საწოლიც კი არ გვაქვს ჩვილისთვის, რომელიც ახლა დაიბადება – უკრაინელი დარია ბათუმში

უკრაინაში ომს გამოქცეული 30 წლის დარია დანელია მესამე შვილს ბათუმში გააჩენს. მან ჯერ არ იცის, რას დაარქმევს შვილს. ამაზე ფიქრისთვის ჯერ ვერ მოიცალა: „ომის ლტოლვილი როცა ხარ, მიუსაფარი ძაღლის ცხოვრება გაქვს. ჩვენი გონება ახლა სხვა საზრუნავზე ფიქრითაა დაკავებული: ვეძებთ საკვების მოპოვების გზებს, ყოველდღიური ცხოვრებისთვის საჭირო რესურსს, ბავშვის სახელზე ჯერ არ გვიფიქრია. სად არის ამის დრო“, …

ბათუმის მე-20 სკოლაში უკრაინული სექტორი გახსნეს, სადაც 100 ბავშვი ისწავლის

დღეს, 18 მაისს, ბათუმის მე-20 საჯარო სკოლაში უკრაინულენოვანი სექტორი გაიხსნა. სკოლაში ასი უკრაინელი ბავშვი ისწავლის 1-4 კლასების ჩათვლით. სექტორის გახსნას ესწრებოდნენ  საქართველოს და აჭარის განათლების მინისტრები, ასევე, საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული ანდრი კასიანოვი. უკრაინელი მოსწავლეები ბათუმში განათლებას მშობლიურ ენაზე მიიღებენ. უფრო ადრე უკრაინელი სექტორი თბილისში გაიხსნა. მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, …

უკრაინა ომის შემდეგ 6 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა – გაერო

უკრაინული მხარის ინფორმაციით, მხოლოდ 16 მაისს, 24 საათის განმავლობაში დასავლეთ უკრაინის საზღვრები ევროკავშირის ქვეყნებისა და მოლდოვისკენ თითქმის 73 ათასმა ადამიანმა და 18 ათასზე მეტმა ავტომობილმა გადაკვეთა. მათ შორის 19 ათასმა გადაკვეთა საზღვარი პოლონეთთან, დანარჩენები კი სლოვაკეთში, უნგრეთში, რუმინეთსა და მოლდოვაში გადავიდნენ. უკრაინის საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, ბოლო დღეებში უკრაინაში დაბრუნებული მოქალაქეების რაოდენობის ზრდის ტენდენცია გამოიკვეთა …

ბათუმში უკრაინელ ლტოლვილებს აფრთხილებენ, რომ სასტუმროები უნდა დატოვონ

ბათუმში, სასტუმრო „თანამგზავრსა“ და „ინტურისტში“ დაბინავებული უკრაინელი ლტოლვილების თქმით, მათ ურეკავენ და აფრთხილებენ, რომ შესაძლოა სასტუმროს დატოვება მოუწიოთ. „ბათუმელებმა“ ამის შესახებ 5 მაისსაც დაწერა. მაშინ ლტოლვილებს უთხრეს, რომ 6 მაისს უნდა დაეტოვებინათ სასტუმრო, მაგრამ შემდეგ ვადა გადაუწიეს. 12 მაისს ლტოლვილმა მარიუპოლიდან, რომელიც სასტუმრო „ინტურისტში“ ცხოვრობს, გვითხრა, რომ სტატიის გამოქვეყნების შემდეგ მას 13 მაისამდე მისცეს „ინტურისტში“ …

ბათუმის საჯარო სკოლებში 202 უკრაინელი ბავშვი ჩაირიცხა

6 მაისის მონაცემებით, ბათუმის საჯარო სკოლებში 202 ლტოლვილი უკრაინელი ბავშვი ჩაირიცხა. ამის შესახებ „ბათუმელებს“ ბათუმის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, გოჩა დავითაძემ უთხრა. მისივე თქმით, თუ მოთხოვნა გაიზრდება და გამოჩნდებიან სხვა უკრაინელი ბავშვებიც, ვისაც სკოლაში სწავლის გაგრძელება სურთ, მათ ამის შესაძლებლობას რესურსცენტრი მისცემს. „ვცდილობთ, უკრაინელი ბავშვები სკოლის მიღმა არ დარჩნენ. არ გვქონია შემთხვევა ვინმე სკოლის გარეთ დაგვეტოვებინა. ეს არ …

„მადლობა“ – უკრაინელი მოხალისეების აქცია ბათუმში

დღეს, 9 მაისს, ბათუმში უკრაინელმა მოხალისეებმა მადლიერების აქცია გამართეს და ქალაქში იმ დაწესებულებებში მივიდნენ, რომლებიც თავიანთი საქმიანობით უკრაინელებს ეხმარებიან. უკრაინელმა მოხალისეებმა მათ კარზე მადლობის სტიკერები მიაკრეს წარწერებით – „ერთად გამარჯვებისთვის”, „გულიდან გულამდე“ და „მადლობა“. „მოვინახულებთ ყველა აფთიაქს, რომლებიც უფასოდ გასცემდნენ მედიკამენტებს, ყველა რესტორანს, რომლებიც ლტოლვილებს უფასოდ კვებავენ, ყველა სასტუმროს, სადაც უკრაინელებს უფასოდ იტოვებდნენ, საქართველოს ფოსტას, …

მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ არც ერთი უკრაინელი არ დარჩეს საცხოვრებლის გარეშე – თინათინ ზოიძე

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის განცხადებით, მაქსიმუმს აკეთებენ იმისთვის, რომ უკრაინიდან ლტოლვილი არც ერთი მოქალაქე არ დარჩეს საცხოვრებლის გარეშე. ამის შესახებ დღეს, 5 მაისს, განაცხადა თინათინ ზოიძემ, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა. „იმატა მომართვიანობამ როგორც საზღვრიდან ახალშემოსული უკრაინის მოქალაქეების, ასევე, საქართველოს სხვა რეგიონებში მყოფი მოქალაქეებიც უკვე ჩამოდიან ბათუმში, გაზრდილია მომართვიანობა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ფინანსთა და ეკონომიკის …

გადაარჩინე მარიუპოლი, აზოვსტალი – უკრაინელებისა და ბელორუსების აქცია ბათუმში

დღეს, პირველ მაისს, ბათუმში სოლიდარობის აქცია გაიმართა. უკრაინელები და ბელორუსები საქართველოს მოქალაქეებთან ერთად ევროპის მოედანზე შეიკრიბნენ. მათი აქცია და მიმართვები ეძღვნებოდა მარიუპოლში, „აზოვსტალის“ ქარხნის ბუნკერში ჩარჩენილ ასობით უკრაინელს, რომლებიც საევაკუაციო დერეფანს ელიან. Врятуйте – გადაარჩინე მარიუპოლი, აზოვსტალი – იყო აქციის მონაწილეთა მთავარი გზავნილი. „ჩვენ ყოველ დღეს ვდგავართ უკრაინისთვის ამ მოედანზე, ბათუმის ცენტრში. ჩვენ ყოველ დღეს …

15 წლის უკრაინელი ბიჭი ბათუმში მუშაობს, მის ოჯახს ბინის და საკვების ფული სჭირდება

15 წლის ილია ფშებელსკი უკრაინიდან ბათუმში 22 მარტს ჩამოვიდა დედასთან და 5 წლის დასთან ერთად. „კიევიდან ჩამოვედით. დაბომბვებს ერთი თვის წინ გამოვექეცით. რთულია ამაზე ლაპარაკი. დედა დამეხმარა მომეძებნა სამსახური ბათუმში. მოხალისედ მუშაობდა დედა ბათუმში და იქ  გაიგო ვაკანსიის შესახებ. ახლა რესტორანში ვმუშაობ, მიმტანად. კიევში ვმუშაობდი ომის დაწყებამდე, დასვენების დღეებში მზარეულის დამხმარე ვიყავი, დღეში 200 გრივნას …

ბაიდენი უკრაინელი ლტოლვილებისთვის ახალ პროგრამას აცხადებს

„ერთად უკრაინისთვის“ – ასე ეწოდება ამერიკის შეერთებული შტატების ახალ პროგრამას, რომლის შესახებაც პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა. პროგრამამ უკრაინელი ლტოლვილებისთვის შეერთებულ შტატებში თავშესაფრის მიღების პროცესი უნდა გაამარტივოს. „ერთად უკრაინისთვის“ საშუალებას მისცემს შტატების მოქალაქეებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, დაასპონსორონ უკრაინელი ლტოლვილები, აღმოუჩინონ მათ ფინანსური დახმარება. „პროგრამა იქნება მოქნილი და სწრაფი. ის აჩვენებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები პატივს სცემს …

უკრაინელებმა და ბელარუსებმა ბათუმში სანაპირო დაასუფთავეს

ბათუმში მცხოვრებმა უკრაინელმა ლტოლვილებმა და ბელარუსის რეჟიმს გამორიდებულმა მოქალაქეებმა ზღვის სანაპირო საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან დაასუფთავეს. როგორც „ლელოს“ წარმომადგენელმა გენო თებიძე „ბათუმელებს“ უთხრა, ეს ის ადამიანები არიან, ვინც უკრაინაში მიმდინარე ომის შემდეგ იქცნენ ლტოლვილებად. ასევე ისინი, რომლებიც ბელარუსიიდან ლუკაშენკოს რეჟიმს გამოექცნენ და ბათუმში ცხოვრობენ. „როგორც ჩეხეთში და პოლონეთში გააკეთეს მადლიერების ნიშნად, დაახლოებით ასეთი მოტივი ჰქონდათ აქაც ამ …

უკრაინიდან ლტოლვილი ფიზიოთერაპევტი ბათუმში სამსახურს ეძებს

ნატალია ოლეინიკი ბათუმში ერთი თვის წინ ჩამოვიდა უკრაინიდან 12 წლის შვილთან ერთად. კიევიდან გრძელი გზა გამოიარეს. უკრაინაში ნატალიამ 21 წლის შვილი და ქმარი დატოვა, რომლის პატარა მაღაზიამაც ომის დაწყების შემდეგ ფუნქციონირება შეწყვიტა. ნატალია ამბობს, რომ სხვა უკრაინელებისგან განსხვავებით მას გაუმართლა, რადგან კიევის დასავლეთით ცხოვრობს, იმ ნაწილში, სადაც დაბომბვები არ ყოფილა და მისი სახლი ახლაც დგას. …

„20 ათასზე მეტი შემოვიდა“ – ეკონომიკის მინისტრი უკრაინიდან ლტოლვილებზე

„დაახლოებით 20 ათასზე მეტი შემოვიდა, თუმცა გასულებიც არიან,“ – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა დღეს, 28 მარტს, მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. ეკონომიკის მინისტრს ჰკითხეს, რამდენი ლტოლვილის მიღება შეუძლია საქართველოს, რა ფინანსური რესურსი დაიხარჯება და როგორ? ლევან დავითაშვილმა არ დააკონკრეტა, რამდენი ლტოლვილის მიღება შეუძლია საქართველოს. მას გაუჭირდა ამ დრომდე უკრაინელი დევნილებისთვის ბიუჯეტიდან დახარჯული თანხის …

„კიევში მამა და 21 წლის ძმა დარჩა“ – რას ყვება ბათუმში ჩამოსული VI კლასელი ვლადისლავი

ვლადისლავ ალეინიკი მეექვსეკლასელია. ის ბათუმში უკრაინიდან, ქალაქ კიევიდან დაახლოებით ათი დღის წინ ჩამოვიდა დედასთან ერთად. დედა-შვილი უკრაინიდან ომს გამოექცა, ბომბებისა და აფეთქებების ხმას. კიევში, დნეპრის მარცხენა სანაპიროზე, სახლში დარჩნენ ვლადისლავის მამა და სტუდენტი ძმა, რომელიც 21 წლისაა. „ბათუმელები“ ვვლადისლავს ბათუმის №7 საჯარო სკოლაში შეხვდა, სადაც ახლა მან სწავლა დაიწყო. ვლადისლავი ინტერესით ათვალიერებს მისთვის ახალ გარემოს. …

ხალხის მონდომებით შევძელით ლტოლვილი ბავშვების გახარება – უკრაინის დიასპორა ბათუმში

ბათუმში, დიასპორის ცენტრში ყოველდღე იკრიბებიან ომიდან ახალჩამოსული უკრაინელები – ქალები და ბავშვები. დიასპორის ცენტრი ბავშვებს ენის კურსებს, ცეკვის, სიმღერის, სპორტისა და ხატვის გაკვეთილებს სთავაზობენ. დიასპორის ცენტს თითქმის ყოველდღე აკითხავს უკრაინელი ლტოლვილების ახალი ნაკადი ბავშვებით. ცენტრში ბავშვებისთვის რამდენიმე დღეა მოქალაქეებს სათამაშოები, ტკბილეული და სხვა საჭირო ნივთები მიაქვთ, რაც ბავშვებს გაახალისებთ. ბათუმში უკრაინის დიასპორის ხელმძღვანელი, ნატალია მიროშნიჩენკო …

ბათუმში უკრაინიდან ლტოლვილი ბავშვების უმეტესობა კერძო სკოლაში ჩარიცხეს

ბათუმის რესურსცენტრის ინფორმაციით, ბათუმში უკრაინიდან ლტოლვილი 20 ბავშვია მხოლოდ ამ ეტაპზე სკოლებში ჩარიცხული. აქედან ორი ბავშვი საჯარო სკოლაში ჩაირიცხა, 18 კი – კერძო სკოლაში. ბათუმის რესურსცენტრის განმარტებით, სკოლებს ამ დრომდე 30-ზე მეტმა უკრაინიდან ლტოლვილმა მშობელმა მიმართა. „უკრაინელი ბავშვები ჩაირიცხნენ კერძო სკოლაში – „გიმნაზია 21-ე საუკუნე“, რადგან ამ სკოლას აქვს რუსული სექტორი. საჯაროში კი, ჯერჯერობით მხოლოდ …

15-20 უკრაინელ ლტოლვილს ვეპატიჟები მარტვილის სახლში – მოქალაქე

46 წლის თეა შენგელია ქალაქ მარტვილში, მშვიდობის ქუჩაზე ცხოვრობს. თეა უკრაინიდან დევნილ მოქალაქეებს საკუთარ საცხოვრებელ სახლს სთავაზობს. თეა ამბობს, რომ ამ ეტაპზე 15-20 ადამიანის მიღება შეუძლია. მისი თქმით, უკრაინელ დევნილებს მანამდე შეუძლიათ მის სახლში ცხოვრება, სანამ თვითონ არ გადაწყვეტენ წასვლას. „დიდი სახლი მაქვს, სადაც ძირითადად ჩემი მეათეკლასელი შვილი და დედა ცხოვრობს. მე და ჩემი მეუღლე …

უკრაინის 300 მოქალაქე აჭარაში კერძო სექტორმა შეიფარა, 110 კი – სახელმწიფომ

უკრაინის მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში ტურისტული ვიზიტით იმყოფებოდნენ, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის გამო ვეღარ ახერხებენ სამშობლოში დაბრუნებას, საქართველო შეიფარებს. საქართველო მზადაა უკრაინელი დევნილებიც მიიღოს, რომლებიც ყოველდღიურად რეკავენ ცხელ ხაზებზე. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, აჭარაში ამ დროისთვის უკრაინის 410 მოქალაქე იმყოფება. მათგან 110 ტურისტული მიზნით იყო შემოსული ქვეყანაში, 300-მდე ადამიანი კი უკრაინიდან ლტოლვილია. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის …

უკრაინელი ქალი, რომელიც ზაპაროჟიეს ატომურ სადგურზე მუშაობდა – დევნილობა ბათუმში

„დილით მშვიდად გავიღვიძე, არ ვიცოდი, რომ ქვეყანაში ომი დაიწყო. შემდეგ მეგობარმა დამირეკა და მითხრა, თუ მესმოდა სროლების ხმა. ვუთხარი, რომ არა.  ის მეუბნებოდა – ჩვენთან აფეთქებებია, ომი დაიწყოო. ტელევიზორი ჩავრთე და მივხვდი, რომ ომი მართლა დაიწყო“, – ასე იხსენებს კიევიდან დევნილი ნატალია უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის დღეს. ნატალია ჟიტომირის ატომურ ელექტროსადგურზე მუშაობდა პენსიაში გასვლამდე. „პირველი, რაც …

Exit mobile version