133 324 ადამიანს დახმარება შეუჩერეს – სოცსააგენტოს 7 თვის სტატისტიკა

მიმდინარე წლის ივლისში, საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა ისევ შემცირდა. სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, გასულ თვეში სოციალური დახმარება 7 235 ადამიანს მოუხსნეს. ჯამურად, ბოლო 7 თვეში, სოციალური დახმარების გარეშე 133 324 ადამიანი (39 530 ოჯახი) დარჩა. თუ სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ სტატისტიკას გავაანალიზებთ, ბოლო წლებში სოცდახმარების მიმღებთა ოდენობა მკვეთრად იზრდებოდა, 2026 წლის …

ბათუმის მერია: სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით შეშა 50 ოჯახს გადავეცით

ზამთარში სოციალურად დაუცველი ზოგიერთი ოჯახი შეშით უზრუნველყოფას სთხოვს ბათუმის მერიას. რამდენმა ადამიანმა მოითხოვა წელს შეშა? – ბათუმის მერიაში ეს არ დაგვიზუსტეს, აქ მხოლოდ ის გვითხრეს, რომ 2025 წლის სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით, „შეშით დაკმაყოფილებულია 50 ოჯახი“. მერიის ინფორმაციით, სოციალურად დაუცველ ოჯახებს შეშას გადასცემენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გამწვანების სამსახური მოჭრილი ხეების დამუშავებით საშეშე მასალას მიიღებს. თუმცა …

როცა სამსახური დაკარგე და სახელმწიფო ხელფასს გიხდის – საქართველო უმუშევრობის დაზღვევის გარეშე და იტალიის გამოცდილება

საქართველოში უმუშევრობის დაზღვევა ამ დრომდე არ არსებობს. რამდენიმე წლის წინ დაანონსებულ „სოციალური კოდექსში“ ერთ-ერთი მიმართულება უმუშევრობის დაზღვევის დანერგვის შესაძლებლობას განიხილავდა, 2023 წელს კი, „შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ“ მოამზადა დოკუმენტი, რომელშიც განხილულია რა სახით არის საქართველოში შესაძლებელი ამ სისტემის დანერგვა, თუმცა ჯერჯერობით ხელშესახები შედეგი არ ჩანს. სტატიაში მიმოვიხილავთ, რა არის უმუშევრობის დაზღვევა, რა მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს მოქალაქისთვის …

როგორ იქცა სიღარიბე „ოცნების“ მოკავშირედ

ავტორიტარული მმართველებისთვის სახასიათოა ასეთი ქცევა, როცა ხელისუფალს ადამიანების სიღარიბეში დატოვება სურსო, ამბობს პოლიტიკის ანალიტიკოსი სალომე კანდელაკი. ასეთი ხელისუფლებისთვის სიღარიბე საყრდენად იქცევა, მმართველმა პოლიტიკურმა გუნდმა ძალაუფლება რომ შეინარჩუნოს. პოლიტიკის ანალიტიკოსს სიღარიბის დაძლევის სახელით მოქმედ რამდენიმე პროგრამაზე ვესაუბრეთ, მაგალითად, სოციალურად დაუცველი ადამიანების დასაქმებაზე, რასაც ხშირად ფორმალური ხასიათი აქვს: მაგალითად, ქედაში, წონიარისში ტანკს ორი ადამიანი ალაგებს. ამდაგვარად დასაქმებული …

„იმას ვნატრობ, არავინ დამჭირდეს გადაადგილებისთვის” – 65 წლის ქალს ელექტროეტლი სჭირდება

„დალხენილად არასდროს მიცხოვრია, არც ბედნიერი ვყოფილვარ, მაგრამ ჩემი ახლანდელი მდგომარეობა ყველაზე სევდიანი გამოდგა, თავს ძალიან უსუსურად ვგრძნობ“, – გვეუბნება ბათუმში მცხოვრები, 65 წლის ნაზი აბულაძე. უკვე 6 წელია, რაც ნაზი საერთოდ ვერ გადაადგილდება და მთელ დღეს საწოლში ატარებს. „ამ დასაწვავ დაავადებას რა დავარქვა აღარ ვიცი, წითელი ქარები დამიდგინეს ექიმებმა. იმას ვნატრობ, რომ არავინ დამჭირდეს გადაადგილებისთვის. …

ივლისიდან 50 ლარით იზრდება სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება

2023 წლის 1-ელი ივლისიდან სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის განკუთვნილი დახმარება 50 ლარით იზრდება და თვეში 200 ლარს შეადგენს. საქართველოს მთავრობამ გადაწყვეტილება ამის შესახებ გასულ, 2022 წელს მიიღო. ამჟამად სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება თვეში 150 ლარს შეადგენს. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, აღნიშნული ფულადი დანამატის მიმღები არის 16 წლამდე სოციალურად დაუცველი ბავშვი, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 …

5 სტუდენტი ბათუმში უფასო საკვებისა და ტანსაცმლის კარადების განთავსებას გეგმავს

„გაიღე“ – ასე ჰქვია პროექტს, რომლის განხორციელებასაც 5 ბათუმელი სტუდენტი – როენა კახიძე, მარიამ მორთულაძე, იანა აბაშიძე, ანა ვაშაყმაძე და ნინო გაბაიძე აპირებენ.  პროექტის მიზანია დაეხმარონ იმ ადამიანებს, რომელთაც საკვები ან ტანსაცმელი სჭირდებათ. პროექტის ავტორები ბსუ-ს ფსიქოლოგიის ფაკულტეტის პირველკურსელები არიან. „თანაკურსელები ვართ. დემოკრატიის ლექტორმა დაგვავალა პროექტის გაკეთება და ჩვენ არჩევანი სოციალურ თემაზე შევაჩერეთ. მედიაში იყო …

საქართველოში საარსებო შემწეობას 174 ათასი ოჯახი იღებს

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წელს საქართველოში სოციალურ შემწეობას 174 ათასი ოჯახი იღებდა, სოციალურ პაკეტს კი 178 ათასი ოჯახი. სტატისტიკური მონაცემებით, ამავე პერიოდში პენსიის მიმღებთა რაოდენობა 794 ათასი იყო ქვეყანაში. აქედან 28.5 პროცენტი კაცია, 71.5 პროცენტი კი ქალი. სოციალური პაკეტის მიმღები 178 ათასი პირიდან 63.3 პროცენტი კაცია, 34.7 კი ქალი. სოციალური პაკეტის მიმღებთაგან 71.9 …

100-ლარიან დახმარებას მიიღებენ ბავშვები, თუ ოჯახის ქულა 120 001-ზე ნაკლებია

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2021 წლის 1-ლი ივლისიდან არსებული 100 000 ქულის ნაცვლად, 100-ლარიან დახმარებას მიიღებენ 120 001-ზე ნაკლები ქულის მქონე ოჯახებში მცხოვრები ბავშვებიც. „ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაც 120 001-ზე ნაკლებია – საარსებო შემწეობა განისაზღვრება 100 ლარით ოჯახის თითოეულ 16 წლამდე ასაკის წევრზე.“ – აღნიშნულია მთავრობის დადგენილებაში. ამასთან, სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, სოციალურად დაუცველ ბავშვთა დახმარება …

საწოლს მიჯაჭვული კაცის ამბავი და მეეზოვე ქალი: „დღესაც თაფლს გავხსნით წყალში“

საუბარი უჭირს, თუმცა ზუსტად ახსოვს, როდის მოხდა ავარია, საწოლს რომ მიაჯაჭვა 58 წლის მეეზოვე მურმან ზოიძე. ღარიბი, მეეზოვე ცოლ-ქმრის ცხოვრება მას აქეთ შეიცვალა და დამძიმდა. პანდემიამ კიდევ უფრო გაართულა მათი ყოფა –  გააღარიბა და ოჯახის წევრებიც კი ერთმანეთს დააცილა. „აპრილი იყო, 20 რიცხვი, გასულ წელს იყო ეს,“ – მძიმედ ამოისუნთქა მან, მზერა არ მოგვაცილა და …

აჭარაში 7 ათასამდე ოჯახი სასურსათო პაკეტს მიიღებს – მთავრობა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ დღეს, პირველ დეკემბერს, მთავრობის სხდომაზე ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში განსახორციელებელ სოციალურ პაკეტებზე ისაუბრა. რიჟვაძის განცხადებით, აჭარაში 7 ათასამდე ოჯახს, სოციალური დახმარების ფარგლებში, ახალ წლამდე სასურსათო პაკეტს გადასცემენ. „ასევე იგეგმება მედიკამენტებით უზრუნველყოფაც. მინდა ფინანსთა მინისტრს ვთხოვო, რომ მაქსიმალურად მალე მოხდეს ამის ორგანიზება ბიუჯეტში. ასევე, მედიკამენტებთან მიმართებაშიც, თვითმმართველობებს ვთხოვ, მაქსიმალურ ჩართულობას,“ – განაცხადა …

 ბოლო 4 წელში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა აჭარაში 7 ათასით გაიზარდა

აჭარაში საარსებო შემწეობას 2020 წელს 7 372-ით მეტი ადამიანი იღებს, ვიდრე 2016 წელს, როცა „ქართული ოცნება“ მოსახლეობას წინასაარჩევნოდ დასაქმებას და 200 ათას ახალ სამუშაო ადგილს ჰპირდებოდა. სამუშაო ადგილები ქვეყანაში, საქსტატის მონაცემებით, 27 ათასით შემცირდა. სოციალური მომსახურების სააგენტოს ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2016 წელს აჭარაში ზუსტად 40 065 ადამიანი იღებდა საარსებო შემწეობას [ეს არის უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები …

მკვეთრად გამოხატული შშმ პირებს და შშ სტატუსის მქონე ბავშვებს დახმარება გაეზარდათ

მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებისთვის გათვალისწინებული სოციალური პაკეტების ოდენობები 30 ლარით იზრდება. შესაბამისი დადგენილება საქართველოს მთავრობამ 25 ივნისს მიიღო და ის 2020 წლის 1-ლი ივლისიდან ამოქმედდება. [gray_box]სოციალური პაკეტები განისაზღვრა შემდეგი ოდენობით[/gray_box] მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის: [checklist] „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული …

აჭარის მთავრობის პასუხი 2000 ლარის ჩარიცხვაზე – დახმარება თუ „ზონდერჯგუფის“ წახალისება

„კანონით განსაზღვრული შესაბამისი პროცედურის გავლის შემდეგ გაიცა ერთჯერადი სოციალური დახმარება 2 ათასი ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც აჭარის მთავრობამ დღეს, 24 ივნისს, გაავრცელა. საუბარია წინასწარ პატიმრობაში მყოფი ელდარ ანთაძისა და რეზო წულუკიძის მეუღლეებისთვის მარტში ფულის ჩარიცხვაზე. პატიმრების ოჯახების წევრები ახლა ამბობენ, რომ ფული მათ სოციალური დახმარების გამო კი არ ჩაურიცხეს, არამედ იმიტომ, რომ მთავრობას …

8 ადამიანი ერთ ოთახში – „დღეს ზეთიც კი გაგვითავდა“ 

„ახლა მოვზილე პური და ზეთი რომ ზეთია, ისიც აღარ მაქვს უკვე სახლში“, – ამბობს „ბათუმელებთან“ პენსიონერი აზა ბერიძე, რომელიც ბათუმში, იმედაშვილის ქუჩაზე 16 ნომერში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. ოჯახი სოციალურად დაუცველია. აზას გარდა ოჯახში კიდევ 7 ადამიანი ცხოვრობს. მათ შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვი. „თუ დამიჯერებთ, არც კი ვიცი რა ვაჭამო ბავშვებს. ორი დღეა თითქმის არაფერი გვაქვს. …

თურქეთის საკონსულო სურსათით დაეხმარება მათ, ვინც თურქეთში სამუშაოდ ვერ მიდის

ბათუმში თურქეთის გენერალური საკონსულოს ინფორმაციით, იმ ოჯახებს, რომლებიც თურქეთში სეზონურ სამუშაოდ წასვლას ვერ ახერხებენ, საკონსულოს ორგანიზებით, 500 სასურსათო კალათს გადასცემენ. როგორც თურქეთის საკონსულოში „ბათუმელებს“ უთხრეს, ოჯახებს ადგილობრივ თვითმმართველობებთან ერთად არჩევენ. „არიან ოჯახები, რომლებიც უშუალოდ საკონსულოს მოგვმართავენ დახმარებისთვის, სხვა შემთხვევაში კი, მუნიციპალიტეტები გვაწვდიან ინფორმაციას. სოლიდარობის ფარგლებში 2 600 სასურსათო კალათა დარიგდა უკვე და 15 ტონა ფქვილი. …

„ჩაი – მაკარონი, ჩაი – მაკარონი, ბავშვებს მობეზრდათ“ – უსახლკარო ოჯახი 5 ბავშვით

აზა დიდმანიძე 5 შვილთან და მეუღლესთან ერთად ერთი თვეა ხელვაჩაურის სოფელ მარადიდში, ნათესავის სახლში ცხოვრობს. მანამდე ოჯახი ქალაქში ბინას ქირაობდა, რაშიც 300 ლარს იხდიდა. სახელმწიფო დახმარების შეწყვეტის შემდეგ ოჯახი სოფელში, ნათესავის სახლში შეიხიზნა. „ეს სახლი ქმრის მამიდასია. სახლის ნაწილში მამამთილი ცხოვრობს, ორ ოთახში კი ჩვენ ვცხოვრობთ, შვიდი სული. ბავშვებს საკუთარი ოთახი არ აქვთ. გვაქვს საკვების …

თურქეთის საელჩომ და TIKA-მ ხულოსა და ქედაში სოციალურად დაუცველებს საკვები მიუტანეს

ხულოსა და ქედაში მცხოვრებ 100 ოჯახს თურქეთის საელჩომ, ასევე თურქეთის თანამშრომლობის და კოორდინაციის სააგენტო TIKA-მ საკვები პროდუქტები გადასცეს. საქველმოქმედო აქციის ორგანიზატორების თქმით, მათ სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადასცეს პროდუქტი. ეს ოჯახები ხულოსა და ქედის მერიის წარმომადგენლებმა შეარჩიეს. თურქეთის საელჩოსა და ორგანიზაცია TIKA-ს მსგავსი საქველმოქმედო აქცია ჰქონდათ გურიასა და სამეგრელოში. შემდეგ ჯერზე საკვები პროდუქტების გაცემა ბათუმში იგეგმება.

ქვიშხეთში დაღუპული 3 ბავშვის დედისთვის დახმარებას ითხოვენ

ქვიშხეთთან ავტოავარიის შედეგად სამი მცირეწლოვანი ბავშვი მამასთან ერთად დაიღუპა. ბავშვების დედა მარიანა ქორიძე კი უმძიმესი ტრავმებით კლინიკაში გადაიყვანეს. შემთხვევა 26 იანვარს მოხდა. ინფორმაცია დედის გარდაცვალების შესახებაც გავრცელდა, თუმცა ის, როგორც მკურნალი ექიმი ამბობს, დღემდე კომატოზურ მდგომარეობაშია. მარიანას ექიმის თქმით, შესაძლოა  ის სიცოცხლის ბოლომდე ამ მდგომარეობაში დარჩეს. ოჯახს ფინანსური მხარდაჭერა სჭირდება. მარიანას მდგომარეობაზე მისმა ახლო მეგობარმა, …

მაისის თვეში შევძლებთ შეფასებას, რამდენმა ადამიანმა დაკარგა სამსახური – ცქიტიშვილი

„ჩვენ შევძლებთ კონკრეტული ციფრების დასახელებას, კონკრეტული თანხების შეთავაზებას მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩვენ შევძლებთ შევაფასოთ, აპრილის თვეში რამდენმა ადამიანმა აღარ აიღო მარტის თვის ხელფასი. შესაბამისად, მაისში შევძლებთ იმის შეფასებას, თუ რამდენმა დაკარგა სამსახური აპრილში,“ – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა. მისი თქმით, დახმარების პაკეტი, რომელსაც სახელმწიფო ბიზნესს სთავაზობს, ადამიანებს მისცემს შესაძლებლობას, …

92 წლის დამსახურებული პედაგოგი: 4 წელია სოციალური დახმარების გარეშე ვცხოვრობ

92 წლის ტატიანა ჩიჩუას სოციალური მომსახურების სააგენტომ შემწეობა მოუხსნა. მარტოხელა მოხუცი ძველ ბათუმში ცხოვრობს, სხვის სახლში – ოთახის მესაკუთრე მას ქირას არ ახდევინებს. ჰყავს დისშვილი, რომელიც თბილისში ცხოვრობს. „მეცხრე სკოლაში ვმუშაობდი. ჩემი საყვარელი მოსწავლეები იყვნენ რეჟისორი ზაზა ხალვაში, ლევან ბერძენიშვილი – გენიოსი ბიჭია. რენე თანდილავა – ქირურგია. დამსახურებული პედაგოგი ვიყავი. ბევრი ცნობილი ადამიანი იყო ჩემი …

რატომ დატოვა სახელმწიფომ 17 ბავშვი და მათი ოჯახები შემწეობის გარეშე

ქობულეთში, მემედ აბაშიძის 116-ში, ძველის სკოლის შენობაში მცხოვრებ ექვს ოჯახს სოციალური მომსახურების სააგენტომ სოციალური შემწეობა შეუჩერა. ოჯახებში ამბობენ, რომ მათთვის შემწეობა იყო ერთადერთი შემოსავლის წყარო, რომელსაც საკვების შესაძენად  და გადასახადების გადასახდელად იყენებდნენ. ხათუნა მიქელაძე მარტოხელა დედაა. სოციალური შემწეობით მიღებული 90 ლარი მისი ერთადერთი შემოსავლის წყარო იყო. ოთახში, რომელშიც ხათუნა ცხოვრობს, იატაკი ამოყრილია, ორ ფანჯარაზე კი …

ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახები 79 169 ლარს მიიღებენ

ქობულეთსა და ხულოს მუნიციპალიტეტებში დაზარალებულ რვა ოჯახს საცხოვრებელი სახლების აღდგენა-მშენებლობის მიზნით მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 79 169 ლარი გამოეყოფა. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ინფორმაციით, სარეკომენდაციო სახის გადაწყვეტილება შერეულმა სამთავრობო კომისიამ მიიღო, „დოკუმენტი კი დასამტკიცებლად უახლოეს დღეებში მთავრობის თავმჯდომარეს გადაეგზავნება“. ოფიციალური ინფორმაციით, სარეზერვო ფონდიდან 59 169 ლარს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია მიიღებს. თანხა ხანძრის შედეგად დაზარალებული …

71 წლის ქალი შიფერის გასასწორებლად სახურავზე

ქვედა მახუნცეთში მცხოვრებ დებს – თინასა და სონიას ყოველი გაწვიმება აშინებს. დების სახლის სახურავი დაზიანებულია, წვიმის დროს წყალი სახლში ჩადის და 71 წლის სონია იძულებულია სახურავის სახელდახელოდ შესაკეთებლად სახურავზე ავიდეს. 71 წლის სონია და 68 წლის თინა კურცხალიძეები ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა მახუნცეთში ცხოვრობენ შიფერით გადახურულ, ქვის, ორსართულიან სახლში. სახლის მეორე სართულის აივანს ძველი ბრიზენტი …

ცხრა თვე შემწეობისა და უფასო სადილის გარეშე

ოჯახი, რომლის სახელზეც არანაირი კერძო საკუთრება არ რეგისტრირდება, სოციალური დახმარების გარეშე დარჩა – ფარტენაძეების ხუთსულიან ოჯახს სოციალური შემწეობა ცხრა თვის წინ შეუწყვიტეს. ჯემალ ფარტენაძე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია, აქვს გულის პრობლემებიც, რის გამოც მუშაობა არ შეუძლია. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი, მათგან ორი არასრულწლოვანია. მუშაობა არც ჯემალის მეუღლეს შეუძლია, რადგან რამდენიმე ოპერაცია აქვს გადატანილი. ჯემალ …

Exit mobile version