგის შედეგების მიხედვით, შავი ზღვის წყლის სინჯებში განსაზღვრული 59 პარამეტრის მნიშვნელობები ნორმის ფარგლებშია. „განისაზღვრა ქიმიური პარამეტრები, მათ შორის 13 მძიმე მეტალი, ნავთობის ჯამური ნახშირწყალბადები, 16 პოლიაორმატული ნახშირწყალბადისა და სხვა ფიზიკურ -ქიმიური პარამეტრის კონცენტრაცია. …

5 საუკეთესო სასტუმრო ზღვისპირეთში, რომლებსაც ამ ზაფხულს აუცილებლად უნდა ეწვიოთ

ახლა მთელი წლის ნანატრი შვებულებისა და კუთვნილი დასვენების სეზონია. ჩვენი უმრავლესობა კი ზღვის სანაპიროზე მიიჩქარის – ზღვის სურნელი და მზის ჩასვლა ხომ ისაა, რაც მთელი წელი ასე გვენატრება! თუ ჯერ არ შეგირჩევიათ სასურველი ლოკაცია, ჩვენ თქვენთვის სპეციალური გზამკვლევი მოვამზადეთ. თანაც, რასაც არ უნდა გეგმავდეთ – ბავშვებთან ერთად დასვენებას, მდიდრულ სასტუმროში სპა პროცედურებს, ქათქათა ბათუმში ფეხით …

Okaidi X სადაგი – ერთად ვიზრუნოთ შავ ზღვაზე!

გარემოს დაცვის ღონისძიება ბათუმში, საბავშვო ტანსაცმელების ბრენდი Okaidi-ს ორგანიზებით. თანამედროვე სამყაროში გარემოს დაცვა და განსაკუთრებით წყლის დაბინძურება უზარმაზარ პრობლემად იქცა, საქართველოშიც ზაფხულის სეზონზე განსაკუთრებით ბინძურდება სანაპირო ზოლი, რასაც ნაპირზე უყურადღებოდ დატოვებული ნარჩენი იწვევს. ნარჩენების წყალში მოხვედრა აზიანებს როგორც ზღვის ბინადრებს ასევე უარყოფით გავლენას ახდენს მთლიან ციკლზე და ადამიანზეც. კომპანიებისთვის მნიშვნელოვანია სოციალური პასუხისმგებლობის გაცნობიერება და გარემოსდაცვითი …

შავი ზღვის წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია – გარემოს ეროვნული სააგენტო

„შავი ზღვის წყლის სინჯებში ბიოგენური ელემენტების, მძიმე მეტალებისა და ჯამური ნავთობის ნახშირწყალბადების კონცენტრაციები ნორმის ფარგლებშია“ – იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო დღეს, 4 ივლისს. უწყებაში აცხადებენ, რომ გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს უკვე 10 დღეში ერთხელ, 9 სადგურზე ახორციელებს. სააგენტოს ცნობით, კვლევების შედეგად ისაზღვრება ზღვის წყლის ქიმიური …

შავი ზღვის წყლის ხარისხი ყოველ 10 დღეში შემოწმდება – გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს 10 დღეში ერთხელ 9 სადგურზე განახორციელებს. სააგენტო აღნიშნულ გადაწყვეტილებას საზოგადოების მაღალი ინტერესით ხსნის. „კვლევების შედეგად განისაზღვრება ზღვის წყლის ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრები მარილიანობის ჩათვლით, ასევე, ბიოგენური ელემენტები და სხვა მაჩვენებლები. აღებული სინჯები საანალიზოდ გაიგზავნება გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის წყლისა …

რა სჭირდება საქართველოში ლურჯი ეკონომიკის განვითარებას – დისკუსია ბათუმში

შავიზღვისპირა ქვეყნებიდან ორი – რუმინეთი და ბულგარეთი ევროკავშირის წევრია; თურქეთს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი აქვს, კიდევ ორი – საქართველო და უკრაინა ასოცირების მონაწილე ქვეყნებია. სწორედ ამიტომ ევროკომისია აფინანსებს პროექტს, რომელიც შავი ზღვისთვის საერთო საზღვაო დღის წესრიგს განსაზღვრავს. მთავარი აქცენტი ე.წ. ლურჯი ეკონომიკის განვითარებაზე კეთდება, რაც საბოლოოდ შავი ზღვის ქვეყნების ევროკავშირის სრულფასოვან წევრად ქცევას შეუწყობს ხელს. …

„რუსთავი 2“-ის დირექტორის კომპანია ბათუმში საზღვაო ნავთობტერმინალს აფართოებს

ბათუმში, ბაქოს ქუჩაზე [თევზის ბაზრის მიმდებარედ] არსებული საზღვაო ნავთობტერმინალის გაფართოება იგეგმება. „სარეზერვუარო პარკის რეკონსტრუქციის შემდეგ ნავთობპროდუქტების საცავის ჯამური მოცულობა 20 000 კუბურ მეტრამდე, ხოლო წლიური ტვირთბრუნვა დაახლოებით 500 000 ტონამდე გაიზრდება. დღეის მდგომარეობით ძირითადი სარეზერვუარო პარკის შემადგენლობაში შედის 4 ვერტიკალური რეზერვუარი, საერთო მოცულობით 9000 კუბ/მ და 3 მცირე ზომის ჰორიზონტალური რეზერვუარი. რეკონსტრუქციის პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია …

წყალდიდობისა და მეწყრის რისკები იზრდება – თურქი მკვლევარი

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ შავი ზღვის აღმოსავლეთ რეგიონში გლობალური დათბობით გამოწვეული არასტაბილური ნალექი ნიადაგის მოძრაობას იწვევს, რაც რეგიონში წყალდიდობისა და მეწყრის საშიშროებას ზრდის – ამის შესახებ თურქული გამოცემა „ჰურიეთი“ წერს. გამოცემა ციტირებს პროფესორ ჰაკან ერსოის, გეოლოგსა და ინჟინერს, კარადენიზის ტექნიკური უნივერსიტეტის მეწყრის კვლევის ცენტრის წევრს, რომელიც შიშობს, რომ გვალვას მოჰყვება კოკისპირული წვიმა მაისსა და ივნისში და …

ზღვის დაბინძურებისთვის გემი 65 000 ლარით დააჯარიმეს – დეპარტამენტი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, შავი ზღვის დაბინძურების ფაქტი გამოავლინეს. ნავთობშემცველი წყლებით ზღვა ვანუატუს დროშის ქვეშ მცურავმა გემმა დააბინძურა. ფოთის სასამართლომ გემი სამართალდამრღვევად ცნო და ჯარიმის სახით 65 ათასი ლარის გადახდა დააკისრა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ვანუატუს დროშის ქვეშ მცურავ გემს საქართველოს ტერიტორიული წყლების დატოვებისა და …

შავ ზღვაში 58 მილიარდი კუბური მეტრი გაზი აღმოვაჩინეთ – ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ ტაიპ ერდოღანი აცხადებს, რომ შავ ზღვაში დამატებით 58 მილიარდი კუბური მეტრი გაზი აღმოაჩინეს. ერდოღანის თქმით, გაზი ზღვის სიღრმეში, 3 023 მეტრ სიღრმეზე აღმოაჩინეს. თურქეთის ბუნებრივი აირის მარაგი შავ ზღვაში 710 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს, რომლის საბაზრო ღირებულება 1 ტრილიონი დოლარია. „თურქეთის საბოლოო მიზანია, რაც შეიძლება მალე გამოაცხადოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობა უცხოური ნავთობისა და …

ბათუმში კატასტროფა გარდაუვალია ზღვისგან დაცვის ახალი სტრატეგიის გარეშე – კვლევა

„ახლო მომავალში აუცილებლად უნდა შემუშავდეს [ბათუმის] სანაპიროს ექსპლოატაციის და ზღვისგან დაცვის ახალი სტრატეგია. წინააღმდეგ შემთხვევაში კატასტროფული მოვლენები გარდაუვალია, ვინაიდან ამოწურულია ზღვის სანაპიროს ბუნებრივი დინამიკის აღდგენის ყველა შესაძლებლობა“, – აღნიშნულია დოკუმენტში, რომლის მომზადებაშიც აჭარის ბიუჯეტიდან 19 700 ლარი დაიხარჯა. სამუშაო სპეციალისტების მიერ შესაბამისი კვლევების ჩატარებასაც მოიცავდა. აჭარის მთავრობიდან, ასევე, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროდან და ბათუმის მერიიდან …

შავ ზღვაში ომის გამო 700-ზე მეტი დელფინი დაიღუპა

რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ შავ ზღვაში, ბულგარეთის, რუმინეთის, თურქეთისა და უკრაინის სანაპიროებზე, 700-ზე მეტი დელფინი დაიღუპა – ამის შესახებ ნათქვამია ACCOBAMS-ის [შეთანხმება შავი ზღვის, ხმელთაშუა ზღვისა და ატლანტის ოკეანის მცირე ვეშაპისებრთა დაცვაზე] შეთანხმების ანგარიშში. ACCOBAMS-მა დააფიქსირა დელფინების სიკვდილიანობის „უჩვეულო ზრდა“ 2022 წლის გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში. „რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ შავი ზღვის მთელ აუზს უზარმაზარი საფრთხის …

რუსეთმა შავ ზღვაში ძალები გააძლიერა: რა შეიძლება მოხდეს უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს

რუსი სამხედროები 24 აგვისტოს – უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, პროვოკაციას ამზადებიან. ოკუპანტებმა შავ ზღვაში მაღალი სიზუსტის „კალიბრის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტების მზიდების რაოდენობა 5-მდე გაზარდეს. ამის შესახებ ინფორმაციას დღეს, 21 აგვისტოს, ავრცელებს უკრაინული მედია ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით. მაგალითად, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი 15 აგვისტოს აცხადებდა, რომ შავ ზღვაში საბრძოლო მზადყოფნაშია მაღალი სიზუსტის „კალიბრის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტებით …

ხელოვნური კუნძულის მოსაწყობად ნაპირდამცავ ნაგებობას ააშენებენ – ნებართვის პროცედურა 

ბათუმში, ბარცხანის სანაპიროს გასწვრივ, „ნაპირდამცავი ჯებირის“ მშენებლობა იგეგმება, რომლის ფარგლებშიც 12,5 ჰექტარ ფართობზე ზღვას ხმელეთად გადააქცევენ. ეს ხელოვნური ნაგებობა კი, მთლიანად გააქრობს ბარცხანის პლაჟს. მშენებლობას შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ აპირებს, რომელიც აქ ხელოვნური კუნძულის მოწყობასაც გეგმავს. კომპანიამ „ჯებირის“ ასაშენებლად ნებართვის მიღების პროცედურა უკვე დაიწყო და სკრინინგის განცხადებით გარემოს ეროვნულ სააგენტოს მიმართა. სააგენტომ უნდა მიიღოს სკრინინგის …

შავ ზღვაში რუსეთს 18 სამხედრო ხომალდი და 44 რაკეტა აქვს გამზადებული – სარდლობა

პირველი აგვისტოს დილის მდგომარეობით, შავ ზღვაში, ოკუპირებულ ყირიმთან ახლოს, 18 რუსული სამხედრო ხომალდი და კატერია. 5 გემი და 1 წყალქვეშა ხომალდი საბრძოლო მზადყოფნაშია, ჯამში, მათზე „კალიბრის“ ტიპის 44 რაკეტაა. კიდევ 5 სადესანტო ხომალდი კი აკვატორიაში მორიგეობს – ინფორმაციას ოპერატიული სარდლობა „სამხრეთი“ ავრცელებს. „სარაკეტო და საარტილერიო თავდასხმების საფრთხე კვლავაც მაღალია. ყურადღება მიაქციეთ საჰაერო განგაშის სიგნალებს. იმის …

თურქმა მკვლევრებმა შავ ზღვაში 15 სხვადასხვა სახის პლასტმასის ნაწილაკი იპოვეს

ცნობილი ხამსას გარდა, შავ ზღვაში 5680 სახეობა ბინადრობს, აქედან 200 თევზის და 4 ძუძუმწოვრების ნაირსახეობაა, მაგრამ ისევე როგორც ყველგან, დაბინძურების გამო მათ საფრთხე ემუქრებათ. ტრაპიზონის, თურქეთის შავი ზღვის პროვინციის, კარადენიზის ტექნიკური უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა ცოტა ხნის წინ აღმოაჩინა, რომ ართვინის აღმოსავლეთ სანაპიროდან დასავლეთით გადაჭიმულ ტერიტორიაზე შავი ზღვის წყალი 15 სხვადასხვა სახის პლასტმასის ნაწილაკითაა დაბინძურებული. ეკონომიკური …

შავი ზღვის რეგიონში მეწყერსაშიში ზონების რაოდენობა იზრდება – თურქი მეცნიერები

2022 წელს, უხვთოვლიანი ზამთრის შემდეგ, თურქეთში 2000-ზე მეტი მეწყერი განვითარდა. თურქი სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ეს მიუთითებს გლობალური დათბობით გამოწვეული კატასტროფული მოვლენის მზარდ რისკზე. ამის შესახებ თურქული მედია წერს. სტამბოლის ტექნიკური უნივერსიტეტის (ITÜ) ევრაზიის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი ტოლგა გორუმი ამბობს, რომ მარტსა და აპრილში ჩამოწოლილი მეწყრები განსაკუთრებით დამანგრეველი იყო შავი ზღვის პროვინციებისთვის – …

ლორწოვანი საფარი შავ ზღვაშიც გამოჩნდა – თურქული მედია

ზღვის ლორწოვანი საფარი, რომელიც რამდენიმე წელია მარმარილოს ზღვის ზედაპირზე ჩნდება, შავ ზღვაშიც გამოჩნდა, თურქეთის ტერიტორიულ წყლებში – ამის შესახებ თურქული გამოცემა „დეილი საბაჰი“ წერს. ორდუს პროვინციაში, შავი ზღვისპირას მდებარე ქალაქ ფატსაში ზღვის ზედაპირი ლორწოს ფენისგან უკვე გაწმინდეს, მაგრამ ორდუს უნივერსიტეტის საზღვაო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, მეჰმედ აიდანი, ამბობს, რომ დაახლოებით 3-5 წელიწადში შავი ზღვა, შესაძლოა, რთულ …

საქართველოს ტერიტორიული წყლების დაბინძურებისთვის გემი 65000 ლარით დააჯარიმეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავი გემის მიერ საქართველოს ტერიტორიული წყლების დაბინძურების ფაქტი გამოავლინეს. „მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავმა გემმა ზღვა სამეურნეო წყლებით დააბინძურა. ფოთის საქალაქო სასამართლომ გემის კაპიტანი სამართალდამრღვევად ცნო და 65 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმა …

შავ ზღვაში აღმოჩენილი ბაქტერიები ანტიბიოტიკების მიმართ მდგრადია – რას ამბობენ მკვლევრები

ევროკავშირის მიერ შავ ზღვაში ჩატარებული ყველაზე მასშტაბური კვლევის – EMBLAS-Plus-ის შედეგების მიხედვით, შავ ზღვაში აღმოჩენილი ბაქტერიები ანტიბიოტიკების მიმართ მდგრადია. კვლევაში წერია, რომ შავ ზღვაში ანტიბიოტიკებისადმი მდგრადობის დაფიქსირება შემაშფოთებელია.  საქმე ის არის, რომ ანტიმიკრობული პრეპარატების მიმართ რეზისტენტობა გლობალურ საფრთხეს წარმოადგენს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში. ეს არის პროცესი, როცა  ბაქტერია იძენს მდგრადობას ანტიბიოტიკის მიმართ, რომლის მიმართაც თავდაპირველად მგრძნობიარე იყო. …

შავ ზღვაში ჟანგბადით ნაკლები ზონები ფართოვდება, წყალი თბება – თურქი მკვლევრები

თურქი მკვლევრების აზრით, შავ ზღვაში წყლის ტემპერატურა არსებითად იცვლება კლიმატური კრიზისის ფონზე, რაც იწვევს წყალდიდობისა და მეწყრის შემთხვევებს შავი ზღვის რეგიონში. თურქი მეცნიერები, რომლებიც შავ ზღვას სწავლობენ, ამბობენ, რომ შავი ზღვის წყლის ტემპერატურა თითქმის 2 გრადუსით მომატებულია. „თურქეთის ზღვისპირა რეგიონში მეწყრების და წყალდიდობის ესკალაციის დროს, ტემპერატურის მატება გამოწვეულია კლიმატის კრიზისით, რაც იწვევს სხვა პრობლემებს, როგორიცაა …

რუსეთის საზღვაო ძალები მეკობრეობენ ჩვენს ტერიტორიულ წყლებში – უკრაინის საგარეო

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ თან ახლავს ზღვიდან რუსეთის საზღვაო ძალების მეკობრეობა უკრაინის ტერიტორიულ წყლებში და ექსკლუზიურ საზღვაო ეკონომიკურ ზონაში. რუსეთის საზღვაო ძალების მეკობრეებმა დააკავეს სამძებრო-სამაშველო ხომალდი „საფირნი“, გემები: „ათენა“ და „პრინცესა ნიკოლი“ [«Сапфір», «Афіна», «Принцеса Ніколь»]. უკრაინა მოუწოდებს თავის პარტნიორ ქვეყნებს, დაგმონ რუსეთის საზღვაო ძალების მეკობრეობა შავ …

თამარ იოსელიანი: საზღვაო სატრანსპორტო ჯაჭვის გაციფრულება შავ ზღვაზე რეგიონულ თანამშრომლობას გააღრმავებს

„საქართველოს პორტებში საპორტო საზოგადოების სისტემების (𝐏𝐂𝐒) დანერგვის მიზანშეწონილობის შესწავლის” პროექტის ინაუგურაცია გაიმართა ონლაინ სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ორგანიზებითა და საქართველოს ინვესტორთა საბჭოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით ჩატარდა. ონლაინ შეხვედრა ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა და EBRD-ის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში …

რა აბინძურებს შავ ზღვას – ინტერვიუ საზღვაო ნარჩენების ექსპერტთან

ავტორი: ანა თურაძე  ზღვისპირას თუ გაივლით, სანაპიროზე პლასტმასის ბოთლს ან ცელოფნის ძველ პარკს აუცილებლად შენიშნავთ. ზღვაში მოხვედრის შემდეგ პლასტმასსა და პოლიეთილენს ასწლეულები სჭირდება დასაშლელად, თუმცა ამ ტიპის საზღვაო ნარჩენები დაშლის შემდეგაც არ ქრება უკვალოდ. რა საფრთხეებს შეიცავს ზღვის პლასტმასით დაბინძურება და რა მდგომარეობაა ამ მხრივ საქართველოში, შავი ზღვის სანაპიროზე? – ამ თემაზე ასოციაცია „შავი ზღვის …

სად არის აჭარაში წელს ზღვა ყველაზე სუფთა და ყველაზე ჭუჭყიანი? – კვლევის შედეგები

ზღვის სეზონის მოახლოებასთან ერთად კვლავ აქტუალური ხდება ზღვის წყლის ხარისხი, რომლის შესაფასებლადაც აჭარის გარემოს დაცვის სამმართველო პერიოდულ  ზღვის წყლის ხარისხის კვლევას ატარებს. ბოლო მონაცემების თანახმად, აჭარის სანაპიროზე ზღვის წყლის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, კერძოდ, იმ რვა წერტილში, საიდანაც პერიოდულად სინჯებს იღებენ, წყალში ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიების კონცენტრაცია ზღვარს არ აღემატება, თუმცა ზოგან ეს მაჩვენებელი ზღვარს უახლოვდება. ზღვის …

შავი ზღვის დაბინძურებისთვის უცხოური გემი 65 000 ლარით დაჯარიმდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებთან ერთად, მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავი გემის მიერ საქართველოს ტერიტორიული წყლების დაბინძურების ფაქტი გამოავლინეს. მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავმა გემმა ზღვა სამეურნეო წყლებით დააბინძურა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა სამართალდამრღვევის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი 58-ე მე-2 პრიმა მუხლის მე-7 ნაწილით ერთობლივად …

ახალი ინსტალაცია ბათუმის ბულვარში შავი ზღვის დაბინძურების წინააღმდეგ

ბათუმის ბულვარში, ზღვის სანაპიროზე, ახალი ინსტალაცია განთავსდა, რომელიც ზღვის საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან დაბინძურების წინააღმდეგ არის მიმართული. ინსტალაციას გამჭვირვალე ქვიშის საათის ვიზუალი აქვს, სადაც სიმბოლურად განთავსებულია პლასტმასის ბოთლები ზღვის ცხოველებთან ერთად. ინსტალაციის ავტორი ბათუმელი მხატვარი ირინა ტორონჯაძეა. როგორც იგი „ბათუმელებთან“ ამბობს, იდეა ეკოლოგიის ინსტიტუტს ეკუთვნის. პროექტი ითვალისწინებს ზღვის დაბინძურების წინააღმდეგ ოთხი ინსტალაციის განთავსებას ზღვისპირა ქალაქებში, მათ შორის …

შავ ზღვაში რაპანას მასშტაბური კვლევა იწყება

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის რაპანას მასშტაბურ კვლევას იწყებს. ეს რაპანას პირველი კვლევაა საქართველოს ტერიტორიულ წყლებში. რაპანა (Rapana venosa) შავ ზღვაში გასული საუკუნის 40-იან წლებში გავრცელდა და დიდი რაოდენობით გამრავლდა. რეგიონის ზღვისპირა ქვეყნებს აღნიშნული პროდუქტის ექსპორტის დიდი პოტენციალი აქვს. რაპანა მოთხოვნადი პროდუქტია და მისი რეალიზაცია მსოფლიო მასშტაბით ხორციელდება. …

მედუზების სეზონი ბათუმში [წყალქვეშა ფოტოები]

მართალია ზაფხული მიილია, მაგრამ ზღვის სეზონი ბევრისთვის ისევ გრძელდება. სექტემბრის თვეში, ნაპირთან მისულიც კი შეამჩნევდით რომ ზღაში უამრავი მედუზაა – ეს შავი ზღვის უდიდესი მედუზა – Rhizostoma pulmo-ა, იგივე კორნეროტი. Rhizostoma pulmo-ს დიამეტრი 40 სანტიმეტრს აღწევს.  იგი აგრესიული არ არის, მაგრამ ცოტათი შხამიანია და მასთან შეხებამ კანის უმნიშვნელო გაღიზიანება შეიძლება გამოიწვიოს. ალბათ სწორედ ამის გამოა, …

2050 წელს შავ ზღვაში პლასტმასის საგნები უფრო მეტი იქნება, ვიდრე თევზი – კვლევა [video]

ზღვებისა და ოკეანეების დაბინძურების სტატისტიკა დღითიდღე საგანგაშოდ იზრდება. შავი ზღვა ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული ზღვების სიაშია და ამის ერთ-ერთი მიზეზი საზოგადოების მიერ სანაპიროზე დატოვებული ნარჩენებია. EMBLAS Plus-ის (შავი ზღვის გარემოს მონიტორინგის სააგენტო) კვლევის მიხედვით, თუ სასწრაფო ზომები არ იქნება მიღებული ნარჩენების მართვის მიმართულებით, 2050 წელს შავ ზღვაში პლასტმასის საგნები უფრო მეტი იქნება, ვიდრე თევზი და ასობით …

ევროპის ყველაზე ბინძური ზღვა – BBC შავი ზღვის შესახებ

„ბოლო ათი წლის განმავლობაში შავი ზღვა იქცა სოფლის მეურნეობისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენების ნაგავსაყრელად აღმოსავლეთ ევროპის მხრიდან და ბინძურდება ისეთი საშიში ნარჩენებით, რასაც მეცნიერები ადამიანის სიცოცხლისთვის სახიფათოდ მიიჩნევენ“, – ასე იწყებს ბრიტანული BBC რვაწუთნახევრიან ვიდეორეპორტაჟს, რომლის პირველივე კადრებზეც ბათუმის ნაგავსაყრელი ჩანს. შავი ზღვის ქვეყნებში მდგომარეობის საკუთარი თვალით სანახავად BBC-ის კორესპონდენტმა, იონა ფიშერმა იმოგზაურა. ,,ეს ბათუმის მთავარი …

საქართველოს ტერიტორიული წყლების დაბინძურებისთვის უცხოური გემი დააჯარიმეს

თურქეთის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა ფოთის ნავსადგურთან ახლოს ზღვაში სამეურნეო-ფეკალური წყლები ჩაუშვა. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გემის კაპიტანი ფოთის საქალაქო სასამართლომ 65 000 ლარით დააჯარიმა, რასაც დაემატა 5306,40 ლარი – გარემოსთვის მიყენებული ზიანისთვის. გემი საქართველოს ტერიტორიულ წყლებს დაკისრებული საჯარიმო სანქციისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის გადახდის შემდეგ დატოვებს.  

მეთევზეებმა სარფში იშვიათი სახეობის თევზი იპოვეს

ოქტომბრის ბოლოს სარფში მეთევზეებმა შავი ზღვის აუზისთვის იშვიათი სახეობის თევზი ბოპსი: Boops boops (Linnaeus, 1758) დაიჭირეს. თევზის ფოტო ბიოლოგიის დოქტორმა, ასოციაცია „ფლორა და ფაუნას“ გამგეობის თავმჯდომარემ, არჩილ გუჩმანიძემ გაავრცელა ფეისბუქში. ბოპსი ძირითადად ატლანტის ოკეანეში, ასევე, ხმელთაშუა ზღვასა და შავ ზღვაში გვხვდება. არჩილ გუჩმანიძე ამბობს, რომ საქართველოს სანაპიროზე თევზის ეს სახეობა, მხოლოდ ერთი ეგზემპლარი ბოლოს ქობულეთის …

ნავთობი მდინარე ბარცხანაში – ზღვასთან ახლოს

მდინარე ბარცხანაში, შავი ზღვის შესართავთან ახლოს ნავთობის კერა ისევ გაჩნდა. მდინარის სანაპირო ნავთობპროდუქტებითაა დაბინძურებული. მდინარის გვერდით მდებარე არხის მთელ სიგრძეზე ნიადაგსა და მცენარეულ საფარზეც ასევე ნავთობპროდუქტებიაა. სპეციალისტები ამბობენ რომ ეს იტორიული დაბინძურების ზონაა. იმისათვის რომ ნავთობი ზღვაში არ ჩავიდეს, მდინარის კალაპოტში ნავთობის დაღვრის საწინააღმდეგო  საშუალებაა, ე.წ. ბონური ზღუდეებია მოწყობილი. „ეს მოწყობილობები არის იმისათვის რომ ნავთობი …

ზღვაზე ძებნა-გადარჩენა – ბათუმში მასშტაბური წვრთნები იგეგმება

13 სექტემბერს შავ ზღვაზე ფართომასშტაბიანი წვრთნები ჩატარდება. წვრთნების მიზანი საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ნავთობის მე-2 დონის დაღვრისას ბრძოლისათვის მზადყოფნისა და რეაგირების შესაძლებლობის შემოწმებაა, ასევე, იმის შემოწმება, თუ რამდენად კოორდინირებულად იმოქმედებენ შესაბამისი ორგანოები ზღვაზე ადამიანის ძებნა-გადარჩენის ოპერაციისას. წვრთნებს კოორდინაციას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ზღვაზე ძებნა-გადარჩენისა და გემების მოძრაობის მონიტორინგის დეპარტამენტის საზღვაო სამაშველო საკოორდინაციო ცენტრი გაუწევს. წვრთნები ორ ადგილას …

შავ ზღვაზე ოთხბალიანი შტორმია

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, შავ ზღვაზე ოთხბალიანი შტორმია. სანაპიროზე აღმართულია წითელი ალმები და მოქალაქეებისთვის ზღვაში შესვლა აკრძალულია.

Exit mobile version