დაფინანსდეს წინასწარი კვლევები, აღმოიფხვრას მედიკამენტების დეფიციტი – ონკოპაციენტები

ორგანიზაციამ „კავშირი სიცოცხლისთვის“ ონკოპაციენტების ულიმიტო და ხელმისაწვდომი მკურნალობისთვის შეიმუშავა ონლაინ პეტიცია – „ონკოპაციენტების სრულფასოვანი, ევროპული სტანდარტით მკურნალობისთვის გამოიყოს საკმარისი დაფინანსება, ჩვენი გადასახადებით შევსებული ბიუჯეტიდან“. ისინი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისების დაფინანსებასა და გამართვის ითხოვენ.   მაგალითად, საყოველთაო დაფინანსების პროგრამაში არ შედის, წინასწარი კვლევები (მაგალითად, ბიოფსია, კატე, მრტ, პეტ კატე და სხვა). „დიაგნოსტირება საშუალოდ 10 000 ლარიდან 15 000 …

მოქალაქეები ითხოვენ ონკოპაციენტებს დაუფინანსდეს სადიაგნოსტიკო და გეგმიური საკონტროლო კვლევები

„Motxovna N……. Ar dakmayofilda. Damatebiti informaciistvis gtxovt mimartot servis centrs,“ – ამ შინაარსის ტექსტს იღებენ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსგან პაციენტები, რომლებსაც სკრინინგის შემდეგ კიბო აღმოაჩნდათ და ანალიზების დასაფინანსებლად საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას მიმართეს. სწორი დიაგნოზის დასმისათვის, მკურნალობის სწორად წარმართვისთვის და ადამიანის სიცოცხლის გადარჩენისთვის საჭიროა მთელი რიგი სადიაგნოსტიკო კვლევები, რომელსაც სახელმწიფო არ აფინანსებს. თანხა, რომელიც კვლევებს სჭირდება ხშირად …

როგორ დაამარცხა მესამე სტადიის სიმსივნე 56 წლის ქალმა

„როცა დიაგნოზი გავიგე, ექიმმა ორივე ხელზე მომკიდა ხელები, თვალებში შემომხედა და მითხრა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია, მაგრამ თუ იქნები დამფრთხალი თაგვივით, ვერ დაგეხმარებითო. შინაგანი რწმენა და განწყობა ამ დროს ყველაზე მნიშვნელოვანია და მე იმ დღეს იმედიანად წამოვედი“, – ამბობს „ბათუმელებთან“ 56 წლის ლალი არაბული. ლალიმ მკერდის მესამე სტადიის სიმსივნეზე გაიმარჯვა. ლალი არაბული 15 წელია …

გაუქმდეს ონკოპაციენტებისთვის დაწესებული ლიმიტი – აქცია პარლამენტთან

ონკოპაციენტები საქართველოს პარლამენტის შენობასთან აქციას მართავენ. ისინი მოითხოვენ გაუქმდეს სახელმწიფოს მიერ მკურნალობისთვის დაწესებული ლიმიტი – 25 ათასი ლარი და პაციენტი სრულად დაფინანსდეს. „ძალიან ბევრი წელია, ონკოპაციენტები ვითხოვთ სახელმწიფოსგან ყველასთვის ხელმისაწვდომ ჯანმრთელობის სერვისს. მივიღეთ დაპირება, რომ 2024 წლის პირველი იანვრიდან ყველა ონკოპაციენტს სრულად დაუფინანსდებოდა მკურნალობა. აღმოჩნდა, რომ აღნიშნული დაპირება არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან კანონში, რომელიც დამტკიცდა, …

ონკოპაციენტებისთვის მედიკამენტების უფასოდ გაცემა დაიწყო – ჩამონათვალი

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებისთვის 13 დასახელების მედიკამენტის უფასოდ გაცემა დაიწყო. სამინისტროს განცხადებით მედიკამენტები კომპანია ROCHE-სგან შეისყიდეს. ეს მედიკამენტებია: ალეცენზა ტეცენტრიკი ავასტინი ტარცევა გაზივა მაბტერა ჰერცეპტინი კადსილა ზელბორაფი ფესგო პოლივი პერჯეტა როზლიტრეკი „უახლოეს მომავალში, პაციენტები, დამატებით NOVARTIS-ისგან შესყიდულ 8 დასახელების მედიკამენტს მიიღებენ“, – აცხადებენ სამინისტროში. — სამინისტროს ინფორმაციით, „გაფართოვდა ქრონიკული მედიკამენტების სია …

41 წლის ბათუმელი ქალი, რომელმაც მეოთხე სტადიის სიმსივნე დაამარცხა – ვიდეო

„როცა ექიმმა გამსინჯა, მითხრა – არ დაგიმალავ, ეს არის სიმსივნე. ადგილზე გავიყინე, რადგან იმ მომენტში მართლა რთული იყო ჩემთვის. სიმსივნე იყო მეოთხე სტადია, ღვიძლზე გადასული მეტასტაზებით“, – ამბობს „ბათუმელებთან“ 41 წლის თამილა სალუქვაძე, რომელმაც სიმსივნე დაამარცხა. ამბობს, რომ მკერდზე სიმაგრე როცა შენიშნა, ექიმთან მაშინვე არ წასულა. „რთული პერიოდი მქონდა და თან ქვეცნობიერი შიში“, – გვეუბნება …

ონკოლოგიური ქირურგია თითქმის ყველა პაციენტს დაუფინანსდება – მთავრობა

ონკოლოგიური ქირურგია, როგორც გეგმური, ისე გადაუდებელი ოპერაციები, ქვეყნის მასშტაბით, ყველა ონკოპაციენტს დაუფინანსდება, მათ შორის დაზღვეულ ვეტერანებს და იმ პაციენტებსაც, რომელთა წლიური შემოსავალი 40 000-ზე მეტი ლარია – ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს. გამონაკლისია საბიუჯეტო სახსრებით დაზღვეული პირები.  მთავრობის ცნობით, მიმდინარე წლის აგვისტოდან ჰორმონოთერაპია, ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია და მედიკამენტები, ქვეყნის მასშტაბით, ყველა ონკოლოგიურ პაციენტს უფინანსდებოდა. დღეს, 30 …

სტრასბურგში ქართველი პაციენტების რაოდენობა რეკორდულად გაიზარდა – ფრანგული გამოცემა

სტრასბურგში ყოველდღიურად იზრდება საქართველოს მოქალაქეების რიცხვი, რომლებსაც მკურნალობა სჭირდებათ. საფრანგეთის სახელმწიფო სამსახურები და ექიმები ცდილობენ, იპოვონ გამოსავალი და მოძებნონ გზა პაციენტთა მიგრაციის დიდ ნაკადთან გასამკლავებლად – ამის შესახებ საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგის ადგილობრივი მედიაგამოცემა Rue 89 Strasbourg-ი  წერს 2 ოქტომბერს გამოქვეყნებულ ვრცელ სტატიაში. გამოცემის ცნობით, მიგრანტების რიცხვი სტრასბურგში განსაკუთრებით გაიზარდა 2017 წლიდან, მას შემდეგ, რაც საქართველოს …

ქიმიოთერაპია და თმის ცვენა – რას ველოდოთ მკურნალობის დროს

თმის ცვენა კიბოს მკურნალობის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი და სახასიათო გვერდითი ეფექტია, რომელიც ბევრი პაციენტისთვის ძალიან დამთრგუნველია ამ მძიმე დაავადებასთან ბრძოლის გზაზე. როგორც წესი, მკურნალობის დასრულების შემდეგ თმა კვლავ იზრდება, თუმცა სპეციალისტები ურჩევენ პაციენტებს, კიბოს მკურნალობის ამ გვერდით ეფექტთან გასამკლავებლად წინასწარ მოემზადონ. „ქიმიოთერაპიის შესახებ კონსულტირებისას ყველაზე მძაფრად აღსაქმელი პაციენტებისთვის თმის ცვენის მომენტია, ალბათ იმიტომ, რომ ეს …

რა უნდა ვიცოდეთ ქიმიოთერაპიის შემდგომ გართულებებზე – ონკოლოგის რჩევები

ქიმიოთერაპიამ შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა მათი უმრავლესობა მართვადი ან პრევენცირებადია და, როგორც წესი, გაივლის მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ. „მედცენტრის“ კლინიკური ონკოლოგი, ქეთი ასანიძე ამბობს, რომ ეს შეიძლება იყოს გულისრევა, ღებინება, საერთო სისუსტე და სხვა გვერდითი მოვლენები, რაც დაახლოებით 5-7 დღეს გრძელდება და რომელთა სამართავადაც იწერება ე.წ. სიმპტომური თერაპია, რომელიც შეიძლება შეიცავდეს ჭამასთან, სითხის და სხვადასხვა …

4 თვის დემეტრე ფიბროსარკომას ებრძვის – მას საზოგადოების დახმარება სჭირდება

4 თვის დემეტრე ჩიტაძეს ავთვისებიანი სიმსივნე აქვს. დიაგნოზი – ფიბროსარკომა მას თურქეთში დაუსვეს. თურქეთში დემეტრეს ამჟამად ქიმიოთერაპიის პირველ კურსს უტარებენ. ბავშვის დედის, ოლღა მერებაშვილის თქმით, საჭიროა ქიმიოთერაპიის კიდევ შვიდი კურსი. „ერთი თვის წინ დემეტრეს ფეხი შეუშუპდა, თავიდან კოღოს ნაკბენი გვეგონა, რადგან ბავშვი აბსოლუტურად ჯანმრთელი იყო და სხვა რამ არ გვიფიქრია. თბილისში, კლინიკაში გვყავდა, სადაც გვითხრეს, …

ონკოპაციენტი ბავშვების მკურნალობა დაფინანსდეს სრულად – PHR-ი სასამართლოში დავობს

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) ონკოდაავადების მქონე ბავშვებისთვის ცვლილებებს ითხოვს. ორგანიზაციის სარჩელი ონკოდაავადების მქონე ბავშვებისთვის სახელმწიფო დაფინანსების გაზრდას უკავშირდება. 2022 წლის მარტის დასაწყისში თბილისის საქალაქო სასამართლომ PHR-ის სარჩელი წარმოებაში მიიღო. უფლებადამცველი ორგანიზაცია პრობლემის მასშტაბზე წერს. მათ მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, საქართველოში ყოველწლიურად საშუალოდ 100 ბავშვს უსვამენ ონკოდაავადების დიაგნოზს. PHR-ის ინფორმაციით, 2015-2020 წლებში სიმსივნით 169 ბავშვი გარდაიცვალა. …

ძუძუს კიბო ახალგაზრდა ქალებშიც გახშირდა – ვინ არიან რისკჯგუფში და როგორია სიმპტომები

ძუძუს კიბო ახლა კიბოს ყველაზე გავრცელებული ფორმაა მსოფლიოში. კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტოს მონაცემებით, ძუძუს კიბომ უკვე გადაუსწრო ფილტვის კიბოს, როგორც მსოფლიოში ყველაზე ხშირად დადასტურებულმა სიმსივნემ. ონკოქირურგი, მამოლოგი მზია ხალვაში ამბობს, რომ ძუძუს კიბოს რისკჯგუფი გაახალგაზრდავდა და შესაძლოა უახლოეს მომავალში სკრინინგის სახელმწიფო პროგრამაში ბენეფიციართა ასაკთან დაკავშირებით ცვლილებების შეტანაც გახდეს საჭირო. ქალბატონო მზია, ვინ არიან რისკისჯგუფში? დაავადება …

ძუძუს კიბოს 50% უკვე I-II სტადიაში ვლინდება, სკრინინგის ჯერ კიდევ ცოტა ქალი იტარებს – ექიმი 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, ისევე როგორც საქართველოს კიბოს რეგისტრის მონაცემებით, ქალებში ავთვისებიანი ახალწარმონაქმნებით გამოწვეული სიკვდილიანობის ძირითადი მიზეზი სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნეა. ძუძუს, საშვილოსნოს ყელისა და კოლორექტალური კიბოს სკრინინგის პროგრამა თბილისში 2008 წლიდან, ხოლო ქვეყნის მასშტაბით 2011 წლიდან მუშაობს, ასევე პროსტატის კიბოს მართვაც. მიუხედავად იმისა, რომ ძუძუს კიბოს სკრინინგს ყოველწლიურად 20 000-ზე მეტი ქალი იტარებს და პროგრამის …

25 მაისს კლინიკა „მედცენტრში“ ონკოლოგები უფასო კონსულტაციებს ჩაატარებენ

25 მაისს „მედცენტრში“ ღია კარის დღეა! კლინიკის ონკოლოგები მემედ ჯინჭარაძე, ჯემალ შოთაძე, მზია ხალვაში, ქეთი ასანიძე , ხათუნა შოთაძე, შორენა ზოსიძე და ნინო სემიონოვა უფასო კონსულტაციებს ჩაატარებენ! მის.: ბათუმი, პუშკინის N118 დაგვიკავშირდით: 596 22 60 60

საშიშია თუ არა წითელი ხალი – ექიმის განმარტება

წითელი შეფერილობის ხალები სხეულზე დიდი იშვიათობა ნამდვილად არ არის, თუმცა კითხვებზე – რატომ არის ის წითელი, როდის ჩნდება და საშიშია თუ არა  – პასუხები არ გვაქვს. “ბათუმელებს” ამ თემაზე ექიმი ონკოლოგი მზია ხალვაში ესაუბრა. ქალბატონო მზია, რას წარმოადგენს წითელი ხალი? ეს არის კაპილარული ჰემანგიომა, რომელიც წარმოადგენს სისხლძარღვოვან კეთილთვისებიან წარმონაქმნს. ჩვეულებრივ იგი ღია წითელი ფერისაა, ზოგჯერ …

„კიბო არ ითმენს“ – ონკოპაციენტები მკურნალობის 100%-ით დაფინანსებას ითხოვენ [პეტიცია]

ონკოპაციენტების მიერ დაარსებული ორგანიზაცია – „ევროპა დონა ჯორჯია“ პეტიციას ავრცელებს. ამ პეტიციით ისინი მოითხოვენ, კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილ კრიზისულ პერიოდში ონკოპაციენტთა მკურნალობა სახელმწიფომ 100 პროცენტით დააფინანსოს. „ბათუმელები“ ორგანიზაციის ხელმძღვანელს, ანა მაზანიშვილის ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ ონკოპაციენტები მძიმე ფინანსურ კრიზისში არიან. „ჩვენ, ონკოპაციენტები, ისედაც მძიმე და რთულ გზას გავდივართ, როცა კოვიდ 19-ის გამო ჩაიკეტა ქალაქები, დაიხურა …

BBC: მეცნიერებმა „გაშიფრეს“ კიბოს უჯრედები და მკურნალობაში რევოლუციას გვპირდებიან

მეცნიერებმა სხვადასხვა ქვეყნიდან პირველად სრულად გაშიფრეს 38 სახეობის კიბოს უჯრედის გენეტიკური ინფორმაცია და შეადგინეს სხვადასხვა ონკოლოგიური დაავადების გამომწვევი დნმ-ის მუტაციის კატალოგი. კვლევა – „ყველა ტიპის კიბოს გენომის სრული ანალიზი“ 10 წელზე მეტხანს გრძელდებოდა და მასში 1300 გენეტიკოსი მონაწილეობდა 37 ქვეყნიდან. კვლევის შედეგები ხუთშაბათს გამოქვეყნდა ოცამდე სამეცნიერო ჟურნალში ერთდროულად – წერს BBC. მეცნიერების თქმით, კიბოს განვითარება …

5 მითი სხივურ თერაპიაზე – რა უნდა ვიცოდეთ კიბოს მკურნალობის ამ მეთოდზე

ონკოპათოლოგიები სტატისტიკურად ძალიან გაახალგაზრდავდა. სამშენებლო მტვრითა და ავტომობილების გამონაბოლქვით დაბინძურებული ჰაერი, არაჯანსაღი საკვები და ბევრგან სასმელად უვარგისი წყალიც – ექიმები მთელ მსოფლიოში ამ ძირითად მოცემულობებს მიიჩნევენ ონკოდაავადებების მიზეზად. მომატებული რადიაციული ფონიც სიმსივნური პათოლოგიების ერთ-ერთი მთავარი გამააქტიურებელია. სუფთა ჰაერზე სეირნობა, ფიზიკური ვარჯიში და სპორტი, კვების ჯანსაღი რეჟიმი, სტრესისგან თავდაცვის უნარები, სკრინინგ-პროგრამებში ჩართვა და ჯანმრთელობის მუდმივი კონტროლი …

მესამე სტადიის ძუძუს კიბოსგან განკურნების მაგალითები – რა არის ტარგენტული თერაპია

ქალებში ძუძუს, მამაკაცებში კი ფილტვისა და პროსტატის კიბო მსოფლიოში ამ ტიპის ყველაზე გავრცელებული დაავადებებია, თუმცა ოცდამეერთე საუკუნეში არც ერთი მათგანი განაჩენი აღარ არის, არაუმეტეს თუ დაავადება ადრეულ ეტაპზე გამოვლინდება. ონკოლოგიური დაავადებების ვერაგობა გამოიხატება იმაშიც, რომ სიმსივნური უჯრედები უსიმპტომოდ პროგრესირებს და დაავადებაზე პაციენტებს ეჭვი მიაქვთ მაშინ, როცა პროცესი შორსაა წასული. შესაბამისად,  დროული დიაგნოსტირებისთვის საჭიროა მოსახლეობამ მიიღოს …

პაციენტს ქვედა ყბის კეთილთვისებიან სიმსივნეზე საკუთარი ძვლოვანი ქსოვილი გადაუნერგეს

55 წლის ქალბატონს, რომელსაც ჰქონდა ქვედა ყბის კეთილთვისებიანი სიმსივნე, ჩაუტარდა უნიკალური ოპერაცია, ქვედა ყბის სუბტოტალური რეზექცია, მომენტალური აუტოპლასტიკა სისხლძარღვოვანი ანასტომოზით. 3 ივლისს ჩატარებული ოპერაციის შემდგომი პერიოდი სტაბილურად კარგად მიმდინარეობს, პაციენტი დამაკმაყოფილებლად გრძნობს თავს, გადის ყოველკვირეულ მონიტორინგს. უკვე დაიწყო კვებაც და სიარულიც. ოპერაციის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ წარმოადგენს ალოვიტალურ ტრანსპლანტაციას, რაც გულისხმობს, რომ გადანერგილი ძვლოვანი ქსოვილი …

ანა ხარაიშვილი – მედდა კლინიკა „ნიუ პლაზმადან“

ჯერ კიდევ ბავშვობაში ვოცნებობდი სამედიცინო სფეროში მემუშავა. 7 წლის წინ კი საბოლოოდ გადავწყვიტე ვყოფილიყავი მედდა. მაშინ პროფილი არჩეული არ მქონდა, თუმცა მალევე ვიპოვე ჩემი თავი ონკოლოგიაში. მივხვდი, ეს იყო სფერო, სადაც შესაძლებლობა მექნებოდა სითბო, ყურადღება, მზრუნველობა გამომეხატა ადამიანების მიმართ და გასაკეთებელი საქმე გულწრფელად, პასუხისმგებლობით და პროფესიონალურად შემესრულებინა. ადამიანებისთვის შემემსუბუქებინა მდგომარეობა, მათ სიცოცხლისთვის ბრძოლაში დავხმარებოდი. სწავლისა …

„ნიუ პლაზმა“ – ახალი კლინიკა ბათუმში სპეციალურად ონკოლოგიური სერვისისთვის

ონკოლოგიურ დაავადებათა გამოკვლევებისა და მკურნალობის საჭიროების მქონე პაციენტებისთვის ბათუმში, პუშკინის ქუჩის N141-ში, რამდენიმე თვეა სპეციალიზებული კლინიკა „ნიუ პლაზმა“ გაიხსნა. კლინიკის დამფუძნებელი და სამედიცინო მიმართულების ხელმძღვანელი ონკოქირურგი, მამოლოგი თეიმურაზ გოგიტიძეა. რატომაა საჭირო ონკოლოგიური პაციენტებისთვის სპეციალური კლინიკის გახსნა? ამ შეკითხვას თეიმურაზ გოგიტიძე პასუხობს: „ის პაციენტები, რომლებიც ზოგადად შეიძლება მივიდნენ ონკოლოგთან, დიაგნოზის დასმამდე ძალიან მძიმე ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ …

ონკოლოგიურ დაავადებათა დიაგნოსტიკა და პრევენცია – როგორია ბათუმის მერიის პროგრამის შედეგი

ონკოლოგიურ დაავადებათა ადრეული ფორმების დიაგნოსტიკა და პრევენცია – ასე ეწოდება ბათუმის მერიის პროგრამას, რომელსაც საზღვაო ჰოსპიტალი ახორციელებს და რომლის ფარგლებშიც ბათუმში რეგისტრირებული 30-დან 40 წლამდე და 70 წლის ზემოთ ასაკის ქალებისათვის მამოლოგის კონსულტაცია და მამოგრაფია უფასოა, ასევე, უფასოა ონკო მარკერებით გამოკვლევა; საშვილოსნოს, საკვერცხეების, მკერდის, ფარისებრი ჯირკვლის სხვადასხვა პათოლოგიით და 60 წლის ზემოთ ასაკის ქალებისათვის საშვილოსნოს ყელის გამოკვლევა, …

ონკოლოგია, დიაგნოსტიკა, სახსრების ენდოპროთეზირება – აჭარის ჯანდაცვის პროგრამები

2017 წელს აჭარის ბიუჯეტიდან სახსრების ენდოპროთეზირების პროგრამისთვის 300 ათასი ლარია გამოყოფილი, ამბულატორიული მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევისთვის – 600 ათასი, ხოლო ონკოლოგიურ  პაციენტთა  დამატებითი  სამედიცინო  მომსახურების პროგრამისთვის – რომელიც მეორე წელია ხორციელდება – 800 ათასი ლარი, რაც 100 ათასი ლარით მეტია გასულ წელთან შედარებით. ზემოაღნიშნულ პროგრამებს, ისევე როგორც სხვა, აჭარის ბიუჯეტიდან დაფინანსებულ სოციალურ თუ ჯანდაცვის პროგრამებს, აჭარის …

Exit mobile version